-ესე იგი, შეიძლება შეგიყვარდე კიდეც? -უკვე მიყვარხარ 7 თავი
გამარჯობა მეგობრებო. მადლობა ყველას ვინც კითხულობთ. შაბათ-კვირა გადავწყვიტე შემესვენა. იმედია კვლავ არ დაიშურებთ შეფასებებს და თუ რაიმე შენიშვნა გაქვთ აუცილებლად დამიწერეთ კომენატრებში... :) ბევრისთვის, სიგიჟე იქნებოდა დალოდებოდა ადამიანს, რომელმაც წლების წინ შეჰფიცა რომ დაბრუნდებოდა... ჩემთვის კი, ეს სიგიჟე სულაც არაა! დამიანეს წლების განმავლობაში ველოდებოდი. სანამ წავიდოდა მითხრა, რომ ყოველი წინ გადგმული ნაბიჯისას ჩემზე იფიქრებდა. ნეტავ ასე იქცეოდა? მე კი ველოდებოდი, მაგრამ მას სურს ჩემთან დაბრუნება?! ბაღის დატოვებისთანავე, მარიამთან ერთად ტკბილეულს ვყიდულობ და კომპანიაში მივდივართ. ჩვენი მისვლისას, დამიანე კაბინეტში არ დაგვხვდა, როგორც ჩანს უკვე შეხვედრაზეა. შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა და მარიამს ჩემთან ჩახუტებულს ჩაეძინა. ვუყურებდი მის პატარა მრგვალ სახეს და გამობერილ ლოყებზე მეცინებოდა. -რა საყვარელი ხარ პატარა ქალბატონო-ვჩურჩულებ ჩემთვის და თმებზე ვეფერები-ნეტავ ამდენი ხანი სად ხარ დამიანე? -მოვედი-ხმმადაბლა ამბობს კარის ჩარჩოზე მიყრდობილი-სწრაფად ვშორდები დივნის საზურგეს, მაგრამ მძინარე მარიამი მახსენდება და უკან ვბრუნდები-ბოდიში ასე რომ გხვდებით... შეიძლება ცოტახანი გავჩერდე? სანამ გაიღვიძებს-პასუხის მოლოდინში გული სწრაფად მიცემს -რა თქმა უნდა, იყავი... მასწავლებელს ესაუბრე? რაიმე გითხრა? -იცით, მეე... მე მასწავლებელს არ დავლაპარაკებივარ-ვამბობ და ბავშვს ვუყურებ-ვიფიქრე მარიამისთვის იმ მომენტში აჯობებდა, რომ იქიდან მალევე წამოვსულიყავით -სწორად მოქცეულხარ-მეუბნება დამიანე და მიღიმის-ხვალ საღამოს პარტნიორებთან გვაქვს შეხვედრა ხომ? -დიახ, შვიდ საათზე -შენც იქ უნდა იყო აუცილებლად -მე?-ნერვიულობა მეპარება ხმაში -დიახ შენ -კარგით, გასაგებია -ასე მშვიდად ბოლოს როდის ეძინა არც კი მახსოვს. მას შენ მოსწონხარ-წამიერად ჩვენი მზერა იკვეთება, მაგრამ ის კვლავ საბუთების თვალიერებას განაგრძობს -ძალიან ლამაზი და საყვარელია-ვამბობ და თმებზე ვეფერები -გარეგნობით დედას გავს ხასიათებით კი ნამვდილი მამამისია-სევდიანი ღიმილით ამბობს დამიაანე -მის მშობლებს რა დაემართათ?-ვკითხულობ მაგრამ მაშინვე ვნანობ-მაპატიეთ, მე ეს არ უნდა მაინტერესებდეს -არაუშავს დაწყნარდი. ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ... -თქვენი ახლობლები იყვნენ?-ფრთხილად ვკითხულობ და დამიანეს მზერას ვუსწორებ -მარიამის მამა, ჩემი უახლოესი მეგობარი იყო. ეს კომპანია ერთად დავაარსეთ და დაარსების დღიდან ჩვენ ვხელმძღვანელობდით -ვწუხვარ რომ ის დაკარგეთ-ჩუმად ვამბობ და თვალს ვარიდებ. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ მეკითხება -შენ ვინმე დაგიკარგავს ანიტა?-სწრაფად ვწევ თავს და ინტერესით ვაკვირდები -დაკარგულსაც ვერ დავარქმევთ, რადგან უკვე ვიპოვე-ვამბობ ჩუმად და დამიაანეს ეღიმება -რა დაკარგე ანიტა?-სასაცილოდ მეკითხება მარიამი და ხელებბს მიშვებს -არაფერი საყვარელო-ვამბობ ღიმილით და ფეხზე ვდგები-ნახე დამიანეც მოვიდა-ხმადაბლა ვეუბნები და უფროსის მაგიდის წინ ვდგები -რაიმე გჭირდებათ თუ დაგტოვოთ? -თავისუფალი ხარ შეგიძლია წახვიდე-მეუბნება და სანამ ოთახს დავტოვებდე მეუბნება-შეხვედრაზე კაბა უნდე გეცვას-ჩემს კლასიკურ შარვალს და უზარმაზარ ზედას თვალს ავლებს-ასე ნამდვილად ვერ წამოხვალ შეხვედრაზე -გასაგებია-ვამბობ, მარიამს ხელს ვუქნევ და იქაურობას ვტოვებ. სამასახურში დიდი ხანი აღარ ვჩერდები და ექვსი საათისთვის, უკვე სახლისაკენ მიმავალ გზას ვადგავარ. გზაში ვფიქრობ ყველაფერზე. ყველაფერში კი დამიანეს ვგულისხმობ. თავჩახრილი მივუყვები გზას და გაყინულ ხელებს ჯიბეებში ვიწყობ. თავს ვწევ და უემოციოდ მოსიარულე ახალგაზრდებს თვალს ვავლებ. მოშორებით ჩემს სახლს რომ ვხედავ ბედნიერად მეღიმება. -ანიტა-უკნიდან მესმის ნაცნობი ხმა და სწრფად ვბრუნდები -თქვენ?-გაოცებული თავიდან ბოლომდე ვათვალიერებ დამიანეს -ტელეფონი დაგრჩა... გეძახდი მაგრამ აქამდე ვერ გაგაგონე-მეუბნება და უზარმზარ შენობას ზურგით ეყრდნობა -ბოდიში და მადლობა-ვწითლდები... ღმერთო ტელეფონი რანაირად დამრჩა?! -საბოდიშო არაფერია-ტელეფონს მიწოდებს მეც ვართმევ. ჩვენი თითები ერთმანეთს ეხება -კარგი რა, კიდევ ეს მინდოდა ღმერთო?-ვჩურჩულებ და ჩემს სახეზე მოშტერებულ დამიანეს უხერხულად ვუღიმი. მისი შეხებიისგან გამოწვეულ ჭიანჭველებს ყურადღებას არ ვაქცევ და უფროსს ვემშვიდობები -ჰო კიდევ, ხვალ სამსახურში არ მოხვიდე -რა? რატომ? -შეხვედრისთვის მოემზადე და შვიდის ნახევრისთვის გამოგივლი -საჭირო არაა, შემიძლია მეთვითონ მოვიდე -უკვე გითხარი რომ მე გამოგივლი. საუბარი დასრულებულია. ნახვამდის-მეუბნება დაა სწრაფად მშორდება -საუბარი დასრულებულია-მის სიტყვებს ვაჯავრეებ და სახლისაკენ მშვიდად ვაგრძელებ გზას... სახლშსი მისულს ნია ტელვიზორთან დამხვდა. მის გვერდით ვჯდები და თავს მის მხარზე ვდებ -რაღაც უნდა მოგიყვე-ვამბობ და მის დაინტერესებულ სახეს რომ ვხედავ დამიანეზე საუბარს ვიწყებ. ყველაფერს თაავიდან ბოლომდე ვუყვები და მომღიმარს რომ ვხედავ მეც მეღიმება-რა მოხდა? ბოდიში თუ დაგღალე, უბრალოდ მინდოდა ჩემი ფიქრები და გრძნობები ვინმესთვის გამეზიარებინა -არა რა სისულელეა, მე ბედნიერი ვარ რომ ყველაფერი მომიყევი. მართალია ჯერ ისევ ბავშვი ვარ, მაგრამ არა სულელი-ამბობს და მთელი ტანით ჩემსკენ ბრუნდება-შეიძლება ზოგჯერ დამიანეს სიყვარული უიმედოდ მოგეჩვენოს, შეუძლებლადაც... მაგრამ არ დანებდე, შენ მას წლები ელოდებოდი -მადლობა, რომ მომისმინე -როგგორც ვხედავ დღეს უმიზეზოდ იხდი უამრავ მადლობას-ამბობს და და მიანესთან ბოლო საუბარს მახსენებს -მართალი ხარ-ვამბობ და ვიცინი -ეხლა უნდა ავდგეთ და შენთვის კაბა შევკეროთ -უი კაბბა აღარც მახსოვდა-მე და ნია სწრაფად ვშორდებით დივანს და ორ საათიანი მხიარულების შემდეგ, როგორც იქნა კაბის დიზაინს ვიფიქრებთ. მთელ ღამეს კერვაში ვატარებ და გამთენიისას დასრულებულ სამოსს რომ ვხედავ კმაყოფილლს მეღიმება -ესეც ასე-ვამბობ და დაღლილს დივანზე მეძიება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.