შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თავდავიწყებით შემიყვარდი (თავი 17)


15-03-2020, 23:59
ავტორი Smailiki
ნანახია 1 631

ასე მგონია ამ მამქანაში მთელი მარადისობა გავატარე. გზა არა და არ სრულდება. მძღოლი ნელა, აუჩქარებლად მოძრაობს. პატივს ვცემ ასეთ ადამიანებს. ისინი საკუთარ სიცოცხლეს სიჩქარეზე არ ცვლიან. თუმცა ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ვოცნებობ, რომ ამ კაცმა აუჩქაროს და დროზე მიმიყვანოს დანიშნულების ადგილას.
     ნერვიულობისგან ლამისაა გული გამისკდეს. თუმცა რა მანერვიულებს, თავადაც არ ვიცი. ხელებს ძლიერად ვუჭერ ერთმანეთს, შემდეგ თითებზე თამაშს ვიწყებ. იმედია დრო მალე გავა!
    - მოვედით შვილო. - მესმის მოხუცი მძღოლის ჩუმი ხმა და სიხარულით გადმოვდივარ მანქანიდან. სიჩუმე და სიბნელეა გამეფებული. მძღოლი ისევ თავის ადგილზე ზის. ინსტიქტურად მისი კარის წინ ვდგები და საუბარს ვიწყებ:
    - მადლობა, მაგრამ ახლა რა უნდა ვქნა? - ჩემი ათრთოლებული ხმა, როგორც კი აღწევს მძღოლის ყურებამდე კაცი მაშინვე გაკვირვებულ მზერას მაპყრობს. ალბათ, არც მან იცის... და ახლა რა უნდა ვქნა, როგორ ვიპოვო ნიკა?
    - არ ვიცი, შვილო. მე მხოლოდ ამის გადმოცემა შემიძლია, იქნებ დაგეხმაროს. - მამაკაცი ცოტა ხნით ზურგს მაქცევს, შემდგომ ტრიალდება და ორად გადაკეცილ ფურცელს მაძლევს.
    " გაიხსენე ჩვენი პირველი შეხვედრა. აუცილებლად დაგეხმარება. მალე შევხვდებით ერთმანეთს" - თავდაპირველად წარწერას ვკითხულობ, შემდეგ კი კარიკატურას ვაკვირდები. მათზე გოგო და ბიჭი არიან გამოსახულნი. თითქოს იმ გოგონას სახეს ჩემსას ვამსგავსებ, ბიჭისას კი ნიკას. ვფიქრობ, იდეაშიც ეს იყო!
    მანქანა მიდის, მე კი ამ სიბნელეში მარტო ვრჩები. პირველად, რომ შევხვდით თასმა შევაკვრევინე, მაგრამ ახლა ეს როგორ დამეხმარება?
    შიშნარევი მზერით ვათვალიერებ გარემოს, თუმცა ბევრს ვერაფერს ვხედავ. სადღაც შორს ორ სხეულს ვლანდავ და მეც მაშინვე მათკენ მივდივარ.
    მათგან ხუთი ნაბიჯის მოშორებით ვდგავარ. უკვე მათ სახეებსაც ვხედავ, თუმცა გარკვევით ვერა. ერთ სილუეტს გრძელი, წელამდე თმა აქვს, აშკარად გოგონაა. მეორეზე დასკვნებს ვერ ვაკეთებ. მოკლე თმა გოგონებსაც აქვთ და ბიჭებსაც. სხვა დამახასიათებელ ნიშნებს კარგად ვერ ვხედავ ამ სიბნელეში.
   უეცრად მოკლეთმიანი სილუეტი იხრება და გრძელთმიანს თასმას უკრავს. ახლა უკვე ყველაფერს მივხვდი. მადლობა ღმერთო, რომ ეს თავსატეხი ამომახსნევინე.
    - ჩემთვის რაიმე ხომ არ გაქვთ. - ნიკას ნახვის სურვილი დაუფიქრებლობას მმატებს. მისალმების გარეშე, პირაპირ საქმეზე გადავდივარ.
    - დიახ გვაქვს, მარიამ! - ამბობს ბიჭის ბოხი ბარიტონი. მის სახეს ამ სიბნელეში ვერ ვხედავ. იმის მიუხედავდ, რომ ჩვენს შორის დიდტანცია ორი-სამი ნაბიჯია.
     გოგონა რაღაც ფურცელს მიწვდის, მეც მაშინვე ვართმევ და ვშლი. საინტერესოა, როგორ უნდა წავიკითხო?!
    ტელეფონის ფანარს ვრთავ და ფურცელს ვანათებ.
    " ყველაზე განათებული ადგილისკენ წადი. ლამპიონები თავად გიჩვენებენ გზას! " - ფურცლის ბოლოში ისევ კარიკატურას ვაწყდები. ბიჭი და გოგო, რომელთაც ისევ ვამსგავსებ ჩვენს თავებს, მაგიდასთან სხედან, ერთმანეთის პირისპირ. მომღიმარი სახით იყურებიან და ხელში სითხით გავსებული ჭიქა უჭირავთ. ალბათ ღვინოა ეს სითხე. რამხელა ფანტაზიის უნარი ქონია ნიკას. რამ მოაფიქრა ამის დახატვა?
    ტელეფონის ფანარს ვრთავ და ისევ ჯიბეში ვაბრუნებ. მივდივარ განათებული ადგილისაკენ.
   ლამპიონები ორ მწკრივად არიან დალაგებული. სწორედ მათ შორის ვიწყებ სიარულს. მალევე პატარა კოტეჯს ვუახლოვდები. კარი ღია მხვდება. აქეთ-იქით ვიხედები. ხომ არ ამერია? იმედია სხვაგან არ მოვხვდი.
     შიგნით შესვლისთანავე ლამაზად გაწყობილი, მრგვალ მაგიდას ვხედავ, რომელზეც სინათლე მკვეთრად ეცემა. ოთახის სხვა ნაწილები ჩაბნელებულია. ნიკა არსად ჩანს. სხვაგან ხომ არ მოვხვდი?!
    - არის აქ ვინმე? - ოთახის თვალიერებას ვიწყებ შეძლებისდაგვარად. ბოლოს დაღონებული ვჩერდები და ბნელი ოთახის ბოლოსკენ ვიხედები. თავადაც სიბნელეში ვდგავარ, მაგიდისგან მოშორებით.
    უეცრად მხარზე შეხებას ვგრძნობ. თბილი ხელი ზემოდან ქვემოთ მიუყვება და ბოლოს თითებზე ნაზად მეხება. ტანში ჟრუანტელი მივლის და სახეზეც ოდნავ ვხურდები.
     ჩემს უკან მდგომი სხეული თავისკენ მატრიალებს და მაგიდასთან მივყავარ. სინთლეში კარგად ვამჩნევ ნიკას სახეს და მომღიმარი შევყურებ. ისიც ნაზად მიღიმის და ორივენი მაგიდასთან ვსხდებით. ნიკა ღვინის ბოთლს იღებს და ჭიქებში ასხამს. მე კი დრო ვიხელთე და მის უნაკლო სხეულს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. მეშინია აქვე არ დავდნე მისი ყურებით.

   ******
   - იცოდე ღვინოსთან ფრთხილად იყავი. - ამბობს ნიკა და ჩემს ჭიქაზე მიუთითებს. უკვე მეორე ჭიქას ვსვამ. სასმელი თითქოს ოდნავ მომეკიდა, თუმცა აზროვნების უნარი ჯერ არ დამიკარგავს.
    - ნუ გეშინია, ბატონო ნიკა. საკუთარ თავს თავად მივხედავ. - ვამბობ და ღვინოს კიდევ ერთხელ ვწრუპავ. ისე თითქოს პირველი ყლუპი იყოს.
    - ბატონოთი მომართვას ვერ გადაეჩვიე მარიამ? - სკამის საზურგეს ნაზად ვეყუდები და ნიკას მაცდურად ვუქნევ თავს უარყოფის ნიშნათ. თანაც თამამად ვუღიმი. მის მწვანე თვალებს კარგად ვაკვირდები. სიხარულს და ბედნიერებას ვხედავ. ეს ფაქტი კიდევ უფრო კარგ ხასიათზე მაყენებს.
    - წამოდი. - ნიკა დგება, ხელს მკიდებს და გაურკვეველი მიმართულებით მივდივართ. მგონინეს ეზოს უკანა ნაწილია.
     ულამაზესი ხედი იშლება ჩემს თვალწინ. მთელი თბილისი ხელის გულივით მოჩანს. ჩაბნელებულ ხედს აქა-იქ მკრთალი შუქი ანათებს. მთლიანობაში იმდენად ლამაზი ადგილია, რომ ოვაციებს ვერ ვწყვეტ.
    ნიკა ჩემს უკან დგას და თავისი სახე ჩემსასთან ახლოს აქვს.
   - მოგწონს? - ჩურჩულებს ჩემს ყურთან და თავის ამონასუნთქ პაერს ყელზე მაფრქვევს. ერთიანად ვხურდები და ალბათ ვწითლდები კიდეც. როგორ შეიძლება მის ყოველ ქმედებაზე ასეთი რამ მემართებოდეს?
    - მომწონს, ძალიან ლამაზია. - ვამბობ მხიარული ხმით და ღიმილიანი სახით. ნიკა ოდნავ მშორდება და წამში ჩნდება ჩემს გვერდით. ჩვენ მხრებს შორის მანძილი მილიმეტრებია.
      - მე უფრო ლამაზიც ვიცი. ოღონდ ის ადამიანია. - ამბობს და ხედს ხარბად უყურებს. თითქოს ბოლოჯერ ხედავს და თვალს არ აშორებს. მისკენ ვიხედები, სახე სერიოზული აქვს. ბოლოს უკვე მის სიტყვებს ვაანალიზებ და ფიქრს ვიწყებ ვინ არის ეს ადამიანი. ნუ თუ მე ვარ? ახლა ის რა ჩემზე საუბრობს. ჩემი ორგანიზმის თითოეულ უჯრედს ბედნიერების გრძნობა ეუფლება.
    - მართლა?! - ვამბობ ჩვეული ტონით. ჩემი სიტყვა თითქოს გაოცებას და კითხვას ერთად გამოხატავს. უფრო სარკასტულ გამოთქმას მივაკუთვნებდი.
    ნიკას ამ ადამიანის ვინაობის გამხელაში არ ჩავეძიები. თავადაც მეტყვის, რომ მე ვარ. როდესაც ამის დრო დადგება. ღმერთო რა მაგარია. მე ვარ?!
    - წამოდი გაგაცნობ. ისიც აქ არის. - ამბობს ნიკა, ხელს ძლიერად მჭიდებს და კოტეჯში შევყავარ.
     ისიც აქ არის? ანუ მე არ ვარ? ვინ არის? ნიკას მე კი არა ვიღაც სხვა უყვარს? არა და როგორი კარგი იქნებოდა, რომ ეთქვა შენ ხარო. მაგრამ....
    თითქოს გზა იწელებოდა, თითქოს მარადიულად უნდა გვევლო. ნიკა ხელს ძლოერად მიჭერდა და უკანმოუხედავად მიმაქანებდა ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით.
    თავში ფიქრებს ვალაგებ. ნეტავ როგორი იქნება ის ვინც ნიკასთვის ყველაზე და ყველაფერზე ლამაზია. მაღალია თუ დაბალი? ალბათ მართლა ლამაზი იქნება, ნიკას ყურადღება თუ დაიმსახურა.
    იქნებ ქერა, მაღალი, მასავით მწვანეთვალებაა. ან იქნებ შავგვრემანი და საოცრად გამხდარია. ფიქრს ვწყვეტ და ველი, როდის ვნახავ მას საკუთარი თვალით.
    ნიკას ერთ-ერთ ოთახში შევყავარ და შუქს ანთებს. ოთხ კედელს შუა სივრცეში მხოლოდ ჩვენ ვიმყოფებით. სად არის ის მესამე? სად არის ნიკას რჩეული?
     ბიჭი სიარულს არ წყვეტს. ბოლოს სარკის წინ მაყენებს, თავად ჩემს უკან დგება და სარკიდან მიყურებს თვალებში.
    - აი ეს ადამიანი არის მსოფლიოში ყველაზე და ყველაფერზე ლამაზი. მე მისი ცისფერი თვალები და ყავისფერი თმა მიყვარს. მისი ტუჩების დამათრობელი გემო მიყვარს. ყველაზე მეტად კი მისი ღიმილი მიყვარს. ლოყებზე ღრმულები, რომ უჩნდება და ყველა კბილი, რომ ლამაზად მოუჩანს. მე მისი სიმორცხვე და პომიდვრისფერი კანი მიყვარს. ის ჩემია და მას ვერავინ წამართმევს. თუ კი მას  ასე სურს...- სულში გასაოცარი სიმშვიდისა და ბედნიერების გრძნობა ჩამეღვარა. საოცრებაა, როდესაც შენთვის უსაყვრლესი ადამიანი სიყვარულს გიხსნის. ხმის ამოღებასაც ვეღარ ვბედავ. ზუსტად ვიცი, სიხარულისგან ხმა ჩამიწყდება. ნიკას ვეხუტები, თანაც ისე ლამისაა გავჭყლიტო. საპასუხოდ კი ბიჭი თავის ძლიერ მკლავებს მხვევს ზურგზე. სამუდამოდ ასე ყოფნაზეც კი არ ვიტყოდი უარს!
    ბოლოს ვხვდები, რომ ზედმეტი მომდის და მის სხეულს ვშორდები. არ მინდა ჩემი შეყვარებული ჩახუტებისგან მოვკლა. თან მეშინია თავში არ აუვარდეს!
   - მგონი ვიღაცას ჩემი დაკარგვის შეეშინდა. - აი, ხომ ვამბობ! თავში აუვარდა. და მართლაც, ძალიან, ძალიან შემაშინა.
   - გული გამისკდა სულელო! - ვამბობ და მკერდზე ხელს ძლიერად ვკრავ. თუმცა ჩემს ძალას რა ვუთხარი ადგილიდან ვერ ვძრავ.
    " აბა რა გეგონა მარიამ? ვერ ხედავ რა კუნთები აქვს. იმხელა ძალის პატრონია... გეგონა ასე მარტივად დაამრცხებდი?!"
   - გიხდება გაბრაზება პატარავ. - ამბობს ბიჭი და თმას ყურს უკან ნაზად მიწევს. ისეთი სასიამოვნო შეგრძნებაა... თან უკვე ვიცი, რომ ნიკას ვუყვარვარ. ის მხოლოდ ჩემია, მხოლოდ ჩემი!
    - შენი პატარა არ ვარ! - ვამბობ ვითომ გაბრაზებული და "ვიბუსხები".
    - კარგი რა... პატარაავ. - ნიკას ვუღიმი და სიცილით ზურგზე ვახტები. ოდნავ სიმთვრალეც მეხმარება ამ ქმედების ჩადენაში. სიფხიზლეში არამგონია ასეთი რამ გამეკეთებინა.
    - საჭმლისაკენ ჰერი, ჰერი. (ეს ტირით ხოარ იწერება :დდდ) - რა ვქნა კი მეცოდება ნიკა ჩემი წონის მის ზურგზე აღმოჩენისთვის, მაგრამ რა ვქნა? მშია!
    - შენ რა კიდევ გშია?
    - მშია.
    ნიკამ სამზარეულოში შემიყვანა და მაგიდაზე დამსვა. თვითონ კი საჭმლის მზადებას შეუდგა. ისე მშიოდა ინგრედიენტები მოვპარე და შედეგად, სანამ საჭმელი გაკეთდა მე უკვე დანაყრებული ვიყავი.
   - კარგი რა ნუღა მიჭამ. მე რითი გავაკეთო საჭმელი ჰაერით? - მის სიტყვებზე სიცილს ვიწყებ. ისე ნეტა ჰაერით გაკეთებული საკვები გემრიელი იქნება? ჩემს ფიქრებზე კიდევ უფრე მეტად მეცინება და ნიკას ყურადღებასაც წამებში ვიქცევ.
    ბიჭი ჩემსკენ მოდის სწრაფი ნაბიჯით და ჩემი ფეხების ქინ დგება. არ დაგავიწყდეთ, რომ მაგიდაზე ვზივარ. ნიკა პირდაპირ თვალებში მიყურებს. ჩემსკენ იხრება საკოცნელად, მეც ოდნავ მისკენ ვხრი სახეს.
   უეცრად ნიკას მზერა ჩემს უკან გადააქვს და რაღაც ჭურჭელს იღებს. მე კი მეგონა.... აი ასე მარტივად ვრჩები შერცხვენილი. უკვე მესამედ ხდება მსგავსი რამ. კოცნას, რომ ვაპირებ სწორედ მაშინ არ მკოცნის. ნუთუ ასე ჯინაზე იქცევა?
   ნიკა სიცილით მშორდება და საჭმლია მომზადებას განაგრძობს. მგონი უკვე ვეღარაფრის ჭამს შევძლებ.
   ბოლოს ნიკას მომზადებული საკვები შეყვარებულთან ერთად მთლიანად მივირთვი. რადგან ნიკა თავისი ხელით მაჭმევდა. მისი ხელიდან კი იმაზე მეტად გემრიელი აღმოჩნდა ვიდრე ზოგადად არის ხოლმე. ან უბრალოდ ნიკა არის საუკეთესო შეფი და მისი მომზადებული ყველაფერი უგემრიელესია.
    დანაყრებულები  ტელევიზორის ოთახში გავდივართ. ვცდილობთ რაიმე ფილმი ავარჩიოთ.
   - ახლა, რომ ვაკვირდები. შვიდი წყვილი ვართ სამეგობროში. პირველი, ელე და ბექა. მეორე, ლიზი და ლეო. მესამე,  ლუკასი და ლიკა. მეოთხე, ქეთო და გიოეგი. მეხუთე, გიგი და ანი. მეექვსე, გვანცა და ტატო. ბოლოს კი ჩვენ.
    - შვიდნი არა, რვა ვართ. ანდრია და ევა გავიწყდება.
   - ისიანი ერთად არ არიან, ჯერ მაინც
   - არიან. გუშინ ანდრიამ ევას სიყვარული აუხსნა. ასე რომ, ისინიც ერთად არიან. - სიხარულისაგან ნიკას ძლიერად ვეხუტები და მალევე ვშორდები მას. ნიკას გვერდით ვზივარ. მას ჩემი ხელი თავისაში აქვს მოქცეული და ნაზად ეფერება.
    არ მინდა რაიმე რომანტიკული ფილმი. მერე ვიცი რამე ისეთი მოხდება, მე კი ტირილს დავიწყებ. ნიკა კი დავინვას. ამხელა გოგო მტირალა ხარო. მაგრამ რა ვქნა ემოციური თუ ვარ?
    ბოლოს გადაწყვეტილებას ერთერთზე ვაჩერებთ სახელად "საბრალონი".
    ტირილი არ მინდოდა და თავს მაქსიმალურად ვიკავებდი. ისეთი გულის ამაჩუყებელი ისტორია იყო, რომ არ ვიცი.
    ბოლოს ვულკანმა იხეთქა. მთავარი გმირი შვილის უნახავად გარდაიცვალა. მისი მშველელი კი სწორედ მაშინ დააპატიმრეს. ამ დროს კი ვეღარ გავუძელი და ტირილი დავიწყე.
    - შენ რა ტირიხარ? - მესმის ნიკას სიცილნარევი ხმა, რომელიც ჩემს გაბრაზებას იწვევს. ის რა დამცინის?
    - ნუ დამცინი! - ვამბობ გავრაზებული და ნიკას ოდნავ ვშორდები. ისევ მის გვერდით ვზივარ, თუმცა შედარებით მოშორებით.
   - კარგი პატარავ არ გამიბრაზდე. ისე, რომ იცოდე გიხდება გაბრაზება. - ნიკა ჩემთან ახლოს მოდის და ძლიერად მიხუტებს. თანდათან ვწყნარდენი და ტირილსაც ვწყვეტ.
    ცოტა ხანში ნიკას მკლავებისგან ვთავისუფლდები. ის ჩემსკენ სწრაფადვე იხედება და სახეზე მაკვირდება. თავს უხერხულად ვგრძნობ და მისკენ ვიხედები. ვიფიქრე, იქნებ მზერა მომაშოროს-თქო მაგრამ არა. ნიკა ჩემს ტუჩებს ეხება და კონტურს ხელს აყოლებს. რაღაც გახსვავებული გრძნობა მეუფლება.
    ნიკა ჩემს სახეს ხელებში იქცევს. ვხვდები, რომ ჩემა კოცნას აპირებს და მაშინვე ფეხზე ვდგები, სხვა ოთახში გასასვლელად. სამაგეროს გადახდის დრო მოვიდა. სამჯერ მოვინდომე შენი კოცნა და სამჯერვე უპასუხოდ დამტოვე. ახლა შენი ჯერია ძვირფასო!
    ორი ნაბიჯიც არ მექნებოდა გადადგმული, რომ ნიკა ხელს მჭიდებს და თავისაკენ მიბიძგებს. თავს ვერ ვიკავებ და მის კალთაში ვხვდები. უხერხულობას ვგრძნობ. ვცდილობ ნიკასგან განვთავისუფლდე, თუმცა ამოდ. ჩემს  გაშვებას არ აპირებს.
   - გამიშვი. - ვამბობ მკაცრი ტონით. იმედია ეს მაინც მიშველის. ძალით ვერაფერს შევძლებ, ამიტომ ახლა სიტყვიერად ვცდილობ მის დარწმუნებას.
   - არა! - იმდებად კატეგორიული ხმით მპასუხობს, რომ უკვე იმედი მეწურება.
   - გამიშვი, თორემ...
   - თორემ რა? - ოთახში სიჩუმე იწყებს გამეფებას. ვფიქრობ რა ვუთხრა. რას გავაკეთებ თუ არ გამიშვებს?
   - თორემ დაგარტყამ. - ვამბობ და ჩემს სულელურ სიტყვებზე ვიღიმი. რომ დავარტყამ ეტკინება თუ რა? პირიქით, შეიძლება აქეთ მე ავღმოჩნდე დაზარალებული.
   - დარწმუნებული ხარ? - ამბობს ნიკა და წარბებს ათმაშებს.
   - არა, არ ვარ!- ვამბობ და მის ტუჩემს ხარბად ვეწაფები...

    დასასრული

   ________
   აბა როგორი იყო სიხარულებო? ძალიან მიყვარხართ და მომენატრებით. ეს მოთხრობა დავასრულე. თუმცა ახალი მოთხრობით აუცილებლად დაგიბრუნდებით.
მადლობა, რომ ამდწნი ხანი მხარში მედექით და ამ მოთხრობას კითხულობდით. ახლა თითქოს მიჭირს ამ მოთხრობის დასრულება და თქვენი დატოვება. თუმცა ეს გარდაუვალია.
მადლობა თქვენი დაწერილი კომენტარებისთვის, რომელიც ყოველდღე მახარებდა. მადლობა კრიტიკული რჩევებისთვის, რომლებმაც დახვეწა ჩემი ისტორია.
დიდი ალბათობით ზაფხულამდე არ იქნება ახალი ისტორია. სანამ არ დავასრულებ მანამდე ატვირთვას ვერ შევძლებ. ამა თუ იმ მიზეზის გამო.
თუ კი გსურთ ჩემი შემდეგი მოთხრობის წაკითხვა დაიმახსოვრეთ ჩემი აქაური ექაუნთის სახელი <>, რომელიც მოთხრობის სათაურის ქვემოთ პატარა შრიფტით წერია ხოლმე.
   მოკლედ, რომ ვთქვა მიყვარხართ და მომწნატრებით. წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ სიხარულებოო...
ისე ვფირქრობ მეორე ნაწილიც ხოარ დავწერო ახალი მოთხრობის ნაცვლად. აბა რას მირჩევთ?

   



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძააან კაი დასასრული იყო❤️ძალიან მომეწონა❤️❤️????

 


№2  offline წევრი Smailiki

სტუმარი მარიამი
ძააან კაი დასასრული იყო❤️ძალიან მომეწონა❤️❤️????


მიხარია, რომ მოგეწონა სიხარულოო ❤❤❤

 


№3 სტუმარი mariammmm

რა საყვარლობა იყო,მთელი კითხვის განმავლობაში სახიდან ღიმილი არ მომშორებია❤❤❤❤ ახლა რისთვისღა შემოვიდე ამ საიტზე?!ძალიან კარგი და ნიჭიერი გოგო ხარ,წარმატებებს გისურვებ,მინდა რომ შენი ნაწერები სულ ვიკითხოთ❤❤❤
მიყვარხარ❤

 


№4  offline წევრი Smailiki

mariammmm
რა საყვარლობა იყო,მთელი კითხვის განმავლობაში სახიდან ღიმილი არ მომშორებია❤❤❤❤ ახლა რისთვისღა შემოვიდე ამ საიტზე?!ძალიან კარგი და ნიჭიერი გოგო ხარ,წარმატებებს გისურვებ,მინდა რომ შენი ნაწერები სულ ვიკითხოთ❤❤❤
მიყვარხარ❤


მადლობა სიხარულო მიხარია, რომ ასე ფიქობ ❤❤❤
დარწმუნებული ვარ კიდევ მოგეცემა შანსი ჩემი მოთხრობის წასაკითხაად :დდდ
უბრალოდ არამგონია ზაფხულამდე რაიმე დავდო. :დდდ ❤❤
მეც მიყვარხარ და მომენატრებით! შენი და შენი საოცარი კომენტარებიი ❤❤

 


№5 სტუმარი ეკა

ვაიმე ძალიან მაგარი დასასრული იყო. ძალიან მომეწონა ველი შენს შემდეგ მოთხრობას. წარმატებები!

 


№6  offline წევრი Smailiki

ეკა
ვაიმე ძალიან მაგარი დასასრული იყო. ძალიან მომეწონა ველი შენს შემდეგ მოთხრობას. წარმატებები!


მადლობა სიხარულო შეფასებისათვიის ❤❤❤

 


№7 სტუმარი მარო

კარგი დასასრული იყო!❤❤მადლობა ამ სიამოვნებისთვის!❤რაც შეეხება ამ მოთხრობის გაგრძელებას ეს შენი გადასაწყვეტია!❤დაგელოდებით ზაფხულამდე!❤

 


№8  offline წევრი Smailiki

მარო
კარგი დასასრული იყო!❤❤მადლობა ამ სიამოვნებისთვის!❤რაც შეეხება ამ მოთხრობის გაგრძელებას ეს შენი გადასაწყვეტია!❤დაგელოდებით ზაფხულამდე!❤



მადლობა სიხარულო შეფასებისათვის ❤❤ მიხარია, რომ მოგეწონა ❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent