შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ქალი აივნიდან -7-


13-03-2020, 00:46
ავტორი Hilalli
ნანახია 1 769

სხვისი ქალი აივნიდან -7-

საღამომდე ტკბილად მეძინა. თითქოს სანერვიულო არაფერი მქონდა, რომ გავიღვიძე საბა და დემე იყვნენ ჩვენთან. კარგ ხასიათზე ჩანდნენ. ლუდს სვავდენენ და იცინოდნენ. საბასთან შეხვედრამ უხერხულობა შემიქმნა თუმცა შეეტყო არუნდოდა შეემჩნია ეს დაძაბულობა ჩვენშორის. საოცრად გაკვირვებული ვიყავი მისი ხასიათითა და ქცევებით. მუდამ ხალისიანი და ფრთხილი იყო. საოცრად მნიშვნელოვნად აღიქვამდა ყველა ადამიანს ვინც გვერდით ყავდა და მათი დაკარგვა ძალიან აშინებდა. მეამიტი და მგრძნობიარე იყო. ყოველთვის მოწიწებით არჩევდა სასაუბრო სიტყვებს რომ არავისთვის არაფერი ეწყენინებინა. ისე თავისუფლად თმობდა ანკას მისი მოპოვებისთვი ბრძოლის ფიქრიც არ ჰქონდა. არვიცი რატომ მაგრამ ერჩივნა ნებისმიერისთვის დაეთმო თავის საყვარელი ქალი ოღონდაც მასთან ყოფნის შანსი არ გასჩენოდა. შორიდან ეტრფოდა როგორც ძვირადღირებულ ხელოვნების ნიმუშს. მილიარდებს რომ იხდიან სახლში უდევთ და ხელს არ კიდებენ. ალბათ ამ მეგობრობის გაფუჭება არ უნდოდა რომელიც ასეთი ძლიერი იყო ამ ორს შორის. მზად იყო ნებისმიერთან წარმოედგინა ოღონდ მასთან ყოფნის იმედი არ გასჩენოდა. მზად იყო ბოლომდე შეეწყო ჩემთვის ხელი თუ ანკა ნიკიტაზე უარს იტყოდა. მეგობრულ ზონაში მასთან სიახლოვე გარანტირებული ჰქონდა. ყოველთვის დარჩებოდა ანკას ბავშობის განუყრელ მეგობრად. მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობა მასთან საოცრად აშინებდა. ალბათ იმიტომ რომ იცოდა ასე აუცილბლად დაკარგავდა ეს კი ბოლომდე გაანადგურებდა. მიხვდა, რომ მისი გრძნობების შესახებ ვიცოდი. იმდენად ცდილობდა ჩემთვის დაენახაბინა ჩემს გამო უკან არაფრის დიდებით დაიხიოვო. მთელი არსებით ცდილობდა ჩვენშორის ეს დაძაბულობა გაექარწ....ბინა. ბავშური ხალისიანი თვალებით მიყურებდა ვითომც არაფერი მომხდარა გუშინო და ხუმრობა დამიწყო. შემდგეგ აღფრთოვანებით დაამატა ფოტოები ვნახე ძალიან მაგარია და დიდი გამოხმაურებაც მოყვაო. დემეტრეს ეწყინა მე რატომა არ წამიყვანეთ სიღნაღშიო რაზეც ყველას გაგვეცინა. თუმცა გიორგიმ ამ ხალისიან საუბრებში შფოთვა შემოიტანა:
- როგორ გგონიათ ნიკიტამ უკვე ნახა ეს ფოტოები?
- ალბათ! - უთხრა საბამ - ანკას ვურეკავდი და არ მიპასუხა. ალბათ ნიკიტასთან ერთადაა.
- მარტო ნახავდა? - გამიკვირდა
- გგონია რამეს დაუშავებს? - გაეცინა
- გამორიცხული არაა. ეკუიდან გადავა ამ ფოტოებს რომ ნახავს. რაიცი რაქნას
- შენ დაგასისხლიანებს თორემ იმას დაუჯდება და მშვიდად დაელაპარაკება. ეტყვის მაწყენინეო და მორჩა. ბოდიშსაც არ მოახდევინებს.
- შენ რას გიზავს?! - სიცილით კითხა დემემ საბას.
- სანამ ანკაზე ასე აფანატებს მე ვერაფერს ვერ მიზავს. - გაეცინა.
ხასიათი ისევ გამოგვიკეთდა. ნიკიტაზე საუბრისას სამივეს სიმწრის ღიმილი გვეფინებოდა, განსაკუთრებუთ კი მე. ამ მშვიდ გარემოში ჩემს მობილურზე მოსალოდნელი ზარი გაისმა რომელმაც ოთხივე ადგილზე გაგვაქვავა. ნიკიტა იყო თუმცა მოსალოდნელზე მშვიდად ვიყავი. ზედმეტი ეიფორიის და დაძაბულობის გარეშე ვუპასუხე. გინებას და ღრიალს ველოდი თუმცა ანერვიულებული მაგრამ ჩუმი ხმის ტემბრით მითხრა:
- ორ წუთში ეზოში თუ არ იქნები სახლში ამოვარდები რაც არმინდა - კბილებში სიმწრისგან გამოცრა თითოეული სიტყვა და ყურმილი დაკიდა.
გამეცინა. სამივე გაკვირვებული მიყურებდა. არვიცოდი ქვემოთ რა მელოდა. მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ მშვიდად სალაპარაკოდ აღარ მოვიდოდა. ფეხზე ჩავიცვი და კარისკენ წავედი. ჩემდა გასაკვირად სამივე წამომყვა მარტო არ გაგიშვებთო. საოცრად გამიკვირდა და მესიამოვნა თუმცა მათმა გვერდში დგომამ მეტი თავდაჯერება მაინც ვერ შემმატა. გაოცებულები მიყურებდნენ. სახეზე ღიმილ გადაფენილი რომ დავიძარი კიბეებისაკენ. ისეთი დაძაბულები იყვნენ თუთქოს სიკვდილის ველზე მივდიოდი. შეიძლება მივდიოდი კიდეც მაგრამ ჯერ ამას ვერ ვაცნობიერებდი.
ბნელი საფეხურები ნელა ჩავიარეთ. სადარბაზოს კართან ჩემგან ზურგშექცევით დამდგარი ნიკიტა რომ დავინახე. წამიერად სუნთქვა შემეკრა. შემდეგ კი გამეცინა. ხმაურზს სწრაფად გამომხედა. სისხლიანი თვალები და შეშლილის გამოხედვა ჰქონდა. ყელში ვენები დაბერვოდა და სიბრაზისგან კანკალებდა. მუშტებს ძლიერ უჭერდა. და დასარტყმელად ხელს ამზადებდა ერთი დაიღრიალა ხომ გაგაფრთხილე მოგკლავ შე ვო და გააფთრებული ლომივით გამოექანა ჩემსკენ. მხეცის სახე ჰქონა წამიერად მეგონა თავს მომაჭამდა ამის მაგივრად კი პირდაპირ სახეში ძლიერი მუშტი დამარტყა. თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა. ტუჩებსა და ცხვირიდან ალისფერი სისხლი წამსკდა და კიბეებთან წავბორძიკდი, ერთი დარტყმით საშინელი ტკივილი მომაყენა. საოცრად ძლიერი იყო მეკი ბავშობის მერე აღარ მიჩხუბია. მივხვდი სანამ მაგრად არ მცემდა და აშკარა დამარცხებისკენ არ წავიდოდი ვერავინ ჩაერეოდა ამ ორთაბრძოლაში. თუმცა პრესტიჟის ერთი დარტყმა მაინც უნდა მომესწრო. სწრაფად წამოვდექი და რაც ძალი და ღონე მქონდა მუშტი მოვუქნიე. პირდაპირ ღაწვებში მოხვდა. მე მთელი ძალა დავხარჯე მასზე ის კი არც განძრეულა მაგრამ არ ელოდა და ამან საშინლად გაამწარა. მუცელში ფეხი დამარტყა, უკან გადავარდი და ძირს გავიშალე. კიბის კუთხეს თავი ჩამოვარტყი ის კი დაიხარა და მთელი არსებით მირტყამდა სახეში. ძალა დავკარგე აუტანელ ტკივილს ვგრძნობდი. ისე სწრაფად და გამეტებით იქნევდა მუშტებს განძრევაც ვერ შევძელი. უკნიდან ბიჭები დაესიენ და ცდილობდნენ გავეშველებინეთ მაგრამ. გამალებით მირტყამდა და თითქოს უკვე გონებას ვკარგავდი. თანდათან თვალებში მიბნელდებოა და პირიდან სისხლს ვანთხევდი. სახის ვერც ერთ ნაქვთს ვეღარ ავღიქვამდი. ამ ხმაურში მხოლოდ ნიკიტას ძლიერი ქშენის და ჩემს ძარღვებში მჩქეფარე სისხლის ხმა მესმოდა. სილუეტებს ვეღარ ვარჩევდი, ვეღარც ნიკიტას სახეს ვხედავდი. მთელი სახე ისე გამიბუჟდა ტკივილსაც კი ვეღარ ვგრძნობდი. არვიცი რამაცინებდა მაგრამ სახეზე ღიმილი მქონდა გადაფენილი რაც კიდევ უფრო ამწარებდა. ბოლოს მხოლოდ საბას განწირული ხმა მესმოდა, ნიკიტას უყვიროდა შეეშვი მოკლავო. მეტი არაფერი მახსოვს ამის შემდეგ უბრალოდ გავითიშე...
გონს საავადმყოფოს პალატაში მოვედი. თვალი რომ გავახილე თეთრი კედლები და ჩემს წინ მჯდომი გიორგი დავინახე. თავისა და სახის საშინელმა ტკივილმა ამიტანა. თითქოს მხრებზე უზარმაზარი რკინის ბურთი მედო. ბიჭებს ნაზად გადავავლე თვალი, სამივე აქ იყო. საბას ჩალურჯებული ლოყა და გახეთქილი ტუჩი რომ დავინახე გამეცინა. ჩემს ღიმილზე კი რატომღაც სამივეს გაეცინა. ალბათ რეფლექსები რომ მქონდა ამ ფაქტმა გაახარა ისინი. საუბარი გიორგიმ დამიწყო:
- გვცნობ? - ღიმილით მკითხა
- კი! ის ბიჭები არ ხართ ჩხუბში მაგრად რომ დამეხმარეთ?! - ირონიით ვკითხე - 4 ერთზე ვიყავით, საერთოდ ცოცხალია ის უბედური?!
- ეგრე არხდება. - განაგრძო დემემ - მარტო მოვიდა. "კამანდასთან " ერთად რომ მოსულიყო ჩავერეოდით მაგრამ ერთი ერთზე ჩხუბობდით
- მართლა? - დასიებული თვალით ძლივს გავხედე - მე კი მომეჩბენა რომ ათი იყო.
- ისე გაბედულად მიდიოდი მეგონა მთელი ბერლინი ნაცემი გყავდა - გაეცინა საბას - ეს რა იყო? 10 წლის გოგო თავს უკეთესად დაიცავდა. ბოლოს როდის იჩხუბე?
- არ ვიცი ალბათ 7 წლის ვიყავი... ისიც მეზობელი გოგო მცემდა ხოლმე - გაეცინათ - მეც ხომ დავარტყი?!
- კი პრესტიჟის გოლი გაიტანე - დამცინა გიორგიმ - ანგარიში 18:1 დამთავრდა...
გამეცინა, წამოჯდომა ვცადე თუმცა თავსა და მუცელში საშინელმა ტკივილმა ამიტანა. თითქოს ყველა ძვალი კანში მერჭობოდა.
- არ ადგე ტვინის შერყევა გაქვს - მითხრა გიორგიმ
- ხო... თავი დავარტყი.
- დაარტყი კიარა იმდენი გიბრახუნა თავში დებილად რომ არ დაგტოვა მიკვირს. - გაეცინა
- შენ რაღა დაგემართა? - ვკითხე საბას, მან კი მშვიდად გაიღიმა და მიპასუხა
- შენ რომ გაითიშე, შეგეშვა მაგრამ მუშტების ქნევა დააკლდა. თვალებში მე გავეჩხირე და წასვლამდე ერთი მეც დამარტყა.
- ხელი არ შეუბრუნე? - გამიკვირდა
- ხუმრობ არა?! - გაეცინა
- ხელის დარტყმა როგორ "გაუტარე"?
- შენ რომ არ "გაუტარე" მაგიტო წევხარ ეხლა აქ. ერთი საუბარი უნდა ანკასთან და ისე შეუსრულებს ბოდიშსაც მომიხდის.
- ანკა სადარის? - გაკვირვებულმა ვიკითხე. სამივემ გაოცებული სახით გამომხედა. ალბათ იმას ფიქრობდნენ. გიჟია ამ გოგოს გამო ასეთ დღეში ჩააგდეს და კიდევ მას კითხულობსო - როგორაა?
- ის კარგათ იქნება. - მითხრა საბამ - მობილური გამორთული აქვს. ბოლოს გუშინ დილით დაინახეს ვეძიში ტაქსში ჯდებოდა. ამიტომ იყო ასე გამწარებული ნიკიტა. ანკას ვერ პოულობს. მეორე დღეა არავინ იცის სადაა.
- და შენ ხომ იცი სად არის? - ეჭვის თვალით შევხედე საბას. საკმაოდ მშვიდად ჩანდა იმის კვალობაზე რომ ანკას ადგილსამყოფელი არ ცოდნოდა.
- საიდან მოიტანე? - დაიძაბა - მშობლებისთვისაც არ უთქვამს სად მიდიოდა.
- მაგრამ, შენ ხომ იცი სად შეიძლება იყო?
- არა! წარმოდგენა არ მაქვს - ამ სიტყვების დროს ხელი კეფაზე მოისვა. აშკარა იყო რაღაცას მალავდა. - დღეს მთელი დღეა ნიკიტაც მაგაზე მირეკავს. ვიცი გეცოდინება სადაა და მითხარიო. ყველაფერს კი არ მეუბნება.
დარწმუნებული ვიყავი რომ ზუსტად იცოდა სად იქნებოდა. შეიძლება სხვა არავინ მაგრამ საბას უეჭველად ეცოდინებოდა ადგილი სადაც ანკა თავს მშვიდად და თავისუფლად გრძნობდა. სადაც შეეძლო გაქცევა და დასვენება ამ სამყაროდან. სამყაროდან სადაც დედოფალი იყო. აუცილებლად უნდა ქონოდა ადგილი რომელიც ხალხმრავალი მაგრამ მარტოსული იქნებოდა. ადგილი სადაც იკაშკაშებდა მაგრამ არა იმიტომ, რომ ნიკიტა იოსელინის გოგო იყო. არამედ იმიტომ რომ ლამაზი და მომხიბლავი ქალი იყო. და საბამ იცოდა სად უნდა ყოფილიყო ეს ადგილი. მის ხმის ტემბრსა და დაძაბულობაში მკაფიოდ იკვეთებოდა. ტყუილი არ გამოსდიოდა. თუმცა ანკას საიდუმლოს არასდროს გათქვამდა. ამიტომ ცოტახნით შევეშვი.
- აბა ისევ ისე ძლიერ ხარ შეყვარებული ანკა დადიანზე? -ღიმილით მკითხა გიორგიმ
უეცრად დავფიქრდი ბოლო ერთი წელი გავიხსენე როგორ ვუყურებდი აივნის მიღმა ამ სილამაზეს და ვტკბებოდი მისით. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასთან ერთად გატარებული ყოველი წამი. შემდეგ მისგამო მიყენებული ზიანი გუშინ საღამოს. წამოვჯექი, რომ ტკივილს მთელ ტანში დაეარა და ბოლომდე გამეაზრებინა რა გადავიტანე ამ ქალის გამო და კიდევ რისი გადატანა შეიძლებოდა მომწეოდა. აქამდეც გააზრებული მქონდა, რომ სიკვდილს ვუყურებდი თვალებში ანკასთან გატარებული ყოველი წამით. მაგრამ ისე არასდროს როგორც დღეს. ამ ტკივილებში რომ გავიღვიძე და მივხვდი ეს მხოლოდ მცირედი იყო რისი გაკეთებაც ჩემთვის შეეძლო ანკა დადიანსა და ნიკიტა იოსელიანს. მხოლდ ნიკიტას კიარა ორივეს ერთად. ორივე ერთად ანადგურებდნენ ჩემს ცხოვრებას. ერთი თავისი სილამაზითა და ეშხით მაბრმავებდა ხოლო მეორე უბრალოდ საკუთარ სიყვარულს იცავდა. არ ვამტყუნებდი ნიკიტას. მის ადგილას ალბათ უარსსსაც გავაკეთებდი. თავისებურად ესმოდა სიყვარული მაგრამ საოცრად ძლიერი იყო მისი გრძნობები. ალბათ ჩემსადა საბასაზე ბევრად ძლიერი. იქნებ იმიტომ რომ მის გრძნობას ვნებითა და სიყვარულით პასუხობდა მშვენიერი ქალბატონი. მაგრამ არაფრის გამო ვაპირებდი უკან დახევას. აზრი აღარ ქონდა. შეიძლებოდა არასდროს გამხდარიყო ანკა დადიანი ჩემი მაგრამ მე ის მიყვარდა. მიყვარდა და მინდოდა ეს ხმამაღლა ყველას გასაგონად მეყვირა... გიორგი მოუთმენლად ელოდა პასუხს. მეკი აუტანელი ტკივილით გაბუჟებულ სახეზე ბედნიერების ღიმილ გადაფენილმა ამაყად მივუგე:
- მთელი არსებით....


P.S აბა რას ფიქრობთ?



№1 სტუმარი elen

მოკლედ ნიკიტათი დავიწყებ,ერთადერთი პერსონაჟია რომელიც არ მაღიზიანებს უყვრას და უნდა რო დაიცვას ეს სიყვარული და ვერცერთი თავმოყვარე ბიჭი ვერ აიტანდა ეგეთ რაღაცას,ერთხელ რო უკვე გააფრთხილებ და მაინც რო წაიყვანს და საცვლებში ფოტოებს გადაუღებს შენ შეყვარებულს.ძალიან გამიხარდა რო ცემა
ანკა ჩვეულებრივი ბანძი გოგოა,ლამაზი ბანძი გოგო რომელსაც ნიკიტა კი არ შეუყვარდა თავის დროზე,ნიკიტას შექმნილი სამყარო მოეწონა და ბოლოს ამდენი წლის მერე ყელშიც ამოუვიდა,მაგას რო ნიკიტა უყვარდეს ესეთ რაღაცას არ აკადრებდა.
ეს ბერლინელი ხო საერთოდ რა ჯიშიაა ბოდიში და?
ჯერ ბიჭს ის რო არ გიტყდება ერთი ერთზე ცემაში რო გაგხევენ,მე იმას კი არ ვამბობ ბიჭი სულ მიშტებზე უნდა იყურებოდესთქო მაგრამ თავი ესე როგორ უნდა აცემინო თან წინასწარ რო იცოდა რო ხელსაც ვერ შეუბრუნებდა))) ეგეთ ბიჭები შორს ყველასგან,ალბათ ბერლინში კლუბში თავის ქნევა უფრო კაცური საქციელია)))
მოკლედ იმხელა კომენატრაი დავწერე მემგონი ამ თავზე დიდი გამოვიდა))))

 


№2  offline წევრი sofo_sofia13

ცოტა ძააან მაღიზიანებს ლუკა

 


№3  offline წევრი Hilalli

elen
მოკლედ ნიკიტათი დავიწყებ,ერთადერთი პერსონაჟია რომელიც არ მაღიზიანებს უყვრას და უნდა რო დაიცვას ეს სიყვარული და ვერცერთი თავმოყვარე ბიჭი ვერ აიტანდა ეგეთ რაღაცას,ერთხელ რო უკვე გააფრთხილებ და მაინც რო წაიყვანს და საცვლებში ფოტოებს გადაუღებს შენ შეყვარებულს.ძალიან გამიხარდა რო ცემა
ანკა ჩვეულებრივი ბანძი გოგოა,ლამაზი ბანძი გოგო რომელსაც ნიკიტა კი არ შეუყვარდა თავის დროზე,ნიკიტას შექმნილი სამყარო მოეწონა და ბოლოს ამდენი წლის მერე ყელშიც ამოუვიდა,მაგას რო ნიკიტა უყვარდეს ესეთ რაღაცას არ აკადრებდა.
ეს ბერლინელი ხო საერთოდ რა ჯიშიაა ბოდიში და?
ჯერ ბიჭს ის რო არ გიტყდება ერთი ერთზე ცემაში რო გაგხევენ,მე იმას კი არ ვამბობ ბიჭი სულ მიშტებზე უნდა იყურებოდესთქო მაგრამ თავი ესე როგორ უნდა აცემინო თან წინასწარ რო იცოდა რო ხელსაც ვერ შეუბრუნებდა))) ეგეთ ბიჭები შორს ყველასგან,ალბათ ბერლინში კლუბში თავის ქნევა უფრო კაცური საქციელია)))
მოკლედ იმხელა კომენატრაი დავწერე მემგონი ამ თავზე დიდი გამოვიდა))))
ძალიან მიხარია ესე ყურადღებით რომ კითხულობ და აკვირდები ყველა დეტალს და პერსონაჟების ფსიქოლოგიურ პორტრეტს. ❤️❤️❤️

 


№4  offline წევრი ბანუ

ბოდიში, ყველაზე მეტად არ მიყვარს ხოლმე ავტორის "უფლებებში" რო ეჩრებიან,მაგრამ ანუ ეს უბრალოდ ჩემი რჩევაა და დიდი სურვილი, მინდა, ძალიან მინდა რომ ვინმე ახალი პერსონაჟი ვნახო, რამე განსაკუთრებული, ყველა რომ დააჩოქოს, ანკაც, ნიკიტაც და თვითონ ლუკაც, ძალიან მომწონს ყველაფერი,მაგრამ არ ვიცი ჩემი გონება მაინც სხვა მხარეს მიდის, მჭირდება ვინმე ახალი,სრულიად სხვა, კეთილი,ლამაზი, არ ვიცი რამე ასეთი, ყველა თავში ველოდები, რომ გამოჩნდება ვინმე, მდედრი, რომელიც ნიკიტასაც და ლუკასაც თავს დაავიწყებს, ვიცი რომ ანკაც ეგეთია,მაგრამ სულ სხვა რამეზე ვამბობ, ვინმე ახალი რა, ბოდიში კიდევ ერთხელ ამის გამო, ეს უბრალოდ ჩემი სურვილია, ცუდად არ მიიღო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent