მომენდე (მერვე თავი)
დილით მოუთმენლად ველოდი ნინოს ესემესს.შხაპი მივიღე და რომ გამოვედი სააბაზანოდან მოწერილი დამხვა -სკოლის ეზოში 12 საათზე-სწრაფად გავიშრე თმა თბილად ჩავიცვი და სკოლისაკენ წავედი. ნინო უკვე იქ იყო,ეტყობოდა ძალიან ნერვიულობდა. -როგორ ხარ? მოვიკითხე -არამიშავს ვიკა შენ? -ნორმალურად,რა ხდება რისი თმა გინდა? ვეღარ მოვითმინე და პირდაპირ ვკითხე -ჰო გახსოვს რაც მოხდა ჩემ დაბ დღეზე ,შენ რო ვიღაცას აკოცე -მაგას რა დამავიწყდებს,ამაზე უნდა ვისაუბრო? შენც გაინტერესებს რატომ ვაკოცე? -არა ვიკა მე სიმართლე ვიცი,გუშინ შემთხვევით სოფის და იმ ბიჭის საუბარი მოვისმინე შენ რო აკოცე. აი ნახე ტელეფონი გამომიწოდა ,ვიდეო ჩავრთე -ყოჩაღ საბა ყველაფერი ისე გამოგვივიდა მაშინ როგორც დავგეგმეთ,შენმა მოცემულმა წამალმა კარგად იმოქმედა,იმ უტვინომ ჩემი მიწოდებული წვენი უცბად გამოცალა,და შედეგიც სახეზეა ის და სანდრო დავაშორე ,თან ისე რომ სანდრო ღალატს არასოდეს აპატიებს. -ჰო როდესაც მივუახლოვდი სანდრო ვეგონე,სახლში წამიყვანე სანდროო მთხოვა.მანქანის ხმა გავიგე და მეც არ დავაყოვნე და ვაკოცე,მაგრამ კი მცემა იმ ტიპმა -აი შენ აიღე ეს ფული და გაუჩინარდი არმინდა ვინმემ შეგამჩნიოს. -თუ დაგჭირდები იცი სადაც მიპოვო სრულიად შოკირებული ვარ,სხვას რო მოეყოლა ვერ დავიჯერებდი,იმ ალქაჯმა სადამდე შეტოპა,მე დებილმა ვერც მივხვდი რო ყველაფერი იმის გაჩალიჩებული იქნებოდა,ის წვენი ისე უცნაურად მომიტანა რატომ არაფერი ვიეჭვე მაშინვე ,მაგრამ ასეთ რამეს როგორ წარმოვიდგენდი.არ შევარჩენ ,ინანებს ამ საქციელს ძალიან მე ვიკა ვიბლიანი არ ვიყო, -ძალიან დიდი მადლობა ნინო შენ რომ არა ამ ამბავს ვერასოდეს გავიგებდი -ახლა რასაპირებ? სანდროს არ ანახებ ამ ვიდეოს?გადმოგიგზავნი ახლავე -არა ნინო სანდროს არ ვანახებ ,მან არც კი მომისმინა ისე თქვა ჩემზე უარი ,მოღალატე მიწოდა,ამიტომ აღარ ვაპირებ მას გამოვეკიდო.მთავარია მე გავიგე სიმართლე რაც ასე ,მაწუხებდა ვერ გამეგო იმ დღეს რა დამემართა,ვერაფერს ვხედავდი ყველაფერი ტრიალებდა,ისიც არ ვიცი სანდროსთან დარეკვა როგორ მოვახერხე. -იცოდე მე შენს გვერდით ვარ,სამაგიეროს გადახდაშიც დაგეხმარები რადგან სოფის მრავალჯერ დავუმცირებივარ მეც -ძალიან კარგი ,არდადეგებზე ვერაფერს ვიზავთ ,როცა სკოლაში დავბრუნდებით გეგმის განხორციელება დავიწყოთ. -კარგი ვიკა, -დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ,ვიდეოც მოვიდა უკვე.მართალია არაფერში მჭირდება მაგრამ თიკას ვანახებ .სოფის მოკვლის სურვილი კიდევ ერთ ადამიანს რომ გაუჩნდეს. ერთმანეთს დავემშვიდობეთ ,კიდევ გაოცებული ვარ,გულის სიღრმეში კი მინდოდა სანდროს სიმართლე გაეგო მაგრამ მეც ჩემი თავმოყვარეობა მაქ,მან ზურგი მაქცია ,ყველაფრის აუხსნელად მიწოდა მოღალატე. დღეს მათემატიკა მაქ და ამის შემდეგ ორი კვირა არც სკოლა და არც მასწი აღარ მაქ,დაჟე სკოლაში 15 ში მივდივარ უფო გვიან.რადგან ჯერ ადრე იყო და თან არც კონსპექტები მქონდა წამოღებული სახლში მივედი ჯერ და მერე წავედი მათემატიკაზე ზარი დავრეკე ,კარი სანდრომ გამიღო,გამიკვირდა აქამდე ერთხელაც არ შევხვედრილვარ,კარში ისე შევედი ზედაც არ შემიხედავს. -გამარჯობა ვიკა,მომესალმა ქეთევანი -გამარჯობათ.როგორ ხართ? -არამიშავს საყვარელო შენ როგორ ხარ? -მადლობთ ,კარგად ვარ. -მოვიწყენ სკოლის და ბავშვების გარეშე,არმიყვარს არდადეგები,ისე ვარ მიჩვეული ხმაურს და ბავშვების გარემოცვაში ყოფნას სახლში სულ ვიწყენ ჰოლმე სანამ სწავლა დაიწყება -მესმის თქვენი,დედა და მამა სახლში რომ არ იყვნენ აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა თავი რომ გამერთო,არც მე არ მიყვარს მარტოობა. -მოდი დღეს რუტინიდან გადავუხვიოთ და თუ სურვილი გაქ ერთად მოვრთოთ ნაძვისხე.ყოველ წელს მარტო ვრთავ სანდრო არ მეხმარება-ახლა გამახსენდა დღეს ჩემი ნაძვისხეც უნდა მომერთო -სიამოვნებით,მე და ბაბუამაც გუშინ ვიყიდეთ ნაძვი თან ბევრი სათამაშოები ვაყიდინე,ძალიან მიყვარს ახალი წელი. მეც დღეს ვაპირებ მორთვას. -კარგი ჩემო კარგო მიხარია რომ ისევ მარტოს არ მიწევს მორთვა.წავიდეთ დაბლა მაქვს ყველაფერი. ჰომ ვამბობდი საოცარი ქალიათქო ქეთევანი,დაბლა ჩავედით სარდაფიდან გამოვიტანეთ სათამაშოები და ნაძვი.ჯერ ნაძვი ავაწყეთ ,რადგან ძალიან დიდი ნაძვია ტოტები დანომრილი აქ და ნომრების მიხედვით ვაწყობდით,შემდეგ სათამაშოები ჩამოვკიდეთ,ქეთევანმა ვარსკვლავი შენ დაასვიო ,მეც ავხტი კიბეზე და დიდი წითელი ვარსკვლავვი დავამაგრე თავზე,შემდეგ ფერაფი ნათურები შემოვახვით და ულამაზესი გამოვიდა.კიბის მოაჯირებიც მოვრთეთ ნათურებით,კარებზე საახალწლო გვირგვინი ჩამოვკიდეთ და ბოლოს ერთად ავანთეთ საახალწლო განათება, -ულამაზესია ,აღმომხვდა გაოცებისგან -ასეთი ლამაზი ჯერ ეს ნაძვი და სახლი არ ყოფილა,მადლობა შენ ჩემოკარგო -ჩემი ნაძვი რო არ იყოს ასეთი ლამაზი შემშურდება თქვენი-ამაზე ორივეს გაგვეცინა სამახსოვროდ სელფებიც გადავიღეთ ნაძვისხესთან. -ვიკა პატარა საახალწლო საჩუქარი მაქ შენთვის,ქეთევანმა ყუთი გამომიწოდა-იცოდე ეხლა არ მითხრა ამას ვერ ავიღებო თორემ გავბრაზდები.რათქმაუნდა გამოვართვი საჩუქარი,თავს უხერხულად ვგრძნობდი არც კი გამხსენებია მეც რამე მეჩუქებინა. -უღრმესი მადლობა ქეთევან ,იცით მე ისე ვარ არეული არც გამხსენებია საახლწყო საჩუქრები. -არაუშავს საყვარელო , აუცილებელი არარის,იმისთის არ მომიცია რომ თავი უხერხულად გეგრძნო, გახსენი იმედია მოგეწონება ყუთი ფრთილად გავხსენი ისეთი ლამაზი იყო არ მინდოდა გამეფუჭებინა.გავხსენი და სანამ საჩუქარს დავინახავდი თვალები დავხუჭე,ყოველთვის ასე ვშვრებოდი და საჩუქრის ნახვამდე სურვილს ვიფიქრებდი,ბავშვობიდან მაქვს ეს ჩვევა და ვერ გადავეჩვიე.თვალები გავახილე და საჩუქარს დავაცქერდი.ვერცხლის ცეპი და ანგელოზის გამოსახულების კულონი.ანგელოზს ფრთები გაშლილი აქვს ,გულის ადგილას კი პატარა ცისფერი თვალი აზის,საოცრად ლამაზია. -ძალიან მომწონს ,ულამაზესია,თუ არ შეწუხდებით გამიკეთეთ-ვთხოვე ქეთევანს,ნეტავ მე რომ ვყიდულობ ჩემთვის საჩუქრებს ასეთი სილამაზეები რატომ არ მხვდება.მართლაც ულამაზია -ძალიან მოგიხდა, მე ვერ მოვიცალე გასასვლელად ამიტომ სანდროს ვაყიდინე. სანდროს სახელის გაგონებაზე ,სხეულში სითბო ჩამეღვარა,ასეიგი მისი არჩეულია ,ალბათ არასოდეს მოვიხსნიდი ამ ყელსაბამს.სანდროზე ძალიან ნაწყენი ვარ,გულგატეხილი მაგრამ უნდა ვაღიარო საშინლად მენატრება,მისი მზრუნველობა და სითბო მაკლია,თითქოს დაცარიელებული ვარ ახლა,მაშინ კი თავს სრულყოფილად ვგრძნობდი.მაგრამ მე აღარაფერს ვეცდები, იმ დღეს სახლში, რომ მიმიყვანა გასაგებად ამიხსნა, რომ მის ცხოვრებაში აღარ ვარსებობ,ამიტომ ვეცდები სანდროს გარეშე გავაგრძელო ცხოვრება.სულ რამოდენიმე თვეში თბილისში გადავალ და ალბათ ვეღასოდეს ვნახავ. -მადლობა გადაეცით სანდროსაც,ძალიან ლამაზია.ახლა დროა წავიდე სახლში ჩემი ნაძვისხე მელოდება. -მოიცადე სანდროს ვეტყვი და გაგიყვანს. -არმინდა არ შეაწუხოთ,მარტო წასვა მირჩევნია ჰომ გესმით. -კარგი საყვარელო როგორც გინდა,მადლობა ყველაფრისთვის შენ რომ არა ასე ლამაზად ვერ მოვრთავდი აქაურობას -რის მადლობა ,პირიქით მადლობა თქვენ საჩუქრისთვის.ახალ წელს დაგირეკავთ და მოგილოცავთ ამიტომ წინასწარ აღარ გილოცავთ. ქეთევანს დავემშვიდობე და სახლში წამოვედი.როგორც სჩანს დღესაც ვერ ავაწყობ ნაძვისხეს რადგან სახლში მისულს დენი გამორთული დამხვდა,მალე დაღამდება ამიტომ დაწყებას აზრი არააქ დენი რო არ მოვიდეს ვერ დავასრულებ აწყობას.ხვალ დილიდანვე შევუდგები ამ საქმეს.ტელეფონიც დამჯდარი მაქ ,არადა თიკასთან ლაპარაკს ვაპირებდი,გაგიჯდება ამ ვიდეოს რომ ნახავს.ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ვივახშმე,შემდეგ დიდხანს ვისაუბრეთ,ჩემს პატარაობაზე ბევრი სახალისო ისტორია მიმიყტვნენ შემდეგ ჩემს ოთახში ავედი და ტკბილად დამეძინა.დილით ხმები თიკას ხმა ჩამესმის ძეტკაა ძეტკა გააიღვიძეე ,ალბათ სიზმარიათქო გავიფიქრე და გვერდით გადაბრუნებას ვაპირებდი რაღაც მასა რომ დამეცა ზედ.სიმწრისგან თვალები ვჭყიტე და თიკას გაკრეჭილ სახეს წავაწყდი -ახლა სიზმარში ვარ და მელანდები -არ გელანდები ძეტკა ,აი ნახე. -აა მეტკინა გოგო,რამხელა მიჩმიტე,ანუ სიზმარი არარის და აქ ხარ. არ მჯერააა -ბოლო ხმაზე ვკიოდიი ,ბედნიერებისგან აღარ ვიცოდი რა მექნა,თიკას იმდენ ხანს ვეხუტებოდი ბოლოს საწყლად მითხრა გავიჭყლიტეო -აქ საიდან გაჩნდი გოგო რატო არ მითხარი თუ მოდიოდი -სიურპიზ,აბა გამოიცანი სად ვხვდები ახალ წელს -რაა? ანუ აქ რჩები .მოდი აქ კიდე უნდა ჩაგეხუტო -რაიყო ბიჭი აღარ გყავს და ჩემით გინდა თავი დაიკმაყოფილო? ნურასუკაცრავად -შე გაფუჭებულო ეგ რაშუაშია,ძალიან მიხარია რო აქ ხარ.ასე უცებ დილით როგორ ჩამოხვედი? -მამამ ჩამომიყვანა,მინდოდა სანამ გაიღვიძებდი მოვსულიყავი, ოთახში ბებია და ბაბუა შემოვიდნენ, -იცოდით ჰო რომ მოდიოდა? -ვიცოდით მაგრამ ბავშვს სიურპრიზს ხოარ ჩავუშლიდით,ადექი ბებია ბავშვიც ნამგზავრია შეჭამეთ ორი ლუკმა საჭორაოდ ბევრი დრო გექნებათ კიდევ. სწრაფად ჩავიცვი სააბაზანოშიც უცბად მოვათავე დილის პროცედურები და მე და თიკამ გემრიელად მივირთვით ბებიას გაკეთებული ბლინები და კაკაო. -საჩუქრები ჩამოგიტანე -მეც მაქ შენთვის საჩუქარი ,მე რომ ჩამოვიდოდი მაშინ უნდა მომეცა მაგრამ ახლა აქ ხარ და მთლად უკეთესი. -მოდი ახალ წელს გავხსნათ,-მითხრა თიკამ მააგრამ სახეზე ეტყობოდა ერთი სული ჰქონდა გაეხსნა. -მასე ჯობს -ვუთხარი გაკრეჭილმა. -ვერც კი წარმოიდგენ რა უნდა განახო.-თიკას ვიდეო ვანახე და გაოცებისგან ყბა ჩამოუვარდა -ეგ პატარა ძ@კნა ნახე ,როგორი გველი ყოფილა,წამოდი უნდა ავახიო ის მახინჯი სიფათი-თიკას რეაქციაზე მეცინებოდა -დაწყნარდი თიკა სკოლა რო დაიწყება სეირს ვაჩვენებ -ასეთი მომწონხარ.კიდევ დიდხანს ვიჭორავეთ ,მერე გამახსენდა ნაძვისხე და სასწრაფოდ წამოვახტუნე თიკა. -დამაცადე ერთ წამს ერთი კკითხვა გამომრჩა ,მეუბნება გამწარებული-სანდრომ ეს ვიდე იცის? -არა რათქმაუნდა და ვერც ნახავს,რაღა აზრი აქ -რას ქვია რა აზრი აქ ?მოდიამაზე მერე დაგელაპარაკები მივხედოთ ნაძვისხეს თორემ გავიდა ახალი წელი ზუსტად სამი საათი მოვუნდით ნაძვისხის აწყობას,ჯერ სანამ სათითაოდ გავშალეთ ის დაპრესილი ტოტები,მერე ფეხი ძლივს დავუმაგრეთ იმ ჯოხს ,ბოლოს ნომრების მიხედით ვუკეთებდით ტოტებს. -ვაიმე ვიკა ეს ნაძვისხეა თუ ალვის ხე რამსიმაღლეა-ბოლო ტოტი გაუკეთა კკიბეზე ასულმა თიკამ და ისეთი ამოიფშვინა თითქოს მთელი ქვეყნის დარდი ამას ჰქონდა დაგროვილიო,მერე სათამაშოებიც დავკიდეთ,რაშიც ბებია და ბაბუა დაგვეხმარნენ ,ვარსკვლავი ერთად დავამაგრეთ ნათურები შემოვახვიეთ და ნაძვისხე მორჩა როგორც იქნა,აი ასეთი წარმომედგინა ზუსტად ,ულამაზესია,ბებიამ საჩუქრები გამოიტანა შეფუთული ყუთებით როდისღა მოასწრო ნეტავ ყიდვა,ჩვენი საჩუქრებიც შემოვულაგეთ და ესეც ჩვენი ულამაზესი ნაძვის ხე,შწმდეგ სახლის მორთულობაზე გადავედით,კედლებზე ვარსკვლავების და ფიფქების ფორმის ნათურები დავკიდეთ,კიბის მოაჯირებზე ჯერ წვიმები დავახვიეთ შემდეგ კი ნათურები,კარებზეც დავკიდეთ გვირგვინი და ბაბუამ ათვლა დაიწყო 10,9,8,7,6,5,4,3,2,1 დაა აინთო.თავი ზღაპარში მეგონა ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი,თიკამ უამრავი ფოტოები გადაგვიღო,მერე თავისი განუყრელი ნაწილი სელფის ჯოხი გაშალა და ყველამ ერთად სელფიც გადავიღეთ. -რა მაგრები ვართ-დამჩხაოდა თიკა -ჰო თიკა თუ არ დამაყრუებ უფრო მაგარი იქნები მოკლეთ ისე დავიღალეთ რო დავწექით ლაპარაკის თავიც აღარ გვქონდა თიკამ ერთი დამგესლა -ბევრი არ იხვრინოო გადაბრუნდა და დაიძინა,ბედნიერს მეც მალევე ჩამეძინა. ეს ბოლოს წინა თავია მეგობრებო,იმედია მოგეწონებათ. თქვენი თითოეული სიტყვა დიდ მოტივაციას მაძლევს <3 მიხარიხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.