შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი ქალი აივნიდან -5-


11-03-2020, 01:19
ავტორი Hilalli
ნანახია 2 035

გახარებული დავიძარი ზემო ვეძისისკენ. გზაში დავურეკე და ვუთხარი გამზადებულიყო გავაფრთხილე, რომ სიღნაღში მივდიოდით და თუ მისთვის პრობლემა არიქნებოდა დავჩებოდით ფოტოსესია ალიონზე დაიწყებოდა. თავიდან გაუკვირდა თუმცა შეეტყო იმდენად უნდოდა ნიკიტას გაბრაზება, რომ უყოყმანოდ დამთანხმდა. ნახევარი საათი ველოდებოდი მანქანაში სახლის კარებთან როდის გაემზადებოდა და გამოვიდოდა. ის კი ისე მშვიდად გამოვიდა გეგონებოდათ ახლახანს მოვედი. გამეცინა საოცარად მშვენიერი იყო. სქელი გიშრის თმა აწეული ჰქონდა გარუჯულ კანზე ულამაზესი წითელი კაბა ხალათი ეცვა რომლიდანაც სიარულის დროს მთელი ფეხი უჩანდა. ამაყად ჩაჯდა მანქანაში გამიღიმა და ბრძანება გასცა:
- წავედით!
- რამოხდა ასეთი ნიკიტას გაბრაზება რომ გადაწყვიტე? - ირონიით ვკითხე და მანქანა დავძარი
- არ დამირეკა. ბოდიში არ მომიხადა. ახლა ნახოს რახდება ქალს რომ უყურადღებოთ დატოვებ - ძალიან საყვარლად საუბრობდა, გამეცინა - დოლიძეზე გადი საბას უნდა გავუაროთ!
- საბაც მოდის?
- რათქმაუნდა. ოღონდ იმ პირობით ნიკიტა თუ ჩამოვიდა მე თქვენთან ერთად არ ვარო, - გაეცინა - მაგრამ მარტო მე და შენ რომ წავიდეთ სიღნაღში ლამაზი არ იქნება.
- მეგონა ნიკიტას გაბრაზება გინდოდა
- გაბრაზება მინდა სიკვდილი კიარა.
- კარგი. გიორგისაც გავუაროთ მაშინ, იმან რადააშავა.
- დანელია?
- იცნობ? - გამიკვირდა
- კი საბას ძმაკაცია.
- არუთქვამს.
- არაუშავს მაინც წავიყვანოთ. - გაეცინა.
მალევე სრული კოლექტივი შევიკარით და სიღნაღისაკენ დავიძარით.
ახალმა მგზავრებმა მალევე გაინაწილეს არსებული ვაკანსიები. საბამ ჩემი მშვენიერი მოდელის პროდუსერის ხოლო გიორგიმ ფოტოგრაფის თანაშემწის როლები მოირგეს. თუმცა ორივეს ფეხებზე ეკიდა ეს ფოტოსესია. გიორგი უფასო "პაესტკის " გამო წამოვიდა ხოლო საბას არ შეეძლო ადამიანების თხოვნაზე უარის თქმა მითუმეტეს კი ანკასთვის. არვიცი მისი ეს თვისება ბევრს ქონდა შემჩნეული თუარა. მაგრამ უარის თქმა ძალიან უჭირდა. რაცარუნდა გეთხოვა მისთვის ყველაფერს აკეთებდა. ეს ჩვევა საბას ძალიან უცნაურს თუმცა კარგ მეგობარს ხდიდა. ქალბატონი წინ მეჯდა ბიჭები კი უკან. ანკა და საბა მთელი გზა საუბრობდნენ მე და გიორგი კი ჩუმად ვუსმენდით. ათას ისტორიას ყვებოდნენ და ძალიან საყვარლად კამათობდნენ. უამრავ ადგილას გამაჩერებინეს მანქანა. ყველა ხესთან და ბუჩქთან ფოტო გადაიღეს. პატარა ბავშვებივით ცანცარებდნენ. საათ ნახევარში ჩასასვლელი 3 საათში ჩავედი. ჩემს ძველ მეგობარს რომელიც ბერლინში გავიცანი საოცარი 2 სართულიანი სახლი ჰქონდა სიღნაღში და სიხარულით დამითმო ფოტოსესიისათვის. სახლს იდეალური ძველმოდური არქიტექტურა ჰქონდა. ქალაქის ცენტრში, შემაღლებულ ადგილას რომლის ვიწრო ქართული აივნებიდან მთელი სიღნაღისა და კავკასიონის ქედი იშლებოდა. გასაღები ძალიან საყვარელმა,მოხუცმა მეზობელმა, ქალმა მოგვაწოდა თავის გამომცხვარ ლობიანებთან ერთად. სამევე ძალიან აღფრთოვანდა სახლით. ნივთები დააწყვეს და გარეთ გავარდნენ. ანკამ დამიყოლია რომ მათთვის ფოტოები გადამეღო. მეც დავსდევდი და მას და საბას ფოტოებს ვუღებდი. ქუჩაში გიჟებივით დარბოდნენ. ყველა მეზობელი გაიცნეს. თავი კლასის ექსკურსიაზე ეგონათ. აშკარა იყო ძალიან კარგი დრო უნდა გაეტარებინათ ამ ორს სკოლაში. ერთნაირი შეშლილები იყვნენ. იმდენად გავდა ეს გასეირნება ექსკურსიას ბოდბეშიც კი წამიყვანეს. თავი კლასის დამრიგებელი მეგონა. მაგრამ მთავარი იყო ანკა ერთობოდა. საღამო ხანს მოშივდათ და დაიღალნენ ამიტომ სახლში წავედით. სუპერმარკეტში მზა საჭმელი და დასალევი იყიდეს. სახლში ძალიან დაღლილიები მივედით მაგრამ დილით ადრე უნდა ავმდგარიყავით და ეს კარგი იყო. მაგიდა გაშალეს და სასმელი დაასხეს. როგორც კი ლუდის ჭიქისკენ ხელი წაიღო ანკამ გიჟივით ვეცი და გამოვართვი.
- შენ არ სვავ, დილით პახმელიის სახე არ მჭირდება გადაღებისთვის.
- პახმელია არ მაქვს - აწუწუნდა
- გამორიცხე! წვეთს ვერ დალევ! - მკაცრად ვუთხარი და დანარჩენებს მივუბრუნდი - არც თქვენ დალიოთ ბევრი გადაღებას ზუსტად 6 საათსა და 10 წუთზე ვიწყებთ 5 ის ნახევარზე ყველა მზად უნდა იყოთ
- ასე ადრე რატომ? - გაოცებულმა საბამ მკითხა
- ალიონის სხივები მჭირდება.
- ცოტა მოეშვი დავლიოთ. - ანკას გაეცინა და გამომწვევათ მომიჯდა გვერდით
- მე დავლევ ცოტას - გავუღიმე. შენ დაისვენე
- კარგი რა ამხელა გზაზე წამოვედით ცოტა გავერთოთ ავდგებით დილით - მითხრა გიორგიმ
- არა მეთქი! ხვალ დავლიოთ.
- კარგი ხვალ მორგში მაგრად დავთვრეთ. ნიკიტა იოსელიანიც მოგვიჭახუნებს ჭიქას ციხიდან. 4 ადამიანის მკვლელობისთვის როგორ გგონიათ რამდენს მისცემენ? - ირონიით წარმოთქვა საბამ. ყველას გაეცინა თუმცა აშკარად იგრძნობოდა ჭეშმარიტების მარცვალი ამ ირონიაში.
- ოთხნი ვართ ამდენს ვერ მოგვერევა. - მშვიდად წარმოვთქვი
- იარაღი გაქვს? მე არა - შემწინააღმდეგა საბა - რა გგონია მოვა და ლაპარაკს დაგვიწყებს? შეშლილივით შემოვარდება სახლში და ოთხივეს მიყოლებით გვესვრის.
არვიცი რაიყო ამ სადისტურ აღწერილობაში სასაცილო მაგრამ ისევ ყველას გაეცინა. ყველას ჩემს გარდა. აშკარად მხოლოდ მე ვაცნობიერებდი ამ ირონიის შესაძლო ასრულებას. ან პანიკა მქონდა აკიდებული. ამ ხალხს ვუყურებდი და ვხვდებოდი რომ გიჟები იყვნენ. გიორგი აქ მხოლოდ იმიტომ იყო საჭიროების შემთხვევაში გვერდში დამდგომოდა. მიუხედავად ამხელა რისკისა კეთილდღეობას წირავდა ჩემს გამო, ჩემი უაზრო ახირებების გამო. საბა ანკას ვერ ეუბნებოდა უარს მაგრამ მხოლოდ ეს არ იყო. აქ ანკას კიარა ჩემს გამო იყო. ნიკიტასგან კიარა ჩემგან რომ დაეცვა. რომ არაფერი შემშლოდა. ეს პატარა მშიშარა ბიჭი თავს შეაკლავდა ანკას მაგრამ ვერავინ გაბედავსა მისთვის რაიმეს დაშავებას. ანკა ნიკიტას წყობიდან გამოყვანას ცდილობდა და სამივეს საფრთხეში გვაგდებდა. კარგათ ქონდა გააზრებული ის რომ მას არასდროს არაფერს დაუშავებდა. და მე ? მე რამინდოდა აქ? მათ გადავხედე და მივხვდი რამდენად ძლიერი მანიპულატორი იყო ანკა. როგორ წამოგვიყვანა აქ და თავის ჭკუაზე გვატარებდა. ხომ მქონდა გადაწყვეტილი მისთვის თავის არიდება და ჩემი ცხოვრების ჩვეულ რითმზე დაბრუნება, მაგრამ ერთი ზარით მაიძულა მისგამო სისულელები მეკეთებინა. მე ახლა გავიცანი მაგრამ. ის 6 წელია ნიკიტასთან აკეთებს ამას. ხოლო 13 საბასთან. და უეცრად გავცნობიერე რამდენად შეშლილი ვიყავი ამხელა რისკზე არაფრის გამო რომ მივდიოდი. გიორგი მართალი იყო მაინც არ დარჩება ეს ქალი ჩემთან. ფუჭ იმედებს ვაძლევდი საკუთარ თავს მაგრამ ძალზე მამხნევებდა ეს იმედები. რადგან მინდოდა, მჭირდებოდა მასთან სიახლოვე. გავაცნობიერე რომ უფსკრულში თავით ვეშვებოდი მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ იყო. თავიდან მიკვირდა ნიკიტას სიყვარული ანკას მიმართ თუმცა ახლა ვხვდები რომ უკვე მეც მაფანატებდა ამ ქალზე. და საშინლად შემეშინდა. შემეშინდა იმის რომ მეც ისეთივე შეურაცხადი გავხდებოდი როგორც ნიკიტა. თითქოს სხვა თვალით შევხედე ამ ქალს. თითქოს სხეულიდან გამოვედი და გვერდიდან გადავხედე სიტუაციას. დავინახე რომ რაღაცას მალავდა, რომ არიყო ისეთი ანგელოზი როგორც მეგონა. მაგრამ დაბრმავებული ვიყავი მისი მშვენიერებით და ბოლომდე ვერ ვხვდებოდი რას მალავდა სულში ასე გამალებით. რაცარუნდა ყოფილიყო ეს უთოდ მძიმე აღმოსაჩენი იქნებოდა ჩემთვის. უეცრად მომინდა აქაურობას მოვშორებოდი, მხოლოდ სიღნაღს კიარა საერთოდ საქართველოს მოვშორებოდი, მაგრამ ვერ ვბედავდი გაქცევას. მისი ეშხი მატყვევებდა და გასაქცევ ძალას მართმევდა.


P.S აბა რას ფიქრობთ?



№1  offline წევრი Gemini mood

Wow...dzaaan magariaa...erti suli maqvs nikitas reaqcia vnaxo...❤❤❤

 


№2 სტუმარი Anna

rogori tamamia luka da es sashinlad momwons, magram tan nikitac kargi tipia. vnaxot, visken ufro gadavixrebi :d

 


№3  offline წევრი alienbaby

ლუკამ თავისი საქციელებით თავისი თავი შემაზიზღა! საშინელი ტიპია! დაანებოს თავი ნიკიტას და ანკას

 


№4  offline წევრი sofo_sofia13

მომწონს ლუკას ეს ფიქრები და საერთოდ არ მომწონს ანკას საქციელი ჩემი აზრით ნიკიტა რომ ასეთია ანკას ბრალია ანკა რომ ნორმალურად მოქცეულიყო ასეთი არ იკნებოდა ნიკიტა და ყოველთვალის გამყოლებელს არ მიბეგვავდა

მაგრამ მაინც ძალიან მომწონს

 


№5 სტუმარი elen

sofo_sofia13
მომწონს ლუკას ეს ფიქრები და საერთოდ არ მომწონს ანკას საქციელი ჩემი აზრით ნიკითა რომ ასეთია ანკას ბრალია ანკა რომ ნორმალურად მოქცეულიყო ასეთი არ იკნებოდა ნიკითა და ყოველთვალის გამყოლებელს არ მიბეგვავდა

მაგრამ მაინც ძალიან მომწონს

ნიკიტა

 


№6  offline წევრი Hilalli

Gemini mood
Wow...dzaaan magariaa...erti suli maqvs nikitas reaqcia vnaxo...❤❤❤

ძალიან მიხარია რომ მოგწონთ ❤

sofo_sofia13
მომწონს ლუკას ეს ფიქრები და საერთოდ არ მომწონს ანკას საქციელი ჩემი აზრით ნიკიტა რომ ასეთია ანკას ბრალია ანკა რომ ნორმალურად მოქცეულიყო ასეთი არ იკნებოდა ნიკიტა და ყოველთვალის გამყოლებელს არ მიბეგვავდა

მაგრამ მაინც ძალიან მომწონს

ძალიან მიხარია რომ ბევრ რამეს აკვირდებით. ვცდილობ პერსონაჟების ზუსტი პორტრეტი ავღწერო ❤

Anna
rogori tamamia luka da es sashinlad momwons, magram tan nikitac kargi tipia. vnaxot, visken ufro gadavixrebi :d

:დ ვნახოთ რომელი პერსონაჟი უფრო კარგ შთაბეჭდილებას დაგიტოვებს ❤

alienbaby
ლუკამ თავისი საქციელებით თავისი თავი შემაზიზღა! საშინელი ტიპია! დაანებოს თავი ნიკიტას და ანკას

საშინელი რატომაა? ანუ ვფიწრობ რომ დადებითი პერსონაჟის შთაბეჭდილება უნდა დაეტოვებინა და მაინტერესებს რა დეტალმა გაფიწრებინა ასე ❤ ❤ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent