შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხითხითი (სრულად)

24-03-2020, 20:55
ავტორი guroo
ნანახია 5 667

ელოდება მტვრის ავარდნას, რომ მიხვდეს, მსახიობი დაეცა. სანამ ბრუნავს მტვერი მაღლა, იცინის და წვება თვითონაც. ცივია სცენა და ცარიელია დარბაზი. ერთად წვანან ცარიელ სიცივეში. ნელა მიფრინავს მტვერი დაბლა, ზედ ეფინება ორივეს, როგორც კვამლისგან გამუქმებული თოვლი.
- სიკვდილის გათამაშება სულ მინდოდა შენთან ერთად.
მდუმარეა და მტვერდაყრილი მის თვალებში არეკლილი ცივი გვამი.
***
ეძინა. ყურსასმენები თავიდან ჩამოსცურებოდა და კისერზე გველივით შემოხვეოდა.
ერთი სიმღერა მეორემ შეცვალა და გაიღვიძა.
***
ცივა. შიშველია. საბანი მხოლოდ მკერდის ქვედა არეს უფარავს. ხელები საბნის ზევით აქვს ამოყოფილი. ტელეფონი უჭირავს და ტექსტს კრეფს. ფიქრიან და მილოცვებით სავსე დღეს ცლის სიტყვებს შორის. ხელებზე სცივა. კიდევ მხრებზე და მკლავებზე. ყელი თბილი აქვს. კეფა ოდნავ გაუგრილდა. ლავიწის პერიფერიებში ყინულოვან სიცივეს გრძნობს. ძალიან უკვირს, რომ სუნთქვით ვერ ათბობს ოთახს, მაგრამ მალევე უვლის გაკვირვებაც. ამოსუნთქვისას გამოშვებული ჰაერი ხვდება სხეულზე ცივად და მშრალად, გამყინავად. თვალებს ჭუტავს დროგამოშვებით. უჭირს ჩაწეულ სინათლეზე ტექსტის აკრეფა. თითები ეტკინა. წერის გამო არ ტკენია. ტელეფონი უკავია უხერხულად. ნეკა თითი დაუბუჟდა მარჯვენა ხელზე. ამავე ხელის ცერა თითი საშინლად სტკივა. ფრჩხილები დაიკვნიტა და ახლა ძალიან აწუხებს. ცერა თითზე ნამეტანი ძირში მოიკვნიტა. ჯერაც ვერ გადაეჩვია. ალბათ, ნევროზის ბრალია. როცა ნერვიულობს ან დაძაბულია, ყოველთვის ფრჩხილებს იკვნეტს. ხან გასაწმენდ ოპერაციებს ატარებს. კბილებს ფრჩხილსა და კანს შორის ათავსებს და იქ ჩაბუდებული ათასგვარი სიბინძურის ამოსაღებად იყენებს. არაუშავს. ოდესღაც გადაეჩვევა. მართლა ძალიან სცივა. წერის დროს კბილებს მაგრად აჭერს და ეფიქრება - ესეც ნევროზის ბრალიაო.
- აჰაა! ესეც დიაგნოზი; - ცდილობს იჩურჩულოს; - ნეტავ ეს ჩემი სურვილი ხომ არ არის? ნევროზის ქონაზე ვამბობ. ისე ძალიანაც კარგი იქნებოდა ნევროზი რომ მქონდეს.
"მე ძალიანაც კარგი ვარ. მეზარება წერა და მივდივარ" - ბოლოჯერ იტკიებს დაკვნეტილ თითებს.
***
ზემოთ მთვარეა. ვარსკვლავებისგან მიტოვებულ, ჩამქრალ ზეცას ეულად ანათებს.
მირბის ძაღლი ორფეხა მეგობართან ერთად და კვალი იწურება მსხვერპლის ბოლო ნაბიჯებთან. გარინდული ზის ხეზე, გული ეკუმშება. გასროლის ხმა ესმის და ჰაერში ფრიალებს. მიწა ყრუდ გრძნობს მძიმე დანარცხებას. კვდება ძვლებდამტვრეული და ღია რჩება შიშჩამდგარი ორი თვალი.
***
- დედა, მშია.
- არაფერი გვაქვს.
***
თოვლის თეთრ ნაბუქებს შიშველი ფეხებით ტკეპნის. გარბის.
- მოდი, არა გცემ; - შვილს უღიმის და თან ეკლიან ტოტს ატეხავს შიშველ ბროწეულის ხეს.
სიცივე აწუხებს. იმედის კოცონით შემაგრებულ გულს აჩერებს მშვიდი ძგერით და მიდის იმ ეკლებთან შესახებად.
***
"მე კარგი ვარ. ყველას ვუყვარვარ - მაააართლაა! არ ვტყუი".
მორიგი ღამე აფერმკრთალებს მის გაცრეცილ ფიქრებს. დაძრწის სითბო ოთახში. აუტანელ ქავილს ვერ ერევა და დაკვნეტილი ფრჩხილებით სხეულს იკაწრავს სისხლის გადმოთხივლებამდე.
***
ღია ლურჯ ფერში ამოთხვრილი ძუძუ*ები სისხლისფერით შეღებილი ბიჭისკენ მიაქვს. იზილებიან ერთმანეთში. ფერი ფერზე გადადის და კანი აქა-იქ იფარება ბუნტი, ქვეშ-ქვეშა, ცბიერი იისფერით.
- სირცხვილით მოვკვდები.
რეჟისორი უდარდელად ისმენს გოგოს ჩივილს.
- სხვა დროს, თქვენ ორს, ძვირფას როლებს მოგცემთ.
- სიცოცხლეა ძვირფასი; - ხითხითებს ბიჭი.
- მოგცემთ; - თავდაჯერებულია რეჟისორი.

№1  offline მოდერი guroo

აუუუუუ, კომენტარები მინდა disappointed_relieved

№2 სტუმარი სტუმარი marry

შინაარსი და ფოტო სხვაგან არიან

№3  offline მოდერი guroo

სტუმარი marry
შინაარსი და ფოტო სხვაგან არიან

ჰმმმ! არაუშავს

№4 სტუმარი ნანო

ძაან განსხვავებულია. მომეწონა და წერა გააგრძელე

№5  offline მოდერი guroo

ნანო
ძაან განსხვავებულია. მომეწონა და წერა გააგრძელე

მადლობა heart_eyes heart_eyes heart_eyes

ხუთი ანლაიქი აქვს ამ ჩანახატს და არ გინდათ, რომ კომენტარი დამიწეროთ? რატომ არ მოგეწონათ?

№6  offline წევრი Elisabeth_

როგორი განსხვავებული სტილი გაქვს. საინტერესოა ძალიან. მოვიცალოო შენს სხვა ისტორიებსაც ჩავუჯდები. :დდ

№7  offline მოდერი guroo

Elisabeth_
როგორი განსხვავებული სტილი გაქვს. საინტერესოა ძალიან. მოვიცალოო შენს სხვა ისტორიებსაც ჩავუჯდები. :დდ

მახსოვხარ!!!!❤️❤️❤️ ზოის ძველო მკითხველო

არა, შემეშალააა:დდ ის სხვა ელისაბეტიაა

№8 სტუმარი სტუმარი თიკუნა

“ელოდება მტვრის ავარდნას, რომ მიხვდეს, მსახიობი დაეცა. სანამ ბრუნავს მტვერი მაღლა, იცინის და წვება თვითონაც. ცივია სცენა და ცარიელია დარბაზი. ერთად წვანან ცარიელ სიცივეში. ნელა მიფრინავს მტვერი დაბლა, ზედ ეფინება ორივეს, როგორც კვამლისგან გამუქმებული თოვლი”.

“ზემოთ მთვარეა. ვარსკვლავებისგან მიტოვებულ, ჩამქრალ ზეცას ეულად ანათებს.
მირბის ძაღლი ორფეხა მეგობართან ერთად და კვალი იწურება მსხვერპლის ბოლო ნაბიჯებთან. გარინდული ზის ხეზე, გული ეკუმშება. გასროლის ხმა ესმის და ჰაერში ფრიალებს. მიწა ყრუდ გრძნობს მძიმე დანარცხებას. კვდება ძვლებდამტვრეული და ღია რჩება შიშჩამდგარი ორი თვალი”

“ღია ლურჯ ფერში ამოთხვრილი ძუძუ*ები სისხლისფერით შეღებილი ბიჭისკენ მიაქვს. იზილებიან ერთმანეთში. ფერი ფერზე გადადის და კანი აქა-იქ იფარება ბუნტი, ქვეშ-ქვეშა, ცბიერი იისფერით”

მართლაც თოვლის ფიფქის ოდენა ჩანახატში დაწერილი ძალიან ლამაზი ამონარიდები. დღიურში ვინიშნავ.
ბრავო.

№9  offline მოდერი guroo

სტუმარი თიკუნა

ვერ წარმოიდგენ, როგორ გავთბი. მადლობა heart_eyes

№10  offline მოდერი Catherine Di Perso

აზრზე არა ვარ, რისი ჩადება გინდოდა და არც მაინტერესებს.
მე ჩემებურად მივხვდი და მაგრად გამისწორდა.
ამ პატარა ჩანახატში ჩაატიო ამხელა ტრაგედია და ბოლოს მოღმერთო რეჟისორი გააძრო, რომელიც გპირდება ძვირფას როლს მოგცემო, სიცოცხლის როლსო... ახლა კი გტანჯავ, მერე იქნება სიცოცხლეო.
ასე არაა რელიგიები? იტანჯე ამქვეყნად, რომ იმქვეყნად ცხონდე. იმქვეყნად მოგცემს რეჟისორი შენს წილ სიცოცხლის როლს, თუ აქ შიმშილით მოკვდები.
კარგი იყო.

№11  offline მოდერი guroo

Catherine Di Perso
აზრზე არა ვარ, რისი ჩადება გინდოდა და არც მაინტერესებს.
მე ჩემებურად მივხვდი და მაგრად გამისწორდა.
ამ პატარა ჩანახატში ჩაატიო ამხელა ტრაგედია და ბოლოს მოღმერთო რეჟისორი გააძრო, რომელიც გპირდება ძვირფას როლს მოგცემო, სიცოცხლის როლსო... ახლა კი გტანჯავ, მერე იქნება სიცოცხლეო.
ასე არაა რელიგიები? იტანჯე ამქვეყნად, რომ იმქვეყნად ცხონდე. იმქვეყნად მოგცემს რეჟისორი შენს წილ სიცოცხლის როლს, თუ აქ შიმშილით მოკვდები.
კარგი იყო.

მეც გამისწორდა შენ რომ გაგისწორდა smile
აუუუ დებილივით გამაცინე.
თან კბილები მაქვს დაგრეხილი და წინა კბილი ისე სულელურად მაქვს წინ გადმოგდებულიიიიი. მეშინია ასეთნაირად გაღიმებულს თვალი არ მომკრან ოჯახის წევრებმა smile smile smile
მიხარია, რომ მკითხულობ.

№12  offline მოდერი guroo

კომენტარი ექვის ქულისთვის! იუჰუუ!!

№13 სტუმარი სტუმარი მოიისფრო

ისევ ძალიან კარგია. მომწონს შენი ხედვა, პატარ-პატარა, დიდი ტრაგედიები.

№14  offline მოდერი guroo

სტუმარი მოიისფრო
ისევ ძალიან კარგია. მომწონს შენი ხედვა, პატარ-პატარა, დიდი ტრაგედიები.

სიდიდეს არ ვუხდები. ვაჭარბებ და უაზრო სიტყვებში მოხეტიალესავით ვიკარგები.
მადლობა ისევ heart_eyes heart_eyes heart_eyes

№15 სტუმარი გავმეორდები,

გამათენებინე)) ეს ტკივილები, სულის, გულის, სხეულის, წარსულის, ახლანდელის, მომავლისაც კი, საიდან მოგაქვს? როგორ აღწერ ასე მგრძნობიარედ, ძვლებს რომ მიშლის და სხეულის თითოეული უჯრედი გრძნობს? ...
....
ვერ გავუძელი.... შენ როგორ უძლებ?

№16  offline მოდერი guroo

გავმეორდები,
გამათენებინე)) ეს ტკივილები, სულის, გულის, სხეულის, წარსულის, ახლანდელის, მომავლისაც კი, საიდან მოგაქვს? როგორ აღწერ ასე მგრძნობიარედ, ძვლებს რომ მიშლის და სხეულის თითოეული უჯრედი გრძნობს? ...
....
ვერ გავუძელი.... შენ როგორ უძლებ?

აქამდე სულ მეგონა, რომ ჩემ ნაწერებს ემოციების ტალღა არ მოჰყვებოდა. მეგონა, მოსაწყენად ვწერდი ლამაზ წინადადებებს. თურმე ყველაფერი იმის ბრალია, რომ არ ესმით, ვერ იგებენ, რას კითხულობენ და ამის გამო კითხვის პროცესში განცდილს საერთოდ ხაზს უსვამენ.
მადლობა, რომ ეს ბარიერი დაძლიე. არ ვიცი, რამდენად კარგად ხვდები, რასაც ჩემთან კითხულობ, მაგრამ ეგ არ არის მთავარი. კიდევ კარგი, რომ არ დაკომპლექსდი და მაინც გაბედე კომენტარის დაწერა, მიუხედავად გაგებისა, ან ვერ გაგებისა.

№17 სტუმარი სტუმრის სტატუსს ამოფარებული ავტორი

არ ვარგა. უნებისყოფო შრომის ნაყოფია. ყურადღებასაც ძლივს იქცევს. რაღაც ვერ არის, რა. საერთოდ არაფერი არ და ვერ არის!
სტილის ძიება დავარქვა? იქნებ თერაპია? ერთი-ორგან ტყუილში გამოგიჭირე, გურამ. ამიტომ არ შედგა ეს ჩანახატი. ვერ ხვდები, რომ გულწრფელ ფიქრებს გზა არ უნდა ჩაუხერგო? აქ ლიტერატურა ძალიან უკან დგას. აქ თავს იტყუებ, გურამ!
ჯერ დაზუსტებით ვერ გეტყვი, რომ მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ .

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent