მიყ-ვარ-ხარ !!!
ჩემი სამყარო იმ კუნძულზეა, სადაც სიყვარულს ქვაც კი ღაღადებს, სადაც ოცნება ყოველთვის ხდება და სადაც ფიქრი ადგას გზანათელს. აქაურ ზეცას სულ სხვა ფერი აქვს, აქ მზე და მთვარე ერთად ანათებს, ქარი კი მათზე შეყვარებული, ცის კარიბჭესთან ითვლის ვარსკვლავებს. ამ ცისქვეშეთში სიმშვიდე ცხოვრობს და ჩემს ოცნებებს იმედს აპარებს, ბედნიერება შიშველი დადის, თან სველ ქვიშაში ტოვებს ნაკვალევს. აქ არის ის, რაც სიცოცხლედ მიღირს და რასაც გული დღემდე ატარებს, სიყვარულია ჩემი მეუფე, უხმოდ რომ მითვლის სულსწრაფ საათებს. სულის კიდიდან მოსჩანს სამყარო, სადაც იმედი ღამეს გაათევს და სიყვარულის საკურთხევლთან, ბედნიერების კოცონს დაანთებს. ------------------------------ მარადის შენზე სიგიჟემდე შეყვარებული თიკა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.