შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კოშმარის პრინცი თავი 3


20-03-2020, 21:08
ავტორი teona184
ნანახია 812

ხუთი დღისა და ხუთი ღამის განმავლობაში, თვალი არ მომიხუჭავს, არც ადგილიდან დავძრულვარ, რასაც ვაკეთებდი მხოლოდ ლოდინი და ფიქრი იყო.
***
ის საღამო გამახსენდა, ქუჩაში ვსეირნობდი, მაშინ არაფერი მაწუხებდა, ბედნიერი, მხიარული ახალგაზრდა ვიყავი, არც არაფერი მაშინებდა, ზურგიდან სწრაფი ნაბიჯებისა და მძიმედ სუნთქვის ხმა ჩამესმა, ცოტა მეც ავუსწრაფე ნაბიჯებს, უეცრად მხრებზე ხელების შეხება ვიგრძენი, იმდენად ძლიერი, რომ მეგონა, ძვლებში ჩავილეწე, სახეზე შავი ნაჭერი ჩამომაფარა, მთელი სისწრაფით გაიქცა და მანქანის საბარგულში "ჩამტენა" თავზე დამახურა და მაქსიმალური სიჩქარით წავიდა, ვცდილობდი ნაჭრის გახევას რომელშიც მან გამკოჭა, სასუნთქად მცირე ადგილი მრჩებოდა, თუმცა ვხვდებოდი დიდი ხნით ვერ გავძლებდი, საათზე მეტი გავატარე უჰაერობაში, შემდეგ კი ისევ უხეში მოპყრობით მანქანიდან გადამათრია და ბნელი, ნესტიანი, უზარმაზარი სივრცის ცენტრში მომათავსა, შემოსასვლელი ჩარაზა, სქელი ნაჭერი სხეულიდან მომაცილა, თოკებით ხელ-ფეხი შემიკრა და სიგარეტს მოუკიდა, თითო მოქაჩვის შემდეგ ჩემი ტანისკენ წევდა, სხვადასხვა ადგილებში მადებდა და კანს მიწვავდა, თავიდან განწირული ხმით ვყვიროდი, სანამ მაგის ძალაც გამომეცალა, სასმლის ბოთლი ეკავა ხელში, კედელს მიანარცხა, გატეხა და ზედა ნაწილი ხელში შერჩა, ბოთლის გადატეხილი, ბასრი ძირით სხეულს მისერავდა, მხოლოდ მისი ცინიკური სიცილისა და საკუთარი სისხლის ძირს დაწვეთების ხმა ხმა გაისმოდა...
***
მოულოდნელად, კარის ძლიერმა ბრახუნმა მომიყვანა აზრზე, ეს მოგონება ყველაზე მცირედი იყო იმის, რაც იმ პერიოდში გადამხდა, ამის გახსენება აღარ მინდოდა.
შემოსასვლელისკენ მთელი სისწრაფით გავვარდი და კარი გავაღე, ლევანი იყო, მისი დანახვისას ჩემში გამოწვეულ ემოციებს სიტყვებით ვერ აღვწერ, ხელები ლოყებზე დავადე და მის ნაცემ სახეს ვაკვირდებოდი.
-რა დაგემართა?
აფორიაქებულმა დავუსვი კითხვა, ჩუმად იყო და მიყურებდა, მკერდთან ხელი მიიდო და წაბარბაცდა.
-ირი
მხოლოდ ჩემი სახელი ამოღერღა და მხრებზე დამეყრდნო, დივანზე მივაწვინე და მაისური გავხადე.
-ირი, უნდა წავიდეთ
თვალები გაუფართოვდა, შეშინებულმა წამოიყვირა.
-ასე ვერსად წავალთ ექიმს უნდა დავურეკო
მკაცრი ტონით ვუთხარი, ჩაეცინა და ხელი სახეზე მიიდო
-ირი არ მტკივა, უბრალოდ სასწრაფოდ უნდა წავიდეთ აქედან და ექიმთან არ დარეკავ
ოდნავ ტონს აუწია, სიმწრისგან თვალები ამიცრემლიანდა, საძინებელში შევედი და სამედიცინო ყუთი გამოვიტანე
-ირინა, არ არი მაგის დრო
ჩუმად დანანებით თქვა, თვალებზე ეტყობოდა საკუთარ თავზე გაბრაზებული რომ იყო, მის ნათქვამს ყურადღებას არ ვაქცევდი, უბრალოდ ჭრილობას ვუმუშავებდი, მიკვირდა, წარბსაც არ ხრიდა, თითქოს ვერც გრძნობდა ამხელა ტკივილს, როგორ შეეძლო ასე ჩუმად და წყნარად ყოფნა.
-არ გტკივა?
ხმა ამიკანკალდა, გაეცინა
-არა ირი, არ მტკივა უბრალოდ მალე
ვბრაზრებოდი რადგან მაჩქარებდა, შევუხვიე და ახალი მაისური გადავაცვი, მაშინვე წამოდგა და მანქანის გასაღების ზებნა დაიწყო, გაშტერებული ვუყურებდი ასეთი ჭრილობით, მკვეთრ მოძრაობებს რომ აკეთებდა. მთელი სახლი შემოიარა და საძინებელში მიაგნო.
ხელი ჩამავლო და სახლიდან გამიყვანა, მანქანის უკანა სავარძელზე მომათავსა და შემომხედა
-ირი შეეცადე არ გამოჩნდე, არავინ არ უნდა დაგინახოს
გაკვივრებულმა დავუქნიე თავი, ნეტავ გამეგო რა ხდებოდა მის თავს.
-ამიხსენი, რა ხდება?
მოუთმენლობა არ მასვენებდა და კითხვა გავუმეორე.

-გეძებენ ამის თქმაც საკმარისი იყო მთელ სხეულში შიშის ზარმა ჩამოკრა, გონება დამებინდა, თუ ისევ მასზე იყო ლაპარაკი, ისევ იმ მანიაკზე, უბრალოდ არ ვიცი საიდან ვიპოვიდი ძალას შესაგუებლად. -ვინ? ვცდილობდი არ შემემჩნია ნერვიულობა. -ირი, შენზე ყველაფერი ვიცი და თუ გგონია რომ მას გავურბივართ, კი მართალი ხარ. ჩემზე დაძაბული ხმა მას ჰქონდა, ცრემლები წამომივიდა, ისიც გავიაზრე, რომ ამ დღეების მანძილზე ჩემ გამო ლევანის იტანჯებოდა, სიტყვებს ვეღარ მოვუყარე თავი, უბრალოდ ვდუმდი. საშინელ გზაზე მივდიოდით, ისეთი გზა იყო ყოველ წამს მეგონა, მანქანა ამოგვიტრიალდებოდა. გავიდა ოცდაათი წუთი, ერთი საათი, ხუთი საათი, თორმეტი საათი, თუმცა გზას ბოლო არ უჩანდა, ვფიქრობდი აღარც დასრულდებოდა, არც მე და არც მას წამით არ მოგვიხუჭავს თვალი, ხმაც არ ამოგვიღია, ფანჯარაში გავიხედე, რამდენიმე მეტრში ხის ძველი ქოხი მოჩანდა, ლევანს გავხედე -ეს რა ქოხია? წინ გადავიწიე და სახე მხარზე ჩამოვადე -ეს ჩემი დიდი ბაბუის ქოხი იყო, აქ მოგვიწევს დარჩენა, ნუ შენ აქ იქნები, მე დღე გამოშვებით თბილისში მომიწევს ხოლმე დაბრუნება. თავიდან მესიამოვნა მისი სიტყვები, თუმცა, როცა თქვა რომ წასვლა მოუწევდა ხოლმე, შიშმა მომიცვა, ისევ რომ აღარ დაბრუნებულიყო? -მარტო უნდა დამტოვო? ცრემლები წამომივიდა, კისერზე მოვეხვიე, თავს ვეღარ ვიკავებდი. -ირი, არა მარტო არ უნდა დაგტოვო უბრალოდ სულ აქ ყოფნას ვერ შევძლებ. წელზე მჭიდროდ მომხვია ხელები, მანქანა შეაჩერა და გადავედით. -ნუ გეშინია რა, მართლა დაგიცავ ღიმილით გამომხედა, თითებზე თითები მომხვია და სახლში შევედით. იქაურობა გაყინული იყო, სიცივისგან კანკალი დამეწყო, ქურთუკი გაიხადა და მომაცვა. -ფეჩს დავანთებ და გათბები. ასეთი გარემო ბოლოს ათი წლის, ბებია ბაბუასთან რომ ვიყავი მაშინ მახსოვს. მასთან ყოფნა ყველაფრის მიუხედავად სიამოვნებას მგვრიდა, ფეჩი დაანთო და ნელ-ნელა სახლიც თბებოდა. დივანზე გვერდით მომიჯდა, ხელებს შორის შემომიძვრა, მომეხვია, თმაში მოფერება დამიწყო, გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა, მისი ასეთი მზერა ბედნიერებას მანიჭებდა, თვალები დამეხუჭა და მის ხელებში მოქცეულს ჩამეძინა. რომ გავიღვიძე თავს არც ისე კარგად ვგრძნობდი, ლევანიც გასული იყო ოთახიდან, ჰაერი არ მყოფნიდა. -ლევან! აკანკალებული ხმით დავუძახე, მაშინვე გამოვიდა საძინებლიდან. -ირი, რა მოხდა? ამღვრეული თვალებით ავხედე, შუბლზე მაკოცა და მიმიხუტა -კარგი რა პატარა, სიცხე გაქვს, გაგიზომავ სევდიანად ჩაეღიმა, უფრო მჭიდროდ ამიკრა სხეულზე, პირველად მომმართა ასე, ჩემს მიმართ დამოკიდებულებას უფრო და უფრო უკეთესს ხდიდა, ეს ჩემზეც ძალიან მოქმედებდა. -ჰაერზე გამიყვანე რა ოდნავ უფრო დამშვიდებული ხმით ვთხოვე. -რო შეგცივდეს? წუწუნით იკითხა, ნაწყენმა შევხედე ისე, რომ სხვა გზა აღარ დარჩა და უნდა გავეყვანე. ფეხის გარეთ გადგმა და თოვლის წამოსვლა ერთი იყო, თოვლი ბავშვობიდან მიყვარდა, მომენტალურად დამავიწყდა სუსტად რომ ვიყავი, ლევანის ხელი ჩავკიდე და ეზოს ცენტრისკენ გავიქეცი, შემაჩერა და მისკენ მიმატრიალა, ღიმილით მიყურებდა, იმდენად ახლოს იყო მისი ცხელი სუნთქვა მათბობდა, თვალები დავხუჭე, ჩვენი აპრეხილი ცხვირის წვერები ერთმანეთს შეეხო, მისი ცხელი და დიდი ტუჩები კი ჩემსას აეკრო, მთელი ეშხითა და ვნებით დაეწაფა ჩემს ტუჩებს, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მჭამდა, მძიმე მკლავები წელზე შემომალაგა და მთელი ძალით ამიკრო საკუთარ მყარ, ცხელ სხეულზე.
ჩვენი პირველი კოცნა ცის ქვეშ იყო, ციდან მოფრენილი თოვლის ფანტელების ქვეშ.
აზრები ამერია, ვერ ვფიქრობდი, მხოლოდ სიამოვნებას ვიღებდი და ვიაზრებდი იმას, რომ მან ჩემი ცხოვრება ამოატრიალა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent