შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომენდე (მესამე თავი)


17-03-2020, 17:34
ნანახია 2 042

-საცოდავთან ერთად ამბისტანიაც ყოფილხარ .დამგესლა სოფიმ .სანდრო კლასიდან გინებით გადის .დანარჩენმა გაკვეთილებმა მშიდად ჩაიარა.სახლში ემოციურად საშინლად დაღლილი დავბრუნდი.
დღეს საღამოს ქართულის გაკვეთილი მაქვს,ბებომ მითხრა, რომ ძალიან კარგი მასწავლებელია ქალბატონი ეკა ,მაგრამ ცოტას ვნერვიულობ, რადგან სხვა ბავშვებიც იქნებიან ჩემს გარდა და არ მინდა ჩემი კლასელებივით ცუდები იყვნენ. თავი მოვიწესრიგე ,ჩანთა ავიღე და სახლიდან გავედი. მასწავლებელთან ცოტა ადრე მომიწია მისვლა ,ჯერ არავინ .ეკამ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა ძალიან კარგი ქალია,საუბარში ისე გავერთეთ ბავშვებიც მოვიდნენ ,როგორც ჩანს ისინი ერთმანეთს იცნოდნენ ლანა და გიორგი ძალიან საყვარელი ბავშვები აღმოჩნდნენ,კიდევ კარგი ამათში მაინც გამიმიართლა.გიო და ლანა ჩემი კლასელები იმიტომ არ იყვნენ ,რომ მეორე სოფლის სკოლაში დადიოდნენ,მეწყინა ჯობდა ჩვენთან ესწავლათ ამათი წყალობით მაინც გავძლებდი იმ ჯოჯოხეთში.მასწავლებლისგან გამოსვლის შემდეგ ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ყველა ჩვენი გზით წავედით.
უკვე ჩამობნელებულიყო და ალაბთ გახსოვთ ჩემი შიშების შესახებ, რომელიც სიბნელეს უკავშირდება არც ახლაა გამონაკლისი მივდივარ და ასე მგონია ვიღაც მომყება ,ფეხს ავუჩქარე თითქმის სირბილით მივდივარ თან შიშით უკან ვიყურები და უცებ რაღაცას ვეჯახები და ვკივი შიშისგან ცრემლი მდის სანამ გავიაზრე რაც მოხდა.
-ჰეი ჰეი დაწნარდი მე ვარ ასე რამ შეგაშინა.
-სანდრო? შიშისგან რამის გული გამისკდა .აქ საიდან გაჩნდი?
-ჩემთვის მივდიოდი და შენ დამეჯახე კიდე მე ვარ დამნაშავე? გამიკვირდა ამჯერათ უხეშად აღარ მელაპარაკებოდა.
-იცი მე სალში მივდივარ და მომეჩვენა რომ ვიღაც მომყვებოდა და ამიტომ გამოვიქეცი.
-ამ დროს მარტო რატო დადიხარ? არიცი ამ სოფელში მანიაკი რომ დადის? ალბათ ის მოგყვებოდა ღმერთს მადლობა გადაუხადე რომ მე შეგხვდი თორემ წარმოდგენაც არ მინდა რას გიზავდა.
ვაიმე რა მანიაკი. ღმერთო ჩემო ,ეს რა მართლა ჯოჯოხეთში მივხვდი ?გული ცოტაც და ალბათ შიშით გამისკდებოდა ,რა მეშველება აწი როგორ ვივლი მარტო ამ ღამეს.ჩემ ფიქრებში ვიყავი გართული უცბად სანდრომ დაიყვირა
-ვაიმე მანიაკი მოდის .-არ ვიცოდი რა მექნა და უცბად სანდროს მივვარდი და ხელები ძლიერად მოვხვიე.რაღაცა უცნაური ვიგრძენი ,თითქოს სხვეულში სითბო ჩამეღვარა მაგრამ სანდროს სიცილმა გონს მომიყვანა
-ჰეი გავიჭყლიტე იქნებ მომშორდე გაგეხუმრე.მაგრამ, რომ მცოდნოდა ასე ძალიან გინდოდა ჩემი ჩახუტება გეთქვა და ჩაგეხუტებოდი. -იდიოტი საკუთარ თავს დაუბრუნდა ყეყეჩი.
სწრაფად მოვშორდი, ისევ იდიოტივით იცინოდა ,უნდა ვთქვა რომ სიცილი საშინლად უხდება ,ჰეი გოგონი რეებზე ფიქრობ .
-კარგი გეყოს სიცილი ,თუ გგონია რომ მე მინდოდა შენი ჩახუტება ცდები უბრალოდ შიშისგან მომივიდა.წავედი ისედაც დავაგვიანე ალბათ ბებია და ბაბუა ნერვიულობენ.გვერდი ვაქცია და წამოვედი .
-გაგაცილებ
-არ მინდა გაცილება ჩემითაც კარგად წავალ
-კი გეტყობა როგორ კარგად მიდიოდი,ნუ გეშინია არ შეგჭამ .
-შენი არ მეშინია
-აბა მანიაკის? იცინის ,და ისევ იცინის,რატომ არის ასეთი სიმპატიური ,მაგრამ ხეპრე.
-სახლამდე ისე მივედით ხმა არცერთს აღარ ამოგვღია.
--მადლობა რომ მომაცილე
-არაფრის, ხვალ შევხვდებით.წავიდა ,ისე თქვა ხვალ შეხვდებითო თითქოსდა კარგი ურთიერთობა გვაქ.ძალიან დაღლილი ვარ ბებოს და პაპას დავემშვიდობე და ჩემს ოთხს მივაშურე დაღლილს მალევე დამეძინა.
პირველმა გაკვეთიმა მშვიდად ჩაიარა ,სანდროს გამარჯობაც არ უთქვამს არც მე მიმიქცევია ყურადღბა.დასვენებაზე ყველანი გარეთ გავიდნენ როგორც ჩანს სოფი და სანდრო კლასში დარჩნენ,მე კონსპექტს ვკითხულობდი დღეს მათემატიკა მაქ სკოლის მერე.სოფის ხმამაღალი სიცილი მესმის რა აცინებს ნეტავ ,არ მინდა უკან მივბრუნდე თან ინტერესე მკლავს .
-აუ სან როგორ მიყვარხარ ჰო იცი?- გადაებით ერთმანეთს ვფიქრობ ჩემთვის
-მიდი აბა დამიმტკიცე. -მესმის სანდროს პასუხი ნეტა როგორ უნდა დაუმტკიცოს. თავს ვერ ვიკავენ მაინც მიბვრუნდი და რას ვხედავ სანდროს სოფიი უზის კალთაში და ერთმანეთს კოცნიან.
ფუ ამაზრზენები აქ მაინც იქონიონ მორიდება.უცბათ სანდრომ მე გამომხედა და სწრაფად შემოვტრიალდი .ზარი დაირეკა ალბათ გვრიტებს ხელი შეეშლებოდათ.მათემატიკამ მშვიდად ჩაიარა დასვენებაზე გარეთ გამოვედი ,დერეფანში ნინი შემხვდა ერთმანეთი მოვიკითხეთ და კაფეტერიისკენ ავიღე გეზი რადგან ეს დიდი დასვენება იყო ცოტას წავიხემსებდი. ღვეზელი და კოლა ვიყიდე და იქვე კუთხეში მაგიდასთან მოვკალათდი თან ფანჯარაში ვიყურებოდი უცბად სანდრო რომ წამომადგა თავზე

-გამარჯობა მშიშარა .ეს ბიჭი ზედმეტი სახელების მოფიქრების ექსპერტია
-სალამი
-შეიძლება დავლიო? კოლაზე მეკითხება ეს სულ გაგიჟდა მემგონი
-თუ გინდა მიდი და იყოდე, ფული თუ არ გაქ შემიძლია მოგცე -ცოტა უხეშად გამომივიდა მაგრამ მეტის ღირსია
-მე შენი მინდა სხვა არა. კოლა აიღო და გემრიელად დალია.
-აი ჰომ ხედავ შენსას სულ სხვა გემო აქ.
-კაი შენი იყოს მე მაგის დალევას აღარ ვაპირებ.
-ნუ გეშინია არაფერი მჭირს რო გადმოგედოს.
-შეიძლება შენ არ გჭირს მაგრამ ცოტახნის წინ სოფის კოცნიდი და რა დარწმუნებული ხარ რომ მასაც არ ჭირს.-ეს რატო ვთქვი მეც არ ვიცი.
-აჰაჰ აი თურმე რა.კი სოფის ვკოცნიდი და მეათე კლასიდან მოყოლებული სულ ვკოცნი ამიტომ დაწყნარდი რამე ,რომ სჭირდეს მეცოდინებოდა აუცილებლად. -გამოდის რომ შეყვავარებულები არიან ,დავასკვენი, კი შეეფერებიან ერთმენთს.
-მაინც თავს დავიზღვევ.-ვუთხარი და წამოვედი.ლამარას გაკვეთიმა უაზროდ ჩაიარა და სკოლის მერე მასწთან წავედი.ეკა მასწავლებლისგან განსხვავებით როგორც ჩანს ეს ქალი შორს ცხოვრობდა ,მისამართი მიახლოებით ვიცოდი ,როგორც ბებომ მითხრა დიდი თეთრი სახლი რომ დავინახე გამიხარდა სწორად მოვედი.სამსართულიანი სახლია გარეან სულ თეთრია და დიდი ნაძვები დგას ეზოში.ზარი დავრეკე და კარი რომ გაიღო გაოცებულმა შევხედე ჩვენი სკოლის დირექტორს,ღიმილით მომესალმა და სახლში შემატარა ,როგორც სჩანს თვითონ იცოდა რომ მე ვიქნებოდი მისი მოსწავლე.
-იცით ქალბატონო ქეთევან არ ვიცოდი თუ თქვენ იქნებოდით ჩემი მასწავლებელი.
-არაუშავს ვიკა რა პრობლემაა ,მე ვიცოდი და ძალიან მიხარია შენნაირი მოსწავლე რო მყავს.შენ მარტო იქნები ჯგუფში რადგან სხვებს რომ გადავხედე მათთან სხვა მუშაობა მჭირდება და შენთან სხვა.ნახდახან ჩემი შვილიც იქნება ზოგი თემა დავვიწყებული აქვს და ერთად გაგატარებთ.
-კარგით არანაირი პრობლემა არ მაქვს.-კი მაინტერესებდა ვინიყო მისი შვილი მაგრამ როცა დრო მოვა ხომ ვნახავდი.
ძალიან კარგად ამიხსნა ყყველაფერი ქალბატომა ქეთევანმა,მართალია მათემატიკაში ძლიერი ვიყავი მაგრამ ბევრი რამ კიდევ სასწავლი მქონდა..გაკვეთილის დსრულების შემდეგ ქალბატონ ქეთევანს დავემშვიდობე და სახლში დავბრუნდი. ცოტა ხანს თიკას ვეჭორავი თავის ახალ ბიჭზე მომიყვა ამბები ეს გოგო არ იცვლება, ცოტახანში დავემშვიდობე სამეცადინო მაქვს ბევრი რადგან ხვალ ქართულზე მივდივარ.
უკვე 10 საათი ხდებოდა მეცადინეობა,რომ დავასრულე.დასაძინებლად დავწექი მაგრამ ვერ დავიძინე.ხვალ დედას დაბადების დღეა 38 წლის გახდებოდა ,წინა დაბ დღეზე მე და მამამ სიურპრიზი მოვუწყეთ ზუტად 00:00 საათზე ტორტით და დიდი ვარდების თაიგულით მძინარეს დავადექით.ცრემლები უნებურად წამომცვივდა ძალიან მენატრებოდნენ ,მართალია ყველანაირად ვცდილობდი ძლიერი ვყოფილიყავი მაგრამ დროდადრო მანც ერთიანად მიტევს მონატრება.არვიცი როდის ჩამეძინა დილით საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა.სარკეში რომ ჩავიხედე შემეშინდა თვალები ისეთ დღეში მქონდა .მალევე მოვემზადე მართალია საშინლად არ მინდოდა სკოლაში წასვლა მაგრამ ბებოს და პაპას მიზეზს ვერ ვეტყოდი. საშინლად გაიწელა პირველი გაკვეთილი ,ვეღარ გავძლებდი სხვა გაკვეთილებზე ზარის დარეკვის მერე ჩანთა ავიღე და სწრაად გამოვედი კლასიდან.დერეფანში გასულს ჩემი სახელი მომესმა ,სანდრო მეძახდა.
- მშიშარა სად მიიპარები?
-აჩოტები უნდა გაბარო?
-რაიყო კრიტიკული დღეები გაქ? რახასიათზე ხარ?
-შენი ნერვები არ მაქ მეჩქარება წავედი.გამოვბრუნდი მაგრამ სანდრომ ხელი მკლავში ჩამავლო და გამაჩერა.
-გოგო რა დღეში ხარ ,ნორმალურად ლაპარაკი არ შეგიძლია .ამ სკოლის წესები არ იცი? რომ სავალდებულოა ყველა გაკვეთილს დაესწრო.
-სანდრო შემეშვი ნუ ერევი ჩემს საქმეში ,ჩემს თავს მივხედავ და მე ვაგებ პასუხს ჩემივე საქციელზე.
-მაგ შენს საქმეებს შეიძლება თბილისში აგვარებდი მაგრამ კარგად ხედავ აქაურობა თბილისს არ ჰგავს ასერომ ჯობს გაკვეთილზე დაბრუნდე.
-სანდრო ხელი გამიშვი რატო არ გესმის უნდა წავიდე მელოდებიან.
-ესეთი მნიშვნელოვანი ვინ გელოდება? შეყვარებული?
-რა სისულეებს ლაპარაკობ შენი მოსმენა არ მინდა გამიშვი ადამიანო ყველა ჩვენ გვიყურებს ვერ ხედავ?
-ფეხებზე ვინ გვიყურებს წამოდი.წინ გამიძღვა და წამათრია.რა უნდოდა ვერ გამეგოო,ყვირილით მივყვებოდი უკან ,ბოლოს სპორტ დარბაზში შემათრია და კარი ჩაკეტა.
-რას აკეთებ ცხოველო გამიშვი უნდა წავიდე.უკვე ნერვებმა მიმტყუნა და ავტირდი.მეტირებოდა ჩემს უსუსურობაზე და იმაზე რომ დედის და მამის საფლავზე ამ იდიოტის გამო ვერ მივდიოდი.
-რა გატირებს კიარ გკლავ. ჩუ აღარ იტირო რა.-ჩემი თითები ხელში მოიქცია და ნაზადმომეფერა.
-ასეთი ლამაზი თითები არასოდეს მინახავს.ტირილს უფრო ვუმატე სანდროს სიტყვები უკვე ძალიან მოქმედებდა ჩემზე.
-კარგი რა მშიშარა რა გითხარი აღარ იტიროთქო მოდი ჩემთან.-თავისკენ მიმიზიდა და ძლიერედ მომხვია ხელები.გეფიცებით ასე დაცულად თავი არასოდეს არ მიგრძვნია,მუცელში პეპლები ამიფრთხიალდნენ მაგრამ გონს მალევე მოვეგე და გავიფართხალლე სანდროსგან თავის დასაღწევად.
-სანდრო გთხოვ გამიშვი მართლა უნდა წავიდე ისევ ამოვიტირე.
-კარგი გაგიშვებ ოღონდ არ იტირო მაგრამ არ მეტყვი სად მიდიხარ?
-დღეს დედას დაბადებისდღეა და უნდა მივულოცო.
-გაკვეთილების მერე ვერ მიულოცავ? მაგის გამო ხარ ასეთ დღეში?
-სანდრო შენ არ გესმის
-ჰო არ მესმის ისე მითხარი რომ გავიგო მაშინ.
-დედა და მამა შორს არიან ძალიან
-საზღვარგარეთ ცხოვრობენ?
-არა
-აბა ნორმალურად ამიხსენი სად არიან ?
-დაიღუპნენ...სამი თვის წინ ავტოსაგზაო შემთხვევაში ,ვერ მივუსწარი გესმის? სანამ საავადმყოფომდე მივედი აღარ სუნთქავდნენ,მიმატოვეს დამტოვეს სულ მარტო.ახლა გესმის სად მივდივარ? დედის საფლავზე დაბადებისდღე უნდა მივულოცო.თბილისში მივდივარ შენ კიდე მაგვიანებ.-ცოტა ხანს სანდრო ხმას არ იღებდა გაკვირვებული მისმენდა.
მერე მოვიდა და ისევ მაგრად ჩამეხუტა .
-მაპატიე მე არ ვიცოდი თუ შენი მშობლები დაიღუპნენ.ახლა ვხვდები შენი აქ გადმოსვლის მიზეზს .გინდა მე წაგიყვან ,ერთად წავიდეთ ,ესეთ მდგომარეობაში მარტოს ვერ გაგიშვებ.
დავთანხმდი რადგან ავტობუსით მგზავრობის თავი მართლაც არ მქონდა.სანდრომ ხელი ჩამკიდა და თავის მანქანამდე მიმიყვანა კარი გამიღო და მეც მის გვერდით დავიკავე ადგილი.
-არ ვიცოდი მანქანა თუ გყავდა?
-შენ ბევრი რამ არ იცი ჩემზე ისევე როგორც მე შენზე .-თბილად გამიღიმა ,როგორ შეუძლია ზოგჯერ ასეთი კარგი იყოს და ხან აუტანელი ცხოველი.

მთელი გზა ვსაუბრობდით მე ჩემი ამბავი მოვუყევი როგორ აღმოვჩნდი ასეთ მდგომარეობაში ,სანდროს ბევრი არაფერი უთქვამს თითქმი სულ მე მალაპარაკებდა.ბოლოს ვეღარ მოვითმინე და მაინც ვკითხე ის რაც გულს მიღრნიდა.
-შენ და სოფი შეყვარებულები ხართ?
-რატომ მეკითხები? იღიმება
-ისე უბრალოდ.
-ისე უბრალოდ კიტხვაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ
-კარგი.-ხმა აღარ ამოგვიღია.თბილისში რომ შევედით ყვავილების მაღაზიასთან გავაჩერებინე მანქანა , წითელი ვარდების თაიგული ვიყიდე, სანდროს სასაფლაოს მისამართი ვუთხარი და მალევე აღმოვჩნდი ყველასთვის საძულველ ადგილას.სანდრომ მანქანა დააპარკინგა და ვთხოვე ,რომ მარტო მინდოდა მისვლა და არ გამომყოლოდა.კარგიო მითხრა და წამოვედი.ბოლოს აქ დაახლოების ერთი თვის წინ ვიყავი,დედას მომღიმას სახეს შევხედე, ეს ფოტო ახალ წელს გადავუღე ,შემდეგ მამას შევავლე თვალი ,ისეთივე სერიოზული სახით მიყურებდა როგორც იცოდა.ცრემლებმა გზა გაიკვლიეს ჩემს ღაწვებზე.-დაბადებისდღეს გილოცავ დედა.ალბათ შენც გიკვირს სულ სხვა ადგილას აღნიშნავ შენს დღეს.დეე მენატრებით ძალიან ხომ მპირდებოდით სულ ერთად ვიქნებითო, რატომ დამტოვეთ ,იცი ძალიან მიჭირს თქვენ გარეშე ,მართალია ბებია და ბაბუა არაფერს მაკლებენ მაგრამ ყველაზე მთავარი თქვენი სიყვარული ,თქვენ მაკლიხართ,ალაბათ ახლა ჩემი გესმის და ტირი ჩემსავით ,დე ტიროლი ჰომ არ გიყვარდა და არც ახლა იტირო რა.მამა ხომ არ გაბრაზებს? მაგრამ რას გეკიტხები როდის იყო ის გაბრაზებდა.მიყვარხარ და სულ მეყვარები ,ჩემი საუკეთესო იყავი ხარ და იქნები.
სალამი მაა.შენი ერთადერდი შვილი მოვედი ,შენ ხომ სწორედ ასე მეძახდი,იცი მა ბიჭმა მომიყვანა თქვენამდე , ალბათ ეხლა დამცინებდი როგორც მაშინ ტაქსის მძღოლს რო მოვაცილებინე თავი სახლამდე და შენ ჩემი შეყვარებული რომ გეგონა და კარში გაბრაზებული დაგვხვდი,მერე ტიპმა თქვა ფულის გადახდა დაგავიწყდათ გოგონაო და შენ რომ სიცილით რამის გაიგუდე..ის დრო მენატრება მა, როგორი ბედნიერი ოჯახი ვიყავით ,ჩემზე არ ინერვიულო მე კარგად ვარ ღამე მარტო ძილსაც მივეჩვიე ,თქვენს გამო ომ ჯოჯოხეთურ სკოლასაც ავიტან სადაც გაძლება არ შემიძლია,გინდა კიდე გაგაცინო? ჩემს ინგლისურის მასწავლებელს დებილი ვეგონე და ასე მითხრა გაკვეთილების მერე დარჩი გამეცადინებო,კიდე ერთმა ტონალურით გაჭყეპილმა გოგომ უტვინო ხარო ,მა ისინი არ მიცნობენ და ვერც გამიცნობენ ,შენ ხომ სულ იმას მასწავლიდი მომთმენი იყავიო და მეც ვცდილობ ყველას გავუძლო, სანდროს ვერაფერი გავუგე მა ხან ცუდად მექცევა ხან ძალიან კარგად არვიცი როგორ მოვიქცე პირველად ვარ ასე. -რამდენ ხანს ვლაპარაკობდი არ ვიცი სანამ სანდროს შეხებამ არ გამაჩერა ,არვიცი როდის მოვიდა იმედი მაქ ვერ გაიგო ის ყველაფერი რაც ვთქვი.
-დროა წავიდეთ უკვე გვიანია სახლში დაბრუნებაც ჰომ გვინდა.
-კარგი დავეთანხმე.-სანდრომ ხელი ჩამკიდა და ფეხზე წამომაყენა შემდეგ ჩემს მშობლებს რაღაც უთხრა და წავედითო მე მომიბრუნდა.
-ალბათ ძალიან გენატრებიან
-ტკივილამდე
-კაი რა გთხოვ აღარ იტირო ღიმილი უფრო გიხდება .-გამეღიმა მის ბავშვურ გულწრფელობაზე
-ასე უკეთესია.
მივდივართ და მე სანდროს ვაკვირდები .როგორი სიმპატიური და დახვეწილია.შავი სწორი ოდნავ გრძელი თმა ,სწორი ცხვირი და სავსე წითელი ტუჩები ,ღიმილი აქვს სასწაული ,როცა იცინის თვალებთან საყვარელი ფოსოები უჩნდება,და თვალები? ისეთი შავი თვალები აქვს რომ შეხედავ თითქოს ჰიპნოზს გიკეთებსო თვალის მოშორება აღარ გინდა.ჩემზე ერთი თავით მაღალი იქნება ,ხელებზე სულ ტატუები აქვს ,კარგად ვერ ვარჩევ რა ახატია ,ზოგი ფერადია ზოგიც შავი.
-კიდე დიდხანს უნდა მიყურო? თითქოს დანაშაულის დროს წამასწრეს დავიბენი
-რა? შენ არ გიყურებ უბრალოდ თვალი გამიშტერდა -ვიცრუე
-კი როგორ არა -დამპალი ვერ მოვატყუე
აღარაფერი ვუთხარი, ცოტახანს მუსიკას ჰანგებში გადავეშვი .გონს სანდროს ხმამ მომიყვანა
-მე და სოფი შეყვარებულები არ ვართ.
-ამას ახლა რატო მეუბნები?
- ისე უბრალოდ.
გულის სიღრმეში ძალიან მესიამოვნა მისი ნათქვამი მაგრამ არაფერი შევიმჩნიე~
-ისე კარგი წყვილი ხართ .-გაიცინა აღარაფერი მიპასუხა .
დილით ჩემს საწოლში გამერვიძა ,არ მახსოვდა როგორ მოვედი სახლამდე , როგორც მივხვდი მანქანაში ჩამეძინა.
-ჩემს ლამაზ გოგოს გაუღვიძია -შემეგება ბებია.
-რა კარგი ბიჭია ვიკა ბებო ის შენი კლასელი სანდრო მომიყვა თურმე თბილისში ყოფილხართ ,მანქანაში ჩაგძინებია და ხელში აყვანილმა მოგიყვანა და დაგაწვინა საწოლში ბები.- ვაიმე როგორ მრცხვენია ,ისედაც მთელი დღე ჩემს გამო მოცდა იქნებ რა საქმე ჰქონდა.გუშინ გიოს მივწერე დღეს ქართულზე ვერ ვიქნებითქო ამიტომ მასწი არ გამიბრაზდებოდა .
სკოლაში მივედი სოფიმ ბოღმიანი თვალები შემომანათა ,სანდრო არ ჩანს.პირველი გაკვეთილის დასრულების შემდეგ სოფი დამადგა თავზე.
-ამბისტანიავ გუშინ სანდრომ სად წაგიყვანა.?
-სახლში.
-და რატომ წაგიყვანა?
-რატომ უნდა გაგცე პასუხი თუ ესე ძალიან გაინტერესებს სანდროს კითხე
-გირჩევნია ზედმეტად თვალში არ მოხვდე .- წავიდა ამას ჰგონია შემაშინა
სანდრო არ გამოჩენილა ,ნეტავ სადარის ჯერ არ გაუცდენია სკოლა ,ნეტა რამე ხომ არ უჭირს?
სამწუხაროდ ვერ გავიგებდი სანდროს ამბავს სანამ თავად არ ვნახვდი.დღეს რადგან მასწი არ მაქ გადავწყვიტე ბებიას დავხმარებოდი ,ეზოში ყვავილები მოვურწყე ,ქათმებს საკენკი დავუყარე საღამოს კი კექსი გამოვაცხე, რომელიც ძალიან გემრიელი გამოვიდა.დაძინებამდე სოციალურ ქსელში შევედი ,ბევრი ესემესი დამხვდა ჩემი ძველი კლასელები მკითხულობდნენ ,ასევე თიკას თავისი ახალი ბიჭის ფოტოები გამოეგზავნა.პასუხები დავუბრუნე თითქმის ყველას და უცბათ თავში ერთი აზრი მომივიდა სანდრო მომეძებნა ფბზე.სამწუხაროდ გვარი არ ვიცი ამიტომ ვერ ვნახე,გული დაწყდა რაღაცნაირად ტელეფონი გამოვრთე და საწოლში ემბრიონის ფორმაში მოვთავსდი.
დილით სკოლაში მისულს სანდრო კარებში მხვდება და მიღიმის ,ხელს მკიდებს და სადღაც სკოლისგან მოშორებით მივყავარ.პატარა პარკია ,აქა იქ რამოდენიმე ძაღლი დაიარება
-აქ რატომ მოვედით? -ვეკითხები
-უბრალოდ შენთან ყოფნა მინდოდა .-ისევ მიღიმის
-ხელი ჩამკიდე რა.-თხოვნით მეუბნება .მეც არ ვაყოვნებ და მის თითებს ჩემსას ვაგებებ.
-საოცარი თითები რომ გაქ უკვე გითხარი ჰომ? -თითები ტუჩებთან მიაქვს და ნაზად მეხება კანზე.მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლის.
შორიდან ჩემი სახელი მესმის.ვიკაა ვიკაა შვილო გაიღვიძე ,სანდროს გამოსახულება ნელნელა ქრება და მეც თვალებს ვახელ ,ბებია თავზე მადგას და ცდილობს გამაღვიძოს.
სიზმარი ყოფილა ,არადა ყველაფერი ცხადს გავდა.მაგრამ სანდროს ჩემნაირი გოგო არ სჭირდება .სწრაფად გავემზადე და სკოლაში წავედი.ალბათ გიკვირთ მეთორმეტე კლასელი სულ სკოლაში რატო დავდივარ მაგრამ სკოლის შინაგანა წესია ასეთი გაცდენა სასტიკად იკრძალება ,იმ შემთხვევაში გპატიობენ თუ ავათ ხარ ანდა მართლაც რაღაცა მნიშვნელოვანი მიზეზი გაქ.სანდრო ისევ არ არის.ღმერთო სად გაქრა ეს ბიჭი.გაკვეთილებმა უხალისოდ ჩაიარა,არვიცი სანდროს არ ყოფნა ასე რატომ მოქმედებს ჩემზე .სკოლის მერე მათემატიკზე წავედი. ქალბატონი ქეთევანი რაღაც უხალისოდ მომეჩვენა ,მიზეზი რათქმაუნდა არ მიკითხავს რა ჩემი საქმე იყო .სახლში მოწყენილი დავბრუნდი ,მიზეზი რათქმაუნდა სანდროს გაუჩინარება იყო.რადგან ხვალ შაბათია და სამეცადინო არ მაქ ხვალისათვის ფილმი ჩავრთე.დიდი ძალისხმევის შემდეგ როგორც იქნა ავარჩიე ,,უბის წიგნაკი,,.საოცარი ფილმი იყო ,ბოლოს იმდენი ვიტირე ვეღარ ვჩერდებოდი.და მაინც რა არის სიყვარული,მთელი ცხოვრება იმ ერთზე ვზრუნავთ რომელსაც ჩვენი გული ირჩევს ,ვაბედნიერებთ და ჩვენც ვბედნიერდებით.როდესაც შენ ადამიანს იპოვი გრძნობ რომ სრულყოფილი ხარ.მე არასოდეს მყვარებია და არ ვიცი რა გრძნობაა,თუმცა ბევრი წამიკითხავს და ბევრიც მსმენია სიყვარულზე და მაინც მე მგონია რომ სიყვარულზე გიჟური გრძნობა არ არსებობს რომელსაც ერთდროულად შეუძლია ბედნიერების და ტკივილიას მოყენება.შეყვარებული ადამინი ფარფატა პეპელას ჰგავს რომელიც სულ დაფრინავს ბედნიერია და სხვასაც აბედნიერებს.ფიქრებში ჩამეძინა.კარგა ხანს მძინებია როგორც სჩანს უკვე 11 საათია.შხაპი მივიღე და ქვემოთ ჩავედი,ბაბუა ქალაქში მიდის პროდუქტების საყიდლად გადავწყვიტე გავყვე მეც რამოდენიმე ნივთი მაქ საყიდელი თან იქნებ თიკას ნახვა შევძლი.როგორც გავარკვიე ბაბუა საღამომდე საქმეებს ვერ მორჩებოდა ამიტომ გახარებულმა თიკას დავურეკე და შევთანხმდით, რომ თბილისი მოლში შევხვდებოდით ერთმანეთს.
ჩემს დანახვაზე თიკა წივის და გაკრეჭილი ჩემსკენ გამორბის.ჰომ ვამბობ გადარეულიათქო.
-ვაიმე როგორ მომენატრე ვიკუნკული.
-რაკუნკული? გოგო როდის უნდა დაჭკვიანდე ბერდები ქალი?
-ოჰ რაიყო შენ რას იგესლები ? ამბობს კრეჭვით
მოკლეთ იმდენი ვიჭორავეთ ენას რომ მრიცხველი ჰქონდეს ალბათ გადაიწვებოდა.თან რაღაცეებს ვყიდულლობდით,დრო ისე გავიდა ვერ გავიგეთ,ბაბუამ დამირეკა უკვე გარეთ გველოდა,თიკა სახლამდე მივიყვანე და ცრემლიანი თვალებით დავემშვიდობეთ ერთმანეთს ,შემპირდა რომ აუცილებლად ჩამოვიდოდა ჩემთან.ახალ ნივთებს ადგილი მივუჩინე და დავწექი.დაღლილს მალევე ჩამეძინა.
დღეს ქართული მაქ მაგრამ სამ საათამდე დიდი დროა ამიტომ თავისუფლად მოვასწრებ მეცადინეობას .ლანა და გიო მასწის სახლთან მელოდებოდნენ ,ერთმანეთი მოვიკითხეთ და გაკვეთილზზე შევედით.ქართულში ვეფხისტყაოსანს გავდიოდით და კიდევ ვრწმუნდებოდი თუ რა დიდებული გრძნობაა სიყვარული.გაკვთილის დასრულების შემდეგ ცოტა გავისეირნეთ.გიო და ლანა უკეთ გავიცანი ,მიხაროდა ახალი მეგობრების შეძენა.
ორშაბათი 09:15
ინგლისურის გაკვეთილზე 15 წუთი დამაგვიანდა და ლამარამ კარგად გამომლანძღა.რას მერჩის ეს ქალი ვერ ვიგებ.სანდრო ისევ არ ჩანს.უკვე ძალიან ვნერვიულობ მაგრამ რამე რომ სჭირდეს აუცილებლად გავიგებდი კლასში მაინც იტყოდნენ რამეს.ზარის დარეკვის მერე სოფისთან მივედი.
-სალამი სოფი როგორ ხარ?
-კარგაად ვარ რამე გინდა?
-სანდრო სადაა არიცი? ამდენ ხანს სკოლაში რომარ გამოჩენილა?
-რას დასდევ სანდროს.შენი საქმე არაა სადარის.-მივხდი რომ მასთან ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა ამიტომ გამოვეცალე,გაკვეთილებმა ისევ უხალისოდ ჩაიარა.დღეს საღამოს ქართული მაქ ,ორშაბათობით სულ გვაიან მიწევს ქართულის გაკვეთილი.წინა ორშაბათს სანდრომ მიმაცილა სახლამდე დღეს რაღა მეშველება.გიო და ლანა ისევ მელოდნენ.მეჩვენება თუ გიო მეპრანჭება? გავიფიქრე, ალბათ მეჩვნება რადგან ის ძალიან მეგობრულია.ქართულის დასრულების შემდეგ თვალებს არ დავუჯერე გარეთ სანდრო მელოდა.სიხარულით ასე მეგონა მალე ავფრინდებოდი.მანქანაზე იყო მიყუდებული და სიგარეტს ეწეოდა.ლანა და გიოს დავემშვიდობე და სანდროსკენ რამის სირბილით მივედი.
-გამარჯობა მშიშარა .-ამ მომენტში საშინლად მომინდა ჩავხუტებოდი მაგრამ ჩემი სურვილები უკუვაგდე.
-სალამი სანდრო ,როგორ ხარ? სად დაიკარგე?
-კარგად ვარ ჰომ ხედავ უბრალოდ რაღაც საქმეები მქონდა.-ეტყობოდა რომ უხასიათოდ იყო.
-არ ვიცოდი თუ ეწეოდი.
-გახსოვს გითხარი შენ ჩემზე ბევრი რამ არ იცითქო.-გამახსენდა სანდროს ნათქვამი ,თბილისში წასვლისას რომ მითხრა.
-აქ საიდან გაჩნდი?
-ერთ მშიშარა გოგოს ღამე სიარულის ეშინია და ამიტომ მოაკითხე რომ სახლამდე მივიყვნო.
-საიდან გაიგე აქ რომ ვარ?
- რა გაგება ამას უნდოდა .-აღარაფერი მითქვამს სახლამდე ისე მივედით.მანქანიდან გადმოსვლა არ მინდოდა.რატომღაც სანდროსთან ყოფნა მომწონს,თავს დაცულად ვგრძნობ,მადლობა გადავუხადე და გადასვლას ვაპირებდი სანდროს ხმამ შემაჩერა.
-ცოტახანს დარჩი რა. ჩემი გულისცემა ალბათ სანდროსაც ესმოდა ,ასე მეგონა მალე ამოხტებოდა გული ჩემი სხეულიდან.ისეთი თვალებით მიყურებდა ვგრძნობდრი რაღაცა უჭირდა.
-სანდრო მართლა კარგად ხარ? ვკითხე აღელვებულმა.
-ნორმალურად .-ესიყო მისი პასუხი ,თუ არაფრის თქმას არაპირებდა რაღატო მთხოვა დარჩენა.თითქოს ჩემი ფიქრები გაიგო თვალი ამარიდა და უხალისოდ თქვა.~
-წადი გვიანია უკვე დაღლილი იქნები.
-მადლობა რომ მომიყვანე.
-რის მადლობა.
-სანდრო?
-რაიყო მშიშარა?
-ხვალ სკოლაში იქნები? - რა გრძელი ენა გაქ ვიკა ,რა შენი საქმეა იქნება თუ არა სკოლაში. ფიქრებში გამოვლანძღე ჩემი თავი.
-აუცილებლად.- იყო სანდროს პასუხი და მე ბედნიერი გადმოვედი მისი მანქანიდან.



№1 სტუმარი Evaa

ცოტა დასახვეწია მაგრამ მაინც კარგია :)) ვიკას რაღაცნაირი გულჩვილობა და სისუსტე ცოტა სიდებილეში გადასდის. თავდაცვის ინსტიქტი ჩაართვევინე თორე ესე ცოტა მოსაბეზრებელი და ნერვების მომშლელია:*

 


Evaa
ცოტა დასახვეწია მაგრამ მაინც კარგია :)) ვიკას რაღაცნაირი გულჩვილობა და სისუსტე ცოტა სიდებილეში გადასდის. თავდაცვის ინსტიქტი ჩაართვევინე თორე ესე ცოტა მოსაბეზრებელი და ნერვების მომშლელია:*

პირველი ისტორიაა და მეც ვხვდები რომ ჯერ ძალიან ბევრი სამუშაო მაქვს .ვეცდები შენი რჩევა გავითვალისწინო <3 თითოეული მკითხველის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის <3

 


№3 სტუმარი სტუმარი კატო

პირველი ისტორიის კვალობაზე ნორმალურია ❤️ გააგრძელე წარმატებები

????ძალიან მომწონს.გააგრძელე

[quote=სტუმარი კატო]პირველი ისტორიის კვალობაზე კარგია .❤️ გააგრძელე წარმატებები

 


[quote=სტუმარი კატო]პირველი ისტორიის კვალობაზე ნორმალურია ❤️ გააგრძელე წარმატებები

????ძალიან მომწონს.გააგრძელე

[quote=სტუმარი კატო]პირველი ისტორიის კვალობაზე კარგია .❤️ გააგრძელე წარმატებები[/quote]
დიდი მადლობა <3

 


№5 სტუმარი lell

dzaan kaia shemdegs rodis dadeb?????????

 


lell
dzaan kaia shemdegs rodis dadeb?????????

მადლობა დევს უკვე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent