შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

...


25-03-2020, 22:23
ავტორი ნიანო
ნანახია 1 080

როგორ ძლებ მაშინ, როდესაც შველა გჭირდება.. როდესაც ბოლო ხმაზე ყვრი და განწირული ითხოვ შველას მაგრამ შენი ხმა არავის ესმის.. ყველა ნაწლი იმდენად ბევრ ნაწილად არის დაშლილი, რომ შეგროვება და შეწებება მეზარება. ვიცი, რომ ვერაფერი შეამაგრებს ერთად . თიტქმის ჩემი სულის ყველა ნაწილი ფერფლად იქცა. ტკივილი გადის ჩემგან და ბუმერანგივით უკან მიბრუნდება. ბოლო ატომამდე მიძვრება სხეულში და ღრმად დებს ბუდეს. არ მცილდება, ჩემგან არმიდის. დახმარება მჭირდება მაგრამ ის არსად არის. ჩემი სულის სიღრმეში ჯერ კიდევ ცხოვრობს ბავშვ, ჯერ კიდევ ცხოვრობს იმედი.. იმედი იმისა რმ ოდესმ ისევ მზიანი დილა გათენდება...იმდენ იიმისა რომ ერთ დღესაც ყველაფერი შეიცვლება.. გავიღვიძებ და ვიტყვი- გამარჯობა სამყარო,ეს მე ვარ. მოვედი .. სუფთა და თავისუფალი.. ამ დღის მოლოდინით ვძლებ.. ეს მეხმარება ვიყო კიდევ ერთი დღე ცოცხალი. ვცოცხლობ რაღაც უკეთესის მოლოდინით.. ჩეემი ოცნებებთ და ილუზიებით ვცოცხლობ.. ვიცი , ეს ბოლოს მომიღებს... ვიცი, ჩემი ოცნებები გახდებიან ჩემი სიცოცხლის დასრულების მიზეზები. სამყარო ხომ ჩემს გარშემო არ ბრუნავს. მე არ ვცხოვრობ იმ ბავშვურ ოცნებაში,რომელიც მუდმივად ბორგავს ჩემს გონებაში. ჩემ ბავშვობაში შექმნილი სამყარო დღეს აღარ არსებობს.. ის ოცნება იყო.. საპნს ბუშტი იყო და გაქრა. ისე გაქრა თითქოს არც არსებობდა .. მე კი დავრჩი.. მზის მოლოდინში.. ოცნებების ახდენის მოლოდინში.. ვიღაცის მოლოდინში დავრჩი ამ ცარიელ სამყაროში უიმედოდ..მარტოდ მარტო.. სული მეწყინება როდესაც წარმოვიდგენ რომ მარტო ვარ და ჩემს გარშემო არავინ არის.. სული მეყინება როდესაც ტკივილს ვგრძნობ და მიწაზე დაცემულს წამომყენებელი არავინ მყავს.. შემდეგ ვცდი ხოლმე ,რომ ჩემით წამოვდგე მაგრამ , შუა გზაზე ვიჭედები და ისევ ძირს ვეშვები. ვხვდები,რომ ამ სამყარში მარტო ვერ იქნები. სიმართლე რომ ვთქვათ სხვაზე ზრუნვამაც დამღალა.. მხოლოდ იიტომ რომ ისინი ჩემი არანტორები არან.. გარანტორები იმაში , რომ თუ მე მათზე ვიზრუნებ ისინი მარტო არ დამტოვებენ..ეს დიდი ჯაჭვია, თითქოს სიმბიოზს გავს, მაგრამ სნამდვილეში ეს ჩემი მცდელობაა გავექცე რეალობას.. გავექცე იმ რეალობას რომ მე მარტო ვარ. ამ სამყაროში ჩვენ ყველანი მარტონი ვართ და ყველა ჩვენი მეგობარი თუ ახლობელი ილუზიაა.. ისინი ერთ დღესაც ადგებიან და დაგვტოვებენ.. მაშინ რას ვიზამთ ჩვენ, მხოლოდ მაშინ გავიაზრებთ რომ მარტონი ვართ.. არადა მთელი ცხოვრება გვქონდა ამისთვის.. რაღაც კუთხით კარგიც არის მარტო ყოფნა, შენ სწავლობ ცხოვრებას, სწავლობ შენს შეცდომებზე მაგრამ მაშინ იჭრები საკუთარ თავთან როდესაც ტკივილს განიცდი, მაშინ როდესაც ღამით გაღვიძებულს მხოლოდ შენი ბალიში გყავს ჩასახუტებლად.. მაინც რა არის ტკივილი.. ის გვტკივა რომ მარტო ვართ? თუ ის მიზეზი, რის გამოც მარტო ვართ?
...............
ჩემს თავს ვერ ვპოუულობ ამ ქალაქში, რა მინდა აქ? რას ვაკეთებ.. უაზრო ინტრიგა ყოველ წამს, უაზრო დავა ყოველ წამს.. იაფასანი ხალხის იაფასიანი ცხოვრება და მე ძალაუნებურად ამ ყველაფერში ვერევი.. მეშინია.. მეშინია მეც არ გავუფასურდე.. მეშინია ამ ხალხში არ გავერიო და მათნაირი არ გავხდე.. ნუთუ არ არსებობს არსად ის ადგილი რომელზეც ვოცნებობდი.. იქ სადაც ყველა თავისთვის არის.იქ სადაც ხელოვნებაა ღმერთი.. იქ სადაც ტკივილი თავისით მიდის და ხვდები რომ მსუბუქად რჩები მიწიერი სამყაროსგან შორს. იქ სადაც ყველას შეეძლება იყოს ის ვინ უნდა.. მაინც სად არის ეს ქვეყანა?! სად არის განსასვენებელი ამ ტკივილებისა..რატომ გადის წლები და ვერ ვპოულობ..ნუთუ ისე მიწერია სიკვდილი ხომ არ მომეცემა საშუალება ვეთაყვანო ხელოვნების ღმერთს.. ვიყო ბედნიერი და გავუშვა ტკივილი ისე ტითქოს არც არსებობდა..
........
ბოროტი სულივით შიგნიდან შემოდის და გაწვალებს.. ყოველ ღამე დაძინებას არ გაცდის . გაიძულებს არ დაემგვანო საკუთარ თავს და იქცე ვიღაც არა რეალურად.. ტკივილი გვმართავს ყველა ჩვენგანს.. ტკივილი გვაიძულებს ვიცოცხლოთ. ყოველ დილას და საღამოს გვახსენებს რომ არსებობს, გვახსენებს რომ ჩვენი ნაწილია და ითხოვს ჩვენგან ყურადღებას.. რატომ არ ფიქრობს იმაზე რომ ზედმეტია, იმაზე რომ არ მინდა ჩემთან იყოს.. პირიქით, რაც შეუძლია შორს წავიდეს. მის გარეშე ბევრად მსუბუქია ჩემი ცხოვრება.
წადი
წაიყოლე ჩემი ყალბი მეგობრები და მოშორდი ჩემს სამყაროს.. მაცადე იქ ვიყო სადაც საკუთარ თავს ვპოულობ..
რატომ არავის უნდა ვიყო იქ სადაც ჩემი ადგილია.. უამრავი ადამიანი თავისი უხილავი ძალით ფეხზე მეჭიდება და მამძიმებს. არ მაძლევენ სიმსუბუქის უფლებას.. რა გინდათ ჩემგან თქვენ, პატარა ადამიანებო, რა დამიშავებია თქვენთვის..
ერთადერთი რაც ყოვლთვის მინდოდა ტკივილისგან გათავისუფლებაა და როდესაც ამას ვცდილობ ის უფრო და უფრო ღრმად შემოდის ჩემში... ეჭვიანი შეყვარებულივით ყველგან თან დამყვება და ყურში ჩამძახის რომ მალე გავნადგურდები.. ვინ არის.. რა უნდა ჩემგან..
ნუთუ ამდენი რამ შევცოდე რომ ყველგან თან დამყვება .. დამყვება.. წრეზე დავდივართ მაგრამ წრიდან მის გარეშე ვიცი რომ ვერ გავალ.. ჩემს ნაწილად იქცა.. შემესისხლხორცა და არ ვიცი როგორ ავიდღლიზო კანიანად სხეულიდან..უფერულია...უსახო..უსხეულო.. ვერ დაინახავ...
მაგრამ იგრძნობ...
იგრძნობ როგორ გკბენს გულში...
იგრძნობ რას გეჩურჩულება..
ტკივილი , ეს მოუნელებელია.. ის არ წავა.. არ მოგცილდება თუ ერთხელ სამუდამოდ გახდა შენი ნაწილი.. მუდმივად შენთან დარჩება და უნდა შეეგუო რომ შენ ამ სამყაროში ბედნიერებისთვის კიარა ტკივილისტვის გაჩნდი.

როდსაც მას შევხვდი ჯერ კიდევ პატარაგოგო ვიყავი. დაბნეული და თითქოს რაღაცას ვეძებდი მაგრამ ისიც არ ვიცი რას. ბედნიერებას, თავგადასავალს, თუ რას. მთავარი პირობა ის იყო ,რომ უნდა ვყოფილიყავი თავისუფალი.ყოველ დღე სხვადასხვა იდეით აღსავსე ვიღვიძებდი და ვცდილობდი სისრულეში მომეყვანა. შემდეგ საღამოსბედნიერი შევუყიჟებოდი სასტუმროს ბარის ყველაზე ჩუმ ადგილას,ყინულიან სასმელს დავიდგამდი და მთელი საღამო მშვიდად ვუსმენდი მერლინ მორნოს ტიპის გოგონას, რომელიც ცდილობდა მისთვისმიებაძა, მაგრამ იმდენად უნიჭოდ გამოსდიოდა , რომ ჩემში აღფრთოვანებას იწვევდა.
ასეთი ერთ-ერთი საღამოს შემდეგ, როდესაც ქუჩის მუსიკოსებთან ვიცეკვე, ბარში დოზაზემეტი სასმელი დავლიე და დაღლილი დასაძნებლად გამოვედი, სასტუმროს ვესტიბულში ჩემზე უფროსი მამაკაცი შევამჩნიე. მხოლოდ რამდენიმე წამით შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს, შემდეგ ჩვენი გზები გაიყო. ის ლიფტით ავიდა, მე კი გრძელ კიბეებს ავუყევი. გაზაფხულის პირველი თვე უკვე გვემშვიდობებოდა. აპრილის დღეები ახლოვდებოდა. მოსასხამი ავიღე და აივანზე გავედი. ვისკის მორიგი ჭიქა და სიგარეტი წინ დავილაგე და ქალაქს გავხედე. ყველაზე მაღალი სასტუმროს ყველაზე მაღალ აივნზე ვიდექი. აქედან ადამიანებს რეალური ზომთ ვხედავდი. პატარებს, უსუსრებს და დაუცველებს. ქალაქი კი ზედმეტად ნათელი იყო, იმდენად ნათელი , რომ მთვარის დანახვაც კი ჭირდა, არათუ ვარსკვლავების. ჭიქა გამოვცალე და ოთახში შევედი. სინათლე ზუსტად ისე დავაყენე მე როგორც მიყვარდა. ფარდებით მაქსიმალურად ჩავაბნელე ოთახი და ლოგინზე გაუხდელად გადავწექი. როგორც დავწექი ისევე დამეძინა. უცნაური სიზმარიც კი ვნახე. არ მახსოვს როგორ , მაგრამ ვიცი, რომ უცნაური. ამჯერად ვიკადრე და ლიფტით ჩავედი. მიმღებში ისევ ის კაცი შემხვდა, რომელიც ცდილობდა რაღაც აეხსნა რეცეფციონისათვის, თუმცა უშედეგოდ. ფაქტია, რომ სხვადასხვა ენაზე საუბარი კომუნიკაციის პრობლემას ქმნიდა. გავიარე,თუმცა ზუსტად 7 წამში უკან მივტრიალდი.
-შემიძლია დაგეხმაროთ?! _მივედი მიმღების მაგიდასთან.
ჯერ გამომხედა, უცნაურად ამათვალიერა, შემდეგ თვალებში უზამაზარი კითხვის ნიშანი გამოესახა.
-იტალიელია, მხოლოდ იტალიურად საუბრობს_მომეხმარა ღამენათევი თანამშრომელი.
რამდენიმე წუთი დამჭირდა იმისათვის, რომ ასეთი ნანატრი კომუნიკაცია დამემყარებინა მათ შორის და ისევ უკან გამოვბრუნდი.
იმ დღისთვის არაფერი მქონდა დაგეგმილი, ქალაქის ქუჩებში უაზროდ დავბოდიალობდი და ვსვამდი. მოულოდნელად ჩემს წინ შავი ჯიპი გაჩედა. ფანჯარა დემონსტრაციულად ჩამოწიეს და ჩემმა ნაცნობმა იტალიელმა, აი ის სასტუმროში რომ დავეხმარე, ყურებამდე გამიღიმა.
-მე თქვენ გიცნობთ, ხომ ასეა?!_მკითხა დამტვრეული ბრიტანული აქცენტით.
მისი ინგლისურის მოსმენაზე ჩამეღიმა, თან გამიკვირდა რისთვის წვალობდა მთელი დილა თუ საუბარი შეეძლო.
-მგონი შევხვედრილვართ._ გავუღიმე მსუბუქად და ახალი ურთიერთობისთვის მოემზადე.
-მინდოდა მადლობა მეთქვა_კიდევ ერთხელ გამიღიმა და მანქანა აგილს მოწყდა. გაოგნებული ვიდექი, ვერ ვხვდებოდი რა მოხდა. მეთამაშებოდა, დარწმუნებული ვიყავი, რომ მეთამაშებოდა.
გზა გავაგრძელე მაგრამ მალე როგორც ლონდონს შეეფერებოდა ისე გაწვიმდა. პირველივე შემხვედრ ბარს შევეფარე. სასმელი შევუკვეთე და ჩამოვჯექი. შემორბოდნენ კოცნაობისგან დაღლილი წყვილები, სიცილით იხდიდნენ სველ მოსაცმელებს და იშრობდნენ თმებს. მათი დანახვა გულისრევის შეგრძნებას მიჩენდა. რო მკითხოთ ამის მიზეზი არ ვიცი. ორი ვერსია მაქვს, ან იმიტომ რომ ოდესღაც ნახმარი ტილოსავით მიმაგდეს და ახლა დაბოღმილს მაღიზიანებს შეყვარებული ადამიანების ყურება ან.. თუმცა მეორე ვერსიაც ესაა. სიმართლე გითხრათ ოდესღაც მეც ვიყავი მათ ადგილას. წვიმაში სირბილი მიხაროდა, მუდმივად ვიღიმოდი, პეპლებიც კი მყავდა მუცელში. შემდეგ წვიმამ ჩემი დასველება დაიწყო, ღიმილისგან კუნთები მეტკინა, პეპლებიც კი მატლებად იქცა. ეს ყველაფერი მას შემდეგ მოხდა რაც ჩემში გაათავა. მერე აღარასდროს მინახავს. მხოლოდ ერთი წერილი მივიღე მისგან თვეების შემდეგ. მწერდა რომ ცოლი მოყავს და წუხდა ჩვენს გამო.
„პირველ რიგში , როგორ ხარ? ვიცი, რომ გამოცდები გაქვს და წარმატებები. არ ვიცი ახლა როგორ და საიდან დავიწყო, მაგრამ.. ერთი სიტყვით რომ ვთქვა ბოდიში.ვიცი რამდენად ცუდი გამოვედი და სიმართ₾ე რომ გითხრა არ მინდოდა ასე მომხდარიყო.არ ვიცი რატომ გადავწყივე ახლა მომეწერა. რეალურად უკეთესი იქნებოდა ეს ყველაფერი ცოცხლად მეთქვა, მაგრამ ვიცი , რომ ჩემთან შეხვედრას არ დათანხმდებოდი. არც არაფერი მინდა შენგან, არც თავის გამართლებას ვცდილობ. უბრალოდ მნდა, რომ გითხრა.. ძალიან ცუდი ადამიანი ვარ და ძალიან ცუდად მოგექეცი. შენ ნამდვილად არ იმსახურებდი ამ ყველაფერს ჩემგან და ძალიან ძალიან დიდი და გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი. მაპატიე ისიც, რომ გატყუებდი. სინამდვილეში რამდენიმე კვირაში ოჯახს ვქმნი. მაშინაც კი საცოლე მყავდა , როდესაც შენ გხვდებოდი. ვერ მოგატყუებ, სხვა ცხოვრებაში ალბათ მეყვარებოდი კიდეც.“
ამაზე დიდი სირობა ალბათ არასდროს წამიკითხავს,თუმცა წერილს დიდხანს ვკითხულობდი. მე ხომ ის მიყვარდა. მიუხედავად იმისა რომ ყველაზე დიდი იყო მსოფლიოში მაინც მიყვარდა. შემდეგ დაიწყო ჩემი ცხოვრების შეცვლა. სასწაველებელს თავი დავანებე და ბაბუაჩების დანატოვები ქონების გაფლანგვას მივყე ხელი. არ ვიცი ზუსტად რამდენი იყო მაგრამ ვიცოდი, იქამდე მეყოფოდა სანამ ვიცოცხლებდი. ლონდონის ყველაზე მაღალ სასტუმროში, ყველაზე მაღალ სართულზე დავსახლდი. ყოველდღე ნახევარზე მეტს ფეხით ავდიოდი და დაღლას ოდნავაც კი ვერ ვგრძნობდი. რამე რომ იგრძნო ალბათ გრძნობებიც უნდა გქონდეს, მე კი ზუსტად ისეთი ცარიელი ვიყავი როგორც კუთხეში მწოლიარე ლოთის ჯიბე. ყოველდღე გარეთ დავდიოდი , ვსვამდი , ვერთობოდი , შემდეგ ვინმე ხელმოცარულს დავითრევდი და ვაძლევდი უფლებას შემხებოდა. ორგაზმამდე მივიდოდი და შემეგ ზუსტად ისე ვაგდებდი როგორც ერთჯერად ცელოფანს ისვრიან ხოლმე პორპუსის ფანჯრიდან. ფეხებზე მეკითხა ის , რომ ქალაქში ცნობილი ძუკნა ვიყავი. ყოველთვის ვახერხებში ჩემი „გამესწორებინა“.
ფიქრებიდან მიმტანმა გამომარკვია
-უკაცრავად გოგონა, ვიკეტებით._მითხრა გაღიზიანებულმა.ყოველთვის მიკვირდა, რატომ იყვნენ ასეთი უხეშები მომსახურე პერსონალი, მაგრამ მერე ვფიქრობდი, ვინ იცის რა აწუხებთ ან რა სტკივათ.
ანგარიში გავასწორე და ბარიდან გამოვედი. წვიმას გადაეღო, სასიამოვნო სიგრილე იდგა გარეთ და უცნაური სუნი. წვიმის სუნი, ალბათ. ტელეფონი აწკრიალდა,დავხედე, დედა..
ყოველთვის მეზარებოდა ტელეფონზე საუბარი, უბრალოდ, ყოველი შემთხვევისთვის მქონდა.ბოლოს მაინც ვუპასუხე.
-გისმენთ.
-ლილიან, შენ ხარ?_ აკანკალებული მაგრამ ბედნიერი ხმა გაისმა.
-სხვა ვინ უნდა იყოს, რა ხდება?
-დაბრუნდი სახლში, გთხოვ_ ბოლო სიტყვები ჩურჩულით მოაყოლა მაგრამ..
-რამდენჯერ შეიძლება ერთი და იგივე დედა, ხომ იცი არ დავბრუნდები.
-იქნებ ოდესმე ..
-ოდესმე თუ გადავიფიქრებ_გავუწყვიტე სიტყვა შუაში_ აუცლებლად გაიგებთ.
წპაკ.
ტელეფონი დავუკიდე და იქვე ტროტუარზე ჩამოვჯექი. ორ წელიწადზე მეტია სახლიდან წამოსული ვარ. ასე კვირაში ერთხელ, ან ორ კვირაში ერთხელ მირეკავს დედაჩემი და სახლში დაბრუნებას მთხოვს. თავიდან გული მიჩუყდებოდა, ვფიქრობდი კიდეც დაბრუნებაზე, მაგრამ ახლა მხოლოდ დაზეპირებულ ტექსტს ვიძახი და ტელეფონს ვთიშავ. სახლიდან გამოვიქეცი და ყელაფერი იქ დავტოვე. როდესაც ლონდონში ჩამოვედი სხვა ადამიანად ვიქეცი. ადამიანად, რომელსაც წარსული აღარ ქონდა და არც მომავალი. ჩემთვის მხოლოდ ერთი მდგომარეობა არსებობდა. რას გავაკეთებდი ამ წამს. რისთვის ან რა შედეგი მოყვებოდა აღარ ვფიქრობდი და დიდად არც მადარდებდა.ავდექი და ფეხით გავიარე. სიგარეტს მოვუკიდე, მიყვარდა სიცივეში მოწევა. უფრო დიდი კვამლი ჩნდებოდა და შიგნით ვიკარგებოდი.სასტუმროსკენ ფეხით წავედი, შემეძლო ძალიან დიდი მანძილი მეარა ფეხით, ისე რომ არ დავღლილიყავი. მიკვირდა კიდეც, ჩემი ძანმრთელობის პატრონი როგორ ვაკეთებდი ამას, თუმცა ალბათ როდესაც რაღაც ძალიან გიყვარს, შეგიძლია ბოლომდე დაიხარჯო და გვერდითი მოვლენები, სწორედ ისეთი როგორი გვერდით მოვლენაც მე ვიყავი ამ სამყაროში, ხელს ვერ გიშლიან. თუმცა ისევ გაწვიმდა, მეზარებოდა წვიმაში იდიოტივით სიარული, ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე.
სასტუმროს რეცეფციაში მდგარ გოგოს გავუღიმე და ლიფტისკენ წავედი. არ ვიყავი ფეხით სიარულის ხასიათზე. ლიფტში შეყვარებულ წყვილს წავაყწდი.. ისევ.. საერთოდ არ ადარდებთათ ჩემი იქ ყოფნა,ლიფტის კედელზე მიყუდებულები უხეშად კოცნიდნენ ერთანეთს და ალბათ ვერ ითმენდნენ ნომერში ასვლამდე. მეცხრე სართულზე ლიფტი გაიღო და ნაცნობი იტალიელის გაღიმებული სახე გამოჩნდა. შემოვიდა და წყვილს სიცილით შეხედა.
-ვნებიანი თაობა მოდის არა?_ მკითხა სამი სართულის შემდეგ.
არ მიპასუხია, მხოლოდ გავხედე და მხრები ავიჩეჩე. შეყვარებულებმა მალევე დაგვტოვეს, ჩვენ კი ერთმანთისთვის ხმა არ გაგვიცია ისე გავაგრძელეთ ზემოთ სვლა. დროდადრო ვამჩნევდი ჩემკენ გამოპრებულ მზერას, თუმცა წარბი არ შემიხრია. ყურსასმენები გავიკეთე და ჩემი საყვარელი მელოდია ბოლო ხმაზე ავაღრიალე. სულში ბოლომდე მწვდებოდა, მხოლოდ ამ სიმღერას ვაძლევდი უფლებას შემხდებოდა, შესულიყო ყველაზე ბნელ ადგილებში ჩემს ტვინში, გულს მთლიანად მოდებოდა და გაეჩერებინა. დაჟინებულ გრძნობას აშკარად ვგრძნობდი, ერთი სული მქონდა კარი გაღებულიყო და ჰაერი ჩამესუნთქა. გავხედე, ის კიარც მიყურებდა. მე კი მწველ თვალებს უფრო და უფრო ვგრძნობდი ჩემს სხეულზე.
-გამარჯობა_შევკრთი და იქით მივიხედე სადანაც ხმა გავიგე. არავინ იყო.- არა , მანდ არა აქეთ_ დამიძახა სხვა მხრიდან. ყურსასმენები მოვიხსენი და ღრმად ჩავისუნთქე.
-ამდენი დავლიე?_გავიფიქრე გონებაში.
-არა, არც ისე ბევრი დაგილევია_ მომესმა ისევ. თავბრუდამეხვა და ლიფტის კედელს მივეყუდე. ვფრძNობდი როგორ დამასხა ცივმა ოფლმა და შუბლი დამეცვარა.
-მშიშარა _ ჩაიცინა თავისთვის. ამასობაში კარი გაიღო, ჩემი ნომრისკენ გავიქეცი, გასაღების მორგებას დიდხანს ვცდილობდი მაგრამ არ გამომდიოდა, ხელები გამიოფლიანდა, მუხლები მიკანკალებდა , ბოლოს გასაღები დამივარდა, ასაღებად დავიხარე და იქვე დავრჩი.ვიგრძენი როგორ დავკარგე გონება, არაფერი უჩვეულო არ იყო ამაში, უბრალოდ თვალები ნელა დამეხუჭა და წინ მყოფი გამოსახულება ეტაპობრივად გაქრა. ზუსტად ასე გამოვფხიზლდი, ოღონდ ჩემს ნომერში, თავზე სასტუმროს თანამშრომელი და ექიმი მედგა, გვერდზე სარკესთან მდგარ სკამზე ვიღაც იცნობი იჯდა, თავი საშინლად მტკიოდა და მთელი ტანი მიკანკალებდა.
-მაღალი სიცხე გაქვთ _ მოვიდა ექიმი და შუბლზე დიდი ხელი მომადო.- სადმე გაცივდით?
უარის ნიშნად თავი გავაქნიე.
-ანტიბიოტიკები უნდა მიიღოთ, სასტუმროს თანამშრობლებს ვეტყვი და მოგიტანენ, შეეცადეთ იწვეთ და გარეთ არ გახვიდეთ.
-მე მივხედავ_ წამოდგა სკამიდან უცნობი. ახლა უფრო კარგად დავაკვირდი. მაღალი, თხელი აღნაგობა ქონდა.გრძელი თმა უკან უპროპორციოდ ქონდა შეკრული, წვერი თხლად წამოზრდილი. დახვეწილი მოძრაობები ქონდა, ექიმს ხელი როდესაც გაუწია ჩამოსართმელად ჩემი ყურადღება გრძელმა თითებმა მიიპრყო, უჩვეულოდ გრძელმა.
ექიმი გააცილა და უკან მობრუნდა, ისევ სკამზე ჩამოჯდა
-რა გიყო ახლა შენ?
-უკაცრავად, - წამოვჯექი ლოგინზე- თქვენ?
-შენ გითხრეს იწექიო.
-ვინ ბრძანდებით?_ ხმაში გაბრაზება შემეპრა.
-წავალ წამლებს ვიყიდი.
როგოც კი წავიდა კარი გადავკედე და მიმღებში დავრეკე.
კართან დაცვა დავაყენე და კატეგორიულად ავკრძალე უცნობი პირის შემოსვლა. 200 ევრო დავუტოვე, იმ ბიჭისთვის, იმ შემთხვევაში თუ წამლებს მოიტანდა.
ლოგინში შევწექი, მალევე ჩამეძინა. სიზმარი არ მინახავს, როგორც ყოველთვის. არც მახსოვს ბოლოს როდის დამესიზმრა რამე, მხოლოდ კოშმარებს ვხედავდი ეტაპობრივად, ისიც მაშინ როდესაც ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიწექი. შეუძლებელია ფსიქიატრიულ კლინიკაში კოშმარი არ ნახო. ერთხელ , სულ რამდენიმე წამით მაინც უნდა მოხვდე იქ, რომ გაიგო რასნიშნავს. შორიდან ადვილია ლაპარაკი, როდესაც თექვსმეტი წლის ასაკში საგიჟეთში გიშვებენ სამკურნალოდ, ალბათ უარესიც არ არსებობს.სიგიჟეა.. დამიჯერეთ, გამოჯანმრთელებული ადამიანები არ არსებობენ,უბრალოდ საკუთარი თავის მართვას სწავლობენ რაღაც დოზით. სიცივემ გამაღვიძა, ლოგინიდან წამოვხტი, ვიწვოდი მაღალი ტემპერატურისგან. სარკესთან ქაღალდის ცელოფნით დადებული ანტიბიოტიკები დამხვდა, წერილი და ჩემი 200 ევრო.
„დაკეტილი კარი ვერ გამაჩერებს“
ნაცნობი კალიგრაფიის დანახვამ სისხლი გამიჩერა, ფურცელი ხელიდან ელდანაკრავივით გავაგდე და კარგი გამოვაღე. დაცვა ისევ იქ იდგა.
-ხომ ვთქვი არავინ შემოსულიყო.
-არც შემოსულა ლედი, სასტუმროს თანამშრომელი მოვიდა და წამლები მოგიტანათ. სხვა არავინ ყოფილა, წამლები ჩვენ შემოვიტანეთ.ოთახში შევბრუნდი, წერილი არსად იყო, მხოლოდ ფანჯარა დამხვდა ღია. არ მახსოვს მე გავაღე თუ თავისით გაიღო. აბაზანაში შევედი, ცხელი შხაპი მივიღე და იქვე დავრჩი. მეშინოდა ოთახში დაბრუნების, წესრიგიანად არეული, კედელზე ჩემი ფოტოები იყო, ოღონდ შებრუნებული, იქვე მოლბერტი და საღებავებით დათხვრილი მაისური ეგდო, რომელიც არ მახსოვს როდის ვიყიდე. მგონი ლონდონში ჩამოსვლის პირველ დღეს. ნახატს ვერ იცნობდით, არც მე ვიცოდი რა იყო, ყოველდღე როდესაც გალეშილი მთვრალი მოვიდოდი სახლში, ახალ ხაზებს ვამატებდი. იმ დღიდან იდგა აქ, როდესაც ოთახში შემოვედი. პატიმრის მიერ კედელზე დატოვებულ ხაზებს გავდა,ნახატს აქ დავტოვებ, ვინ იცის, იქნებ ვინმე გადააწყდეს. ვიღაცას მაინც ეცოდინება ამ სამყაროში, რომ მე აქ ვიყავი. რამდენიმე საათის შემდეგ გარეთ გამოვედი, უკვე თენდებოდა, ქუჩაში ნესტის სუნი იდგა, სუნთქვის დროს ასე მეგონა სითხე ფილტვებში ჩავდიოდი, კუთხეში ჩემი საყვარელი მუსიკოსი იჯდა და ხალხის გაღვიძებას ელოდებოდა. ღიმილით შემომხედა, ერთი პერიოდი ვიფიქრე კიდეც ხომ არ გავჩერდე მეთქი მაგრამ ჩემი ორგანიზმი დასალევს ითხოვდა, ჯიბიდან ფული ამოვიღე და იქვე დადებულ ქუდში ჩავაგდე,არც დამიხედავს რამდენი. საერთოდ არ მაინტერესებდა რას ვხარჯავდი, ჩემი არ იყო და იმიტომ. ბევრი არ მიძებნია, პირველივე ბარში შევედი, ბარმენს წინ დავუჯექი და ყველაზე ძლიერი სასმელი მოვითხოვე.
-ცუდი ღამე იყო?_ მკითხა და სასმელი წინ დამიდგა.
-ამაზე უარესი არ შეიძლება-ვუთხარი ირონიული ღიმილით და გადავკარი- კიდევ
-კიდევ..
-კიდევ..
-...
ბოლოს სათვალავი ამერია მერამდენე ჭიქას ვსვამდი, ანგარიში გავასწორე და გარეთ გამოვედი. გაწვიმდა, რა თქმა უნდა. ხმამაღლა შევუკურთხე და გზა გავაგრძელე. რამდენიმე მეტრი გავიარე დაისევ უკან მოვბრუნდი. ბარში შევედი და გაოცებულ ბარმენს შევხედე
-კიდევ
...
-ადამ_დავიჩურჩულე ღია ფანჯარაში და ქარს გაავატანე ჩემ ისიტყვები.
...
ლაპარაკი რომ დამეწყო შეიძლება ადამი არ წასულიყო, ან წავიდოდა მაგრამ არა ასე.. მე ადამთან არ მილაპარაკია..ბოლოს დღეების მანძილზე ჩუმად ვიყავი. ვიჯექი ტახტზე და სიგარეტის ღერებს ერთმანეთის მიყოლებით ვანთებდი, მერე ადამი მოვიდოდა სახლში, მიიღებდა რაც უნდოდა და დავიძინებით. კვირაში ერთხელ გარეთ გავდიოდით, ქალაქში ვბოდიალობდით, მერე სახლამდე მაცილებდა და ასე.. მთელი ზაფხული ასე გადავიტანეთ. შემდეგ ადამი წავიდა, წავიდა და წავიდა..
...
ფანჯარა დავხურე და კარისკენ გავტრიალდი
-გამარჯობა_ დამხვდა გაღიმებული უცნობი.
-გაგიმარჯოს_ვუპასუხე ამჯერად მშვიდი ტონით.
-ხომ არ შეგაშინე?
-არა.
-მიდიხარ სადმე?
-დაძინებას ვაპირებდი.
არაფერი უთქვამს, ლოგინისკენ წავედი და პერანგის გახსნა დავიწყე. ვერ ვხვდებოდი ჩემი ილუზიის ნაწილს ველაპარაკებოდი თუ უბრალოდ მოჩვენებას, ორივე უარესი იყო.
-შენ_მივტრიალდი მოულოდნელად უკან- თუმცა იქ არავინ დამხვდა.
....
„შენ არ ხარ მარტო“
დამხვდა დილას მაგიდაზე, მუხლები მომეკეცა, იქვე ჩავჯექი, ზუსტად იგივე ვიგრძენი რაც მაშინ, ლიფტში.
-ეს უკვე აღარ არის სასაცილო... აღარ არის სასაცილო_ თავი მუხლებში ჩავრგე, ხელები კეფაზე შემოვიწყდე და უსულო საგანივით გავჩერდი.- აღარ არის სასაცილო.
არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასეთ პოზაში, გონება არ მიმუშავებდა , სისხლი და გულისცემა ერთდროულად გაჩერდა. ისევ იმ ფრაზას ვიმეროდები ზომბივით.. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ გავსწორდი და იქვე მიგდებულ ფურცელს გადავხედე. ისევ იგივე კალიგრაია, სულს მიყინავდა ერთნაირად გამოყვანილი ასოები.
კარზე კაკუნმა ჯერ შემაშინა, შემდეგ გამახა, თითქოს ვიგძენი , რომ მარტო არ ვიყავი. გახარებულმა გამოვაღე მძიმე კარი და სახელური ხელში შემეყინა. რამდენიმე წამს ვცდილობდი გონზე მოვსულიყავი და სიტყვები დამელაგებინა გონებაში. შემდეგ კარი მივხურე და ისევ გავაღე.
-ადამ_ამომხდა ხრიალი ყელიდან.
-დამიძახე და მოვედი_მითხრა ცინიკური ღიმილით, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა.
-რა სისულელეა_გარეთ გამოვედი, ვეცადე გვერდი ამეარა.
-ლილ_დამიჭირა და კედელთან მიმამწყვდია_წერილზე არ მიპასუხე.
-ბედნიერება ვერ გისურვე მაპატიე, გამიშვი.
გამიშვა.. ბევრი ხვეწნა არ მჭირდებოდა.
-რა გინდა აქ?
-შენ რა გინდა.
-ის რაც შენ.
-სისულელეა.
....
ადამისგან წამოვედი, ლიფტში შევვარდი და ვემოთ დავეშვი, ვცდილობდი თვალები არ დამეხუჭა, ვიცოდი რომ მას დავინახავდი. გარეთ გამოვედი, წვიმდა.. ისევ.. ტაქსი გავაჩერე და მისამართი ვუკარნახე. როგორ გადმოვედი მანქანიდან, როგორ შევედი შენობაში, რას ვფიქრობდი, არაფერი მახსოვს, მხოლოდ მაშინ როცა მანქანა თვალს მოეფარა და დავრწმუნდი რომ სრულიად მარტო ვიყავი , მხოლოდ მაშინ მივეცი საკუთარ თავს თვალების დახუჭვის უფლება, მხოლოდ მაშინ მივეცი გრძნობებს გამოსვლის საშუალება, ინერციისგან ძირს დავეცი და ავტირდი.. ჯერ ჩუმად, შემდეგ ნელნელა მოიმატა ხმამ, ბოლოს ყვირილზე გადავედი, განწირულ ყვირილზე.. ვიცოდი , რომ აქ არავინ მოვიდოდა, არავინ მიშველიდა ამიტომ შევძელი ბოლომდე ამომეღო ყველაფერი. მიწას ფრჩხილებით ვკაწრავდი, მინდოდა კაპილარები დახეთქილიყო და სისხლისგან დავცლილიყავი. სად იყო ახლა ის ღმერთი მე რომ მჯეროდა, სად იყო ის იმედი ოდესღაც შემორჩენილი რომ მქონდა.
-ხომ იცი არ ღირს_მოწმენდილ ცაზე გავარდნილ მეხზე უარესი ალბათ მხოლოდ ეს ხმა იყო.წამოვხტი და უკან შევტრიალდი.
-ვინ ხარ..ვინ ხარ შენ? რატომ არ მშორდები? ვინ ხარ შენ _ ვყვიროდი ბოლო ხმაზე უმისამართოდ. მომიახლოვდა , გრძელი ხელები ბოლომდე შემომხვია და მკერდზე მიმიკრა.
- ის ვარ ვისაც შენ ეძებ, არავინ..
-ვინ ხარ შენ_ვჩურჩულებდი მასზე მიკრული თან ცრემლები მახრჩობდა ის კი თავის თხელ თითებს თმაზე მისვამდა და უფრო და უფრო ძლიერად მიხუტებდა. ბოლოს სუნთქვა გამიჭირდა მაგრამ არ ვშორდებოდი, ხელები წელზე მოვხვიე და ჩემ სხეულში შემოვუშვი. ცრემლების ნაკადი არ მიწყდებოდა, ზოგჯერ მავიწყდებოდა რა მატირებდა, გარეთ წვიმდა და წვეთებად შენობაშიც აღწევდა, არადა სულ არ ციოდა, ოდნავადაც კი, პირიქით, სასიამოვნო ტემპერატურა იყო, აი ისეთი მზე რომ მოგადგება ხოლმე და სისხლს გაგითბობს.
...

-ადამ_დავიჩურჩულე ღია ფანჯარაში და ქარს გაავატანე ჩემ ისიტყვები.
დიდხანს ვიდექი ფანჯარასთან , ქალაქს ვაკვირდებოდი, ხმაური იმატებდა, ხან იკლებდა. ძალიან უხდებოდა აქაურობას სინათლე, ზედმეტადაც კი.თვალებს მტკენდა ამხელა სილამაზე, ზურგით მოვტრიალდი.. ქარმა დამიბერა კისერში და უკან გადაყრილი თმა ჩუბლზე ჩამომიყარა. ფანჯრის რაფაზე შევჯექი. მსიამოვნებდა სახეზე მსუბუქად მოსიარულე ქარი, უკან გადავიწიე უფრო მეტისთვის, შემდეგ ისევ უკან, ბოლოს ალბათ ზედმეტად უკანაც კი..
...
ჩემი ნახატი , სხვა ნივთებთან ერთად ოთახში დავტოვე, არ ვიცი რა ბედი ეწეოდა, მაგრამ არ მინდოდა უკვალოდ გამქრალიყო. წელიწადი და სამ თვე ნახევარი ვცდილობდი შემესრულებინა საბოლოო ხაზი, თუმცა არც ვიცი საბოლოო ხაზი როდის დგება. იმ საღამოს ბარიდან დაბრუნებულმა ჩავთვალე რომ ადამის და ჩემი უცნობი პარტნიორის სახე ერთმანეთში მყარად იჯდა, ქვეშ ჩემი სახელი მივაჯღაბნე და დასვრილი ხელი პერანგზე შევიწმინდე.



№1  offline მოდერი guroo

აუ,ნახატი ძალიან მომეწონა. ცოტა გვიან წაგიკითხავ. დროებით

 


№2  offline მოდერი guroo

იდიოტოოო, მოგკლავ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
არ ვიცი, ალბათ, ჩემი დანაშაული უფრო მტკივა, რომ აქამდე სერიოზულად არ აღვიქვი შენი ჭრილობები. თურმე სულ დასერილი ყოფილხარ და ვერ შუშდები - ნაწილებად გახლეჩილი უფსკრულიდან ამოგდის ის ხმაც, მემგონი.
ვერ გეტყვი, მაგარია-მეთქი. არ არის.
უბრალოდ სასიამოვნოდ გამიკვირდა. შემშურდა დიალოგების. შემრცხვა შენში ვერდანახული პოტენციალის და კიდევ იმის, რომ ყოველთვის ხმამაღლა გიყვიროდი, არ შეგიძლია-მეთქი. შეგიძლია და თან - როგორ.
მეტი გამოცდილებაა, ალბათ, საჭირო, რომ უკეთესი ხარისხი დადო.
ვიცი, სულ ბოლოს ამოჩურჩულებუული ადამის სახელიც ყვირილში გადაგეზარდა.
არ გაპატიებ, რომ ლაღი ხარ ტკივილებით ნატანჯ ცხოვრებაში.
აღსარება ამოთქვი. მთელი არსებით ყოველთვის იმისკენ ვართ მიდრეკილნი, რომ რაც გვტკივა, ის ავიტკიოთ უარესად. ყველაზე მძიმე ტკივილის ჭაობში დღითიდღე იძირები. თავს ვერ აღწევ იმ მაცდუნებელს, იმ ვერაგ სურვილს, რომ დაუცხრომელი ინტერაქცია გქონდეს ადამიანებთან. ასე გიგროვდება ნაგვიანი ნაცნობები და გადაყრა რომ უნდა ნაგავს, ესაც იცი. მაგრამ შენი ჩამსხვრეული სულის უმნიშვნელო და მცირე ნაწილებას, აბა, როგორ მოისვრი?
ჩემო ტკივილიანო გოგო, მომიტევე, რაც გატკინე: ყველა უაზრო დავა, აი ის არაფრისმომცემი და დროებითი მეგობრობაც მომიტევე.
გამარჯობა - დაგვიანებით,
ნახვამდის- დროულად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent