მთვარე - ადამიანი /სრულად/
- აქ ყოველღამ მოდიხარ და მიყურებ, რა გავიგო? - ეს ხრიოკი კლდე საუკეთესო ადგილია, რათა გიმზერდე. - მაგრამ… - რა მაგრამ, მთვარევ? რით დავიმსახურე შენგან ხმის გაცემა? - ბევრი მიმზერს ხოლმე ღამღამობით, მაშინაც კი, როდესაც ზეცას ღრუბლები ფარავენ, შენ კი დღისითაც მეძებ, მზით განათებულ ცაზე და დღის წვიმის წვეთებს შორის. - რატომ ხარ დარწმუნებული, რომ შენ გეძებ? - როცა დღისით მხედავ ხოლმე, შეყვარებულივით გეღიმება. - მე რომ მკითხო, შეყვარებულ ხალხს იშვიათად ეღიმება. - რატომ? - სიყვარული ტკივილის სინონიმიაო, არ გაგიგია? - ჩემი არსებობის განმავლობაში ბევრი რამ გამიგია და მინახავს. დღისითაც იმიტომ ვიჭყიტები, რომ ადამიანებს დავაკვირდე. - რამდენი წლის ხარ? - ადრე ამ კითხვის დასმას ერიდებოდნენ… - ნუთუ მთვარე ქალია ? - რატომ გეცინება? არ ვიცი. სქესი არა მაქვს. - თუმცა ამაზე ბევრჯერ დაფიქრებულხარ. - შენ იმდენი წამიც არ გიცხოვრია, რამდენჯერაც მე ამაზე და ვფიქრებულვარ. - სქესი არ გაქვს, თუმცა ძალიან ბევრია შენზე უგონოდ შეყვარებული. - იცი, მე ფიქრები მესმის. მესმის რაზე ფიქრობენ და რას გრძნობენ. მათ ვუყვარვარ, რადგან ლამაზი ვარ, დედამიწას ვეხმარები, ღამის მეგობარი ვარ, სევდიანი და მელანქოლიური და ვინ მოსთვლის კიდევ რატომ ვუყვარვარ ხალხს. საერთო კი იცი რა აქვთ? - შენ? - არა. საერთო ისაა, რომ ყველამ იცის - რატომ ვუყვარვარ. რომ დაუსვა კითხვა - რატომ გიყვარს მთვარე - ყველას მოეძებნება პასუხი. დაიწყებენ ჩემი ხასიათის ახსნას, თითქოს მიცნობდნენ და ვიზუალური მხარით აღფრთოვანებას მრავალი მხატვრული სიტყვით ეცდებიან. განა ეს სიყვარულია? - ამდენი წელია, რაც ამ უბადრუკ დედამიწას დაჰყურებ. განა ვერ მიხვდი, რომ რამდენი ადამიანიცაა, იმდენი აზრია? - ცდები. მხოლოდ ადამიანებს არ გააჩნიათ ხოლმე პირადი აზრი. - ჰო. ადამიანებს და შენ. - მე არ ვარ მარტო, ბორის. - რა თქმა უნდა, ჩემი სახელი იცი. - ვიცი. - ანუ, მზე, ვარსკვლავები, პლანეტები… - ჰო. - იერარქია გაქვთ? - არ ვიცი. განდეგილი ვარ, სხვებთან არ ვკონტაქტობ. - ინტროვერტი ყოფილხარ. - უბრალოდ, მინდა ადამიანი ვიყო. - ამდენი ხანია, რაც ადამიანებს უმზერ. გესმის აზრები და გრძნობები და მაინც გინდა იყო ადამიანი? - ნუ გიკვირს და ნუ ფიქრობ, რომ ადამიანობა ამდენად საზიზღარია. - შენ რა იცი ადამიანების შესახებ? შენ მხოლოდ ცაში გამოკიდებული ბურთი ხარ, რომელსაც მხოლოდ ესმის რას ვფიქრობ და რას ვგრძნობ, მეტი არაფერი! შენ გაგაჩნია გრძნობები, მაგრამ შენი საკუთარი და არა ადამიანისეული! - მართალი ხარ. მე ვერასდროს გავიგებ - რა არის იყო ადამიანი. შენ ვერასდროს მიხვდები მთვარისეულ გრძნობებს. მე იმის შესაძლებლობა მაინც მქონდა, რომ დაკვირვება მეწარმოებინა, თქვენ კი მხოლოდ ჩემი ფაზები და მიქცევა-მოქცევა იცით. ადამიანი იყო მთვარე-ზე, მაგრამ მან არ იცის რა ხდება "ში". - ეს იგივეა, რომ ექსპერიმენტატორს სურდეს გაცდეს საცდელი ვირთხა. - დაე, იყოს მასე. შენ რა გაწუხებს? - ჩემამდე რამდენ ადამიანს ესაუბრე? - ბევრს. - ვინმემ გაგიგო? - ვერა. - გგონია ადამიანად რომ იქცე, გაგიგებენ? - არ ველტვი გაგებას. - შენ ჰომ აზრებს კითხულობ, რატომ დამისვი კითხვა, რა მაწუხებს. - შენი აზრების კითხვა აღარ მინდა. - რატომ? - იმიტომ, რომ შენ განსაკუთრებულად გიყვარვარ. - და რა მაწუხებს? - არ ვიცი. - არა, შეუძლებელია ვერ შეგემჩნია, რომ ლამის დაბადებიდან ვარ შენზე უგონოდ შეყვარებული. შენ რონ ადამიანად იქცე, ადამიანურ სიამეებს მოითხოვ, მე კი სასოწარკვეთილი ვეცდები, რომ ოთხ კედელში გამოგკეტო. - ამას რატომ მეუბნები? - იმიტომ, რომ შენც გიყვარვარ. - საიდან მოიტანე?! - ნუ წიწმატდები თუ ქალი ხარ, რა. - რა არ მინახავს, მაგრამ სიყვარულის ამგვარი ახსნა? არასოდეს. - მე ჰომ განსაკუთრებულად მიყვარხარ, დაგავიწყდა? … - იცი, არსებობს ასეთი ლეგენდა პლანეტებს შორის. მითი… - რაღაც ხერხით ადამიანად გახდომაა შესაძლებელი? - ჰო. - მასზე ფიქრობდი მას შემდეგ, რაც ლეგენდაზე გაიგე? - უცნაურია არა? რაზე ოცნებობს მთვარე? გახდეს ადამიანი. - გაგკიცხე ისე, რომ არც კი მიკითხავს - ასე ძლიერად რატომ გსურს ადამიანობა? - ათასი უცნაური ცნება გაქვთ მოფიქრებული, დაწერილი და დაუწერელი კანონები, ჩარჩოები, რომლებსაც ზოგი გაუაზრებლად, ზოგი კი გააზრებულად მისდევს ან არ მისდევს. ყოველი წამი თქვენთვის ემოციაა, მე კი იმდენად ვარ მოწყურებული, რომ მხოლოდ დაკვირვება არ მაკმაყოფილებს, ხვდები? - შენ ჰომ განიცდი მთვარისეულს. - მთვარისეული განსაკუთრებულია. ძალიან ღრმა და წმინდა, თუმცა ადამიანი რაც არ უნდა განსაკუთტებული იყო, შენი ინდივიდუალურობაც მოგბეზრდება ადრე თუ გვიან. მართალია, ადამიანი არა ვარ, თუმცა ამდენი წლის შემდეგ სიახლე მეც მჭირდება. - შენს შემთხვევაში სიახლე მხოლოდ ადამიანობაა, რა ირონიაა. - ნეტავ შემეძლოს. - ქალი რომ იყო, ვიტყოდი, ლურჯ თვალებზე ცრემლი მოადგა და სახე კუპრივით შავ თმაში ჩამალა-მეთქი. - ლურჯთვალა და შავგვრემანი ქალი წარმოგიდგენივარ? - ალბათ… არ ვიცი. მიუხედავად იმისა, რომ ყურებამდე ვარ შენზე შეყვარებული, ვერასოდეს წარმოგიდგენდი, როგორც ადამიანს. … - ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელსაც მსურს, რომ შევეხო. - რა უნდა ქნა, რომ ადამიანობა მიიღო? - დედამიწაზე არსებობს ერთი უჩვეულო ქვა. თუ მას ის ადამიანი შეეხება, ვინც ადამიანურად მიყვარს, ეს მომცემს საშუალებას ერთი დღეღამე ვიცხოვრო, როგორც ადამიანმა. - მაგრამ… - ის ადამიანიც უნდა გიჟდებოდეს ჩემზე. - მაგრამ? - მაგრამ ამ ადამიანთან საუბარს აზრი არ აქვს, რადგან სიტყვა"მაგრამ-ის" მეტი აღარაფერი ახსოვს. - როცა წიწმატდები, წითელი ფერი დაგკრავს, იცი? - მე არ ვწითლდები. - სარკეში ოდესმე ჩაგიხედავს? - არასოდეს… - დილით რომ გაიღვიძებ, გპირდები, სარკეში ულამაზეს ქალს დაინახავ. - რას გულისხმობ? - ნახვამდის. - რა? სად მიდიხარ? … ამ საუბრია შემდეგ ბორისი მთვარის თვალთახედვის არეალიდან გაქრა. აორთქლდა თითქოს. მთვარე კი იმედგაცრუებული ყოველ საღამოს ადრე ჩნდებოდა ლაჟვარდისფერ ცაზე და ყოველ დილით რაც შეიძლება დიდხანს წელავდა, რომ სადმე, როგორმე ბორისისთვის მოეკრა თვალი. მისი ფიქრები აღარ ესმოდა, მის გრძნობებს ვეღარ განიცდიდა და საერთოდ, კაცი ისე გაქრა, თითქოს არც არსებულიყოს. ჰომ შეიძლებოდა, რომ მის საცხოვრებელ სახლთან მაინც დაელანდა მთვარეს კაცი ორიოდე წუთით? მაგრამ არა. ბორისი ჯიუტად აგრძელებდა არარსებობას. მთვარე კი ჭკუიდან გადავიდა, თუ შეიძლება ეს ტერმინი მისი მისამართით გამოვიყენოთ. მიატოვა ჩვეული დაკვირვება ადამიანებზე და სასოწარკვეთილი მხოლოდ ბორისის სახლს უმზერდა. ვიზუალურადაც დაეტყო ცვლილებები. დაპატარავდა და ნაოჭები გაუჩნდა თითქოს. დედამიწასაც კი აღარ ემსახურებოდა ისე, როგორც ადრე. მიქცევა-მოქცება აირია, ფაზები შეიცვალა… დედამიწაზე ასახულმა მთვარის მდგომარეობამ კი ყველა შეაშფოთა, გარდა ბორისისა. პლანეტებმა და თანამგზავრებმა შეკრება მოაწყვეს და ინტროვერტი მთვარეც აიძულეს დასწრებულიყო. პირველი სიტყვის თქმის უფლება დედამიწამ დაიტოვა თავისთვის. - მთვარევ, ამ ბოლო დროს შენ ხელს უწყობ ჩემს განადგურებას. რაშია საქმე? - მიწავ, რატომ ელოლიავები ამ ნაბიჭვარს? უბრალოდ ჭკუა ასწავლე და ეგ იქნება! - მარს! შენებრ ომით საქმის გადაწყვეტა ყველას არ სჩვევია. - ვენერა, გირჩევ შენს საქმეს მიხედო და მარსის კბენას თავი დაანებო. - იუპიტერ, ეს იმის ბრალია, რომ ვენერა პაემანზე არ დავპატიჟე. - მარს, მორჩი. სიტუაციის გააზრება არ გვაწყენდა. - მერკურს აბსოლუტურად ვეთანხმები. - გმადლობ, სატურნ. - ურან, ნეპტუნ, თქვენ რას იტყვით? - მომწონს მთვარის გიჟური იდეა. - საერთოდ არაა სასაცილო, ურან. - ჩემი აზრით, მთვარე ოცნებებმა გაიტაცეს. - საინტერესო მოსაზრებაა, ნეპტუნ. იქნებ თავად მთვარისთვის გვეკითხა? - არაფერი მაქვს სათქმელი, დედამიწავ. - რას ნიშნავს არაფერი? - რატომ მალავ სათქმელს, მთვარევ? - პლუტონ, ამის შესახებ რამე იცი? - არაფერი. - ტყუი. - გინდა სასამართლო მომიწყო და ისევ გამომთიშო პლანეტათა რიცხვიდან? - დაიცა, რას უყურებს? ყველა ერთიანად მიუბრუნდა მთვარეს, რომელიც გაფაციცებით აკვირდებოდა დედამიწას. ყველამ დაინახა ბორისი, რომელიც ათიოდე წლით დაბერებულიყო და რომელმაც ქვის ადგილსამყოფელს მიაკვლია. ხელთათმანებით შეეხო. არ სურდა მთვარე აქ და ახლა წარმოჩენილიყო მის წინაშე. არავინ იცის, რატომ არსებობდა ეს ქვა, არც ის იცოდნენ, მარყალი იყო თუ არა, რონ ციურ სხეულს შეეძლო გამხდარიყო ადამიანი, მაგრამ ყველამ იცოდა, რომონ ამ კანონის დარღვევა ძვირად დაუჯდებოდა ნებისმიერს. - არ არსებობს. - ის კანონს არღვევს! - მთვარევ! - შენ რა, ადამიანობა გინდა? - შეჩერდი! - გაგანადგურებენ. - ვინ გაანადგურებს? - კანონმდებელი. - ვინმეს თვალით ოდესმე უნახავს ის ? - მე არა. - არც მე. - არც მე. - მაგრამ… - ჩვენ არ გვაქვს უფლება განვსაჯოთ. - როგორ არა, მაშ, ვინ უნდა გაასამართლოს? - გაასამართლო ვიღაც იმიტომ, რომ იმ კანონმდებელმა, რომელიც არავის გვინახავს, ასე თქვა? წავართვათ მხედველობა, სმენა და აზროვნება მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობს ლეგენდა? - პლუტონ… - ადამიანებს ვემსგავსებით. ჯანსაღ კი არა, სულელ და ბრმა ადამიანებს. ხმა ვერავინ ამოიღო. არ არსებობდა კონტრარგუმენტი პლუტონის სიტყვის წინააღმდეგ. ის ძალზედ ადამიანური იყო. აი, რატონ იქნა მოკვეთილი იგი თავის დროზე პლანეტებიდან. … - ბორის! - სულ ცოტა ხანიც მოიცადე, სულ ცოტა. გპირდები, არაჩვეულებრივ ადამიანობას გაჩუქებ. - ბორის! - ჩუ, ჩუ, მთვარევ. ეს დღედაღამე დაუვიწყარი იქნება. - რვა საათი ხდება, უნდა წავიდე. - ორიოდე წუთში ჩემთან გაჩნდები. და ბორისი ქვას შეეხო. მთვარე სინათლის სისწრაფით დატრიალდა და კოსმოსს მოსწყდა. ადამიანობა იმაზე მტკივნეული იყო, ვიდრე ეგონა. კაცობრიობის საზომით, ალბათ, ცოცხლად გატყავებას შევადარებდი. თუმცა სულ სხვაა, როდესაც ერთმანეთს მთვარისა და ადამიანისეული ერწყმიან. შეგიძლია ამის წარმოდგენა? არც მე. … - რას ნიშნავს შენთვის ადამიანობა, მთვარევ? - ჩემი ადამიანობის აღქმა სტანდარტულად აღქმულისგან განსხვავდება. - მაინც? როცა მირბიხარ შენი თავისგან, რაზე ფიქრობ და რა გიბიძგებს… ნუთუ ერთადერთ გზად გესახება მისგან გაქცევა, სრული სიგიჟე! შენ მას ნუ ებრძვი, დაუმეგობრდი. მიეც უფლება მკლავს მოეჭიდოს. და როცა ნახავ, რომ ხელს არა გკრავს ნუღარ ეცდები - გამოიჭირო. ადამიანი - მხეცი არსება. ზოგჯერ სატანა, ზოგჯერ წმინდანი. თავსაც ამაყად წამოვწევ როცა ჩემზე იტყვიან - ადამიანი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.