შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-ესე იგი, შეიძლება შეგიყვარდე კიდეც? -უკვე მიყვარხარ 2 თავი


16-03-2020, 20:37
ავტორი Mentalist
ნანახია 2 040

მადლობა, რომ შემაფასეთ. იმედია ეს თავიც დაგაინტერესებთ... :)

კარგი... დამშვიდდი, ეს ჩაი დალიე და შემდეგ ვისაუბროთ-ვეუბნები და მხარზე ხელს ვადებ-არაფერზე ინერვიულო
-დიდი მადლობა-მეუბნება და ცრემლებს იმშრალებს
-მე საწოლს და ტანსაცმელს გაგიმზადებ... შეგიძლია აბაზანა მიიღო, სუფთა პირსახოცი აბაზანაშია-ვეუბნები და გზას ვუჩვენებ
-კარგი...
გოგონას მარტო ვტოვებ და საძინებლისკენ მივდივარ... რას შვები ანიტა? იქნებ ქურდია ან მანიაკი... ღმერთო რაზე ვფიქრობ? უბრალოდ პატარა, შეშინებული გოგონაა. თავს ვაქნევ უაზრო აზრების გასაფანტად და საწოლს ვუმზადებ.
-კარგი, ყველაფერი კარგადაა-ვეუბნები ჩემს თავს და მისაღებში გავდივარ სადაც პირსახოც შემოხველი გოგონა ზის-აქ რატომ ზიხარ? სწრაფად წამოდი-ოთახში შემყავს და ტანსაცმელს ვაძლევ-თბილი ტანსაცმელიია, ჩაიცვი-ვეუბნები და კარებისკენ ვტრიალდები-რომ მოწესრიგდები დამიძახე
-კარგი და-უხერხულად მიყურებს-მე.. მე თქვენი სახელი არ ვიცი
-ანიტა... შეგიძლია ანი დამიძახო.. როგორც მოგესურვება-ვუღიმი-ჩაიცვი მალე თორემ გაცივდები
აბაზანაში შევდივარ და ცივ წყალს სახეზე ვისხამ... რას ვგავარ? თმაც სულ ჩამომშლია...
ჩემს თავზე მეცინება და თმებს ხელახლა ვიკრავ
-ანიტა-მესმის გოგონას ჩუმი ხმა და მეც ოთახში ვბრუნდები
-მოვედი. გშია? წვნიანი მაქვს, თუ გინდა მოგიტან-ვეუბნები და კითხვით სავსე თვალებით ვუყურებ
-არა, არ მშია... მინდა ყველაფერი მოგიყვე-მეუბნება და ლოგინზე ჯდება
-კარგი, მაგრამ შეგეძლო დღეს დაგესვენა-ვეუბნები და გვერდით ვუჯდები
-არა, ყველაფერი უნდა გითხრა.. შენ შემიფარე და უფლება გაქვს იცოდე ყველაფერი მასზე ვინც შენს სახლში ღამით აპირებს დარჩენას
-გისმენ-ვეუბნები და თითების წვალებას ვიწყებ
-ყველაფერი 2 წლის წინ დაიწყო. ათი წლის რომ ვიყაავი მამა გარდაიცვალა, დედა მაშინ ძალიან ცუდად იყო და არავინ არ ადარდებადა. მას და მამას დიდი სიყვარული აკავშირებდათ ერთმანეთთან. მამას გარდაცვალებიდან 3 წლის შემდეგ დედა მეორედ გათხოვდა. იმ არაკაცს ვისაც მისთხოვდა დავითი ერქვა-ხმა უთრთის-დავითს თავისი ბიზნესი ჰქონდა, მაღაზიათა ქსელს ფლობდა თბილისსა და ბათუმში. თავიდან დედასაც კარგად ექცეოდა და მეც მაგრამ ცოტა ხანში ყველაფერი შეიცვალა. გალოთდა და თამაში დაიწყო. მან ბეცრ ცუდ ადამიანს დაუკავშირა თაავისი ბიზნესი და ბევრი ვალიც დაიდო. წინა კვირას მე და დედა ვსაუზმობდით როცა მოვალეები დაგვადგნენ თავს და დედა სასტიკად სცემეს, მე კი მითხრეს რომ მამაჩემი თუ ვალს არ დააბრუნებდა მე წამიყვანდნენ სანაცვლოდ თან გამაფრთხილეს პოლიცია საქმეში არ გამერია.. მეც მათი მითითებების მიხედვით ვიქცეოდი. პოლიციისთვის რომ შემეტყობინებინა შეიძლება ეს ყველაფერი არ მომხდარიყო... მე ვარ დამნაშავე...
-მოიცა... შენ მათ გამოექეცი?-ვკითხულობ გაოცებული და თავს უფლებას ვაძლევ გოგოს მოვეხვიო-რამდენი რაღაც გადაგიტანია არადა შენ მხოლოდ 17 წლის ხარ
-მხოლოდ ეს არაა, მათ დედა და დავითი მოკლეს-ამბობს გოგონა და ტირილს იწყებს
-რა? სხვა არავინ არ გყავს? ნათესავები?
-არავინ მყავს, მხოლოდ დედა მყავდა და ისიც წამართვეს
-დაწყნარდი, დამშვიდდი... დღეიდან მე ვარ შენს გვერდით და უფლებას არავის მივცემ ზიანი მოგაყენოს-ვეუბნები და ლოგინში ვაწვენ
-მაპატიე რომ შენც საფრხეში ჩაგაგდე-მეუბნება და ცრემლიანი თვალებით მიყურებს
-მისმინე, ამაზე დიდ გასსნაცდელშიც ვყოფილვარ... არაა საჭირო ყველა პრობლემა დღეს მოვაგვაროთ. დაიძინე დანარჩენზე ხვალ ვილაპარაკოთ
-მადლობა ანიტა..-მეუბნება და დაღლილს თვალები ეხუჭება-მე ნია მქვია
-ღამემშვიდობისა ნია-ვეუბნები და ოთახში შუქს ვაქრობ.
დაღლილი დივანზე ვჯდები და ნიაზე ფიქრს ვიწყებ... რა სისასტიკეა. არ მეგონა მსგავსი რამ თუ შეემთხვა... ნეტავ მომხდარს საგულდაგულოდ გამოიძიებენ? დააკავებენ დამნაშავეებს? თუ ამ მკვლელობასაც ისე მიაფიჩეჩებენ, როგორც სხვა უამრავს?
გული გამალებით მიცემს და ნერვები მეშლება რომ ამ სამყაროში მსგავსი სისაძაგლე და სისასტიკე ხდება. მართალია შევიფარე, მაგრამ როგორ გადავარჩინო აქ თუ მოაგნებენ?
-კარგი ანიტა..პირველ რიგში, სამუშაო უნდა მოძებნო, რომ შიმშილით არ დაიხოცოთ-ვეუბნები ჩემს თავს და ფეხზე ვდგები-მასს არავინ არ ყავს ამიტომ შენ მისთვის ყველაფერს გააკეთებ
ასე მგონია რომ ცხოვრებიის მიზეზი მომეცა. ალბათ ეს ნიშანია იმის რომ უნდა ავდგე და საქმეს მივხედო. როგორც ჩემი აღმზრდელი მეუბნებოდა შეწყვიტე დაკარგულზე დარდი და სიხარულით შეეგებე სიახლესო. მეც ამგვარად მოვიქცევი. დროა ცხოვრებას დავუბრუნდე და ვაჩვენო რომ მე ვარსებობ.



№1 სტუმარი nia

Dzalian mainteresebs rogor ganvitardeba Movlenebi ❤❤❤ gaaagrdzele

 


№2  offline წევრი Mari Orjonia

ძაან მაგარია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent