მელანქოლია
გამოვიკეტე შეშლილივით საკუთარ თავში და მივეც გვემას ვხუჭავ თვალებს და ყველაფერი მუქ სამოთხეს ჰგავს და ეს სიშიშვლის ესთეტიკა ჰობად ქცეული უკვე ჩარჩოებს სცდება. ნადირობს სული ვით არტემიდა და იწოვს ცოდნას. ჩემს თავს არ ვტოვებს მარტოს რადგან ეს ბაგენი,ოხ ეს ბაგენი როგორ ბოდავენ და ამ ბოდვით გამორჩეულ ყველა ნივთს ასვავს დაღს მელანქოლიის. ეს საცეცები კი ისე მაგიჟებს ვკივი და მინდა ჩარჩოებს გავცდე მაგრამ ძაფი, რომელიც მქაჩავს ძლიერ უფრო მაგიჟებს. გაისმა ხმა და წყდება ძაფები,ვცდები ჩარჩოებს და მსიამოვნებს შორიდან ცქერა ძლიერ, ისე ძლიერ როგორც არასდროს. შორიდან ვუცქერ და უწინარესად ისევ ისე იშვა ქაოსი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.