შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომენდე


14-03-2020, 11:43
ნანახია 1 814

-სად მივდივართ ?ხელი გამიშვი
-ნუ გეშინია ! მომენდე არაფერს დაგიშავებ აქ შენს დასახმარებლად მოვედი.
დერეფანს მივუყვებოდით თითქმის სირბილით ,შემდეგ რამოდენიმეჯერ მივუხვიეთ ხან მარჯვნივ ,ხანაც მარცხნივ,როგორც იქნა რაღაც ოთახში ავღმოვჩნდით და ხელი გამიშვა.ოთახი კარგად მოწყობილია ,სასწავლო ნაწილის ან დირექტორის ოთახს ჰგავს.
-გამარჯობა მე სანდრო ვარ და მადლობის გადახდა საჭირო არ არის.
-საიდან იცოდი,რომ იქ ვიყავი? ან აქ რატომ მომიყვანე?
-რა მნიშვნელობა აქ ? მთავარია ახლა კარგად ხარ ,ეს კი დედას ოთახია და მხოლოდ აქ შევძლებდი წყნარად ლაპარაკს .
-იქ ვიღაცამ ჩამკეტა .
-ვიცი .
- ეს ვინ გააკეთა შეგიძლია მითხრა?
-უკვე ზედმეტ კითხვას სვავ მე რა შპიონს ვგავარ? მადლობა უნდა თქვა დაღამებამდე, რომ არ მოგიწია იქ ყოფნა.
-უკვე მძულს ეს სკოლა (ჩემთვის ჩავილაპარაკე)
-რა თქვი? (მკითხა გაბრაზებულმა)
-არაფერიი .ვიცრუე ,ჩემი წასვლის დროა ,მადლობა დახმარებისთვის.
-კარგად ახალო კლასელო
-რა შენ ჩემი კლასელი ხარ?
-ჰო რაიყო? რას მიწუნებ ამ სიმპატიურ ბიჭს.
-დიდი წარმოდგენა გქონია შენს თავზე (ეს რამ მათქმევინა არ ვიცი)
-იმაზე დიდი ვიდრე შენ და შენნაირებს წარმოგიდგენიათ.
წამოვედი აღარ მინდოდა ეს საუბარი გაგრძელებულიყო.კი მაგრამ ჩემნაირში რა იგულისხმა? ეს ტიპი უკვე საშინლად არ მომწონს იმედია ვინმე ნორმალური იქნება ამ კლასში.გასასვლელს ძლივს მივაგენი და გარეთ გამოსულმა სახლისკენ ავიღე გეზი.ღმერთო მოთმინება მომეცი, როგორმე გავუძლო ამ სკოლას და ხალხს .სახლში მისულს ბებომ გამომკითხა ყველაფერი დაწვრილებით.რათქმაუნდა ვიცრუე,ძალიან კარგი კლასელები მყავსთქო ,სინამდვილეში მხოლოდ ერთ მათგანს შევხვდი და ისიც საშინლად არ მომეწონა.დანარჩენი ოთხი დღე სკოლაში აღარ წავსულვარ ,სიარულს ორშაბათიდან დავიწყებ.სულ ოთხ საგანს ვსწავლობთ ,მიხარია სკოლაში დიდი ხნით დარჩენა არ მომიწევს.საღამოს თიკას ვეჭორავე სკოლის ამბები გამომკითხა ,იმდენი იცინა ჩემს თავგადასავალზე ბოლოს ნერვებმოშლილმა გავუთიშე ტელეფონი.
ორშაბათი დღე ისე დადგა ვერ მივხვდი როგორ გავატარე წინა დღეები.სკოლაში მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა .დამრიგებელი კარებში მელოდა (თვითონ გამეცნო) და კლასისკენ გამიძღვა.გაკვეთილი უკვე დაწყებული იყო როდესაც კლასში შევედით .ყველამ მე შემომხედა და საშინლად შემცხვა იმ მომენტში და თავი დავხარე.დამრიგებელმა ბავშვებს ჩემი თავი გააცნო ,იმ მასწავლებელს კი რომელიც გაკვეთილს ატარებდა რაღაც გადასჩურჩულა და კლასიდან გავიდა.
-ვიკა გამარჯობა მე ლამარა ვარ მათემატიკის მასწავლებელი
-სასიამოვნოა .ვლუღლუღებ თითქოს პირში ცხელი კარტოფილი მედოს
-მიდი სადმე თავისუფალ ადგილზე დაჯექი
ბოლო მერხისკენ ავიღე გეზი და სწორედ იმ მოხატულ მერხთან დავჯექი რომელიც უკვე მენახა.მასწავლებელმა გაკვეთილის ახსნა დაიწყო მაგრამ მოსმენის თავი საერთოდ არ მქონდა.მათეთემატიკაში საკმაოდ ძლიერი ვარ ამიტომ ამ ერთხელ თუ ვერ მოვუსმენ არამგონნია დიდი კატასტროფა იყოს.კლასელებს გადავხედე და თითქმის პირველი წარმოდგენა უკვე შემექმნა რამოდენიმე მათგანზე.განსაკურტებით კი ის ქერა გოგო არმომწონს ჩემს წინა მერხზე,რომ ზის ,ისეთი თვალებით მიყურებს თითქოს რამე დავუშავე. გუშინდელი ბიჭი არ ჩანს თუ სწორად მახსოვს სანდრო ჰქვია და ეს გავიფიქრე თუარა კარები იღება და ისიც ჩნდება კლასში.
-გამარჯობაათ, ბოდიში დაგვიანებისთვის ლამარა მას ( როგორი მსახიობია ვითონ ძალიან დარდობს რო დააგვიანა)
-მიდი ადგილი დაიკავე სწრაფად დრო ნუ გაგყავს (ლამარა გამოეპასუხა)
ჩემსკენ მოდის თან ირონიულად იღიმის
-ჰეი ახალო ვატყობ ჩემი მერხი მოგწონს ,თუ არ შეგაწუხებ მიმიწიე ჩემს ადგილს დავიკავებ
-მე არვიცოდი თუ შენი მერხი იყო (ვიბნევი და გვერდით ვიწევი)
ის ქერა ჩვენსკენ ბრუნდება და კაცისმკვლელი თვალებით მიყურებს ,იმდენი ტონალური უსვია მეეჭვება მისი სახის კანი სუნთქავდეს.
-საან (სიტყვას წელავს) შეგიძლია ჩემთან გადმოჯდე ,არამგონია მაგ გოგოს გვერდით ყოფნა გსიამოვნებდეს (უკვე მეზიზღება )
-დაწყნარი სოფი სულ რაღაც 10 წუთიღა მომიწევს გაძლება
ერთნაირები ვფიქრობ ჩემთვის და ვცდილობ არ შევიმჩნიო მათი საუბარი .დრო სწრაფად გადის და ზარიც დაირეკა .ლამარა დაგვემშვიდობა და კლასიდან გავავიდა.
-ახალო კლასელო შეგიძლია სხვაგან გადაჯდე ეს ჩემი სამფლობელოა.
-მისმინე ახალო კლასელო არა ვიკა მქვია და სადაც მომინდება იქ ვიჯდები რადგან ეს საკლასო ოთახიც და დანარჩემი ინვენტარი ყველა მოსწავლეს გვეკუთნის და არა მხოლოდ შენ ან რომელიმე სხვას,ასერომ თუ ჩემს გვერდით არ მოგწონს თვითონ გადაბრძანდი სხვაგან
-ერთი ამას დამიხედეთ რა გრძელი ენა აქვს,ახია ჩემზე არ უნდა გამეღო გუშინ კარი, ღირსია ღამემდე ყოფილიყო აქ დამწყვდეული .მისმინე ვიკა ხარ თუ ვიღაცა რომ ვამბობ ეს ადგილი ჩემიათქო ესეიგი ასეა და გადაბრძანდი სანამ ძალით გადაგსვი .
-არდასაც არ გადავალ ,მე გარკვევით გითხარი.
-იცოდე მე გაგაფრთხილე .
წინადაადება დასრულებული არ ჰქონდა რომ მომვარდა და ჰაერში ამიტაცა.
-იდიოტო დამსვი დროზე თორემ განანებ გაიგეე ცხოველო. ავყვირდი მაგრავ არაფერი ესმის.სულ წინა მერხზე დამსვა .
-ჩემს მერხზე კიარა სიახლოვესა არ იყო გაიგე?
მიღრიალა .ღმერთო შენ მიშველე ეს რა კლასია .დანარჩენები დგანან და სეირს უყურებენ ,განსაკუთრებით სოფის აქ კმაყოფილი სახე.თავს ძლივს ვიკავებ რომ არ ვიტირო.რა საბავშვო ბაღია ,ვინ ჩხუბოს მერხზე ამ ასაკში ,მაგრამ ჰომ ვამბობ არანორმალური და იდიოტია.
ზარი დაირეკა და კლასში წითურთმიანი ქალი შემოდის .თავის ადგილს იკავებს და მე მომაშტერდა.
-ალაბათ ახალი მოსწავლე ხარ ხომ ასეა?
-დიახ, ვიკა ვიბლიანი
-რომელი სოფლიდან გადმოხვედი ვიკა? ეს რა უბედური კითხვაა
-თბილისიდან გადმოვედი.
-ვაა საინტერესოა ხალხი აქედან თბილისში გარბის და აქ რამ მოგიყვანა?
-იცით მაგ თემაზე საუბარი არ მსურს.
-კარგი კარგი .იმედია ჩვენს ბავშვებს დიდად არ ჩამორჩები .ხომ გესმის რასაც ვგულისხმობ?
ამას მგონი დებილი ვგონივარ, ჩემს შავ სიას ეს წითურიც დაემტა.
-დიახ მესმის.
-კარგით გაკვეთილს დავუბრუნდეთ.
ინგლისურის მასწავლებელი ყოფილა.ამას ვანახებ როგორია შეურაცმყოფის მიყენება ჯერ არ გაცნობილ მოსწავლეზე. ინგლისურს საკმაოდ კარგად ვფლობ,თავისუფლად ვსაუბრობ ,ვკითხულო წიგნებს ინგლისურ ენაზე და ასევე ფილმების უმეტესობასაც ინგლისურად ვუყურებ.გარდა ინგლისურისა ვიცი რუსული და პოლონური ენა. რადგან ჩემს მშობლებს ხშირად უწევდათ საზღვარგარეთ წასვლა და უცხო ხალხთან კონტაქტი გადაწყვიტეს, რომ მომავალში მეც დამჭირდებოდა უცხო ენები და ამიტომ რეპეტიტორებთან დავდიოდი თითქმის მეხუთე კლასიდან მოყოლებული სულ.
-ბავშვებო გადავწყვიტე გაკვეთილების შემდეგ შედარებით სუსტ მოსწავლეებს დამატებითი გაკვეთილები ჩაგიტაროთ. ამბობს წითური
-მე შემიძლია დაგეხმაროთ (წამოიწია სოფი) აი მაგალითად სანდრო შემიძლია ვამეცადინო დამატებით
ფუ რა დაბალი დონეა ,სულ სანდროზე როგორ ლაპარაკობს
-მადლობა სოფი .ეს ბავშვები ვისაც ჩამოვთვლი დღეს გაკვეთილების მერე დარჩით: ლიკა,გიორგი,სოსო,ვასილ და ვიკა.
ყურებს არ დავუჯერე ჩემი სახელი რომ მომესმა.საბოლოოდ დავრწმუნდი რომ ამ ქალს დებილი ვგონივარ.
-პატივცემულო მე არ მჭირდება დამატებითი გაკვეთილები რადგან კარგად ვფლობ ინგლისურ ენას ვამბობ მისუსტებული მხმით.
ამას მთელი კლასის და ასევე წითურის სიცილი მოყვა,საშინლად ვგრძნობ თავს ,სკოლა კიარა პირდაპირ ჯოჯოხეთში მოვხვდი.
-ვიკა ძვირფასო აქ სასირცხვილო არაფერია ,ჩვენ ერთმანეთს დავეხმარებით ასე არარის სოფი?
-დიახ დიახ ,ვიკა არ გაგიტყდეს რომ შენზე უკეთესები ვართ.
უკვე გვრძნობ მალე ტირილს დავიწყებ ამდენი დამცირება აუტანელია.
-ისე გრძელი ენა კი გაქ და სწავლაშიც რომ გამოგდგომოდა კარგი იქნებოდა .არ ჩამორჩა სანდრო.ეს უკვევ პიკი იყო.ჩანთას ხელი ვტაცე და კლასიდან ტირილით გამოვარდი.მეზიზღებოდა ეს სკოლა და ჩემი თავი რადგან ისეთი სუსტი ვარ თავიც კი ვერ დავიცავი.პირველი დღეა რაც აქ ვარ და მმოსვლის სურვილი აღარ მაქ.
გავრბივარ და უცბად ვიღაცას ვეჯახები, ბოდიში მოვუხადე და თავი ჩავხარე.ქალმა დამამშვიდა და ტირილის მიზეზი მკითხა.
-მე ამ სკოლის დირექტორი ვარ შენ ალბათ ვიკა ხარ ?
-დიახ ამოვიტირე
-რატომ ტირი ვიკა რამე ცუდი მოხდა? რა თბილი ქალია ,მიხარია რომ სხვებს არ გავს
-იცით აუტანელია ამდენი შეურაცმყოფელი სიტყვების მოსმენა მე დებილი არ ვარ .ისევ ვტირი
-ვიცი საყვარელო წამოდი კლასში დავბრუნდეთ მე მოვუვლი მათ შენ აღარ ინერვიულო.
კლასში ყველა მე მიყურებს და თავს იმაზე უარესად ვგრძნობ ვიდრე რამოდენიმე წუთის წინ.დირექტორი ბავშვების ყურადღებას ითხოვს და საუბარს იწყებს.
-ძალიან მეწყინა თქვენი ასეთი საქციელი ,ხედავთ ბავშვი რა დღეშია ? მინდა გითხრად რომ მისნაირი მოსწავლე თქვენს კლასში კიარა მთელ სკოლაშიც არაგვყავს.მე პირადად გავეცანი მის ისტორიას,დახასიათებას ,ნიშნებს, მრავალგზის წარმატებას სხვადასხვა ოლიმპიადებში არამარტო საქართველოში არამედ საზღვარგარეთ.ქალბატონო ლალი ვიკას ინგლისურ ენაში ყველა დონე გავლილი აქ არამარტო სკოლის არამედ უნივერსიტეტის პროგრამაც ასერომ იმედია პრობლემა აღარ გექნებათ მასთან (ლალიმ გაოგნებულმა შემომხედა)და რა შეეხება იმას თუ რატომ გადმოვიდა ვიკა ჩვენს სკოლაში ეს მისი პირადულია და თუ კარგად გაიცნობთ მიზეზსაც გეტყვით დარწმუნებული ვარ.ახლა კი დაგტოვებთ .
-ვიკა ძვირასო მეორრედ ასეთ მდგომარეობააში აღარ გნახო.
ჩუმად მადლობას ვუხდი და კლასიდან გადის.ვგრძნობ ყველა მე მომშტერებია.ლალი ცოტახანს დუმს შემდეგ გაკვეთილის ახსნას აგრძელებს მალევე ზარიც ირეკება.
-საცოდავთან ერთად ამბისტანიაც ყოფილხარ .დამგესლა სოფიმ .სანდრო კლასიდან გინებით გადის .დანარჩენმა გაკვეთილებმა მშიდად ჩაიარა.სახლში ემოციურად საშინლად დაღლილი დავბრუნდი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent