პატარა გოგონა ზღვის პირას ( მეჩვიდმეტე თავი) დ ა ს ა ს რ უ ლ ი
-შეიძლება გავგიჟდე_თქვა ლუკამ და ბოლთის ცემას არ წყვეტდა-სად უნდა იყოს,ასე როგორ მოიქცა -ლუკა,ლუკა_მიუახლოვდა მას დამიანე,ორივე ხელი მოკიდა და შეაჩერა-ვიპოვით,მაგრამ ჯერ დამშვიდდი -რა დამამშვიდებს_თქვა სასოწარკვეთით-შეიძლება საკუთარ თავს რამე დაუშაოს,ეს გინდოდა?_საყვედურით სავსე თვალებით შეხედა მან დამიანეს -მაპატიე_თქვა დამიანემ-მართლა ძალიან ვწუხვარ,არ მეგონა თუ საქმე აქამდე მივიდოდა,გეფიცები არ მინდა ანას რამე ცუდი დაემართოს,გაბრაზებული ვიყავი მაგრამ... -იქნებ ადრე რომ დალაპარაკებოდი ეს არ მომხდარიყო_უთხრა ლუკამ-რამდენჯერ ეცადა,რომ პატიება ეთხოვა,შეცდა,შეცდომა დაუშვა ჰო ,გასაგებია შენიც მესმის,მაგრამ ზედმეტი მოგივიდა,ანა რომ დავკარგო... -არა,გთხოვ არ თქვა ეგ,ანას არ დავკარგავთ -როგორ?არც კი ვიცით სად არის.წავიდა და იარაღიც თან წაიღო -ჯიპიესი_თქვა მოულოდნელად დამიანემ-მანქანაში ხომ არის და მისი ტელეფონი ჩვენ გვაქვს,გავიგებთ სად მიდის -ჰო_გაუხარდა ლუკას-სულ დამავიწყდა,წავიდეთ -მოიცა_დაუძახა დამიანემ-გასაღები მომეცი,მე არ დამილევია ლუკამ მანქანის გასაღები მიაწოდა და და ერთად გავიდნენ. ჯიპიესის მიხედვით გაარკვიეს,რომ ანა უკვე ქალაქიდან იყო გასული და დასავლეთის მხარეს მიდიოდა.დამიანე ცდილობდა სწრაფად ევლო და დროზე დაწეოდა ანას.მთელი გზა არცერთს სიტყვა არ უთქვამთ,ჩუმად ისხდნენ,ორივეს ძალიან ეშინოდა იმის რაც შეიძლებოდა მომხდარიყო.დროდადრო ტელეფონის ეკრანს დაჰყურებდნენ,სანამ მანქანა მოძრაობდა იმედი ჰქონდათ შემორჩენილი. ... მთელი გზა შეუჩერებლად მიდიოდნენ,გზაში დაათენდათ კიდეც,იმდენად იყვნენ აღელვებულები,რომ საწვავის ჩასხმა დაავიწყდათ,ამიტომაც იყო,რომ მანქანა შუა გზაში გაუჩერდათ,უახლოესი ბენზინგასამართ სადგური კი მათგან მოშორებით იყო.სხვა გზა არ ჰქონდათ,მანქანიდან გადმოვიდნენ. -ჯანდაბა_თქვა დამიანემ და მანქანის კარი მიაჯახუნა-რა დროს ეს იყო -წავალ და ბენზინს მოვიტან_თქვა ლუკამ -ჰო მაგრამ დროს დავკარგავთ ასე -ვეცდები მალე მოვიდე,ეკრანს თვალი არ მოაცილო -კარგი,კარგი,იჩქარე_უთხრა დამიანემ აღელვებით ერთი საათი მოუწიათ გზაში გაჩერება,ლუკა როგორც კი მოვიდა საწვავი ჩაასხეს და გზა მაშინვე განაგრძეს. -მანქანა გააჩერა_წამოიძახა ლუკამ -სად არის? -ბათუმში,ბათუმთან ახლოს არის -რა?_გაუკვირდა დამიანეს -იჩქარე,იჩქარე_თქვა ლუკამ აღელვებით დამიანე ცდილობდა სწრაფად ევლო,თითქმის საღამო იყო,როდესაც დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ.ანას მანქანაც მალევე იპოვეს.მისკენ გაიქცნენ,თუმცა მანქანა ცარიელი იყო,ანა იქ არ დახვდათ -სად არის,სად ?_თქვა დამიანემ სასოწარკვეთით,მიწაზე დაჯდა და სახეზე ხელები აიფარა. ლუკა ნერვიულად სცემდა ბოლთას,ეგონა,რომ იპოვეს მანქანა კი ცარიელი დახვდათ.მეტი აღარ შეეძლო,ნერვიულობისგან ადგილს ვეღარ პოულობდა. -ვიცი სადაც იქნება_წამოიძახა ლუკამ მოულოდნელად -მართლა?_ჰკითხა დამიანემ -შეიძლება იმ ადგილასაა,სადაც ბავშობაში ვნახეთ ერთმანეთი -შორსაა აქედან? -არც ისე_უპასუხა ლუკამ-ჩქარა წავიდეთ ... მოსაღამოვდა და ქარი უფრო გაძლიერდა.მზის ბოლო სხივიც შთანთქა ზღვის უკიდეგანო ჰორიზონტმა და ცა შავმა საწვიმარმა ღრუბლებმა დაფარა.წვიმის რამდენიმე წვეთიც დაეცა მიწაზე,ასე,თითქოს ცრემლით ემშვიდობებოდა აგვისტოს ბოლო დღე ზაფხულს.ზღვაც აღარ იყო მშვიდი და ლურჯი,სიშავე ჰქონდა შეპარული.შორს ჰორიზონტზე წერტილად მოჩანდა გემი,რომელსაც მეოცნებე თვალებით გაჰყურებდა გოგონა,რომელიც ზღვის პირას იჯდა.უსმენდა ტალღების ხმას ისე ,თითქოს ისინი რაღაც ამბავს ყვებოდნენ,გრილ სიოსთან ერთად,რომელიც ნაზად ეხებოდა სახის კანზე. ისევ გემს აკვირდებოდა,რომელიც უფრო და უფრო შორს მიიწევდა და მალე თვალთახედვის არედან გაქრებოდა კიდეც.უცბად მოუნდა,რომ იმ გემში ყოფილიყო,სადღაც შორს წასულიყო და მუდმივად ემოგზაურა.დღისით დამტკბარიყო ლურჯი ზღვის ხედით,ხოლო ღამით ვარკვლავებით სავსე ცისთვის ეყურებინა დაუსრულებლად. სახეზე ისევ გრილი სიო იგრძნო.გაეღიმა და ქარისგან სახეზე ჩამოშლილი თმა უკან გადაიწია. -ბავშვებო,წვიმა დაიწყო_ფიქრებიდან გამოაფხიზლა ქალის ხმამ,რომელიც იქვე შორიახლოს იდგა და შვილებს ეძახდა.-მანქანაში ჩაჯექით მამა გელოდებათ_თქვა ქალმა და ბავშვებთან ერთად მანქანისკენ წავიდა. გოგონამ მათ გახედა და გაეღიმა ,როდესაც სანაპიროზე მორბენალ ბავშვებს შეავლო თვალი.წამით მისი ბავშვობა მოაგონდა და თვალზე ცრემლი მოადგა.მოგონებებში ჩაძირულს თვალწინ წარმოუდგა ის დღე ,როდესაც ზუსტად აქ,ამ სანაპიროზე თამაშობდა. მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო.მაშინ არ არსებობდა მის ცხოვრებაში ის დიდი ლოდი,რომელიც ახლა აწვა მის გულს მძიმედ და ამის გამო თავისუფლად სუნთქვაც კი აღარ შეეძლო.როგორ მივიდა აქამდე.ეს კითხვა უტრიალებდა თავში.თვალები ცრემლებმა აუწვა.თავით მუხლებს დაეყრდნო და ცრემლებს გასაქანი მისცა. ცოტა ხანს ასე იჯდა,როდესაც თავი მაღლა ასწია უკვე ბნელდებოდა,ირგვლივ აღარავინ იყო,წვიმაც ძლიერდებოდა და ისეთი ცივი ქარი უბერავდა,რომ სულ გაიყინა,თუმცა უკვე აღარ ადარდებდა ეს.მღელვარე ზღვას გახედამროელსაც უკვე დაეკარგა ლურჯიკაშკაშა ფერი და ჩამუქებული უფრო და უფრო ღელავდა,ზუსტად ისე,როგორც ახლა მისი ცხოვრება. -როგორ...რატომ მოვედი აქამდე_ჩაილაპარაკა სასოწარკვეთილი ხმით და მის გვერდით დაგდებულ, ქვიშაში ამოსვრილ ნახევრად გახსნილ ჩანთას გახედა,რომლიდანაც ვერცხლისფერი რევოლვერის ლულა მოჩანდა. თავში ცუდი აზრები უტრიალებდა,ბოთლში დარჩენილი რამდენიმე წვეთი ღვინოც დალია და ჩანთის გვერდით დააგდო.გონება არეული ჰქონდა არ იცოდა როგორ ეპოვა გამოსავალი ამ მდგომარეობიდან,იარაღი აიღო,ფეხზე წამოდგა,გადატენა და მკერდზე მიიბჯინა.შიშისგან მთელი სხეული უკანკალებდა ,თითი ჩახმახზე ედო,მაგრამ გამოკვრის ეშინოდა,ვერ ბედავდა ეს გაეკეთებინა. ფიქრებში იმდენად ღრმად იყო ჩაძირული და არ შეუმჩნევია,რომ მის უკან ოდნავ მოშორებით დამიანე და ლუკა იდგნენ. -იქ არის_თქვა ლუკამ და გოგონაზე მიუთითა. ორივე ჩქარი ნაბიჯით წავიდა მისკენ და ძარღვებში სისხლი ლამის გაეყინათ,როდესაც გოგონა იარაღით ხელში დაინახეს. -ანა_დაიყვირა დამიანემ ანას არაფერი უთქვამს.მხოლოდ შეხედა დამიანეს და გაეღიმა,სევდანარევი ღიმილით შეხედა ძმას. -ანა,იარაღე დააგდე ძირს_დაიყვირა ლუკამ და მას მიუახლოვდა -სხვა გზა არ არის,არაა_თქვა ანამ ტირილით -ანა გამოფხიზლდი_უთხრა ლუკამ-ეს გამოსავალი არაა -შეცდომისთვის უნდა დავისაჯო არა?_თქვა ანამ დამიანეს გახედა და ჩახმახისთვის უნდა გამოეკრა,მაგრამ დამიანემ მოასწრო,სწრაფად მიუახლოვდა და იარაღი ხელიდან გააგდებინა.ანა ჩაიკეცა და ატირდა,დამიანეც მის წინ დაჯდა და გოგონა გულში ჩაიკრა. -მაპატიე,მაპატიე გთხოვ_ეუბნებოდა მას დამიანე და მის დამშვიდებას ცდილობდა-შენ რომ დაგკარგო მეც მოვკვდები,ასეთი რამ აღარც კი გაიფიქრო გესმის? ლუკა იარაღს მიუახლობდა,ხელში აიღო და ზღვაში ისროლა,შემდეგ კი ანას მიუახლოვდა . -აღარ მინდა ამის დანახვა_თქვა მან და ანას მოეხვია. -მაპატიეთ_შეხედა ანამ ორივეს-გონება მაქვს არეული,მეშინია -ნუ გეშინია ,კარგად იქნება ყველაფერი,შენც კარგად იქნები-ეფერებოდა ლუკა ცოლს -დამი,გთხოვ მაპატიე,იქნებ ოდესმე შეძლო და მაპატიო ჩემი საქციელი. -ამაზე აღარ იფიქრო,დაივიწყე ყველაფერი,დაივიწყე გთხოვ და ასეთი სისულელე მეორედ აღარ გაიფიქრო -შენი დაკარგვის მეშინოდა_უთხრა ანამ დამიანეს და ძმას კიდევ ერთხელ მოეხვია-მეშინია,ძალიან მიყვარხარ და ვერ გადავიტანდი შენ დაკარგვას,დედა პატარა რომ ვიყავი მაშინ დავკარგე,არც და მყოლია მთელი ცხოვრება,არც ძმა ,ახლა კი შენ გამოჩნდი ჩემ ცხოვრებაში,ჩემი სისხლი და ხორცი,ჩემი ძმა,ძმა,რომელიც უზომოდ მიყვარს და ჩემი სისულელის გამო დაგკარგე -მე შენთან ვარ შენთან_უთხრა დამიანემ-არასდროს მიგატოვებ,ძალიან მიყვარხარ,დამპირდი,რომ არც შენ მიმატოვებ ანა.მაპატიე ,მაპატიე რომ ჩემ გამო ასეთ დღეში აღმოჩნდი,ჩემი სიამაყის და სიბრაზის გამო კინაღამ დაგკარგე. ანას არაფერი უთქვამს,დამიანეს მაგრად მოეხვია და თვალები დახუჭა.ცოტა ხნის წინ გულდამძიმებული იდგა და სიცოცხლის სურვილი აღარ ჰქონდა,ახლა კი მასთან მისთვის საყვარელი ორი ადამიანი იყო,გულიდან მძიმე ტვირთი მოეხსნა,როდესაც იგრძნო,რომ დამიანე ისევ მის გვერდით იყო.ახლა მხოლოდ ერთ რამეს ნატრობდა,რომ არასდროს დაშორებოდა მათ,ვინც ყველაზე მეტად უყვარდა. -სახლში მინდა_თქვა ანამ და ფეხზე წამოდგა -წავიდეთ_უთხრა ლუკამ და გოგონას ხელი ჩაკიდა. დამიანე მანქანისკენ წავიდა.ანა შეჩერდა და ირგვლივ მიმოიხედა. -კარგად ხარ?_ჰკითხა ლუკამ -ჰო_უპასუხა გოგონამ-უბრალოდ ამ ადგილს თითქოს ჯადოსნური ძალა აქვს_თქვა მან და გაეღიმა -ჰო_გაეღიმა ლუკასაც-აქ გიპოვე პირველად,პატარა გოგონა ზღვის პირას _თქვა მან და ანას აკოცა-ყოველთვის იმ პატარა გოგოდ დარჩები ჩემთვის,ანა იცოდე რომ ძალიან ძვირფასი ხარ ჩემთვის და მიყვარხარ.რაც უნდა მოხდეს შენ გევრდით ვიქნები,არასდროს დამტოვო ანას გაეღიმა,ლუკას აკოცა,შემდეგ კი მასთან ერთად მანქანაში ჩაჯდა. თითქმის ნახევარი გზა გავლილი ჰქონდათ,როდესაც დამიანეს ტელეფონმა დარეკა. -ჰო მამა -დამიანე სად ხარ?_ჰკითხა ბექამ -რა მოხდა?_ჰკითხა მან -ლანა მშობიარობს_უთხრა ბექამ -რა? უკვე?_თქვა აღელვებით დამიანემ -კი,სამშობიაროში ვართ ახლა მე და ლიზა -მეც მალე მოვალ_თქვა დამიანემ და ტელეფონი გათიშა -რა მოხდა?_იკითხა ლუკამ -ლანას მშობიარობა დაეწყო_თქვა გახარებულმა -მართლა?_სიხარულისგან აღელდა ანა -ჰო_უპასუხა დამიანემ-ახლა სამშობიაროში არიან ... როდესაც სამშობიაროში მივიდნენ,ბავში ჯერ კიდევ არ იყო გაჩენილი.დამიანე აღელვებისგან ადგილს ვეღარ პოულობდა.მოუთმენლად ელოდა როდის დაინახავდა ექიმს,რომელიც ეტყოდა,რომ ბავშვი დაიბადა.რამდენიმე საათში ექიმიც გამოჩნდა,რომელმაც დამიანეს ბავშვის დაბადება ახარა.ყველა მას ეხვეოდა და ულოცავდა.დამიანეს კი ერტი სული ჰქონდა,როდის ნახავდა ლანას და მის ვაჟს. ეს წუთიც დადგა,მამაკაცი პალატაში შევიდა,საწოლთან ჩამოჯდა და ლანას აკოცა.საოცრად სასიამოვნო გრძნობამ შეიპყრო,როდესაც მის გვერდით პატარა საწოლში დაინახა ჯერ კიდევ ძალიან პატარა არსება,რომელსაც მშვიდად ეძინა,დანახვის თანავე იგრძნო თუ როგორ ყვარდა ის, ექთანმა ფრთხილად დააჭერინა ბავშვი ხელში,დამიანემ ცრემლები ვერ შეიკავა,როდესაც მას შეეხო,ბავშვს ხელზე ნაზად მოეფერა,როდესაც მას უყურებდა და მის ტკბილ სურნელს შეიგრძნობდა გული გამალებით უცემდა.მის ცხოვრებაში უბედნიერესი წუთები იდგა,დაუვიწყარი წამები,რომლებიც აბედნიერებდა. -რა საყვარელია_თქვა დამიანემ და ბავშვს თვალს არ აცილებდა -ჰო_თხრა ლანამ და გაეღიმა -მადლობა,რომ ეს საოცრება მაჩუქე_ხელზე აკოცა ქალს -ჩვენი საოცრება ბიჭი_გაეცინა ლანას -იცი,სახელზე არ მიფიქრია ჯერ რა დავარქვათ -არ ვიცი_თქვა დამიანემ-სიმართლე გითხრა ისეთი დაბნეული და გახარებული ვარ,რომ ვერაფერზე ვიფიქრე -მეც შენსავით ვარ_უპასუხა ლანამ-დანიელი რომ დავარქვათ? -დანიელი? -ჰო_უპასუხა ლანამ-შენ სახელსაც გავს,დამიანე და დანიელი უხდება ერთმანეთს -კარგი აზრია_გაეღიმა დამიანეს და ლანას აკოცა-ძალიან ბედნიერი ვარ -მეც_თქვა ლანამ -იცი,ანას შევურიგდი -მართლა?_წამოიყვირა სიხარულით ლანამ-რა კარგია ,ბედნიერი ვარ -მეც_თქვა დამიანემ-დროა,რომ წყენა დავივიწყო არ მინდა ჩემთვის საყვარელი ადამიანები დავკარგო უაზრო სიბრაზის გამო -ხომ იცი ,რომ სწორად მოიქეცი_უთხრა ლანამ -ვიცი ლანა_უპასუხა დამიანემ და გოგონას ხელზე მოეფერა ... თითქმის ერთი თვე გავიდა და როგორც დაგეგმილი ჰქონდათ,ლანა და დამიანე დაქორწინდნენ. მნიშვნელოვანი დღე იდგა მათ ცხოვრებაში,ორივეს სურდა,რომ მათი ურთიერთობა სამუდამოს ასეთი ყოფილიყო.მომხდარი ამბების მიუხედავად მათი გრძნობა კიდევ უფრო გაძლიერდა,ახლა კი საქორწინოდ გამოწყობილები იდგნენ ლამაზად მორთულ დარბაზში და წყნარი მუსიკის ფონზე ცეკვავდნენ ერთმანეთზე მიხუტებულები.ისიც კი აბედნიერებდათ,რომ ერთმანეთის შეხებას გრძნობდნენ,ერთმანეთს ხედავდნენ,ოჯახიც გვერდით ყავდათ და სხვა სჭირდებოდათ სრული ბედნიერებისთვის. -ძალიან ლამაზი ხარ_ღიმილით უთხრა ანამ მეგობარს-ფერიას გავხარ -შენც ძალიან ლამაზი ხარ_გაეღიმა ლანას და მეგობარს მოეხვია -მინდა,რომ სულ ასეთი ბედნიერები იყოთ ორივე_თქვა ანამ და დამიანესაც მოეხვია -თქვენთან ერთად ვიქნები ყველაზე ბედნიერი_თქვა დამიანემ და ორივე გოგონა გულში ჩაიკრა. ეს კი ნამდვილად ასე იყო.დამიანეს კიდევ უფრო მეტად უყვარდა ანა,ვიდრე ოდესმე,როდესაც მის დას აპატია ეს ყველაზე მეტად თვითონ დაეხმარა და მძიმე დარდი მოაშორა,ახლა კი გრძნობდა,რომ ყველაფერს გააკეთებდა,რათა მისთვის ძვირფასი ადამიანებისთვის გული აღარასდროს ეტკინა და არ დაეკარგა ისინი. ზოგჯერ ადამიანი ისეთ რამეს აკეთებს,რაც მას სწორად მიაჩნია და გვიან ხვდება,რომ ეს შეცდომა იყო და ამით საყვარელ ადამიანს გული ატკინა.ასე მაშინ ხდება,როდესაც ადამიანი ძალიან გიყვარს,მისთვის სიცოცხლესაც კი არ დაიშურებ.პატიება კი ყოველთვის ათავისუფლებს ადამიანს მძიმე დარდისგან. -ლუკა სად არის ?_იკიტხა ანამ და დარბაზს თვალი მოავლო -გარეთ გავიდა_უპასუხა ლანამ-დანიელს ასეირნებს -გავალ ვნახავ_თქვა გოგონამ და გარეთ გავიდა. გაეღიმა,როდესაც დაინახა თუ როგორ ეფერებოდა ხელში აყვანილ ბავშვს ლუკა.მამაკაცის თვალები ბედნიერებისგან ბრწყინავდა. -ერთობით?_ჰკითხა ღიმილით ანამ და ბავშვს აკოცა -კი_უპასუხა ლუკამ და ანას გაუღიმა-მოეწონა გარეთ სეირნობა_სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა ბავშვს და თავზე ნაზად მოეფერა -გიხდება ბავშვი_გაეცინა ანას -გეთანხმები_უპასუხა მამაკაცმა -მალე დანიელი მარტო აღარ იქნება_გაეღიმა ანას -რა?_იკითხა ლუკამ აღელვებით, შემდეგ გაჩერდა და ანას შეხედა -ჰო_ბედნიერებისგან გაეღიმა ანას-დღეს დილით ტესტი გავიკეთე და დადებითი იყო -ანა_წარმოთქვა ლუკამ რამდენიმე წამის შემდეგ,მამაკაცი ძალიან იყო გახარებული-სერიოზულად ამბობ? -კი_უპასუხა გოგონამ -ძალიან ძალიან მაგარია_წამოიყვირა სიხარულით მამაკაცმა,ბავშვი ფრთხილად ჩააწვინა ეტლში და ანას გულში ჩაიკრა. დ ა ს ა ს რ უ ლ ი . . . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.