შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საცდელი კურდღელი III


22-03-2020, 19:56
ავტორი Nino katcheishwilli
ნანახია 941

თავი მესამე
ყავა და კრუასანები ვანილის არომატით.



თბილისური საღამოები.
არა,ბალები და სალონები ნამდვილად მეცხრამეტე საუკუნის გადმონაშთია.
ნაღებ საზოგადოებას შესაკრებად “დაუჯერებელი ცრემლებისა” და “კართა კრებების” გარდა არც არაფერი სჭირდება.
ალექსანდრე მაჩაბელის გაუჩინარებიდან სამ თვეში,ისევ ალექსანდრე და ახლა უკვე,მეც განხილვის კარგი საგანი ვიყავით.
ერთი კვირა ნამდვილად დამჭირდა ამ უსახურობასა და ურეაქციობას,ჭორებს რომ შევგუებოდი. ერთი კვირის შემდეგ გიორგი მოვიდა და მითხრა,გეყოფა გლოვა,ვაება დროა საქმეს შევუდგეთო.
მეც,ყოველგვარი კითხვის გარეშე გიორგის ნებას დავყევი. შავი კაბა ჩავიცვი,შავი თავსაბურავი მოვიხვიე და “დაუჯერებელი ცრემლების” სანახავად გავეშურე თბილისის ყველაზე ფეშენებელური უბნის,ყველაზე პეროიანი ქალის წვეულებაზე.
-წვეულებაზე,რატომ? -ვკითხე გიორგის როცა აზრი დამიბრუნდა.
-კარგი ახლა,დაფიქრდი. ყველაზე ბევრი და საფუძვლიანი ჭორი სად შეიძლება ერთად,თავმოყრილი კრებულივით ნახო. -მეც გავიღიმე და ლამაზი,ცოტა ვინტაჟური სახლისკენ შემართებით გავეშურე.
რამდენიმე ფარისევლური ღიმილი,სამი ჭიქა შოტლანდიური “სკოჩი” ,”Single Malt” და რამდენიმე ერთმანეთისგან თითქმის არაფრით,თან ყველაფრით განსხვავებული ჭორი ჩემს ხელში აღმოჩნდა.
საღამო თითქმის უკვე იწურებოდა მეც რომ ვიფიქრე,ყველაფერი რიგზე მიდის მეთქი,მაგრამ ალექსანდრეს ნათლიამ, ამირან ბჟოლიავამ სწორედ მაშინ მითხრა:
-კესო,ვიცით არც ხალისი გექნება და არც განწყობა,მაგრამ წაგვიკითხე რამე,ამხელა მწერალი ქალი ხარ.. -ოთახში არასასიამოვნო სიჩუმე ჩამოვარდა.მერე როგორც ყოველთვის,ერთს მეორე,მეორეს მესამე აჰყვა. ბოლო წამამდე არ ვაპირებდი,გიორგის მუჯლუგუნმა სანამ არ შემირყია აურა.
-კარგით,წავიკითხავ. -ყოყმანით ამოვილაპარაკე და გამოცარიელებულ,შემაღლებულ ადგილზე დავდექი,ყველასთვის რომ თავისუფლად მიმეწვდინა ხმა. -რა თქმა უნდა,ეძღვნება ალექსანდრე მაჩაბელს,რომელიც,დარწმუნებული ვარ მისმენს და კარგადაც მხედავს. -ბოლო წინადადება გუმანის თანხლებით ვთქვი და რეალობას ცოტა ხნით გამოვეთიშე.
-
შეხვედრა.
უცხოობა.
წყენა.
და
ფიქრი შენზე.
ფიქრი რეალურობის აღქმის შენეულ ვერსიაზე,რამდენად ჩაწვდომადი იყო. ფიქრი ერთმანეთის პოვნა არპოვნის თეორიულ საფუძველზე.
ფიქრი.
ჩვენ.
ზე.
აწყობილი ფაზლი.
და ერთი ხელის მოსმით დანგრეული გრძნობათა კოშკი.
მე დავსრულდი შენში.
მე შენს ეგოში დავმთავრდი.
მე ვუბიძგე შენს ცნობიერს,რომ არაცნოებიერიდან ამოვეშალე.
და.
წაგშალე ჩემში.
და აღარ არსებობ სამყაროს ჩემეულ მოდელში.
და დაუწყებელი,ჩაუფიქრებელი ან იქნებ ჩაფიქრების პირველად სტადიაზე,საცობით დავახშე ყველა,თუნდაც არც ერთი,მაგრამ ჩემში არსებული თითოეული წიწკვნის მაუწყებელი გრძნობა და აღარც გრძნობის თეორიული ასლი.
დასასრული.
არაფრის დასაწყისი ჩვენში.
მე და შენში.
არაფრისმომცემი იდუმალების მზერა და სამყაროსმოწყვეტილი ლანდი უკუნისამდე.
ფინიშსმიუღწეველი გრძნობა,რომელიც ცრის სიცივის ნაკადს ჩემში.
მე დავმთავრდი შენს აღქმაში.
შენ გაქრი ჩემი თვალთახედვის არედან.
ჩვენ-რომელიც არ არსებულა.
შენ არ წაიკითხავ მომდევნო თავს ისტორიათა თხრობის ჩემეული ვერსიიდან.
მე არ დავინტერესდები შენი ინტერპრერირებით გაგრძელებულ სათხრობზე.
ის,ის რომელიც არ ვიცი.
სიცივე.
გაქარწ....ბა.
დამწუხრება.
მოლოდინი.
ირეალურობა.
მე. შენ.
We'll be alive,but not for each other.
დასასრულის დასაწყისის დასასრული.

კითხვა დავამთავრე თუ არა,ალექსანდრეს ნათლიაშვილი,ვეკო გამოეყო ხალხს და მომმართა.
-შენგან ვინც გარბის ყველას ასეთ რამეებს უწერ,კესანე? -ამ ყველაფერს ხომ გააზრება უნდოდა,ჰარმონიულ სიჩუმეში ადრენალინის დავლა კარგად ვიგრძენი,თითქოს გავიგონე კიდეც. სახეზე წამოვხურდი,თავი ნელა ამოვწიე და წითურ გოგონას შევხედე,რომელიც მტრულად მიმზერდა.
-კი,თითქმის ყოველ დღე მირბის ხალხი ჩემგან და მეც ასეთ რამეებს ვუწერ,ვერიკო. -ოდნავ დამცინავი ღიმილი ავიკარი სახეზე და გიორგის ხელი ვიგრძენი წელზე,ჩემი მშვიდად გაყვანის მიზნით.
-როგორ შეგიძლია გიორგისთან იყო,სულ რამდენიმე თვეა რაც დავკრძალეთ,კესო! - იყვირა ვეკომ და იქვე ჩაიკეცა. მკვეთრად მივტრიალდი ვეკოსკენ და მამამისის ხელში მისვენებული რომ დავინახე ლამის მეც ჩავიკეცე.
რამდენიმე წუთში,უკვე სასწრაფოს რომ დაურეკეს,გიორგიმ ხელი მომკიდა და იქედან წამომიყვანა.
-თითქოს,ვიგრძენი რომ სადღაც იქ იყო. -ვუთხარი გიორგის. გიომაც დაეჭვებით გადმომხედა.
-იცი,შენი გუმანი დიდად არ მომწონს და არც მახარებს ეგ ფიქრები დღემდე რომ გიტრიალებს თავში. -წარბაწეულმა შემომხედა და ისევ გზას გახედა. მანქანაში სრული სიწყნარე იყო,მერე ხელი ნელა მაგნიტოფონის ჩამრთველისკენ წავიღე და წითელ ღილაკს დავაწექი.
Harry Sts- Canyon Moon გაისმა უცებ.
-არა! -ვიყვირე და სიცილი დავიწყე. -ვიცოდი რომ ჰარის უსმენდი. -სიცილს არ ვწყვეტდი და გიორგიც ავიყოლიე.
-ნუ დამცინი. -ღიმილნარევმა მითხრა და მანქანი მართვა ფრთხილად განაგრძო. -რამე ახალი და საინტერესო ხომ არ გაგიგია? -მკითხა მოურიდებლად.
-არ ვიცი,რამდენად საინტერესო და ხელჩასაჭიდია,მაგრამ ლია მენაბდე ამბობდა,სანდროს რუსი მტრები ჰყავდა და მაგიტომაც წამოვიდა თავის დროზე რუსეთიდანო,იმათი ხელი ურევია ამ ამბავშიცო. -თვალმოჭუტულმა გადავხედე.
-სისულელეა,სრული სისულელე. -მობეზრებულმა ჩაიქნია ხელი. -მე და სანდრო ერთად წავედით,არ გახსოვს,ეგ არ გამომეპარებოდა,და გამოპარვაც რომ არ იყოს,თვითონ მეტყოდა,კარგი რა! -თავი გაიქნია და მართვა განაგრძო.
-შენ,შენ გაიგე რამე? -შევუბრუნე კითხვა და ინტერესიანად მივაჩერდი.
-კი,მე გავიგე! -გამომხედა. -დამპირდი,რომ არ ინერვიულებ,გთხოვ! -იმედიანად მიყურებდა .
-მითხარი! -შევუყვირე და დაველოდე.
-მარიამთან დადიოდა და მარიამის ძმამ მოკლაო. -რაც შეეძლო სწრაფად თქვა გიორგიმ და ჩემს რეაქციას დაელოდა.
-არ მჯერა,მაგრამ არ გამოვრიცხავ. -ალოგიკურ პასუხამდე არაადეკვატურმა რეაქციამ მიმიყვანა. -მაგრამ ცოცხალი მგონია,ამ ეჭვებს რა ვუყო. -გავფაციცდი.
-იმიტომ,რომ მკვდარი არ გინახავს,გასიებული ჰქონდა მთელი ტანი,სამი დღის მერე ძლივს მივაგენით მტკვარმა რომ გამორიყა. -მე პარიზში წასვლა ვამჯობინე მთელს თბილისურ დრამატურგიას და სანდროს დაკრძალვაზეც კი არ გავჩერდი.
-არა,ეს სხვა შეგრძნებაა გიორგი,ამას შენ ვერ გაიგებ. - ფანჯარაში გავიხედე თუ არა გიორგიმ მანქანა გააჩერდა.
-მოვედით. -მითხრა და ჩემს სახლზე მიმითითა.
-ნახვამდის,რამეს თუ გაიგებ დამირეკე. -მანქანიდან გადავედი და ფანჯარაში შევყე თავი. -იცოდე,საათს მნიშვნელობა არ აქვს,რამეს თუ გაიგებ,მაშინვე მირეკავ. -ხელი ხელზე მივარტყი და სახლში შევედი.
-კესო,შემო,კრუასანები და ყავა არ გინდა? -დედაჩემმა გამომძახა სამზარეულოდან.
-ვანილის არომატით? -ოდნავ ხმამაღლა ვუთხარი და მოპირდაპირედ მდგარ ლარნაკს დავაკვირდი. ამ ლარნაკის წინაპარი ალექსანდრემ გატეხა ჩუმად შემოპარვა რომ გადაწყვიტა ჩემს სახლში და მთელი ოჯახი ფეხზე წამოახტუნა ორ წამში. ლუკას გაკვირვებული უყურებდა დედაჩემი,აქ რა უნდა ამ ბიჭსო და ვითომ მეც არ ვვარსებობდი ისე გავიძურწე საძინებელ ოთახში.
ალექსანდრე მაჩაბელი. იმდენი რამ მაკავშირებს მასთან,იმდენი აუსრულებელი ოცნება და იმდენი კარგი,ცუდი,სასაცილო,სატირალი მოგონება.
ალექსანდრე მაჩაბელი.

ჩემი სახლიდან დემონსტრაციულად მოსვლა/წასვლის შემდეგ,მთელი ზაფხული სანდროზე ვფიქრობდი. ჩემს თავზე კი ნერვები მეშლებოდა საცოლიანი კაცი რომ შემიყვარდა.
აგვისტოს ცხრაში,დილით,გამთენიისას სანდრომ დამირეკა ტელეფონზე.
-კესარია,ხომ არ გაგაღვიძე. -დამტკბარი ხმით მკითხა.
-კი,გამაღვიძე. -ვუთხარი მჭახედ.
-ეგ არაფერი,შენს სახლთან გელოდები. -რამდენიმე წამი შეჩერდა და ისევ განაგრძო. -ჩემზე თუ რამე დაწერე,კრებული თან წამოიღე. -ტელეფონი გამითიშა და გაკვირვებული დამტოვა საკუთარ თავთან. მეც,ეგოისტურად ავდექი და ფეხებზე დავიკიდე მისი საცოლე,ის,თუ რას იტყოდა მთელი თბილისი ჩემს საქციელზე და ჩემივე ბედნიერებისთვის,ნახევრადშიშველი კრებულითურთ გავვარდი სანდროს სანახავად.
-შეგცივდება. -მახსოვს პირველი რაც მითხრა.
-ეგ არაფერი. -თავი გავაქნიე. კრებულს გადახედა უცებ და ისტერიული სიცილი ატეხა.
-ვიცოდი რომ ჩემზე წერდი. -მოურიდებლად მითხრა და მანქანის კარი გამიღო. -ჩემთან წავიდეთ. -მანქანაში დაჯდომა და მისი ინიციატივა ერთი იყო. -ყავას ხომ დალევ. -გადმომხედა საკუთრებასავით და საქარე მინას გახედა.
-მხოლოდ კრუასანთან ერთად. -გავუღიმე ურცხვად.
-ვანილის არომატით? -კითხვანარევად ჩაიფრუტუნა.
-რა თქმა უნდა. -დიდი ხნის ნაცნობებივით ვლაპარაკობდით.
მთელმა დღემ ისე ჩაიარა,მარიამზე სიტყვაც რომ არ დასცდენია,მეც არაფერს ვეკითხებოდი. ეგოისტურად,მე ხომ ეგოისტურად ვფიქრობდი ჩემს თავსა და ჩემს ბედნიერებაზე.
-არ წამიკითხავ რა დამიწერე? -საბოლოოდ მკითხა ალექსანდრემ და ჩემი გამოაშკარავების საბედისწერო წამიც დადგა.
-აუცილებლად. -გავიბადრე და კრებულში მინიატურის ძებნას მოვყევი.
-
ღამის სიჩუმე.
შენ.
შენი ანარეკლი ფანჯრის ბოლოს.
მე.
ჩემი ანარეკლი,არსად.
ღამის სიჩუმე და ლითონის აუტანელი,გაუმქრალი და გაუქარწ....ბელი გემო რეცეპტორთა თავდასმის მოსაგერიებლად.
შენ.
შენი მოხდენილი მოძრაობა და მხოლოდ რიტმული ღიმილი.
მე.
ჩემი არითმიის მომდევნო უარყოფა და დილემათა მრავალგვაროვნება.
ლურჯი ჭიქა,ვარდისფერი ყვავილი და თეთრი,ლაქებიანი ბიჭი ჩემს საწოლთან.
შენ.
შენით გამოწვეული თრთოლა ჩემში და მე,უარსებოდ არსებული,რეალიზებული სურნელით.
Something is changing inside me.
ღამით მიმობნეული შუქი და სიჩუმის არასასიამოვნო გრუხუნი.
ფრთხილად გამოწვდილ ხელზე შეხებულს გააფთრებულს თუ შეშინებულს.
დახეული ქურთუკი.
დახეული ჯინსები.
დახეული,დანარჩენიც,სხვაც.
დარღვეული ძილი,უკმარისობა სიზმრების,კისერთან შემოხვეულ მკლავებში აწრიალებული სისხლი.
Don't you cry tonight .
I'd walk fire for U.
შეშინებულს,აღელვებულს,თვალებში მოელვარე ბურთებაპრიალებულს,ისეთს,რომ უარყოფ ჩემსავეს,ჩემთვის არსებულ დედამიწის მოდელს და შენივე არსებობის ჩემეულ ვერსიას.
თავაწეული მიაბიჯებ თუ მიგაბიჯებს თუ მიგაქანებს უაზრობის ძალის არმქონე რეალობა.
დაკარგული.
ნაპოვნი.
ჩემეულად აღქმული.
ჩემთვისვე შექმნილი.
ჩემითვე დამთავრებული.
მობეზრებული.
მოოქროვილი.
მოვარაყებული.
ყურის ბოლოს პატარა ხალით დამთავრებული.
არსებობის მკვეთრი მუხრუჭი. შენ

დაიბნა,ცოტა ხანი ხმაამოუღებლად მიყურებდა და ბოლოს გაიღიმა,ულამაზესი თეთრი კბილები გამოაჩინა,ენა კბილებშუა მოიქცია და ისევ ახარხარდა.
-გიყვარვარ კესარია? -ნერწყვი ხმაურიანად გადავყლაპე და გაკვირვებული მივაჩერდი. -ნუთუ,პატარა კესანეს ვუყვარვარ.. -სიცილს არ წყვეტდა. -არ მჯერა რომ გიყვარვარ - სულს ვეღარ ითქვამდა იმდენს იცინოდა. მე გაკვირვებული ვუყურებდი და მივხვდი,ყველაზე არაადეკვატური ადამიანი რომ მყავდა შერჩეული ადრესატად.
ის იყო და ის,მის არც ერთ სიტყვას არ დავლოდებივარ,როგორც მიმიყვანა,ისე მოვბრუნდი,ნახევრად შიშველი სახლში და არც ერთი ცრემლი არ გადმომიგორებია თვალიდან.
9 აგვისტო იყო.
საღამოს ათი საათი.
კარზე კაკუნის შემდეგ ლუკამ რომ წამოიძახა
ოცში ქორწილში ვართ,ალექსანდრეს ცოლი მოჰყავსო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent