ცოლი მჭირდება! (პირველი თავი)
-სასამართლო იძახებს სანდრო დადიანს. ამ სიტყვების გაგონებისას დარბაზში მყოფი ერთ-ერთი ახალგაზრდა ბიჭი ფეხზე წამოდგა და განკუთნილი ადგილისკენ დაიძრა,რატომღაც ნერვიულობდა,თვითონაც არ იცოდა რატომ ადარდებდა ეს ფაქტი ასე. -თქვენის ნებართვით დავიწყებ ბატონი ლევან,მიმართა ადვოკატმა მოსამართლეს,თანხმობის შემდეგ კი ფეხზე ნელა წამოდგა. -ბატონო სანდრო,მოგვიყევით როგორ აღმოჩნდა ბავშვი თქვენთან? -ერთი თვის წინ სახლში,რომ მივედი კარის წინ დამხვდა -ამის შემდეგ როგორ მოიქეცით? -თავიდან დავიბენი ყველა ჩემს მეგობარს დავურეკე,არ ვიცოდი რა გამაკეთებინა,შემდეგ ბავშვი შევიფარე,მე ვაჭმევდი,ვაძინებდი,ვაბანავებდი,ვასეირნებდი,მოკლედ იმ მცირე დროის მანძილზე რაც ჩემთან იყო,მივხვდი რომ მან ჩემში რაღაც შეცვლა,შემიყვარდა და ახლა სულ არ მაქვს სურვილი ის ვინმეს დავუთმო.ოდნავ გაბრაზებულმა წარმოთქვა სიტყვები ბიჭმა. -კარგით,მაგრამ თქვენ ძალიან ახალგაზრდა ბრძანდებით,ვფიქრობ ეს დროებითი ახირებაა და მალევე მოგბეზრდებათ ეს თამაში. -რადგან ახლა აქ ვდგავარ და ბავშვზე მეურვეობას ვითხოვ ეს იმას ნიშნავს,რომ ჩემს გადაწყვეტილებაში დარწმუნებული ვარ. -თქვენო ღირსებავ,ეს ახლაგზრდა ყოველ საღამოს კლუბში დადის,მამიკოს განებივრებული ბიჭია,მას ურთიერთობა აქვს უამრავ ქალთან,რამდენჯერმე ნარკოტიკებიც კი აღმოუჩინეს რის გამოც დაკავებული იყო,ამიტომ არ მგონია რომ ის შესაფერისი კანდიდანტი იყოს ბავშვისთვის. -ვაპროტესტებ,ფეხზე წამოიჭრა დადიანის ადვოკატი,თქვენო ღირსებავ ჩემმა კლიენტმა რამდენიმე წლის წინ კომპანია ჩაიბარა,ამას გარდა შემიძლია წარმოგიდგინოთ ცნობა,რომ ბატონი სანდრო დიდი ხანია ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არ ყოფილა. -პროტესტი მიღებულია,საბუთი მომიტანეთ. მოსამართლემ გულდასმით გადაიკითხა ცნობა,შემდეგ კი საკუთარი განაჩენის გამოსატანად ხმას აუმაღლა. -სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება,რომ სანდრო დადიანს ექვსი თვის ვადით მიენიჭოს ბავშვზე მეურვეობის უფლება,ექვსი თვის შემდეგ ჩატარდება განმეორებითი სხდომა სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას გამოვაცხადებ.მეურვემ ბავშვს ყველა პირობა უნდა შეუქმნას და დაანახოს სასამართლოს,რომ ის ღირსია ასეთი პასუხისმგებლობის.პერიოდულად სოციალური მუშაკები მოვლენ თქვენთან და შეამოწმებენ ბავშვს.სხდომას დასრულებულად ვაცხადებ. მოსამართლემ საკუთარი სიტყვის დასრულების შემდეგ დარბაზი დატოვა,რაც შეეხება სანდრო დადინას ის გაუნძრევლად იდგა.უამრავი აზრი აწუხებდა,მაგრამ ბავშვს ასე ვერ დატოვებდა.სასამართლო ჯერ კიდევ გაბრუებულმა დატოვა,მანქანის გასაღები მოიძია და ის ის იყო ჩაჯდომას აპირებდა,რომ მას ადვოკატი წამოეწია. -ბატონი სანდრო -გისმენთ,ფიქრებიდან გამოფხიზლდა ბიჭი -ვიცი არასწორად გამომდის,მაგრამ თუ ამ ბავშვის დატოვება მართლა გსურთ,ხომ იცით რომ მისთვის უნდა შეიცვალოთ არა?არანაირი ნარკოტიკები,არანაირი ქალები და რაც მთავარია ექსვი თვის შემდეგ მოსამართლეს უნდა ანახოთ თუ რაოდენ რადიკალურად შეიცვალა თქვენი ცხოვრება. -ანუ -იმას ვგულისხმობ,რომ ცოლი გჭირდებათ,მოსამართლე ამას გულისხმობდა კარგ პირობებში,ბავშვს ოჯახური სითბო დასჭირდება. -კარგით,დაგიკავშირდებით მოგვიანებით. -ნახვამდის ცოლი,ბავშვი, მემგონი უკვე შეეშინდა დადიანს უნდოდა გამოსწორება,მაგრამ ყველაფერი ასე წამიერად?ეს შეუძლებელი იყო.ამდენი ფიქრისგან თავი ასტკივდა,მანქანაში ჩაჯდა და ადგილს დიდი სისწრაფით მოშორდა,მუსიკას ბოლო ხმაზე აუწია,დაპროგრამებულივით ატარებდა მანქანას,არ აინტერესებდა წითელზე მიდიოდა თუ მწვანეზე,ალბათ ბევრი წესიც დაარღვია,მაგრამ ეჩქარებოდა ერთი სული ჰქონდა კომპანიაში მისულიყო და საქმეებით ყველა სხვა პრობლემა დაევიწყებინა.მანქანა შენობის წინ გააჩერა,გასაღები დაცვას გადაუგდო თვითონ კი ნაბიჯს აუჩქარა,მაგრამ ვინ აცადა. -ალექსანდრე სასწრაფოდ ჩემს კაბინეტში,თითქმის ყვირილით დაუძახა ვიღაცამ ზურგიდან. -ვაა ზურას ვახლავარ,რას შვები რა იყო? კაბინეტში შესულმა მამასთან ირონიული საუბარი წამოიწყო. -მე გითხარი დასერიზულდი,კაცად ჩამოყალიბდი თქო შენ კიდევ რა გააკეთე?მორიგ სკანდალში გამხვიე? -როგორ?? დაეჭვებით კითხა შვილმა -ტელევიზორს საერთოდ არ უყურებ ხო?”ბავშვი შეიფარა,მაგრამ დედა უცნობია”,”ალექსანდრე დადიანი მორიგ სკანდალში ეხვევა,ვინაა ბავშვის დედა?”.და მსგავსი სათაურებით იყო აჭრელებული პრესა. -ისე ამათაც ვერ გავუგე,კარგს ვაკეთებ მლანძღავენ,ცუდს ვაკეთებ მაშინაც მლანძღავენ,რავიცი რავიცი. -მოკლედ სასწრაფოდ გჭირდება ცოლი,ვიტყვით რომ ამ გოგომ საზღვარგარეთ იმშობიარა,შემდეგ ბავშვი ჩამოყვანა და ახლა მზად ხართ სრულყოფილი ოჯახი შექმნათ. -კარგი -რა კარგი? -კარგი მეთქი,სასამართლოსთვის ისედაც საჭიროა ფიქტიური ქორწინება. -სანდრო შვილო,ჯერ კიდევ ვერ ვხვდები რაში გჭირდება ეს ბავშვი. მამას ამ კითხვაზე პასუხი არ გასცა,ისე დატოვა კაბინეტი,მაგრამ თვითონაც არ იცოდა შეკითხვაზე პასუხი.საკუთარ ოთახში შეიკეტა და საქმეს შეუდგა,თითქმის მთელი ბოთლი ვისკი ჩაცალა,დრო და დრო შემოეპარებოდა ხოლმე ბავშვზე ფიქრი,მაგრამ მალევე მოდიოდა აზრზე.დაახლოვებით ცხრა საათი იყო როდესაც ტელეფონი აწკრიალდა,ვინ იქნებოდა თუ არა ძიძა. -გისმენთ -ბატონი სანდრო მერიდება,მაგრამ ჩემს სამუშაო საათებს გადასცდა რამდენჯერმე დაგიკრეკეთ,თუმცა არ მიპასუხეთ,იძულებული ვიყავი რომ წამოვსულიყავი. -რა თქვი? ტელეფონში უღრიალა ქალს -ბავშვს სძინავს... -განთავისუფლებული ხარ,სიტყვის დამთავრება არ აცადა ქალს,ბავშვი მარტო როგორ დატოვე იდიოტო,უკვე აღარც ზრდილობა ახსოვდა აღარც ეტიკეტი,ბოლო ხმაში უღრიალებდა ქალს.ტელეფონი სასწრაფოდ გათიშა და გეზი სახლისკენ აიღო.ბინაში დაბრუნებულს ბავშვი მშვიდად მძინარე რომ დახვდა,გაეღიმა და გვერძე მიუწვა.სულ რაღაც სამი წლის იყო,ქერა,ქამელეონისფერი თვალებით,პატარა ანგელოზი,რომელსაც ახლა სანდრო დადიანი ყველაზე მეტად სჭირდებოდა. -როგორ შემიძლია მიგატოვო,ისე რომ არ ვიცოდე ვის ოჯახში გაიზრდები?ჩემთვისაც რთულია,მაგრამ არ დავნებდები,გპირდები ბოლომდე ვიბრძოლებ და ისე არასდროს მოგექცევი,როგორც ის მოგექცა ვინც ჩემს კარებთან დაგტოვა.უკვე ძალიან შემიყვარდი,შენ პატრა მაიმუნო.ახლგაზრდა ბიჭმა ცრემლები მოიწმინდა,შემდეგ კი როგორც იქნა მასაც ჩაეძინა. დილით ბატონი ალექსანდრე შემომავალმა ზარმა გააღვიძა. -გისმენთ?ბოხი ხმით უპასუხა ისე,რომ არც კი უნახავს ვინ ურეკავდა. -სად ხარ ამდენი ხანი? -მეძინა -კარებს გაგვიღებ? -კარგი მოვდივარ. ბიჭი ზლაზვნით ადგა,ბავშვს დახედა,რომელსაც ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა,შემდეგ კი შემოსასვლელი კართან გაიჯგიმა. -შემოგვიშვი რა,წუწუნი დაიწყო დათამ -ამ დილაუთენია რამ გაგაგიჟათ? -ძმისშვილის სანახავად მოვედით,გაეკრიჭა ირაკლი. -აუ თქვენ ხო შემ*ცით რა -გაა*ვი ბიჭბი სიცილით შევიდნენ სახლში,ყავა გაიკეთეს და გოგოებივით საჭორაოდ მოემზადნენ.სანდრომ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა,შემდეგ კი სავარძლის საზურგეს მიეყუდა. -ღადაობ?ცოლი? სად უნდა იპოვო?გაკვირვებით იკითხა დათამ -მერავიცი დიდი ხნის მანძილზე,საუბრობდნენ ბიჭები და ეძებდნენ გამოსავალს.კარგია,როდესაც გარშემო გყავს ისეთი ადამიანები ვისაც შეგიძლია დაეყრდნო,რომლებიც რთულს სიტუაციაში მუდამ შენს გვერდით იქნებიან.დათა,ირაკლი და სანდრო ბავშობიდან ერთად მოდიოდნენ.სკოლაში სამი მუშკეტერივით იყვნენ,ხშირად ჩხუბობდნენ,მაგრამ ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებდნენ და მალევე რიგდებოდნენ.ვერცერთს დაიწუნებდით ვერც გარეგნულად და ვერც ჭკუით. -დილამშვიდობისა,ვიღაცამ უცბად დაიძახა უკნიდან -ჩემმა პრინცესამ გაიღვიძა,ბავშვს მივარდა ირაკლი -ძილისგუდა მაიმუნო მოდი მეც გნახო,დათასთან მივიდა გოგო და ორივე ლოყაზე აკოცა. -ჩვენ დაგტოვებთ,მოვემზადებით და მოვალთ,თამამად განაცხადა სანდრომ -ფეხს არ მოვიცვლი სანამ ჩემს პრინცესას უფრო გალამაზებულს არ ვნახავ. -კარგი რა დათო ბიძია,ამაზე ყველას გაეცინა და თითოეულმა თავის საქმის გაკეთება განაგრძნო.გაგიკვირდებოდათ,რომ გენახათ ალბათ ბატონი სანდრო ამ ერთ თვეში როგორ გაიწაფა თმის დავარცხნაში. -მომეცი ფეხი შევიკრათ თასმები -სანდრო -გისმენ -შეიძლება შოკოლადები შევჭამო დღეს? -გააჩნია როგორ მოიქცევი -კარგად გპირდები,ამ გულუბრყვილოპასუხზე დადიანს გაეცინა და ბავშვს თავზე აკოცა.მზრუნველი მამის როლის მორგება არ გასჭირვებია სანდროს,ბავშვი ბაღში დატოვა თვითონ კი მთელი დღე საქმეებში ჩაიძირა,ფიქრობდა ათას ვინმეზე,ფიქრობდა როგორ შეიძლებოდა ვინმე ამ საკითხში დაეყოლიებინა,მაგრამ აზრი ვერ გამოქონდა. -ბოდიშს გიხდით,მეგონა ამ დროს უკვე ყველა წასული იყო სახლში,დამფრთხალმა უთხრა დამლაგებელმა გოგონამ დადიანს. -არაუშავს,მოდი და შენი საქმე გააკეთე,უჟმური სახით გახედა ბიჭმა. -სანდრო,გიჟივით შემოვარდა დათა ოთახში თან ხელში ატატებული ნიტა მოყავდა -რაიყო -ბავშვი შენ უნდა დაიტოვო,მე პაემანზე მივდივარ -კაი რა დაითანხმე? გაკვირვებულმა კითხა სანდრომ და ბავშვი გამოართვა -აუ ძლივს -სანდრო,გაკვირვებულმა იკითხა ბავშმა -ხო - რა არის? ამ კითხვაზე ოთახში მყოფმა დამლაგებელმა გოგონამ თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა გაიცინა,რამაც მის მიმართ ექვსი წყვილი თვალი მიმართა,ხომ წარმოგიდგენიათ თავს რა უხერხულად იგრძნობდა არა? -ბოდიშს ვიხდი,უცბად დაიძვრინა სიტუაციიდან თავი და შუშების წმენდა განაგრძო -ეს სიტყვა ძმაოს ნიშნავს,ანუ მე და დათა ვითომ ვითომ ძმები ვართ და ასე ვეხუმრებით ხოლმე ერთმანეთს,სანდრომ ბიჭს თვალები აუბრიალა შემდეგ კი კეფაში წამოარტყა. -კარგი ხო წავედი,მოდი გაკოცო ჩემო პრინცესა ხვალ გნახავ.დათა რასაც ქვია სინათლის სისწრაფით აორთქლდა იქიდან. -კარგიი,მე ერთი საქმე დამრჩა კიდევ და აუცილებლად უნდა მოვაგვარო,შენ აქ დაჯექი და დამელოდე კარგი? -მარტო? -ხო რაიყო -ბოდიში თქვენს საქმეში,რომ ვერევი,მაგრამ ბავშვებს მარტო დარჩენა არ უყვართ ასე რომ ვთქვათ ეშინიათ,საუბარში ჩაერთო დამლაგებელი. -მაშინ ასე მოვიქცეთ ცოტახნით შენ დარჩი მასთან -მე? გაიკვირვა გოგონამ -ხო რაიყი როგორც ჩანს ბევრი გაგეგება მსგავსი რაღაცეების -დიდი სიამოვნებით,თავი ოდნავ დამცირებულად იგრძნო,მაგრამ არ შეიმჩნია განა იმიტომ რომ მას ბავშვის მიხედვა დაავალეს პირიქით პატარებინძალიან უყვარდა,გოგონას ის ეწყინა,რომ ბატონმა ალექსანდრემ მის საქმიანობებს გაუსვა ხაზი,ალბათ იფიქრა დამლაგებელია ამას სხვა რა გაეგებაო.არადა ელენე ბევრს შრომობდა,დედა ავად ყავდა თირკმლის უკმარისობის გამო უკვე ორი წელი იწვა საავადმყოფოში,მისი მკურნალობა ძვირი ჯდებოდა,ამის გამო გოგონა იძულებული იყო ნებისმიერ შემოთავაზებულ სამსახურზე თანხმობა განეცხადებინა.ამდენი შრომისგან ძალიან გამხდარი იყო,ხელებზე ძარღვებიც კი ეტყობოდა.ბუნებრივია,როდესაც ფიზიკური შრომა გიწევს სწავლისთვის ბევრი დრო არ გრჩება.იმის მიუხედავად რომ მთელი დღის მანძილზე ფეხზე იდგა და ახლა მხოლოდ იმაზე ოცნებობდა როგორმე საწოლამდე მიეღწია შემდეგ კი დაეძინა,უფროსს მაინც დათანხმდა ბავშვთან დარჩენაზე. -შენ რა გქვია? -ელენე,დაღლილმა ნაძალადევადღა გაუღიმა ბავშვს და მის გვერდით ჩამოჯდა. -მე ნიტა,რა ლამაზი სახელი გაქვს მეც მინდა,რომ ელენე მერქვას -ხო დედამ დამარქვა,მაგრამ ვფიქრობ ნიტაც არ უნდა იყოს ურიგო -მე დედიკომ მიმატოვა,სანდრო ბიძიასთან დამტოვა და ასე მითხრა მალე მოვალო,მაგრამ ჯერ არ დაბრუნებულა.ელენეზე რატომღაც ამ ამბავმა ძალიან იმოქმედა,ასეთმა პატარა ბავშვმა ამდენი რომ იცოდა,ალბათ ჯერ ვერც აანალიზებდა ნორმალურად. -ჩემი დედიკოც ავადაა ამიტომ მისთვის ყველაფერს ვაკეთებ რომ გამოჯანმრთელდეს. -ბაღში გვითხრეს თუ ავად გახდებით ბულიონი შეჭამეთო,შენ გაუკეთე შენს დედიკოს ბულიონი? ამ სიტყვებმა გოგონა გაამხიარულა. -აუცილებლად გავუკეთებ,მაგრამ ჩვენ უნდა მოვიფიქროთ სანამ ბატონი სანდრო დაბრუნდება როგორ გავერთოთ -ტკბილეული რომ ვჭამოთ? -შეიძლება,ოღონდ ცოტა სანამ ბატონი ალექსანდრე საკუთარ საქმეებს აგვარებდა ნიტამ და ელენემ ერთმანეთს კარგად გაუგეს,ბევრი იხალისეს და ითამაშეს. -მოვედი,მგონი ძალიან არ დამაგვიანდა -სანდროო,ბავშვი გახარებული გაიქცა დადიანისკენ,ის ის იყო მადლობის თქმას აპირებდა ბიჭი,რომ ელენეს ტელეფონი აწკრიალდა. -გისმენთ -..... -რა?ახლა ახლა როგორაა? გოგონას თვალები აუწყლიანდა -..... -კარგით მოვდივარ -ბატონი ალექსანდრე,უნდა წავიდე -რა მოხდა? -დედაჩემს გული გაუჩერდა და ახლა რეანიმაციაშია. -ვწუხვარ,რა თქმა უნდა შეგიძლია წახვიდე -მადლობა,გოგონა სასწრაფოდ გავარდა ოთახიდან. -სანდრო -რა იყო -ცოდო არაა ასე გვიან მარტო,რომ უნდა წავიდეს?როგორც იმ ზღაპარშია მგელი რო შეხვდეს? -რომელ ზღაპარში? -წითელქუდაში,აი ბებიას რომ ჭამს მგე... -მოიცადე ეგ მერე მომიყევი,მართალი ხარ წამოდი წავიყვანოთ თან მასთან ვალში ვარ შენთან დარჩა.ბიჭმა დათვის ფორმის ზურგჩანთა წამოიკიდა მხრებზე,ბავშვი აიტატა და გაიქცა. -მოიცადე -ახლა დრო არ მაქვს გთხოვთ -ნება მომეცი წაგიყვანო,შენთან ვალში ვარ. გოგონა დათანხმდა და უფროსის მანქანაში ჩაჯდა. -ბიდიშს გიხდი ამ სიტუაციაში ასეთ რამეს,რომ გეკითხები მაგრამ რა გქვია? -ელენე,ელენე ავალიანი -კარგი,ელენე რამისაა მივედით დამშვიდდი.მართლაც მანქანა ხუთ წუთში საავადმყოფოს პარკინგზე იდგა,სანდრომ ნიტა ბავშვისთვის განკუთნილი სავარძლიდან გადმოსვა და უკან მიჰყვა ელენეს. -მაკა ბუაძე რომელ სართულზე გადაიყვანეს? -მესამეზე,პასუხი არ დააყოვნა რეგისტრატორმა.გოგონა გიჟივით მირბოდა,როგორც კი პალატასთან მივიდა სწორედ მაშინ შეეჯახა ექიმს. -ბოდიშს გიხდით უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ დედაზე,გთხოვთ მითხარით,რომ კარგად იქნება -ელენე შვილო,არ მინდა მოგატყუო,თუ დონორს მალე ვერ ვიპოვით მისი თირკმელები მალე ფუნქციონირებას შეწყვეტენ,თუ გვინდა,რომ ის მსოფლიო ტრანსპლანტანტების სიაში მოხვდეს ამისთვის დამატებითი ხარჯებია საჭირო,ასე რომ ვიმედოვნოთ საქართველოში ვინმე გამოჩნდება. -მადლობა.ექიმმა თბილად მოუთათუნა ხელი მხარზე,გასამხნევებლად შემდეგ კი სხვა პალატაში შევიდა.ელენემ ცალი ხელი ფანჯარას მიადო,თვალები ძლიერ დახუჭა და ცრემლებს თავისუფლება მისცა.გონებაში ერთად გამოვლილი ყველა მომენტი ფილმის კადრებივით უტრიალებდა,უცბად თავბრუს ხვევა იგრძნო შემდეგ კი ძლიერი ხელი,რომელიც ყვიროდა დამეხმარეთ გოგონა ცუდადააო.დადიანს შეეცოდა ელენე,ამიტომ აიჩემა ამაღამ ჩემთან დარჩიო,ნიტასაც გაუხარდება და მეც მშვიდად ვიქნებიო.ვინ წარმოიდგენდა,რომ ერთ დროს გულქვა ალექსანდრე დადიან ახლა ასეთ მზრუნველ ადამიანად გადაიქცეოდა?მაგრამ მისი ცხოვრება ამ პატარა პრინცესამ შეცვალა,რომელსაც ახლა სანდრო საწოლში აწვენდა. -ჩაის ხომ არ დალევ ან ყავას? ჰკითხა ბავშვის ოთახიდან გამოსულმა სანდრომ -მე თვითონ გავაკეთებ,აღარ მინდა შეგაწუხოთ ისედაც ბევრი რამ გააკეთეთ ჩემთვის. -რას ამბობ,ეს ჩემი მოვალეობაა,როგორც უფროსის,რომ თანამშრომელბის უსაფრთხოებაზე და განწყობაზე ვიზრუნი,ბიჭმა დაღლილმა გაუღიმა და ელენეს დაჟინებული თხოვნით მას დაუთმო ჩაის გაკეთება,თვითონ კი ოთახში შევიდა და გამოიცვალა. -საწოლზე ჩემი დის ტანსაცმელი დაგიდე,საქართველოში იშვიათადაა,ამიტომ რაც ქონდა კარადაში იქიდან ამოვარჩიე შეგიძლია გამოიცვალო. -მადლობა,რომელი ოთახია? -ხელმარჯვნივ მეორე კარი გოგონამ უსიტყვიდ დატოვა სამზარეულო,სწარაფად გამოიცვალა და უკან გაბრუნდა. -ოდნავ დიდი გაქვს,მაგრამ მაინც გამოდგება -კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით -ამდენი მადლობა არაა საჭირო და კიდევ გთხოვ თქვენობით ნუ მელაპარაკები,თბილად გაუღიმა ბიჭმა -კარგი,წამიერად ჩამოწოლილი სიჩუმე ისევ ელენემ დაარღვია -ნიტა ძალიან საყვარელი ბავშვია -კი,მაგრამ არ გაუმართლა ერთი თვის წინ დედამისმა კარებთან დამიტოვა და თვითონ გაიქცა -ვიცი მომიყვა -ჭკვიანია,ბევრ რამეს ხვდება თუმცა ჯერ სამი წლისაა -მართალია ძალიან ჭკვიანია -დედაშენი რამდენი ხანია რაც ასეთ მდგომარეობაშია? -დაახლოვებით ორი წელია,თუ ცოტა მეტი არა -სხვა ოჯახის წევრები არ გყავს? -კი,ხუთი წლის,რომ ვიყავი მამამ რუსეთში წასვლა და იქ მუშაობა გადაწყვიტა,მას შემდეგ იშვიათად გვეკონტაქტებოდა ხოლმე,ახლა კი წელიწადში ერთხელ თუ გავახსენდით მიხარია. -კი მაგრამ დედაშენის ამბავი არ იცის? -იცის,მაგრამ ყოფილი ცოლისთვის ზედმეტად გარჯას არ აპირებს -ახ*არი,ბოდიში მაგრამ თავი ვერ შევიკავე -და ან ძმა არ გყავს? -კი ძმა მყავს,რომელიც ბათუმში ცხობრობს.მანამ სანამ დედას მდგომარეობა გაურთულდებოდა ჩვენც იქ ვცხოვრობდით,მაგრამ იქ როდესაც ვმუშაობდი ანაზღაურება შესაბამისი არ იყო,ამიტომ გადავწყვიტე დედას თბილიში გადმოყვანა. -და შენი ძმა რამით გეხმარება? ამ კითხვაზე გოგონას მწარედ გაეცინა და ჩაი მოსვა -ჩემ ძმას უხეშად,რომ ვთქვათ ვკიდივართ,რაღაც ბინძურ საქმეებშია გარეული,ნახევრად საქართველოშია ნახევრად საზღვარგარეთ,მცირედით მეხმარება,მაგრამ ესეც მხოლოდ მაშინ,როდესაც ახსენდება.სანამ დედა კარგად იყო მანამდე გაიგო საბა რასაც აკეთებდა და სახლიდან გააგდო,ასე რომ ის თავს ვალდებულად არც გრძნობს. -მამას დამსგავსებია,დადიანი ამ ამბავმა მეტად გაამწარა -მაგრამ სანდრო,დედა ასეთ მდგომარეობაში ჩემს გამო ჩავარდა,გოგონამ ვეღარ შეიკავა ცრემლები -რას გულიხმობ? -სკოლაში კარგი მოსწავლე ვიყავი,იცი ყველაზე კარგად ხატვა გამომდის,ჩემი ოცნება იყო,რომ არქიტექტორ-დიზაინერი გამოვსულიყავი,დედა ღამეებს ათენებდა ისე შრომობდა ხოლმე,სწორედ ჩემს გამო გახდა ცუდად,ჩემი ოცნების ასასრულებლად.გოგონას ცრემლები სახეს უსველებდნენ,დადიანმა არ დააყოვნა და ელენეს გადაეხვია.სახიდან ცრემლები მოწმინდა,მისი სახე ხელბსშორის მოაქცია და უთხრა -მშობლები ყველფერს აკეთებენ ჩვენთვის,მათი სურვილია,რომ ბედნიერები ვიყოთ,ხომ იცი რაც გვიწერია იმას ვერ ავცდებით,ასე რომ თავს ნუ იდანაშაულებ. -მადლობა გამხნევებისთვის. -არაფრის,ბიჭმა გაუღიმა და კიდევ ერთხელ გადაეხვია -ამდენი რამის გადატანა ძალიან რთული იქნება ალბათ -არც ისე -კარგი რა რამდენი წლის ხარ განა?ოცის? გაკვირვებით კითხა დადიანმა და ჩაი მოსვა -თვრამეტის,ბიჭს ამის გაგონებაზე ჩაი გადასცდა და ხველება დაიწყო -რამდენის? -თვრამეტის -რა პატარა ხარ -ბოდიში და შენ რამდენის ხარ? -23 წლის ამაყად მიუგო ბიჭმა -ხუთი წელი დიდი სხვაობა გგონია შენ? სიცილით მიუგო ელენემ -შენ სკოლაში რატომ არ ხარ? -ახლა ღამის ოთხი საათია სკოლაში რა მინდა -ხოდა მაშინ წადი დაიძინე,ხვალ სკოლა გაქვს -თავი ჩემზე მართლა ბევრად უფროსი გგონია ხო?უკვე ოდნავ გამხიარულებულმა კითხა ავალიანმა -ვარ კიდევაც,ისე ამდენ რამეს როგორ ასწრებ? -დილით სკოლაში მივდივარ,შემდეგ შუადღის ცვლაში რესტორანში ბოლოს კი შენს კომპანიაში ვალაგებ,ატესტატს ავიღებ მხოლოდ,სხვაზე ვერც ვფიქრობ,ძალიანაც რომ მინდოდეს არც საშვალება მაქვს რომ ვიფიქრო.ოდნავ სევდიანად მიუგო გოგონამ. -ჩემი აზრით რომ მოინდომო ყველაფერს შეძლებ,ისეთი ძლიერი ჩანხარ -მინდა,მაგრამ საავადმყოფოს ხარჯები,მედიკამენტები კომუნალური გადასახადები და სახლის ქირა მწყვიტავს წელში,ხომ ხვდები არა? -ვხვდები,ვხვდები -დღეს გაგიცანი და უკვე იმდენი ცუდი რამ გაიგე ჩემზე,გოგონამ თავი ჩახარა რათა აწითლებული ლოყები დაეფარა. -შრომაში სასირცხვილო არაფერია,მიხარია რომ ვხედავ რამდენად ძლიერი ადამიანი ხარ,როგორ არ ნებდები ამ ყველაფრის მიუხედავად,დარწმუნებული ვარ დედაშენი შენით ძალიან ამაყობს. -მადლობა გამხნევებისთვის,ბიჭს გაეღიმა მაგრამ პასუხი აღარ დაუბრუნებია.ახლაღა დააკვირდა ელენეს,ზედმეტად გამხდარი,მაღალი წაბლისფერი თმით,მწვანე თვალებში რომ დიდი სევდა ეტყობოდა.ოდნავ აპრეხილი და აწითლებული ცხვირი,ათრთოლებული დიდი ტუჩები,ლამაზი იყო მაგრამ რომ შეგეხედათ მაშინვე მიხვდებოდით რამდენს მუშაობდა,სახე გადაღლილი ტანი კი ნატანჯს უგავდა.რამდენიმე ადგილას ჩალურჯებული ქონდა ხელი,ალბათ სიმძიმეების ტარების გამო,თითქოს ამ პატარა გოგომ რაღაც გაუკეთა,დიდხანს უყურებდა დაჟინებულად მანამ სანამ არ ჩაეძინა დივანზე.დადიანმა საათს დახედა ექვსი ხდებოდა,საკუთარ ოთახში დაბრუნდა წყალი გადაივლო,გამოსულმა ჰუდი და შავი ჯინსის შარვალი ამოიცვა შემდეგ კი სამზარეულოში საუზმის გაკეთებას შეუდგა.მშვენივრად წვავდა კვერცხს თუმცა დღეს გადაწყვიტა სპაგეთი და ხორცის ბურთულები გაეკეთებინა,არ დააყოვნა Youtube ჩართო და სასურველი სიტყვები საძიებო ველში ჩაწერა.როგორც ის ქალი აკეთებდა ზუსტად იგივეს იმეორებდა დადიანიც,ერთ საათში კი მადის აღმძვრელმა სუნმა ავალიანი და პატარა დადიანიც კი გამოაფხიზლა.ბავშვი საღამურებით გამოტანტალდა,ბიჭს ხელი ფეხზე მიარტყა შემდეგ კი გაკვირვებულმა კითხა. -სანდრო ეს შენ გააკეთე? -დიახ პატარა ქალბატონო,გთხოვთ დაბრძნადეთ და გამისინჯოთ -რატომ არ გამაღვიძე მე მოვამზადები საჭმელს,თვალების სრესით შევიდა სამზარეულოში ელენე. -ვერ გავიგე რას დამესიეთ,ქალები არ ყვიროდნენ პატრიარქატი დამნაშავეა ქალის საქმე შეითავსეთო?ხოდა დღეს მე გავაკეთე საჭმელი -მე იქ არ ვყოფილვარ,სიცილით თქვა ავალიანმა -ელენე დღეს ბაღიდან რომ მოვალ კიდევ აქ იქნები? ეშმაკურად იკითხა ნიტამ -არამგონია ჩემი ლამაზო,თუმცა მამიკო სამსახურში თუ მოგიყვანს აუცილებელად გნახავ ხოლმე კარგი? -სანდრო შეიძლება? -რა თქმა უნდა შეგიძლია,გაეცინა ბიჭს -კარგი მამიკო,საყვარლად გაუღიმა ბავშმა შემდეგ კი ლოყაზე აკოცა.სანდროს რაღაც უცნაური გრძნობა შემოეპარა აი ისეთი გოგოებს პირველი კოცნის დროს,რომ ემართებათ და პეპლებს რომ გრძნობენ მუცელში.მამიკო,რა უცნაურად ჟღერს არა?თითქოს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს.ამ უკანასკნელზე ღიმილი ვეღარ შეიკავა ბიჭმა და ტუჩის კუთხე ჩატეხა. -მალე შეჭამეთ თორემ დავაგვიანებთ -კარგი მამიკო,სიცილით უპასუხა ელენემ -გეყოს,დადიანმაც სიცილით უთხრა შემდეგ კი ყავა მოსვა. ბატონმა ალექსანდრემ ჯერ ნიტა დატოვა ბაღში შემდეგ კი ელენე მიიყვანა სკოლაში. -რამდენი ხანია სკოლაში არ ვყოფილვარ -ბევრი დაგიკარგავს,კარგი მადლობა ყველაფრისთვის შენთან დიდ ვალში ვარ. -არაფრის,თუ დახმარება შემეძლება რამით გთხოვ არ მოგერიდოს,ეს სიტყვები გულწრფელად უთხრა ბიჭმა. -კარგი,გოგონამ გაუღიმა და მანქანიდან გადავიდა,თუმცა წყნარად სკოლაში შესვლა ვინ აცადა. -ეს ბიჭი ვინაა? ავალიანს წამოეწია მისი თანაკლასელი თეკო,გოგონას პასუხის ღირსად არც კი ჩაუგდია და სვლა განაგრძნო. -რა იყო ავალიანი მდიდარი ბიჭი გამოიჭირე და აღარ გველაპარაკები? მხარში ამოუდგა თეკოს თავისი დაქალი მარი. -არ გეზარებათ ყოველ დილას ამდენი შხამის ამონთხევა? -არა ეს ხომ ჩვენი საქმეა საყვარელო,სიცილით უპასუხა მარიმ. -ელენე,ზურგიდან ნაცნობი ხმა მოესმა გოგონას -ტელეფონი მანქანაში დაგივარდა -მადლობა სანდრო -არაფრის,ხო კიდე გამიხარდება ხვალ თუ ნიტას ტანსაცმლის საყიდლად გამომყვები,დიდად არაფერი გამეგება გოგოს ტანსაცმლის. -დიდი სიამოვნებით,სიცილით უპასუხა ავალიანმა და გაღიმებულმა გააყოლა თვალი სანამ ბიჭი პირველი სართულის დერეფანს დატოვებდა. -შვილიც ყოლია,ალბათ აქციაში მოყვა ქირქილით გაეცალნენ გოგონები ელენეს. -სად ხარ შე*ემა ამოვწყდით მე და ირაკლი რა,კაფეში შესულ სანდროს ბუზღუნით შეეგება ძმაკაცი. -რამ ამოგწყვიტა ერთი ძაან მაინტერესებს -ეს რა გაცვია,ეჭვის თვალით შეხედა დათამ -ტანსაცმელი რა უნდა მეცვას იდიოტო -როდიდან გაცვია გარეთ ჰუდი და დახეული ჯინსი? -რა გამი*რაკე რა გინდა არ შეიძლება? -მოიცადეთ რა მნიშვნელოვანი ამბავი მაქვს,ორივე გააჩუმა ირაკლიმ -თქვი რა თორე ახლა ამას ვცემ -ცოლი გიპოვე!მხიარულად წარმოთქვა ჯავახმა და გაიჯგიმა. -რა?ორივემ ერთდროულად წამოიყვირა -ხუინაა,რა რა ბიჭო ცოლი გიპოვე მეთქი,ჩემი მეზობლის შვილი ხომ გახსოვს მაშო,შენ რომ უყვარდი ბავშობაში აი ეგ. -აა მახსოვს ლამაზი გოგოა სხვათა შორის,დაეჭვებით თქვა დადიანმა -ნეტა საკუთარ თავს უპოვო ვინმე,წაგესლა დათამ ძმაკაცი და მიმტანს მადლობა გადაუხადა მოტანილი კაპუჩინოსთვის. -მიდი რა,ხელი ჩაიქნია ბიჭმა შემდეგ კი ისევ ალექსანდრეს გახედა -კარგი ნომერი მომეცი და სადმე დავპატიჟებ -მემგონი რაღაც გამოგვდის ბედნიერმა ჩაილაპარაკა ირაკლიმ და ნომრის ძებნას შეუდგა. ამ კარანტინს რა ვუთხარი,სახლში ვზივარ და უკვე მოთხრობებსაც კი ვწერ,ვიცი რომ არ იქნება კარგი,მაგრამ ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ მხოლოდ დამწყები ვარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.