შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-ესე იგი, შეიძლება შეგიყვარდე კიდეც? -უკვე მიყვარხარ 1 თავი


15-03-2020, 20:39
ავტორი Mentalist
ნანახია 2 635

გამარჯობა მეგობრებო, იმედია ისტორია დაგაინტერესებთ.
ყველანაირი შეფასებისთვის მადლობელი ვიქნები.


ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი მომივლინა. რაც არ უნდა გადამხდენოდა თავს, ყველაფერს მოთმინებით ვხვდებოდი. ვითმენდი, როცა ბავშვთა სახლში უმიზეზოდ მცემდნენ და შეურაცყოფას მაყენებდნენ... მაშინაც ვითმენდი ოჯახი რომ ვიპოვე, მათ კი ხელი მკრეს და იმ უფსკრულში დამაბრუნეს, საიდანაც თავის დაღწევას ასე უსუსურად ვცდილობდი.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჩემი ცხოვრება მუდმივად ბრძოლა იყო და ასე გრძლედება დღემდე. მე ანიტა ონიანი ვარ. რაც თავი მახსოვს  არასდროს არავისთვის არ მიმიყენებია შეურაცყოფა, რადგან ვიცოდი რა საშინელი გრძნობაა როცა გამცირებენ... მაგრამ, დღეს ყველაფერი შეიცვალა. უფროსმა სამსახუროდან გამომაგდო მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლე ვუთხარი თავისი პიროვნების შესახებ...

რთულია იცხოვრო, მაშინ როცა ამის არანაირი მიზეზი არ გაქვს.

გაჩერების სკამზე ვჯდები და გაყინულ შუშას ვეყუდები... თვალები და ცხვირი მეწვის. წელს ძალიან ცუდი ზამთარია თბილისში. ჩემს წინ მოძრავ ხალხს თვალს ინტერესით ვავლებ და გული მტკივნეულად მეკუმშება, როცა მათ ცივ და უგრძნობ სახეებს ვაწყდები. რა უცნაურია არა?! ამდენ ადამიანში არც ერთი არ მოიძებნება ისეთი ვინც შენს წინ დადგება და თბილი მზერით გკითხვას "კარგად ხარ? შემიძლია რაიმეთი დაგეხმარო?"... ცოტას ვისვენებ და ფეხზე ვდგები. სიარული ყოველთვის მღლიდა. სახლისკენ მიმავალ გზას ვადგები და თავჩახრილი ფიქრების უსასრულო მორევში ვეშვები. მხოლოდ 22 წლის ვარ, მაგრამ თავი ათასი წლის მოხუცი მგონია, რომელმაც ბევრი ტანჯვა გამოიარა და მხოლოდ სიკვდილსღა ელის. სხეული ერთიანად მითრთის. ნეტავ რა უნდა გავაკეთო? როგორ გადავრჩე სამყაროში, სადაც არავინ არ მყავს? ვგრძნობ როგორ სწყდება ჩემს თვალებს ცრემლები და გაყინულ ტუჩებზე მეცემა. სასწრაფოდ თვალებს ვიმშრალებ და აი ისიც... გამოჩნდა ჩემი სამფლობელო. ქუჩის კუთხეში მდგომი პატარა სახლის ჭიშკარი გავაღე და მძიმე ნაბიჯებით შევედი ეზოში შემდეგ კი სახლში. ყველგან შუქები ავანთე და ტანსაცმლის გამოუცვლელად მივესვენე დივანზე... ნეტავ რისი იმედი მაქვს? რომელი თანხით გადავიხდი შუქის გადასახადს? მაგრამ რა ვქნა ვერ ვიტან სიბნელეს. ჩემს ფიქრებში ვარ გართული, როცა სახლის კარზე გაუჩერებლად იწყებენ ბრახუნს. შეშინებული მივდივარ კარებთან და ჭუჭრუტანაში ვიხედები. არაფერი ჩანს... ჯანდაბა რა ვქნა? ვფიქრობ ჩემთვის მაგრამ არ მაცლიან. კარზე კვლავ აბრახუნებენ. სხვა გზა არ მაქვს, კარებს ვაღებ და ხელში გოგონა მრჩება... სწრაფად შემოდის შიგნით და შეშინებული ხურავს კარებს... კედელს ეყრდნობა და ღრმად სუნთქავს.

-ამმ... კარგად ხართ?-ვეკითხები გაოცებული და ვცდილობ მღელვარება დავმალო-ვინმე მოგსდევდათ?

-დიახ... გთხოვთ მაპატიეთ ამაში რომ ჩაგრიეთ... გეფიცებით წავალ, ოღონდ საშუალება მომეცით ხუთი წუთი თქვენთან შევისვენო. გთხოვთ-მეუბნება და თვალებიდან ცრემლები სცვივა

-არაფერია შემოდი-ვეუბნები და სამზარეულოსკენ მიმყავს-მისმინე რამდენი ხანიც გინდა დარჩი ჩემთან, მე დასაკარგი არაფერი მაქვს-ვეუბნები და რაც შემიძლია თბილად ვუღიმი.

მართლაც, მე არაფერი მაქვს დასაკარგი და რატომ არ უნდა შევიფარო გოგო რომელსაც დახმარება სჭირდება?

-მართალია შეგიძლია დარჩე მაგრამ ერთი პირობით-ვამბობ და თვალებში ვუყურებ-მომიყვები რა შეგემთხვა...



№1  offline წევრი alienbaby

საინტერესო ჩანს, დამაინტერესა❤️❤️❤️გააგრძელე❤️❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი -Unknown-

საინტერესოა.. ველოდები შემდეგ თავს, ამჯერად უფრო დიდს❤️

 


№3 სტუმარი nia

Dzalian kargia male dade shemdegi tavi ifro didi ❤❤❤

 


№4 სტუმარი lell

kaia gaagrdzele ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent