შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ქალი აივნიდან -4-


10-03-2020, 13:06
ავტორი Hilalli
ნანახია 1 597

მთელი ღამე თეთრად გავათენე. ხან მუსიკის მოსმენა ვცადე ხანაც დათვლა თუმცა თვალი ვერაფრით მოვხუჭე. შემდეგ ბავშობის სტრესული საღამოები გამახსენდა. დედაჩემის გლოვა ყოველ ღამე გვერდძე ოთახიდან მესმოდა. მისი ტირილის ხმაში დაძინება კი საოცრად მიჭირდა. ამიტომ ოთახში შუქს ვაქრობდი, საწოლზე წამოვჯდებოდი, და წინ მჯდომ წარმოსახვით ადამიანს ვესაუბრებოდი რომელიც მაწყნარებდა და რჩევებს მაძლევდა. სიბნელე ილუზიას მაძლევდა რომ ჩემს წინ ვიღაც იჯდა, უბრალოდ მე ვერ ვხედავდი. ეს ვიღაც მამაჩემი იყო რომელიც არ მახსოვდა მაგრამ ასე ვივსებდი ჩემს დანაკლისს. წლები გავიდა მას შემდეგ და დიდიხანია ასე აღარ მისაუბრია მასთან. ახლა მისი სახის გახსენებას ვცდილობდი რომ წარმომედგინა თუმცა ძალიან ძნელი იყო. ხშირად მჭირდებოდა რომ გვერძე მყოლოდა დამლაპარაკებოდა და რჩევა მოეცა. მაგრამ ისე არასდროს როგორც ახლა. გადავწყვიტე წამით ისევ ბავშობაში დავბრუნებულიყავი. ვიცოდი სიგიჟე იყო მაგრამ უნდა მეცადა გამომივიდოდა თუ არა, მქონდა თუარა ისევ იმხელა ფანტაზია რომ დიდიხნისწინ გარდაცლილ მამასთან მესაუბრა პირისპირ. საწოლზე წამოვჯექი, თვალები დავხუჭე და მთელი არსებით ვთხოვე რომ კიდევ ერთხელ მოსულიყო ჩემთან გასამხნევებლად, რომ კიდევ ერთხელ შემძლებოდა საუბარი. თვალები რომ გავახილე შიშმა ამიტანა წყვდიადში ვიჯექი და თვალწინ პატარა სინაათლეები დარბოდნენ რომლებიც თვალის ძლიერი დახუჭვის შედეგი იყო მაგრამ სახესთან იმდენად ახლოს რომ შემაშინა. თვალების აქეთ იქით ცეცება დავიწყე. თითქოს ვიგრძენი რომ ოთახში მარტო არ ვიყავი. მინდოდა წამოვმხტარიყავი და შუქი ამენთო მაგრამ მივხვდი ეს სიგიჟე იყო. ღრმად ჩავისუნთქე და დამშვიდება ვცადე. ამდროს მუხლებზე დაყრდნობილ წინ გამოწეულ ხელებზე შეხება ვიგრძენ. წამიერად შევხტი თუმცა მალევე მივხვდი ოთახში შემოფრენილი ღამის პეპელა უნდა ყოფილიყო. უბრალოდ ეს ყველაფერი იმდენად გადაება ერთმანეთს რაღაც სიახლოვე მართლა ვიგრძენი. რაღაც ძლიერი და ჯადოსნური. ალბათ ისევ ჩემი ფანტაზია მაგრამ რაღაც ნამდვილად ელოდა ჩემი საუბრის მოსმენას ამიტომ კიდევ ერთხელ ღრმად ჩავისუნთქე და საუბარი დავიწყე:
- თითქოს სამყარო წინ მიდის მე კი უკან ვრჩები, აქ ვზივარ და 23 წლის ასაკშიც იგივე ფანტაზიით ვიკლავ დარდს როგორც 7 წლისა. ვგრძნობ რომ ვერ ვიზრდები და გამუდმებით ერთ საფეხურზე ვარ. დრო მიდის მეკი ერთ ადგილას ვდგავარ როგორც ბებერი მუხა. იცი? დღეს მივხვდი რამდენს ნიშნავს ანკა ნიკიტასთვის და მივხვდი რომ ჩემი ადგილი არაა ამ ორის ურთიერთობაში. მივხვდი იმასაც რომ ზედმეტად ბევრ დროს ვკარგავ ჭეშმაროტების ძიებაში. მივხვდი რამდენად უმნიშვნელო პრრრსონაჟი ვარ ამ ისტორიაში. მივხვდი რამდენად მხდალი ვარ ამ თამამი ნიღბის უკან ამოფარებული. იცი? დღეს შემეშინდა. და თავადაც არვიცი რისი. ნუთუ მართლა ასეთი საშიშია ნიკიტა იოსელიანი რომ მისმა ზარმა ასე დამაფრთხო. მისმა დანახვამ ასე დამამცირა შინაგანად რომ ოფლი მასხმადა მასთან საუბრისას? იცი? ხანდახან ისევ ვტირი ბავშვივით. ვტირი ჩემს მარტოსულობაზე, პრობლემებზე რომელსაც თავად ვიქმნი, ცუდად ჩავლილ დღეზე, ჩემს მიმართ წამოსულ უხეშ ხუმრობაზე, ჩემს ფოტოებზე დაწერილ ნეგატიურ კომენტარებზე, 23 წლის კაცი ვარ და ისევ 7 წლის ბიჭივით ვტირი უაზრო რამეებზე. იცი? ხანდახან როგორ მბეზრდება წუთისოფელი. როგორ მინდება მოვწყდე სამყაროს, საერთოდ ღერძს მოვწყდე დედამიწისას და დავიკარგო. როგორ მიჭირს მარტობა იცი? შინაგანად მიმძიმს ყოველი წამი რომელსაც ხალხის გარეშე ვატარებ, განა იმიტომ რომ ხალხი მიყვარს პირიქით, მათი მეშინია, მეშინია და ამიტომააცა რომ ხალხში არ ვტირი, ხალხში არ ვიმჩნევ ჩემს ტკივილს და არ ვფიქრობ ამდენს ჩემს პრობლემებზე, ამიტომ აი ამიტომ მიჭირს ყოფნა ხალხის გარეშე. არმიყვარს ხალხი, პირიქით მრცხვენია, ყველა იმ კაცის მრცხვენია ქალისთვის რომ დაურტაყავს , ყველა იმ ქალის მრცხვენია უსიყვარულოდ კაცთან რომ წოლილა,ყველა იმ დედის მრცხვენია აბორტი რომ გაუკეთებია, ყველა იმ მამის მრცხვენია შვილი რომ მიუტოვებია, ყველა იმ დის მრცხვენია საიდუმლო რომ გაუთქვამს. ყველა იმ ძმისაც მრცხვენია რომ უღალატია. ყველაზე მეტად კი საკუთარი თავის მრცხვენია, მრცხვენია ასეთი არარაობა რომ დავბადებულვარ. და სამყაროსთვის არაფერი მიჩუქებია. ჩემივე ფიქრბში ვიკარგები და გამოსავალს ვერ ვპოულობ, ეს ქალი მიყვარს მაგრამ ვხვდები არსებობს ვიღაც ვისაც ჩემზეძლიერ უყვარს და მეშინია. მასთან შერკინების მეშინია... მეშინია რომ შეცდომას დაუვუშვებ. და ეს საბედისწერო იქნება არა მარტო ჩემთვის არამედ სხვებსაც დავუნგრევ ცხვრებას... ძალიან მეშინია ყოველი ნაბიჯის რომელსაც ვდგამ... მაგრამ ახლა ყველაზე მეტად მეშინია...
იმდენად ღრმად შევიჭეი ამ ფანტაზიაში ყველაფერი რეალურად მექცა და სულ დამავიწყდა რომ საკუთარ თავს ვესაუბრებოდი, წამიერად ვიგრძენი როგორ დამადო რაღაცამ მხარზე ხელი და მომეფერა მაგრამ იმდენად წაშლილი ვიყავი და გადასული სხვა სამყაროში რომ არ გამკვირვებია, მეტიც უცხო ხმა ჩამესმა თავში რომელმაც მითხრა:
- სჯობს ის ინანო რაც გააკეთე. ვიდრე ის რაც უნდა გაგეკეთებინა. თუ არ ცდი ვერასდროს გაიგებ სწორი რაიყო.
შემდეგ კი უბრალოდ გავითიშე... ვიცოდი ეს ჩაძახილი ჩემი ქვეცნობიერი იყო. რომელსაც ანკასთან ყოფნა ძლიერ უნდოდა. მაგრამ მათი ურთიერათობა იმდენად სუფთა იყო. არ მინდოა რამე გამეფუჭებინა. ამიტომ მკაცრად გადავწყვიტე რომ აღარ გავეკარებოდი ანკა დადიანს...
ალიონზე ჩაძინებული გიორგიმ 12 საათისთვის გამაღვიძა. ორიდღეა არ გიჭამია ადექი საჭმელი მოვიტანეო. გამიკვირდა ერთი წელია მის ბინაში ვცხოვრობ და არასდროს მოუტანია საჭმელი. ალბათ ასე ცდილობდა თანაგრძნობას.
სწრაფად წამოვდექი. წყალი გადავივლე და გაშლილ სუფრას მივუჯექი. ცოტახანს მიყურა როგორ ვჭამდი და ტუჩებს იკვნეტდა საუბრის წამოწყების დაუოკებელი სურვილით. შემდეგ. შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა და მკითხა.
- როგორ გეძინა? - თუმცა აშკარა იყო სხვა რამ აინტერესებდა. ირონიულად გავუღიმე და ვუთხარი.
- ნუ ღელავ. გუშინ ვიფიქრე და მივხვდი. ჩემი ჩარევა არ ღირს. ერთმანეთი უყვართ. თავი უნდა დავანებო ანკას.
- სწორია. - გაუხარდა - შეეშვი, მაინც არდარჩება ეგ გოგო შენთან და ტყულად იმედს ნუ მისცემ საკუთარ თავს და პრობლემებს ნუ შეუქმნი მათ.
დამშვიდდა და ხალისიანად განაგრძო ჭამა. თითქოს ამ დიალოგით ყველაფერი თავის რუტინაში ჩაჯდა. და ყველანაირი ეიფორია გაქრა. სწორედ ამდროს გაისმა უჩვეულო ზარი. მობილურს თამამად დავხედე თუმცა უცხო ნომერი რომ დავინახე ისევ რეალობაში დავბრუნდი. გიორგიმაც გაკვირვებული სახით გამომხედა და მასაც შეეტყო დაძაბულობა სახეზე. ღრმად ჩავისუნთქე და ზარს ვუპასუხე.
- გისმენთ! - დაბნეულმა წარმოვთქვი
- გამარჯობა ლუკა - სასიამოვნოდ წვრილი მგზნებარე ხმა შემომესმა. - ანკა ვარ. მაინტერესებდა როგორ იყავი. რამე პრობლემა ხომ არ შეგიქმენი?
ძალიან დავიბენი. ვერ მივხვდი რატომ დარეკა მთელი ღამე ფიქრის შემდეგ მასთან მიახლოება გადავიფიქრე თუმცა ახლა თვითონ მირეკავდა. ძალიან დაბნეული და წაშლილი ვიყავი. ავნერვიულდი მაგრამ პასუხს ელოდა და აუცილებლად უნდა გამეცა მისთვის.
- არა ყველაფერი კარგათაა. შენ როგორ ხარ? - ღიმილით ვკითხე. გიორგი ისევ გაკვირვებული მიყურებდა
- კარგად. გმადლობ. მაინტერესებს შემოთავაზება ფოტოსესიაზე ისევ ძალაშია თუ არა? - ამაზე პასუხის გაცემა ძალიან ძნელი იყო. ხომ იცოდა რა შეიძლებოდა ამას მოყოლოდა მაგრამ მაინც მიდიოდა ამ რისკზე. ესეც ისეთივე შეშლილი იყო როგორც ნიკიტა. მივხვდი რომ ამ ხალხს არაფერი აინტერესებდა. უბრალოდ იღებდნენ ყველაფერს რაც სურდათ და იმაზე არ ფიქრობდნენ რა მოყვებოდა. რამდენად დაუნგრევდნენ სხვებს ცხოვრებას. მივხვდი არა უნდა მეპასუხა მაგრამ ჩემმა ტუჩებმა საპირისპირო გამოცრა
- რათქმაუნდა. როცა მოახერხებ დავიწყოთ.
- ძალიან კარგი დღესვე მცალია.
- სიამოვნებით. მოვწესრიგდებუ და გამოგივლი დაახლოვებით ერთ საათში.
- კარგი. - ნაზად და გამომწვევად მიპასუხა თითქოს იჩქარე არგადავიფიქროვო. ნაზად დაკიდა ყურმილი მეკი. ვხვდებოდი რომ საქმე ძალიან ცუდად მქონდა. გული საშინლად ამიჩქარდა მასთან საუბრის შემდეგ. გავშეშდი და ღრმად სუნთქვა დავიწყე.
- ანკა იყო? - ირონიით მკითხა გიორგიმ.
- კი. ფოტოსესიაზე დამთანხმდა.
- ეგეც კაი გიჟია. შენც გიჟი ხარ. მაგრამ მერწმუნე ნიკიტა უფრო შეშლილია.
ამაზე გამეცინა. არვიცი რატომ მაგრამ გავმხიარულდი. აზზრზე მალევე მოვედი და გიორგის ღიმილით ვკითხე
- მანქანას მათხოვებ?
- კი მაგრამ იქნებ დაფიქრდე. გიღირს თუარა ამ გოგოს ფოტოები სიცოცხლის ფასად. შენიაზრით რა რეაქცია ექნება ნიკიტას ამას რომ გაიგებს.
- გაბრაზდება... - გამეცინა
- კი ანკასაც სწორედ ეს უნდა. ცდილობს ის გააგიჟოს და გიყენებს. ამას ვერ ხვდები?
- კი მაგრამ მაინც მინდა რომ ფოტოები გადავუღო...
გასაღები და აპარატურა ავიღე და სახლიდან შეშლილივით გავარდი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent