სიტყვებზე მეტი (1)
ემა ხერგიანი, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დაუმორჩილებელი, თვითნება და ჯიუტი ადამიანი იყო დედამიწის ზურგზე. რამეს თუ იტყოდა კაციშვილი ვერ გადაათქმევინებდა, არ არსებოდა არგუმენტში ჩართულიყო და ბოლოს მაინც თავისი სიმართლე არ დაემტკიცებინა, მაგრამ არა ქაჯურად უბრალოდ ახსნა იცოდა ისეთი ყველას აჩუმებდა. ოჯახში ყველაზე მოუთმენელი ადამიანი იყო, ნების ყოფის უნარი რა ხილი იყო წარმოდგენა არ ჰქონდა. ასევე ყველაზე ლიკლიკაც, ენას წამით რომ არ აჩერებდა და თან ზოგჯერ აფორიაქებული ისე სწრაფად ალაპარაკდებოდ, რომ გეგონება ვიღაც მოსდევსო. ადამიანი მის ამ საუბარს შეჩვეული თუ არიყო მოსმენა და აზრის გამოტანა ძალზედ გაუჭირდებოდა. მოკლედ ერთი თავქარიანი ვინმე იყო ვისაც ვერაფრის დიდებით გააჩერებდნენ და მისი ლოყებიც დრო და დრო უფრო ვარდისფრდებოდა მოქმედებაში. მის სწორი, არც ისე გრძელი წაბლისფერი თმას დრო და დრო ნიავი ნაზად ეხებოდა და მის წითლად შეფერადებულ ლოყებს წამიერად ენარნარებოდა რაც საოცარ კომბინაციას ქმნიდან მის ჭაობისფერ-მწვანე თვალებთან. არც ძალიან მაღალი, არც დაბალი, საშუალო სიმაღლის, ემა ხერგიანი, რომელიც არც უზომოდ გამხდარი იყო მაგრამ არც პუტკუნა, საკმაოდ კარგი ტანის ფორმებით, უგზო უკვლოდ დაეხეტებოდა ნიუ იორკის ქუჩებში, რაც გადატვირთული და ხმაურიანი ქუჩების მიუხედავად სიმშვიდეს ჰგვრიდა და ფიქრის საშუალებას აძლევდა. უნივერსიტეტის პირველი სემესტრის დაწყება დიდ სიამოვნებასა და ბედნიერებას არ ჰგვრიდა. თითქოს რაღაც აწუხებდა მაგრამ, ვერ გაეგო რა. მხოლოდ ის უმშვიდებდა გულს რომ ახლა ევა ეყოლებოდა გვერდით და რაც არუნდა მომხდარიყო იცოდა რომ სადაც ის და ევა ერთად იყვნენ ცუდი ამბები დიდხანს ვერ გასტანდა. აფორიაქებული ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამოიყვანა, ქალბატონი ევა რეკავდა რამაც ხერგიანების ქალს ღიმილი მოჰგვარა, თითქოს ევას გულმა უგრძნო რომ მასზე ფიქრობდა ხერგიანიო ისეთ დროს დარეკა. -რას შვრები ევაკოო? ჩააბარგდი?-ჰკითხა და ყურებამდე გაეკრიჭა დაქალს და მისი მეორე მეს -რასქვია გოგო რეებს მეკითხები, მე ჩავბარგდი ერთი თვის წინ. ლამისაა 7 საათით ადრე მივიდე აეროპორტში, იქნებ მალე მისული მალე ჩამსვან რო გამოვქანდე შენთაან-აბუზღუნდა ევა ევა დადვანი, სვანი ქალი, ჯიუტი და გადარეული სრული “შუტკმაშინკა” როგორც ემა ეძახდა. არ არსებობდა სიტუაცია საიდანაც ევა გამოსავალს ვერ იპოვიდა, სულ რომ შარში ყოფილიყო თავს ისე დაძვრენდა, ვერავინ ვერაფერს მიხვდებოდა. დიდად არ განსხვავდებოდა დადვანების ქალბატონი მისი დაქალისგან. გემოვნებით ესეც ისეთივე უბრალო იყო არაფერი გადამეტებული და გადატვირთული არ უყვარდა. გარეგნობით, საშუალო სიმაღლის სუსტი გოგო იყო, გრძელი, სწორი წაბლისფერი თმითა და საოცრად მწვანე ჭაობისფერი თვალებით, მაგრამ ემას დაეფიცება პირველად რომ შეხვდა მწვანე კიარა უზომოდ ღია თაფლისფერი იყო მწვანეში შერეული რაც მოყვითალო ელფერს დაჰკრავდა და დადვანების ქალმაც, ემასგან პრველი კომპლიმენტიც თვალებთან დაკავშირებით მიიღო. რა საოცრად გასაკვირი იყო ყველასთვის ვინც ემა იცნობდა, რადგან გოგო კომპლიმენტს თითქმის არავის ეუბნებოდა. მათი მეგობრობა არც ისე უცნაურად დაწყებულა მაგრამ ისტორია მოყოლად ღირს.. სკოლის ახალი წლის დასაწყისი იყო, და დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს ემა ხერგიანის საკლასო ოთახში დიდი ქარბორბალა შემოვარდა. დიახ, დიახ გამოიცანით ევა დადვანზე მაქვს საუბარი. შემოვიდა თუ არა მასწავლებელს მიესალმა, კლასს გაეცნო და მასწავლებლის მიერ მიჩენილ ადგილას დაჯდა ემას გვერდითა რიგში. წყნარი, დამჯერი გოგოს იმიჯი ჰქონდა მორგებული, ერთი შეხედვით კაცს მასეთიც ეგონებოდა მაგრამ ხერგიანის თვალებს რას გამოაპარებდა კაცი. ქალბატონი ემა მაშინვე მიხვდა ვინც იყო და რაც იყო დადვანი, და არც დააყოვნა ევამ მისი თეორიების პრაქტიკაში მოყვანა. მასწავლებელი რომ მიბრუნდა და დაფაზე წერა დაიწყო, რაღაც სიტყვა აერია და წააბოძიკა საუბრის დროს, აი ზუსტად ისეთი ანჯღრეული სიტყა გამოვიდა კაცი “ტროლეიბუსის” ნაცვლად რომ “ტრონტელეტიბუსს” იტყვის. სიტყვა გაისმა თუ არა ოთახში ემამ მაშივე პირზე ხელი აიფარა რომ როგორმე არაადამიანური ხარხარი შეეკავებინა და პირველივე დღეს არ აეკლო იქაურობა (მისთვის სიცილის შეკავება ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, რადგან არასდროს გამოსდიოდა) თვალები ევასკენ გააპარა რომელმაც სიტყვის გაგონებისას წარბები აზიდა, ჩაიცინა და ხარხარისგან თავის შეკავებას ზუსტად ისე ეცადა როგორც ემა. აი მაშინ მიხვდა ემა რომ არც დადვანს შეეძლო სიცილის შეკავება და რომ ისიც მასავით ყველა დეტალში რაიმე “საღადაოს” ამჩნევდა. ეს ორი ისე დამეგობრდა და შემდეგ ისე გახდნენ მეგობრებზე მეტი (არა გენაცვალე არ ვგულისმობ იმას რაც ახლა აზრად გაივლეთ) აზრზე ვერავინ მოვიდა. უბრალოდ სულიერადაც ისე დაახლოვდნენ უკვე ერთმანეთს მეგობრებს არ ეძახდნენ კარგად იცოდნენ რომ უკვე ერთურთის ოჯახის წევრები იყვნენ. მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ, მიმოწერაზე არც ერთი გიჟდებოდა მაგრამ, ამას პრობლემა არ შეუქმნია რადგან თავისუფალ დროს მაინც სულ ერთად ატარებდნენ და არც არათავისუფალ დროს იყვნენ ერთმანეთის გარეშე მაგრამ, როცა გამონაკლისები ხდებოდა, ერთმანეთისთვის მიწერასაც არ ზარდებოდნენ. მოკლედ სამაგალითო ადამიანები გახდნენ ერთმანეთისთვის და სხვებისთვისაც. მათ “დაქალობაზე” ამბები დადიოდა. ხასიათებით ორნი თითქმის ერთნაირები იყვნენ, ლაპარაკიც ერთნაირი ჰქონდათ, ერთი და იმავე ფრაზებით, ხუმრობების სტილით და რათქმაუნდა არაადამიანური სიცილით. განსხვავებული რაც ჰქონდათ ძალიან ცოტა იყო, თითქმის შეუმჩნეველი და ამ განსხვავებებითაც ერთმანეთს ავსებდნენ. არ არსებობდა რამეზე ეკამათათ ისე რომ ურთიერთობა გაფუჭებოდათ, მოუგვარებელი არასდროს არაფერი დარჩენიათ და ბოლოს კამათის მიზეზიც არ ახსოვდათ ხოლმე. ხოლმე ხოლმეებით მოსაყოლი არც არის მგონი ასეთი სულ ერთი ან ორი შემთხვევა იყო წლების მანძილზე. იმდენად უგებდნენ ერთამენთს ასეთი რამ არავის ენახა. ერთმანეთს უყვებოდნენ ისეთ რაღაცეებს არავინ არასდროს რომ მოყვებოდა სხვასთან, სასწაული ნდობა და ურთიერთგაგება ჰქონდათ ურთიერთობაში. არც გაკიცხვის ეშინოდათ არც საყვედურის და არც არაფრის. საყვადური როცა საჭირო იყო, საყვადურობდნენ ერთურთს რომ დაშვებული შეცდომა გამოსწორებულიყო. იყო სამაგალითო რჩევები. აი გაკიცხვით კი ერთმანეთს არ კიცხავდნენ და ლანძღავდნენ, მითუმეტეს სალანძღავს არც ერთი ჩადიოდა არაფერს. იყო დიდი სიყვარული რომელსაც სიტყებით “ჩემო სიცოცხლე” “ჩემო გულის კუნჭულო” “ჩემოოოო პაწაწოოო გულის დამპყრობელო” და მსგავსი ფრაზებით ამ ორიდან არც ერთი გამოხატავდა. რაიმე თბილს თუ იტყოდნენ იშვიათად მაგრამ ორივემ იცოდა რომ ეს იშვიათად ნათქვამი სხვის ყოველდრე ნაძახებზე მაღლა იდგა და იმაზე წრფელი იყო ვიდრე წარმოედგინათ. არ სჭირდებოდათ ორ მეტრიანი უაზრო ტექსტები იმითვის რომ ერთამენთისათვის რამე გამოეხატათ ან მითუმეთეს დაემტკიცებინათ. საქციელით ჩვენება ერჩივნათ ყველანაირ ვერბალურ მონოლოგებს. ვიცი ახლა ფიქრობთ რომ ეს ამბავი შეთხზულია მაგრამ, ამაზე რეალური ამბავი ჯერ მგონი არავის დაუწერია, გინდ დაიჯერეთ გინდ არა. ყველაზე სასწაული ნაწილი მათ ურთიერთობაში კი ის იყო, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, რამდენადაც არ უნდა სტკენოდა გული ან ერთს ან მეორეს ან თუნდაც ორივეს, რა საშინელებაც არ უნდა მომხდარიყო. ყოველთვის იყო მომენტი როცა იწუწუნებდნენ, იტირებდნენ, სასწაულად გამოლანძღავდნენ ვინმეს, ანდაც რაიმე სიტუაციიდან გამოსვლის გზებზე ფიქრით დაიღლებოდნენ მაგრამ, არ არსებობდა მათთან რაიმე ცუდი დიდხანს გაგრძელებულიყო. აი ეს იყო სასწაული. ცუდ მომენტებშიც კი ყველაზე ნაკლები დრო ეთმობოდა ნერვიულობას რადგან ერთამენთს საოცრად ამხნევებდნენ და ედგნენ მხარში. დაახლოებით ნახევარ საათში სულ რომ სიტუაცია ვერ გამოესწორებინათ ერთმანეთს იმედის დაკარგვის უფლებას არ აძლევდნენ, ისევ იგივე სიტუაციაში რაიმე “საღადაო” თემას მაინც იპოვიდნენ და ბოლოს მაინც სიცილით ამთავრებდნენ. ყველა მათი პრობლემა ბავშვური და ადვილი არ იყო წლების მანძლზე მაგრამ აი ასეთი ურთიერთობა ქონდათ, არ აძლევდნენ ერთამენთს დაცემის საშუალებას ან დანებების უფლებას და სწორედ ამ ორი ადამიანის მეგობრობაზე იქნება ეს ისტორია აგებული. მათ სიყვარულზე, მათ ურთიერთობებზე ერთმანეთთან და სხვა ხალხთან. და რაც მთავარია უზომოდ ბევრი სიყვარული. გინდათ მოისმინოთ ამ ორი სასწაულად გადარეული ადამიანის ისტორია რომელიც სამუდამოდ დაისაკუთრებს თქვენს გულებს? მაშინ დასხედით და ყურადღებით წაიკითხეთ და თუ ამ კარგს გახსნით, უკან გამოსასვლელ გზას ვეღარ იპოვით. _______________________________________________________ გამარჯობათ მეგობრებოო ^___^ ესეც ჩემი პირველი ისტორია საიტზე. იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ, ველოდები თქვენს შეფასებებს. პირველ თავში მინდოდა ეს ორი პერსონაში კარგად გამეცნო თქვენთვის შემდეგ თავებში უკვე უფრო მეტ რამეს ელოდეთ. მოკლედ გელოდებით ^__^ და დიდი მადლობა შენ ქ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.