შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კორონავირუსის მიღმიერი ისტერია


23-03-2020, 20:25
ავტორი guroo
ნანახია 4 049

***
წყნარი, კარგად აღზრდილი გოგონა ვიყავი და ეს ყველაზე დიდ იმედს მაძლევდა, რომ არასდროს გავხდებოდი საქვეყნოდ გასალანძღი. კარგად ვერკვეოდი ადამიანებში და გარშემომყოფების დაკვეთა ისევე შესაგრძნობლად მესახებოდა, როგორც მზის სხივებისთვის სახის მიშვერა.

წლების შემდეგ დაწესებული საზღვრები გაუფერულდა, მტვერი დაედო ჩაჟანგულ ჩარჩოებს. მათზე პირველი გადაბიჯების გემო ზედმეტად შთამბეჭდავი გამოდგა და მას მერე ყოველდღიურად აქეთ-იქით დავფლარტუნობდი: ხან საზღვრებს მიღმა და ხანაც მის შიგნით. ყველაფრის გააზრება რომ დავიწყე, ვეღარ შევძელი ისე ლაღი ვყოფილიყავი, როგორც მანამდე. მრცხვენოდა და ანარეკლსაც თვალებში ვეღარ ვუყურებდი. დღითიდღე მიმძაფრდებოდა ჯერ მქრქალი და მბჟუტავი, ბოლოს კი მძვინვარე ცეცხლით ანაპერწკლებული პროტესტი. ვერ გამეგო, რატომ ვიყავი ვალდებული, დებილურ ყალიბებს მოვრგებოდი. მერე მივხვდი, რომ ვალდებულიც არ ვიყავი.

ბოლო ხანებში ყველაფერს, რაც კი აკრძალული და ზოგიერთებისთვის შოკისმომგვრელია, ნარკოდამოკიდებულივით მივეჯაჭვე. ყველაზე ბინძური სექსი რომ არ მქონოდა კვირის ბოლოს, როცა სამსახურის პასუხისმგებლობებისგან ვთავისუფლდებოდი, ისე ვერ ვრჩერდებოდი.

ერთი სექსუალური მამრი ჩავიგდე ხელში. ყველაფერს გეფიცებით, უგონო ბრიყვია, მაგრამ ზუსტად მაგიტომ ავარჩიე. ნამდვილი ცხოველის მკლავებში მოქცეულს მინდოდა განწირული ხმით მეკივლა და სხეული ამფართხალებოდა ექსტაზური სიამოვებისგან. ისეთი სექსუალური იყო, მე უფრო მშიოდა მისი სხეული, მაგრამ რომ წარმოვიდგენდი, როგორ შეეძლო ყურის ძირებსა და ყელთან დაველაშქრე თავისი ცხელი კოცნებით, მინდებოდა, რომ სიცოცხლედაკარგულივით მინებებული ვწოლილიყავი და მისთვის ყველაფრის უფლება მიმეცა.

მკოცნიდა და ვერ ძღებოდა ჩემი დაგემოვებით. მე მეტს წარმოვიდგედი, ის ნაკლებს ახერხებდა. ზემოდან მოქცეულს ხელი ვკარი, გადავაგდე და სიტყვის უთქმელად წამოვედი.

მეზიზღება ის ღამე.

***

პინტერესტზე ფოტოს ვარჩევდი ჩემი მორიგი პოსტისთვის. ტექსტი უკვე მზად მქონდა. ნიჭიერი ფოტოგრაფის ჭკვიანურად გადაღებული კადრი მჭირდებოდა, მზეზე მიფიცხებული ადამიაინის უტყვი ბედნიერება რომ გადმოეცა ვიზუალური კუთხით.

ვეძებე და მივაგენი კიდეც. საღამოს პოსტი დავდე:

"ხანდახან მზისგან სითბო-ნაპკურებ სახეზე ხელის მოსმა ისე სათუთი გრძნობების მომგვრელია, რომ ნამდვილად ღირს მის სხივებ ქვეშ საათობით გაუნძრევლად ჯდომა, როცა ფიქრებსაც ისევე აბსურდულად ამუხრუჭებ, რა აბსურდითაც დედამიწის გაჩერებაა შესაძლებელი იმ მიზეზით, რომ ჩასვლა გინდა".

რა მზე, რა სითბო? ვის ვატყუებდი? რომელ მზეზე ვწერდი, რომელ მზის სხივზე? შუა მარტი იდგა და ილეოდა, როგორც გვირილას ყვავილი, და დასასრულამდე მაინც ვერ გამეგო დარი ერქვა, თუ - ავდარი.

ყველამ დაიჯერა მზის ტყუილი და პოსტი ამიწითლეს დაგულებით. მგონი, დედამიწიდან ჩასვლა უფრო მოეწონათ, რადგან მანამდეც გაეგოთ იგივე სიტყვები. მე კი პლაგიატი რომ არ მიწოდეს, ამითაც დავკმაყოფილდი.

უაზროდ ჩამოვსქროლე მოღლიცინე მეგობრების სულელური მიმებით აჭრელებული სიახლეების ზოლი. ლაიქი და სიცილის სმაილი იშვიათად ანაცვლებდა სითბოთი გაჟღენთილ გულებს. ოღონდ მე არ ვჟღითავდი. თვითონ იყო ასე თბილი და საყვარელი. გონებას არ ვუთმობდი ჩემ ქმედებებს. თითებს მონაცვლეობით ვუმიზნებდი ყველაზე პრაკტიკულ სმაილებს და კომენტარებსაც გიფებით ვწერდი. სასიკვდილო დიაგნოზივით ამოვარდა ნათესავის ჩატი და მერე გამიკვირდა, მართლა სიკვდილზე რომ მწერდა. კორონავირუსით ერთი ქართველი გარდაიცვალაო. დავსინე და კომპიუტერი გამოვრთე. ვირუსზე ლაპარაკის ხასიათზე ნამდვილად არ ვიყავი.

***

ქვეყანაში სერიოზული პანიკა ატყდა. სამსახურში და სახლში მხოლოდ ვირუსი ეკერათ პირზე. მუსიკას ვრთავდი და ყურსასმენებით ვუსმენდი, რომ ის უაზრო გარჩევები არ მოსწვდენოდა ჩემ უინტერესო სმენას.

ერთხელ დედაჩემმა მთხოვა საინფორმაციო გამოშვება ჩამერთო და სხვა რა გზა მქონდა, მეც მასთან ერთად მოვუსმინე მონდომებული წამყვანის შთამაგონებლად შემაძრწუნებელ საუბარს. ცოტათი შევშინდი კიდეც. არ მეგონა, ასე ცუდად თუ იყო საქმე. ვფიქრობდი, ყველაფერი მალე დამთავრდება და ეს ვირუსიც სხვა მაგის მსგავსივით უცებ გადაივლის-მეთქი. თურმე უმოწყალოდ შევცდი.

მაინც ეჭვები მღრღნიდა და ასეთ შეშინებას წამყვანის ექსპრესიულობას ვაბრალებდი. ერთი ესკია, აქამდე თუ წყალს იშვიათად ვსვამდი, ნერვიულობის გამო ამ რამდენიმე წუთში უკვე ოთხი დიდი ჭიქა მქონდა დალეული.

მერე პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით პრეზიდენტისადმი მიმართვა გაეკეთებინა და ამის შესახებ გვამცნო.

ვერ ვხვდები - რატომ, მაგრამ ყველა კაცი ერთბაშად ამომიტივტივდა, ვისთან დაწოლაც უახლოეს წარსულში მოვასწარი. გული ამერია. საპირფარეშოდან მისაღებ ოთახში რომ შევბრუნდი, იმ წყეულ ტელევიზორში ვირუსით დაინფიცირებული ახალი პაციენტის შესახებ აცხადებდნენ და ეკრანზე ბუნტად გადაღებული კადრები გადიოდა, თუ როგორ მიათრევდა პოლიციის თანამშრომელი ურჩ მოქალაქეს. სახლი ვიცანი, სადანაც დაინფიცირებული მიჰყავდათ.

მე რომ ის ღამე მეზიზღება, მანდ მაქვს გატარებული.

მუხლები მომეკეცა და გონება დავკარგე.

***

ნელ-ნელა შევეგუე პანიკასთან ერთად მომაბეზრებელ ცხოვრებას, რომლის ატანა თვითიზოლაციაში მყოფს მიწევდა.

მეტი რა საქმე მქონდა, მთელი დღე ვსქროლავდი და ვსქროლავდი. კითხვას გულს ვერ ვუდებდი და ფილმების ყურება კიდევ ბავშვობიდან არ მიყვარდა.

მორწმუნეებისა და ურწმონოების ბობოქარ კამათს გადავაწყდი, უფროსწორად ერთმანეთის ლაზათიან ლანძღვას. კომენტარებს თვალი რომ გადავავლე, მეც მომინდა აზრის დაფიქსირება. თავშეკავების ძველმა ჩვევამ, რომელსაც კორონავირუსის გამოჩენამდე საკმაო ხანს ეძინა, გადმოკარკვლამდე ძლიერად დააჭყიტა მიხუჭული თვალები და მეც მალევე გადავიფიქრე კომენტარის დაწერა. სამაგიეროდ, ციცქნა პოსტი გამოვაქვეყნე, არ მინდა ზიარებიდან გამოსულმა დედაჩემმა კორონა შემყაროს-მეთქი.

ამ გაგანია ვურუსის ჟამს, დედაჩემი ფანატიკოსი მორწმუნესავით წირვა-ლოცვას არ აცდენდა. სქელი იყო ისედაც და ეკლესიის მჭიდრო სივრცეში მაინც მონდომებით იჭედებოდა.

პოსტის გამო მეჩხუბა.
- ღმერთი არ გაპატიებს მის მადლში რომ ეჭვი გეპარება; - ბოლოს ეს მომაძახა მოსამართლის განაჩენივით, მაგრამ ჩემ ყურებში, როგორც წყევლა, ისე ჟღერდა.

***

აღდგომას აღნიშავდდნენ ქართული მართმადიდებლური ეკლესიები. ავადმყოფი თუ ჯანმრთელი, დარწმუნებული ვარ, ცომივით ეზილებოდა ერთი-მეორეს და ალბათ, ეშმაკიც იცინოდა, თუკი კორონავირუსისგან გამოტენილი და ხალხის ცხელი სუნთქვისგან ოხშივარადენილი ჰაერის სუნი მის ყნოსვამდეც შეუფერხებლად აღწევდა.

ვიცოდი, დედაჩემის ფანატიზმი რამდენადაც შორს მიდიოდა და მძაფრდებოდა, იმდენადვე მომაკვდინებელი ხდებოდა მასთან კონტაქტის მქონე ადამიანებისთვის მის სიახლოვეს გავლაც კი. ამიტომ აღდგომამდე ბოლო 6 დღით ადრე თოკით გავკოჭე და სხვენში ჩავკეტე. როცა მახსენდებოდა, საჭმელი მიმქონდა და წყალს ვასმევდი. მაგრამ საკუთარი თავის გარდა ისედაც იშვიათად მეფიქრებოდა სხვებზე და, შესაბამისად, ბედი არც დედაჩემს სწყალობდა. იქნებ კორონას კი არა, წყურვილს მოეკლა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მისი სიკვდილი მე დამაწვებოდა მძიმე ცოდვად და არა - წყლის დეფიციტს.

ზუსტად ლიტონიობის ღამეს შემოამსხვრია ჩემი სახლის ფართო ფანჯარა სამმა უცნობმა და კივილიც ვერ მოვასწარი, პირში ისე უცებ ჩამჩარეს საზიზღარი ნაჭერი.

- ზიარებიდან გამოსულები გეზიზღება, გოგო? - სახე ახლოს მომიტანა და კბილების კრაჭუნით მითხრა ერთ-ერთმა.
- შე, , ახლა გაიგებ როგორია ეკლესიის დაცინვა! - ისეთი ხმა ჰქონდა, ყურებზე მომინდა ხელის აფარება, რომ მეორედ აღარ გამეგონა.

ცრემლები ნიაღვრებად წამომითქრიალდა. ვინატრე, დედაჩემი "აშვებული" მყოლოდა და პოლიციაში დარეკვა შესძლებოდა.

მტკივნეულად გადამაგლიჯეს შარვალი. მერე საცვალი ამაწყვიტეს სიცილით სხეულაცახცახებულებმა და უცებ ხუთივე თითის ერთდროული შემოჭრა ვიგძენი. ტკივილისგან ისე დავიჭიმე, მეგონა წელში გადავტყდებოდი.

- მიდი, პირველმა შენ მოსინჯე; - სახე ახლოს მომიტანა და ბინძური ნერწყვი გადმომანთხია. კბილებზე ვიცანი. ისევ ის იყო, კბილები რომ დამიღრჭიალა.
- წავიდეთ, რა! - ძლივს მესამეს ხმაც გავიგონე და გულში იმედი ჩამესახა: თავს გამანებებენ-მეთქი.
- სად უნდა წავიდეთ, შე ს*ირო?! მიდი, შეუდე-მეთქი!
- ვერა - ტირილამდე მისული ხმით ამოთქვა.
- გეი ხარ, ბიჭო?
- ფუი, შენი დედა მოვტ*ყან!

იმას წააყარეს. მე კიდევ უზომოდ მადლიერი ვიყავი, რომ ჩემი სხეულის დაფლეთა არ სურდა. თუნდაც გეი ყოფილიყო და თანაგრძნობით ნაკარნახევი თავშეკავება არ გამოეჩინა, მაინც ძალიან ვუმადლოდი. ჩემთვის გმირი იყო - ორივე შემთხვევაში.

წარმოდგენა არ მაქვს, იმ ორის გონებაში რა ხდებოდა, მაგრამ მეტად ირონიულად მეჩვენა ქალზე მოძალადე სამეულის ჰომო და ჰეტერო სექსუალების 1:2 პროპორციით გადანაწილება.

იმღამეს გადავრჩი. გეის ბღავილზე მეზობლები გამოცვივდნენ და სამივე გარეთ გავარდა.

ვიწექი. მწარედ ვტიროდი. მორიდებული თვალები წამდაუწუმ ჩუმად დამყურებდნენ ცნობისმოყვარე მეზობლების ინტერესიანი სახეებიდან და მაშინ მინდოდა, რომ ვიღაცას ტყვია დაეხალა - შიგ შუბლში, რათა სწრაფად გავქცეოდი ამ დაუნდობელ რეალობას.

***

ვურუსის თემა სწრაფად შეცვალა აღდგომის დღესასწაულზე გაუპატიურებული ქალის ამბავმა. იმასაც კი არ ამბობდნენ და წერდნენ, რომ გაუპატიურება ვერ მოასწრეს.

გადავწყვიტე. ახლობლებისთვის გრძელი წერილი დავწერე და მაქსიმალურად შევეცადე, ისეთი შთაბეჭდილების მომხდენი ყოფილიყო, რომ წლების შემდეგაც, როცა ჩემი უსულო სხეული საფლავში ჭია-ღუისგან ძვლებად ქცეული იქნება, ცრემლებით თვალებამოვსებულებმა გამიხსენონ.

დრამა გამოვიწოვე სულიდან და გონება დავტანჯე წერილის დასაწერად.

ქვიშის დაუსრულებელ ცოცვაში დროსავით შეუქცევადი ამოწურვა მეწადა და ყველაფერი ვიღონე, რომ ზუსტად ქვიშის მარცვლებივით ყველა ნაცნობის ფიქრებში გავბნეულიყავი - ოღონდ სტაბილურად და ურყევი თანაზომიერებით, როგორც დროს სჩვევია.

ბოლოს ისე გამოვიფიტე ემოციების სრულად დახარჯვითა და ჩემი უბედურების ტრაგიკული გამოტირებით, რომ სიკვდილიც გადავიფიქრე. წერილი გადავიკითხე და მივხვდი - საკმარისად დამთრგუნველი არ იქნებოდა, სიცოცხლეს რომ გამოვსალმებოდი.



№1  offline მოდერი guroo

ელპინი
- ღმერთი არ გაპატიებს მის მადლში რომ ეჭვი გეპარება;

რა ქარცეცხლში ჩაიგდე თავი, გურამ?!
სულ ნუ ბობოქრობ და ნუ ელოდები შერკინებას, სამყარო დამპალი რამეა და ბუმერანგი, მით უმეტეს, კარგად იცი.

მორწმუნე ერთადერთია, ვისაც ვერავინ შეებრძოლება და არც გაბედო ამაზე დავა, აქედანვე გეუბნები, კომპრომისიანო.

არ იყო გულისამრევი, რომ გინდოდა.
წარმატებული სვლა იყო, რატომაც არა.
:))))))


ჯერ არაფერი მიმიქარავს :დდდდ ვაპირებდი ქარიშხალივით დატრიალებას და ამ ქალივით გადავიფიქრე. წარმოსახვას მივანდე რაღაცები.
არ გედავები. მორწმუნეზე გულწრფელი სიბრმავე, აბა, ვის აქვს? მეკიდევ ნამდვილი გულწრფელობის უფრო მჯერა, ვიდრე მორწმუნეობის.
კომპრომისებზე ძალიან ავვარდი :დდდდდდდ ეკალივით შემერჭე, მჩხვლეტავო "ღმერთო"

 


№2  offline წევრი tamo oo

აუუ, რანაირია? ძალიან მომეწონა.ყოჩაღ, ძმაო smile heart_eyes

 


№3  offline მოდერი Mary Drey

მომეწონა. მსუბუქად წასაკითხი, საინტერესო, ჰაეროვანი, რეალობასთან ახლო ჩანახატი იყო!

წარმატებები <3

 


№4  offline მოდერი guroo

tamo oo
აუუ, რანაირია? ძალიან მომეწონა.ყოჩაღ, ძმაო smile heart_eyes

ამისთვის წაგაკითხე ძალდატანებით? მარტო ამ მოგდებული სიტყვებისთვის? დამპალი ბავშVი ხარ

Natsrisferi_grdznobebi
მომეწონა. მსუბუქად წასაკითხი, საინტერესო, ჰაეროვანი, რეალობასთან ახლო ჩანახატი იყო!

წარმატებები <3

მადლობა heart_eyes

 


№5  offline მოდერი Catherine Di Perso

ვერ მოიტანა, რა.
რაღაც უფრო მძაფრს ველოდი და ჩემს ამორალურობას საზრდოდ დედა, აღდგომაზე გაუპატიურება და გეი არ ეყო.
ლექსიკა უზადო, გრამატიკულად გამართული ნაწერი... ბუნტის პიკანტური სურნელი დაჰკრავს ამ ჩანახატს.
Riot is in my soul, honey, but it's not enough for meh.

 


№6  offline მოდერი guroo

Catherine Di Perso
ვერ მოიტანა, რა.
რაღაც უფრო მძაფრს ველოდი და ჩემს ამორალურობას საზრდოდ დედა, აღდგომაზე გაუპატიურება და გეი არ ეყო.
ლექსიკა უზადო, გრამატიკულად გამართული ნაწერი... ბუნტის პიკანტური სურნელი დაჰკრავს ამ ჩანახატს.
Riot is in my soul, honey, but it's not enough for meh.

ვუუუ, მადლობა heart_eyes
მეც არ მეყო ამორალურობა. რამდენჯერაც ყურადღებას გაამახვილებთ, იმდენჯერ ნერვები მეგლიჯება. წარმოიდგინე, რამხელა ტრაგედია შეიძლება იყოს დრამის ნაწილში ჩაფლავება ჩემთვის, როცა ამბიციებით ღრუბლებს ვჩეჩ.
ნუუ ჯანდაბა, ბოლოში მიწერილი კომპლიმენტები ყველაფერს ცვლის.

 


№7 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

ვაჰ, ძალიან მომეწონა

 


№8 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

guroo
სტუმარი მოიისფრო
ვაჰ, ძალიან მომეწონა

❤️





,
აქაც გელოდები heart_eyes


ქეთი არ ვარ, მაგრამ იმედია მაინც გაგიხარდა, რომ მომწონს :დდდდ

 


№9  offline მოდერი guroo

ვუუუუუაჰჰჰჰჰ

 


№10 სტუმარი სტუმარი სტუმარი

წაგიკითხე!..
ასე, უბრალოდ!..
მომეწონა, ჰო, ძალიან...
წავიკითხე და თითქოს გავიგე)))
პირველად დამემართა პირველივე წაკითხვაზე...
მეორედ რომ მივუბრუნდი, მივხვდი, ვის ვატყუებ, ვერაფერი გამიგია...
ამოუხსნელად რჩები.. ჭკვიანო...

P.S. წერილიც დაგეწერა, შევაფასებდი ღირდა თუ არა სიცოცხლესთან გამოსალმებად ))) :დ

 


№11  offline მოდერი guroo

სტუმარი სტუმარი
წაგიკითხე!..
ასე, უბრალოდ!..
მომეწონა, ჰო, ძალიან...
წავიკითხე და თითქოს გავიგე)))
პირველად დამემართა პირველივე წაკითხვაზე...
მეორედ რომ მივუბრუნდი, მივხვდი, ვის ვატყუებ, ვერაფერი გამიგია...
ამოუხსნელად რჩები.. ჭკვიანო...

P.S. წერილიც დაგეწერა, შევაფასებდი ღირდა თუ არა სიცოცხლესთან გამოსალმებად ))) :დ

ეგეთი წერილი მართლა რომ მქონოდა, ხომ გამოვაჭენებდი, მაგრამ დამეზარა დაწერა და ალბათ, ვერც დავწერდი.
მიუხვედრებელი არაფერია. დარწმუნებული ვარ, პირველ წაკითხვაზე რაც იფიქრე, ზუსტად გაარტყი!

 


№12 სტუმარი ki

ვაიმე!
ეს რა იყო?

ისე, არ ვფიქრობ, რომ საჭიროა მაინც და მაინც გადაკლული მორწმუნე იყო. ასეთ მორწმუნეებს ბევრს ვიცნობ და მათი აზროვნება, გეფიცები მკლავს!

მთავარია შენთვის, გულში გწამდეს. არაა საჭირო ყოველდღე ეკლესიებში სიარული და აღსარების ჩაბარება(ამის ძალიან წინააღმდეგი ვარ) .


მწამს ღმერთის, როგორ არა, მაგრამ მხოლოდ ღმერთის და არა მღვდლების და წარსული გადმონაშთი “წესების”, რომლებიც ვფიქრობ, რომ მხოლოდ ძველი ხალხების მიერაა მოგონილი და არა ღმერთის მიერ დაწესებული.

არ ვიცი, მე ასე მჯერა.

ალბათ, არსებობს ასეთი შემთხვევები, მართლა ვითომ მორწმუნეები რომ რაღაცის გამო მსგავს რაღაცეებს აკეთებენ.

არ ვიცი, ძალიან ცუდია ის, რაც ხდება.

კარგი იყო. წარმატებები!

 


№13  offline მოდერი guroo

ki
ვაიმე!
ეს რა იყო?

ისე, არ ვფიქრობ, რომ საჭიროა მაინც და მაინც გადაკლული მორწმუნე იყო. ასეთ მორწმუნეებს ბევრს ვიცნობ და მათი აზროვნება, გეფიცები მკლავს!

მთავარია შენთვის, გულში გწამდეს. არაა საჭირო ყოველდღე ეკლესიებში სიარული და აღსარების ჩაბარება(ამის ძალიან წინააღმდეგი ვარ) .


მწამს ღმერთის, როგორ არა, მაგრამ მხოლოდ ღმერთის და არა მღვდლების და წარსული გადმონაშთი “წესების”, რომლებიც ვფიქრობ, რომ მხოლოდ ძველი ხალხების მიერაა მოგონილი და არა ღმერთის მიერ დაწესებული.

არ ვიცი, მე ასე მჯერა.

ალბათ, არსებობს ასეთი შემთხვევები, მართლა ვითომ მორწმუნეები რომ რაღაცის გამო მსგავს რაღაცეებს აკეთებენ.

არ ვიცი, ძალიან ცუდია ის, რაც ხდება.

კარგი იყო. წარმატებები!

გამდლობ, შეფასებისთვის.
დიდწილად გეთანხმები. ღმერთი სხვა ადმიანების ჩაურევლად უფრო ღმერთობს ჩვენს გულებში.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent