შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თოვდა


10-03-2020, 18:25
ავტორი alterego
ნანახია 2 426

2019.
10 იანვარი.
-იოანეე-ოთახში გაისმა დაღლილობისგან
შეცვლილი ხმა
-რა მოხდა ლიზა?-პასუხმა არ დააყოვნა, ღიმილით მიუახლოვდა იოანე ფანჯრის რაფაზე შემომჯდარ მეუღლეს და მხარზე აკოცა.
-რატომ არ თოვს? ხომ შეიძლება რომ მოთოვოს ...
-მოთოვს, აი ნახავ მოთოვს
-სამი წელია ერთი ფიფქიც კი არ გაუმეტებია ზეცას ჩემთვის
-გაიმეეტებს, თუ არ გაიმეტებს გპირდები მე წაგიყვან იქ სადაც უამრავი თოვლია-ხელები მოხვია და გულში ჩაიხუტა გალეული სხეული.
-მე მოვკვდები-ამოთქვა ლიზამ და გამოფიტულ ლოყაზე ცრემლი ჩამოუგორდა, სახე იოანეს კისერში ჩამალა და ღრმად ჩაისუნთქა საყვარელი მამაკაცის სურნელი.
-ასე ნუ ამბობ ლიზა, შენ ჩვენთვის იცოცხლებ, ჩემთვის და ანდრეასთვის... ვალდებული ხარ იცოცხლო
-ძალა აღარ მაქვს იოანე, იქნებ ხვალ ვეღარც კი გავიღვიძო.
-გაჩუმდიი-თავზე აკოცაა და ნაზად დაუსვა თითებუ სწორ თმაზე
-მალე თმაც გამცვივა, ვიტანჯები და შენც გტანჯავ ჩემო იოანე-
-გგონია თმა მადარდებს ლი? განსაცდელი გამოგვიგზავნაა უფალმა და ვალდებულები ვართ ეს ყველაფერი ერთად გადავლახოთ, ასე ნუ ამბობ და ნუ ტირი- გულზე ჰყავდა მიკრული და ისე ესაუბრებოდა ძალიან მშვიდად, თან კოცნას უტოვებდა და ცრემლით დაცვარულ ლოყას უმშრალებდა.

12 იანვარი.
ძალა გამოცლილი ეტლში იჯდა, არაფერი ესმოდა და ვერაფერს გრძნობდა აუტანელი ტკივილის გარდა რომელიც შიგნიდან ანადგურებდა, იოანეს ხელს იყო მოჭიდებული და ცდილობდა თავი გაემხნევებინა, ძალა მის სიახლოვეში ეპოვნა... მის წინ დაიხარა იოანე და ხელში აიტაცაა ლიზაა, ახლოს იგრძნო საყვარელი ადამიანის სურნელი და თითქოს წამით ის ტკივილიც დაავიწყდა რაც ძალიან ტანჯავდა, მანქანაში დასვაა და ღვედი შეუკრა.
-აი ასე ჩემო ქალბატონო...ხომ კარგად ხარ?
-ცოტა მიჭირს თმის გარეშე, ეს თავსაბურავუც ძალიან არაკომფორტულად მეტმასნება თავზე
-ლიზიკოო ძალიან ნუ ჭირვეულობ, ყველაფერი მოგვარდება, ახლა წავიდეთ თუ მზად ხარ, ანდრია გველოდება
-წავიდეთ იო-ხელზე აკოცა და გაუღიმა.
სახლში მისულს შვილის დანახვაზე ძალა მოემატა, თავს ღიმილიც კი აიძულა.
-მამა დედა ხომ კარგად იქნება-მუხლებზე ააბობღდა იოანეს ანდრია
-რა თქმა უნდა კარგად იქნება ანდრია-ლოყაზე აკოცაა მოუსვენარ შვილს-ანდრია მამას მოშორდა და დედიკოსთან გადაბობღდა
-დეე-ლოყაზე ჩამოუსვა პატარა თითები
-ხო ჩემო პატარაა-
-თოვლი ხომ გიყვარს?
-კიი
-ხოდა მამა დედიკოს ბევრი თოვლი ვუყიდოთ, მაღაზიაში წავიდეთ
-რატომ ? -სიცილი ვერ შეიკავა იომ
-რა რატო? რომ დაინახავს გაიღიმებს, მერე კი კარგად გახდება, ღიმილი უშველის თან ნახე როგორ უხდება-ხელები ერთმანეთში ახლართა და იოს და ლიზას შუაში ჩაუჯდა სიცილით.
ძალიან ბევრი აკოცეს დედიკომ და მამიკომ მოუსვენარ ანდრიას, ორივეს ჩაეხუტა.
-დედიკოს გულის ნაწილი ხარ შენ...
-მამიკოო?
-რათქმაუნდა მამიკოც...

14იანვარი.
-დეეე გღვიძავს-სახეზე დაუსვა თიტები ანდრიამ და შუბლზე აკოცა
-ხო ანდრო მღვიძავს-ღიმილით გაახილა თვალები-შენ რატომ არ დაიძინე? აბა მეძინებაო??
-რომ გავიზრდები მამიკოს მსგავსი ვიქნები?
-ხო აბა, მასავით კეთილი, სიმპათიური და ძალიან ჭკვიანი იქნები,
-შენთან მინდა დაძინება, შენს გარეშე ვერ ვიძინებ.
-მოდი ჩემთან ჩემოო კრუასანო მოდი-სიცილით დააწვინაა ანდრია და ლოყები დაუკოცნა
-რომ გავიზრდები მერე ცოლს მოვიყვან, ხოდა ყველა ერთად ვიქნებით საწოლში და ჭექა-ქუხილის დროს ერთად დავიძინებთ- გულიანად გაეცინა ანდრიას ტიტინზეე
-ჩემი გენიოსი ბიჭი ხარ.

16 იანვარი.
ქიმიოთერაპიიდან დაბრუნებული ლიზა ისვენებდა, იოანე კი მის გვერდით იყო და ხელის გულზე ეფერებოდა, მთელი დღე უცნაურად გრძნობდა თავს სამსახურშიც არ წავიდა, ანდიას და ლიზას არ შორდებოდა.
-იოანე დღეს მთელი დღეა ცუდ ხასიათზე ხარ, რამე მოხდა??
-არაფერი ჩემო ლამაზო,-გაუღიმა და აკოცა, ოთახში სირბილით შემოვარდა ანდრია და შემოიტანა ხმაური
-დედა მამა ზოოპარკში მინდა
-რა დროს ზოოპარკია ბიჭო, ნახე ღამეა უკვე-თმები აუჩეჩა იოანემ... დაბღვერილი მიეხუტა ანდია ლიზას, უცნაურმა ტკივილმა გაჰკრა გულში იოანეს, მოუსვენრობა იგრძნო, ისეთი მღელვარება დაეუფლა აქამდე რომ არასდროს უგრძვნია, შიშმა მოიცვა მისი არსება
-ლიზააა
-რა იყოო?
-წადი მოემზადეთ, გავიდეთ გარეთ გავისეირნოთ...
-ამ დროს?
-ხო, მთელი დღეა სახლში ვართ, გავისეირნოთ ანდროც ცოდოა
-კარგი გავიდეთ-ლოყაზე აკოცა გახარებულ ანდრიას ხელი მოკიდა და ოთახში გავიდნენ ორივე ქურთუკების ასაღებად,იოანეც წამოდგა იქვე მაგიდაზე დადებულ ფოტოს გახედა ლიზა იო და ანდრია იყვნენ ერთმანეთზე ჩახუტებულები, გაეღიმა, უეცრად საშინელი ხმაური გაისმა, ვერაფრის გააზრება მოასწრო მხოლოდ სიმძიმე და გაუსაძლისი ტკივილი იგრძნო
-ელიზაბეეეტტ- მხოლოდ სახელი ამოიკვნესაა და ყველაფერი შავმა შთანთქა.
"""
-დედაააა... დედიკოოოოო- ანდრია განწირული ხმით ტიროდა, ლიზა რომელიც გაურკვევლობაში იყო გონზე მოსვლას ცდილობდა, მთელი ძალით ჩაეხუტა ანდირას და ირგვლივ გამეფებულ ქაოსს თვალი მოავლო.
ირგვლივ მხოლოდ ნანგრევები იყო, უზარმაზარი ბეტონის ფილა იყო კედელზე მიბჯენილი და ამ ფილასა და კედელს შორის იყვნენ მომწყვდეულები ორივე, სასწაულად იყო ეს ფილა დაკავებული, ანდიას გადაეფარა და ნელა გამოვიდნენ თუმცა ოთახიდან გასვლის საშუალება არ იყო,ვერაფერს ააანალიზებდა ლიზა ყველაფერი ისე უცებ მოხდა ჯერ ისევ შეშინებული და დაბნეული უყურებდა ბეტონის ფილებს, ნივთები რომლებიც ორი წუთია წინ თავმომწონედ იდგა ახლა მთლიანად ნაწილებად იყო დაშლილი, ნაცრისფერი მტვერით იყო ყველაფერი დაფარული.
-ეს სიზმარია...ესს არ მოხდა... ყველაფერი კარგადააა-თვალები დახუჭაა იმ იმედით რომ როცა გაახელდა ყველაფერი წესრიგში იქნებოდა თუმცა ასე არ მოხდა.ტვინმაა იმპულსების აღდგენა დაიწყო, გაანალიზა და გადახარშა ყველაფერი, განწირული ხმით იოანეს სახელი წამოიყვირაა, საშინელი ტკივილი იგრძნო, ანდრიას დააკვირდა მერე კი ნანგრევებში იოანეს ძებნა დაიწყოო,არსად არ ჩანდა...ირგვლივ მხოლოდ ნანგრევები იყო. უმოწყალოდ ცვიოდა ცრემლები ანდრეას ჩაეჭიდა და ცდილობდა დაეცვა.
10 წუთი იჯდა ასე გაურკვევლად, პანიკის ზღვარზე მისული, ანდრეას ეხუტებოდა და იოანეს ეძახდა, საუკუნოდ გაგრძელდა ეს წუთები, შემდეგ ხმა გაიგო, აშკარად მათ საშველად იყვნენ მისულები, ყვირილი დაიწყო, დახმარებას ითხოვდა მაალევე მიაწვდინა ხმა და დიდი წვალებით მაშველებმა ნანგრევებიდან გაიყვანეს დედა-შვილი, თვალები დაუბნელდა ისეთი საშინელი სურათი დახვდა, მთელი სართული ჩამონგრეული იყო, ირგვლივ მინის ნამსხვრევები ეყარა ტანსაცმელი და სათამაშოები აქეთ-იქით იყო მიმოფანტული,გათიშული მიაბიჯებდა მერე ისევ იოანე გაახსსენდაა
-აქ ჩემი ქმარი იყო...იოანე გავიდა?
-აქ არავინ ყოფილა ქალბატონოო
-არააა აქ იყო...ვიცი აქ იყო ჩემი იოანე
-დაწყნარდით,თუ აქ იყო მოვძებნით აუცილებლად ვიპოვნით ტქვენ ქმარს, ტუ შეიძლება მაშველებს გაჰყევით.
-არაა-ანდრიას მიუბრუნდა-ამ ბიძიებს გაყევი დე, მე მამიკოს მოვიყვან შუბლზე აკოცა ანდრია კი შეშინენებული გაიყვანეს.
-ქალბატონო აქ საშიშია
-ჩემი იოანე უნდა ვიპოვნოო-გაჯიუტებული წავიდა, ძალაგამოცლილი და დასუსტებული იყო, მაგრამ მაინც მიაბიჯებდა, გული ეწვოდა და მხოლოდ იოანეზე ფიქრობდა, მთლიანად დანგრეულ მისაღებში გავიდნენ, მაშველებმა ძლივს გაწმინდეს გზა, ერთი საათის წინ მყუდრო სახლი მთლიანად შეცვლილი მწუხარებისა და სევდისფრად იყო შეღებილი, ცრემლები შეუჩერებლივ სდიოდა,აღელვებული ღრმად სუნთქავდა და თავს იმშვიდებდა იმით რომ იოანეს ცოცხალს და უვნებელს იპოვნიდა
-ქალბატონოო აქ არავინაა
-როგორ თუ არავინაა?? აქ იყო ჩემი იოანეე -თავზარდაცემული აქეთ-იქით მიმოდიოდა მოულოდნელად იოს ქურთუკს მოჰკრა თვალი, გაიქცა თვალებში დაუბნელდა როცა ნანგრევების ქვეშ მოყოლილ იოანეს მოჰკრა თვალი, ლამის გონება დაკარგა მისი დასისხლიანებული სახე რომ დაინახა.
-სწრაფადდ აქეთ, აქაა იოანეე აქააა-ხელის გულებით ცრემლები მოიწმინდა და იოანესთან ჩაიმუხლა, სახეზე დაყრილი მტვერი მოწმინდა, ნანგრევებს დაეჯაჯგურა თუმცა მჭიდროდ იყო ჩაჭედილი
-იოო... იოანეე გაუძელიი ..მოვედი შენთან ვარ-შუბლზე მიაკრო ტუჩები
-ლი...ზა...-დაუძლურებულმა ამოთქვა და ძლივს გაახილა დამძიმებული თვალები.
-ცოცხალია ... ცოცხალიიიაა....იოანეე გიშველი გთხოვვვ გთხოვ ცოტაც გაუძელიი -მაშველები ცდილობდნენ მალე გაეთავისულებინათ იოანე თუმცა ფილები საკმაოდ მძიმე იყო.
-ლიზაა
-აქ ვარრ, კარგად ვართ მე და ანდრო, გთხოვ შენც გაუძელი რაა- საშინელ მდგომარეობაში ჰქონდა სახე, სისხლი სდიოდა პირიდან,ძლივს მიიტანა თავისი ხელი ლიზას ხელამდე.
-იოო ჩემო იოანე გაუძელი...
-მაპატიე...ლიზა...
-რა რასამბობ? რა უნდა გაპატიოოო
-მე აღარ შემიძლია... ძალიან მტკივა...
-არა არაა შეგიძლია.ნუ საუბრობ არაფერი თქვა მალე ამოგიყვანენ.
-მიყვარხარრ...ანდროს მიხედე
-იოანეე-ატირებული ჩაეხუტაა
-დაამარცხე ეგ წყეული..
-ჩემთან უნდა იყო იო, ერთად უნდა გავუძლოთო ხომ მეუბნებოდი... იოანეე
-შენთან ვიქნები...სულ შენთან, ძალიან მიყვარხარ...
-მეც მიყვარხარ იოო...არ მიმატოვოო იოოო იოოო არ მიმატოვოო გთხოვვ არ წახვიდე...გაუძელი არ დამტოვო..
-მაპა..ტიე..-ამოიხავლა, სახეზე ღიმილმა გადაურბინა, ხელი მაგრად მოუჭირა ლიზას, თვალები ერთ წერტილს მიაშტერა, შემდეგ კი მოდუნდა,გამოსახულება აირია და ყველაფერი სიბნელეში ჩაიკარგა
-იოანეე არ დამტოვოო განწირულმა ხმამ მოიცვა ირგვლივ ყველაფერი, დრო გაჩერდა, უსულო სხეულს მთელი ძალით ებღაუჭებოდა ლიზა, ტკიოდა... კვდებოდა...რას გრძნობდა?! იმას რასაც სიტყვები ვერ აღწერს, თიტქოს გულს დანით უსერავდნენ. მხოლოდ იოანეს უსიცოცხლო სხეულს გრძნობდა და ტიროდა...თითქოს ეს ტირილი მის ტკივილს გაუყუჩებდა...

21 იანვარი.
ყველა დამწუხრებული სახით ტოვებდა სასაფლაოს,მხოლოდ ელიზაბეტი არ შორდებოდა იქაურობას, სასაფლაოს დაჰყურებდა და თავი კოშმარში ეგონა, თვალები ჩაღამებული ჰქონდა და ცრემლიც სულ დაუშრა, ხმაც აღარ ჰქონდა.
იოანეს აღარ ჰყავდა, ვერ ჩაეხუტებოდა, ვერ აკოცებდა მის ტკბილ მათრობელ სურნელს ვეღარ შეიგრძნობდა,დაკარგა ყველაფერი, ცხოვრების მთავარი საყვრდენი. ცივ მიწაზე დაემხო
-ჩემი ხარო რომ ამბობდი რატომ დამტოვე?! ანდროს რა ეშველება? ხომ მითხარი ერთად უნდა გავიმარჯვოთო.. სიცოცხლის ბოლომდე ერთად ვიქნებითო არ მითხარი?! იოანე აქ რა გინდა...ჩემო იოანეე აქ რატომ ხარ...- უფრო ეკვროდა საფლავს-ხომ მითხარი თოვლი რომ მოვა ერთად ვიქნებითო, ხომ მითხარი მე წაგიყვანო, რატომ წახვედი??? დამტოვეე და წახვედი, ძალა აღარ მაქვსს იოო შენთან მინდაა წამიყვანე იოო, მტკივააააა -უცებ ხელზე ფიფქი დაეცა, ჯერ ერთი მრრე მეორე, მოღუშულ დღეს თოვლის ფიფქებმა იწყეს მოსვლა, ამდენი ხნის შემდეგ თოვდა, თოვდაა... თეთრად ლამაზად ერთმანეთის მიყოლებით ცვიდოდა უმისამართო ფიფქები და არემარეს ფარავდა.ელიზაბეტმა გაკვირვებულმა ახედა ზეცას,
-თოვს იოო... ხედავ? ჩემთან რატომ არ ხარ? რატომ არ მეხვევი... თუ ჩემთან ხარ მინდა გხედავდე... მინდა ვგრძნობდე შენს შეხებას..მე აღარ შემიძლია... მტკივა.

6წლის შემდეგ.
-დედა იცი რა ლამაზი ხარ? მამა რომ აქ იყოს გაეხარდებოდა.
-მამა ჩვენთანააა ანდრია, სანამ გვახსოვს და გბიყვარს აქ მარცხნივ გულში გვყავს- შვილს მოეხვია და აკოცა
-წავიდეთ, ცოტა ცივაა მემგონი
-კარგი მიდი დაჯექი მანქანაში და მეც მოვალ დე-....-ღიმილით ადევნებდა გვალს საკუთარ ვაჟს, მერე ისევ იოანეს მიუბრუნდა
-იოო ზამთარია.. იცი თმაც ამომივიდა, თუმცა გეცოდინება შენ ხომ მანდედან მიყურებ...ძალიან მიყვარხარ, მეც და ანდრიასაც ძალიან გვიხვარხარ...მენატრები ექვსი წელი გავიდა და ისევ ისე ძლიერ მიყვარხარ, უფრო სწორედ იმაზე უფრო ძლიერადაც კი...დრომ ტკივილი გამიყუჩა, მაგრამ არ გამქრალა...სულ თავს მახსენებს.მიყვარცარ იქ სადაც ხარ..-მარმარილოს ფილიდა მომღიმარ სახეს ტუჩები მიაწება, სიცივემ მთელს სხეულში დაუარა, ცრემლები მოიწმი და და იქაურობა დატოვა.

თოვდა...თოვდა ...
ბოლო ექვსი წელია ყოველ ზამთარს თოვს, ცივი მაგრამ ლამაზი ფიფქები თეთრად რთავს დედამიწას.
იმ ღამეს ექვსი წლის წინ...მაშინაც თოვდა.
თოვდა და ცოცხალ-მკვდარ ლიზას იმედს აძლევდა, უყვარდა თოვლი მაგრამ ძულდა ზამთარი.
უაზრობააა?!
ვის გაუგია თოვლი ზამთრის გარეშე?!
უცნაურია მაგრამ უაზრობა არაა... ზამთარმა წაართვა იოანე ლიზას, რომარა ზამთარო და მისი სიცივე არავის დასჭირდებოდა ის წყეული გამათბობები და არ მოხდებოდა ის აფეთქება რომელსაც იოანესთან ერთად კიდევ სამი სიცოცხლის დასრულება მოჰყვა.
ზამთარი მხოლოდ ერთ რამედ ღირს,
ზამთარში თოვს და ლიზაც იოანეს სიახლოვეს გრძნობს.
სიახლოვეს რომელიც აძლებინებს, ვერ ეხება მაგრამ მაინც გრძნობს, ისინი ხომ ჭეშმარიტი გრძნობით სიყვარულით არიან ერთმანეთთან დაკავშირებულნი, ცოტა ბანალურია გრძნობების ერთ სიტყვაში თავმოყრა რადგან ეს ყველაფერი სიტყვა მიყვარხარზე ბევრად უფრო ლამაზი და უსაზღვრო ფერებით მოცული გრძნობაა,
ისინი მარადიულად დაკავშირებულები არიან,
და დიდი ხნის შემდეგ როდესაც მოვა ამის დრო ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს.
მოვა დრო და იოანე ისევ ჩაეხუტება ლიზას...
გარეატ კი იქნება ბევრი სითეთრე, თოვლის თეთრი სამოსით შემოსილი არემარე.



№1  offline წევრი alterego

რას ფიქრობთ,როგორია???
ძველი ისტორიაა, მაგრამ უმუზიბის ჟამს მოწყენილობაში მომინდა ამეტვირთა ❤
არვიცი რას იტყვით თუმცა მაინც გაგიზიარებთ❤

პ.ს.დამავიწყდაა ისტორიის ბოლოში დამეწერა ეს, ამიტომ ვაკომენტარებ...
კორონას პანიკით მოცულს ყურადღება გაფანტული მაქვს ;დ

სიყვარულით ალტერი ❤
--------------------
კ.ა

 


№2 სტუმარი სტუმარი ანაა

კარგი იყო,მაგრამ მაინც შენი გემრიელი ისტორიიები ჯობია,ისევ ისეთი ენერგიული და პოზიტიური წყვილებით დაგვიბრუნდი :*

 


№3  offline წევრი Imagination88

kargi iyo momewona ❣️bevris mtqmeia es istoria ❣️kargi personajebia ❣️ gelii gagvaoce ❣️

 


№4  offline წევრი EllaTriss

ძალიან მომეწონა..❤
ერთ-ერთი საუკეთესოა..❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent