შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოვიღვიძე


22-03-2020, 01:43
ავტორი მარიამმე
ნანახია 662

გამოვიღვიძე
ვახელ თვალებს და ვიწყებ მოძრაობას. ამოვდივარ მიწისქვედა ჩასასვლელიდან. ძალიან მეცნობა ეს ადგილი და ალბათ იმიტომ, რომ უკვე ვიყავი? მაგრამ როდის? დეჟავუს გრძნობა თავს არ მანებებს და ამ ფიქრებით ვარ დაკავებული, რომ მოხუცს ვეჯახები. მიუხედავად წ*ლისფერი თვალებისა, ნათლად ვამჩნევ როგორ უელავს. ხელში წიგნი უჭირავს, რომელსაც მოგზაურობა სიზმარში აწერია და სწორედ, ახლაღა ვაანალიზებ, რომ სიზმარში ვარ, თანაც უკვე ნანახ სიზმარში. მახსენდება, უწინ ზევით მივდიოდი, მოხუცსაც ავუარე გვერდი, თუმცა ახლა?! არ ვიცი რა ვქნა, ირგვივ ყველაფერი ტრილებს. პაპა მოელვარე თვალებით, ქვევით მაცილებს. არ მინდა ან მინდა? არ ვიცი... უნდობლობა მიჩნდება მის მიმართ.

-მარიამ თავს უშვეელე.
მეძახის ჩემი თავი.
-ვუშველო?!
ვუბრუნებ პასუხს.

საკუთარ თავში, გამოწვეულ ბრძოლას, გურო მაწყვეტინებს. მას ძალიან შორიდან ვიცნობ,კონტაქტიც კი არ მაქვს, მარა აქ რა უნდა? რატომ ის და არა სხვა?

-მოვედი.
-მარიამ, წავიდეთ გვაგვიანდება.
მაჩქარებს ბერიკაცი და თვალებით ვთხოვ შველას ბიჭს.
-მარიამი ჩემთან რჩება.
ამბობს გურო და შვებას ვგრძნობ.

მოხუცი , წიგნს მაჩეჩებს და კიბეების მიღმა უჩინარდება. ირგვლივ ვიხედები, უზარმაზარი გალავანია, წიგნების თაროებით შევსებული, რომელიღაც მეტროსადგურს მახსენებს, მაგრამ ვერ ვხვდები. ვარკეთილისა და ღრმა ღელეს შერწყმაა. ვიცი სიზმარში ვარ, მაგრამ მჯერა რომ რეალურად არსებობს.
გურო წიგნს მგლეჯს ხელიდან და შემთხვევით უვარდება. წიგნი იშლება 33-ე გვერდზე, სადაც ხალხია გამოსახული ხასხასა, სისხლს მოწყურებული თვალებით. ბიჭი ხელს მკიდებს და კიბეებისკენ მივრბივართ. ფსკერზე უამრავი დერეფანია, მე იასამნისფერს ვირჩევ და გურამსაც იქ მივათრევ . იმ დროს ვაგონი ჩერდება, შიგნით არავინაა,თუმცა ხალხის სულს ვგრძნობ. შიგნით ყველაფერი მორთულია ანიმეს პერსონაჟებით. ტოკიოს ქვეგრიალას ჰგავს.

-მარიამ, დარწმუნებული ხარ რომ თბილისში ხარ?
ქვეცნობიერი მეკითხება.პასუხს ვერ ვცემ, რადგან კარები იკეტება.
-შემდეგი სადგური რუბირედი
-მეღადავებით?
ვეკითხები გურის.

ის მხოლოდ მხრებს იჩეჩს და თავს მხარზე მადებზს,ყურსასმენის ერთ ნაწილს მე მიკეთებს და გარკვევით ვარჩევ Bedford falls -ის ჰანგებს.
Gad knows I am waiting for it
Gad knows I am waiting for it
არ ვიცი რეალურად მეც ჰეფი ვარ თუ არა , თუმცაღა ინდი-როკი ნირვანაში ბედნიერებით მაბრძანებს.
-ბოლო გაჩერება! Last Stop!

გურო მანჯღრევს და კვლავ გრძელ დერეფანში მივდივართ,ოღონდ წითელში . აქ ხალხია,ნუთუ ცივილიზაციას ვეღირსე? ახლოს ვარჩევ ბავშვს, რომელსაც ლალისფერი თვალები აქვს, სისხსისფერს ასხივებს.
გარშემო ყველას წითლად უელვარებს თვალები. ლაზერივით განჭვრეტენ ყველაფერს. მეშინია, გუროსაც ეშინია... გავრბივართ, გვირაბში შევდივართ, ხვლიკისფერ გვირაბში ერთი ქალი მაფრხილებს:

-არ შეიმჩნიო, გაგიგებენ და შენც მათთნაირი გახდები.

გავრბივართ, შორს , შორს და ვხედავ ყვავილებით მორთულ მდელოს.

-მარიამ, ნუთუ გააღწიე?
კვლავ ჩემი თავი მეხმიანება, სულიერად მშვიდად ვარ, მაგრამ სადაა გურო?
ვყვირი , თუმცა ამაოდ. გარშემო მხოლოდ, ნამს მოლოდინე მცენარეები:იასამნები, ტიტები, ყოჩივარდები, გვირილები არიან, რომელთაც პეპლები, ულევი ფერებით დაჰფარფატებენ. შორიდან თეთრებში შემოსილი გიორგი მოდის. მხოლოდ მიღიმის. თვალზე ცრემლი მადგება.
როგორც იცოდა , ლამაზი თვალებით მიყურებს და უხარია ჩემი შეხვედრა. ცრემლი ძირს ვარდება, ღვივდება და ახალი მცენარე ამოდის. გიოს ეკეკლუცება და შეჰხარის. უეცრად ცა იცვლის ფერს. წვიმას, სეტყვასა და ელვას აპირებს.

-რუაძინიო, დროა წახვიდე. მადლობა რომ მინახულე.

ღმერთი ბრაზობს და ბუნებით გადმოსცემს ამას...
- მე გამოვიღვიძე...





Ps.უბრალოდ, გულით გადმოვეცი. იმედია მოგეწონებათ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent