-ესე იგი, შეიძლება შეგიყვარდე კიდეც? -უკვე მიყვარხარ 3 თავი
ყველას დიდი მადლობა, ვინც ისტორიას აფასებთ. რაიმე შენიშვნა თუ გექნებათ აუცილებლად დატოვეთ კომენტარი, რომ შეცდომა გამოვასწორო... :) ბოლო სამუშაოზე ორი წელი ვმუშაობდი და ცოტა დანაზოგი გავაკეთე. ჩემი გათვლებით ეს დანაზოგი რამდენიმე კვირა მეყოფოდა, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მარტო მე თუ ვიქნებოდი სახლში. საოცარია! რამდენიმე დღის წინ მე ვერც ვიფიქრებდი, რომ ჩემს გვერდით ვინმე იქნებოდა. ახლა კი, ჩემ გვერდით ნიაა, რომელზეც ვიზრუნებ თუ მასაც ენდომება ღამით არ მიძინია. გამთენიისას ფული ავიღე და გაზეთის შესაძენად წავედი. სახლში დაბრუნებულს ნია გაღვიძებული დამხვდა, შეშინებული სავარძელში მოკუნტულიყო და თავი მუხლებში ჩაერგო. -კარგად ხარ? რამე მოხდა? -მეგონა წახვედი-მეუბნება და ღრმად სუნთქავს.. მეღიმება -მე არსად წასვლას არ ვაპირებ ნია... სალაპარაკო გვაქვს-ვეუბნები და ხელს მხარზე ვადებ-თუ გეძინება დაიძინე მე საუზმეს მოგიმზადებ, შემდეგ კი ვისაუბროთ... კარგი? -კარგი, მაგრამ არ მეძინება მეც დაგეხმარები-მეუბნება და ფეხზე დგება -მაშინ საქმეს შევუდგეთ-ვიცინი და სამზარეულოში პირველი შევდივარ. საუზმობის შემდეგ ნიასთან ერთად დივანზე ვჯდები და დუმილს ვარღვევ -მოკლედ, ახლა მე ჩემს შესახებ გიამბობ და შემდეგ შენ გადაწყვეტ დარჩები თუ არა ჩემთან.. თუ არ მოგესურვება, მაშინ ერთად მოვიფიქრებთ სად წახვალ -კარგი-ამბობს დაა თვალებში მაჩერდება -მე ანიტა ონიანი ვარ. ბავშვთა სახლში გავიზარდე. იქიდან წამოსვლის შემდეგ, ძალიან ბევრი რამ მოხდა. ოჯახი ვიპოვე, მაგრამ მათ არ მიმიღეს... მთელი ცხოვრების განმავლობაშსი არაერთ სირთულეს შევჭირდებივარ პირისპირ და ცოტა არ იყოს დავიღალე-ვამბობ და თვალებზე ცრემლი მადგება-მაგრამ, ახლა ჩემს ცხოვრებაში შენ გამოჩნდი და მე მზად ვარ რაც გამაჩნია შენ გიწილადო. თუ მოგესურვება დარჩი ჩემთან და ისე მოგხედავ როგორც დას და მეგობარს-ნია გაოცებული მიყურებს -არ გინდა იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩემზე გაიგე შენგან წავიდე? -არა რას ამბობ. შენ არაფერში არ ხარ დამნაშავე. გარდა ამისა, შენ ისევ არ ხარ ზრდასრული და ვინმე გჭირდება ვინც გვერდში დაგიდგება. დარჩები? -მე... არ მინდა რომ პრობლემები შეგიქმნა-ამბობს ნია და ისევ ტირილს იწყებს -ჩუუ-მასთან ახლოს მივდივარ დაა ვეხვევი-მე პრობლემები არ შემექმნება და მთავარ კითხვაზე გამეცი პასუხი... დარჩები? -კი, დავრჩები-ცრემლებს იმშრალებს და იღიმის -კარგი. წინ ბევრი საქმე გვაქვს, პირველ რიგში საამუშაო უნდა ვიპოვო თორემ ფული მალე გამოგველევა -არ მუშაობ? -ვმუშაობდი-მოკლედ ვეუბნები რადგან არ მინდა იმ უსინდისო ქალის გახსენება რომელმაც სამუშაოდან გამომაგდო-ჰო მართლა, შენ 17 წლის ხარ ანუ დამამთვარებელ კლასში ხომ? -კი-მეუბნება და თავს ხრის-მაგრამ მე სკოლაში არ მივლია -რატომ? -დავითმა გამომიყვანა სკოლიდან, ასე ამბობდა განათლება არაფერში გამოგადგებაო, მაგრამ შემდეგ დედა ელაპარაკა-დედის ხსენებაზე სევდიანად იღიმის-და სახლში გავაგრძელე განათლების მიღება -გასაგებია, მაგრამ ხომ ხვდები ასე ვერ გააგრძელებ -ვიცი და ძალიან ვნერვიულობ -არაფერია სანერვიულო. აქვე ახლოს სკოლაა და იქ ივლი -კარგი... შენ სწავლობ?-მეკითხება ინტერესით და ჩემთან ერთად იწყებს გაზეთში განცხადებების თვალიერებას -ვსწავლობდი-ვამბობ და იმ წლების გახსენებაზე თბილად მეღიმება -სად სწავლობდი? -სამხატვრო აკადემიაში. არქიტექტორი ვარ მაგრამ ჩემი პროფესიით ვერ ვნახე სამუშაო. -შენს ოთახში მაგიდაზე რომ ფურცლებია მიმოფანტული ყველა შენი ნამუშევარია?-მეკითხება გაოცებული და შემდეგ თვალებს ხრის-ბოდიში შენს ნივთებს არ უნდა შევხებოდი -არაფერია, ძველი ნახაზებია. და კიდევ-წარბაწევით ვუყურებ-დღეიდან ეგ ოთახი ჩემი აღარაა. შენ იცხოვრებ მანდ მე კი ზემოთ სხვენში ავალ-თვალით ვანიშნებ სახურავისკენ და ვიცინი -არა არ მინდა.. ჩემს გამო მოუხერხებლად იქნები -გაჩუმდი, შენ მოსწავლე ხარ და შენი კუთხე აუცილებლად გჭირდება-ვეუბნები და ვუღიმი -შენ ანგელოზი ხარ-მეუბნება ჩუმი ხმით და თვალებში მიყურებს-სხვა კარზე რომ დამეკაკუნებინა ალბათ არც შემიშვებდნენ სახლში -ნუღარ ფიქრობ მაგაზე. -როგორ ფიქრობ დედას სად დამარხავენ?-ამ სიტყვების გაგონებაზე გული მტკივნეულად მეკუმშება და ნიასკენ ვტრილადები -მისმინე ვიცი ძნელია მაგრამ ახლა სახლთან ახლოს ვერ გამოჩნდები. გპირდები ვიპოვი სად იქნება დედაშენი დაკრძალული და ცოტა ხნის შემდეგ ერთად წავალთ -მადლობა ყველაფრისთვის ჩვენს საუბარში უკვე კარგად გათენებულიყო, ამიტომ ნიას ახალი ტანსაცმელი მივეცი, რომელიც ძალიან სასაცილოდი ჰქონდა და გარეთ გავედით -ძალიან სასაცილოდ გამოვიყურები?-მეკითხება მობუზული და ცდილობს სამი თუ არა ორი ზომით დიდი ტანსაცმელი მაინც კარგად მოირგოს -არა უბრალოდ ზედმეტად დიდი გაქვს. ტანსაცმელს რაც შეეხება, მეე ჩემით ვიკერავ, თუ გინდა შენც ჩემი ხელით შეგიკერავ თუ არა და დღეს ერთ-ორ ხელს გიყიდი, მეტის საშუალება დღეისთვის არ მაქვს-ვამბობ ხმადაბლა და ნიას ვუყურებ -არ მინდა ყიდვა შენ შემიკერე, თუ რათმქაუნდა შენც ასე გინდა-მეუბნება და უხერხულად იცინის-მრცხვენია რომ ჩემს გამო ფულის დახარჯვა გიწევს -არა მაგას ნუ ამბობ. გუშინ ღამე ვფიქრობდი შენზე, შენ მაშინ მოხვედი ჩემი სახლის კართან როცა არავის ველოდებოდი და იმედი არ მქონდა რომ ჩემ ცხოვრებაში ვინმე გამოჩნდებოდა. როგორ ფიქრობ შენ მაწუხებ? ძალიან ცდები თუ ასე გგონია. -ასეთი რატომ ხარ?-მეუბნება და იცინის-დედა ტერეზასავით ლაპარაკობ-მეც მეცინება -მოვედით... ღმერთო-მხხოლოდ ახლა მახსენდება რომ საბუთები არ გვაქვს-საბუთები რომ არ გვაქვს? -დამშვიდდი გვაქვს... შენი აზრით სახლიდან საუბუთების გარეშე გავიქცეოდი? -ძაალიან კარგი. მომეცი-ვეუბნები და ისიც ჯიბიდან ამოღებულ, ოდნავ დაკუჭულ საბუთებს მიწვდის-დირექტორთან შევალთ პირდაპირ და არ ინერვიულო დირექტორის კაბინეტში შესვლამდე ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და კარები ღიმილით შევაღე. სკოლაში ჩარიცხვამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა უბრალოდ პრობლემები იმასთამ დაკავშირებით შეგვექმნა თუ ვინ ვიყავი მე ნიასთვის. შენობიდან რომ გამოვედით შვებით ამოვისუნთქე და წიგნებზე მიხუტებულ ნიას თვალი შევავლე -ჩანთა გვჭირდება შენთვის და ტანსაცმელი-ვუთხარი და წიგნების ნაწილი გამოვართვი ნიასთვის საჭირო ნივთები ვიყიდე და დარჩენილ თანხას დავხედე -კარგი რამდენიმე დღე მეყოფა-ვამშვიდებ ჩემს თავს და სახლში ტაქსით ვბრუნდებით სახლში შესვლისთანავე დივანზე ვწვები და თავზე წამომდგარ ნიას ინტერესით ვუყურებ -რა მოხდა?-ვეკითხები -ამდენ რაღაცას მიკეთებ და მე მადლობა როგორ უნდა გადაგიხადო? -დაჯექი ჩემს გვერდით-ვეუბნები და ისიც მემორჩილება-მე ამას ჩემი სურვილით ვაკეთებ და არაა საჭირო რომ ყოველ წუთს იმაზე იფიქრო როგორ გადამიხადო მადლობა. უბრალოდ ისწავლე და იფიქრე იმაზე რა გინდა შემდგომ გამოხვიდე. ეცადე რომ მიზნები დაისახო, ოცნებები გქონდეს მე კი შევეცდები მათ ასრულებაში დაგეხმარო. თუ ამ ყველაფერს გააკეთებ მე ბედნიერი ვიქნები და შენი მადლობაც ჩემს ქმედებებზე ეგ იქნება. ახლა ცოტას დავიძინებ, 4 საათისთვის გამაღვიძე რომ განცხადებებზე დავრეკო. მანამ შენ შენი ოთახი როგორც გინდა ისე მოაწყვე, შეგიძლია ჩემს ტანსაცმელსაც გადახედო და თუ მოგეწონება რომელიმე შენთვის დაიტოვე-ვეუბნები ღიმილით.. ნიას ოთახში შესვლისთანავე დივანზე კომფორტულად ვთავსდები და სიზმრების სამყაროში მოგზაურობას ვიწყებ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.