შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საცდელი კურდღელი II


21-03-2020, 22:37
ავტორი Nino katcheishwilli
ნანახია 1 099

თავი მეორე
გაქცევა

კარანტინია,სრული უჰაერობა.
მეორე მსოფლიო ომი.
ძმა ძმას არ ცნობს.
ეპიცენტრს მოშორებული,ოდნავ წყნარად,ლონდონში ვარ.
ბიშოპგეითსის ქუჩის გასწვრივ სწორ გზას მივუყვები. ღამეა,ალბათ ორი ან სამი იქნება შუაღამის. ქუჩაში არავინაა,მიუხედავად დაცარიელებული ქუჩებისა გზები მაინც ატალახებულია. ცხენის ფლოქვების ნაკვალეს ეტლის ბორბლის წვრილი ხაზი ფარავს.
ჰაერში დაძაბულობისა და დამწვრის სუნი ერთად ტრიალებს.
ჟანგბადიც კიმებინძურება,ვერ ვსუნთქავ და რამდენჯერმე ვახველებ.
როგორც კი ბიშოპგეითსის ამ უცნაურ ქუჩას ვშორდები,მარჯვნივ ჩიხში ვუხვევ. რკინის აქა-იქ მორყეულ-მონგრეულ ღობეზე ვცოცდები და გადამწვარი მდელოს გადავლით ცენტრალურ ქუჩაზე ები როუდზე გადავდივარ.
ნაბიჯების ხმა მესმის,მარჯვნივ სწრაფად ვტრიალედბი.
ალექსანდრეს სახეს ვხედავ .
უცებ,სრულიად სველს,ოფლში გაწურულს მეღვიძება და ერთი თვის მერეც,იგივე სიზმარი,უსასრულოდ მეორდება,ერთსა და იმავე ადგილას მეღვიძება.

ჩემი სიზმრები იმედს მაძლევს,რომ სანდრო ლონდონშია,ები როუდის მოპირდაპირე მხარეს, ქუჩის გასწვრვ პატარა ქოხურაში ცხოვრობს ბედნიერად.
ოდნავი ამოსრუტუნების შემდეგ ისევ სიზმრების სამყაროში ვეშვები.
პარასკევი იყო, 11 მარტი.
სახლიდან,რა თქმა უნდა,ცხვირის გაყოფას არ ვაპირებდი,კარზე კაკუნი რომ გავიგონე. დავიბენი,ზარის ღილაკი რომ არ გამოიყენე,მაგრამ იმედიანად(არ ვიცი რისი იმედი მქონდა) გავემართე შემოსასვლელი კარის გასაღებად.

-ვინ არის? -ვიკითხე ფრანგულად და პასუხს დაველოდე.
-კესარია! -მომესმა კარს უკან,საკეტი სწრაფად გადავატრიალე და კარი ფართოდ გამოვაღე. უაზროდ გავიფანტე,თავი ისევ სიზმარში მეგონა.
ან კიდევ უფრო უარესი,იდენტურობის დისოციაციური აშლილობის მსხვერლი,მაგრამ რა სისულელეა,გაორება კი არა გაათება რომ დამმართნოდა,ფაქტო ერთი და თან ჯიუტი იყო.
-სახლში არ შემომიშვებ? - მკითხა დაბნეულმა და გაკვირვებულმა ჩემი რეაქციით.
-ჰო,რა თქმა უნდა. -ვუთხარი და მქრქალად გავუღიმე.
-ძლივს მოგაგენი,იმდენი ხანია გეძებ. -დაუკითხავად გააბიჯა მისაღები ოთახისკენ და თან გზად რაღაცას ბუტბუტედა.
-ხდება რამე? -მოთმინებადაკარგულმა ძლივს გადავაბი სიტყვა სიტყვას და პასუხს დაველოდე.
-რა აღარ ხდება კესო,რა აღარ. -გამიღიმა და წლის მიტანა მთხოვა.
-თუ გინდა,დაისვენე და მერე მომიყევი.. -შევაპარე სათქმელი და თვალებში არც შემიხედავს ისე მივაწოდე ჭიქა.
-არა,იყოს,ისედაც რა დრო ჩვენ დაგვრჩა. -ფანჯრისკენ გაიხედა და მორცხვად მკითხა. - ის კრუასანი ხომ არ გაქვს,შემთხვევით. -წამის მეასედში გადავხარშე ნათქვამი და გულიანად გავიცინე.
-მეხუმრები? რა თქმა უნდა,მაქვს,მოდი სამზარეულოში გავიდეთ. -კრუასანებს გემრიელად შევექცეოდით,უცებ რომ დაიწყო.
-მოკლედ,შენი დახმარება მჭირდება. - შემომხედა და ისევ განაგრძო. -პირველ რიგში,ერთადერთი ხარ ვისაც ვენდობი,ვინც ზურგს ყოველთვის გამიმაგრებს,ზედმეტი კითხვების გარეშე შეეჭიდება საქმეს. - ორი წამით ჩაფიქრდა. -ხომ ასეა? კეს,მისთვის,ვვიცი რომ ამას გააკეთებ.
-კარგი,სულ თავიდან დაიწყე. -თავი დავუკარი და სამზარეულოდან გამოვედით.
-მოკლედ,სანდრო მკვდარია,გვინდა ეს ჩვენ თუ არა. -გამეღიმა,ვიცოდი,ზუსტად ვიცოდი იმდენად კარგად ვიცნობდი ამ ადამიანს,ამ სიტყვებით რომ დაიწყებდა. -სანდრო მკვდაია და მისი გარდაცვალების რამდენიმე მკაფიო ვერსია,მოდელი შევქმენით საგამოძიებო ბიუროში,სამხააულში ხალხი მყავს,ხომ იცი,იქაც ექსპერტიზაზე მაისური გავგზავნე,სისხლი სანდროსი იყო. -გავბრაზდი.
-არ ეცვა სანდროს ეგ მაისური მკვლელობის დღეს,გიორგი! -ზუსტად მახსოვს მე თვითონ დავუუთოვე პერანგი და.. ან რას განვიხილავთ,მე ვიცი,რომ არ მომკვდარა,არ ვიცი თუ გინდა გუმანს მიაწერე,ასეა და დავამთავროთ.
-ასეც რომ იყოს,ამ ყველაფერს,იმას რომ სანდრო ცოცხალია და მკვდრად ასაღებს თავს,რისი შანსიც იმაზე ნაკლებია ვიდრე წარმოგიდგენია,ავტორი ეყოლება,ლექსო თუ არა,სხვა ვინმე,როგორ არ გაინტერესებს,როგორ არ გიღრღნის სულს მაინც ვერ გამიგია,ასე მარტივად რატომ ნებდები? -თავი დანანებით გააქნია და პირველად,ჩემი ბავშვობის პირველი,ერთადერთი და სამუდამო მეგობარი იმედგაცრუებული თვალებით მომაჩერდა. -ბოლოს ასე იმედი იცი როდის გამიცრუვდა? -მკითხა შეფარვით.
-ტრავმა. -ვუთხარი ერთი სიტყვით და ორივე გავჩუმდით. ოღონდ ამ სიჩუმეს უხერხული არ ერქვა,ეს იყო ყველაზე გასაგები,ნაწყენი,ნატკენი,იმედიანი,უიმედო სიჩუმე მთელი სიჩუმეების ისტორიათა კრებულში. გიორგი ერთადერთი იყო ვისაც ესმოდა. ერთადერთი ვინც მაძალებდა. ამ ძალდატანებას კი მისსავე თვალებში მკაფიოდ ვკითხულობდი.
-მე წავალ,თუ გადაიფიქრებ ჩემზე უკეთ შენ იცი სახლის მისამართი. - გამიღიმა,წრფელად გამიღიმა და კარებისკენ წავიდა.
-გიო! -სრულიად უნებლიედ წარმოვთქვი. გაჩერდა და შემომხედა. - თბილისში უნდა დავბრუნდეთ? - ბავშვური სიცილი,ოდნავ იისფერ ღრუბლებს შეურია და მითხრა;
-დისტანციური გამოძიება ჩემი სტილი არაა,კეს! -ჩემთან მოვიდა,მომეხვია და ქურთუკის შიდა ჯიბიდან კონვერტი ამოიღო. -თუ მართლა გადაწყვეტ წამოსვლას,ფრენა სამ დღეშია. აბა,შენ იცი! - რა უცნაურადაც გამოჩნდაპარიზის ერთ,ყველაზე მივარდნილ ადგილას,ყველაზე ნაცრისფერ სახლში გიორგი გამრეკელი,ასევე უცნაურად წავიდა და ჩემს ფიქრებთან ყველაზე მარტო დამტოვა.
აქამდე სანდრო მყავდა,სანდროს ველაპარაკებოდი,ახლა სანდროც გაქრა,მარტო ვიყავი,სრულიად მარტო,უსუსურობის პიკზე.
ჰოდა,მარტის 11 იყო.
პარასკევი.
სიჩუმის და მარტოობის ფონზე ისე რომ დავავლე კალამსა და ფურცელს ხელი,მთელი გრძნობა ამოვიღე და ფურცელზე დავდე.





დაუდევრობა.
გახრწნილი სულის ნაგლეჯში შენახული სინდისი.
ნახევარკედლიდან ჩამოფშვნილი იარების ერთობლიობა და მოსიყვარულე მზერათა არარსებული კრებული.
დაუფიქრებლად დადგმული ფეხი და შემდეგ გადადგმული ნაბიჯი,

ზედაპირული ურთიერთობა და ეული ცრემლი.
ვიხრები წინ.
ვიხრები უკან.
ვმერყეობ.
მერყევი აზრი და ნათქვამის უკუგდებით ამოტივტივებული პრობლემის არსი. ფიქრთა აჯანყება და უსიტყვოდ დამთავრებული ამბოხი.
ერთხელ დავფიქრდი.
ვიფიქრე ბევრი.
ვიფიქრე მელოდიურად.
ვიფიქრე დინების საწინააღმდეგოდ.
ვიფიქრე ვარდისფერი სათვალით.
შემდეგ გამადიდებელი შუშებითაც ვიფიქრე.
შედეგზე არ ვორიენტირდი.
არც არავინ ორიენტირებულა.
გონებამახვილური სისულელე წამოვროშე და დაველოდე.
ვინ დამარწმუნა ჩემი ნათქვამის მკაფიო სისწორეში?
არავინ,მე არ მივიჩნიე საჭიროდ.
პირველი დარტყმაც ჩემმა თავმა მომაყენა მჭევრმეტყველი დუმილით.
მეორე სილის გალაწუნების ხმა უფრო მემძიმა ვიდრე ქმედებით გამოწვეული ტკივილი.
მეორეც ჩემი თავისგან დავიმსახურე,კონსტრუქციულად მყარი,საფუძვლიანი დუმილით.
მესამედ აღარ მახსოვს მარჯვენა ლოყა მივუშვირე თუ მარცხენა.
ჩემს თავს უშედეგოდ ვებრძოლე და ბრძოლისუნარიანობის დაკარგვიდან რამდენიმე წუთში,საკუთარ თავში ნაპოვნი ძალით განვიმუხდე, თან დავიმუხტე.. ფერები აათამაშა თვალის კუთხეში მობრიალემ და შავ კუბად შეღება ყველაფერი.
ამაღლდა.
მერე დაბლა დავიდა.
ისევ ამაღლდა.
განათდა.
გამარჯვებული მზერით გავიდა გონებიდან და სურელიზმში დაიკარგა.

მინიატურა არც გადამიკითხავს ისე დავხურე ჩანაწერების წიგნაკი,პატარა ზურგჩანთაში საჭირო ნივთები ჩავყარე და გავიქეცი.
ყველაფრით დაღლილი გავიქეცი.
თავ ვარსებობდი,თან ვქრებოდი.
აზრები იმდენად მაჩოქებდნენ და მიმონებდნენ რომ არსებობის მკაფიო მუხრუჭის მოსაძებნად გავიქეცი.
გადაუმეტებლად დიდი ხანი ვირბინე,ღლილი და აქოშინებული “ლაბირინთში მორბენალი” სანამ ხელით ვეყრდნობოდი მუხლებს,აზრების დასალაგებლად,გაუაზრებლად გამოქცეულს,ყველაზე ნაცნობი ადგილისთვის მიმიმართავს საშველად.
ყველანაირ ფიქრსა თუ აზრს უკუვაგდებ და სახლის კარებზე გამალებით ვაბრახუნებ.
-მოხვედი? -მეკითხება გიორგი.
-მოვედი… -შეუვალი მზერით მბურღავს. -გავცვალოთ ბილეთები და დღეს გადავფქინდეთ,გთხოვ. -მარჯვენა თვალს ოდნავ ვხუჭავ,წარბს ვწევ და კუშტად ვაკვირდები. მერე სახლში მეპატიჟება და ტელეფონის ძებნას იწყებს,რამდენიმე წუთში გაღიმებული მოდის.
-არ მაინტერესებს რამ შეგაცვლევინა აზრი,მთავარია მოდიხარ.
-არა,არ მოვდივარ,გავურბივარ რეალობას,მზადაც კი ვარ სრული პროფესიული კრახი განგაცდევინო,ოღონ ადრენალინმა შთანმთქას.
-აი,მესმის შემართება. -ამბობს გიორგი და მეორე დილით თბილისში მეღვიძება.
დილაც კი სანდროსეული იყო თბილისში.
მახსოვს,ერთხელ მითხრა,მხოლოდ შენთან ერთად შემიძლია ცას ფერები მივანიჭო და გავკეცო სამასგვარადიო. მერე,რომ წავიდა,იმდენი დაის-აისი შემატოვა მარტოს…
ალექსნდრე მაჩაბელი ჩემგან გაიქცა.
მეც მის ნებას დავყევი და გავუშვი,როგორ მინდოდა ცოცხალი ყოფილიყო,თუნდაც სხვა გალაქტიკაში,ოღონდ ცოცხალი.
და,თუ შეყვარებული ქალის ბუნება ამდენადმე მართალია,ის ცოცხალი იყო.
მე ხომ ვიცოდი,
მე ხომ ვგრძნობდი,


10 ივნისი იწურებოდა,2017 წელი იყო,დაბადების დღეზე ალექსანდრეს საცოლე რომ გავიცანი,ყველაზე უბედურად იწყებოდა ჩემი ოცდაერთი ასე მეგონა,საბეჭდს სანამ არ მივუჯექი და წერა არ დავიწყე.

-კესო,სტუმარი გყავს. -დედამ შემომძახა ეჭვნარევად და გავიდა.
-შემოვიდეს მაკა,პირველი სტუმარია თუ ბოლო. -ღიმილით გავხედე და ფურცლების ჩაწყობა განვაგრძე საბეჭდში.
-კესარია,შეიძლება. -ალექსანდრეს მოგუდული ხმა გავიგონე თუ არა.. არა,არ მახსოვს რა გავაკეთე.ფეხზე წამოვხტი და გაბრაზებული მზერა მივაპყარი.
-არა,რა თქმა უნდა,არა! არც ისე ახლო მეგობრები არ ვართ,ჩემს სახლში,ჩემსავე ოთახში რომ შემოდიოდე უტიფრად. -კუშტად შევხედე და წარბის მაღლა აქაჩვაც დავიმსახურე მისგან.
-რამეს წამიკითხავ? -ურცხვად აგრძელებდა თავისას.
-არა,არ წავიკითხავ არაფერს. -მკვახედ ვუთხარი. -გადი ჩემი ოთახიდან. -თავი უარის ნიშნად გააქნია და მომაჩერდა.
-რატომ გაქვს ასეთი რეაქცია? მეგობრის და მოვიკითხე,ხომ შეიძლება. -სიტყვა ბანზე ამიგდო.
-კარგი რაა !-მობეზრებულად ვუთხარი. - ან შენ გახვალ ოთახიდან,ან კიდევ,მე გავალ.-ბრაზნარევი ხმით ვუთხარი და რომ მივხვდი არაფერს არ აპირებდა,ხელი ავიქნია. დიდი ნაბიჯები გადავდგი კარისკენ,სანდროს მხარი გავკარი და თითქმის ოთახიდან გასული ვიყავი რომ მომაძახა.
-აბა რაა, რა თქმა უნდა, გაქცევა საუკეთესოდ გამოგდის. ბავშვობიდან მირბოდი. -მკვახედ მითხრა,კართან გაშეშებულს ახლა აქით გამკრა მხარი და გაიარა.
-მე არაფერ შუაში ვარ. -ვუთხარი ლუკას და მხრები ოდნავ,გაკვირვების ნიშნად ადვიჩეჩე.



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

მომეწონა ნინო kissing_heart
საინტერესოა. ველოდები გაგრძელებას.

 


№2 მოდერი guroo

დღეს ძლაინ დავირალე და ვერ ვახერხებ წაკითხვას.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent