-ესე იგი, შეიძლება შეგიყვარდე კიდეც? -უკვე მიყვარხარ 5 თავი
გამარჯობა მეგობრებო... მაინტერესებს მოგწონთ თუ არა ანიტას პერსონაჟი... რაიმე შენიშვნა თუ გაქვთ აუცილებლად დატოვეთ კომენტარებში, რადგან ვიცი საკმარისად დახვეწილად არ ვწერ... მადლობა ყველას, ვინც ისტორიას კითხულობთ და აფასებთ... :) -ლამაზი ნახატია-ენის ბორძიკით ამბობს ჩემს გვერდით ჩამომჯდარი პატარა გოგონა და პატარა თითებს შავ-თეთრ პეიზაჟს ადებს-მეც მინდა ასეთი ნახატების დახატვა ვისწავლო-ჩემთან ახლოს მოდის და კალთაში მიჯდება-მასწავლი? გაოცებული ვუყურებ ბავშვის საქციელს და ჩემს ხელზე ჩავლებულ პატარა თითებს რომ ვხედავ გულში სითბო მეღვრება. მეღიმება... -რათქმაუნდა გასწავლი პატარა ქალბატონო... რა გქვია? შენი მშობლები სად არიან?-ვეკითხები და იქაურობას თვალს ვავლებ -მარიამი მქვია. მამა იქაა-თითს იშვერს რამდენიმე სკამის მოშორებით მჯდარი მამაკაცისკენ -კარგი მამასთან მივიდეთ-ვამბობ და ფრთხილად ვდგები-რომ ვერ დაგინახავს ინერვიულებს -კარგი, მაგრამ მერე ვეღარ გნახავ-ჩემს ხელს თავის პატარა ხელებში იქცევს და მიყურებს -თუ უფლებას მოგვცემს შენი მამიკო, ცოტა დრო მაქვს და რაიმე დავხატოთ-მართლაც მაქცს 10-15 წუთი გასაუბრებამდე დარჩენილი -კარგი-გაბრწყინებული თვალებით ამბობს მარიამი -გამარჯობა-ვეუბნები ღიმილით მამაკაცს და მის წინ ვდგები, ის ხელს ზევით წევს და ტელეფონზე საუბარს აგრძელებს -შეთანხმებაზე ხელს დღეს მოვაწერთ. კარგად ლანა და თუ შეიძლება იმ დროს ნუ მირეკავთ როცა ვისვენებ-სწრაფად თიშავს ტელეფონს და მე მიბრუნდება-გამარჯობა, რა გნებავთ?-მხოლოდ ამ სიტყვების თქმის შემდეგ ამჩნევს ჩემს ხელზე მიხუტებულ მარიამს-კარგად ხარ? უცხო ადამიანთან რას აკეთებ?-თავისკენ იზიდავს შვილს, ფეხზე დგება და ხელში იტაცებს -კარგადაა უბრა..-სიტყვას მაწყვეტინებს და ცივად მიყურებს -თქვენთვის არ მიკითხავს, მე ჩემს ქალიშვილს ვკითხე-კაცის გულცივობაზე ნერვები მეშლება და თითების წვალებას ვიწყებ -მკაცრად ნუ ელაპარაკები მამა-კაცის ხელებში ფართხალს იწყებს მარიამი და ისიც იძულებული ხდება ქვემოთ ჩამოსვას-მე მივედი მასთან-ეუბნება და ჩემს გვერდით დგება რამდენიმე წამი გაუნძრევლად ვდგავარ შემდეგ რაღაცის თქმაუს ვაპირებ მაგრამ უეცრად ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ... თვალწინ ყველაფერი ქრება და მეც გონებას ვკარგავ -კარგად ხართ? -ყურთან ჩამძახის მამაკაცის ხმა და სახეზე მოდებული ცივი ხელების გამო იძულებული ვარ თვალები გავახილო -მე.. მე კარგად ვარ-ვიძახი და სკამზე ვსწორდები. მაჯის საათს ვუყურებ და ფეხზე სწრაფად ვდგები... ისევ თავბრუსხვევას ვგრძნობ მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევ -ბოდიში შეწუხებისთვის, მაპატიეთ...-ვეუბნები კაცს მარიამს ვემშვიდოები და გასაუბრებისკენ მიმავალ გზას სწრაფად მივუყვები გზაში სულ ერთ რამეზე ვფიქრობ. მაგრამ წლები არ დამვიწყებია და ახლა ვერ გავიხსენებდი?! დამიანე ავალიანის თვალები. თვალები რომლებიც დანახვის პირველივე წამიდან გულს მიჩქარებს და სულს მიფორიაქებს. თან შვილიც ჰყოლია უკვე... ალბათ თავისი მეუღლე ძალიან უყვარს... -უნდა დაწყნარდე ანიტა-ვეუბნები ჩემს თავს-ახლა შენს სამუშაოზე უნდა იფიქრო და არა აუსრულებელ ოცნებაზე-ვბუტბუტებ კომპანიის კედელზე მიყრდნობილი -კარგად ხართ ქალბატონო?-მეკითხება იქვე მდგომი დაცვა და წელში ვსწორდები -დიახ, ყველაფერი კარგადაა მადლობა-ღიმილით ვამბობ და კომპანიაში შესასვლელ კარებს ვაღებ მიმღებში მჯდომ საკმაოდ მოხდენილ ქალს ღიმილით ვკითხე გასაუბრებისთვის სად უნდა მივსულიყავი -თქვენ ზუსტად 14 წუთი დააგვიანეთ-მეუბნება წარბაწევით-დღეს გაგიმართლა უფროსი ჯერ არ მოსულა მაგრამ შემდეგში ყურადღებით იყავი თუ აგიყვანენ-ამბობს ქალი და მიღიმის-მეორე სართულზე ადი და მარჯვნივ ბოლო კარი უფროსისაა... წარმატებები სწრაფად ავდივარ მეორე სართულზე და იქ მჯდომი გოგონების გვერდით ვიკავებ ადგილს რამდენიმე წუთი უქმად ჯდომის შემდეგ რვეულს და ფანქარს ვიღებ და უფროსის მოსვლამდე კვლავ ხატვას განვაგრძობ. ხატვაში ვარ გართული როცა გვერდიდან ხელის შეხებას ვგრძნობ და მისკენ სწრაფად ვიხედები -რა ხდება?-ვკითხულობ ჩუმად -აღარაფერი, უფროსი მოვიდა შენ კი ისე ხარ გართული ხატვაში რომ გარშემო ვერაფერს ამჩნევ სკამზე ვსწორდები და გოგონას სიცილით ვუხდი მადლობას გამოფხიზლებისთვის ისიც მიცინის და თავის სახელს მეუბნება -ანანო მქვიია-ხელს მიწვდის -მე ანიტა... სასიამოვნოა შენი გაცნობა ანანო-ხელს ვართმევ და ვიღიმი -ჩემთვისაც... რამდენიმე წუთში მიმღებიდან ამოდის ქალი და ხელს მიქნევს -პირველი შენ შედიხარ -კარგი-ნერბიულობისგან ტუჩებს ვიკვნეტ და უფროსის კარებზე ფრთხილად ვაკაკუნებ, როგორც კი ნებართვას ვიღებ მაშინვე შევდივარ... თვალებს არ ვუჯერებ როცა კაბინეტში მჯდომ დამიანეს ვხედავ -ღმერთო, ნეტავ ეს სიზმარი იყოს-ვამბობ ჩემთვის და მამაკაცის საოცრად შეუვალი და ცივი ხმის გაგონებისას ტანში მცრის -რაიმე თქვით?-მხოლოდ ახლა სწევს თავს საბუთებიდან და ჩემს დანახვაზე მასაც არანაკლებ გაოცებული სახე აქვს -არა, არაფერი...-დაამიანეს გაკვირვებული მზერა სწრაფად იცვლება ირონიით და ბრაზით -დღეს თქვენს გამო დავაგვიანე სამსახურში-მეუბნება და სავარძელს მთელი ზურგით ეყრდნობა-დაჯექი-სკამზე მანიშნებს და ჩემს მოძრაობებს აკვირდება -მაპატ..-სიტყვას კვლავ მაწყვეტინებს -საკმარისია.. საქმეზე გადავიდეთ-ამბობს და CV_ს მთხოვს საბუთებს ჩანთიდან სწრაფად ვიღებ და უფროსის მაგიდაზე ვდებ დამიანემ მათ სწრაფად გადაავლო თვალი და მაგიდაზე დადო.. რამდენიმე კითხვა დამისვა ჩემს წინა სამსახურთან დაკავშირებით და საბუთებს მიუბრუნდა -თავისუფალი ხარ... რომ გახვალ ლანას უთხარი რომ მეტი კანდიდატი აღარ შემოუშვას -ლანა?-ვკითხულობ გაოცებული -ვინც აქამდე მოგაცილა ანიტა-ჩემი სახელის გაგონებაზე გული უცნაურად მიწყებს ცემას... უფროსს ვემშვიდობები და სწრაფად გავდივარ მისი კაბინეტიდან. მის ნათქვამს ვასრულებ და ლანას გაოცებულ სახეზე ნერვიულობას ვიწყებ -რა მოხდა? იმდენად ცუდი გასაუბრება იყო რომ მეტის მოსმენა აღარ უნდა?-ვკითხულობ და თვალებგაფართოებული ვუყურებ კაბინეტის კარებს -არა, არა. ალბათ მოეწონე და აღარ უნდა მეტი დროის დაკარგვა სხვა კანდიდატებზე -აქ მოვიცადო? თუ წაავიდე? -ამათ გავუშვებ-თვალით მანიშნებს კაბინეტთან ჩამწკრივებულ გოგონებზე-მერე კიდევ შევალ და გავიგებ აგიყვანა...-წინადადება დასრულებული არ ჰქონნდა ქალს რომ კაბინეტიდან სწრაფად გამოვიდა დამიანე და ხმამაღლა თქვა -ამდენი ხანი რას უცდიდით ლანა? წადით გოგონებო, ანიტა შენ კაბინეტში შემოდი-მეუბნება და უკან ბრუნდება, მეც ფეხდაფეხ მივყვები -მე ამიყვანეთ?-ვკითხულობ ანერვიულებული და ლამისაა სიხარულისგან ხტუნვა დავიწყო -აგიყვანე, მაგრამ ერთი შეცდომაც საკმარისი იქნება, რომ ისევე წახვიდე კომპანიიდან როგორც მოხვედი -არანაირ შეცდომას არ დავუშვებ-ვამბობ უფროსის უხეშობით განაწყენებული-შეიძლება მუშაობა ხვალიდან დავიწყო?-ვამბობ და საათს ვუყურებ -დიახ შეგიძლია წახვიდე. სამუშაოზე 9_ის ნახევარზე მოვდივარ შენ 8_ზე უკვე ადგილზე იყავი. შენი კაბინეტი ჩემს გვერდით იქნება. -კარგით, ნახვამდის უფროსო-ვამბობ ღიმილით და კარებთან მისულს არც ისე კარგად მაგრამ მაინც მესმის დამიანეს ჩურჩული -ნახვამდის ანიტა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.