შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 16)


10-03-2020, 23:24
ავტორი Smailiki
ნანახია 1 416

საპირფარეშოს კარები სწარაფად იღება. სარკეში ვიხედები და ჩემს უკან მდგომ ელეს გაკვირვებული შევცქერი. ნეტავ რა მოხდა ისეთი რამაც მისი აქ ყოფნა გამოიწვია?
   - ნიკა მიდის... -  მისი სიტყვები ჩემს ყურებამდე ელვის სისწრაფით აღწევს და მაშინვე სიბნელეში აღმოცენებულ სინათლის ნაპერწკალს წარმოვიდგენ. იმედი მესახება, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
   - რა? სად მიდის? - გაკვირვებული ვიხედები უკან, ელე საპასუხოდ მხრებს იჩეჩავს. ჯანდაბა! საერთოდ რატომ წამოვედი? ჯობდა დავრჩენილიყავი. ახლა არ ვიქნებოდი ასეთ გაურკვევლობაში. და მაინც, რა ხდება? რატომ მიდის ნიკა? ქორწილი დასრულდა თუ...
      გაკვირვებულ მეგობარს მზერას ვაშორებ და მაშინვე საპირფარეშოდან გამოვრბივარ. ნიკას და დედამისს შორიდანვე ვხედავ და მათკენ მივიწევ. დაახლოებით ხუთი ნაბიჯის მოშორებით ვჩერდები და დედა-შვილის საუბრას ჩუმად ვუგდებ ყურს. მათ გარშემო, ოდნავ მოშორებით ხალხია შეკრებილი და მოვლენების განვითარებას ელოდება. ლამისაა გული ამომვარდეს გაურკვევლობისგან. ბოლოს და ბოლოს, დაქორწინდა ნიკა? თუ არა?
   - დედა გამატარე. - ამბობს ბიჭი უემოციოდ და ცდილობს მშობელს გვერდი აუაროს. თუმცა ქალი ოსტატურად უდგება წინ და წასვლის ყოველგვარ გზას უჭრის.
   - ამას ვერ გააკეთებ! ვერ წახვალ. არ გაქვს წასვლის უფლება. - ქალი გამუდმებით ამ სიტყვებს იმეორებს. ნიკას წასვლის საშუალებას არ აძლევს. ბიჭი კი დანებებას ნამდვილად არ აპირებს, დედამისს გვერდს ოსტატურად უვლის და გასასვლელისკენ მტკიცე ნაბიჯებით მიემართება. ნიკას დედას მზერა ჩემზე გადმოაქვს და ავისმომასწავლებელი სახით მოიწევს ჩემსკენ.
      - ყველაფერი შენი ბრალია. უნამუსო! საერთოდ როგორ გაბედე  ქორწილში მოსვლა და ნიკასთან საუბარი. ტვინი რით აურიე? რა უთხარი ასეთი? - ქალი არ ცხრება და ავისმომასწავლებლად იყურება ჩემი მიმართულებით. ძალიან ახლოსაა ჩემთან. წამიერად მისი ხელი ზემოთ იწევა და ფართოდ იშლება. მაშინვე ვხვდები რის გაკეთებას ცდილობს და ინსტიქტურად უკან ვიწევი. მისი ხელი კი ჰაერში "ფრიალებს" და შემდეგ ისევ თავის ადგილს უბრუნდება. სილის გაწვნასაც ოსტატობა სჭირდება თურმე...
   - დედა დაწყნარდი. მარიამი არაფერ შუაშია. - ნიკას ხმა შორიდან მესმის და თანდათან თითქოს უფრო ხმამაღალი მეჩვენება. მალევე მოდის ბიჭი ჩვენთან ახლოს და ჩემსა და დედამისს შორის დგება.
   - შენ ხომ მიდიოდი. მიდი წადი! დანარჩენს ჩვენ თავად გავარკვევთ. - ქალის სიტყვები მუქარასავით გაისმის. ჩემს თითოეულ უჯრედს შიშის გრძნობა ეუფლება.  არ ვიცი ამ საქციელით რის მიღწევას ცდილობს ეს ქალი, თუმცა რაც გამოვიდა ის არ არის რაც თავად სურდა.
    ნიკა ხელს ძლიერად მჭიდებს მკლავში და გასასვლელისკენ მივყავარ. უკნიდან ხალხის გაკვირვებული ოვაციების ხმა მესმის, რომელთაც ერთი მწივანა ბარიტონი არღვევს. ეს ნინას კივილის ხმაა. ისე კი მეცოდება! იმის მაგივრად აქედან საქმროსთან ერთად გადიოდეს, ნიკას უყურებს, რომელსაც მე მივყავარ ამ ადგილიდან შორს.
      მე და ნიკა მანქანასთან ახლოს მივდივართ. ბიჭი კარს აღებს და მელის როდის ჩავჯდები შიგნით. არც მე ვალოდინებ და  სწრაფადვე ვიკავებ ადგილს. ნიკა მანქანას უვლის და ჩემს გვერდით ჯდება.
  - ნიკა. - ვამბობ მაშინვე ბიჭის ყურადღების მისაქცევად და მისკენ ვიხედები. ვხვდები, რომ ძალიან გაბრაზებულია. მაშინვე ძრავს მანქანას და რულს ნერვიულად ახებს თითებს წამის მეასედის შესვენებებით.
  - გთხოვ არ გვინდა საუბარი. - ამბობს დაბალი მშვიდი ტონით. ცდილობს ამით დააკმაყოფილოს ჩემი ცნობისმოყვარეობა?
   - გთხოვ, გთხოვ. მხოლოდ ერთი კითხვა. - ვეწუწუნები ნიკას, რომელიც წამიერად ჩემსკენ აპარებს მზერას. სწორედ ამ დროს ყურებამდე ვიღიმი, იქნებ რამით მოვთაფლო და მიპასუხოს კითხვებზე.
   - კარგი. გისმენ. - ამბობს ნიკა და ისე საყვარლად იღიმის... წამიერად მინდება, რომ იმ საყვარელ ლოყაზე ვაკოცო, რომელზეც პატარა ღრმულია ღიმილისაგან გამოწვეული. შემდეგ კითხვას ვუბრუნდები და ისევ მეცვლება განწყობა, ამჯერად უარყოფითისკენ.
   - ნიკა უარი თქვი? - ჩემს აკანკალებულ ხმას ვერ ვცნობ. პასუხის მოლოდინში ვინაბები და ჩემი გულის ძგერას ყურებში ვგრძნობ.
   - არა. - არაო? ანუ დაეთანხმა? მაგრამ... მაშინ რა იყო ის რაც ცოტა ხნის წინ ვნახე? რატომ წამოვიდა რესტორნიდან?
     თუ კი უარი არ უთქვამს მაშინ გამოდის, რომ უკვე ნინას ქმარია.  მაშინ აქ რა ჯანდაბა მინდა? ის უკვე ცოლიანია. არ მაქვს უფლება ასე ვიქცეოდე.
   - ანუ დათანხმდი?! - არ ვიცი ეს სიტყვები კითხვას გამოხატავდა თუ იმედგაცრუებასა და სინანულს.
    - არა. - უკვე გაურკვევლობაში ვვარდები. ნიკა არც დათანხმებულა და არც უარი უთქვამს. საერთოდ ისე წამოვიდა, რომ პასუხი არ გაუცია. ეს როგორ გააკეთა? შეიძლება ასე მოქცევა?
   ნიკა ძალიან აღელვებული მეჩვენება. არც მე ვარ ნაკლები. ლამისაა გული ამომვარდეს. ამდენი ტყუილად ვიტანჯე? ნიკა არ დაქორწინდა. შეიძლება ეს ჩემს გამო მომხდარიყო? შეიძლება მას ჩემდამი რაიმე გრძნობა გასჩენოდა?
     ნიკამ სახლში წამიყვანა. გზაში სულ მას ვაკვირდებოდი. ისეთი სიმპატიური და საყვარელია, რომ სიტყვებითაც ვერ ავღწერ. მისი სახე სრულყოფილია: მწვანე თვალები, ლამაზი ფორმის, მსხვილი წარბები, საშუალო ზომის წამწამები, ყავისფერი თმა, და ოდნავ დამსკდარი, გამობურცული, ვარფისფერი, ფუმფულა ტუჩები.
  - ბოდიში. - ფიქრებიდან ნიკას ხმას გამოვყავარ. ბიჭი გაურკვეველი მიმართულებით იხედება. გაურკვევლობაში ვვარდები.
  - რისთვის?
  - ამის გადატანა, რომ მოგიხდა. - ნიკა ჩემსკენ აპარებს მზერას და საყვარლად მიღიმის. წამიერად მისი ტუჩებისკენ გამირბის მზერა, შემდეგ კი ისევ მის თვალებზე გადამაქვს ყურადღება. ბიჭი ჩემს რეაქციას ამჩნევს და ყურებამდე იღიმის. სირცხვილის გრძნობა მეუფლება, თავს ოდნავ ვუქნევ, მანქანიდან გადმოვდივარ და სახლისკენ მივდივარ.
    უბედნიერესი ადამიანი ვარ ამ ქვეყნად. მე უნდა ვთქვა ბედი მაქვს-თქო. ნიკა არ დაქორწინებულა მთავარი ეს არის. მას ნინა არ უყვარს, თორემ ქორწინებაზე უარს არ იტყოდა. მაგარია! ძალიან მიხარია!
  

    *********
  

    დილით მშვენიერ ხასიათზე დავდექი. სკოლაშიც ბედნიერი სახით მივდიოდი. იმედი მქონდა ნიკას ვნახავდი, მაგრამ არ მოსულა. არა უშავს ჩემი უფროსია და ოფისში მისვლისას აუცილებლად ვნახავ.
    - მარიამ. - მესმის ქეთოს ხმა შორიდან და მაშინვე მისი მიმართულებით ვტრიალდები. მიკვირს, რომ მარტოა. ნეტავ გიორგი სად დაკარგა? ალბათ გზაში ჯიბიდან ამოუვარდა.
    - რაღაც უნდა მოგიყვე. რაც ზუსტად ვიცი დაგაინტერესებს. ვთვლი, რომ უნდა იცოდე. - ქეთო მალევე მეწევა და ერთად განვაგრძობთ სიარულს. ვინაიდან და რადგანაც, გაკვეთილები დასრულდა უკვე ოფისისკენ მივემართები.
    - გისმენ ქეთო. სწრაფად მოყევი. ნუ მაინტრიგებ.
   - არ ვიცი საიდან დავიწყო. ეს ყველაფერი დიდი ხნის წინ მოხდა. ნიკა და ნინა სულ რაღაც ხუთი წლისები თუ იქნებოდნენ. ნიკას მამას, გიორგის ბიზნესი ჩაუვარდა. გაკოტრების პირას იყო. ინვესტორს ან პარტნიორს ეძებდა, რომ რამენაირად თავი გადაერჩინა. იმ მომენტში დახმარება მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაუწია. ნინას მამამ. ის გიორგის ბიზნესს მხოლოდ ერთი პირობით გადაარჩენდა. თუ ნიკა და ნინა დაქორწინდებოდნენ. მაშინ როდესაც ორივე სრულწლოვანი გახდებოდა. ნინა ერთი დღით პატარაა ნიკაზე. ისინი უკვე თვრამეტი წლისები არიან. ამიტომ დანიშნეს ქორწილი, თუმცა ნიკამ უარი თქვა. ამის გამო შეიძლება დიდი პრობლემები შეექმნას. ეს ფაქტია. ახლა კი ჩემს დასკვნებს გაგაცნობ. ნიკამ სწორედ ამ მიზეზის გამო გითხრა "ეცადე არ შეგიყვარდეო". მას თავიდანვე მოეწონე. თუმცა როგორც კი გაგიცნო, მაშინვე ეს გრძნობა უფრო მეტში გადაიზარდა. თავიდან შესაძლოა გასართობიც იყავი მისთვის, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რომ უყვარხარ. ქორწილიც შენს გამო ჩაშალა. სულ რაღაც ორი თვის წინ მზად იყო ნინა ცოლად მოეყვანა. მას შემდეგ რა შეიცვლა? მხოლოდ ერთი რამ. მან შენ გაგიცნო. რომ დაგენახა გუშინ როგორ გიყურებდა. პასუხის გაცემის დროსაც შენსკენ იხედებოდა. როდესაც დარბაზიდან გახვედი მაშინვე ანერვიულდა და ფეხზე ადგა. ალბათ შენსკენ აპირებდა წამოსვლას, თუმცა დედამისმა ისეთები ატეხაა... - მის სიტყვებს ვუსმენ და თანდათან ჩემი ღიმილი ფართოვდება. ნუთუ მისი მოსაზრება მართალია? შემიძლია დავიჯერო, რომ ნიკას ვუყვარვარ? მაგრამ არა! სანამ საკუთარი პირით არ მეტყვის მანამ არ ვაპირებ ამის დაჯერებას.
    - რა მოიმოქმედა დედამისმა?
    - მაშინვე ნიკას წინ გაჩნდა. ეკითხებოდა: რას აკეთებ? როგორ იქცევიო. ბიჭი კი იმ მიმართულებით იხედებოდა საითაც შენ წახვედი. შემდეგ ნინამ დაიწყო კაპრიზები. ისე ბრძანებლური ტონით ესაუბრებოდა ნიკას, რომ მეგონა ბიჭი იმ წამსვე მიახრჩობდა. უყვიროდა "დაჯექი, ქორწილი უნდა განვაგრძოთო" და მსგავსი სისულელეები. ბოლოს ნიკას ყელში ამოუვიდა და წასვლა გადაწყვიტა. შემდეგ რაც მოხდა თავადაც იცი. მაგრამ მე არ ვიცი. მომიყევი.
    - ქეთო ამ გაჩერებაზე უნდა ჩავიდე. სამწუხაროდ ვერ მოგიყვები. მეჩქარება. ისედაც დავაგვიანე ამ ლაპარაკში გართულმა. - ავტობუსიდან ჩამოვდივარ, რომელშიც არც კი მახსოვს როდის ავედი. აი ასე იცის მეგობართან "წაჭორავებამ".
     მხიარული სახით შევდივარ ოფისში. მიხარია, რომ ნიკას ვნახავ. დავაკვირდები. იქნებ როგორმე გამოამჟღავნოს თავისი გრძნობები.   
    - წარმატებები მარიამ. - ვამხნევებ ხმამაღლა საკუთარ თავს და ანასკენ მივიწევ. ჩემთვის უსაყვარლესი გოგონა ზურგით დგას და არც თუ ისე დიდ ყუთში თავის ნივთებს ალაგებს. ის რა სამსახურიდან მიდის?
    - ანა, აქ რა ხდება? - გოგონა შიშისგან ოდნავ ხტება. შემდეგ ჩემსკენ იხედება და სევდიანი, გაფართოებული თვალებით შემომცქერის.
   - საშინელება ხდება. ბატონმა გიორგიმ კომპანია ვიღაც სხვას გადასცა. ახალმა უფროსებმა კი ყველა თანამშრომელი დაითხოვეს. აი ის ამპარტავანი გოგონა მოვიდა. გამოგვიცხადა ეს ოფისი ჩემია და ახლავე გაქრით აქედანო. ძალიან თავხედი და ამაზრზენი ვინმეა. კიდევ ტუტუცი და საშინელი პიროვნება. - ანა კიბეებისკენ იშვერს ხელს. მეც მაშინვე მისი თითის მიმართულებით ვიხედები და ნინას მაღალ სილუეტს ვლანდავ. ჯანდაბა! ეს ყველაფერი ჩემს გამო მოხდა? ჩემს გამო ნიკა არ დაქორწინდა. სწორედ ამის გამო მის ოჯახს ამ კომპანიის დათმობა მოუწია. არ მეგონა ასეთი არაადამიანები ჯერ ისევ თუ არსებობდნენ. მაშინვე უკან ვტრიალდები და თავზე ქურთუკის კაპიშონს ვიხურავ. არ მინდა დამინახოს თორემ საშინელება მოხდება. ვერც კი წარმოვიდგენ ისეთი რამ...
   - კიდევ ერთი უსაქმური მოვიდა, რომელმაც ხუთი წუთით დააგვიანა?! სწრაფად ჩააწყვე შენი ნივთები და თავიდან მომწყდი გასაგებია? ჰეი შენ გოგონი არ გესმის? აქეთ გამოიხედე! - მის სიტყვებს ვაიგნორებ და გასასვლელისკენ მივდივარ. თუმცა ნინა ჩემსკენ სწრაფად "მოკაკუნებს" და წინ მიდგება. ჩემი სახის დანახვისას ჯერ გაოცება ეტყობა, შემდეგ კი ბრაზი და ავისმომასწავლებლად იყურება.
      - შენ არ ხარ ის გოგო, ვის გამოც ნიკამ მიმატოვა. აქ რატომ მოხვედი? საერთოდ როგორ ბედავ აქ მოსვლას? უნამუსო ხარ! შენს კონკურენტ ქალებს საქმროებს ართმევ. მაგრამ საინტერესოა ეს რაში გჭირდება. - ჩემი ხელი გუცნობიერებულად იწევა ჰაერში და ნინას ლოყაში ხვდება. გოგონა გაცეცხლებული სახით მიყურებს. მეგონა თმაში მწვდებოდა, თუმცა არა. კულტურულად აპირებს ჩემს გამოლანძღვას.
   - როგორ ბედავ?! ერთი უბრალო მდაბიო ხარ, რომელიც ჩემამდე ვერასოდეს მოვა. ნიკას შესაფერისიც ვერასოდეს გახდები. - ისევ ნინა იწყებს წივილს. საუბარსაც არ მაცდის ეს საშინელი ხასიათების ადამიანი. მის სიტყვებზე ძალიან ვბრაზდები და ახლა მე ვიწყებ გაცხარებულ საუბარს.
    - იცი რას გეტყვი საყვარელო?! მე კი არა შენ ვერ მოხვალ ჩემამდე ვერასოდეს. ნიკამ ქორწილი იცი რატომ ჩაშალა? მას მე ვუყვარვარ და არა შენ. იქნებ ცოტა მომბაძო, რომ საპირისპირო სქესმა ისევე შემოგხედოს როგორც მე მიყურებენ. - ნინა სილას მარტყამს, მეც ბარბაცით ოდნავ უკან მივდივარ და ინერციით თავს ოდნავ გვერდით ვხრი. სიბრაზე მატულობს ჩემს ორგანიზმში. მინდა საშინლად ვატკინო ნინას. ოღონ ფიზიკურად კი არა სიტყვიერად. ისევ ნინა იწყებს საზიზღარ "ტიკტიკს".
    - არ ვიცი შენში რა ნახა ნიკამ, მაგრამ დარწმუნებული ვარ ერთად ვერასოდეს იქნებით. სხვადასხვა ფენას განეკუთხენით. თუმცა არა... უკაცრავად... ახლა უკვე მამამისის კომპანია ხელში ჩავიგდე და ქონების დიდი ნაწილი წავართვი. შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ორივენი მდაბიოები ხართ. ბედნიერებას გისურვებდით ზუსტად, რომ არ ვიცოდე თქვენი მომავალი. ნიკა გიყენებს. სწორედ ასე იქცევა ყოველთვის. მისი მორიგი სათამაშო ხარ და მალე მოგისვრის. თქვენს ურთიერთობას მომავალი არ აქვს. ასე ბევრჯერ მოქცეულა. სხვებთან მიდიოდა, თუმცა ბოლოს მაინც ჩემთან ბრუნდებოდა. ახლაც ასე მოხდება.
    - და შენ ამ ურთიერთობით კმაყოფილი ხარ? ერთ სიტყვას გამოვიყენებდი, რომელიც ზუსტად აღგწერს, თუმცა საკუთარ თავს არ ვაკადრებ ამის თქმას. გიხარია, რომ ნიკასთვის ყოველთვის მეორე ხარიახოვანი ხარ? მართლაც, რომ სასაცილოა. მილიონჯერ გიღალატოს და მილიონჯერვე აპატიო? სისულელეა. უნდა მიხვდე, რომ მისთვის სულ ერთი ხარ და შეეშვა. ამას ღირსეული ადამიანი გააკეთებდა, მაგრამ შენ ხომ ღირსება არ გაქვს... მაპატიე დამავიწყდა.
   - ღირსებაზე შენ ლაპარაკობ? როცა ნიკა გაიცანი იცოდი, რომ ჩემზე იყო დანიშნული, თუმცა მაინც განაგრძობდი მასთან ურთიერთობას. შენ და შენს მსგავსებს ღირსების ნატამალიც კი არ გაგაჩნიათ. ოღონდაც მდიდარი ბიჭი ჩაიგდოთ ხელში ყველაფერს კადრულობთ.
    - მე არ ვიცოდი, რომ დანიშნული იყო გასაგებია? შენ კი ტყუილად მადანაშაულებ. ცდილობ საკუთარი დანაშაული სხვას გადააბრალო. და იცი რა არის შენი შეცდომა? ის, რომ ნიკა ვერ შეინარჩუნე და მას თავი ვერ შეაყვარე. ახლა კი ჩემი წასვლის დროა. შენთან საუბარს მაინც აზრი არ აქვს. გისურვებ შენი ცხოვრება მალე დაემსგავსოს ჯოჯოხეთს. - ნინას ვუღიმი და ჩვეული ნაბიჯებით გამოვდივარ ოფისიდან.
    თავს საშინლად ვგრძნობ. ნინამ რაც თქვა სიმართლეა? ნიკა მიყენებს და შემდეგ ისევ მასთან დაბრუნდება?

   ******
    უკვე პარასკევი დღეა. ფანჯარასთან ვზივარ და ამწვანებულ ბუნებას გავცქერი. ამ კვირის განმავლობაში ნიკა არ მინახავს. ნეტავ სად გაქრა? რატომ არ დადის სკოლაში? რამე ხომ არ დაემართა? ფიქრებიდან ტელეფონის წკრიალა ხმას გამოვყავარ.
    - იმედი მაქვს ხვალ გცალია.  - ღმერთო ისაა. ნიკაა. მან მე დამირეკა. როგორ მომნატრებია მისი ხმის გაგება.
    - გააჩნია რისთვის - ვამბობ მშვიდი ხმით და ყურებამდე ვიღიმი. ნიკას სახეს წარმოვიდგენ და სუნთქვა მიხშირდება. პასუხს ველოდები. წამები საუკუნეებად მეჩვენება.
    - ჩემთვის ერთი დღის დათმობისთვის - ანუ ეს პაემანია? ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემი საკუთარი ემოციების გამოხატვაც კი მიჭირს.
    - კარგი თანახმა ვარ. რომელზე გამომივლი?
    - საღამოს ექვსზე შენთან ვიქნები. - ამბობს და ტელეფონს თიშავს. ხვალ საოცრად ბედიერი დღე მექნება. ნიკას ვნახავ და მასთან ერთად დროს გავატარებ.

    ******
    საღამოს ექვსის ნახევარია და მე ისევ ვერ ამირჩევია რა ჩავიცვა. სად მივდივართ ისიც არ ვიცი. მით უმეტეს ვერ მივხვდები როგორ უნდა ჩავიცვა. სასეირნოდ მივდივართ თუ სადმე კაფეში ან რესტორანში? ბოლო მაინც ჩვეულებრივად ვიცვამ. ღია ფერის დახეულ ქინსს, თეთრ სვიტრს და ამავე ფერის ბოტასებს.
    კარზე ვიღაც მსუბუქად აკაკუნებს. ალბათ ნიკაა. გასაღებად სწრაფად მივდივარ. სახელურს ვწევ და ბედიერი სახით ვიხედები. გარეთ არავინაა. ქვემოთ დაგებულ "ხალიჩაზე" გადამაქვს ყურადღება, რომელზეც ორად გადაკეცილი ფურცელი დევს. ხელში ვიღებ და ვხსნი.
      " შენი სახლის წინ ტაქსია გაჩერებული, შიგნით ჩაჯექი და დანიშნულების ადგილას მიგიყვანს. მალე შევხვდებით." - გახარებული სახით დავყურებ ფურცელს. ორიგინალური პაემანი! საოცარი მოფიქრებაა. ვნახოთ სად ამოვყოფ თავს. სარკეში ბოლოჯერ ვიხედები. მაკიაჟი საერთოდ არ მისვია, თუმცა მაინც ლამაზი ვარ. ნარცისობაში ნუ ჩამომართმევთ. რეალურ ფაქტს ვამბობ. ნუ სიმართლე, რომ ვთქვათ მაქვს გადახრები ნარცისობისკენ...
   დაბლა ჩავდივარ. კორპუსის წინ ტაქსს ვხედავ. ბედიერი სახით ვჯდები შიგნით და მძღოლს შევყურებ. მოხუცი ჭაღარა კაცი მკრთალად მიღიმის და დაბალი ტონით იწყებს საუბარს.
    - გრძელი გზა გვაქვს გასავლელი...


______
შემდეგი თავი დაიდება არანაკლებ 50 მოწონებაზე.
პატარა თავი გამოვიდა, თუმცა ვფიქტობ საინტერესო აღმოჩნდა. :დდ

  



№1 სტუმარი სტუმარი ელენიკო

ვუიმეეეე ძააან მაგარიააა რაა ❤️❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი Sopo

Nu gvawvaleeb am xalxs cota mozrdili tavebi raa da amdenxansac nu welaav did interesshi var chavwrdnili vegar gavige nikas ra unda ra ver chamoyalibda akamde :)) <3

 


№3  offline წევრი Smailiki

სტუმარი ელენიკო
ვუიმეეეე ძააან მაგარიააა რაა ❤️❤️❤️❤️


მიხარია, რომ მოგეწონაა. ❤❤❤

Sopo
Nu gvawvaleeb am xalxs cota mozrdili tavebi raa da amdenxansac nu welaav did interesshi var chavwrdnili vegar gavige nikas ra unda ra ver chamoyalibda akamde :)) <3


მალე ვეღარ გაგაწვალებთ :დდდდ ❤❤

 


№4  offline წევრი Smailiki

ჰაიკო
კაი რააა, ბიჭი და ვარდისფერი ფუმფულა ტუჩები? smile
სხვა მხრივ კარგია.


Thnx მიხარია თუ მოგწონს ❤❤❤

 


№5 სტუმარი nia

Saocrebaa vicodi rom nika ar miatovebda ❤

 


№6  offline წევრი Smailiki

nia
Saocrebaa vicodi rom nika ar miatovebda ❤


❤❤❤ *ნიკა მარიამს არ მიატოვებს* ❤❤❤
:დდდდ

 


№7 სტუმარი მარიამ ლურსმანაშვილი

აი ძააან კაია❤️ მალე დადე შემდეგი?!❤️????????

 


№8  offline წევრი Smailiki

მარიამ ლურსმანაშვილი
აი ძააან კაია❤️ მალე დადე შემდეგი?!❤️????????


ვეცდები ყველანაირად სიხარულოოო ❤❤❤

 


№9 სტუმარი სტუმარი მელი

ძაან მაგარია,საყვარლობა♥️♥️ შემდეგს მალე დადებ?

 


№10  offline წევრი Smailiki

სტუმარი მელი
ძაან მაგარია,საყვარლობა♥️♥️ შემდეგს მალე დადებ?


მადლობა სიხარულო.❤ ხვალ დაიდება შემდეგი თავი ❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent