დაეცა მთვარე (სრულად)
თავი პირველი 11.11.2018 -ყოველთვის მიჭირდა, განსხვავება მეპოვნა ორ უკიდურესობას შორის, როგორიცაა სიყვარული და სიძულვილი. საშინლად ჰგავს ერთმანეთს, იცი? ვერ ვხვდები... -თავი ჩახარა, ჩაეღიმა. -ბავშვობაში, ბუნდოვნად მახსოვს, თუმცა შეგრძნებები დამიტოვა. -დიდი პაუზა ჩასვა, შემდეგ მაღლა აიხედა, ცალი თვალი დახუჭა, ცალი გაუშტერდა, თითქოს სწორი სიტყვის ძიებაში იყო და ვერ პოულობდა. ენით ტუჩები გაისველა, წამით მზერა გაუსწორა მის წინ მჯდომ მამაკაცს, შემდეგ კი, ისევ ჩაეღიმა და თავი ჩახარა. -ღამე იყო, ძალიან შავი, უმთვარო ღამე. კოკისპირულად წვიმდა და ზამთარი იყო. ქარის ზუზუნი ახლაც ჩამესმის. სუსხიან შავ ღამეში, გავედი გარეთ და რაღაც ვიგრძენი. -ისევ გაისველა ენით ტუჩები და, წამით ისევ გაუსწორა თვალი მამაკაცს. რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ სიტყვის პირველი ასოს წარმოთქმის შემდეგ, თვალი აარიდა უმალვე, გვერდზე გაიხედა და განაგრძო. -ეს ისეთი შეგრძნება იყო, დღემდე გამომყვა. -სკამის საზურგეს მიეყრდნო და პირში დაგუბებული ჰაერი ხმაურიანად გამოათავისუფლა, პირი კარგად გააღო და ტუჩის კიდეს ენა აუსვა. -ზოგჯერ, ადამიანები სულელურ შეკითხვებს გისვამენ, შენი უკეთ გაცნობის მიზნით. აი, მაგალითად: „როგორი ამინდი გიყვარს?“ -ჩაეცინა. -ჰოდა, მე იცით, რას ვპასუხობდი? სუსხიანი, უმთვარო, ცივი ღამე-მეთქი. -ხელებით, ხმაურიანი ჟესტებით საუბრობდა და თვალები ენთებოდა, თითქოს. -მართლა, მეგონა რომ მიყვარდა. მეგონა ის, რაც მაშინ ვიგრძენი, სიყვარული იყო. სინამდვილეში, მძულდა თურმე. -თავი ისევ ჩახარა, თვალები ოდნავ დახუჭა და თვალი გაუშტერდა იატაკზე. -სულ ასე მემართება. -მსგავს ამინდში, რას აკეთებ, ხოლმე? -ოჰ, ღმერთმანი. -თითქოს ცახცახმა და სიცივემ აიტანა. ხელები გადააჯვარედინა და მკლავებზე მოიჭირა. -ფანჯრიდან, წამიერად გავხედავ და მაშინვე, ფარდებს გადავაფარებ, ხოლმე. -მარჯვენა ხელი ყურთან აიქნია. -ასეთი ამინდი, ცუდ ხასიათზე მაყენებს. თუ ქუჩაში ვარ მაგ დროს, საშინლად მტანჯავს სიცივე. უიმედობა მიპყრობს. თითქოს, არსად, არაფერი კარგი არ არსებობს სამყაროში. -ეს შენი ემოციებია. -ოდნავ გაეღიმა მამაკაცს. -ახლო მეგობარი გყავს? - თითქმის მშვიდი გამომეტყველებით უმზერდა თავის მოპირდაპირედ მჯდომ ახალგაზრდა ქალს, რომელიც სავარძელში ღრმად ჩამჯდარი, იატაკს დაშტერებოდა. -ვგულისხმობ, ადამიანი, ვისათანაც გულახდილად საუბარს შეძლებდი. გოგონამ მკრთალად აჰხედა შოკოლადისფერ ჯემპრიანს, შეპარულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, მერე კი, ქვედა ტუჩი მაღლა ასწია და თითქმის შეუმჩნევლად აიჩეჩა მხრები. -ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, ახლოც არის მათ შორის. მაგრამ ეს, რასაც მე ვგრძნობ, რა სალაპარაკოა?! -როგორი ხარ მათთვის? -სასაცილო. -რას გულისხმობ? ანუ, კარგი იუმორის გრძნობა გაქვს? -შეიძლება. -ჩაეცინა. -ძირითადად, საკუთარ თავს დავცინი. -რატომ? იმიტომ, რომ ისინი გაამხიარულო, თუ იმიტომ რომ სხვაგვარად თავს ვერ იმკვიდრებ? გოგონა ოდნავ აღელდა. -იქნებ, უბრალოდ ეს შენი ნიჭია - გაამხიარულო გარშემომყოფები. -განაგრძო მამაკაცმა. -მათ ამხიარულებთ ჩემი სკეტჩები, საკუთარ თავზე. -ისინი ვერ ხვდებიან? -რაღაც დარდისებური გადაეკრო სახეზე შოკოლადისფერ ჯემპრიანს. -რას? -იმას, თუ რა იმალება შენი ცინიზმის უკან. -ასე მარტივია. -რას ფიქრობ იმ წამებში, როდესაც შენი მეგობრები იცინიან? ახალგაზრდამ ოდნავ ქვევიდან აჰხედა, ცალყბად ჩაეცინა და მერე თითქოს ძლიერი დარდი შეერია სახეში. რაღაც უცნაური იგრძნო მან. სუნთქვა ღრმა და ხშირი გაუხდა, თვალები გაუვარდისფერდა. -უბრალოდ, ნაბი*ვრები არიან. -მაშინ, რატომ აკეთებ ამას? -დაკვირვებული გამომეტყველებით გასწორდა სავარძელში შევერცხლილი მამაკაცი. -ერთი სიამოვნება მათი ყურება, როგორ აჩენენ რეალურ სახეს. -მათ სიცილში ხედავ ამას? -სიცილი ყველაზე უკეთ გასცემს ადამიანს. მე რომ ჩემს თავს დავცინი, ამაზე გულიანად ხარხარებენ. უხარიათ, გესმის?-ქვევიდან, უკმეხად აჰხედა გოგონამ. -სხვისი დაცინვა დიდ ბედნიერებას გვრის ადამიანს, უფრო მეტად კი - მეგობრის. სხვისი ცუდი ყველას უხარია გულის სიღრმეში, მეგობრის კიდევ ასმაგად. ასე არ არის? შენც ხომ ასე ხარ? -ისევ უკმეხად იყურებოდა გოგონა, თუმცა ახლა უკვე ცივი ღიმილიც ერია მის სახეში, რომელიც თანდათან უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. -როგორც ჩანს, შენც კარგად ერკვევი ადამიანებში. -მზერა გოგონას ტუჩებზე გააჩერა მამაკაცმა და ოდნავ ჩამოაცურა თვალები. -შეიძლება შენზე უკეთაც. უბრალოდ, შენ ბეჭედდარტყმული ქაღალდი გაქვს ხელში და შეგიძლია ოფიციალურად განაცხადო, რომ ადამიანის ფსიქიკაში ერკვევი. -მაშ, აქ რატომ ხარ? -პირდაპირ თვალებში მიაშტერდა. -შენთან გულახდილად შემიძლია საუბარი და იმიტომ. ფულს გაძლევ, რომ მომისმინო. თუმცა, ეს საუბარი უკვე აღარც მეხმარება. -მაშ? რა დაგეხმარება? -მარჯვენა ლოყაზე გაუჩერა მზერა. -ახალი ემოცები. -სიყვარული? -თვალებში შეაშტერდა ისევ. -სიყვარული, რას ნიშნავს? ანუ, რას გულისხმობ, როცა გიყვარს? -თვალსაც არ ახამხამებდა გოგონა. -შენ რას გულისხმობ, როცა გიყვარს? -მზერას არ აშორებდა მამაკაცი. -ვინ გითხრა, რომ მიყვარს? -არც გყვარებია? გოგონამ მხრები აიჩეჩა. ძალიან ცივი, ცოტათი ხიფათიც კი იგრძნობოდა მის მოხვრაში. შემდეგ, წამოდგა. ოდნავ, ჩაახველა და შოკოლადისფერ ჯემპრიანს გაუღიმა. -ჩემს სიყვარულს სიძულვილისგან ვერ გაარჩევ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მიყვარდეს ვინმე, ეს იგივეა, რაც ყველაფერი გავაკეთო მის გასაუბედურებლად. -ამას განგებ აკეთებ? -არა, უბრალოდ ადამიანი არ მყოფნის. -ისევ ხელებითა და მთელი გრძნობით დაიწყო საუბარი. -გქონია ასეთი შეგრძნება, როცა ადამიანი არ გყოფნის?-თავი ქვევით და მარჯვნივ ჩახარა, თვალები ოდნავ გაუშტერდა, სწორ სიტყვას ეძებდა. -სულ მასში ვიქექები, მის სულში ვიქექები, მისი ყველაფერი მინდა, ყველაფერი რაც ფასეული აქვს, მინდა რომ ამოვაცალო და მივისაკუთრო და როცა ამას ვაკეთებ, მერე... -გოგონა გაჩუმდა. -მერე რა ხდება, ანა? -მერე, ყველაფერი ქრება. -ხელი ჩაიქნია. -თითქოს ყველა გრძნობა ერთიანად მწყდება თავიდან და ადამიანს ისე ვიშორებ, როგორც ჭუჭყიან წინდას. უბრალოდ მოვისვრი და მორჩა. -ხელები დაიფერთხა ანამ და ცოტა დამნაშავესავით გაღიმა, თუმცა ეშმაკური ღიმილი ხტუნავდა მის თვალებში. ეს სინანული არ ყოფილა. -ნანობ ამას? -არ ვიცი. უბრალოდ, ასეთი ვარ. მე ეს ემოციები მჭირდება. სიყვარული ჩემთვის ნიშნავს პროცესს, დაგეგმარებას, თუ როგორ გადავწვა ყველა ხიდი, რაც მე და იმ ადამიანს ერთმანეთთან გვაკავშირებს და რა გგონია, ჩემთვის არის მარტივი? პარადოქსია. -ოდნავ ჩაეცინა ანას. -ბნელი მუდამ ეძებს ნათელს და პირიქით, ნათელი ბნელს. რადგან ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. შავ ფურცელზე, შავი ფანქარი ვერ დატოვებს კვალს. -და მე რომელი ფერი ვარ? -სუნთქვა გაუხშირდა ანას. კონსტანტინმა ამოიხვნეშა და ის იყო რაღაცის თქმას აპირებდა, ანა წამოდგა. -ახლა უნდა წავიდე, ბატონო კონსტანტინ. ამ უკანასკნელს წარბები აეზიდა გაოცებისა, თუ მოულოდნელობისგან. თავისი ბუდეში ღრმად ჩამჯდარი, ცისფერი თვალებით თავით ფეხებამდე შეათვალიერა ფეხზე წამომდგარი გოგონა და თავადაც წამოდგა. საკმაოდ მაღალი, მხარბეჭიანი გახლდათ. მოზრდილი თმა სულ გადაეთეთრებინა ჭაღარას. სახეზე ნაოჭები შეჰპარვოდა. ასაკით ორმოცდახუთ წლამდე იქნებოდა. -კარგი, ანა. წინასწარ დამირეკე, ხოლმე. კარგი? ანამ თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. *** -სამყაროში მხოლოდ ორი ფერი არსებობს - თეთრი და შავი. სხვა ფერებს უბრალოდ ჩვენი გონების მრავალწახნაგური ხედვის შესაძლებლობა განაპირობებს. შავი და თეთრი კი, ეს ორი ფერი არამარტო ფერი, არამედ იდეური დანიშნულებით წარგვიდგება და ადამიანებში სახლობს. თეთრი - როგორც ნათელი, როგორც სიკეთე და როგორც ღმერთი ადამიანში. ხოლო შავი - როგორც ბნელი, როგორც ბოროტება და როგორც სატანა. ვინ არის ღმერთი ადამიანისთვის? სიკეთე და სინათლე, ხომ ასეა? -გადახედა აუდიტორიას კონსტანტინმა. ორმოცდაათამდე ახალგაზრდა შეკრებილიყო მის წინ. ზოგის თვალებში დაღლა და უინტერესობა სჩანდა. ზოგის თვალებში კი პათოსი, თავად ლექტორიც საკმაოდ პათეტიკურად საუბრობდა. მთელი მისი არსი მოეცვა თითქოს მის სიტყვებს, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევდა. -ყოველგვარი კარგი და კეთილი, რაც თავს გადაგვხდება უფალს უკავშირდება. მაღალ ქულას რომ დაგიწერთ, ზოგჯერ დაუმსახურებლად, ღმერთს ჰმადლობთ, არა? -ყველას გაეცინა. -თუმცა, ბოროტება... ბოროტება ეს უკვე ეშმაკის საქმეა. ადამიანში კი ორივე უკიდურესობაა, მას შეუძლია დაეცეს სატანამდე და აქედან ღმერთად იქცეს. ადამიანში არის შავი და თეთრი, ეშმაკი და ღმერთი, ბოროტება და სიკეთე. -სიტყვებად მარტივია, პატივცემულო. თუმცა, ძალიან რთულია აიღოს თავზე ადამიანმა ღმერთობა, ეს თითქმის შეუძლებელიც კია. -სულაც არა, დანიელ. შენ შეგიძლია გახდე ღმერთი კონკრეტული ადამიანისთვის. ვგულისხმობ, შენი მიზანი თუ ღმერთობა იქნება, შეძლებ ამას. შეუძლებელი არაფერია არც ამ იდეაში და არც მის განხორციელებაში. ავიღოთ კონკრეტული ადამიანი. -ხელის გული ისე გაშალა სივრცეში კონსტანტინმა, თითქოს მასზე მართლა ადამიანი ჰყავდა დასმული. -ის იქნება შენი ცხოვრების მიზანი - იცხოვრო ერთი კონკრეტული ადამიანებისთვის. ფაქტობრივად, თავი შესწირო მას და ეს არ იქნება მონობა, ეს არ იქნება შენი დამცირება. პირიქით, შენ ეს ღმერთად გაქცევს. შენ იქნები მსახური შენი იდეისა - იყო ღმერთი. -ყელმოღერებით საუბრობდა კონსტანტინი. მერე კი, ოდნავ მოეშვა. -ცხადია, შენ ადამიანი ხარ და ეს შეზღუდვაც არის. ვგულისხმობ, ერთ ადამიანს არ შეუძლია აბსოლუტური ბედნიერება მოუტანოს ას, ათას, ათიათასობით ადამიანს. დამერწმუნეთ, ორზეც გაუჭირდება, თუმცა თუ ერთ ადამიანს დაისახავს მიზნად, მაშინ სრულიად შესაძლებელია. ბოლო სიტყვა და ზარიც გაისმა. ყველა აიშალა, კონსტანტინმაც დაიწყო თავისი ფურცლების ჩალაგება. მერხთან მხოლოდ დანიელი იჯდა გაუნძრევლად, ფანქარს ნერვიულად აკაკუნებდა ფურცელზე. კონსტანტინი კარისკენ დაიძრა, მანამდე კი წამიერი მზერა გააპარა დანიელისკენ, ეს უკანასკნელიც სწრაფად წამოდგა და მამაკაცს აედევნა. -პატივცემულო. -შესძახა საჩქაროდ. კონსტანტინმაც გამოხედა, ოდნავ გაოცებული სილაღით. -დანიელ? -თქვენი საუბარი, ძალიან საინტერესო იყო. -ოდნავ ყოყმანით საუბრობდა. -ანუ, ეს უბრალოდ მონოლოგი იყო, თუ ნამდვილად შესაძლებლად მიგაჩნიათ? კონსტანტინმა წარბები შეკრა და ცოტა გამომცდელად ჩააშტერდა დანიელს. რამოდენიმე წამიანი უხერხული დუმილი ჩამოვარდა. -კარგით, დაივიწყეთ. -ნაძალადევად გაიცინა დანიელმა. -ბოდიში, რაღაც მოვროშე. -დანიელ, გყვარებია? -ისევ გამომცდელად შეშტერებოდა კონსტანტინი. დანიელი ოდნავ შეცბა, თითქოს არ ელოდა ასეთ შეკითხვას. მოუმზადებელი მოსწავლესავით აიტუზა, მასწავლებლისგან დატუქსვას რომ ელოდება. თვალები ხან მარჯვნივ გაურბოდა, ხან მარცხნივ. -ზოგჯერ მგონია, რომ ამისთვის გავჩნდი. აი, რომ საუბრობდით... -ცოტათი ენა დაება ბიჭს. - ერთი ადამიანისთვის მთელი სამყაროს ჩუქება რომ შემეძლოს, თავს არ დავზოგავდი. -მაშ, იპოვე ის ერთადერთი და აჩუქე მთელი სამყარო.-მხარზე ორჯერ დაჰკრა კონსტანტინმა და გემრიელად გადაიხარხარა. -ეს იგივეა, მიწისძვრისგან დანგრეულ ქალაქში შემაგდოთ და დავამალოთ ნემსის ყუნწი ვიპოვნო. -პასუხით თითქოს უკმაყოფილო დარჩა დანიელი. -ოხ, ეს ახალგაზრდები. -ამოიხვნეშა კონსტანტინმა. -სიყვარული კარგი და მშვენიერია, მაგრამ მხოლოდ შორიდან ტკბობობა ჯობს. დაახლოებით ისე, როგორც სალვადორ დალის, ან პიკასოს გამოფენაზე მიხვიდე და შორიდან უყურო ნახატებს. იცოდე რას ნიშნავს სიყვარული - ეს გენიოსად გაქცევს, მაგრამ გამოსცადო ის, ეს უკვე პატიმრობას ჰგავს. გიყვარდეს ვინმე, იგივეა რაც იჯდე ლამაზ, კომფორტულ საკანში. შეიძლება ყველაფერი გქონდეს, რაც კომფორტს შეგიქმნის, მაგრამ მაინც საკანში ხარ. თავისუფლება, ფრთები გაკლია. ვინც სხვაგვარად ფიქრობს, ის უბრალოდ დაბრმავებული რომანტიკოსია, ან იდეალისტი. პრინციპში, ეს ორი თითქმის ერთი და იგივეა. -ალბათ, ლექციაზე სხვაგვარად გავიგე. -ის გაიგე, რაც გინდოდა რომ გაგეგო. მე ახლაც იმას გეტყვი, რაც ლექციაზე ვთქვი. შენ შეგიძლია მთელი სამყარო აჩუქრო ვინმეს, ყველაფერი მისცე და გააბედნიერო, მაგრამ ამისთვის აუცილებელი არაა, გიყვარდეს ის. შენი იდეა უნდა გიყვარდეს, დანიელ და არა ის, ვისაც ამ იდეის განხორციელებისთვის გამოიყენებ. -ანუ, ავირჩიო ვინმე და ვნახო, რა მოხდება? -გაიღიმა დანიელმა. კონსტანტინი ისე ჩაფიქრდა, თითქოს რაღაცას იხსენებსო და უეცრად შესძახა. -მოდი, ასე მოვიქცეთ. თუკი გადაწყვეტ ამ იდეას შეუდგე, მაშინ დამირეკე. დამირეკე და დაგეხმარები. -კონსტანტინი ისე მრისხანე ენთუზიახმით უყურებდა დანიელს, როგორც ველურ ბუნებაში, მშიერი ლომი უყურებს თავის ნადავლს. თავი მეორე მშვენიერია ღამის დაბადება. როცა მზე ჩაესვენება და დღე მიიძინებს, უჩვეულო სიმარტოვე ისადგურებს ატმოსფეროში. სიბნელე შთანთქავს ყოველგვარ ხილულს, მეტადრე უმთვარო ღამეს, როდესაც ცა ისეთი ცარიელია, როგორც უფსკერო უფსკრული. ნაცრისფერი კორპუსები აღმართულიყო სწორი ქუჩის მწკრივში, განათების ბოძები კი მარტოსულ მყუდროებას ქმნიდა თავისი მკრთალი, უფერო შუქით. შორიდან ძაღლების ღავღავი ისმოდა. ადამიანის ჭაჭანება არ იყო ვიწრო ქუჩაზე. მხოლოდ შორიდან, სუსტად ისმოდა მამაკაცების ხრინწიანი სიცილი. ცოტა ხანში კი, სიცილი გინებაში და ხელის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, რამოდენიმე წუთის შემდეგ კი, ეს ხმაც შეწყდა. მძიმე ნაბიჯებით მიიზლაზნებოდა ქუჩის ტროტუარზე მუქ სამოსში გამოწყობილი მამაკაცი. გრძელი, მუქი წაბლისფერი თმა ყბებზე სწორად გადაჭრილი და ღაწვებზე საგულდაგულოდ ჩამოფხატული ჰქონდა. უყელო გრძელი შავი მაისური ეცვა, გრძელ მკლავებში მხოლოდ თითის წვერები უჩანდა. მუქი ლურჯი ჯინსი ეცვა კოჭებზე გადაჭრილი და კოჭებზევე გადაჭრილი კედები. ტყავის ქურთუკი თეძოებზე შემოეფინა და სახელურები მჭიდროდ გაენასკვა ჭიპის თავზე. მოზრდილი ზურგჩანთა კი ცალ მხარეს შემოეგდო. ლამპიონთან შეჩერდა და ოდნავ მოჭუტული თვალებით აჰხედა. სახე გამოუჩნდა - თხელი და ოვალური, მაღალი შუბლით. თვალები დიდი და ამ ღამესავით შავი ჰქონდა. ლამპიონის შუქი კი მის თვალებში მთვარესავით ირეკლებოდა, მთვარიან ღამეს მოგაგონებდათ მისი თვალები იმ წამს. ცხვირი სავსე ჰქონდა, წვერი ოდნავ აწეული. ტუჩები კალმით გამოყვანილს მიუგავდა. ლამაზი იყო, ძალიან ლამაზი. განიერ ყელზე, შუაში ნემსის ყუნწი გამოჰბერვოდა. მშვენიერი იყო მისი ყურება, რადგან ძალიან სევდიანი, ანდაც სწორი იქნება თუ ვიტყვი - ბრძენი სახე ჰქონდა. შარვლის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ტროტუარზე ჩამოჯდა, ეკრანს დაჰხედა, მერე კი ცოტა ხანი ხელში ატრიალა. ვერ გადაეწყვიტა, რა ექნა?! ცოტა ხანი ასე მდუმარედ და უმოქმედოდ იჯდა, მერე კი თავი გადააქნია, წამოდგა და გზა განაგრძო. ტროტუარს ჩქარი ნაბიჯით აუყვა, მესამე კორპუსის სადარბაზოში შევიდა და კიბეები სწრაფად აირბინა. ორ-ორ, სამ-სამ საფეხურს ერთად არბოდა და მალე მეოთხე სართულის შუა, თეთრ კარს მიადგა. ერთ ზარს მეორე, მესამე, მეოთხე მიაყოლა და კარის იქიდან სწრაფი ნაბიჯების ხმა შემოისმა, კარი გაიღო. -დანიელ, სად ხარ ამ დრომდე? -კარის ზღურბლს წითელთმიანი ქალბატონი აეფარა. დანიელისა და ამ ქალბატონის ნათესავური კავშირი ადვილი გამოსაცნობი იყო, ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. დანიელი უსიტყვოდ გაუყვა ვიწრო დერეფანს და სამზარეულოში შევიდა, დაფაზე დადებულ ჭიქას სწვდა, ნიჟარიდან წყალი მოუშვა და ჭიქა წყლით აავსო, მერე კი პირზე მიიყუდა და გემრიელად ჩაახრიალა ბოლომდე. -დანიელ, არ გესმის, რომ გელაპარაკები? -დოინჯი შემოირტყა ქალმა და წყრომით გაჰხედა შვილს. წარბები შეეკრა და მკაცრი სახე მიეღო, თუმცა საკმაოდ სასაცილოდ და ხელოვნურად გამოიყურებოდა. დანიელი მობრუნდა, დედას შეხედა და გაეცინა. მიუახლოვდა, ხელი კისერზე მოჰხვია და მისკენ მიიზიდა. ქალმა დანიელის მკერდზე მიასვენა თავი. ბიჭმა კი თავზე დაუტოვა ბევრი კოცნა. -კარგი რა, დედა. ძალიან უყურადღებოდ იქცევი, ხოლმე. ხომ იცი, რომ ვნერვიულობ, როცა გაგვიანდება?! რა მოხდება, რომ დამირეკო, ხოლმე? -განაგრძობდა ქალი, თუმცა ხმა რბილი ჰქონდა, მისი ხელოვნური სიმკაცრე დანიელის ღიმილსა და ჩახუტებას ჩაეყლაპა. -ჩაის შემომიტან ოთახში? -ხმა საკმაოდ მშვიდი და იმედიანი ჰქონდა დანიელს. -კი დედა, შემოგიტან. -მრუნველი მზერით აჰხედა ქალმა. ოთახის კარი მიიკეტა დანიელმა. ოთახი პატარა იყო, ასევე პატარა აივნით. შუაში ერთკაციანი საწოლი იდგა, მუქი ლურჯი გადასაფარებლით. კედლები თეთრი და ძველი შეღებილი გახლდათ. კარის მარჯვნივ საწერი მაგიდა და სკამი იდგა. მაგიდა სტუდენტისას ჰგავდა, უამრავი ფურცლითა და წიგნით გადავსებული. ფანქრები და კალმები მიბნეულიყო აქა-იქ. ზურგჩანთა კართან დააგდო დანიელმა, ტყავის ქურთუქი თეძოებიდან შემოიხსნა და ისიც იქვე მიაგდო, თავად კი ზურგით დაეცა საწოლზე და ისევ ტელეფონი ამოიღო შარვლის ჯიბიდან. საათს დახედა - 22:17. „გვიანია? მაგრამ, ხვალ იქნებ სულაც გადავიფიქრო?!“ -ფიქრობდა იგი. ტელეფონი მკერდზე დაიდო, ხელები გაშალა და ჭერს მიაშტერდა, თმა უსწორმასწოროდ გადაჰფენოდა ბალიშის პირს, მერე ღრმად ამოიხვნეშა, ტელეფონი აიღო და ეკრანს დააშტერდა, ნომერი აკრიბა. რამოდენიმე წამი უყურა ეკრანს და კარზე კაკუნის ხმაც შემოესმა. სასწრაფოდ დააგდო ტელეფონი და წამოჯდა. -შემოდი. -ნამცხვარიც შემოგიტანე, დედი. შენ რომ გიყვარს, შოკოლადის კრემი აქვს. -ნელი ნაბიჯებით შემოანარნარა ოთახში ფოდნოსი ქალმა და საწერ მაგიდაზე დადგა. -რას გავს ოთახი, დანიელ? -უსაყვედურა ქალმა. დანიელს რეაქციაც არ ჰქონია, სწრაფად წამოდგა და მაგიდასთან მივიდა. -ბინძური ფეხსაცმლით ლოგინზე იწექი? კარგი რა დედა, კარგი რა. -გადააქნია თავი ქალმა და როცა მიხვდა რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა, ოთახიდან გავიდა. დანიელი მაგიდას მიუჯდა, თუმცა არც ნამცხვარი უჭამია და არც ჩაისთვის დაუკარებია პირი. ისევ შეფიქრიანებული იყო. ბოლოს კი, წამოდგა. საწოლზე დაგდებულ ტელეფონს სწვდა და სწრაფად დარეკა, რომ ისევ რამეს არ შეეშალა მისთვის ხელი. -ალო. -ველოდი შენს ზარს, დანიელ. -რატომ ელოდით? -რატომ? -ჩაიხრიალა მცინარე ხმამ. -ზოგჯერ, რაღაც იდეა ისე შეგიპყრობს... -სამწამიანი დუმილი ჩასვა კონსტანტინმა. -რაღაც წამია, გგონია რომ მთელს ჭეშმარიტებას მიაგენი. ეს აზრი ისე გაგიჯდება გონებაში, მოსვენებას გაკარგვინებს, შეურაცხადს გხდის. ვიცი ეს, თავად გამომიცდია. მაგიტომაც გეუბნები ასე დარწმუნებით. -თქვენ მითხარით, რომ დამეხმარებოდით. -მაშ, ფიქრობ რომ მე შევძლებ შენს დახმარებას? -ეს თქვენ... -ვიცი, რაც გითხარი. კარგი, დაივიწყე. -ქალაქის ცენტრალური პარკი ხომ იცი? -კი, უნივერსიტეტთან. -მაგ ცენტრალური პარკის უკან სამი კორპუსი დგას და მათ შორის პატარა საბავშვო სკვერია. -ძალიან ნელა, მონოტონურ რიტმში საუბრობდა კონსტანტინი. -ხვალ, შუადღის სამ საათზე იქ მიხვალ და დაელოდები. -რას? -ცოტათი დაიბნა დანიელი. -რას არა, ვის! -ვის? -პირველივე შემხვედრ გოგონას. დანიელს გაეცინა. -ეს რა ბავშური ხუმრობაა. თქვენ რა, მაშაყირებთ? -რატომ? მეგონა სიყვარულს უანგაროდ გასცემდი. -სისულელეა. -ოდნავ სიმკაცრე შეერია ხმაში დანიელს. -სრული აბსურდია. -კი, მაგრამ შენ იქ მიხვალ. ვიცი რომ მიხვალ, დანიელ. დანიელმა ტელეფონი გათიშა. ცალყბად გაეცინა. -შეშლილი ნაბი*ვარი! -თქვა მან. 18,01,2019 ზარის ხმა გაისმა და აიშალნენ ახალგაზრდები. აუდიტორია წამებში დაცარიელდა, დანიელი მძიმე ნაბიჯებით მიემართებოდა კარისკენ და მთელი ლექციის მანძილზე მცდელობის მიუხედავად, რომ არ გაეხედა კონსტანტინისკენ, წამით შემოერღვა და მზერა გააპარა. ეს უკანასკნელი კი დაჟინებით და საგრძნობი ირონიით უმზერდა მას. დანიელმა სწრაფად აარიდა თვალი და ნაბიჯს აუჩქარა. სრულიად მოულოდნელად კი, მის წინ მიმავალ გოგონას დაეჯახა და მკერდზე მიკრული ფურცლების დასტა სულ მიმოიფანტა იატაკზე. გაშლილ ფურცლებზე ერთი და იგივე ადამიანის ნახატები იყო. გოგონა გამოსახულიყო მასზე. მისი თმის ბოლოებს ფურცლის ფინალი ყლაპავდა, მისი სიგრძე ვერ დაეტია მასზე. ნუშისებრი, ბუდეში ღრმად ჩამჯდარი თვალები მკრთალად გამოეხატა, დაუსრულებელს ჰგავდა. მზერა მიზანმიმართული არ იყო, გეგონებოდათ არავისთვის, არასოდეს ჩაუხედავს თვალებში. ყველა ნახატში თვალები დახრილი, ან უმისამართო გახლდათ. ტუჩები პატარა ჰქონდა. ზედა ტუჩს მკაფიოდ გამოჰკვეთოდა გულის ხაზი. სახის ფორმა ოვალური ჰქონდა. მომცრო ნიკაპი კი შეუმჩნევლად უერთდებოდა ყბებს. გრძელი და თხელი კისერი ოდნავ გადაეხარა. შემოდგომის ხის ფოთოლს ჰგავდა, რომელიც სადაცაა მოსწყდება ხის ტოტს და მიწაზე ჩამოფარფატდება. დანიელი სწრაფად დაიხარა და ფურცლების შეგროვება დაიწყო. თავზარდაცემული, სწრაფად და მოუხერხებლად აგროვებდა. მის მოპირდაპირედ მდგომი გოგონაც დაიხარა, თუმცა ბიჭს უკვე მოესწრო ყველაფრის აგროვება. ბოლოს კი, ერთს მამაკაცის ფეხებთან მოჰკრა თვალი და ფეხზე წამოდგა. კონსტანტინმა ნახატი აიღო და დაჰხედა. მასზე გამოსახულ გოგონას ისეთი გამარჯვებული სახით უმზერდა, თითქოს კარგად იცოდა, ვინც იყო გამოსახული მასზე. შემდეგ კი, ცალყბად ჩაეცინა და დანიელს შეხედა. ამ უკანასკნელს, აღელვებისგან ოდნავ წამონთებოდა სახე. კონსტანტინმა ნახატი გაუწოდა და თავისი მაგიდისკენ შებრუნდა. გამარჯვებულის ღიმილი სახიდან არ შორდებოდა, დანიელი კი გამომცდელად აკვირდებოდა მას. ერთ ადგილზე გახევებული მოურიდებლად უმზერდა და თითქოს მის აზრებში შეღწევას ცდილობდა მისი გამომეტყველების დახმარებით. -ლექცია უკვე რამოდენიმე წუთია დამთავრდა, დანიელ. -ისე წარმოსთქვა მამაკაცმა, რომ დანიელისკენ არც გაუხედავს. საკუთარ ფურცლებში იქექებოდა და ხმაშიც და სახეზეც თვითკმაყოფილება გამოჰხატვოდა. -არაფრის თქმა არ გსურთ, ჩემთვის? -გამომცდელად და ოდნავ გაღიზიანებით შეეკითხა დანიელი. -დიახ, მინდა. -შემობრუნდა მისკენ კონსტანტინი. ეს უკანასკნელი კი წელში გაიმართა და თვალები უფრო მეტყველი, ინტერესიანი გაუხდა. სუნთქვა აუჩქარდა, როცა კონსტანტინი ორი ნაბიჯით მიუახლოვდა. -გზიდან ჩამომეცალე, ათ წუთში შემდეგი ლექცია მაქვს. -მკვახედ შესძახა მამაკაცმა და გვერდი აუარა დანიელს. ბიჭი უკან აედევნა. -მგონია, რომ ყველაფერი იცით. დიახ, ვხედავ რომ ყველაფერი იცით. -ხმადაბლა, თუმცა მკაცრად შესძახა დანიელმა, თან უკან ედევნებოდა. -არაფერს მეტყვით? -რამდენი ხანია? -ირიბად გადმოჰხედა კონსტანტინმა, თან უნივერსიტეტის უკანა გასასვლელის კარი შეაღო. ეზოში გავიდნენ, კონსტანტინმა სიგარეტი ამოიღო ჯიბიდან და გაუკიდა. თან, ირგვლივ მიმოიხედა - ეზო თითქმის ცარიელი იყო. -თითქმის ერთი თვეა. -გამოდის, მეორე დღესვე მიხვედი? -კი, მეორე დღესვე. -პირდაპირ თვალებში შეაფეთა მზერა დანიელმა. არსებობს სირცხვილის ასეთი გამოვლინებაც. სირცხვილის დროს, ძირითადად ადამიანებს თვალებში ყურება უჭირთ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ასეთ დროს პირდაპირ თვალებში გიმზერენ, მოურიდებლად. თუმცაღა, ეს უფრო ისეთ დროს ემართება ადამიანს, როცა კუთხეში მიგიმწყვდევენ. მაშინ ისეთი გამბედაობა მიეცემა ხოლმე, რომ სირცხვილის შეგრძნება სადღაც ქრება და მხოლოდ ქვებს ელოდები, შენსკენ მომართულს. ყველაფრისთვის მზად ხარ და სუნთქვაშეკრული ელოდები განაჩენს. -ვინ არის? -დამცინავად შეკრა წარბები კონსტანტინმა. -არ ვიცი. -მაშ? -წარბები აზიდა კონსტანტინმა. -იმ სამი კორპუსიდან, შუა კორპუსში ცხოვრობს, მეორე სართულზე. ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ, მეორე დღესვე ზუსტად დათქმულ დროს მივედი და იქ დამხვდა. საქანელაზე იჯდა, ოდნავ ირხეოდა და თავჩახრილი იჯდა. იქ არ დავმჯდარვარ, სკვერის შორიახლოს დავიმალე და შორიდან ვუმზერდი. რამოდენიმე წუთი იყო ასე, შემდეგ კი თავი მაღლა ასწია და... ოჰ, თქვენ ის უნდა გენახათ. -ხმაში აღტაცება შეეტყო. -ის ძალიან ლამაზია, მზის ამოსვლის მსგავსად. გრძელი, ოქროსფერი თმა აქვს და ძალიან სევდიანი სახე. არ ვიცი, ნამდვილად ასეთი მშვენიერია, თუ ჩემმა მიზანმა აქცია ის ასეთ სილამაზედ, მე ხომ დიდი გეგმები მაქვს მასთან დაკავშირებით?! -ხმა შეუვალი და ოდნავ საბედისწერო გაუხდა. კონსტანტინს გაეცინა. როცა დანიელმა გოგონა მზის სხივს შეადარა, იქიდან მოყოლებული იცინოდა. -ეს ხელოვანი ხალხი. -სიცილით თქვა მან. -როგორ გიყვართ მაღალფარდოვანი საუბრები. -ლექცია მეწყება, უნდა წავიდე. -ხო, მაგრამ მე კიდევ ბევრი რამ მაქვს სათქმელი. ახლა, რადგან დავიწყე, ვეღარ გავჩუმდები. კონსტანტიმა ნიშნისმოგებით გადმოჰხედა, შემდეგ კი კარში მიიმალა. დანიელი სწრაფად სუნთქავდა, ბოლოს ღრმად ამოისუნთქა. თითქოს, ბნელ გვირაბში დიდხნიანი სიარულის შემდეგ, სინათლის შუქი აირეკლა მისმა თვალებმა. შემდეგ კი, წინ ჩამოყრილი თმა ყურებზე გადაიწია და სიგარეტს გაუკიდა. ზურგჩანთა მოიხსნა და მკერდზე მიკრული ფურცლები ფრთხილად ჩააწყო მასში, ერთ-ერთი ნახატი ხელში აიღო და დააშტერდა. საჩვენებელი თითი ფრთხილად აუსვა ტუჩებზე და ღრმად შეისუნთქა თამბაქოს კვამლი. თავი მესამე ამბობენ, მთვარე ადამიანის ხასიათსა და ქცევებზე ახდენსო გავლენას. მილიარდობით წლების წინ, თურმე ჩვენს ლურჯ პლანეტას კუთხით დაჯახებია რაღაც უცხო სხეული, რამაც აფეთქება გამოიწვია. აფეთქების შედეგად, გავარვარებული ნაწილები კოსმოსში გაიფანტა და დედამიწას ღრუბელად მოეფინა. მილიონობით წლის განმავლობაში კი ამ ღრუბლისგან, მთვარე წარმოიქმნა. ის დამტკიცებული და ფრიად ხაზგასმული ფაქტი, რომ მთვარე დედამიწის წ....ბის მიქცევებსა და მოქცევებზე ახდენს გავლენას, მეცნიერებს სრულ ეჭვს უქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ მისი გავნელა ადამიანზე სავსებით გამორიცხულია. მათ ეს ფაქტი სასაცილოდაც არ ჰყოფნით, მიუხედავად იმის, რომ ადამიანის ორგანიზის შემცველობა დაახლოებით 50%დან 75%მდე წყალია. აგრეთვე, რამოდენიმე ფაქტი მაინც არსებობს, ფაქტები იმის შესახებ, რომ მთვარის ფაზები ნამდვილად ახდენს გავლენას ადამიანზე. მეორეს მხრივ, მეცნიერების ამგვარი პრაქტიკული მიდგომა საკითხის მიმართ, სასაცილოა რომანტიკოსებისა, თუ ასტროლოგებისთვის, რომლებიც გაუთავებლად ამტკიცებენ იმას, რომ მთვარე ადამიანის არათუ ხასიათის თავისებურებებზე მოქმედებს, არამედ გარკვეულწილად მის ბედ-იღბალსაც განსაზღვრავს. ადამიანთა ეს ორი კატეგორია მუდამ ერთმანეთის წინააღმდეგ გაილაშქრებს, ხოლმე. საზოგადოება კი ყოველთვის უფრო პრაქტიკული აზრისაკენ იხრება. ეს ბევრად უფრო მარტივია და ნაკლებ ფიქრსა და ჩაღრმავებას მოითხოვს. ფაქტი კი ფაქტად რჩება... ღამით, ადამიანი მეტად მგრძნობიარეა; ღამის საუბრები მუდამ გულწრფელია; მთვარეს რაღაც ამოუხსნელი სიმყუდროვე მოაქვს დედამიწისთვის. სავსე მთვარის შუქზე ნათქვამი „მიყვარხარ“ უფრო ლამაზი და დაუვიწყარი ეჩვენებათ წყვილებს. ამ ყველაფერს ისევ რომანტიზმამდე მივყავართ. ზოგი რომანტიკოსი იმდენადაა შეყვარებული მთვარეზე, რომ მასზე ლექსებს წერს, ხატავს, ესაუბრება, საიდუმლოს ანდობს და თუკი დავუკვირდებით, მთვარის ქვეშ, ანუ ღამით დაბადებული ადამიანები, მეტად მგრძნობიარენი არიან. მოდი, ცოტათი კიდევ უფრო ჩავუღრმავდეთ. თუკი, მთვარე ამდენად რეალისტურია, რომ შეგვიძლია ის სულიერ, მოაზროვნე არსებად ჩავთვალოთ, როგორი შეიძლება იყოს ის? მთვარე ადამიანის სულიერ ფაზებს წარმოადგენს და იმდენად იჭრება ჩვენს სულში, რომ ზოგჯერ ცხარე ცრემლით ავტირდებით მისი შუქით გარშემორტყმულნი და ყველაფერს ვიტყვით, ყველაფერს გულიდან ამოვიღებთ. ამგვარად, ეს მრგვალი და კაშკაშა არსება ძალიან შემწყნარებელი, კეთილი და სულგრძელი უნდა იყოს. თუმცა მასაც, როგორც ნებისმიერ სულიერი არსებას, უნდა ჰქონდეს თავისი საიდუმლოებები. ალბათ, მასაც აქვს ხასიათის ცვლილებები, უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით მას უფრო მეტად. ხუმრობა ხომ არ არის, ამდენი ადამიანის საიდუმლოს ტარება?! და რა ხდება მაშინ, თუკი დეპრესიაში მყოფი მთვარის ქვეშ დაიბადება ადამიანი? ისეთი მთვარის ქვეშ, რომელსაც სულაც არ სურს სულგრძელი იყოს, სულაც არ სურს მოუსმინოს და სულაც არ სურს, იყოს კეთილი. მსგავსი პერიოდები ხომ ჩვენც გვაქვს, ეს მდგომარეობა ხომ სრულიად ბუნებრივი შეიძლება იყოს მთვარისთვისაც, რადგან ის სულიერ და მოაზროვნე არსებად მივიჩნიეთ?! ამგვარად, როგორი შეიძლება იყოს ასეთი მთვარის ქვეშ დაბადებული ადამიანი? *** ჭექა-ქუხილის და ძლიერი წვიმის ფონზე, ძლივს მიირბინა კონსტანტინმა უნივერსიტეტთან მოშორებით მდგარი მანქანისკენ. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საღამოს ექვსი საათიც არ შესრულებულიყო, საგრძნობლად ბნელოდა. ჩაჯდა კონსტანტინი მანქანაში და ხმაურიანად მიიჯახუნა მძღოლის სავარძლის კარი. ის-ის იყო, მანქანის დაძვრას აპირებდა, რომ ფანჯარას ვიღაც მოაწყდა. ეს უკანასკნელი კი ისე შეხტა, როგორც დიეტის დროს, შუაღამით მაცივართან რომ წაგვასწრებენ. -დანიელ! -წამოიძახა მან, როცა წამებიანი დაკვირვების შემდეგ, სახეზე ჩამოფხორილ სველ თმაში ძლივს იცნო. -მოდი, ჩაჯექი. -თითით გვერდითა სავარძლისკენ ანიშნა მან. დანიელმაც სწრაფად მოუარა მანქანას და ქოშინით ჩაჯდა. -შენ რა, სულ გააფრინე, შვილო? -მკაცრად შესძახა კონსტანტინმა. -რა გული გამიხეთქე! -უკაცრავად, გელოდებოდით. -უპასუხა დანიელმა, თან თმას ისწორებდა. კონსტანტინი სავარძელში კარგად მოკალათდა და უცნაური სახე მიიღო. დაახლოებით ისეთი, წიგნის კითხვის დროს, რაღაც საინტერესო ფრაზას რომ ამოვიკითხავთ და თვალებს ამოვიფშვნეტთ, სივრცეს მივაშტერდებით და წაკითხულზე ჩაგვეფიქრება. -აქვე, ჩაი დავლიოთ სადმე. -მანქანა დაძრა კონსტანტინმა. -ანდაც, გეშიება. ვჭამოთ კიდეც რამე. -არ მშია, ვჭამე უკვე. ლოდინის დროს ჭამა მიყვარს. -უდარდელად თქვა დანიელმა. -ერთხელ, სისხლის საერთო ანალიზის ასაღებად მივედი კლინიკაში. დილით უზმოზე უნდა მივსულიყავი და იმხელა რიგი იყო... ჩემს მერე მოხუცი ქალი მოვიდა, პატივი ვეცი და რიგი დავუთმე, მან კიდევ მადლობის ნიშნად, შოკოლადი მომცა. ლოდინის დროს ეს შოკოლადი ბოლომდე შევჭამე. -გაეცინა დანიელს. კონსტანტინმა ცალყბად გაიღიმა. -გონებაგაფანტული ყოფილხარ. -ვერ ვიტყოდი. პირიქით, დაკვირვებული ვარ, ზედმეტად დაკვირვებული. -ზედმეტად დაკვირვებული ადამიანები სწორედ რომ, გონებაგაფანტულები არიან. -გაეცინა კონსტანტინს. -ყოველი შემთხვევისთვის, ხშირად ასეთად სჩანან. -ეგ, მართალია. თუმცაღა, მხოლოდ ჩემნაირი ადამიანი თუ დაინახავს თქვენში რეზონიორს. -მაგას რა შემჩნევა უნდა?! -გაეცინა კონსტანტინს. -ეგ ხომ ჩემი საქმიანობაა?! -ლექციაზე წაკითხულ მოძღვრებას არ ვგულისხმობ. -კონსტანტინმა დაჟინებული მზერა იგრძნო და მარჯვენა მხარი აეწვა. -მორწმუნე ხართ? კონსტანტინი შეაცბუნა შეკითხვამ და ოდნავ უჩქარა მანქანამ სვლა. -მგონი რომ, ზედმეტის უფლებას აძლევ საკუთარ თავს, ახალგაზრდავ. -შესუსტებული სიმკაცრით უთხრა მამაკაცმა. -მე მგონია, იმდენად მორწმუნე ბრძანდებით, რომ გსურთ გაეჯიბროთ ღმერთს. ან კიდევ უარესი, თავად გახდეთ ღმერთი. -ღმერთმანი, დანიელ. რაებს როშავ. -კბილებიდან გამოსცრა კონსტანტინმა და გაზს ისე ძლიერ დააჭირა ფეხი, რომ თვალის დახამხამებაში, ერთ-ერთი კაფეტერიის წინ გააჩერა. -გადმოდი! -მკაცრად შესძახა მან. მანქანიდან გადმოვიდნენ, წვიმა ხმაურიანად ეხეთქებოდა დედამიწის ზედაპირს. მამაკაცები სწრაფად შევიდნენ და თავისუფალ მაგიდასთან დასხდნენ. მაგიდები თითქმის სულ თავისუფალი იყო. -აბა, რას მიედ-მოედები?! -გაცხარებული ჩანდა კონსტანტინი. დანიელს გაეცინა და მიმტანს ანიშნა ხელით. -რას ინებებთ? -მომღიმარი გოგონა მოადგა მაგიდას. -ცხელ შოკოლადს ვინებებ. თქვენ, პატივცემულო? -ღიმილით გაჰხედა დანიელმა კონსტანტინს. -ყავა მომიტანეთ. -მკვახედ წარმოსთქვა მამაკაცმა, ისე რომ გოგონასკენ არც აუხედავს. მიმტანი გოგონა მყისვე გაბრუნდა, ღიმილიანი სახით. -ყოველთვის მშვიდი ბავშვი ვიყავი, ჩუმი. ხმას არ ვიღებდი, ხოლმე. -დაიწყო დანიელმა. -როგჯერ, როცა უსამართლოდ მსჯიდნენ, ანუ იმას მაბრალებდნენ, რაც არ ჩამიდენია (მოგეხსენებათ, მსგავსი შემთხვევები ხშირია ბავშვობაში და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ უსამართლოდ მექცეოდნენ), ხმას არ ვიღებდი. მხოლოდ მაშინ, როდესაც რაიმეს მართლაც დავაშავებდი, სწორედ მაგ დროს ავყვირდებოდი, ხოლმე. -გადაიხარხარა დანიელმა. -ვერ ვხვდები, რას ამბობ?! -ჩაეცინა კონსტანტინს და თვალი თვალში გაუყარა ბიჭს. -აი, თქვენი შეკვეთა. გემრიელად მიირთვით. -დაუბრუნდა მაგიდას ორი ფინჯანით ხელში მიმტანი გოგონა და დანიელს ცხელი შოკოლადი, ხოლო კონსტანტინს ყავა დაუდო წინ. მამაკაცებმა მადლობის ნიშნად თავი დაუკრეს. -მაინც, მაინტერესებს, ბატონო კონსტანტინ. ღმერთი გიყვართ, თუ გშურთ მისი? -ჩემი და ღმერთის ურთიერთობა შენი საქმე არ არის, დანიელ. -ღიმილით მიეყრდნო სკამის საზურგეს კონსტანტინი. -შენ, რამ მიგიყვანა მაგ კითხვამდე? -უფრო სწორი იქნება, თუ იკითხავთ, ვინ მიმიყვანა?! -მარჯვენა იდაყვით სკამის სახელურს დაეყრდნო დანიელი და ნიკაპი ხელის თითებში მოიქცია. კონსტანტინმა გაკვირვებით შეკრა წარბები. დანიელმა კი მოულოდნელად წარბები აზიდა, შემდეგ კი ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯანს დასწვდა და ყლუპუნით ჩაახრიალა ცხელი სითხე. -ის მართლაც ძალიან ლამაზია. -დაიწყო დანიელმა. -ლამაზი და სევდიანი. პირველ დანახვაზე მხოლოდ ლამაზი მომეჩვენა, დიდხანს რომ ვუყურე, სევდაც შევნიშნე მასში. დიდხანს ვუყურებდი, ძალიან დიდხანს. მერე წამოდგა და ნელა გაუყვა გზას, სკვერიდან გავიდა, კორპუსებისკენ დაიძრა. მე ჩუმად გავყევი უკან და დავინახე, ერთ-ერთ კორპუსში როგორ შევიდა. უკან ვერ ავედევნე, საეჭვოდ მომეჩვენა ჩემი ეს მოქმედება. კორპუსის წინ გრძელ სკამზე დავჯექი და ველოდებოდი. ვერ გეტყვით, რას ველოდებოდი, მაგრამ ვიჯექი და ველოდი. არ ვიცი, რამდენი ხანი გავიდა, მაგრამ მეხუთე სართულის ხავსისფრად შეღებილ აივანზე გამოვიდა და მოაჯირს მიეყრდნო მუცლით. იდგა უმისამართო თვალებით და ერთ წერტილს მიშტერებოდა. მე კიდევ ვუყურებდი, ვუყურებდი და ჩემივე მზერას იმდენად მძაფრად ვგრძნობდი, რომ საკუთარი თავის შემეშინდა. მიკვირს, მან როგორ ვერ იგრძნო ეს?! ასე, ყოველ დღე მივდიოდი და ვუყურებდი, თუმცა ადგილი შევიცვალე. მის მოპირდაპირე კორპუსის სახურავზე ავდიოდი და იქიდან ვუყურებდი, რომ ვერ შევემჩნიე. ასე, დღეები გადიოდა. ერთხელ, მთელი ღამე უყურა მთვარეს. ეს ორჯერ მოხდა ამ ორი თვის მანძილზე, სავსე მთვარის დროს. არ ვიცი, რატომ ვგრძნობდი, მაგრამ მომეჩვენა რომ ტიროდა. თუმცა, ამას დანამდვილებით ვერ გეტყვით. ეს უფრო ჩემი ინსტიქტია, ან რამე გრძნობისმაგვარი. რეალურად იმ მანძილიდან და მითუმეტეს ღამით, ვერ გავარჩევდი ტიროდა, თუ არა?! არც სწავლობს, არც მუშაობს. ყოველი შემთხვევისთვის, ამ ორი თვის მანძილზე არაფერი შემიმჩნევია. უყვარს ნაყინის ჭამა. -გაეცინა დანიელს. შუა დეკემბერში ნაყინს ჭამს ჩუმად, სკვერში. ჰო, კიდევ უყვარს ძველი წიგნების სუნი. -საჩვენებელი თითი აღმართა ბიჭმა. -მიწისქვეშა გადასასვლელებში რომ აქვთ წიგნები გამოფენილი, ხომ იცით? ჩვენს უნივერსიტეტთანაც არის ერთი ასეთი. მიდის, გადაშლის წიგნებს და ყნოსავს. ერთხელ, ერთმა გამყიდველმა უხეშად გამოსტაცა ხელიდან, თან დაუბღვირა: „რას აკეთებო“. მან კი იმავე ტონით შეჰბღვირა: „რა გინდა, ვყიდულობ, ფასი მითხარიო“. გამყიდველმა არ მიჰყიდა წიგნი და გაგულისებული გავარდა, მხარიც კი გამკრა, თუმცა არც შემოუხედავს ჩემთვის. მერე მე მივედი წიგნების დახლთან და მისი არჩეული წიგნი ავიღე ხელში, გამეღიმა. დოსტოევსკი ძალიან მიყვარს, ზოგჯერ მგონია რომ წინა ინკარნაციაში მოთამაშე ფედკა ვიყავი. -სიცილით აგრძელებდა დანიელი. –„ეშმაკნი“ აურჩევია. მაშინვე ვიყიდე და ვიფიქრე, ხომ არ დავედევნო-მეთქი. გავაჩერებ და ვეტყვი: „გამარჯობა, უცნობო. ინციდენტს შევესწარი და ეს წიგნი ჩემგან საჩუქრად.“ მაშინვე წარმოვიდგინე, როგორი სულელი გამოვჩნდებოდი მის თვალში და გადავიფიქრე. თანდათან, ჩემს თავს ვატყობდი, რომ მოსვენებას ვკარგავდი. იმ ადამიანის აჩრდილად გადავიქეცი, ვისი სახელიც კი არ ვიცოდი და რჩევა მჭირდებოდა. თქვენი მისამართი გავიგე და თქვენს სახლთან მოვედი, ვიცი რომ სეანსებიც გაქვთ და არ გამიჭირდა მისამართის გაგება. სახლს რომ მოვუახლოვდი, ის დავინახე. სწრაფად მიდიოდა თქვენი სახლისკენ, სამჯერ დარეკა ზარი და ჰოი საოცრებავ, ზღურბლზე თქვენ გამოჩნდით, გაღიმებულმა შეიპატიჟეთ შინ. კონსტანტინს სახე მოეღრიცა, თუმცა სცადა არაფერი შეემჩნია. ოდნავ ავარდისფერდა ღაწვებზე და ნერვიულად ჩაეცინა. -გამოდის, ჩემი პაციენტი ყოფილა. ვინ არის? ეს, როდის იყო? -ჩაფიქრებული სახე მიიღო მამაკაცმა. -ნუ თვალთმაქცობთ! -წამოინთო დანიელი. -თქვენ ყველაფერი თავიდანვე იცოდით! ეს თქვენი „იდეა“ იყო. როგორი პათეტიკური იყავით მაშინ ლექციაზე, გეგონება რაღაც დიდი ჭეშმარიტებისთვის მიგეგნოთ. უბრალოდ, ის არ შედიოდა თქვენს გეგმებში, რომ მე გამეგო ეს. ან იქნებ, მანაც არ იცის? -საუბარშივე დამშვიდდა დანიელი და წინ ჩამოყრილი თმა, თითებით მშვიდად გადაივარცხნა ყურებზე. -ეს სადღაც ერთი კვირის წინ მოხდა. ეს დღეები ვფიქრობდი, ვფიქრობდი და მიჭირდა მეპოვნა ახსნა. მერე თქვენი სიტყვები გამახსენდა, აი მაშინ ღმერთობაზე რომ საუბრობდით და მერე ეგ თქვენი იდეაც მოაყოლეთ. -გაეღიმა დანიელს. -და მივხვდი... -რას მიხვდი? -ამოიხვნეშა კონსტანტინმა. -მივხვდი, რომ მეც და სავარაუდოდ ის ჩემი რჩეულიც, რომელიც სინამდვილეში თქვენი რჩეულია, საცდელი ვირთხები ვართ. თუმცა, იმას ვერ ვხვდები, რაში გჭირდებოდათ ეს?! -შენ თავად გწამს ღმერთის, დანიელ? -მშვიდად მოსვა უკვე გაცივებული ყავა კონსტანტინმა. -მრევლი არ ვარ, მე უფრო ინდივიდუალური მორწმუნე ვარ. ქრისტე მიყვარს და მჯერა მისი. -და ეშმაკის? ეშმაკის თუ გჯერა? -თუ ღმერთი არსებობს, ეშმაკიც არსებობს. -და ვინ შექმნა იგი? -ეშმაკი? -დიახ, ეშმაკი. -და ღმერთი ვინ შექმნა? -ანუ შენ ფიქრობ, რომ ბიბლიური სწავლება არასწორია? დაცემულ ანგელოზზე მთელი ეს მითები, სიცრუეა? -აინთო კონსტანტინი, ხმასაც აუმაღლა ოდნავ. -როგორ შეიძლება, ნათელმა ბნელი შვას? თუკი, თავად ღმერთმა შექმნა სატანა, თუკი თავად ღმერთმა დაუშვა ეარსება ბოროტს, გამოდის თავად ღმერთმა შექმნა სიბნელე? და თუკი, ღმერთმა შექმნა ბოროტება, ესე იგი ღმერთი არ წარმოადგენს სრულ სიკეთეს. ასე არაა? -თვალები კიდევ უფრო აენთო კონსტანტინს. -ეს ხომ, იმთავითვე უარყოფს მის კეთილ არსებას? და თუკი ღმერთი არის სიკეთე და სინათლე, გამოდის რომ მას ეშმაკი არ შეუქმნია. მაშ, ვინ შექმნა იგი? რა ძალამ შექმნა? დანიელი ოდნავ დაიბნა. ეს დაბნეულობა გამოწვეული იყო არა იმით, თუ რას ამბობდა კონსტანტინი, არამედ იმით, თუ როგორ საუბრობდა ის. ერთიანად გარდასახულიყო და გაშიშვლებულიყო მის წინ მამაკაცი. -ვერ ვხვდები, ამას რა კავშირი აქვს ჩემთან და იმ გოგოსთან? -ანა, ანა ჰქვია. -სწრაფად აიქნია ხელი კონსტანტინმა. დანიელი წამით გაჩუმდა, სერიოზული სახე მიიღო და რაღაცაზე ჩაფიქრდა. თუმცა, ეს სულ ორიოდე წამით, თითქმის შეუმჩნეველი პაუზა გალხდათ. -და რა კავშირი აქვს მაგ შენს მსჯელობებს ჩემსა და ანასთან? კონსტანტინმა კარგად შეათვალიერა ბიჭის სახე, მერე კი ცალყბად ჩაეცინა და ფეხზე წამოდგა. -შენი ცნობისმოყვარეობა გასაგებია, შენი პატარა გამოძიებაც წარმატებული აღმოჩნდა. ცოტათი გამართლებასაც დავარქმევდი, თუმცა ეგ შენი დასკვნები ამ ამბავში სულ ბოლო ადგილზეა, ჩემო ბიჭო. -ჩაიცინა კონსტანტიმნა. -ჩემი წასვლის დროა. *** 1 კვირით ადრე კარზე ზარი სამჯერ დაირეკა. კონსტანტინმა ჩაიდანი გვერდით გადადგა და კარისკენ დაიძრა. -ანა. -გაუღიმა ოქროსფერთმიანს. -შემოდი. გოგონაც შევიდა თავჩახრილი, ჩვეული სწრაფი ნაბიჯებით. -არასოდეს მირეკავ წინასწარ, იქნებ სულაც არ დაგხვედროდი?! ჩაის დალევ? -არა. -მოკლედ მოუჭრა გოგონამ და მისაღებისკენ გავიდა, მისაღებიდან კი მარჯვნივ, სეანსების ოთახი ჰქონდა კონსტანტინს. ანა იქ მოკალათდა, რბილ სავარძელზე. მალე კონსტანტინიც მის მოპირდაპირედ ჩამოჯდა, ცხელი ჩაის ჭიქა წინ დაიდო და ფეხი ფეხზე გადაიდო. -მგონი, ვიღაც მითვალთვალებს. -ურეაქციოდ წამოიძახა ანამ. -საიდან დაასკვენი? -მგონი კი არა, დანამდვილებით ვიცი. -ახლა უკვე, დარწმუნებით თქვა. -როდის შეამჩნიე? -ალბათ ორიოდე კვირაა. -გაშინებს? -არა, პირიქით. -ქვევიდან აჰხედა ანამ და ოდნავ გაეღიმა. -მგონი ახლა აქვეა, შენს სახლთან. კონსტანტინმა წარბები შეკრა და ვერ მიხვდა, გასცინებოდა, თუ შეშინებოდა. ანამ ძალიან ხმამაღლა გადაიხარხარა. -ნეტავ შენი სახისთვის შეგახედა. -უმატა და უმატა სიცილის. მერე კი, ჩანთიდან პატარა მრგვალი სარკე ამოიღო და სიცილით გაუწოდა კონსტანტინს. -ჩაიხედე, გთხოვ. გთხოვ, ჩაიხედე. -ხარხარებდა ანა. -გეყოფა! -დაიყვირა კონსტანტინმა და ანამაც მაშინვე მიიღო სერიოზული სახე. -დამშვიდდი და მშვიდად მომიყევი. -უკვე წყნარად უთხრა მამაკაცმა. ანამ ცივად აჰხედა, შემდეგ კი თვალები დახარა. -დაახლოებით ორი კვირის წინ, ჩემი უბნის მაღაზიაში ნაყინი ვიყიდე. დედაჩემი სულ მეჩხუბება, ზამთარში ნაყინს რომ ვჭამ. ამიტომ, ჩვენთან პატარა სკვერში ჩუმად ვჭამ, ხოლმე. მაგ დროს, ხშირად ვაცეცებ თვალებს, ვინმე ხომ არ მიყურებს. მაგ დღესაც, თვალების ცეცების დროს, მოვკარი თვალი. ისეთი გარეგნობა აქვს, ადვილად მიიქცევს ჩემნაირი გოგოს ყურადღებას. -ოდნავ გაეღიმა ეშმაკურად. -შენ, როგორი ხარ? -როგორიც ვარ. -ცივად უპასუხა, მაშინვე და მოკლედ. -მოკლედ, შევამჩნიე და არ შევიმჩნიე. მერე ნელ-ნელა წავედი და ჩემს სადარბაზოში შევედი, მეორე სართულზე პატარა ჭუჭრუტანაა და იქიდან გავიჭყიტე. თვალი მოვკარი, ჩემს აივანს უყურებდა, მერე კი მოპირდაპირე კორპუსში შევიდა. ცოტა ხანი იქ ვიდექი, ველოდებოდი. მერე კი სახლში შევედი და ფანჯრიდან ვიყურებოდი. არა და არ გამოჩნდა, აივნებს ვაკვირდებოდი, მეგონა რომელიმე სახლის ფანჯარაში მოვკრავდი თვალს და მეცხრე, ანუ კორპუსის ბოლო სართულამდე ვათვალიერებდი დაჟინებით. მერე კი, მოულოდნელად სახურავზე დავლანდე. მეგონა მომეჩვენა და კარგად დავაკვირდი, თუმცა აღარაფერი შემიმჩნევია, დაღამებამდე. აივანზე გავატარე რამოდენიმე წუთი, მერე კი ოთახში შევედი და მთელი საღამო აღარ გავსულვარ. გვიან კი, როცა უკვე გვარიანად ბნელოდა, მოპირდაპირე კორპუსის სადარბაზოდან გამოვიდა და ისევ ჩემს აივანს ამოჰხედა. მას შემდეგ, ყოველ დღე ვხედავდი ჩემს შორიახლოს და მაქსიმალურად ვცდილობდი არ შევემჩნიე. იქ სწავლობს, სადაც შენ კითხულობ ლექციებს. ძირითადად, საღამოს ექვსზე რჩება ხოლმე და მაგ დროს ჩემს უბანში მოდის. მე ეს ვიცი და იმ დროისთვის უკვე სკვერში ვარ. ველოდები, როდის მოვა რომ მერე სახლში ავიდე, ჩემს აივანზე მოვკალათდე და ვიგრძნო როგორ მიყურებს მოპირდაპირე კორპუსის სახურავიდან. ამ ერთი კვირის წინ, სავსე მთვარე დილამდე ვუყურეთ. -თვალები აუწყლიანდა, თითქოს და ცხვირი ისე აეწვა რომ, მარცხენა ორი თითი მაგრად მოიჭირა მასზე. -მეორე დღეს კი, ძალიან დამაკლდა და მომენატრა, თითქოს. მასთან მივედი, უნივერსიტეტში და მიწისქვეშა გადასასვლელთან დავინახე. ვიცოდი, რომ დამინახავდა. წიგნების დახლთან მივედი და როგორც წესი, დავყნოსე. მე ძალიან მიყვარს ძველი წიგნების სუნი. მერე რაღაც პატარა ინციდენტი მოხდა, იმ შეშლილმა ბო*მა წიგნი წამართვა და არც კი მომყიდა. თუმცა, მე არც ვაპირებდი ამ წიგნის ყიდვას, რადგან უკვე წაკითხული მაქვს. მე უბრალოდ, მინდოდა მას შევხებოდი. გაბრაზებული გავვარდი და განზრახ, მხარი გავკარი. იმიტომ, რომ მინდოდა მეგრძნო. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ რეალურია. -იქნებ, უბრალოდ მანიაკია? -შეიძლება. თავიდან, მეშინოდა კიდეც, მაგრამ ახლა საუბარი მინდა მასთან. -და რატომ არ მიხვალ და გამოელაპარაკები? ანამ გადაიკისკისა. -არ ვიცი, ასე მომწონს. მე ხომ ემოციები მჭირდება, მძაფრი და ძლიერი. ახლა კიდევ ასე მგონია, ნელ-ნელა ავდივარ მაღლა, რომ მერე ერთიანად დავენარცხო. რომ გამოველაპარაკო, მალევე მოვუღებ ბოლოს. -და, პირიქით რომ მოხდეს? -კარგი რა, რა მნიშვნელობა აქვს?! ემოცია ემოციაა. მე თუ ვკლავ, მერე ორმაგად ვიტანჯები. ის თუ მკლავს, მაგ შემთხვევაშიც ვიტანჯები. ტანჯვაშია ჭეშმარიტება, მე სხვა ფინალის არ მწამს და არც შემიძლია ბედნიერება მოვუტანო საკუთარ თავს, მით უფრო მეორე ადამიანს. -იქნებ, საკუთარი თავის შეცოდება მოგწონს? ტანჯვასაც მაგიტომ ეძებ მუდამ. -მაშ, იმას რას დაარქმევ, სხვისი ტანჯვა რომ სიამოვნებას მანიჭებს?! -ესეც შენივე თავის სიბრალულიდან მოდის. განა ბოროტი ხარ, უბრალოდ სხვისი ტანჯვით, საკუთარ თავს ტანჯავ და ეს მოგწონს. მუდამ ხიფათს ეძებ, რომ მერე საკუთარი თავი იგლოვო. -იცი, არასოდეს მესმის ჩემი. -ჩაფიქრდა ანა. -მე ლაპარაკი ძალიან მომწონს, შენთან მაგიტომაც მოვდივარ. ვიცი, რომ ძალიან უცნაური ადამიანი ვარ -არასოდეს გამომდის თანმიმდევრული საუბრები, ან ერთი თემის ბოლომდე ჩამთავრება. ჩემი ფიქრებიც და საუბრებიც სწრაფად იცვლება, მუდამ თემას ვცვლი. ახლაც! -გაეცინა. -ვლაპარაკობ და საბოლოოდ, ყველაფერს მივედ-მოვედები იმ ერთის გარდა, რაც მუდამ მღრღნის. ყოველთვის, ფეხს ავისხლეტ ხოლმე სწორედ მაშინ, როცა ის უნდა ვთქვა, რაც ნამდვილად მაქვს სათქმელი. -თვალები დახარა ანამ. -ჯერ კიდევ არ მესმის, არა მე საერთოდ არ მესმის ჩემი. *** ერთი კვირის შემდეგ დანიელი მაგიდასთან იჯდა. გარეთ, კოკისპირულად წვიმდა. ის კი, იმ წამს არაფერზე ფიქრობდა, არც წასვლა შეეძლო. წვიმის ჩაწყნარებას ელოდა, გადაწყვიტა კიდევ ერთი ფინჯანი ცხელი შოკოლადი დაელია და შეუკვეთა კიდეც. ცოტა ხანში, კაფეტერიის კარი შეიღო და ოქროსფერთმიანმა გოგონამ შემობიჯა. მშვიდი, თითქმის შეშინებული სახით შემოვიდა. მთლიანად სველი იყო. ეტყობოდა, დიდხანს მოუწია გარეთ, წვიმაში ყოფნა. წითელი, სულ მთლად გალუმპული ქუდი მოიხადა და დიდი წითელი დუტიც გაიხადა. დანიელის მოპირდაპირე სკამზე დაჯდა, სადაც ცოტა ხნის წინ კონსტანტინი იჯდა. დანიელი სუნთქვაშეკრული მიშტერებოდა და ფერიც კი არ ედო სახეზე. ანამ მშვიდად გაუღიმა, მისმა ღიმილმა სიმშვიდე მოჰგვარა დანიელს, თუმცა ცხადია დაბნეული იყო. უკვე, ეჭვიც აღარ ეპარებოდა, რომ კონსტანტინის ოინები იყო ეს ყველაფერი და ანაც მასში იყო ჩართული. თუმცა, არ შეეძლო მასზე გაბრაზებულიყო, ან შეზიზღებოდა ის. რთულია, ადამიანის ყოველი გავლილი ნაბიჯი შენც გაიარო, მისი ცხოვრებით იცხოვრო, მისი ტყავი მოირგო და მერე უარყო იგი. რამოდენიმე წამი, სუნთქვაშეკრული უყურებდნენ ერთმანეთს. დანიელი ფიქრობდა რომ თავის ნახატებში, ანას უფრო მუქი ფერის თვალები ჰქონდა. სინამდვილეში, მოყვითალო დაჰკრავს, თურმე. ანა კი მასთან შეხებაზე ფიქრობდა, აკვირდებოდა ყელზე, განიერ და დახრილ ბეჭებზე, სავსე ტუჩებზე. ვნებააღძრული მიშტერებოდა. საუბარს კი ვერცერთი იწყებდა, საინტერესოა, რით ან როგორ უნდა დაეწყოთ?! -გამარჯობა. -ძლივს მოახერხა ხმის ამოღება დანიელმა, თან უშველებელი ნერწყვი გადააგორა ყელში. ანამ დანიელის ყელის რხევას თვალი ჩააყოლა და ენით ტუჩები გაისველა. შემდეგ კი, მოურიდებლად მიაშტერდა თვალებში და გაუღიმა. -გამარჯობა, უცნობო. დანიელი ისევ დადუმდა, თითქოს ენა გადაყლაპა. მიმტანიც თითქოს ალალ ბედზე გამოჩნდა და ცხელი შოკოლადი წინ დაუდგა დანიელს. -შენ, შენ არ დალევ? -აბნეულად შეეკითხა დანიელი. -კი, როგორ არა. -თავხედურად დასტაცა ხელი ანამ დანიელის წინ დადგმულ ფინჯანს და თავისკენ გააჩოჩა. შემდეგ კი, გემრიელად მოსვა. -უჰ, ძალიან ცხელი და გემრიელია. -ტუჩების წკლაპუნით თქვა მან. მიმტანმა, მორიდებულად გაჰხედა დანიელს, ამ უკანასკნელმა და ხელით ანიშნა, რომ კიდევ ერთი მოეტანა მისთვის. შემდეგ კი, შეპარვით გახედა ანას, როგორ გემრიელად სვამდა ცხელ შოკოლადს, თან დანიელს უღიმოდა. რამოდენიმე წამი ასე და, ბოლოს ორივეს სიცილი წასკდა. ხმამაღლა იცინოდნენ, კაფეტერიის რამოდენიმე სტუმარი თავიდან უხერხულად შეიშმუშნა, მაგრამ შემდეგ მათაც ჩაეღიმათ. -რა გქვია? -სიცილს მორჩა ანა. დანიელსაც დაუსერიოზულდა სახე. -დანიელი. შენ? -კონსტანტინმა არ გითხრა, რაც მქვია? -სარკასტულად მოუჭრა ანამ. -ფანჯრიდან დაგინახეთ. ჯერ, შენს უნივერსიტეტთან. მითხარი, როგორ შეგიძლია ერთი დიდი ბურგერი სამ ლუკმაში შეჭამო? -უცნაურად ჩააშტერდა ანა. -მერე კონსტანტინის მანქანასთან რომ მიხვედი და ჩაჯექი. ტაქსით გამოგყევით და აქ შემოხვედით. ეს მისი გეგმა იყო? ჩემს სათვალთვალოდ დაგიქირავა? დანიელი სულ დაიბნა. ვეღარ გაეგო, რა ეფიქრა, ან რა ეთქვა. -არა. კონსტანტინი ჩემი ლექტორია, ქულის მომატება ვთხოვე. -დამაჯერებლად იცრუა დანიელმა. ანა სახეზე მიაშტერდა დანიელს, ისე გამომცდელად აკვირდებოდა, რომ ბიჭი ცოტათი დაიძაბა კიდეც. -აჰა. -საეჭვოდ მოიღერა ყელი ანამ. -და მე რატომ დამდევ? -მე დაგდევ, თუ შენ? -უცნაური შეკითხვაა. -თვალები მოხუჭა ანამ და ისევ გამომცდელად დააკვირდა. -წესით, უნდა გეკითხა, მე საიდან ვიცნობ კონსტანტინს?! ჩვეულებრივი ადამიანი ამას შემეკითხებოდა, შეკრული რომ არ იყოთ. -ორივე ხელის საჩვენებელი თითი ერთმანეთს გაუსვა და ტუჩები მოკუმა. -მე ჩვეულებრივი ადამიანი არ ვარ. -სკამის საზურგეს მიეყრდნო დანიელი. -ნუთუ?! -ჩაეცინა ანას. -მაინც, არ მჯერა. -შენი გადასაწყვეტია. -და რატომ დამდევ? -მე კი არა, შენ დამდევ! მანიაკი ხომ არ ხარ, ჭამის დროსაც მიყურებდი, თურმე. -გაეცინა დანიელს. -კი. -ქვევიდან, ეშმაკურად გაუღიმა ანამ. -შეიძლება მანიაკი ვარ. ორი კვირაა, რაც შეგამჩნიე რომ მითვალთვალებ. -იდაყვები მაგიდის ზედაპირზე დააწყო გოგონამ და დაკვირვებით მიაშტერდა დანიელს. -დღეს კი, კონსტანტინთან ერთად რომ დაგინახე, მაშინვე ვიფიქრე რომ ეს მისი ნამოქმედარია. -რატომ იფიქრე? ამის საფუძველი გაქვს? -ვიცნობ. -მოკლედ მოუჭრა გოგონამ. -საიდან? -რა შენი საქმეა?! -გამკაცრდა ანა. -ცოტა მოვიწყინე. გინდა, სადმე წავიდეთ? -წამებში, სიმკაცრე უცნაური მხიარულებით შეეცვალა ანას. -ამ წვიმაში? -გაოცებისგან გაეცინა დანიელს. -წეღან არ თქვი, ჩვეულებრივი ადამიანი არ ვარო? -წარბები შეკრა ანამ. დანიელმა თავი გვერდზე გასწია და ჩაეცინა. ანამ კი ისევ შეათვალიერა მისი დაძარღვული კისერი და ისევ გაისველა ტუჩები ენით. ბიჭმა საფულე ამოიღო და მაგიდაზე ფული დადო. -წავედით. -წამოდგა ის. წვიმას ჯერ კიდევ არ გადაეღო. ადამიანის ჭაჭანება არ იყო ქუჩაში. გარბოდნენ, თავსხმა წვიმისა და ქარის ზუზუნის ფონზე, უმთვარო ღამეში. -მგონი, ცუდი აზრი იყო. -დაიყვირა დანიელმა, მაგრამ ანას ბუნდოვნად მოესმა მისი ხმა ხმაურიანი წვიმის გამო. -ჰა-ა? -დაუყვირა ანამ. -რამე მითხარი? -არაფერი. -დაუყვირა დანიელმაც. -რა-ა? -ისევ ვერ გაიგონა გოგონამ. -არაფერი-ი. -ხმას აუმაღლა დანიელმა. -რა-ა-ა? -ორმაგად აუმაღლა ანამ. -აფერისტი. -ჩაილაპარაკა ბიჭმა. იქამდე ირბინეს, სანამ არ მობეზრდათ. ტანსაცმელი დაუმძიმდათ, სიცივისგან სულ კანკალებდნენ. ერთ-ერთ კორპუსთან შეჩერდნენ და სადარბაზოში შევარდნენ ქოშინით. -მგონი, ფილტვების ანთება გარანტირებული გვაქვს. -კანკალით თქვა დანიელმა. -მ*იდია. -თქვა მან და ტუჩებზე დააცხრა დანიელს. -რას აკეთებ? -სწრაფად მოიშორა დანიელმა. -თუ გავხურდებით, არ შეგვცივდება. -უკმეხად უპასუხა ანამ და ისევ აკოცა. დანიელმა გადაწყვიტა არ შეწინააღმდეგებოდა და კოცნაში აჰყვა. ანამ კედლისკენ მიატრიალა და მასზე შეახეთქა. დანიელს გაეცინა, თუმცა აქაც არ გაუწევია წინააღმდეგობა მისთვის. ანა ჰკოცნიდა მას ყელზე, ყურთან... დანიელს კი უკვე აზროვნებაც აღარ შეეძლო, ვეღარც სიცივეს გრძნობდა და ვეღარც სველ ტანსაცმელს. სწრაფად შეუხსნა ანას დუტი და მარჯვენა ხელი შეუცურა სველი მაისურის ქვეშ, მარცხენა კი სველ თმაზე მოჰქაჩა და ყელზე უკბინა. ანამ ღრმად ამოიკვნესა სიამოვნებისგან. ადგილები გაცვალეს და ახლა უკვე გოგონა იყო კედელთან აკრული, ვნებააღძრული ჰკოცნიდნენ ერთმანეთს. გოგონა ქამარზე სწვდა ბიჭს და შეუხსნა, დანიელს კი გაწელილი პრელუდია უფრო სიამოვნებდა და არ სურდა აჩქარება. ანა ვეღარ ჩერდებოდა, გამალებით ჰქაჩავდა მარცხენა მუჭში მოქცეულ დანიელის თმას და თითქოს ევედრებოდა, რომ სწრაფად მომხდარიყო ყველაფერი. ბიჭი კი არ ჩქარობდა, ჰკოცნიდა ანას ყელზე, ნიკაპზე, ტუჩებზე, მკერდზე უჭერდა ხელს. -გთხოვ. -ძლივს ამოილუღლუღა ანამ. -ვეღარ ვუძლებ, გთხოვ. -ძლივს აბამდა სიტყვებს თავს გოგონა და ახლა უკვე თავისი შარვლის შეხსნა დაიწყო სწრაფად. -პირზე ამაფარე ხელი, თორემ ვიყვირებ! -უჩურჩულა ანამ. დანიელიც სწრაფად დამორჩილდა მის სიტყვებს და პირზე ააფარა თავისი ხელი. ანას მთელს სხეულში დაუარა ცხელმა ლავამ და გაუსაძლის სიამოვნებას გრძნობდა, თუმცა მისი ხმა მამაკაცის ხელში იგუდებოდა. დანიელმა თავი უკან გადასწია, გრძნობდა რომ ვერც ის შეიკავებდა თავს და ყბებში წაავლო ხელი გოგონას. მაგრად მოუჭირა, მიკრული ხელი მოაშორა და ტუჩებზე დააცხრა ისე ძლიერად, რომ ორივეს ხმა, ერთმანეთის სხეულში დაიკარგა. რამოდენიმე წამში ორივეს სხეული მოეშვა, მხოლოდ ტუჩებს არ აშორებდნენ ერთმანეთს და თვალებდახუჭული, სწრაფად სუნთქავდნენ. მერე კი, ანას გაეცინა. ეს სიამოვნებისგან გამოწვეული სიცილი იყო და დანიელიც აჰყვა მას. -კიდევ გავიმეოროთ. -სიზმარეულივით წამოიძახა ანამ. თუმცა, მალევე მოუხდათ იქიდან გამოქცევა, როცა კიბეებზე ადამიანის ნაბიჯების ხმა გაიგეს. წვიმა შემწყდარიყო. სველ ქუჩებში, ნაბიჯაუჩქარებლად მიდიოდნენ და უცებ შედგა ანა, დანიელიც გაჩერდა. თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს და ორივემ იცოდა რაღაც. რაღაც, რაზეც აქამდე არცერთს წარმოდგენა არ ჰქონდა. ანამ იცოდა, რომ ეს არ გაგრძელდებოდა დიდხანს. დანიელმა კი იცოდა, რომ ანა ისეთი მშვენიერი არ იყო, როგორიც მის წარმოსახვაში. ყველა ადამიანს აქვს თავისი თავის საუკეთესო ვარიანტი წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, საკუთარი თავის იდეალური ვარიანტი. ეს შეიძლება მზერაში ჩაატიოს, შეიძლება საუბრის მანერაში, შეიძლება მიზანში, ან მიზნისკენ სწრაფვის ფორმაში. ცხოვრების მანძილზე, ხშირად აღმოვაჩენთ ჩვენივე თავში პატარ-პატარა მარგალიტებს და საკუთარი თავით გაოცებულნი ვრჩებით. როცა რაღაცასთან, ან ვიღაცასთან ბრძოლაში ვმარცხდებით, ყოველთვის ეს ჩვენი პატარა მარგალიტები გვამხსევებენ ქვეცნობიერად და ვიცით, რომ ჩვენს მეტოქეს ჩვენი ის მხარე არ უნახავს, რომლითაც ჩვენ ასე ვამაყობთ და თითქოს, ამ შეგრძნებით ვამარცხებთ მას. სწორედ ასეთი მზერა ჰქონდა იმ მომენტში ანას, თავისი ცხოვრების მანძილზე შეგროვებული მარგალიტებისგან აწყობილი. ფიქრობდა რომ იმ მზერით ის ყველას ატყვევებდა, ყოველთვის. ყველას წამებში იმორჩილებდა. საკმარისი იყო ისე გაეხედა მისთვის, ზუსტად იმ მიმიკითა და ემოციით და მაშინვე გრძნობდა, რომ დაუმარცხებელი იყო. ცხადია, ეს უბრალოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი იყო და მისი რწმენა, რომ ასე თუ გახედავდა ვინმეს, ყველაფრის გაკონტროლებას შეძლებდა. სწორედ ასე უყურებდა ის იმ მომენტში დანიელს და ვერ იგრძნო გამარჯვება, ვერც უპირატესობა იგრძნო. თითქოს, კედელი ჩამოენგრა და ვერ გაეგო, სურდა თუ არა ამ კედლის გარეშე ცხოვრება?! მას ნამდვილად უყვარდა საკუთარი თავის შებრალება, თუმცა შინაგანად ყოველთვის ელოდა იმ ერთს, ვინც გაუგებდა. საბოლოოდ კი, ერთადერთი ვინც სჭირდებოდა, ის იყო რომ ვინმეს ის მასთან ერთად შესცოდებოდა, ის მუდამ შემბრალებელს ეძებდა და არა მას, ვისაც ის ეყვარებოდა. დანიელი კი, უყურებდა მას. უყურებდა და ფიქრობდა რომ თავის ნახატებზე ანა უფრო მშვენიერი იყო. ყველაფერი უფრო ლამაზი იყო, სანამ ეს რეალობას დაემსგავსებოდა. მის წინ კი უცნობი იდგა, რომელმაც მთელი ეს ზღაპარი დაუნგრია. თითქოს, მთელი ამ ხნის მანძილზე, ორივე უზარმაზარ მეგა დროფზე ისხდნენ, რომელიც ნელა ღრუბლებისკენ მიიწევდა, რომ ყველაზე მაღალი წერტილიდან მიწაზე დაშვებულიყო. -ტაქსს გავაჩერებ. -დააღვია სიჩუმე დანიელმა და გზისკენ წავიდა. ანაც გაჰყვა უკან. -მე ამას გავყვები. -მეორე მანქანას დაუქნია ხელი ანამ. სხვადასხვა მანქანებში განაწილდნენ, და სანამ ჩასხდებოდნენ, თვალი გააპარეს ერთმანეთს-ორივეს გაეღიმა. *** 17,02,2019 მზიანი კვირა დღე იყო. შევერცხლილი მამაკაცი ნელი ნაბიჯებით მიუყვებოდა ტროტუარს. მარჯვენა ხელით მუცელზე მიეკრა ქაღალდის ცელოფანი, რომელშიც წითელი ვაშლები ეწყო. -კონსტანტინ. -მოესმა ხმა უკნიდან და ფრთხილად შემობრუნდა. ანა უღიმოდა, გრძელი ოქროსფერი თმა საოცრად უკაშკაშებდა მზის ფონზე. კონსტანტინი ოდნავ გაოცდა, თუმცა მანაც გაუღიმა და ორიოდე ნაბიჯი გადადგა მისკენ, ანაც დაიძრა. -როგორც ყოველთვის, არასოდეს მირეკავ, სანამ მოხვალ. არა? -სიცილნარევად უთხრა. -ერთი თვეა არ გამოჩენილხარ. -ჰო. -ღრმად ამოისუნთქა ანამ და დუტის ჯიბეებში ჩაიწყო ხელები. ნელი ნაბიჯებით გაუყვნენ ტროტუარს. -ისე შემოგიარე. -მშვიდად უთხრა ანამ. -თან, რაღაც მინდოდა მეკითხა. -გისმენ. -ვაშლი გაუწოდა კონსტანტინმა, ანამ უარის ნიშნად თავი გააქნია. -რაში დაგჭირდა ჩემი და დანიელის ექსპერიმენტი? უარყოფა არ გაბედო, ვიცი რომ შენი ხელი ურევია ამაში, წყეულო ფსიქოლოგო! -მომღიმარი ხმით უთხრა. რამოდენიმე ნაბიჯი მდუმარედ გაიარეს. -მე ბევრს ვფიქრობდი ღმერთზე, ეშმაკზე. -დაიწყო მშვიდად კონსტანტინმა. -ვფიქრობდი, რომ ადამიანებში ორივე სახლობდა. შენ, შენი პატარა მონსტრებით, დანიელმა კი თავისი ანგელოზის სურვილებით, შთამაგონა შემექმნა შავი და თეთრი, რომელიც ერთმანეთს შეერწყმებოდა. შენ ისე გჭირდებოდა ახალი მსხვერპლი, მას კი თავისი ამაღლებული იდეები და სურვილები ჰქონდა სიყვარულზე. ერთი პატარა ბიძგი გჭირდებოდათ. შენ ბოლო ორი კვირა შეამჩნიე, ის კი იმ დღიდან დაგყვებოდა, როცა შუადღის სამ საათზე შენს კორპუსთან მდებარე სკვერში შეხვედრა გთხოვე და არ მოვედი. ანამ წარბები შეკრა, თითქოს ცდილობდა რაღაც გაეხსენებინა. -და მერე? რა დასკვნა გამოიტანე ბოლოს? -შეჩერდა ანა. -შენ თუ ეშმაკის როლი გქონდა, დანიელს კი ღმერთის. მაშ მე ვინ ვარ? -სრული სერიოზულობით ჩააშტერდა მოღუშულ სახეში კონსტანტინი. -ხომ ხედავ, არსებობს ამის მიღმა ვიღაც, არ რაღაც, ვინც შექმნა ღმერთიც და ეშმაკიც. ნუთუ, არსებობს შავისა და თეთრის გარდა კიდევ სხვა ფერი, რომელიც ამ ორს ბადებს? -თვალები აენთო კონსტანტინს. მერე, ქაღალდის ცელოფნიდან ვაშლი ამოიღო, ხელში ააბურთავა და ჩაგკიჩა. -ჰა? და თუკი მე შეგქმენით თქვენ, მაშ მე ვინ ვარ? ვინ ვარ მე? ვინ დგას ეშმაკსა და ღმერთის მიღმა? -კიდევ ერთხელ ჩაკბიჩა ვაშლი კონსტანტინმა და აღტაცებული, პატარა ბავშვივით გახარებული სახით მიაჩერდა ანას. გოგონა წარბებშეკრული და გაოცებული იდგა მის წინ და უცნაურად უყურებდა მამაკაცს. -უბრალოდ, შეშლილი ხარ, კონსტანტინ. მამაკაცმა გადაიხარდარა და თავი გააქნია. -ანა! მე ყველაზე საღად მოაზროვნე ვარ ჩვენს შორის და კიდევ ვინ იცის, იქნებ და მთელს კაცობრიობაზე მაღლა ვდგავარ. თუმცა, მართალი ხარ! -თავი დაუქნია მამაკაცმა. -იცი შეშლილებს ვის ეძახიან? მათ, ვისი ქვეცნობიერიც ცნობიერს ჯობნის. პასუხებიც იქ არის, სწორედ. სწორედ იქაა ჭეშმარიტება. ადამიანის გონება, მუდამ დამალობანას თამაშობს, ქვეცნობიერის მოთამაშეები ისეთ ადგილებში იმალებიან, ზოგჯერ ცხოვრება ისე გადის, ვერც კი ვაგნებთ მათ. თუმცა ამაზე მერე, მერე ვისაუბროთ, ანა. მე პასუხები ვიპოვე, თუმცა ის კი ვერ გავიგე მე ვინ ვიყავი ამ თამაშში?! ანამ ერთხანს უყურა, დაკვირვებით, მშვიდად უმზერდა კონსტანტინს, მერე კი ცალყბად გაეცინა. -შენ შეგიძლია ყველაფერი გახდე, უსაზღვრო ენთუზიაზმი და ამპარტავნებაა შენში. ალბათ, პატარა საშინელ ეშმაკებსაც გაუწევდი კონკურენციას, მაგრამ ღმერთი? ღმერთი ვერასოდეს გახდები! შენმა იდეამ პასუხები ვერ გაპოვნინა, კონსტანტინ. მე ვიტყოდი, ვერც გაამართლა. ჩემგან, სიბნელის შექმნა გინდოდა, მაგრამ დაგავიწყდა, რომ სიბნელეს ყოველთვის გაანათებს სინათლე. ვინ დგას ღმერთსა და ეშმაკს მიღმა? ეს შენ ხარ. -ხელები გაშალა ანამ. -შენ, მე, ადამიანები. ეს ეჭვებით სავსე არსებები, რომლებსაც არ გვასვენებს კითხვები, თუ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ. პასუხების ძიებას, ხშირად უფსკრულამდე მივყავართ და უფსკრულის პირას მყოფნი, სიხარულით შემოვკრავთ გამარჯვების ტაშს, რადგან გვგონია, რომ პასუხი იქ არის, იმ შავ ხვრელში და ჩავხტებით. -თავი გვერდზე გადახარა ანამ და სიბრალულით დააკვირდა კონსტანტინს, რომელსაც ხელში შეჭმული ვაშლის ნარჩენი ეჭირა. -შენში სიბნელეა, კონსტანტინ. შენ ნამდვილად შეგიძლია, ადამიანის სიღრმეებში ხეტიალი, ნამდვილად შეგწევს ძალა დაინახო ის, რასაც სხვები ვერ ხედავენ, მაგრამ მხოლოდ უარყოფითის, მხოლოდ სიბნელის დანახვა შეგიძლია. დაინახე ნათელი კონსტანტინ და გადარჩები. -„ნათელი ბნელში ნათობს და ბნელმა იგი ვერ მოიცვა.“ - იოანეს სახარებიდან არის. -უპასუხა კონსტანტინმა და კიდევ ერთი ვაშლი ჩაკბიჩა. -ნახვამდის, ანა. ზურგი აქცია მამაკაცმა და მშვიდად, იგივე რიტმში გაუყვა ტროტუარს. -კონსტანტინ! -შესძახა ზურგიდან ანამ. ამ უკანასკნელმა შეპარვით გამოხედა, გოგონამ ვაშლებისკენ ანიშნა თვალებით. კონსტანტინს გაეღიმა, ამოიღო ერთი ცალი წითელი ვაშლი და ანას ესროლა. გოგონამ ჰაერში დაიჭირა და ღიმილით თვალი გაუშტერდა ორიოდე წამით მასზე, შემდეგ კი კონსტანტინს გახედა. ის ნელა მიუყვებოდა ტროტუარს და რაღაც უჩვეულო მწუხარებით, წელში მოხრილი მიაპობდა მტვრიან გზას. *** ფურცლის შუა ნაწილზე წყდებოდა ქალის მოკლე თმის ბოლოები. ცხვირი სწორი და მოკლე, ტუჩები კი სავსე და წითელი ჰქონდა. თევზის თვალები გამოსახულიყო, გარე კუთხეები მაღლა აწეული და ხშირი, გრძელი წამწამები მწკრივად ახლართულიყო მასზე. თვალის ფერად გარსს, ლურჯად აფერადებდა დანიელი. დ ა ს ა ს რ უ ლ ი * |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.