შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიტყვებზე მეტი (2)


23-03-2020, 08:07
ავტორი _Kassi_
ნანახია 937

-მოკლედ შენი დროით ღამის ორზე გაქვს ფრენა ხომ?-ჩაეკითხა ემა დადვიანების ქალბატონს
-კიიი, ვაიმეე ერთი სული მაქვს ჩავჯდე თვითმფრინავში და გამოვქანდე სანატრელ “ნივიორკში”-ბოლო ხმაზე გაჰკიოდა ევა
ასე საათნახევარი ილაპარაკეს ვიდეოქოლით, არც ერთს ენა არ გაუჩერებიათ, ამათ სალაპარაკოს რას დაულევდა კაცი. მანამ ილაქლაქეს სანამ ევას სოფი არ შემოუვარდა ოთახში, თურმე ძალით რაღაც-რაღაცეებს ატანდნენ ქალბატონს ეს კი წუწუნებდა, ჩაწყობა არ უნდოდა ხოდა აწამებდა საწყალ დედამისს აი ემა კი სასწაულად ხალისობდა ამ ყველაფერზე.
წამოვიდა იმ ღამით ევა და დაადგა ნიუ იორკის გზას. იმდენად იყო აღტაცებული, რომ ფრენის ბოლოს არც კი ახსოვდა ან გასასვლელი როგორ და რამდენ ხანში იპოვა ან უკვე მეორე რეგსიტრაცია როგორ გაიარა ანდაც მეორე ცამეტ საათიანი ფრენის დრო როგორ გაიყვანა.
მათი შეხვედრა? აი ეს კი იყო სასწაული. ემა უკვე ცრემლ მორეული ელოდა ევას გამოჩენას. ნინა და დემეტრე მისი ისტერიკებით ადამიანებს აღარ გავდნენ არ იცოდნენ როგორ დაეწყნარებინათ აღტაცებაში მყოფი არანორმალური ინდივიდი. როგორც კი კარში გამოსული ევა დაინახა, მისი გრძელი წელამდე თმით, მჭიდრო შავ მაღალწელიან ჯინსსა და შავ მაიკაში გამოწყობილი, რომელიც მათი “მეგობრობის მაიკა” იყო. ზუსტად იგივე ნაირს კი ემა ატარებდა, მხოლოდ თეთრ ფერში. როგორც კი ევა კარს ოდნავ გამოსცდა ემას მოკრა თვალი, მათი თვალის კონტაქტი და ორივეს განწირული კივილი ერთდროული იყო. მთელი კენედის აეროპორტი მათ უყურებდა, როგორ წივილ-კივილით გავარდნენ ერთმანეთისკნენ და სასწაული შეჯახება შემდეგი კი უუუუუძლიერესი ჩახუტება განახორციელეს. ევას ჩემოდნები ვიღას ახსოვდა დაქალის დანახვის შემდეგ, მისი ჩემოდნების თრევა ემას ძმას არგუნა ბედმა, საწყალი დემეტრე სამ ჩემოდნას ერთად მოათრევდა და თან იკურთხებოდა. ნინა რათქმაუნდა თავის ჩვეულ ამპულაში იყო, გოგონების შეხვედრას კამერაში მშვენივრად აფიქსირებდა და თან ყურებამდე იღიმოდა მისი შვილების ბედნიერების დანახვივსას. რაც დამეგობრდნენ მას შემდეგ ევა და ემა იმდენ დროს ატარებდნენ ერთად და ამასთან ერთად მათი მშობლებიც, რომ უკვე ევაც ნინას შვილი იყო, ემა კი სოფისი. მოკლედ ერთი დიდი ოჯახი იყვნენ. მაგრამ თან გოგონები ერთამენთზე მეტად მგონი ერთმანეთის დედებთან დაქალობდნენ.
აი ბატონი დემეტრე კი ცალკე თემა იყო. მაღალი, ყავისფერი თვალებით რომელიც მზეზე ოდნავ მწვანეი გადადიოდა. გადახოტრილი თმით, სავსე ზომიერად დაკუნთული სხეულითა და სავსე ტუჩებით დაჯილდოვებული ნებისმიერი გოგოს სანატრელი ბიჭი იყო. ემა და ევა კი მასზე გადაკიდებული გოგონების დაფრთხობაში პროფესიონალები გახლდნენ. ხასიათებით, რომ ვთქვათ რომ მთლად ურექაციო იყო მოგატყუებთ, მაგრამ არც ცანცარა და დაუფიქრებელი ბიჭი გახლდათ უბრალოდ გიჟდებოდა გოგონების გამწარებაზე, რასაც სოფი და ნინა ყოველთვის სიცილით ეგებებოდნენ.
გოგონები რომ მორჩნენ ხვევნა-კოცნას, ტირილსა და კივილს ახლა ნინას თვალებიდან დადგა ცრემლების წამოსვლის დრო და ასევე ევას ახლად შემშრალი ნიანგის ცრემლების ახლიდან გადმოყრის ჟამი. დიდხანს ეხუტებოდა ორი ერთმანეთს მონატრებული ადამიანი. დემეტრე კი ისევ ჩემოდნებთან ჩაძმაკაცებული ამ სცენას მოუსვენრად შესცქეროდა. აშკარად მოთმინება ეწურებოდა და უკვე სახლში წასვლა უნდოდა.
აქ კი მინდა გიამბოთ თუ რამდენად ახლოს ან შორს იყვნენ დემეტრე და ევა ერთმანეთთან. მანძილი თქვენი გადასაწყვეტია, დასკვნა ისტორიიდან გამოიტანეთ. მოკლედ ეს ორი ერთმანეთთან ჩხუბისა და დავის გარეშე ერთ დღეს არ ატარებდნენ და ეს იყო ოფიციალური რუტინა რასაც ყველა შეჩვეული იყო. მეტიც საღამომდე თუ ერთმანეთს არ გამოეკიდებოდნენ რაიმე პატარა ნიუანსზე მაინც, ხალხს უკვე ეჭვი ეპარებოდა ეს სიზმარი იყო თუ რეალობა და ნორმალურ დღედ არ მიიჩნევდნენ. მაგრამ, დღის ბოლოს ზემოთ ხსენებულნი გარშემომყოფებს მაინც არ უცრუებდნენ იმედებს და ერთი ჩხუბის სცენას მაინც სჩუქნიდნენ საზოგადოებას. ყველა იმდენად იყო მიჩვეული მათი ერთმანეთისთვის მეტოქეებად ყოფნას რომ უკვე მათ ჩხუბს, სერიოზულადაც არავინ უყურებდა და სიცილით შესცქეროდნენ მთელს სანახაობას. ემა განსაკუთრებულად გულშემატკივრობდა მათი ჩხუბის სცენებს. ასე ძალიან ჩვეულებრივ მოიმარჯვებდა ხოლმე პოპკორნს და პირდაპირ ეთერში უყურებდა ორი არანორმალურის მიერ დადგმულ სერიალის ახალ-ახალ ეპიზოდებს. სულ აჯავრებდა ხოლმე და იძახდა, ახლა არც თეატრში წასვლა და სამი დე სათვალის გამოყენება და არც ნეთფლიქზე ფულის ხარჯვა მომიწევთ ისეთ შოუებს მაყურებინებთ ყოველ დღეო. მისი ამგავრი მწარე კომენტარების შემდეგ კი ორი ერთმანეთისთვის მტრად ქცეული ადამიანი ერთ გუნდად იკვრებოდა და ახლა ემას ჯოჯოხეთური საათები იწყებოდა. ისე აწვალებდნენ საწყალ ემას, რომ მგონი ერთმანეთის ჯავრსაც მასზე იყრიდნენ მაგრამ, ეს დიდხანს არ გრძელდებოდა რადგან ემა რის ემა იყო, რომ ვინმესთან დანებება ეკადრებინა. მოკლედ ორი ალქაჯი ხომ ერთად კატასტრობაა მაგრამ, საქმეში დემეტრეც თუ ერთვება მაშინ მსოფლიოს ცუნამი ქარბორბალა და ჭექა-ქუხილი ერთდროულად ატყდება თავს.
დემეტრეს და ევას დიდი ხნის შემდეგ ერთმანეთთან შეხვედრა ოდნავი გადახვევით და გადაკოცვნით შემოიფარგლა რაც ემას თვალში სულაც არ იყო საკმარისი. ამაზე ცალკე ისტორიაა. მოკლედ რომ ვთქვათ ემა ყოველთვის გიჟდებოდა მისი ძმისა და ემას ეთად ყოფნის იდეაზე. სასწაულად მოსწონდა მათი არარსებული წყვილი და არც ევა იყო დემეტრეს მიმართ გულგრილი. ყოველთვის ჰქონდა დემეტრეს მიმართ განსაკუთრებული გრძნობები მაგრამ რაღათქმაუნდა ამას ბატონ ხერგიანს არ აგრძნობინებდა. რაც გაიცნეს იმ დღიდან ევა ყოველთვის სხვანაირი გრძნობით იყო განწყობილი მის მიმართ, შეიძლებოდა დემეტრე სულ ამწარებდა მაგრამ მასთან ჩხუბის გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებდა, ჰაერივით სჭირდებოდა დადვიანების ქალს დემეტრე მაგრამ ამას რეალურად ვერასდროს ამჩნევდა და ყოველთვის ეგონა რომ ეს საოცარი არაამქვეყნიური გრძნობა უბრალოდ გატაცება იყო რომელიც მალე ჩაივლიდა ან ეს უბრალოდ იყო მიჩვევა მასთან ურთიერთობის და ყოველთვის რაღაც ახალი თავგადასავლის რომელშიც მუდმივად ერთად ამოყოფდნენ ხოლმე თავს. ემამ კი მათი ურთიერთობის შესახებ ყველაფერი მათზე უკეთ იცოდა და ხედავდა. მაგრამ დამეწმუნეთ იმ წამს დემეტრეს რომ ოდნავ მოეხვია და გადაკოცნა იმდენად ბედნიერი იყო დადვიანების ქალბატონი ღიმილს ვეღარ იშორებდა სახიდან და ზუსტად მაშინ მიხვდა რომ ძალიან მონატრებია ხერგიანი და აღარც უნდოდა მისგან შორს ყოფნა, როგორც არ უნდა გაებრაზებინა. მაგრამ ახლა უკან დასახევი გზა არც იქნებოდა რადგან იმ დღიდან დემეტრესთან ერთად მოუწევდა ცხოვრება და ღმერთმა იცის იქ რა ამბები დატრიალდებოდა, იქნებ სიტყვები უკანაც წაეღო და მალე ძალიანაც მოსდომებოდა მისგან შორს ცხოვრება.
მანქანაში კომფორტულად მოთავსდნენ, დემეტრე საჭესთან, ნინამ წინ დემეტრეს გვერდით დაიკავა ადგილი ხოლო, გოგონები უკან დასხდნენ და დაიწყეს გაუთავებელი ჭორაობა. სულ რაღაც სამ დღეში უნივერსიტეტი ეწყებოდათ და წინასწარ ეზარებოდათ ისევ და ისევ ახლიდან დაწყებული საოცრად დიდი რაოდენობის დავალებების კეთება მაგრამ, კარგი ის იყო, რომ ხვალ უკვე საყიდლებზე გაჰქანდებოდნენ და წინასწარ აჟიტირებულები იმაზე ლაპარაკობდნენ რა ეყიდათ. რა თქმა უნდა მათ ადგილას იმ საღამოს ბევრი ადრე დაიძინებდა რადგან დაღლილები იყვნენ და განტვირთვა ენდომებოდათ მაგრამ ამ ორ გადარეულს რა დააძინებდა. გამოიძახეს ორი პიცა იყიდეს უამრავი ჩიფსი და ჩაუჯდნენ ნეთფლიქსს. ის რომ მობეზრდათ დაიწყეს ახლიდან ჭორაობა.
-აღიარე, რომ დემეტრეს ნახვა სასწაულად გაგეხარდა-წარბები აუთამაშა ემამ-მოგნატრებია თურმე ჰო?
-გამიხარდა რაა, მაგ თავგასიებულის ნახვა ვინმეს როგორ უნდა გაუხარდეს. ისე ეს გადახოტრილი თავი საერთოდ არ უხდება.-ამოიფრუტუდა და საყვარლად გაიბუსხა-ვინმემ ქერა ქალური პარიკი უყიდეთ მადლი მოისხით, იქნებ მერე მაინც დაემსგავსოს ადამიანს!
-ანუ გაგიხარდა!
-არ მისმენდი რა ვთქვი?
-კი და მაგიტომ გეუბნები, ნახვაც გაგიხარდა და უზომოდაც მოგენატრა
-აბა თვალები დახუჭე და პირი გააღე
-არა მერე ჩამაფურთხეებ!-სასაცილოდ დაემანჭა ევა
-ღირსიც იქნებოდი, აბა რა “მოგენატრა” “გაგიხარდა” “გული გაგეპრანჭ-გამოგეპრანჭავები” აგიტყდა ამხელა ქალს
-უიმე, ქალო, აბა შენ რა “პარიკი უყიდეთ მახინჯია”-ს ძახილი აგიტყდა რო დაინახე დორბლები მე მდიოდა?
-ხომ იცი როგორ მაღიზიანებს…
-ისიც ვიცი როგორ გიჟდები მასზე და ვიცი რომ შენც იცი რომ დორბლები გდის ხოლმე, ნუ რაღაც დონეზე. ჯერ კი იმდენად ვერ ამჩნევ რამდენადაც მე გატყობ და შენზე უკეთ მე ვიცი შენი გრძნობები მაგრამ, არ იდარდო მალე დაჭყიტავ მაგ მწვანე თვალებს რეალობას რომ დაინახავ-ერთი ამოსუნთქვით ჩამოარაკრაკა სათქმელი ხერგიანმა
-კაი ხო შეიძლება ონავ მიზიდავს..-ტუჩები საყვარლად გადმობრიცა ევამ
-ისე ნუ მელაპარაკები თითქოს ამ წამს გამომიტყდი, მე უკვე წლებია ვხვდები კაია თუ შენც რაღაც იდეები გებადება ნელ-ნელა.
-კაი ხო, ხო გითხარი ადრე ასე, რაღაც გრძნობები მაქ მგონითქო მაგრამ, რო ვერვხვდებოდი ეს ამხელა ფილარმონია ქალი რა ქარბორბალა ტრიალებდა. მოკლედ, დღეს რომ მომეხვია ოდნავ და გადამკოცნა მაშინ უნდა გენახა შენ ქარბორბალა ისეთი მე რომ ვიგრძენი
-შეგეტყო სახეზე-აკაკანდა ემა-კიდევ კაი ჩემმა საწყალმა ძმამ არ დაგინახა თვარა შენ შოკირებულ სახეზე ისე შეეშინდებოდა დაგენგრეოდათ ჯერ არაშენებული ოჯახი და ეგ იქნებოდა
-რომელი მომავალი ოჯახი, ემაა. ხოიცი რომ მაგ ნეარდენტალელს არ მოვეწონები, ვერ უყურებ რომ სულ ვჩხუბობთ?
-ნამდვილი სიყვარული ჩხუბით იწყება.
-ეგ სადღა წაიკითხე ღმერთო ჩემო!-შეჰკივლა გაოგნებულმა
-ნწუ არ წამიკითხავს, მაგრამ მომსწრე ვარ-თვალი ჩაუკრა ხერგიანმა
-რა? ჰა? სად?-გამობლუყუნებული სახით მიაშტერდა ევა. და როცა ვთქვი “გამობლუყუნებული” დიახ როგორიც წამოიდგინეთ ისეთი სახე ვიგულისხმე და თანაც პირდაპირი მნიშვნელობით, აი ქალბატონი ემანუელა (როგორც მას ევა გასაჯავრებლად ეძახდა) ევას სახის შემხედვარე ისე გადაბჟრდა მგონი მთელი სახლი გააღვიძა
-ოო ნუ ჩამეძიები ახლა, დაიცადე და ნახავ შენც-თვალი მაჭანკლურად ჩაუკრა ევას რაზეც დადვანისგან ლაზათიანი ბალიშის შემორტყმა დაიმსახურა და ასე დაიწყო მათი ბალიშებით ჩხუბიც.
ბოლოს გადაღლილებს დილის ექვს საათზე ჩაეძინათ და ალბათ საღაომდე ვერ გაიღვიძებდნენ დემეტრე ქვაბების ბრახუნით, რომ არ შეჰვარდნოდა ოთახში და ბალიშაფეთქებულებივით არ წამოეყარა, ეს ორი გადარეული საწოლიდან.
-ადგომის დროა უსაქმურებო-თქვა და თვითკმაყოფილი გავიდა ოთახიდან, აი ევა კი ასე სწრაფად არასდროს წამომხტარა ლოგინიდან, ისიც კი დაავიწყდა რომ საოცრად მოკლე, სექსუალური პენუარების ამარა გავარდა და გაეკიდა დემეტრეს შემოსასველ ოთახში შემდეგ კი ისე შეჰყვა სირბილით საძნელში. ემა წამოდგა ლოგინიდან და სასწრაფოდ გაჰყვა უკან შეუმჩნევლად. რაღათქმაუნდა შოუს ვერ გამოტოვებდა, უბრალოდ ამ ცოდვას კისერზე ვერ დაიდებდა. აი ოთახიდან გასულს კი საოცარი სცენარი დახვდა. გამწარებული ევა რომ დემეტრეს თავისი საძინებლისკენ გაეკიდა, ბატონი ხერგიანი გაღებული კარის უკან დაემალა, შესულს კი თვითონ გაეკიდა უკან. (აი ასე უნდა თამაშის შენივე სასარგებლოდ შემობრუნება, ისწავლეთ ხერგიანისგან ღრმად პატივცემულო საზოგადოებავ) ევა საწოლზე დავარდა, დემეტრე კი მის ზემოდან მოექცა და ღუტუნი დაუწყო, დადვიანმა სასწაული კაკანი ატეხა, თან ამავდროულად როგორ მოახერხა დაუდგენელია მაგრამ დაავლო ბალიშს ხელი და პირდაპირ თავში გაუქანა, კარებში მსგარი ემა კი იჭაჭებოდა სიცილისგან და ამ ორ დეგენერატს ვიდეოს უღებდა.
მათი კინკლაობა გაგრძლედა დაახლოებით ნახევარ საათს იქამდე სანამ ემამ არ დაშალა შიმშილის გამო. ძლივს ისაუზმეს ისე რომ დემეტრეს და ევას კიდევ ერთი ჩხუბი ძლივს აიცილა ემამ თავიდან და წავიდნენ საშოპინგოდ.
-დემეტრე უკან წამოსაყვანადაც ხომ მოგვაკითხავ?-გაეკრიჭა ემა იმის იმედით რომ ძმა დაეთანხმებინა
-არ მეზარება მაგრამ, ვერ მოვახერხებ. საღამოს რაღაც მნიშვნელოვანი საქმე მაქვს-თქვა დემეტრემ სერიოზული სახით
-რა საქმე?-ჩაეკითხა ემა ინტერესით
-რა საქმე უნდა ქონდეს ახლა ამას. დარწმუნებული ვარ მიზეზს იდებს, რომ ჩვენი წამოყვანა აიცილოს თავიდან-სასაცილოდ შეუღრინა ევამ
-ხო ზუსტად მაგას ვაკეთებ-ჩაილაპარაკა დემეტრემ მობეზრებული სახით რის გამოც თავში ერთი კარგი წამორტყმაც დაიმსახურა
-სერიოზულაად-აწუწუნდა ემა-თქვიი სად მიდიხაარ
-გოგო ყველაფერს ხომ არ გეტყვი, პატარა ბავშვი ხომ არ გგონივართ მე თქვენ?
-ტვინი კი არ გაქ ორ წელზე მეტის-გამოაჯავრა ევამ
-შენ ორ წლამდე მაინც თუ მოაღწევ მერე მელაპარაკე-არ დააყოვნა დემეტრემ
-მაგაზე ბავშვური კომენტარი ვერ მოიფიქრე პასუხად?-თვალები აუტრიალა ევამ
-ახლა მაგას იმიტომ მეკითხები, რომ შენს მოკლე ტვინს არგუმენტები გამოელია?-ცინიკური სახით გახედა სარკიდან დემეტრემ უკან მოკალათებულ ემას
-ემა გააჩუმე შენი ნეარდენტალელი ძმა თორე ახლა მივაკლამ
-ხოო? და მაგას როგორ აპირებ?-წარბები აზიდა დემეტრემ
-კარგით გეყოთ ახლა თავი ამატკიეთ უკვე, თავი მოხუცი მგონია თქვენი ჩხუბი ისეთ სიმპტომებს მმართებს, მალე სახსრებიც შემაწუხებს
-რა შუაში იყო?-თქვეს დემეტრემ და ევამ ერთ დროულად
-აჰა, ორი ერთნაირი-ჩაიბურტყუნა-ზუსტად მაგიტომ ვერ უგებთ ერთმანეთს
-ერთმანეთს ვერ ვუგებთ იმიტომ, რომ ერთნაირები ვართ?-ჩაეკითხა ევა
-ხო, ერთნაირები რომ ძირითადად ერთმანეთს ვერ უგებენ ახლა გაიგეთ?
-ოფფფ-ჩაიიფრუტუნა ევამ, დემეტრეს კი საშინლად ბოროტული ღიმილი გადაეკრა სახეზე
როგორც იქნა მიაღწიეს მოლში და თითწმის მთელი დღე იქ დაყვს. შემდეგ მოლის გარეთ სხვა მაღაზიებშიც გაიარეს, ცოტა თაიმ სქვერზე გაისეირნეს და რაღათქმაუნდა დისნეის მაღაზიაც არ გამოუტოვია ამ ორ ბავშვს. შემდეგ საჭმელად იქვე იტალიურ რესტორანში შეიარეს და ისევ ცოტა ხანს სეირნობის და ფოტოების გადაღების შემდეგ სახლის გზას დაადგნენ დაღლილ-დაქანცულები მაგრამ, მაინც კარგ ხასიათზე მყოფნი.
სახლში გვიან მოუწიათ დაბრუნება, გართობაში ისე გაეპარათ დრო ვეღარც გაიგეს. ბინის კარი სიცილ-კისკისით შეაღეს და ნინას მომზადებული უგემრიელესი საჭმლის სუნიც იგრძნეს. აი ნინას საჭმელებზე კი უარს ვერ იტყოდნენ, მიუხედავად იმისა რომ უკვე ჭამეს. ახარებულები შემოსასვლელში ემას მამას მიესალმნენ, დღეს დაბრუნდა შვებულებიდან და ჩამოსვლის შემდეგ ევა ჯერ არ შეჰხვედროდა. მონატრებულს გადაეხვია მოიკითხა და ემაც მიესამლა საყვარელ მამას.
-შედით გოგონებო მისაღებში, ბიჭებიც იქ არიან.
-ბიჭები?-წარბაწეული ჩაეკითხა ორივე ორივე ერთდროულად
-ხო, ხო მიდით, მისალმეთ-უთხრა ირაკლიმ, უფროსმა ხერგიანმა და გოგოებიც წავიდნენ მისაღებისკენ. აი იქ ნანახმა კი ორივე შოკში ჩააგდო და ვერ გეტყვით მათი დღე უფრო მეტად გაახალისა თუ ჩააშხამა.
-იოანე?-ჩუმად წარმოსვთქვა ემამ და მის სახეზე ყველანაირი ემოცია ერთდროულად გამოიხატა.




________________________________________________________________________

გამარჯობათ ^___^ დაგიბრუნდით მეორე თავით!! ვეცდები რომ ასე მალ-მალე დავდო ხოლმე და არ დავაგვიანო. იმედია მოგეწონებათ და ველი თქვენს შეფასებას ^___^



№1  offline წევრი MoonEva

საუკეთესო ხარ.

 


№2  offline წევრი _Kassi_

ჰაიკო
კენედის აეროპორტი?? მას ეკუთვნის თუ რა?
ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტი)
არ გეგონოს შენიშვნას გაძლევ)
უბრალოდ არ მინდა მკითხველი "კენედის აეროპორტს" რომ წაიკითხავს ვიღაც მილიარდერი კენედის საკუთარი კერძო აეროპორტი ეგონოს)
წარმატებები)

კაი რაა.. "საათნახევარი ილაპარაკეს ვიდეოქოლით" რაღაა? (((რა ვიდეოქოლი ხალხო, ცოტა პატივი ეცით მკითხველს!

უნივერსიტეტი კი არ ეწყებოდათ, უნივერსიტეტში სწავლის პროცესი ეწყებოდათ.
მოკლედ, მოვრჩი. მეტს არ დავაკომენტარებ ამას, ისედაც საკმარისად ვძულვარ ხალხს ამ საიტზე ჩემი მათდამი შენიშვნების გამო)



ანუ მგონი ეს ჩემი გადასაწყვეტია რომელ აეროპორტს მოვიხსენიებ. მკითხველი კიდე დარწმუნებული ვარ არის იმდენად გარკვეული რომ კენედის აეროპორტი რომლის შესახებაც ყველამ იცის, კერძო საკუთრება არ ეგონებათ.
რაც შეეხება ვიდეო ქოლს. ამით შეურაცყოფა არც ერთი მკითხველისთვის მიმიყენებია. ვინაიდან და რადგანაც ადამიანები სხვადასხვა კონტინენტზე იყვნენ და ერთმანეთისგან შორს, სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა მათი საუბარი ტელეფონზე, გინდ საათნახევრიანი და გინდაც სამ საათიანი ყოფილიყო :3 და ყველამ იცის მგონი, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ახალგაზრდები აქტიურად იყენებენ ელექტრონულ მოწყობილობებს და არანაირი მიზეზი მაქვს ისტორიაში არ მოვიხსენიო, ესეც უკვე ავტორის არჩევანია. ავტორი კი თავად წყვეტს რა მხრივ მიჰყავს ისტორია.
უნივერსიტეტის დაწყების მოხსენიებისას კი გაურკვეველი არაფერი რჩება, ყველა ხვდება რომ სასწავლო პროცესი იწყება.
არ მგონია რომ შენიშვნას მაძლევ, გრამატიკულ ან რაიმე მსგავს შენიშვნას მივიღებდი კიდეც მაგრამ, ჩემი აზრით უფრო ცდილობდი რამე გამოსაკიდებელი მიზეზი გეპოვა.

MoonEva
საუკეთესო ხარ.


❤️❤️❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი _პერსი_

ჰაიკო
კენედის აეროპორტი?? მას ეკუთვნის თუ რა?
ჯონ ფიცჯერალდ კენედის სახელობის აეროპორტი)
არ გეგონოს შენიშვნას გაძლევ)
უბრალოდ არ მინდა მკითხველი "კენედის აეროპორტს" რომ წაიკითხავს ვიღაც მილიარდერი კენედის საკუთარი კერძო აეროპორტი ეგონოს)
წარმატებები)

კაი რაა.. "საათნახევარი ილაპარაკეს ვიდეოქოლით" რაღაა? (((რა ვიდეოქოლი ხალხო, ცოტა პატივი ეცით მკითხველს!

უნივერსიტეტი კი არ ეწყებოდათ, უნივერსიტეტში სწავლის პროცესი ეწყებოდათ.
მოკლედ, მოვრჩი. მეტს არ დავაკომენტარებ ამას, ისედაც საკმარისად ვძულვარ ხალხს ამ საიტზე ჩემი მათდამი შენიშვნების გამო)




მკითხველი ვარ და არანაირად არ მიფიქრია რომ აეროპორტი ვიღაც მილიარდელ კენედის ეკუთვნოდა. ვფიქრობ რომ ძალიან თანამედროვე გადმოსახედით აქვს გადმოეცემული ისტორია და ძალიან სახალისო წასაკითხია, ძალიან გთხოვ შხამს ნუ აფრქვევ მხოლოდ იმიტომ რომ არიცი სად წაიღო. სირცხვილია რომ ადამიანის გაკიცხვის ასეთ არა ადამიანურ მეთოდს მიმართე და ახლად გამოქვეყნებულ ისტორიაზე, რომელზეც დარწმუნებული ვარ ბევრს იფიქრებდა, ბოდიში და ზედ მიუფურთხე. თუ არ მოგწონს, ნუ წაიკითხავ. ძალიან მარტივია :) ისწავლე როგორ სცე პატივი სხვებს და მერე ისაუბრე სხვების პატივისცემის უფლებებზე. :3 ხო კიდე თუ მაღალი კლასის მწერლობას ეძებ სადაც მართლაც რომ დიდებული ნამუშევრებია გირჩევ წერეთელს, ჭავჭავაძეს და მსგავს მწერლების ნაწარმოებებს მიაკითხო, თუ რაღა თქმაუნდა გაიგე მათი გადმოცემული თხზულებები, ისე არიდარდო ბევრია სამწუხაროდ შენნაირი ვისაც არ ესმის მათი. ზედმეტად დაბალი დონის ტვინი რომ აქვთ იმიტომ. :)
დიდი სიყვარულით -პერსი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent