შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ღამის შემდეგ (II)


25-03-2020, 18:33
ავტორი Natiiaa33
ნანახია 2 406

_ყველანაირი კითხვა დააიგნორა ელიზაბედის, მთელი გზა ჩუმად იყო სანამ დანიშნულების ადგილას არ მივიდა.
-გადმობრძანდები?
-ამ ტყეში რა სიცხე მინდა ზურა?
-ტყეში არ გინდოდა სახლი?
-მერე?
-მერე აი ადგილი. იქნებ გონება გაგინათდეს და მოიფიქრო რა გინდა. სულაც არ მაქვს ამდენი დრო რომ იმას ველოდო შენ როდის მოიფიქრებ! ან დღესვე დამასრულებიებ ნახაზებზე მუშაობას, ან სხვას გააკეთებიებ!
-როგორ მელაპარაკები? გინდა სამსახური დაკარგო? ახლავე დავურეკ...
-გიგას დაურეკავ? კიბატონო! ვიღაც გიგას ლაქია არ გეგონო! მე ჩემი პრინციპები მაქვს და შენს გარდა უამრავ ადამიანთან ვმუშაობ. არ ვაპირებ შენი ახირებების შესრულებას. სხვაც ბევრი მყავს გასაბედნიერებელი, მოუთბენლად ელოდებიან სახლს, ვინ ხარ რომ შენზე ამდენი დრო დავხარჯო..
_გაოცებული უსმენდა გაბრაზებულ ბიჭს და ორი გრძნობა ერთად ერეოდა.. ბრაზდებოდა ასე რომ ელაპარაკებოდა და თან მოსწონდა კიდეც ფეხქვეშ რომ არ ეგებოდა.
-არ გაბედო და მეორედ ჩემთან ტონს არ აუწიო! არც შენი სამსახური მაინტერესებს და არც შენი უფროსი. არც ისინი ვისაც სახლს უშენებ.. აკონტროლე ტონი გასაგებია?
-იმედია შენც გაიგე რა გითხარი ჭირვეულო ქალბატონო.
-გგონია შენს უაზრო ლაყბობას ვუსმენდი? _ჩაიცინა -ისე იქნება როგორც მე მინდა და არა შენ.
-ეს ქალი ჭკუიდან შემშლის. _ხელები ზეცას მიაპყრო და ჩაილაპარაკა. ელიზაბედმა ხელები გადააჯვარედინა და ნაკვეთს გახედა. იდეალური ადგილი იყო ტყის პირას. გარშემო სხვადასხვა ჯიშის ხეები ერტყა.დიდი დრო არ დასჭირვებია მოსაფიქრებლად.როგორც კი გარემოს თვალი შეავლო მაშინვე მიხვდა რისი გაკეთება უნდოდა. მანქანაში მოთავსდა, ფურცელი და ფანქარი აიღო და სასწრაფოდ მონახაზის კეთება დაიწყო.
-აიი ეს იქნება ჩემი სახლი. _ზურა მიუახლოვდა და ინტერესით დააცქერდა ფურცელს.
-ეს რა ჯანდაბაა?
-რას ქვია რა ჯანდაბაა?
-ხო აი ეს რა არის? ამ ნაჯღაბნს არ სჯობდა ჩემი პროექტები სამივე რომ დამიხიე? ღმერთო შევიშლებიი
-მოდი აგიხსნი. აი ამას ხომ ხედავ? აქ ინება შესასვლელი, ამ მისაღებიდან ახვალ მეორე სართულზე, აქეთ საძინებელი და სააბაზანო, ქვემოთ სამზარეულო. _ისეთი ინტერესით უხსნიდა გეგონებოდათ მართლა დიდი არქიტექტორის შექმნილი ნახაზი ედო წინ.
-დამცინი ალბათ
-რატომ?
-აი აქ რა გავიგო? _ფურცელი აართვა და უფრო ახლოს მიიტანა
-არა აშკარად დამცინის. კარგი წავიდეთ, შენ ამიხსენი და მე დავხაზავ.
-ჩემიც მშვენიერი ნახაზი იყო.
-ხოდა შენ დაუდე ეს ნახაზი მშენებლებს და უთხარი ამიშენეთთქო. _გაბრაზებული ჩაჯდა მანქანაში, სწრაფად გადაატრიალა გასაღები და ისევ ქალაქისკენ წავიდნენ.. ადგილი რომელიც ზურამ ანახა მცხეთაში იყო, გზიდან საათ ნახევრის სავალზე. ხშირი ლამაზი ტყე ჰქონდა გარშემო, ეს ნაკვეთიც თითქოს სპეციალურად იყო დატოვებული შუაგულ ტყეში. დიდი ლამაზი მწვანე მინდორი იყო, ხუთას მეტრში კი პატარა რუ ჩამოდიოდა. ყველაფერი იყო ბედნიერებისთვის.
-ის ნაკვეთი ვისია?
-რაში გაინტერესებე? ნაკვეთი ხომ გინდოდა? ადგილიც ხომ მოგეწონა?
-ხო მაგრამ იქნებ ფასი არ მაწყობს?
-ფული არ დაგჭირდება, ნუ ღელავ.
-ფული არ არის პრობლემა ხომ იცი? უბრალოდ მაინტერესებს
-ჩემია
-და აქ საიდან?
-ზედმეტ კითხვებს სვავ! შესაძლებლობა გაქვს და გამოიყენე.. ზოგადად იცოდე, როცა ცხოვრება კარგ შესაძლებლობას გაძლევს არასდროს გაუშვა, არ ჩაეძიო და არ მიაპყრო ზედმეტი ინტერესი. აიღე შესაძლებლობა და გამოიყენე. ცხოვრება ყოველთვის არ გვაძლევს შანსს, ამიტომ უნდა დატკბე წამით, მომენტით რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოგვეცეს.
-კიბატონო ავიღებ, სიმართლე გითხრა დიდად არც მაინტერესებდა საიდან გაქვს. მაგრამ უკვე ჩემია და არა შენი. სახლი როცა დასრულდება მაშინ გავიფორმებ.
_მთელი გზა ჩუმად იყვნენ, ელიზაბედს ფიქრი არ ასვენებდა, არც იმჩნევდა, თითქოს არც აინტერესებდა მაგრამ მაინც გამუდმებით ფიქრობდა. ფიქრებში წასულმა ვერც გაიგო მობილურის ხმა.
-მობილური გირეკავს
-რა?
-მობილური გირეკავს _ძლივს გამოერკვა ფიქრებიდან და ნომერს დახედა.
-გისმენ გურამ
-.....
-რაა?
-.....
-კარგი კარგი მალე მოვალ..ყველაფერი კარგადაა? ვინმე ხომ არ დაშავდა?
-....
-კარგი სადაზღვეოს დაურეკე სასწრაფოდ. მოვდივარ. _მობილური გათიშა და ზურას მიუბრუნდა.
-სადაც შეძლებ გააჩერე რა.
-რამოხდა?
-საწარმოში მცირე ინციდენტია, მალე უნდა წავიდე.
-მე მიგიყვან, მისამართი მითხარი.
-არა ვერ შეგაწუხებ, ტაქსით მივალ აქვეა.
-მითხარი მიგიყვან
-კარგი, გუდვილთან შეუხვიე და დაინახავ. _ათ წუთში უკვე ადგილზე იყო, სწრაფად გადავიდა მანქანიდან, ყველა თანამშრომელი გარეთ იყო, საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო მობილიზებულიყო, რამდენიმე თანამშრომელს მცირე დამწვრობა მიეღო და პირველადი დახმარება მაშინვე აღმოეჩინა სასწრაფოს. სწრაფად გაეცნო მდგომარეობას და რომ მიხვდა ყველა თანამშრომელი კარგად იყო მაშინვე საწარმოსკენ გაიქცა, ყველგან შავი კვამლი იყო, ხილვადობა ჭირდა და მაინც უშიშრად მიიწევდა წინ.
-არ შეხვიდეთ სახიფათოა, დენის კაბელიდან გაჩნდა სავარაუდოდ ცეცხლი _გურამი გადაუდგა წინ და შესვლა არ აცადა.
-გაიწიე, რაღაც უნდა გამოვიტანო.
-სახიფათოა მე გამოვიტან.
-გაიწიეთქო _ხელი კრა და კვამლში გაუჩინარდა. ცეცხლი უკვე ჩაექროთ მაგრამ საშინელი სუნი იდგა, პოლიციის თანამშრომლებმაც კი ვერ მოახერხეს მისი შეჩერება. შეუძლებელი იყო მიმხვდარიყავი სად მიდიოდა, რომელ კარში შევიდა ან რა ჰქონდა ჩაფიქრებული. ზურა ტელეფონზე გიგას ესაუბრებოდა, საკმაოდ გაუჭინაურთად საუბარი და გვიან შენიშნა კვამლში გახვეულ ქარხანაში როგორ შერბოდა ელიზაბედი. მობილური გათიშა და გურამისკენ გაიქცა.
-იქ რატომ შეუშვი? რამე რომ მოუვიდეს? ვერ ხედავ რა მდგომარეობაშია ქარხანა?
-უფროსია, ხომ ვერ ვუბრძანებდი?
-თუ საჭირო იქნებოდა უნდა გაგეკოჭა კიდეც! _მხარზე ხელი ჰაკრა და თვითონაც საწარმოში შევარდა.
-ელიზაბეეედ... ელიზაბეეედ გესმის ჩემი?
_გარშემო არაფერი ჩანდა, არც ხმა ისმოდა, არც რამე კვალი იყო.
-ელიზაბეედ...ზურა ვარ მიპასუხე..
_ხუთი წუთი წინ და უკან დადიოდა, ელიზაბედის კვალი არსად ჩანდა. გარეთ გაიქცა, ღრიალებდა და საპატრულო პოლიციას ეძახდა.
-თქვენ რა ხალხი ხართ! ქალი აქ როგორ შეუშვით, სასწრაფოდ ელიზაბედი მოძებნეთ, რამე რომ მოუვიდეს ყველას დაგხოცავთ.
-ბატონო დაწყნარდით, არაფერი მოუვა სიტუაციას ვაკონტროლებთ.
-მისი სიცოცხლის გარანტიას მაძლევ? შენ მაძლევ იმ გარანტიას რომ არაფერი მოუვა? ამ ლაყბობის დრო არაა ახლა! _ყველა საწარმოში შევიდა, ყვიროდნენ, ეძახდნენ მაგრამ მისი ხმა არავის ესმოდა.
-ღმერთო შევიშლები, არა ღირსი კია რაც მოუვა მაგრამ ნახევარი საათი გავიდა უკვე, მართლა რომ რამე მოუვიდეს? ეს გოგო ჭკუიდან გადამიყვანს, სად მირბოდა რომ მირბოდა ნეტავ.. _თავის თავს ელაპარაკებოდა გიჟივით ყველა ოთახში შერბოდა. მხოლოდ ერთი ოთახის კარი ვერ გააღო.
-აქეთ მოდით სასწრაფოთ, კარია დაკეტილი. _დიდი წვალების შემდეგ კარი შეამტვრიეს, არაფერი ჩანდა ოთახში, იატაკს დაბურულად ხედავდნენ, უკვე თვალები ეწვოდათ და სუნთქვა უჭირდათ.
-აქ არიის...ვიპოვეე _ერთ-ერთმა ბიჭმა დაინახა და ყვირილი დაიწყო. კედელთან ჩაკეცილი, პატარა ყუთით ხელში გონდაკარგული მიყრდნობილიყო. ადგილზევე ეცადა გამოეფხიზლებია ზურას მაგრამ აზრი არ ჰქონდა, მხოლოდ დროს კარგავდა. ხელში აიყვანა და მაშინვე სასწრაფო დახმარების მანქანაში ჩასვა, თვითონ თავთან დაუჯდა და სასწრაფოს გაჰყვა.
-მძიმე ინტოქსიკაციაა, მხოლოდ კვამლით ვერ მიიღებდა ასეთ ინტოქსიკაციას.
-რისი თქმა გინდათ ექიმო? გონზე რატომ ვერ მოდის?
-ნაადრევი დასკვნებისგან თავს შევიკავებთ, ყველაფერს საავადმყოფოში გეტყვით.
-გადარჩება?
-რათქმაუნდა გადარჩება. _პირველივე ახლო კლინიკაში გადაიყვანეს. სასწრაფოდ რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და კარები დაკეტეს.
-ბატონო გიგა ელიზაბედი მოიწამლა.
-როგორ მოიწამლა? რა მოხდა?
-საწარმოში შევიდა, მგონი კარი ჩაეკეტა და სანამ ვიპოვეთ კვამლმა მოწამლა. ექიმს ველოდები, მოგვიანებით დაგირეკავთ.
-მისამართი გამომიგზავნე და როგორც კი საქმეს მოვრჩები წამოვალ.
_დერეფანში დააბიჯებდა წინ და უკან. ვერ ხვდებოდა რატო ნერვიულობდა ქალზე რომელიც ნერვებს უშლიდა, თუმცა უბრალოდ ადამიანურ ფაქტორებს აბრალებდა ყველაფერს. ყავა დაისხა მაგრამ არც მისი დალევის სურვილი ჰქონდა და არც თავი. გაბრუებული იყო და უკვე ერთი საათი ელოდა ექიმის გამოჩენას. როგორც იქნა გაიღო კარი და ექიმიც გამოჩნდა.
-პაციენტის ვინ ხართ?
-თანამშრომელი
-ახლობელი არავინ ყავს?
-ჯერ არ ვიცი, შეგიძლიათ მითხრათ როგორ არის?
-გაზით არის მოწამლული, საკმაოდ ბევრი ანალიზი ჩავუტარეთ და ყველა იგივეს ამტკიცებს.
-შეუძლებელია.გაზით როგორ? საწარმო კვამლით იყო სავსე.
-არ ვიცი ბატონო, გაზით არის მოწამლული, ცოტაც რომ დაგეგვიანათ ვერ გადავარჩენდით. საკმაოდ ძლიერი ინტოქსიკაცია მიიღო. კიდევ ჩვენი დაკვირვების ქვეშ უნდა დარჩეს.
-გონს როდის მოვა?
-იმედი მაქვს მალე.
-ნახვა შეიძლება?
-ჯერ დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია, ჟანგაბდი გვაქვს დადგმული. პალატაში როგორც კი გადავიყვანთ მერე შეგეძლებათ ნახოთ. თუ შეგიძლიათ პირადი ჰიგიენის ნივთები მოუტანეთ დასჭირდება და ოჯახის წევრებს შეატყობიეთ.
_ექიმი კორიდორის ბოლოში გაუჩინარდა, ზურამ კი ელიზაბედის ტელეფონში ნომრების შემოწმება დაიწყო. ერთმა ნომერმა მიიქცია მხოლოდ ყურადღება "ცუნცულა"-თი ჰქონდა ჩაწერილი და მაშინვე დარეკა.
-ჩემი დაკარგული დაქალი მირეკავს? ვაი დღეს ბედნიერი დღე მექნება უეჭველი. აშკარად ვიღაც გამოჩნდა შენს ცხოვრებაში? აბა მოყევი პატარავ
-უკაცრავად
-უკვე კაცის ხმაც მომესმა?
-ელიზაბედის მეგობარი ბრძანდებით?
-საუკეთესო დაქალი. თქვენ ვინ ხართ?
-ცუდადაა, საავადმყოფოში დააწვინეს და შეგიძლია მოხვიდეთ?
-კიმაგრამ რა მოუვიდა? ხომ კარგადაა? რომელ საავადმყოფოში?
-კარგადაა კი კარგად, მოწამლულია უბრალოდ.
-დამალაპარაკეთ.
-გონს რომ მოვა მერე შეძლებთ დალაპარაკებას.
-აბა მოწამლულიაო? გონს რატომ არაა? რამეს მიმალავთ?
-დაწყნარდით საგანგაშო არაფერია გაზმა მოწამლა. თუ შეგიძლიათ ძირითადი საჭიროების ნივთები რომ მოუტანოთ და მოხვიდეთ?
-კარგი კარგი, გამოვდივარ..მისამართი მომწერეთ.
_ერთ ადგილზე იყო გაშეშებული და ერთ წერტილს დაჰყურებდა ლილიანა რომ მოვიდა სირბილით.
-თქვენ დამირეკეთ? როგორაა?
-ახალი არაფერია ჯერ. წამოდით პალატას გაჩვენებთ გონს რომ მოვა აქ გადმოიყვანენ და მისი ნივთებიც აქ დააწყვეთ.
-ღმერთო არ მჯერა.. ერთი კვირაა სულ გადარბენაზე იყო და ვერც ველაპარაკე. ჩემი პატარა.
-დაწყნარდით ნუ ტირით კარგად იქნება. ოჯახის წევრებს შეატყობინეთ?
-რომელი ოჯახი? თვითონაა მთელი ოჯახი. მარტოა, ყოველთვის მარტო იყო და ახლაც მარტოა.
-ეგ როგორ?
-დედა და მამა გარდაეცვალა, დედისერთა იყო და ამიტომ სულ მარტო დარჩა. ირგვლივ არავინ ჰყავს. რათქმაუნდა მეგობრებს არ ვგულისხმობ.
-შეყვარებული?
-მისთვის სიყვარული ყოველთვის უკანა პლანზე იყო.
-არ ვიცოდი.
-არ იმჩნევს მაგრამ ძალიან განიცდის. სხვანაირია სრულიად. არვიცი რა მოვახერხო, ხვალ მივფრინავ და რეისის გადადება მომიწევს.ასე ვერ მივატოვებ.
-ნუ ღელავთ მე დავრჩები მის გვერდით. კარგად იქნება თქვენს საქმეს მიხედეთ.
-მართლა დარჩებით? ერთი დღით მივდივარ სულ. ძალიან მნიშვნელოვან კონტრაქტს ვდებ და არ შემიძლია გადადება.
-კი მე მივხედავ.
-სანამ აქ ვარ იქნებ სახლში წახვიდეთ, დაისვენეთ და მერე მოდით.
-მართალი ხართ, მოვწესრიგდები ცოტა და მალევე დავბრუნდები. რამე ხომ არ გინდათ?
-არა არაფერი, მადლობის მეტი რა მეთქმის.
_ელიზაბედის ნივთები დააწყო და მისთვის განკუთვნილ ადგილას მოკალათდა დროებით. ფიქრების მორევში გადაეშვა და სათითაოდ ყველა მასთან გატარებული წამი გაიხსენა. ყველა ტკბილი მოგონება მას უკავშირდებოდა, ყველა წუთი მასთან ასოცირდებოდა და ვერ წარმოედგინა მომავალი ელეს გარეშე. როცა მარტო დარჩა მთელი მისი ოჯახი ელე იყო, მძიმე პერიოდი გაიარა და ფეხზე მყარად დასადგომად ბევრი დაბრკოლება განვლო. ყველა წუთს მის გვერდით იყო. ცრემლები უმისამართოდ სდიოდნენ,როცა ექიმი შევიდა პალატაში.
-დაწყნარდით უკვე პალატაში გადმოგვყავს, კარგადაა
-ღმერთო მადლობა, რა ბედნიერებაა. გაიხარეთ უფალი გფარავდეთ.
_ბედნიერებისგან აღარ იცოდა რა ექნა, როცა ელე დაინახა ბედნიერების ცრემლები სცვიოდა.
-ნუ ტირი, ჯერ ვერ მომიშორებ _რამდენიმე სიტყვა ძლივს გადააბა ერთმანეთზე და ოდნავ გაუღიმა. თავთან დაუჯდა ლილიანა და ნაზად შეახო თმაზე ხელი.
-პატარავ შემაშინე
-მიხარია, ანუ გიყვარვარ
-ეგოისტო
-აქ ვინ მომიყვანა?
-სახელი არ ვიცი, ძალიან კარგი ბიჭია ისე ნერვიულობდა.
-ზურა
-ვინ არის?
-არქიტექტორია.
-ჩემზეა საუბარი?
-აი ისიც.
-სიჯიუტის დედოფალი გონზე მოსულა. მალადეც
-ჰმმ..კიდევ დაიწყო.
-არა ამაში ვეთანხმები ზურას, საშინლად ჯიუტი ხაარ!
-როდის გამწერენ?
-ახლა ვესაუბრე ექიმს და ხვალ წაგიყვან.
-წამიყვან?
-დიახ წაგიყვან!
-სად?
-ჩემთან
-არააა
-აუ ელეე არ მანერვიულო გთხოვ თორე ხვალ პრაღაში ვეღარ წავალ. ხომ იცი მარტო ვერ დაგტოვებ.
-არგაქვს სანერვიულო, კარგად ვარ და თავსაც მივხედავ.
-ერთი კვირა წოლითი რეჟიმი გაქვს და მარტო გარეთ გასვლა გეკრძალება.
-ზურა მივხედავ თავს
-მაშინ მეც დავრჩები და არ წავალ
-ლილიანააა
-არა ხომ იცი ვერ დაგტოვებ
-კარგი თქვენ გაიმარჯვეთ. ზურა დარჩება ჩემთან.
-ზურა კი არ დარჩება შენთან, შენ წახვალ ზურასთან ქალბატონო!
-ლილი შეხედე როგორ მიშლის ნერვებს უკვე.
-მართალს გეუბნება. ასერომ გადაწყდაა და აღარ მანერვიულო ვსო.
-კარგი მხოლოდ შენს გამო იცოდე.
-სახლი უკვე მოვამზადე შენს დასახვედრად.
-რა მომზადება უნდოდა?
-ხვალ რომ მივალთ ნახავ.ახლა დაისვენე ფერი არ გაქვს საერთოდ.
-ცოტა მეძინება. სულ ც ო ტ ა.
-გეტყობა უკვე _ჩაეღიმათ და ჩაძინებული ქალბატონი პალატაში დატოვეს.





მადლობა ყველას თბილი სიტყვებისთვის, ვფიქრობ ძალიან კარვი ისტორია გამოვა.. რაც შეეხება თავებს აზრობრივად ვყოფ და არა სიტყვების რაოდენობის მიხედვით...მადლობა ყველას სითბოსთვის...ვეცდები იმედები არ გაგიცრუოთ



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესო სიუჟეტია ძალიან

და კარგი გადმოცემის და წერის სტილი გაქვთ

 


№2  offline მოდერი Natiiaa33

სტუმარი მაკო
საინტერესო სიუჟეტია ძალიან

და კარგი გადმოცემის და წერის სტილი გაქვთ

მადლობა ძალიან დიდი❤❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი ლანა

Ძაან მოომწოოონს.. ველოდეებიიი შეემდეგს❤❤❤

 


№4  offline წევრი sofo_sofia13

რროოოგორ მაინტერესებსს როგორ გაჩნდა ხანძარი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent