ვალენტინა -6- +18
*** სამი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც წესიერად არ მიძინია. სამი დღე მას შემდეგ, რაც ბლეიკის საქმეს თავს ვარიდებდი. ოფისში გამოჩენა არ მინდოდა. ჯერ კიდევ ვიშუშებდი გრძელ ნაკაწრს გულ-მკერდზე, რომელიც საკუთარ თავს მეთვითონ დავუტოვე. მეორე დღეს მატეომ დამირეკა, ბრძანება რაიდერის ჩასმის თაობაზე არ მოსულაო. რათქმაუნდა არ მივიდოდა, მე ხომ ეს ბრძანება არც გამიცია. ალბათ დრო მჭირდებოდა იმის გადასახარშად რაც მოხდა. თორემ მისი ციხეში გაშვება არ მქონდა გადაფიქრებული. ნამდვილი მკვლელი მაინც ჰაერზე დასეირნობდა, რომლის ვინაობაც ბატონმა ლურჯთვალებამ მშვენივრად იცოდა. ამაში ნელ-ნელა ვრწმუნდებოდი. სარკეში საკუთარ თავს ვუყურებდი. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ქუთუთოებზე სიმძიმე მეკიდა.მამაჩემი ბუნდოვნად მედგა გონებაში. სადღაც, იქვე ბლეიკიც იყო. და არსაიდან რაიდერ ფლინიც ჩნდებოდა. არაფრისმთქმელ, ჩასისხლიანებულ თვალების ანარეკლს ვეღარ გავუძელი. სარკის დალეწვა ცხოვრებას მერჩივნა იმ მომენტში… *** მესამედ დამესიზმრა ერთიდაიგივე სიზმარი. ბლეიკის სახლს ვერ ვცდებოდი. კარს იმედის მომცემი თვალებით ვუყურებდი და ყოველ ჯერზე ველოდი რომ კაცი, რომელსაც იარაღი ბლეიკის კეფაზე ჰქონდა მიბჯენილი, შებრუნდებოდა და იქაურობას დატოვებდა. ყოველ ჯერზე ისე მთავრდებოდა, რომ მე ამ კაცის შეჩერებას ვცდილობდი. ვუახლოვდებოდი, ბლეიკი გაუნძრევლად იდგა. თვალის დაუხამხამებლად გასცქეროდა ჰორიზონტს, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით. ვერც ვატყობდი, თუ საერთოდ ეშინოდა რაიმის. იარაღიანი კაცი რაიდერი იყო, ლურჯი თვალები გააფთრებოდა და იარაღის ჭერისგან ხელი სულ დაძარღვოდა. რამდენჯერაც ფლინის შეჩერებას ვცდილობდი, სიზმარს იმდენჯერვე ბლეიკის სიტყვები ასრულებდა „არასწორი ხარ ვალენტინა, ცდები.“ თავის უკანა ნაწილში ყრუ ტკივილს ვგრძნობ. პირით ვსუნთქავ და შიგადაშიგ ვახველებ. თვალები მენაბება, მეწევის. ფილტვებსა და გულს შუა უჰაერობა მაწუხებს, ის ადგილი ძალიან მიხურდება... ლავიწებს თითებით ვიზელ. ასე მგონია ჩემს სხეულში ვიღაცამ საშინელი ღუმელი დაანთო და მას ვეღარაფერი ვეღარ გაანელებს.მდუღარე ცრემლებს თვალებიდან გადმოსვლის ნებას არ ვაძლევ. დახეთქილ ტუჩებს ენით ვისველებ და საწოლიდან წამოდგომას ვცდილობ. ჯერ ცალ ფეხს ვდგამ სრიალა იატაკზე, მერე მეორესაც და ხელებს მაგრად ვაჭერ ლეიბს. სახსრებში ძალის ნაკლებობას ვგრძნობ და ვცდილობ არ წავიქცე. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას მიკვირს როგორ ვახერხებ ფეხზე დგომას. სარკეს ვუახლოვდები და საკუთარ თავს შევცქერი. სახეში ღრმად ჩამჯდარ, დასივებულ თვალებში უკუნ სიბნელეს ვხედავ.დაღლილ ქუთუთოებს წამით ვასვენებ და ერთმანეთს ვახუტებ. მალევე ვაიძულებ დაშორებას და ისევ ჩემს გამოსახულებას ვუყურებ. უცნაური გრძნობაა ხედავდე შენს რეალურ "მეს". ვალენტინას, რომელიც სახელის გარეშე ისეთივე უბრალო და არაპრიორიტეტულია საზოგადოებაში, როგორც დანარჩენები. წამით მომწონდა საკუთარი თავი, რეალური სახე, რეალური გრძნობები. ყოველთვის მეგონა, რომ ფულით გატენილი ჯიბეების მქონე ხალხს გრძნობები არ გააჩნდათ და მხოლოდ რობოტები იყვნენ. რაღაც პერიოდი მეც ამ ნიღაბს ვატარებდი ჩემს 18 წლის იუბილემდე. შემდეგ კედელმა მსხვრევა დაიწყო, თუმცა თავი ყოველთვის მაღლა მეჭირა. რაიდერ ფლინის გამოჩენამ კი საბოლოოდ გამოაცალა ჩემს რეპუტაციას საძირკველი. ოღონდ არა ხალხისთვის, არამედ ჩემთვის. მე ახლა მხოლოდ და მხოლოდ ვალენტინა ვიყავი. სიბნელეში სიგარეტს მოვუკიდე. წამით მომეჩვენა, რომ მთელი ოთახი ბოლში გაეხვია. ძლიერი ხველა ამიტყდა.ზოგადად არ ვეწევი, მაგრამ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის გადანახული შეკვრა ყოველთვის მოიძებნებოდა ჩემს ბინაში. აივნის კარი გამოვაღე. წამით დავფიქრდი. უნებურად მივხვდი, სიზმარში ნანახის რეალობაში განხორციელება საოცარ შვებას მომგვრიდა… სასწრაფოდ ჩავიცვი რაც ხელში შემრჩა. გარეთ გასულმა საკუთარ მანქანას რომ მოვკარი თვალი ყურებამდე გამეღიმა. - ძლივს რაღაც კარგი... ჩემთვის ამოვიბურტყუნე და მინის საწმენდში ჩატენილი ქვითარი გადავიკითხე. მოყვანის საფასურთან ერთად კონვერტში ეწერა, სად იყო გასაღებიც. უკანა ბორბლის მუხრუჭს სწრაფად მოვაძვრე გასაღები და მანქანაში ჩავჯექი. ღრმად ამოვისუნთქე და საჭეს რამდენჯერმე მოვხვიე ხელი. როგორ მომნატრებია... მანქანის ფერებით მივედი ბლეიკის სახლამდე. გულმა გამალებით დამიწყო ფეთქვა, როდესაც თეთრ კარებზე ჩამოკიდებული აბრა შევამჩნიე წარწერით: „იყიდება“. საკუთარი თავი ხელში ავიყვანე და მანქანიდან გადავედი. ფეხის თრევით მივედი კარამდე. რათქმაუნდა დაკეტილი იყო. ვერაფერს გავაწყობდი. რამდენჯერმე შემოვუარე შენობას, იმის იმედით რომ რაიმეს მოვიფიქრებდი შიგნით შესაღწევად, მაგრამ ამაოდ. პირდაპირ ოფისისკენ გადავუხვიე. სულ არ მაინტერესებდა რამდენად ვიმყოფებოდი ფორმაში, მაგრამ დაწყებული საქმე ბოლომდე აუცილებლად უნდა მიმეყვანა. კართან ქეროლი შემეგება. ჩემგან განსხვავებით, დასვენებული სახე ჰქონდა და თმაც ლამაზად დაევარცხნა. როგორც მივხვდი, არ შეიმჩნია ჩემი მოუწესრიგებლობა და უხმოდ გამომყვა ჩემს მაგიდამდე. ასევე უსიტყვოდ დავიწყე ხელების ფათური უამრავ საბუთში. მხოლოდ მაშინ დავმშვიდდი, როდესაც რაიდერის ქაღალდებს ხელი მყარად ჩავჭიდე. საკუთარ სავარძელზე მოწყვეტით დავეშვი. - ქეროლ, ყავა მომიტანე და შენთვისაც წამოიღე. საქმეები გვაქვს. მივხვდი, რომ თავი დამიქნია და ასე დატოვა ჩემი სივრცე. მისთვის არც შემიხედავს. ჯერ კიდევ ჩამქრალი კომპიუტერის ეკრანში დავლანდე საკუთარი თავის ანარეკლი და მივხვდი, რომ მართლა საშინლად გამოვიყურებოდი. თმები სამაგრით ზემოთ ავიწიე, რომ ოდნავ ადამიანს დავმგვანებოდი და სახლის სვიტერი შეძლებისდაგვარად გავისწორე. ნაკაწრები ჯერ კიდევ მახსენებდა თავს. თვალები მხოლოდ მაშინ გავახილე, როდესაც ქეროლის ნაბიჯების ხმა საკმაოდ მომიახლოვდა. მსუბუქად გავუღიმე და ცხელი ყავა გამოვართვი. მადის აღმძვრელმა სუნმა რეალობაში დამაბრუნა. - ვალენტინა.. კარგად ხარ? - ვარ. რატომ მეკითხები? - წარბები ავუწიე. ვიცოდი, საშინლად სერიოზული გამომეტყველება მქონდა. ამას ჩემი დახეთქილი ტუჩების დაჭიმვით ვგრძნობდი. - უბრალოდ... - ზედმეტად მივეჩვიე სახლის პირობებში ყოფნას. მაგრამ აქაურობა ჩემთვის სახლივითაა. - თავი ვიმართლე, ისე რომ მისთვის არ შემიხედავს. ამასობაში კომპიუტერმაც გაანათა ეკრანი. კიდევ კარგი, თორემ საკუთარი ანარეკლის ცქერას ვეღარ ავუდიოდი. ქეროლი ყოველ ათ წამში ერთხელ მსუბუქად იჩეჩავდა მხრებს. თითქოს საკუთარ თავში დასმულ კითხვებს თვითონვე სცემდა პასუხს. მათ ხმამაღლა წარმოთქმას კი ვერ ბედავდა. - რამე სიახლე არის? - ვკითხე და ტუჩებზე ენა მსუბუქად გადავისვი. სანამ მომიყვებოდა, ამასობაში ბრძანების ფურცელს ამოვბეჭდავდი და დაუფიქრებლად შევავსებდი. მჭირდებოდა, რომ ქეროლი ჩემთან მჯდარიყო. გან აიმიტომ, რომ მასთან მართლა ბევრი მქონდა სასაუბრო. უბრალოდ, ახლა რომ მარტო ვყოფილიყავი, უეჭველი იყო, ადრე თუ გვიან სარჩელს არ დავასრულებდი. თავის მსუბუქ ქნევას ვაყოლებდი მის თითოეულ წინადადებას. კონცენტრირებული კი მხოლოდ საბუთებზე ვიყავი. წარმოდგენა არ მქონდა რაზე მესაუბრებოდა. დიდი ალბატობით სხვა თანამშრომლებზე და მათ დავალებებზე. ის კი გავიგე, როგორ თქვა, რომ გუშინ საღამოს ბატონი რაიდერი ყოფილა მობრძანებული. - რაო მაგან, გთხოვთ არ ჩამსვათო? - არა... - აბა? - ხელი როგორცვე მოვაწერე ფურცელს ქეროლს გადავაწოდე. მანაც უმალვე გამომართვა. ღრმად ამოვისუნთქე. არ მინდოდა იმის გააზრება, თუ რა გავაკეთე ამ წამს. თუ რას მოვაწერე რეალურად ხელი. უდანაშაულო ადამიანის ციხეში გაშვებას. „საკმარისია ვალენტინა, გეყოფა“. - მისამართი მოითხოვა. - ბატონო?! - გაკვირვება ვერ დავმალე. თვალები ისე გამიფართოვდა, ცოტაც და თავის ტკივილი შემახსენებდა თავს. - მერე? მარტო იყო? - დაცვასთან ერთად იყო. მატიასი დარწმუნდა, რომ სახლში დაბრუნდა. არ ინერვიულოთ ამაზე. - მისამართი? - ნებართვის გარეშე რათქმაუნდა არ მიმიცია. შვება ვიგრძენი და საზურგეს დავუბრუნდი. თუმცა რაღაც ძალიან დიდი აფსურდი იყო. მან ისედაც იცოდა ჩემი მისამართი. უფრო სწორად, დარწმუნებული ვიყავი რომ იცოდა. იდაყვი მაგიდაზე ჩამოვდე და გაუაზრებლად ფრჩხილების წვალებას მოვყევი. - ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა. - ვალენტინა... - მივხვდი, რომ ხმამაღლა მომივიდა და თვალები მაგრად დავხუჭე. საქმე სერიოზულად იყო. ყველაფრის მიუხედავად, მე აშკარად შეყვარებული ვიყავი. არვიცი ასე სწრაფად ეს, როგორ ან რანაირად მოხდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ნამდვილად ასე იყო. მე ის გაუცნობიერებლად შემიყვარდა და სწორედ ამით იყო განპირობებული, ჩემი თავის დაკარგვაც.ემოციების ვერ კონტროლიც და დანარჩენი სხვაც. - კარგად ვარ ქეროლ. გთხოვ იზრუნე რომ ეს საბუთები რაც შეიძლება სწრაფად გაიგზავნოს. თუ დღესვე მოხერხდება მით უკეთესი. რაც მალე ჩაჯდება რაიდერი, ყველასთვის კარგი იქნება. - დღესვე გავგზავნი. - სიტყვით დამიმოწმა ქეროლმა. - მატიასს დაუძახე, გთხოვ. თავი დამიქნია და კაკუნით გაუჩინარდა. ერთ ადგილს მიყინულმა, ნაკაწრს დავუწყე წვალება. თითოეული მტკივნეული შეხება მის მანათობელ თვალებს მახსენებდა. მის შეხებებს და ბილწსიტყვაობას. ვხვდებოდი, რომ ზედმეტად ვგავდით ერთმანეთს. მასაც, ჩემსავით რაღაც ნიღაბი აეკრო, რომლის შიგნითაც საიდუმლოებებით მოცული, უბრალო კაცი იმალებოდა. ამაში დარწმუნებული ვიყავი. “მოკეტე! მოკეტე! მოკეტე! მოკეტე!”- ყვიროდა ხმა თავში. მაგრად მოკუმული ტუჩები კი არაფერს ამბობდნენ. – აზრზე ხარ?- გაუაზრებლად, ხმამაღლა ამოვილაპარაკე როგორც კი მატიასმა შემოაბიჯა.თვალები გაკვირვებისგან დაუმრგვალდა და სვლა შეაჩერა. კარგად რომ დავკვირვებოდი, მგონი მარცხენა ფეის წვერი ნახევრად ჰაერში ჰქონდა დატოვებული. - ნამდვილად არ ვარ. - სანამ კიდევ რაიმეს ვიტყოდი, თვითონვე მოეგო გონს და ჩემს წინ, ქეროლის ადგილი დაიკავა. -ჰმ, წარმოგიდგენია?! ხვალ, ზეგ ჩაჯდება.- ვთქვი ავტომატურად ისე, რომ არც კი დავკვირვებივარ მის რეაქციას. - რაღაც რიგზე ნამდვილად ვერ არის, მის ფორბს. - მსუბუქად ჩაახველა და თავი ჩახარა. - ყველაფერი იმაზე კარგად არის, ვიდრე ახლა შენ ფიქრობ, მატიას. გამიხარდება თუ კომპანიონობას გამიწევ და იარაღის ანაბეჭდების დასადასტურებლად გამომყვები. - როგორც შემეძლო, ისე გავუღიმე. დაჭიმული კისერი იმდენად მაწუხებდა, ცოტაც და ვიღრიალებდი. მატიასმა თავიდან ბოლომდე შეუმჩნევლად ამათვალიერა. თვალები ავატრიალე. ვიცოდი, რომ ჯერ უნდა გამომეცვალა. ფეხზე ნელა წამოვდექი და თავით გასასვლელისკენ ვუბიძგე. - პირდაპირ წავიდეთ? - ჩემი მანქანით წავალთ. ჯერ სახლში შევივლი. ადამიანს დავემსგავსები, თორემ ყველას სახეზე გაწერიათ, რომ უსახლკაროს ვგავარ. - მის ფორბს, ეგ არ მიგულისხმია... -- მაშინვე ენა დაება. ხელები ააყოლა საუბარს. თავი ძლივს შევიკავე, რომ გულიანად არ გამეცინა. - დამშვიდდი, მატიას. დღეს გველეშაპურ ხასიათზე რაღაც ვერ ვარ. ვიცი, რაც იგულისხმე. მხარზე ხელი მეგობრულად მოვხვიე. მთელი გზა ხმა არცერთს ამოგვიღია. თუმცა სარკეში გახედვისას ვატყობდი, როგორ ნერვიულობდა. ერთ ადგილას ვერ ისვენებდა. ხან ღვედს დაეჯაჯგურა. ხან ცერა თითის კვნეტას მოჰყვა. ერთი-ორჯერ სიჩქარეს თითები მინაზე რიტმულადაც ააყოლა. ვითომ, მას და კეროლს აქვთ პრობლემები? ეს მე ნამდილად არ მეხებოდა. შეიძლება, მართლა გველეშაპად აღმიქვამდა ყველა,მაგრამ ჩემი თანამშრომლების პირადი ურთიერთობები ჩემი განსახილველი ნამდვილად არ იყო. სახლში რომ შევედი, სიუცხოვის განცდა დამეუფლა. წამიერად პარანოიამ შემიპყრო და კანკალით დავიარე ოთახები. რატომ მეგონა რომ ვინმე შემომეჭრა? ეს გრძნობა იზრდებოდა და იზრდებოდა. თავის ტკივილს ვერაფერს ვშველოდი. რაც შემეძლო სწრაფად დავემსგავსე მათთვის მოსაწონ ადამიანს და ასევე სწრაფად დავტოვე იქაურობა. პირველად მქონდა იმის სურვილი, რომ საკუთარი ბინა, რომელიც ჩემი გემოვნებით მოვაწყვე, გამეყიდა. ვიცოდი, ახლა ყველაფერზე ერთდროულად მეფიქრებოდა და ესეც, ერთერთი იმ სისულელეთაგანი იყო, რომელიც წინა პლანზე წამომეჭიმა. -გაიგეთ? რაღაც გადაცემა იწყება ტელევიზორში! ხალხი თურმე ერთ სახლში იცხოვრებს და 24 საათის განმავლობაში კამერებით დააკვირდბიან! -რა?! - გაოცება ვერ დავმალე. მატიასმა მაშინვე მომახალა, როდესაც მანქანაში დავბრუნდი. ტელეფონს ჩაჰკირკიტებოდა. მიხვდა, რომ ნერვიულობა შევამჩნიე და ახლა ცდილობდა საუბარი რაიმეზე წამოეწყო მისი ემოციების დასაფარად. -მერე. ვინ აიტანს ამას?- მხრები ავიჩეჩე და მანქანა დავძარი. სისულელედ მეცვენებოდა ამ ყველაფერზე საუბარი, თუმცა რა გაეწყობოდა. ახლა როგორც ვატყობდი, არცერთი ვიყავით რეალობისთვის თვალის გასწორების ხასიათზე. -ვინც აიტანს, სწორედ ის მოიგებს. ხვნეშით ამოიბურტყუნა. გავიფიქრე, თვითონ ხომ არ მიდის მსგავს შოუში მეთქი. მაგრამ ეს სრული აფსურდი იქნებოდა. ახლად წამოჭრილმა თემამ გონების სულ სხვა ნაწილში გადამაგდო. როდესაც ე.წ. “Reality Show”-ების ბუმი დადგა ჩვენ ქვეყანაში, ხალხი ეკრანებს მიეჯაჭვა. მამაჩემიც იყო ერთ-ერთი. თუ სწორად მახსოვდა, მსგავს შოუებს ასპონსორებდა, რომ ჟურნალს უფრო მეტი მკითხველი ჰყოლოდა. საუბრები მეორე დღეს ნანახზე, გაგონილზე, კეთდებოდა პროგნოზები და ადამიანები მათვის უცხო პირების ცხოვრებას საჯაროდ განიხილავდნენ. არაფერი რჩებოდა შეუმჩნეველი, აღურიცხავი… რას იზამ? კამერები ტუალეტშიც კი დაემონტაჟებინათ რეჟისორებს, რათა უმცირესი დეტალიც კი არ დარჩენილიყო ყურადღების მიღმა.რაიდერი გამახსენდა. უკვე ეჭვი მეპარებოდა, რომ მასე კარგად აკვირდებოდნენ და ნერვები მეშლებოდა, რომ შოუს ორგანიზირება უფრო კარგად იყო გათვლილი, ვიდრე „მკვლელის“ თვალთვალი. საჭეს ძლიერად მოვკიდე ორივე ხელი და სანამ სახსრების ტკივილი არ ვიგრძენი არ მოვეშვი. ადამიანთან ურთიერთობისას 5 წუთი მჭირდება მისი აზროვნების შესაფასებლად. თუ მივხვდი, რომ მასთან ურთიერთობა უსიამოვნოა (რაც ჩემ შემთხვევაში საკმაოდ ხშირია), გავრბივარ. სწორედ ამიტომაც მიჭირს კონტაქტების დამყარება, მეგობრების შეძენა. ალბათ ეს განაპირობებს, რომ უცხოს პირველი არასდროს ვეცნობი. საშინელება კი ისაა, რომ არც კი ვცდილობ შეცვლას. -ვალენტინა... - ხმამ რეალობაში დამაბრუნა. ჯერ მატიასს გავხედე, რომელიც აშკარად გაოგნებული მომჩერებოდა. შემდეგ ჩემს წინ, სამხილის ცელოფანში გახვეულ იარაღს გავუსწორე თვალი, რომლის ქვეშაც რამდენიმე საბუთი ეწყო. ისეთი სიჩუმე სუფევდა, მკაფიოდ გავიგონე, მატიასმა როგორ გადაუშვა მძიმედ ნერწყვი მუცელში. - რა გჭირს, იარაღი პირველად დაინახე?! - შევუღრინე და კოპები შევკარი. არადა, თავს დავდებ მეც ზუსტად მისნაირი გამომეტყველება მქონდა. საკუთარი გულის ცემის ბაგაბუგს ყურებში ვეღარ ავუდიოდი. ხელის კანკალით შევეხე ცივ იარაღს, რომელიც მართლაც ცივი იყო. ალბათ მიცვალებულზე ცივიც კი. მატიასის მოუსვენრობა უკვე მაღიზიანებდა. იარაღს ხელი ვუშვი, ცალი ხელით მაგიდას დავეყრდენი და წარბი ავუწიე. - თუ ღმერთი გწამს, მატიას. რა არ გასვენებს მითხარი! თმები ორივე ხელით აიქექა. ღრმად ამოისუნთქა და თვალები დაიზილა. - საბუთები... სანამ თქვენ ნახავდით მანამდე ვნახე. - საუბარი დაამთავრა თუ არა, მხრები ისე მოადუნა, თითქოს დიდი ლოდი მოიხსნა ზურგიდან. კოპები შევკარი და მის მზერას გავყევი, რომელიც იარაღთან მიდიოდა. აფთარივით ვეტაკე საბუთებს და თითო წინადადების კითხვა ისე დავიწყე, არ მინდოდა რომელიმე სიტყვა გამომრჩენოდა. - იქნებ ჯობს ჩამოჯდეთ... - ბუნდოვნად გავიგონე მატიასის ხმა. ძარღვებში ადუღებული სისხლი, რომელიც სადაც იყო თუხთუხს დაიწყებდა, მაშინვე გამეყინა. ცივმა ოფლმა დამასხა და საბუთებს ხელი ვუშვი, როდესაც ფილიპ ფორბსის სახელი ამოვიკითხე. - ეს... რაღაც ხუმრობაა, ხო? - მინდოდა მეყვირა, მეღრიალა, მაგრამ ერთი წინადადება ძლივს ამოვიბურტყუნე და გაშტერებული თვალებით კვლავ გადავიკითხე. - იარაღი ფილიპ ფორბსზეა გაფორმებული, ვალენტინა. - წყნარი ხმით დამიმოწმა მატიასმა. თვალებში ცრემლები ჩამადგა. მზერა დამებინდა და აცრემლიანებულმა ბიჭს გავუსწორე თვალი. - გთხოვ, მითხარი რომ მამაჩემზე არ ვსაუბრობთ. ამოვისლუკუნე. ვერც გავაანალიზე, ისე ჩამოვეკიდე მატიასის მხარს და პატარა ბავშვივით ავქვითინდი. მოგონებებმა უსწრაფესად ჩამიქროლა და საკუთარი სლუკუნის ხმა გადაფარა. გამახსენდა, დაცვაში ეჭვი რომ შემეპარა. უფრო შორს გავიხედე და ფილიპის „წყევლაც“ იქვე დამხვდა. მამა? ეს სიტყვა უკვე გულს მირევდა. არ მინდოდა გამეანალიზებინა რეალობა. არ მინდოდა ამასთან რაიმე კავშირი მქონოდა. გამოდის, ბლეიკს მამაჩემი აშანტაჟებდა. ეს ძალიან კარგად იცოდა, მაგრამ ხმა ვერ ამოიღო. იმდენად ცუდად ვიყავი მის მიმართ განწყობილი რომ ვერ გაბედა მოსულიყო და ეთქვა მამაჩემის მზაკვრულობა. გამახსენდა, 16 წლის ვიქნებოდი ან ცოტა ნაკლების, მამაჩემთან რომ პირველი შეკამათება მომივიდა ბიზნესის შესახებ. ეს ნამდვილად არ იყო ჩემი საქმე, მას კი როგორც ახლა არ სიამოვნებდა ეს ფაქტი. გარკვევით მახსოვს მისი სიტყვები, რომ ყველას ჩამომაშორებდა, ვინც ამაში მხარს ამიბამდა. ალბათ მისი სამიზნე ამიტომ გახდა ბლეიკი. ან სულაც მას შესთავაზა ეს საქმე და ბლეიკმა ჩემი შიშით თანხმობა ვერ განაცხადა. მერე ხომ მართლა ჩემი ხელით ამოვხდიდი სულს?! ოდნავ როდესაც დავმშვიდდი, სრულიად გაბრუებული მოვშორდი მატიასს. თვალებში ვერ ვუყურებდი, თუმცა ისედაც ვიცოდი რომ საცოდავი გამომეტყველება ჰქონდა. იმაზე ფიქრის თავი ნამდვილად არ მქონდა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში საკმარისზე მეტი ცრემლი ვღვარე. ცრემლები თითებით სწრაფად შევიმშრალე და საბუთებს კიდევ ერთხელ დავხედე. - ანაბეჭდები ვისია? - ხმის კანკალით ვიკითხე. - ხომ იცით, რომ ბრძანება იქამდე არ უნდა გაგეცათ, სანამ სამხილში დარწმუნებული არ იქნებოდით... თითქოს რჩევა მომცა. მაგრამ ეს უფრო ჭკუა-დარიგებას გავდა, რომლის თავიც ასევე არ მქონდა. თვალები ავატრიალე და ღრმად ამოვისუნთქე. - ჯანდაბასაც წაუღია მატიას ბრძანება! მითხარი ვისია ანაბეჭდები! - დავიყვირე. მეგონა კედლები შეზანზარდა, თუმცა რეალურად ჩემი სხეული ზანზარებდა. ყველაფერი მეწვოდა. მატიასისგან ვითხოვდი პასუხს, რადგან ანაბეჭდების ამოკითხვა უკვე მაშინებდა. - ანაბეჭდი რაიდერს ეკუთვნის. მაგრამ საკმარისი რისკი იყო თქვენი მხრიდან. - მატიას, ფულს იმისთვის არ გიხდი, რომ ჭკუა მასწავლო იმ სიტუაციაში, როდესაც მეთვითონაც კარგად ვიცი რომ არასწორი ვარ! შვებით ამოვისუნთქე. ახლა რაღაც კი არა, არაფერი იყო რიგზე. ჭკუიდან ავიწეოდი, სიმართლე რომ კიდევ დიდხანს დამემალა. - გამოდის, ფორბსმა რაიდერი დაიქირავა?... ყოველ შემთხვევაში ლოგიკურად ასე ჩანს. „ფორბსმა“! აუტანელმა სიცივემ ჩაანაცვლა მდუღარება და წამით ალბათ მხედველობაც წამერთვა. როგორ მაღიზიანებდა ეს გვარი. ეს ოჯახი და საერთოდ ყველაფერი რაც ამასთან კავშირში იყო. - კიდევ ვინ ნახა ეს საბუთები? - არავინ. ეს საქმე მთლიანად თქვენ გაქვთ ჩაბარებული. - და შენ ცნობისმოყვარეობამ გძლია და უბრალოდ წაიკითხე? - ბლეიკთან დიდხანს ვმუშაობდი და დიახ, რაღაც მასეთი მოხდა.... - დამნაშავესავით იმართლა თავი. მასზე არ ვბრაზობდი. ამაზე მეტი გასაბრაზებელი მქონდა და ახლა ნაკლებად მინდოდა ყველაფერი მატიასზე დამენთხია. რაღაც მხრივ გამიხარდა, რომ ჯერ არავის ჰქონდა ნანახი ის, რაც ამ ფურცლებზე ეწერა. ისედაც შეფუთულ რეპუტაციას ეს ნამდვილად არ დამიმშვენებდა. შეიძლება ვინმეს ისიც კი ეფიქრა, რომ მამაჩემის თანამზრახველი ვიყავი, ახლა კი ეს საქმე იმიტომ გადმოვიბარე რომ მისთვის ხელი დამეფარებინა. ყველაფრის გაანალიზებისას თვალებზე ცრემლები ისევ მომადგა. „გეყოფა პატარა ბავშვივით ტირილი!“ შემოვუძახე საკუთარ თავს. იარაღი ადგილზე დავტოვე, საბუთებს ხელი დავავდე და ელვის სისწრაფით გამოვვარდი შენობიდან. უკვე ბინდდებოდა, ასერომ სიგრილემ კარგად გამომაფხიზლა. ქოშინით ამომიდგა მატიასი გვერდით. ცდილობდა ჩემთვის თვალებში შემოეხედა. - გინდათ საჭესთან მე დავჯდე? - შემომთავაზა და შეძლებისდაგვარად გამიღიმა. როგორ მინდოდა, მისთვის მიმეცა გასაღები. გზაში სადმე კაფეში დავმსხდარიყავით და სიმართლე მომეყოლა ყველაფრის შესახებ. მაგრამ ვიცოდი, რომ ეს ძალიან აფსურდული იყო. ენას კბილი დავაჭიმე და თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე. - ოფისთან დაგტოვებ. ამაზე საუბრის უფლება მხოლოდ ქეროლთან გაქვს. ისიც იმიტომ, რომ ვიცი ერთად ხართ. - არ...არ ვართ. - საშინლად დაიბნა და მანქანაში ხმაურით დაჯდა. - კარგი. ახლოს ხართ. ვიცი მოკლედ. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. - მხრები ავიჩეჩე. მართლა მხეცივით ვატარებდი. გაფითრებული თანამგზავრი ალბათ ღებინებას ძლივს იკავებდა და ერთი სული ჰქონდა ოფისთან როდის ჩამოვსვამდი. სახლამდე ისე მივედი, გამიკვირდა რომ ავარიას გადავურჩი. სიმართლე რომ ვთქვა, მადლიერიც კი ვიქნებოდი რაიმე რომ დამმართვნოდა და რამენიმე დღით ამ ყველაფრისთვის თავი ამერიდებინა. სურვილი იმისა, რომ ფილიპი გამელანძრა, მეყვირა, მეღრიალა უდიდესი იყო. მაგრამ ეს არაფერს შეცვლიდა, ეს ბლეიკს არ გააცოცხლებდა. საწოლზე ტანსაცმლიანად დავემხე და მატიასის ლოგიკური მოსაზრება გავიაზრე. მამაჩემმა დაიქირავა ვიღაც, ვისაც რაიდერი იცნობს. საშინლად დამაეჭვა იმ ფაქტმა, თუ როგორ აღმოჩნდა ფლინის ნათითურები იარაღზე. ის ხომ ჩემთან იყო. ჯანდაბა! ის მართლა ჩემთან იყო. ინფორმაციის მოსაძიებლად ლეპტოპი ჩავრთე. ან რა უნდა მომეძებნა ისეთი, რაც დამეხმარებოდა. მაშინვე ქეროლის იმეილი გამეხსნა, რომელიც მაუწყებდა, რომ რაიდერ ფლინის დაკავების ორდერი საღამოს 5 საათიდან ძალაში იყო. საათს გავხედე, რომელიც 9-ს აჩვენებდა. თანაშემწე ასევე მეკითხებოდა, როგორ ჩაიარა სამხილის ამბავმა. ნერწყვი მძიმედ გადავუშვი ყელში. თითები რამდენჯერმე გავიტკაცუნე და ასაკრეფად ლეპტოპს მივუახლოვდი. რა უნდა მიმეწერა?! არც არაფერი. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეთქვა ქეროლისთვის, ან სასამართლოზე ნებისმიერი პირისთვის. თავში უსაშინლესმა აზრზმა გამიელვა. საკუთარი რეპუტაციის გადასარჩენად საბუთები გამეყალბებია და იარაღი რაიდერის სახელზე დამეწერა. თუმცა ამას ვიცოდი რომ ვერ გავაკეთებდი. ისედაც სხეულში მცრიდა, იმის გახსენებისას რომ მის დასაკავებლად ორდერი გავეცი. ლეპტოპი დავხურე და კვლავ საწოლს დავუბრუნდი. ვერაფერს ვგრძნობდი. წარმოდგენა არ მქონდა რა უნდა გამეკეთებინა. ისევ იმის მეშინოდა, რომ საბუთის ასლი ვინმეს ექნებოდა და ადრე თუ გვიან, თანამზრახველობის გამო ფილიპთან ერთად ამოვყოფდი თავს გისოსებს მიღმა. ციხეზე ნაკლებად, უფრო მამაჩემის დანახვაზე ვღელავდი. არ მინდოდა, დასანახად მეზიზღებოდა ფილიპ ფორბსი! ჯოჯოხეთური ფიქრები ტელეფონმა დამიფრთხო. გიჟივით წამოვვარდი. ისეთი რეაქცია მქონდა, თითქოს სახლში ვიღაც შემომეჭრა. გამაყრუებლად ვიბრირებდა მოწყობილება. უცხო ნომერს ურეაქციოდ დავხედე, ხმა ჩავიწმინდე და ვუპასუხე. - ვალენტინა ფორბსი. - საკუთარი გვარის წარმოთქმისას კატასავით დავიმანჭე. ზუსტად ისე, ცხვირთან რაიმე ამაზრზენს რომ მიუტანენ და ზიზღისგან მზად არიან საკუთარი ენა გადაყლაპონ. - სადაც ბოლოს ვნახეთ ერთმანეთი, იქ შემხვდი ათ წუთში. ზედმეტი კითხვა არ მისვა ძვირფასო ვალენტინა, თორემ ჩემზე გაცემულ ორდენს შენი სახელის მიემატება! სასწრაფოდ ფანჯარას მივაწყდი და თვალების ცეცება დავიწყე. ხმის პატრონს ვეძებდი, მაგრამ რაიდერი არსად ჩანდა. გონზე რომ მოვედი, ყურზე მიდებული ტელეფონი უკვე ზუმერის ხმას გამოსცემდა. - ნაბი*ვარი! ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! თმები ცალი ხელით ავიქექე. ახლა რა მექნა?! პოლიციისთვის დამერეკა? რაიდერ ფლინის სასჯელისთვის შანტაჟი მიმეწერა?! ჯანდაბა! რატომ მემუქრებოდა?! როგორ გამოექცა დაცვას? მომავალში აუცილებლად ვუჩივლებდი ყველა თანამშრომელს, ვინც ამ პოზიციაზე მუშაობდა. აუცილებლად! სახლიდან ისე გავვარდი, არ მახსოვს კარი ჩავკეტე თუ არა. მაგრამ ეს ნაკლებად მადარდებდა. სპორტულმა ფეხსაცმელმა ხელი შემიწყო რომ რამდენიმე მეტრი სირბილით გამევლო. ტელეფონს მთელი ძალით ვუჭერდი ხელს და ველოდებოდი, რომ კიდევ დამირეკავდა. უკვე სუნთქვა მეკვროდა, მეგონა იქვე დავეცემოდი. ქოშინით გავჩერდი და სული მოვითქვი. თვალი გავუსწორე ჩემგან ათი მეტრის დაშორებით სხეულს. სიგარეტს მშვიდად ეწეოდა. იმ მომენტში, შემშურდა კიდეც მისი სიმშვიდის და სუნთქვის რიტმის. გული გამალებით ამიჩქარდა. თავს ძალა დავატანე და ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი. წარმოდგენა არ მქონდა, რისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად. მისგან თითქმის ყველაფერი იყო მოსალოდნელი და თითქმის არაფერი გასაგები. როდესაც ჩვენ შორის მხოლოდ სამი ნაბიჯი დარჩა, დარჩენილი სიგარეტი გადააგდო და თვალი გამისწორა. სრულიად სერიოზულ გამომეტყველებას არ იცვლიდა, რაც იმაზე მანიშნებდა რომ გაბრაზებული იყო და ხუმრობის ხასიათიც ძალიან შორს იყო მისგან. - გაემზადე, ქალაქიდან მივდივართ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.