შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მომენდე (დასასრული)


25-03-2020, 18:59
ნანახია 2 231

-ჰო თიკა თუ არ დამაყრუებ უფრო მაგარი იქნები
მოკლეთ ისე დავიღალეთ რო დავწექით ლაპარაკის თავიც აღარ გვქონდა
თიკამ ერთი დამგესლა -ბევრი არ იხვრინოო გადაბრუნდა და დაიძინა,ბედნიერს მეც მალევე ჩამეძინა.
დილით თიკა მახტება ზედ და მაღვიძებს
-ადექი გოგო 12 საათია უკვე დღეს ღამით ახალი წელი დგება.
-რაგაყვირებს ცხენო, ადექი გავიჭყლიტე
-აბა ის იყოს ჩემს ადგილას იგივეს თუ იტყოდი-წამკბინა უცბად
-გველო
-მეც მიყვარხარ ძეტკა.
თიკას გადამკიდე დიხანს ნებივრობა ვერ მოვახერხე ზლაზვნით ავდექი და შხაპი მივიღე ,ცოტა გონზე მოვედი.რო მახსენდება კიდევ რამდენი რამე გვაქ გასაკეთებელი წინასწარ მეზარება.აი ახალი წლის დადგომა კი ძალიან მიხარია.
-უფ რა გემრიელად გამოიყურება ხაჭაპური -ნერწყვმომდგარმა თქვა თიკამ
-მოდით ბებია დასხედით ,თქვენთვის დავაცხე -სიყვარულით გადმოგვხედა ბებიამ
-ვაიმე ყური გამიჭერით ვინმემ ვეღარ ვსუნთქავ-სასაცილოთ იმანჭება თიკა
-გენაცვალე ცოტაც ჭამე და მერე ნახე სუნთქვის უკმარისობა
-უფ ყვავმა ყვავს დასჩხავლა რა შავი ხარო.-შენარიყავი იმდენი პიცა რომ ჭამე შარშან ლადის დაბ დღეზე სასწრაფოს გამოძახება რომ დაგვჭირდა-ხო ვამბობ გველიათქო
-კაი ჰო გნებდები ,ხელები ამიწევია
-შენიჭირიმი ოღონდ ფეხებს ნუ აწევ და ხელებს რაც გინდა ის უქენი
-უზრდელო
კიდევ იმდენ ხანს ვლანძღავდით ერთმანეთს სანამ ბებიამ არ გაგვეჩერა ადექით ნუ ზარმაცობთო.
მე ტოლმა შევახვიე თიკამ კატლეტები გააკეთა ,მერე კიდევ უამრავი სალათები გავაკეთეთ,საცივის გაკეთება ბებიამ თავის თავზე აიღო,გოზინაყი მე და თიკამ ერთობლივად გავაკეთეთ თან ნახევარი მაშინვე შევჭამეთ.ალბათ გიკვირთ ამდენი საჭმლის გაკეთება საიდან ვიცით,მე და თიკა მეათე კლასიდან კულინარიის კურსებზე დავდივართ,ნუ მე ახლა აღარ დავდივარ, მაგრამ თიკა ისევ დადის.ასერომ კარგი მზარეულები ვართ.საღამომსე სულ სამზარეულოში ვფუსფუსებდით შემდეგ სააბაზანოსკენ გავეშურეთ,თიკამ იქაჯა და შემასწო პირველმა,რა დაელოდება ამას 3 საათიანი ბანაობა იცის.ახლა რავაკეთო ვფიქრობ ჩემთვის,ტელეფონს ვიღებ და სოც ქსელში შევდივარ.გაკვირვებული დავრჩი როცა ვნახე სანდროს ჩემი ესემესები წაუკითხია რამოდენიმე საათის წინ,ნეტავ რა მოელანდა ამდენი დღეა მიწერილი მაქ და ეხლა რომ გახსნა.მის პროფილზე გადავედი,მონატრებამ მძლია,მინდოდა ფოტოებში მაინც დამენახა,აქამდე არ დამითვალიერებია მისი პროფილი,სულ ორი ფოტო მაქ ნანახი,აქ კიდევ უამრავი ფოტოა,ჯერ პროფილის სურათებს ვნახულობ, სმოკინგში გამოწყობილი საოცრად სიმპატიურია,შემდეგი ფოტო ზღვაზე აქ გადაღებული ,მხოლოდ შორტი აცვია , კარგად ჩანს მისი უნაკლო სხეული ,არც გამკვირვებია მოწონებების რაოდენობა რო დავინახე ,ალბათ ბევრი გოგო გიჟდება მასზე.სულ ბოლო ფოტოებში პატარაა საკმაოდ 13 ,14 წლის .ამ დროსაც როგორი სიმპატიური ყოფილა,გავიფიქრე ჩემთვის.აბა ახლა მონიშნულ ფოტოებზეც ვნახოთ, არც გამკვირვებია უმეტესად სოფის ყავს მონიშნული,რატომ არ ვნახე ეს ფოტოები აქამდე,ყველას ამოვაშლევინებდი,ახლა რა მეკითხება ,მის ცხოვრებაში აღარ ვარსებობ,ყველა ფოტოში ზედ ეტმასნება ,ფუ მართლა კახპა ეს.
-ჰეი ძეტკა რას ნახულობ -გამიკვირდა ესე მალე როგორ გამოაღწია
-თვალებს არ ვუჯერებ
-პროსტა შემეცოდე ,დაღლილია და როგორ ვალოდინო ამდენ ხანსთქო თორე ბომბიც რომ დასცემოდა სახლს გამომსვლელი არ ვიყავი
-მადლობთ რომ დამინდე
-რას ნახულობდი ასეთი ინტერესით
-არაფერს უბრალოდ ვათვალიერებ სიახლეებს-ვიცრუე რადგან ვიცოდი თიკა რამეს მეტყოდა სიმართლე რომ გაეგო
-კარგი მიდი შედი ,გამოვიპრანჭოთ მერე და დაბლა ჩავიდეთ
აბაზანიდან მალევე გამოვედი,თიკა უკვე გამოპრანჭული დამხვდა
-მოდი დროზე გოგო დაჯექი გაგალამაზო -გიჟივით მეცა
-დამაცადე ადამიანო ჩავიცვა მაინც.
-მიდი მალე დრო მიდის
-3 საათი რო აპირებდი იქ ყოფნას მაშინ არ მიდიოდა დრო?
-მაშინ დროს ვაჩერებ
-კი გეტყობა
ელვის სისწრაფით ჩავიცვი და თიკას წინ დავჯექი.
-ჯერ თმას მივხედოთ-ბუტბუტებს თავისთვის,თმა ჯერ გამიშრო მერე გამისწორა და ბოლოები დამიხვია
-ახლა მაკიაჟი-ამბობს კმაყოფილი
-იმედია საფრთხობელას არ დამამსგავსებ
-საფრთხობელა ახლა ხარ ვეცდები ადამიანს დაგამსგავსო-მეუბნება თან კვდება სიცილით
უნდა ვაღიარო რომ ძალიან გამალამაზა.მინდოდა ჩემი თავისთვის მეყურებინა სულ სარკეში იმდენად მომწონდა .
-გეყოს ახლა მანდ ჭყეტვა ,გაიბზარა სატკე ვერ ხედავ?
-ეგ ენა რომ არ გქონდეს რა გეშველებოდა ნეტავ?
-არვიცი ნამდვილად
გალამაზებულები ჩავედით დაბლა,ბებიამ და ბაბუამ კომპლიმენტები აგვავსეს.ბებოს სუფრა უკვე გაეშალა ,რა ყოჩაღია ეს ქალი ,ნეტავ რატომ არ ვგავარ ? უკვე 10 საათი იყო თიკამ წამოიძახა
-მოდით საჩუქრები გავხსნათ ,მერე ფეირვერკების ნახვა მინდა
მეც დავეთანხმე რადგან ძალიან მაინტერესედა ჩემი საჩუქრები
-ვისი საჩუქრებით დავიწყოთ?იკითხა თიკამ
მოდით ბებია და ბაბუა ჯერ თქვენ გახსენით
ჯერ ბებიამ გახსნა ბაბუას ნაჩუქარი საჩუქარი ,ძალიან ლამაზი შარფი იყო,შემდეგ ჩემი და თიკას საჩუქრები გახნა ,მე ფოტო ალბომი ვაჩუქე ჩვენი სურათებით,თიკამ საახალწლო სუვენირი,
ბებიას მერე ბაბუამ გახნა მეუღლის მიერ ნაჩუქარი საჩუქარი, თბილი სვიტრი იყო,მე საათი ვუყიდე,თინამ დანა რადგან ძალიან უყვარს დანები და კოლექცი აქვს
-აბა ახლა მე თუ შენ? მკითხა თიკამ
-რადგან სტუმარი ხარ გითმობ-სიცილით მივუგე
როგორც უკვე გითხარით მე ჩანთა ვაჩუქე რომელზეც დიდიხანია ოცნებობდა,სიხარულისგან ჯერ იკივლა ბოლოს ატირდა, ბებიამ და ბაბუამ ვერცხლის ცეპი და კულონი ორი ხელჩაკიდებული გოგოს გამოსახულებით,ძალიან მომეწონა მეც და თიკასაც .
-ახლა თქვენი დროა ქალბატონო ჯერ ჩემი არ გახსნა -თან გამაფრთხილა
ძალიან გამიხარდა იგვენაირი ცეპი და კულონი რო მაჩუქეს მეც
-ბებია ეგ მეგობრობის სიმბოლოა,ამიტომ გადავწყვიტეტ ორივესთვის ერთნაირები გვეყიდა.
ბებიას და ბაბუას მაგრად ჩავეხუტე თან ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოვიწმინდე,მხოლოდ ესენი დამრჩნენ
თიკას დედ-მამამ ძალიან ლამაზი კაბა მაჩუქეს,ჩემი საყვარელი ფერია თან
-დადაამ -დრამატიზება გაუკეთა თიკამ
ისეთი პატარა ყუთში იდო და ისეთი მსუბული ვერ ვხვდებოდი რა უნდა ყოფილიყო
1,2,3, დაითვალა თიკამ და ხელში ორი თვითმფრინავის ბილეთი შემრჩა
თბილისი -პარიზი ამოვიკითხე და თვალებიდან უამრავმა ცრემლმა იწყეს დენა,მე და თიკას ოცნება იყო ერთად გვენახა პარიზი
-არ მჯერა როგორ მოახერხე ვკივი თან თიკას ვეხუტები
-ახალ წელს ოცნებები ხდებაო არ გაგიგია გოიმო?
-გადარეული ხარ ,მიყვარხარ ძლიერ ძლიერ
-მეც ძეტკა.
პარიზში აპრილის ბოლოს წავალთ ერთი კვირით,მშვენიერი დროა ამინდებიც უკვე კარგია და არც სწავლაში შეგვიშლის ხელს.
ბებია შენთვის კიდევ ერთი საჩუქარია-ღიმილით მითხრა ბებომ
-ვისგან? ან სადარის? გამიკვირდა
-ჩვენი ოთახის გვერდით რომ საძინებელია იქ დევს გაიქეცი ნახე
თიკა ეშმაკურად იცინოდა,ბებიაც და ბაბუაც უცნაურად მიმზერდნენ,ვერ მივხვდი ვისგან უნდა ყოფილიყო საჩუქარი,სწრაფად შევირბინე ოთხში ,საწოლზე შეფუთული საჩუქარია .
-ნახატია აშკარად ,სწრაფად გადავაცალე ბრჭყვიალა ქაღალდი და ნანახმა შოკში ჩამაგდო.ის ნახატი სანდროს ოთახიდან, მისი ნახატია, იქვე წერილიც შევნიშნე.ხელის კანკალით გავხსენი
სანდრო
ალბათ ძალიან გაგიკვირდა ჩემგან საჩუქარი,მაგრამ თავიდანვე შენ გეკუთნოდა ეგ ნახატი რადგან მე შენი საოცრად ლამაზი თითები დავხატე.
არვიცი ვილა საიდან დავიწყო საუბარი ,ისიც არ ვიცი თუ მაპატიებ ჩემს სულელურ საქციელს მაგრამ ჩემს სათქმელს რამენაირად გადმოცემ
იცი პირველ დღეს რომ დაგიხანა სკოლაში გულმა უცნაურად დამიწყო ცემა,ვერ ვხდებოდიასე რატომ მოხდა ,მერე კლასში რომ ჩაგკეტეს გული მეტკინა,არადა სხვაზე ბევრს ვხალისობდი მაგ დროს.შეშინებული რომ დაგინახე საშინლად მომინდა ჩაგხუტებოდი,ვიცი ცუდად გექცეოდი ,მაგრამ დამიჯერე ჩემს თავს ვეომეოდი ,ნერვები მეშლებოდა ჩემთვის რომ ძალიან ღირებული გახდი ასე მოკლე დროში,,სულ შენზე ვფიქრობდი ,შენი თვალები მელანდებოდა მე კიდევ ვერ ვიაზრებდი ჩემ თავს რა ხდებოდა.პირველად რომ გაკოცე გეფიცები ეგეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არ მიგრძვნია ,არადა იმდენ გოგოსთვის მაკ ნაკოცნი.
ჩემი ყოველდღიურობა გახდი ვიკა,ჩემი არსებბობის წყარო,დილა შენზე ფიქრით იწყებოდა და ღამეც ასევე მთავრდებოდა,შენთან გატარებული ყოველი წუთი საოცრებაა ჩემს ცხოვრებაში.იმ დაწყევლის დღეს რომ დაგინახე სხვას კოცნიდი გეპიცები მოვკვდი,ის ნაგავი რომ არ მოვკალი არვიცი თავი როგორ მოვთოკე.საშინლად გულნატკენი და იმედგაცრუებული ვიყავი,მერე იმავე საღამოს სოფიმ ფოტოები გამომიგზავნა ისევ იმ სცენის ,და ზუსტად გაარტყა ტოჭკაში ცეცხლზე ნავთი დაასხა.შენც რომ დაგენახე როგორ ვკოცნიდი სხვა გოგოს დამიჯერე შენც გაგიჟდებოდი,მაგრამ ალბათ შენ მომისმენდი,მაგრამ მე ვით ვიქცეოდი და ჩემი წარმოდგენების გარდა სხვა შესაძლო ვარიანტებზე არ ვფიქრობდი.მაპატიე არაკაცივით რომ მოგექეცი,მაპატიე იმედები რომ გაგიცრუე,ყველა ის ცრემლი მაპატიე რაც ჩემს გამო დაღვარე.სიგიჟემდე მენატრები,საშინლად მიჭირდა სკოლაში ისე მოქცევა თითქოს ვერც კი გამჩნევდი ,მაგრამ შენი სურნელი ცხვირს მიწვავდა,იმ დღეს კინაღამ რომ დაგეჯახე ,მინდოდა ბევრი ჩაგხუტებოდი,მოგფერებოდი,შენი გემრიელი ტუჩების გემო ისევ შემეგრძნო მაგრამ ისევ ცუდად მოგექეცი,ვფიქრობდი რომ მიღალატე და ჩემი გრძნობები ფეხებზე დაიკიდე,რა სულელი ვიყავი,ნეტავ შემეძლოს დროის უკან დაბრუნება,გეფიცები ხელს აღარ გკრავდი,მაპატიე ის სიტყვები რამაც გული ოდნავ მაინც გატკინა,უჩემობა მაპატიე ვიკა.ჩემმა ცხოვრებამ შენ გარეშე ფერები დაკარგა ,თითქოს ნახევარი ადამიანი დავიარები,მაკლიხარ ვიკა,ისე მჭირდები როგორც თევზს წყალი,ფილტვებს ჰაერი ,ადამიანს აღარ ვგავარ უკვე.გეფიცები მომაჯადოვე.შენს იქით ვერაფერს ვხედავ. თიკას რომ ის ვიდეო არ გამოეგზავნა ალბათ სიმართლეს ვერც გავიგებდი
გპირდები სოფის ვანანებ იმ ყველაფერს რაც გაგვიკეთა.არავის შევარჩენ შენსს გულის ტკენას,არც ჩემ თავს. შენს ღიმილას ყველაფერზე და ყველაზე მეტად ენატრები და სჭირდები გემრიელო...
ტირილით ჩავიკითხე ბოლომდე წერილი,ვიცი რომ ძალიან ცუდად მომექცა , ვიცი რომ ღირსია იტანჯოს მაგრამ ჩემს თავს რა ვუყო? მეც საშინლად მენატრება,მიყვარს , ჰო შემიყვარდა რადგან თავი პირველად ვიგრძენი მასთან ბედნიერი ჩემი მშობლების მერე,მასთან საოცრად დავულად ვგრძნობ თავს,სულ სხვა განზომილებაა.
-ფიქრებში გართულ თიკამ მომიყვანა გონს,ცრემლები სწრაფად შევიმშრალე,სანამ რამეს ვეტყოდი დამასწრო
-ახლა არ დაიწყო იცოდე რატომ გაუგზავნე ვიდეო სანდროსო და მსგავსი ქაჯობები,ვხედავდი ვიკა როგორ იტანჯებოდი ,არც შენ და არც ისს ვაჟბატონი არაფერს აპირებდით,ამიტომ გაგიმართლად მე რომ ვარსებობ-გულის სიღრმეში სულ მინდოდა ეს ვიდეო სანდროს ენახა მაგრამ მე ცოცხალი თავით არ გავუგზავნიდი.
-რას აპირებ ვიკა.?
-არვიცი ,საშინლად არეული ვარ
-ვფიქრობ ერთ შანს ყველა იმსახურებს ? ასე არ არის?
-რომ ვერ ვაპატიო?
-დამიჯერე ერთს რომ გაკოცებს ,თუ კიდე გახსოვდეს შენ ეს ბრაზი მეერე მე მომკალი
-ახლა რა ვქნა? მართლა არ ვიცოდი რა მექნა
-აი ტელეფონი და ზუსტადდ ასე მიწერე,,მოგენდობი -ერთ შანს ყველა იიმსახურებს“
-ნაჩქარევი გადაწყვეტილება ჰომ არარის?
-არანაირად.
ხელის კანკალით დავწერე შეტყობინება და გავგზავნე.
მისაღებში გავედით უკვე თორმეტის ნახევარია
-მოხვედი ბებია? რაო შენმა პრინცმა მიყვარხარო?
-კარგი რა ბებო შენი დაცინვაღა მინდა
-არ დაგცინი ბებია ,როგორი კარგი ბიჭია სანდრო,ძალიან მომწონს სასიძოთ
-მეც გეთანხმებით ელენე ბებო-მხარი აუბა თიკამ
-სუფრასთან მივიდეთ თორემ დადგა ახალიი წელი-უცბად გავიქეცი მაგიდისკენ,მათი სიცილი უკან მომყვა.
ზუსტად 00:00 საათზე ეზოში გავედით და ფეიერვერკი ვისროლეთ ჩვენც.ცა ათას ფრად იყო განათებული და უცბად სასწაული ფიფქვა დაიწყო. მე და თიკა ბედნიერებისგად აქეთიქით დავხტოდით.ქალბატომ ქეთევანს დავურეკე ახალი წელი მივულოცე,მანაც ბედნიერი ახალი წელი მისურვა და დავემშვიდობე.თიკამ აიჩემა დავლიოთო
ბოლოს მერამდენედ დავლიეთ სანდროს და სიყვარულის სადღეგრძელო აღარ მახსოვს.გამთენიისას დავწექით.მთელი დღე გვეძინა საღამოს 7 საათი იყო რომ გამეღვიძა თიკას მკვდარივით ეძინა ისევ.სააბაზანოში შევედი თავი მისკდებოდა ,ცივმა წყალმა ცოტა გონზე მომიყვანა ,გამოსულს თიკაც გაღვიძებული დამხვდა,
-ვაიმე ვკვდები მიშველეთ -წუწუნებს
-არ დაგელის კაი მოქეიფე კაცივით გენაცვალე და კი იქნებოდი კარგად
-შენ ვისსზე რას ამბობ 6 ჯერ მოგატრიალე კარებიდან სანდროს მოსატაცებლად მიდიოდი
-რა ? არარსებობს ნუმატყუებ
-რასგატყუებ გოგო ბოლოს კარები ჩავკეტე,ისე არ შეგეხმიანა?
-არა
-ვინიცის ის უარეს დღეშია,წამო რამე გაზიანი დავლიოთ რა
მოწყურებულები ვეცით ნაბეღლავს
-იფ გაასწორა- გაბაადრულმა თქვა თიკამ
-გაიღვიძეთ ბები?როგორ ხართ-მზრულველი თვალები შემოგვანათა
-მგონი გადავრჩით
ცოტა წავიხემსეთ და ისევ დასაძინებლად ავედით.
-უფ გეფიცები აღარასოდეს დავლევ -წუწუნებს თიკა
-მე ხო რასამბბობ.რამისაა თავი გამისკდეს.
-უფ კაი დღე იყო ,ისე ამდენი არასოდეს დამილევია
-არც მე
-მოდი დავიძინოთ რა,ხვალ გავაგრძელოთ ჭორაობა
ტელეფონის ზუზუნმა გამაღვიძა ამ დროს ვინ უნდა რეკავდეს,ტელეფონს დავხედე და გავოცდი ღიმილა რო ეწერა,ნამძინარევი ხმით ვუპასუხე
-გისმენ სანდრო
-გაგაღვიძე -საშინლად თბილი ხმით მითხრა
-არაუშავს,ჰო მშვიდობაა?
-კი ,მომენატრე ვიკა ,ორი წუთით ვერ გამოხვალ ?შენი სახლის წინ ვარ - ჟრუანტელმა დამიარა მთელ სხეულში არ ველოდი თუ ამას მეტყოდა
-კარგი გადავიცმევ და გამოვალ
ტელეფონი გავთიშე და აკანკალებული წამოვდექი.ჩემს მოძრაობაზე თიკას გაეღვიძა
-სად მიდიხარ ამშუაღაამეს?
-სანდროომ დამირეკა სახლის წინ გელოდები ორი წუთით გამოდიო
-რაო მომენატრეო პრინცმა? დამცინის
-ნუ დამცინი რა თორე აღარ გავალ
-რას არ გახვალ გოგო მალე ჩაიცვი თორე გაგათრიე იმ ბიჭთან ჩემი ხელით
მივდიოდი თან ფეხები უკან მრჩემოდა ,არ ვიციდი რა მეთქვა, ან თვითონ რას მეტყოდა,
მანქანაზე მიყუდებული მელოდებოდა,რომ დამინახა უცნაურად გამიღიმა
-გამარჯობა -უხერხულობის გასაფანტად სხვა ვერაფერი ვთქვი
-გაგიმარჯოს ვიკა ,როგორ ხარ? ბოდიში რომ გაგაღვიძე ამ დროს
-არამიშავს სანდრო შენ როგორ ხარ? ბოდიშისმოხდა არაა საჭირო
-მოდი მანქანაშ ჩავჯდეთ თორემ გაიყინები-უარი არ მითქვამს რადგან მართლაც საშინელი ყინვა იყო
კარები გამიღო და შემდეგ დახურა,მანქანას შემოუარა და თავის ადგილი დაიკავა
-ძალიან მენატრები ვიკა,სულელი ვიყავი რომ არ მოგისმინე საშინლად ვნანონ
-ჩუ სანდრო ,გთხოვ აღარ მინდა მაგაზე საუბარი,წავიკითხე შენი წერილი ,ამ დროის მანძილზე შენ არიცი მე რა ცუდად ვიყავი,რას ვგრძნობდი ,როგორ მენატრებოდი,
-შენს გარეშე გეფიცები ვერ ვსუნთქავ -ჩემი ხელი აიღო და ნაზად მეფერებოდა,-სხეულში სასიამოვნო ტალღებმა დაიწყეს მოძრაობა
-ჩამეხუტე რა -უცბად წამოვაყრანტალე-მანაც არ დააყოვნა ჩემსკენ გადმოიწია და გულში ჩამიკრო,ვიგრძენი ის რაც ამდენ ხანს მაკლდა,გულმა ელვის სისწრაფით დაიწყო ძგერა,სანდროს სურნელმა გამაბრუა,როგორ საშინლად მომნატრებია .მართალია გული მატკინა მაგრამ სამაგიეროს გადახდით არც მე ვიქნებოდი ბედნიერი.სანდრო მჭირდებოდა ვგრძნობდი და არ ვაპირებდი მისგან შორს ყოფნას
-მიყვარხარ ვიკა ,-ყურში ჩამჩურჩულა სანდრომ,თითქოს იმ წუთას სამყარომ არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ ჩვენ ვიყავით,ასე მეგონა მალე სიხარულისგან გული გამისკდებოდა,როგორციქნა ძალა მოვიკრიბე და მეც ამოვთქვი
-მეც მიყვარხარ სანდრო
მომშორდა და სწრაფად დამაცხრა ტუჩებზე ,ისეთი სინაზით მკოცნიდა რამის ხელებში ჩავადენი,როგორ მომნატრებია მისი ფაფუკი ტუჩები ,როგორც იქნა ერთმანეთს მოვშორდით
-უგემრიელესი ხარ -მითხრა ღიმილით
-შენც სანდრო -მეც გვუღიმე
-ვიკა ბედობა დადგა და ჩვენ ერთმანეთს დავებედეთ
-დაე ასე იყოს სანდროს სულ ერთად ყოფნა დაგვბედებოდეს,-ბედნიერმა სანდროს ახლა მე ვაკოცე.
ტყუილად კიარ მიყვარდა ახალი წელი,დადგა და ბედნიერება შემოიტანა ჩემს გულში,ამ დღის შემდგებ მე და სანდროს აღარ გვიჩხუბია ბედნიერეა და ერთმანეთის ტკბობით ვაგრძელებდით ცხოვრობას.
რაც შეეხება სოფის,ჩემი შურისძიება დავივიწყე რადგან სოფიმ თავისი მიიღო.ახალ ელის ღამეს საახალწლო ფეიერვერკი აუფეთქდა ხელში რამაც ორი თითის ამპუტაცია გამოიწვია,ასევე სახის ნახევარიც დაიწყა,პიტიქით როდესაც ეს ამბავი გავიგე გული დამწყა მთლად ესეთი ბოროტიც არ ვიყავი ასეთი ამბავი რომ გმხარებოდა.ვიკა გაიძახოდა არ მეცოდება ეგ ალქაჯიო..


ესეც დასასრულე იმედია მოგეწონებათ <3



№1 სტუმარი სტუმარი მიკი

❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent