შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატარა გოგონა ზღვის პირას (მეხუთე თავი)


10-03-2019, 23:39
ავტორი fireending
ნანახია 1 770

-რაშვები,დაგეძინა _უსაყვედურა ლუკას დამიანემ,მას შემდეგ,რაც ეს უკანასკნელი მანქანაში ჩაჯდა
-გაგიკვირდება და კი _გაეცინა ლუკას
-გეტყობა ,როგორი ჩაწითლებული გაქვს თვალები
-რაა?მართლა?_თქვა ლუკამ და მანქანის სარკეში ჩაიხედა.
-კარგი არ ინერვიულო ,წითელ თვალებშიც სიმპატიური ხარ ცუნცულ
-გაგაცუნცუნცულებ შენ მე_გაეცინა ლუკას და ღვედი შეიკრა
-აბა,სად მივდივართ?_იკითხა დამიანემ და მანქანა დაქოქა
-ახალი რესტორანი გაიხსნა,ხომ იცი და მინდა ანა და ლანა დავპატიჟო,ერთად ვისადილოთ ,რადგან დღეს გადაღებები არ გვაქვს_უპასუხა ლუკამ
-კარგია_უპასუხა მან-ანუ ლანაც წამოვა?_გაუხარდა მამაკაცს და თან ცდილობდა არ შეემჩნია
-კი, აბა რა
-კარგია.
-ჰო.ისე ლნას ხშირად ახსენებ ამ ბოლო დროს_თქვა ლუკამ და მეგობარს გახედა
-ჰო?არ ვიცი ისე უბრალოდ...
-უბრალოდ ..._ღიმილით გაიმეორა ლუკამ მეგობრის ნათქვამი
-რა?_გახედა დამიანემ
-არა,არაფერი_ჩუმად ,ისე რომ დამიანეს არ დაენახა ჩაეღიმა ლუკას.მშვენივრად ხვდებოდა,რომ საქმე ასე უბრალოდ არ იყო.მეგობარს კარგად იცნობდა და ხვდებოდა როდის რას ფიქრობდა ან გრძნობდა.
-ჰო მართლა,შენ რისი მოყოლა გინდოდა?_ჰლოთხა დამიანემ
-ძალიან მაგარი რამ მოხდა.ანას ეხება_ბედნიერებისგან აუციმციმდა თვალები ლუკას
-მართლა?_გაეღიმა დამიანეს -მომიყევი
-გახსოვს ხომ ანას სახლში ნახატი რომ დავინახე,პატარა გოგონა რომ ეხატა
-კი,როგორ არა._უპასუხა დამიანემ-მერე?_დაინტერესდა ის
-ჩემი დახატულია
-მართლა?_ჰკითხა გაკვირვებულმა
-ჰო,ადრე,როდესაც პატარა ვიყავი და ბათუმში ვისვენებდი ერთ პატარა გოგოს ვხედავდი და ის დავხატე,შემდეგ კი გოგონას ვაჩუქე.წლების შემდგ კი აღმოჩნდა რომ ეს გოგო ანაა.მისი ნაჩუქარი სამაჯურიც მქონდა შენახული
-სერიოზულად?_თქვა გაოცებულმა და გახარებულმა-რა მაგარია
-კი,ძალიან ვარ გახარებული.ხომ იცი ანას მიმართ რასაც ვგრძნობ და ახლა კიდევ უფრო ძლიერი ხდება ეს გრძნობა.
-ვიცი,კი და ძალიან მიხარია,რომ ანასთან ბედნიერი ხარ.თან რა აგრა მიეწყო რა ყველაფერი,თქვენი შეხვედრა,შემდეგ ანას სერიალში შემოსვლა,ახლა კი თურმე ბავშობის მოგონებაც გაკვშირებთ.ფილმს გადაიღებდა რა კაცი თქვენზე_გაეცინა დამიანეს
-არ იქნებოდა ისე ცუდი აზრი_გაეცინა ლუკასაც-აქეთ შეუხვიე,მოკლე გზაა_მიუთითა დამიანეს
...
-ანუ,ერთმანეთს აკოცეთ?_ჰკითხა ლანამ აღტაცებით მეგობარს,მას შემდეგ,რაც ანამ წუხანდელი ამბის შესახებ უამბო.
-ჰო,თუმცა ეს ალბათ ...არ ვიცი არ ვფიქრობ,რომ დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭო ამ ამბავს_თქვა ანამ და ფანჯრის რაფაზე,ლანას მოპირდაპირედ ჩამოჯდა.
-კი მაგრამ რატომ?_გაუკვირდა ლანას-ერთმანეთი მოგწონთ,კიარადა სიყვარულშიც გამოგიტყდა
-ლაან,მგონი ეს მხოლოდ ზედმეტი ემოციების გამო მოხდა,ბავშვობის ამბავი გავიხსენეთ,ორივე ავღელდით და...
-არა მგონია მხოლოდ ამის გამო მომხდარიყო ეგ_თქვა ლანამ-ვხედავ ,ლუკა როგორ გიყურებს და ეს მხოლოდ წამიერად ემოციების აყოლა არაა ანა,დამიჯერე
-არ ვიცი... შენ ასე ფიქრობ?_ჰკითხა ანამ
-რა თქმა უნდა ,აი ნახავ,დრო ყველაფერს გიჩვენებს.-ხელი ხელზე დაადო ანას-ისე, რა მაგარია ამბავია_გაეღიმა ლანას
-ჰო_გაეღიმა ანასაც-ვერც კი გადმოვცემ თუ რა ვიგრძენი,როდესაც ის სამაჯური ლუკას ხელში დავინახე
-მგონია,რომ ფილმის სცენარს მიყვები_გაეცინა ლანას-მართლა ძალიან მაგარია.წარმოიდგენდი,რომ ამდენი წლის შემდეგ შეხვდებოდი იმ პატარა ბიჭს?
-ნამდვილად ვერა_უპასუხა ანამ -თუმცა ჩემი ბავშვობის ის ეპიზოდი არასდროს დამვიწყებია.მართალია მას შემდეგ 20 წელი გავიდა და მე სულ რაღაც 6 წლის ვიყავი,თუმცა ღამით ხშირად ვხედავდი სიზმარში იმ სანაპიროს,ჩემ თავს და ლუკას,ისევ ერთად ვთამაშობდით.ეს ძალიან ლამაზი მოგონებაა და ახლა ამ ყველაფერმა ძალიან ამაღელვა ამდენი ხნის შემდეგ.
-ახლა რას ფიქრობ?რას აპირებ?_ჰკითხა ლანამ-ლუკას მიმართ რასგრძნობ?
-ჯერ არ ვიცი,თუმცა მის გვერდით კარგად ვარ,ყოველთვის ბედნიერი ვარ როცა ვხედავ
-ხომ ხედავ,ეს უბრალოდ გრძნობების აყოლა არ იყო მხოლოდ,ნეტავ ხედავდე შენ თავს,როდესაც ლუკაზე საუბრობ,თვალები გიბრწყინავს_გაეღმა ლანას
-ლუკა და დამიანე მოვიდნენ_თქვა ანამ მას შემდეგ,რაცკ არზე ზარის ხმა გაიგო და ფეხზე წამოდგა.
მართალიც აღმოჩნდა.გოგონებიც უკვე მზად იყვნენ და ლუკასთან და დამიანესთან ერთად ქვემოთ ჩავიდნენ.
კარგი ამინდი იყო,ნოემბრის ბოლო იყო,თუმცა უჩვეულოდ თბილი დღე იყო.რესტორანშიც კარგი გარემო დახვდათ.თბილმა ამინდმა კი კიდევ უფრო მეტი ხალისი შემატა მათ.
ერთად ისხდნენ და მხიარულად საუბრობდნენ,როდესაც მათთან რამდენიმე ადამიანი მივიდა და დამიანეს ,ანას და ლუკას, მატთან ფოტოს გადაღება სთხოვეს.მსგავსი რამ ხშირად ხდებოდა და ყოველთვის უხაროდათ როდესაც სიყვარულით ხვდებოდნენ ხალხი,ამიტომ არც ახლა უთქვამთ უარი და ყველა მსურველთან სიამოვნებით გადაიღეს ფოტო.შემდეგ კი თავიანთ მაგიდას დაუბრუნდნენ და უკვე დესერტიც შეუკვეთეს.
-ლუკა.რა მოხდა?_ჰკითხა ანამ მამაკცს როდესაც შეამჩნია,რომ ერთი მიმართულებით დაჟინებით იყურებოდა და სახეზე უკმაყოფილოგამომეტყვლება ჰქონდა
-გვანცა რობაქიძე_ზიზღით წარმოთქვა ლუკამ
ყველამ იმ მიმართულებით გაიხედა საითკენაც ის იყურებოდა.
-დაიკიდე რა,ნუ მიაქცევ ყურადღებას _ცივად თქვა დამიანემ და გვანცას ზურგი აქცია.
-ეს ის გოგოა არ არის ჩემ მაგივრად რომ უნდა მიეღო როლი?_იკითხა ანამ
-კი ეგაა,და ძალიანაც კარგი რომ ვერ მიიღო_ისევ ზიზღით თქვა ლუკამ
-კი მაგრამ რა ხდება.ასე რატომ ერჩი?_იკითხა ანამ-მახსოვს,ადრეც მის ხსენებაზე სახე შეგეცვალა.
-არც კი მინდა გახსენება_ჩაილაპარაკ ლუკამ
-არაუშავს ლუკა,ჯობს გოგონებმა იცოდნენ..._საუბარში ჩაერთო დამიანეც-ეს მე მეხება
-შენ?_გაუკვირდა ლანას.
-ჰო,ადრე ურთიერთობა გვქონდა,თუმცა ცუდად დასრულდა ყველაფერი.
-ცუდად? რბილი ნათქვამია_ზიზღით სავსედ ჩაეღმა ლუკას
-მე ვერ ვამჩნდევდი თუ როგორი ადამიანი იყო,ლუკა კი მიხვდა ამას,მიხვდა,რომ მოღალატე იყო და ჩემთნ მხოლოდ გამორჩენის მიზნით იყო,ამიტომაც გვანცამ აითვალწუნა და ცდილობდა ლუკასთან დავეშორებინე,ყველანაირად ცდილობდა,რომ ერთმანეთი შეგვზიზღებოდა.არც კი მინდა გახსენება...
-არც უნდა გავიხსენოთ_თქვა ლუკამ-მიხარია,რომ ჩვენი ცხოვრებიდან გამქრალია.
-კარგი.ბიჭებო,არ გვინდა ცუდზე ლაპარაკი კარგი? _თქვა ანამ-ცუდ ხალხს კარგი დღე არ
ჩავაშხამებინოთ.თანაც ხომ გახსოვსთ ჩვენი სერიალის გვერდს მალე ორი მილიონი მოწონება ექნება_თემის შეცვლა სცადა მან
-ჰო ეგ ძალიან მაგარია_თქვა ლუკამ-ბაჩოც გახარებულია
-ერთი სული მაქვს ხვალინდელი დღე დადგეს_თქვა ანამ-უკვე ისე მივეჩვიე გადაღებებს,რომ ვეღარ ვითმენ
-ჯერ სად ხარ?_გაეღმა დამიანეს-ყველაფერი წინაა
-აბა რა _თქვა ლუკამ და შამპანიურის ბოთლი აიღო,ყველას ჭიქა შეავსო და ბოთლი გვერდზე დადგა-მოდი ჩვენ სერიალს და ჩვენ გაგვიმარჯოს თქვა მან.
კვლავ კარგ ხასიათზე დადგნენ და ის უსიამოვნებაც გადაავიწყდათ,ცოტა ხნის შემდეგ კი წასვლა გადაწყვიტეს. რადგან ცოტა შმპანიური დალიეს გადაწყვიტეს რომ ტაქსი გამოეძახებინათ.ორი ტაქსი გამოიძახეს,ლუკა ანას გაყვებოდა,ხოლო დაი=მიანე კი ლანას.
გარეთ იდგნენ,რესტორნის წინ და ტაქსს ელოდნენ,როდესაც ანას შეუმჩნევლად მიუახლოვდა გვანცა და დაეჯახა.გოგონას ჩანთა გაუვარდა ხელიდან.გვანცამ აიღო და მიაწოდა.
-ფრთხილად უნდა იყო_თქვა გესლიანად-იცოდე ვინ მოდის შენკენ,რომ არავინ დაგეჯახოს და ყველაფერი ამ ჩანთასავით არ გაგივარდეს ხელიდან_ცინიკურად ჩაიღმა გვანცამ.
-იქნებ გაქრე აქედან ,სანამ კარგ ხასიათზე ვარ_ხმას აუწია ლუკამ
-ჰო...აი რატომაც მიიღე როლი,მოხერხებული გოგო,გამოიჭირა ბიჭი_დაცინვით თქვა გვანცამ შემდეგ ლუკას და ანას ახედა,ასევე თვალს არ აცილებდა დამიანეს და ლანას,რომლებსაც ხელი ჰქონდათ ჩაკიდებული
გაბრაზებული დამიანე გვანცასკენ წავიდა ,თუმცა ანამ შეაჩერა და თვითონ მიუახლოვდა გვანცას
-გვანცა გქვია არა?_თქვა დაცინვით-მე არ მახსოვხარ,ერთი ორ ძველ რეკლამაში მეყოლები ალბათ ნანახი.ჰო და რა ქენი იმკურნალე?კიდევ ხომ არ სვამ?მახსოვს რატომაც ვერ მიიღე როლი,მთვრალი იყავი და ვერ მოხვედი გადაღებებზე.იქნებ ახლაც მთვრალი ხარ.მოდი ფულს მოგცემ და მინერალური წყალი იყიდე გინდა?_ჩანთა გახსნა ანამ და თან სახიდან ირონიული ღიმილი არ შორდებოდა
გვანცა კი თანდათან კარგავდა მოთმინებას.სიბრაზისგან სახეზე წამოწიტლდა.უნდოდა ანასთვის და დანარჩენებისთვის ნერვები აეშალა,ახლა კი თვითონ ნერვებაშლილი და გაწბილებული იდგა მათ წინ.არაფერ უთქვამს.უკან გაბრუნდა და ჩქარი ნაბიჯებით ჩაუხვია პირველივე მოსახვევში.
-უჰ საწყალი_გაეცინა ლანას.
-მაგარი ხარ_თქვა ლუკამ-როგორ გარბოდა დაინახეთ?_სიცილს ძლივს იკავებდა ის.
...
-აი ეს ბინაა _უთხრა დამიანემ ტაქსის მძღოლს.შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და ლანას კარი გაუღო.
-დროებით_უთხრა ლანამ და შემდეგ ერთმანეთი გადაკოცნეს.
-მიხარია,რომ დღე შენ გვერდით გავატარე_ეუბნებოდა დამიანე და თან მისი ხელი ეჭირა
ლანას გაეღიმა და თვალები ქვემოთ დახარა.
-მეც_უპასუხა გოგონამ
-იმედი მაქვს კიდევ გნახავ მალე_უთხრა დამიანემ და სახეზე მოეფერა
-უნდა წავიდე თქვა ლანამ
-კარგი,დროებით_უპასუხა მამაკაცმა და გოგონა გადაკოცნა,დაელოდა სანამ სადარბაზოში შევიდოდა და ტაქსში დაბრუნდა.
არც დამიანეს და არც ლანას წარმოდგენა არ ჰქონდათ,არ შეუნიშნავთ,რომ იქვე,კორპუსის კუთხეში,კედელს ამოფარებული ირაკლი,ლანას ქმარი უყურებდათ.ზიზღით და შურისძიებით სავსე თვალებით,რომლებშიც ავის მომასწავებლად ღელავდა ბოროტება.
...
-ანა_დაუძახა ლუკამ ,სანამ გოგონა სადარბაზოში შევიდოდა.
-ჰო_მიუბრუნდა მამაკაცს
-მინდა გუშინდელზე...
-ლუკა,უშინ აღელვებულები ვიყავით ორივე და რაც მოხდა უბრალოდ...
-ბედნიერი ვარ იმით,რაც მოხდა ანა_უთხრა ლუკამ და გოგონას ხელები წელზე მოხვია-ისევ მინდა გავიმეორო...მე შენ მიყვარხარ და ამის თქმით არ დავიღლები
-მეც_წარმოთქვა ანამ და მამაკაცს აკოცა.
-ძალიან მიყვარხარ_გაიმეორა ლუკამ კიდევ ერთხელ და ანას მაგრად მოეხვია.ცოტა ხანს ასე ისხდნენ,საღამო იყო და ცოტა აცივდა,თუმცა ახლა ისე ღელავდნენ სასიამოვნოდაც კი ეცვენებოდათ ის ცივი ნაზი სიო,რომელიც მათ სახეებს და თმას ეხებოდა.ერთმანეთთან ახლოს ყოფნით და ირგვლივ გამეფებული სასიამოვნო სიჩუმით ტკბებოდნენ.
-უნდა წავიდე_სიჩუმე დაარღვია ანამ
-არ მინდა შენი გაშვება_ჩასჩურჩულა ყურში
-არც მე მინდა წასვლა_გაეღიმა ანას-მაგრამ ხომ იცი ხვალ დილიდანვე ვართ გადაღებებზე
-მაშინ დილამდე უნდა გავძლო შენ გარეშე_გაეცინა ლუკას და გოგონას კიდევ აკოცა
-ღამე მშვიდობისა _უპასუხა გოგონამ და მანაც აკოცა.
...
გადაღებები მთელი დღე გაგრძელდა,ყველანი საკმაოდ დაიღალნენ.თანაც ანა გაციებული იყო და დღის ბოლოსკენ ყელიც უფრო მეტად ატკივდა. გოგონა დივანზე იჯდა,როდესაც დამიანე მიუახლოვდა,რომელსაც ხელში ცხელი ჩაით სავსე ფინჯანი ეჭირა.
-დალიე ანა_მზრუნველი ხმით უთხრა გოგონას და ჭიქა მიაწოდა
-დამი მადლობა_ღიმილით უპასუხა ანამ და ფინჯანი გამოართვა.
-როგორ ხარ_ჰკითხა დამიანემ და მის გვერდით ჩამოჯდა.
-არამიშავს,ყელი მტკივა
-ჰოდა ჩაი მოგიხდება_თქვა დამიანემ და გოგონას მხარზე დაადო ხელი,შემდეგ ქურთუკი გაიხადა და ანას მოაფარა.-თბილად იქნები_თქვა მან
-ახლა მამაჩემს მაგონებ_გაეცინა ანას
-მართლა_გაეცინა დამიანესაც
-კი ,ზუსტად შენსავით მამშვიდებს,ჩაის მიმზადებდა როცა გავცივდებოდი და თბილად ჩამაწვენდა ხოლმე,ახლაც ასე იქცევა.
-რა კარგია_თქვა მამაკაცმა-ბედნიერი ხარ,რომ მზრუნველი მამა გყავს გვერდით,მე კიდევ არასდროს მინახავს მამაჩემი,დედაც ადრე დავკარგე_სევდა ჩაუდგა თვალებში
-დამი_სახეზე მოეფერა ბიჭს ანა და ხელი მოხვია-მესმის შენი,დედა მეც ადრე დავლარგე,არც კი მახსოვს წესიერად,მაგრამ საბედნიეროდ მამა მყავდა გვერდით.შენ კი ჩვენ გყავართ,მე ლუკა და ლანაც
-ვიცი და მიხარია.მიხარია რომ გაგიცანი_ხელზე მოეფერა გოგონას და მხარზე თავი დაადო.
-მამა_გაუკვირდა ანას,როდესაც სტუდიაში მამამისი დაინახა და ფეხზე წამოდგა
ბექა შვილს მოეხვია,შემდეგ დამიანეს მიესალმა.ანამ დამიანე და ლუკა მამას გააცნო.გოგონას ძალიან გაუხარდა მისი დანახვა.
-გამიხარდა რომ მოხვედი,თუმცა გამიკვირდა_უთხრა გოგონამ მამას
-ხომ დაგპირდი,როგორც კი დრო მქონდ მოვედი _თმაზე მოეფერა შვილს-შენ რა ხმა გაქვს გაცივდი ხო?გეუბნები თბილად ჩაიცვი თქო მაგრამ არ მისმენ _უსაყვედურა შვილს
-ცოტა გავცივდი,ნუ გეშინია გადავრჩები_გაეცინა ანას და მამას აკოცა-თანაც დამიმ ცხელი ჩაი დამალევინა და ახლა ყელი აღარ მტკივა
ბექამ და დამიანემ ერთმანეთს შეხედეს,ორივეს გაეღიმა.ბექა მათკენ მომავალი ბაჩოსკენ წავიდა,ძველ მეგობარს გულთბილად მოეხვია და მოიკითხა.დიდი ხნის უნახავებს სალაპარაკოც ბევრი დაუგროვდათ,ამიტომაც ცალკე ოთახში გავიდნენ,ხოლო ანამ გადაწყვიტა სტუდიის მისაღებში ,ლუკასთან ერთად დალოდებოდა მამას.დამიანემ კი სტუდია დატოვა,თუმცა მალევე შემობრუნდა,რადგან აღმოჩნდა,რომ ტელეფონი ოთახში დარჩა. გრძელ დერეფანს გაუყვა,ოთახი,სადაც მას ტელეფონი ოთახში დარჩა ბაჩოს კაბინეტის გვერდით იყო,კაბინეტის კარი ოდნავ ღია იყო,დამიანე შეჩერდა,რადგან მის სახელს მოკრა ყური,რომელსაც ბაჩო ახსენებდა,დამიანეს გაუკვირდა და ამიტომაც შეჩერდა.
-მოიცა,დამიანე?რისი თქმა გინდა ბაჩო?_გაუკვირდა ბექას
-ბექა.ცოტა მძიმე თემაა.ვიცი,ვიცი,რომ ამაზე ადრეც უნდა დაგლაპარაკებოდი.მაგრამ ლილის შევპირდი,რომ არაფერს გეტყოდი
-ლილი?_ჩურჩულით წარმოთქვა დამიანემ-დედაჩემს რატომ ახსენებენ?გაუკვირდა მას
-ბაჩო,გისმენ,რადგან დაიწყე ახლა მითხარი,რაც გაქვს სათქმელი.ლილი რა შუაშია,ხომ იცი მას შემდეგ მასზე არაფერი გამიგია,თავს მარიდებდა და მისი კვალიც დავკაგე
-დამშვიდდი გთხოვ,ახლა რაც უნდა გიტხრა უბრალო რამ არაა_აღელვებული ხმით საუბრობდა ბაჩო და თან ოთახში ბოლთას სცემდა.- მოკლედ,განაგრძო მან, ლილი ,დამიანეს დედაა
-რა?_ფეხზე წამოდგა ბექა,თითქოს უკვე მიხვდა რის თქმას ცდილობდა ბაჩო.
-ჰო... შენ ხარ დამიანეს მამა.ამ ამბის დამალვა მე აღარ შემეძლო,ლილიმ პირობა დამადებინა,მაგრამ ეს აუცილებლად უნდა მეთქვა შენთვის ბექა,უნდა იცოდე,რომ დამიანე შენი შვილია,ამას ვეღარ დავ,ალავდი,მითუმეტეს მას შემდეგ,რაც ანა გავიცანი და გავიგე,რომ შენი შვილია_თქვა ბაჩომ და აღელვებული ელოდა ბექას რეაქციას.
დამიანე სუნთქვაშეკრული და გაშეშებული იყო,არ იცოდა რა გაეკეთებინა,გაოგნებული და დაბნეული იდგა,მხოლოდ ის მოახერხა,რომ ნელი ნაბიჯებით გასულიყო სტუდიის შესასვლელში,სადაც ანა და ლუკა ისხდნენ.



ძალიან კარგი იყო

 


№2 სტუმარი სტუმარი ჯინსების თაობა

ერთ-ერთი საუკეთესოა heart_eyes heart_eyes არდააგვიანო რა, მალე დადე ახალი თავი innocent

 


№3  offline მოდერი მარტო სახლში

ძალიან კარგი იყოო არ დააგვიანო და მალე დადე რა ახალი თავი <3

 


№4  offline წევრი fireending

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან კარგი იყო

დიდი მადლობა ♥

სტუმარი ჯინსების თაობა
ერთ-ერთი საუკეთესოა heart_eyes heart_eyes არდააგვიანო რა, მალე დადე ახალი თავი innocent

მადლობთ ♥ ავტვირთე ახალი თავი და იმედი მაქვს მალე გამოქვეყნდება .

მარტო სახლში
ძალიან კარგი იყოო არ დააგვიანო და მალე დადე რა ახალი თავი <3

მადლობა,რომ კითხულობთ ,მალე იქნება ახალი თავიც ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent