"...სერია" (საცდელი)
"...ცუდი ადამიანი არ არსებობს,ისევე,როგორც კარგი.ყველა ადამიანშია თანდაყოლილი საზოგადოებიდან არეკლილი ბოროტი.არსებობს სუსტი,ძლიერი და უძლიერესი ადამიანი.სუსტ ადამიანს გარემო პირობები აიძულებს სისუსტეების გამოვლენას,ძლიერი,შექმნილი გარემოს მიუხედავად,თავის დადებით მხარეს ყოველთვის ავლენს,უძლიერესი კი თავად ქმნის გარემო პირობებს..." * * * რამდენი ადამიანი იტყვის რა არის ცხოვრება და რა არის ჩვენი მთავარი მიზანი ცხოვრებაში?...ჩემი აზრით ცხოვრება შიშია რომელიც არასდროს არ გვტოვებს, ტკივილია რომელიც დროთა განმავლობაში ძლიერდება, მონატრებაა რომელიც ტკივილის მეგობარია, იმედგაცრუებაა რომელიც ყველაზე ბოლოს ცხოვრების იმ მომენტში მოდის როდესაც მისი მოსვლა ყველაზე ნაკლებად გინდა, ცხოვრება ალბათ სიყვარულიცაა რომელსაც ადამიანები მთელი თავიანთი სიცოცხლის მანძილზე ელოდებიან, ან თუნდაც იმედია...იმედი რომელსაც მომაკვდავთა უმეტესობა დიდი ხნის განმავლობაში სათუთად ინახავს...და მაინც არავინ იცის რა შეიძლება იყოს ცხოვრება...არავინ იცის როგორ შეიძლება იაროს მის ვიწრო ბილიკებზე ისე რომ ფეხი არ დაუცდეს, არავინ იცის რა ტკივილები მოელის ადამიანს ცხოვრებაში...და მაინც ეს ყველაფერი იმდენად აზარტულია რომ იმ ტკივილების მიუხედავად აგრძელებ ცხოვრებას.აგრძელებ იმიტომ რომ მაზოხისტურად მოგწონს როგორ ძლიერად უჭირავს მას შენი სადავეები...მოგწონს როგორ გმართავს...მაზოხისტურად მოგწონს როგორ აცეკვებს ადამიანს მის დაკრულზე...და განა ეს ყველაფერი საინტერესო არ არის? არ არის საინტერესო რა იქნება ბოლოში? რას მოიმოქმედებს ცხოვრების მარიონეტი ადამიანი?გადაუხდის თუ არა მას სამაგიეროს?- ანუ კითხვაზე პასუხი მაინც არ არსებობს მაგრამ რა ხდება მაშინ როდესაც ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლის მიზეზს ეძებ? ან პოულობ კი მიზეზს რომელიც შენს წინ ლამაზი დიდი ბრილიანტის ბეჭედივით დევს?თქვენ წარმოიდგინეთ და თუ მოწადინება გულრწფელია მიზეზიც თავზე საყრელად შეიძლება იყოს-უსამართლობა რომელიც ზუსტად იმ აზარტულმა ცხოვრებამ მოიტანა...მოლოდინი რომელიც იცი არასდროს გაამართლებს იმიტომ რომ ის ვისაც ასე თავგანწირვით ელოდები უბრალოდ აღარაა,ისევ ის შიში რომ შენ ის არ ხარ როგორიც მან დაგტოვა,ტკივილი რომელიც მან გიანდეძა წასვლის შემდეგ.და განა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის რომ ცხოვრება შეცვალო? მაგრამ უსამართლობას და მოლოდინს ხომ ბრაზიც მოსდევს?...ბრაზი ცხოვრებაზე რომ მან ასე გაგწირა და აი ახლა საკმარისი მიზეზია ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლისთვის. აი მაშინ კი ყოველთვის,ყოველდღე,ყოველწამს გტოვებს ის პრინციპები რომლებსაც ერთ დროს ასე მჭიდროდ ჰქონდა ფესვები გადგმული შენში...იმედის ნაცვლად სულში შურისძიების ძლიერი გრძნობა მჭიდროდ იდებს ბინას და არ გტოვებს იქამდე სანამ ამ ადამიანურ სურვილს არ დაიკმაყოფილებ. * * * -მოკლედ ჯგუფი გვჭირდება იოანე...ჯგუფში კი ერთი ადამიანი მაინც გვინდა რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ-შესავლებით იწყებს სათვალიანი და ქერათმიანს დაკვირვებით უყურებს მკაცრ თვალებში -რისი თქმა გინდა მაგით? -ანუ ხომ გვჭირდება ერთი ადამიანი ხოდა... -ხოდა რა? იპოვე-მოუთმენლად ყვირის მუშკუდიანი -ანუ კი ვიპოვე და ყველა იცნობს იოანის გარდა მაგრამ-ოთახში ნერვოზიანივით მოძრაობს და მესამე ჭიქა ვისკს ისხავს -გაზით ამოგგლიჯოთ სიტყვები ნიკა?-ვისკის ჭიქას ბოლომდე ცლის -ანუ ჩვენ ერთი გვეგულება რომელიც დაგვეხმარება და არ ვიცი...-სათქმელს ისევ არ ამთავრებს სათვალიანი და კარებს მოუთმენლად უყურებს -ღმერთო როგორ ვერ მოვიფიქრეთ...ნიკა გენიოსი ხარ-აჟიტირებულები უყურებენ ერთმანეთს დანარჩენები -მოდი ნერვებს ნუ მიშლი კოპალიანი-მობეზრებულად იქნევს ხელს იოანე მუშკუდიანი კარი რომ ფართოდ იღება-მეტყვი თუ არა ვინ არის? -მოკლედ მასზე გეუბნებოდი...-ერთი ამოსუნთქვით ამთავრებს სათქმელს კოპალიანი და წითური გოგოსკენ იშვერს თითს-იუსტინე ახვლედიანი -კარგი ნერვებს მაწიწკნი კოპალიანო...მეღადავები?-უემოციო თვალებით უყურებს იოანე გოგოს ირონიულ ღიმილს -გამარჯობა ბიჭებო...მგონი კარგ დროს მოგისწარი ნიკა-გულწრფელად ეხვევა სამ მამრს და სავარძელში ზუსტად მუშკუდიანის პირდაპირ სჯდება -არ არსებობს...გოგო ამ საქმეში ვერ ივარგებს -რა დარწმუნებული ხარ საყვარელო...იქნებ შენზე უკეთესი ვარ?-გასაღებების ასხმას ირონიული ღიმილით ატრიალებს წითური ლამაზმანი -არამგონია შენისთანა ნაზმა იარაღის ხმარება იცოდეს-კითხვას ირონიულად პასუხობს ქერათმიანი და gerber-ს ატრიალებს -იო არ გაგიცურდეს ხელიდან და არ გამომაცოცხლო სიცოცხლეს-საცოდავად უყურებს მეგობარს -მეკიდე არამგონია შენისთანა სიმპატიურმა გოგოების ნამდვილი შესაძლებლობები იცოდეს...სინაზეს კი კომპლიმენტად მივიღებ-უადგილო კომენტარს ყურადღებას არ აქცევს, მომაჯადოებლად თვალების ფახულით უღიმის მუშკუდიანს და დანარჩენ სამ ბიჭს მხიარულად უკრავს თვალს -ასე პირდაპირ კომპლიმენტს მეც დიდი სიამოვნებით მივიღებ მაგრამ უნდა გამოგცადოთ ჟღალო...რა ეშმაკია-ბოლო სიტყვები თავისთვის თქვა და მაგიდის უჯრა გამოაღო-მოკლედ მოდი ამით დავიწყოთ ვნახოთ როგორ იხმარ ხელში-გამომცდელი მზერით აწოდებს ხელში ცივ საგანს მოკლედდდ პირველია არ ვიცი რა იქნება და როგორი მაგრამ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენს რჩევებს მინდა რომ უფრო დავხვეწო ისტორია რაც შეეხება დადების სიხშირეს (ნუ თუ მოგეწონათ და გავაგრძელე) სავარაუდოდ ორ დღეში ერთხელ დავდებ ხოლმე მიყვარხართ და მადლობა რომ დრო დამითმეთ ლავ იუუ ფიფლ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.