შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ შემდგარი ჩვენ 4თავი


26-03-2020, 16:51
ავტორი the dreamer girl
ნანახია 995

ძველი დრო
მოგონებების გახსენებამ ნენე ცოტათი დაასევდიანა.ცდილობდა თვალი არ გაქცეოდა ანდრიასკენ.ვერ ვიტყვით გამოდიოდა ეს თუ არა,მაგრამ რაც იყო,იყო...
გვიან უკვე ყველა მთვრალი იყო,ფეხზე ვერ იდგნენ.ნენეს გარდა ,რადგან მას არ უყვარდა ალკოჰოლური სასმელი,მეგობრებთან იჯდა ჩაით სავსე ჭიქით.ანდრიას მაგიდაც არ აპირებდა დაშლას.ნენემ ვერ შეძლო საკუთარი თავის მოთოკვა და გააპარა მზერა ანდრიასკენ.ძალიან შეცვლილიყო,წლებს კვალი დაუტყვია მასზე.ამას ფიქრობდა როცა გვერდით დეა მოუჯდა
-შეცვლილია არა??(დეა)
-ვინ?(ნენე)
-თავს რატომ იდებილებ?ხომ იცი არა ვისზეც გეკითხები??(დეა)
-ჰოო... შეცვლილია...და მერე როგორ...(ნენე)
-როგორც გავიგე ალკოჰოლსა და ნარკოტიკსაც მოიხმარს უაზრო რაოდენობით.მძიმედ გადაუტანია საცოლესთან დაშორება.დღემდე არავინ იცის თუ რატომ დაშორდნენ.(დეა)
-დეა დრო გადის.ზოგი დროის დინებას ფეხს აუწყობს,ზოგი კი ვერა.ალბათ ვერც ანდრიამ აუწყო მას ფეხი,რას ვიზამთ?ასე წაიყვანა მან თავისი ცხოვრება(ნენე)
-არა და რა მაგარი წყვილი იქნებოდით(დეა)
-ვიქნებოდით,მაგრამ არ ვართ...(ნენე)
-აუ მაპატიე რა(დეა)
-თუ გინდა გაპატიო ჩაი და ჩემი საყვარელო ნამცხვარი მომიტანე პლზ(ნენე)
-კაი ხო,შენ ოღონდ საჭმელი ჭამო რაა...(დეა)
დეა წუწუნით და უკანალის ქიცინით გაუყვა გზას სამზარეულოსკენ,ამ ქმედებაზე ნენეს ეცინებოდა.
უკან როცა ბრუნდებოდა დეა ჩხუბობდა,ნენემ გახედა მაგრამ მის ხელში ვერც ნამცხვარი და ვერც ჩაი ვერ დაინახა,სამაგიეროდ დეას გაგიჟებულ სახეს შეეჩეხა
-ეს ბიჭი ვერ არის კარგად ხოო??(დეა)
-ვინა ჩვენო ბრაზიანო პრინცესა??(დემე)
- ვინ და ბებიაჩემი(დეა)
ვინ გამოაჯავრა დეამ დემეს.
-კაი ცემი დედასფიცავალ ლას დაგვცოფე აქ ხალხი(დემე)
დემეს ამ ხმაზე ყველამ სიცილი დაიწყო.
-დემეტრე მეტრეველო ჯობია ჩაიგდო ენა თორემ გლანდებით გითრევ (დეა)
ბოლო ხმაზე კიოდა დეა ,ამაზე კი ნენე ხარხარებდა.
-ნენ შენც???(დეა)
-რა მეც დეკუსი??(ნენე)
-ნენე თმით გითრევ ეგ დეკუსი მოაშორე აქედან თუ არა(დეა)
ცოფებს ყრიდა დეა,ნენე კი სიცილს ვეღარ იკავებდა.
- ვაიმე დეკუსი რატომ გამოიქეცი გოგო?(კონსტანტინე)
-ვაიმე თქვენც გესმით ხომ??ხომ არ მელანდება? თქვენც ხომ ხედავთ ზვიანგი რომ საუბრობს??რაო კოსწია რა გვინდაო??(დეა)
-ახლა ეგ კოსწია მოაშორე აქედან(კონსტანტინე)
-მაშინ შენ ეგ დეკუსი და ამის გამო ნენე გაგპუტავ(დეა)
-კაი გოგო ერთი კოცნის გამო ამხელა ამბავი რანაირად ატეხე??(კოსწია)
-ვაიმეე ახლა ხმა ჩაიგდე თორე ვაიმეეე(დეა)
-შენ წარმომიდგენია რას უზამს შენს ქმარს პირველ ღამეს.(კოსწია)
-კონსტანტინე ამირეჯიბო ამიერიდან ,,ჩვენ ორს შორის მოციქული არის ტყვია"მიფრთხილდი(დეა)
ეს სიტყვები არ ჰქონდა დამთავრებული დეას თმებში რომ ჩააფრინდა კოსწიას
-რაო რას ამბობდი წეღან??(დეა)
-ვაიმეეე მომაშორეთ ეს გიჟიი ვაიმეე დედიკოოო წაათრიე აგი ბოვში აქიდან(კოსწია)
-ვინაა ბოვში შე მართლა ბოვშო(დეა)
მეგობრები კი გაშველების მაგივრად იცინოდნენ
-ნენე გოგო მოეთრიე აქ გამალახინე ეს ახმახი გულს ვიჯერებ მაინც. მოდი გოგო გაგიყოფ თუ გინდა(დეა)
-ვის გაუყოფ ჩემს თავს??(კოსწია)
ეს ნათქვამი არ ჰქონდა უცებ რომ გადმოატრიალა და ტუჩებზე ეძგერა.ამან დააშოშმინა დეა,მაგრამ მეგობრებმა ატეხეს ამბავი.
-დეა ჩემო ქაჯო და ველურო ძალიან ძალიან მიყვარხარ მიყვარხარრრ(ბოლო ხმაზე ყვიროდა ამას კოსწია)
დეა და კოსწია უკვე 3წელია რაც შეყვარებულები არიან .ხშირად აქვთ უსიამოვნება,რადგან დეა ეჭვიანია მაგრამ ყველაფერი ასე სრულდება.
ამ დროს ყველა მათ უყურებდა.ნენეს როცა ზურგი აეწვა გაიხედა იმ მიმართულებით საიდანაც გრძნობდა და ანდრია თვალებს წააწყდა.წამით შეხვდა მათი თვალები ერთმანეთს ნენემ მზერა აარიდა და დეასა და კოსწიას გადახედა.
საღამო და სმა გააგრძელეს.აქამდე შეუმჩნეველი ანდიაც შეამჩნიეს და მათ მაგიდასთან დასვეს.ნენეს არ ესიამივნა ,მაგრამ რას იზამდა.ის სუნს გრძნობდა იმისას, რომ შესაძლებელი იყო დღესვე ახალი ოჯახი შექმნილიყო.არც შემცდარა.ორმაგად გამოთრობის შემდეგ კოსწიამ ბეჭედი ამოიღო გულის ჯიბიდან და დეას წინ დაიჩოქა
-ჩემი სიცოხლის ერთადერთო მასულდგმულებელო წყაროვ,ჩემო სამყაროს ცენტრო,გულის პრიშიკო,შვიდივე გრძნობავ, წყალო,ცეცხლო,მიწავ,ჰაერო,თვითმფრინავო,გველეშაპო,ველურო,ნადირო,ანგელოზო,ფერიავ.ყველაფერი ხარ ჩემთვის. აი ეს გული ხარ ,აქ რომ მიძგერს. (დეას ხელი გულთან მიიტანა) ყოველი დღე შენთვის ვცოცხლობ,შენი სუნთქვა, კოცნა ,ნახვა მასაზრდოვებს.მიყვარხარ უსასრულოდ,უზომოდ.მინდა რომ ყოველ ღამით შენ გვერდით დავიძინო და ყოველ დილით შენ გვერდით გავიღვიძო.მინდა ჩემი გერქვას.მინდა ჭირსა თუ ლხინში ერთად ვიყოთ.პირველ რიგში მინდა ჩემი მეუღლე იყო.ორივე შევებათ უღელში,მეორე რიგში კი მინდა ,რომ ჩემი შვილების დედა იყო.ენით სრულად ვერ აღვწერ იმ გრძნობას ,რასაც ვგრძნობ.მიყვარხარ,ჩემი სიცოცხლის ელექ ხარ.ვიცი პასუხი არ გექნება,მაგრამ წლები,საუკუნეები დაგიცდი.მიყვარხარ დეა უსაზღვროდ,უკიდეგანოდ.
კოსწიამ როცა თავისი მონოლოგი დაასრულა ,დეა გალენჩებული იყო.მასთან ერთად მთლიანი სამეგობრო წრე ემოციების ქვეშ იყო და ყველა ტიროდა.
დეას პასუხი იგვიანებდა ეს კი ყველას ანერვიულებდა,რამდენიმე წუთის შემდეგ კი დეამ ამოიღო ხმა
-ანუ მზად ხარ გამიძლო მთელი ცხოვრება ისე რომ არ დაიღალო არ დაიწუწუნო???აიტანო ყველა ჩემი ნაკლი და ყველაფერს შეეგუო??(დეა)
-კიიი თანახმა ვარ აგიტან მთელი ჩემი ცხოვრება(კოსწია)
-მაშინ რა დამრჩენია თ ა ნ ა ხ მ ა ვ ა რ (დეა)
-მიყვარხარ დეა ძალიამ მაპატიე ყველაფერი თუ ოდესმე გაწყენინე(კოსწია)
-მეც კოსწია მეც(დეა)
ამ დროს ატყდა კივილი ,წივილი, ყვირილი.ვერც კი აღვწერ იმ მონაკვეთს.ეს იყო საღამო როცა ნენემაც კი დალია .უბედნიერესები იყვნენ. გადაწყვიტეს რომ ქორწილი და ჯვრისწერა ჯერ არ ჰქონოდათ.
ალბათ მკითხველო გაგიჩნდებათ კითხვა სად იყო აქამდე კოსწია??
1წელი წასული იყო ამერიკაში.რატომ? იმიტომ ,რომ შეკამათება მოუვიდათ კოსწიასა და დეას.ეს კამათი არ იყო ისეთი ,როგორიც მათ ადრე ჰქონდათ.ორივე დამნაშავე იყო წავიდა კოსწია და დატოვა დეა აქეთ ,რათა ორივეს გაეაზრებინა თავისი საქციელი.ამ ერთი წლის მანძილზე,გაიზარდა ორივე, გაიაზრა ყველაფერი და შემდგომ დაბრუნდა კოსწია აქეთ.ალბათ ისიც გაგიკვირდებათ ბაკურიანში კოსწიას მისვლა სამეგობროს რატომ არ გაუკვირდა?
იმიტომ,რომ მათ მოაწყვეს ეს ყველაფერი ,რათა ეს ბავშვური საქციელი დაესრულებინათ.
ალბათ ყველას გვქონია მომენტი ,როცა ყველა ბედნიერია ყველაფერი კარგადაა ,მაგრამ შენ მაინც გტკივა გული და რაღაც გაწუხებს.თითქოს უეცარი სევდა შემოგაწვება,ტირილი,კივილი, ყველაფერი ერთად გინდა .რატომ?ამაზე არც ვიცი რა არის პასუხი.
როცა ყველა მხიარულობდა ნენე მოწყენილი იჯდა და ცრემლებს იკავებდა .თითოეული მეგობრის სახეს უკვირდებოდა და ყველას სახეში ლუკას ხედავდა.
-ეჰჰ ნეტავ ახლა აქ იყოს ლუკა(ნენე)
ამ წინადადების გაგების შემდეგ სიჩუმე ჩამოვარდა.ყველამ გაიხსენა მუდამ პოზიტიური და ენერგიული ადამიანი.მოწყენილი რომ ყოფილიყავი ლუკას დანახვისთანავე კარგ განწყობაზე დადგებოდი.6წელი იყო რაც გარდაიცვალა.საშინელი ავარია იყო ,ისეთი დღემდე რომ ახსოვს ქალაქს.
-ბოდიში რომ დაგასევდიანეთ. გავალ მე ცოტა ხნით აივანზე და კარგად ვარ.(ნენე)
მართლაც გავიდა აივანზე .ყურსასმენები მოირგო, მისი საყვარელი მელოდია ჩართო, schindler's list soundtrack და მოგონებებში გადაეშვა.იმ დროს მანქანაში ანდრიაც იჯდა,დემეც და სხვა ლუკას მეგობრებიც.გზის გასაყარს ანდრია ჩამოსულა უთქვამს რომ გზას არ დაგიგრძელებთ და თან ფეხით გაუყვები გზასო.ბიჭებს უთქვამთ რომ გაიყვანდნენ ,მაგრამ გაჯიუტებულა. რას იზამდნენ, დაუტოვებიათ.სახლში ანდრია 15წთ-ის შემდეგ მისულა და ტელეფონზე ზარის ხმაც გაისმა ლუკა იყო .უპასუხა:
-გამარჯობათ თქვენ ვინ ბრძანდებით ლუკა ჯიქიას?
-მეგობარი და ლუკა სად არის თქვენ რატომ მირეკავთ?(ანდრია)
-მე პოლიციელი ვარ სამწუხაროდ...
ანდრიას თავზარი დაეცა სასწრაფოდ საავადმყოფოში გაიქცა.ვერ იჯერებდა ძმაკაცის და იმ ადამინის სიკვდილს, რომელთანაც მთელი ცხოვრება ჰქონდა განატარები.იქ მისულს საშინელი მდგომარეობა დახვდა ყველა ტიროდა, იმ დღეს 2 მანქანის შეჯახების შედეგად 4ადამიანი გარდაიცვალა ,მათ შორის ლუკაც.დემეს რაც შეეხება იმდენად მძიმედ იყო ,არავის ჰქონდა მისი გადარჩენის იმედი .1წელი კომაში იყო.ნენე იჯდა და ვერც ტიროდა და საერთოდ უემოციოდ იყო.არავინ ელოდა მის ასეთ გაგიჟებას
-სად არის ლუკა ან დემეტრე.დაუძახეთ ახლავე რატომ მატყუებენ .როგორ შეიძლება ასე. მემალებით ?კარგით გიპოვით და თმით გითრევ მატყუარებო. (ნენე)
ნენე გიჟივით დარბოდა საავადმყოფოში ,ყველა კარს აღებდა ,მაგრამ ვერც ერთში ვერ იპოვა.იმედ დაკარგული იატაკზე დაეცა,ნიკო ამშვიდებდა მას.
-ნენე ჩემი სიხარულო დაწყნარდი ლუკა სამწუხაროდ...(ნიკო)
-ნიკო სამწუხაროდ არ თქვა არ მჯერა რომ ჩემი კუკა არაა არა და არაა ნუ მატყუებთ.ის ხომ ჯერ ახალგაზრდააა .ნუ მატყუებთ.ღმეთი რატომ?ახლა ხომ ცოლის მოყვანას აპირებდა.არა მატყუებთ კუკააა სად ხარ კუკააა....ჩემი კუკა არ წავიდოდა ესენი გატყუებენ თქვენ (ექიმებს გულისხმობდა)ჩემი კუკა იმალება და სიურპრიზის გაკეთება უნდა .მოვა ,ნახეთ მალე მოვა. კუკა გელოდები.მოდი მალე ...(ნენე)
დიდი ხანი ელოდა .კუკას მოფერებით ეძახდა. ბავშვობაში თურმე კუკა უთქვამს და იმის მერე კუკას ეძახდა .ლუკას მხოლოდ მაშინ ამბობდა როცა გაბრაზდებოდა.
-ლუკააა ძალიან ვბრაზდები მოდი აწი სად ხარ ნუ მაწვალებ მოდი.(ნენე)
ამ კადრის შემყურე ყველა ტიროდა.ნიკოც გაბრაზდა.
-ნენე გონს მოდი აღარ არის კუკა. ვეღარ მოვა.დაგვტოვა და წავიდა, რატომ არ გესმის.(ნიკო)
-ესეიგი ცისარტყელად გადაიქცა??წავიდაა?ხომ მეუბნებოდა რომ არ წავიდოდა ჩემ გარეშე არსად. რატომ წავიდა?მეც მინდა ცისარტყელად ვიქცე.მე ....(ნენე)
სიტყვა გაუწყდა შუაში,ამ დროს კი საავადმყოფოში გაისმა შემზარავი კივილის ხმა
-ლუკაააააააა.არ წახვიდე და არ დამტოვო. გთხოვ წამიყვანე ლუკაააააა(ნენე)
დასაფლავებამ ჩვეულებრივ ჩაიარა,ყველა ტიროდა და ყველას ტკიოდა გული ლუკას გამო. წამიკითხავს "სახეზე გადააფარეთ, რა ახალგაზრდა მოკვდაო" ასე იყო აქაც.სრულიად ახალგაზრდამ დატოვა ეს ქვეყანა ,მაგრამ დატოვა საუკეთესო მოგონებები და ყველას გულში დარჩა მუდამ ენერგიული და პოზიტიური.
დღეები გადიოდა ნენე საავადმყოფოში იყო დემეს პალატის წინ. უყურებდა მინიდან საწოლზე უგონოდ მყოფს და გული უკვდებოდა.ხშირად უშვებდნენ პალატაში.ნენე ესაუბრობოდა და უყვებოდა ყველაფერს.თითქმის 1წელი იყო გასული იქიდან რაც კომაში და აპარატზე იყო შეერთებული.ერთ დღესაც ექიმი გამოვიდა დემეტრეს პალატიდან და თქვა
-ვწუხვარ მაგრამ აღარანაირი სასიცოცხლო ნიშნები აღარ აქვს პაციენტს.ფაქტობივად მკვდარია.აქამდე რაღაც ნიშანი უნდა მოეცა.ალბათ აღარ უნდა ამ ქვეყნად.მეტს ვერაფერს გეტყვით.2ჯერ ავუმუშავეთ გული და ალბათ იცით ,რომ ძალიან მძიმედ იყო. თავიდანვე გითხარით რომ მისი გადარჩენის შანსი მინიმალური იყო.ვწუხვარ მაგრამ აპარატიდან უნდა გამოვაერთოთ.ნუღარც მას დავტანჯავთ და ნუღარც თქვენ დაიტანჯებით.ასეთი მძიმედ დაშავებული პაციენტები იშვიათად რომ გადარჩეს.იფიქრეთ .მე დაგტოვებთ პაციენტები მყავს სანახავი.გამლეობას გისურვებთ.
ამ სიტვებს არავინ ელოდა.ნენე უემოციოდ დაეშვა სკამზე.ყველა ტიროდა ნენეს გარდა.დავჩაღუნული იყვნენ ,როცა ნენე გაიქცა დემეტრეს პალატაში შევიდა,კარები ჩაკეტა.არავის უშვებდა.მიუახლოვდა დემეტრეს და შეეშინდა.1წელს სულ სხვა ადამიანად ექცია დემეტრე.დასუსტებულა,ფერიც დაკარგვია.მუდამ მომღიმარი თვალები ჩამქვრალა.დემეს დაკარგვას ვეღარ გაუძლებდა ნენე.მივიდა მასთან მისი ხელი აიღი მოკიდა აკოცა ხელზე და თქვა
-დემე მომენატრე დეე შენც და ლუკაც.აღარ შემიძლია დეე.როდემდე შენ არ მოგენატრე დეე?არ გინდა გამოფხიზლდე.დავიღალე დეე. გული მტკივა მიშველე რამე.ადექი რა .გეყო ამდენი წოლა.გამიღიმე შენებურად დემე.ჩამიკარი გულში ისევ შენებურად.ისევ ვიჩხუბოთ დე და მერე ისევ შევრიგდეთ.აღარ გაგიბრაზდები დეე ,ოღონდ შენ ადექი და რაც გინდა ის მიქენი და ის მითხარი ოღონდ ადე დეე.არ დგები? ექიმმა ალბათ დაიღალაო ამ ცხობრებითო.მართლა დეე? მართლა დაიღალე.თუ ლუკა გაკავებს დეე?ბოდიში მიუხადე ლუკას და უთხარი რომ უნდა დატოვო ,რადგან მე მჭირდები დემე,დეას,თაკას ყველას გვჭირდები დეე ადექი გთხოვ ნუ დამტოვებ.მეორედ ნუ მაგრძნობინებ იმავე ტკივილს. ადექი გთხოვ ადექი.(ნენე)
დემეს ხელს აკოცა ,მაგრამ შედეგი არანაირი არ ყოფილა.არც კი შერხეულა.
ამაზე უარესად გაბზარდა ნენე და ყვირილი ,კივილი დაიყო.ხელებს ურტყამდა ,სახეში მწარედ ირტყამდა
-ადექიი დემეტრე გთხოვ .რა შეგცოდე უფალო? რა დავაშავე ასეთი რომ ასე მსჯი.განა მეტს რას გთხოვს დემე ააყენე უფალო.ადექი დემე ადექი ,გთხოვ. მე მომკალი უფალო, ოღონდ დემე არა .დემეტრეეეეე ადექი გთხოვ ნუთუ ასე მალე გინდა რომ წახვიდე გინდა ყველა დაგვტოვო არა ამას არ გააკეთებ .თუ იზამ ყველა წმინდას ვფიცავ მეც მოგყვები.რატომ გინდა ამ წყეულ სამყაროში მარტო დამტოვო გთხოვ ადექი .რეაქცია რატომ არ გაქვს დაგღალეთ ყველამ და ყველაფერმა??ნუთუ ასე მალე დეე??გინდა რომ მოკვდე ?ექიმმა აპარატიდან გამოვაერთოთო და შენ გინდა ეს ?მე არა ადე დემე გთხოვ.დამიბრუნდი რაიმეთი მაინც მაგრძნობინე რომ მისმენ გთხოვ.(ნენე)
მაგრამ ამის მიუხედავად არანაირი რეაქცია.
-ჯანდაბას ჩემს თავს ყოჩაღ დემეტრე ასეთუ სუსტი ხარ რომ გვტოვენ? მე შენ მებრძოლი მეგონა ჯანდაბას ყველასა და ყველაფერს.ჯანდაბაა (ნენე)
ამ ყველაფერს ყვიროდა ყველაფერს ხედავდნენ ,მაგრამ ვერ შედიოდნენ გასაღები ვერ იპოვეს.ისინიც ნერვიოლობდნენ.
-მე დავიღალე დემე შენ მიდიხარ,იცოდე მეც წამოვალ. გული აგიმუშავეს დემე 2-ჯერ.გული ,რომელიც მუდამ ცემდა.მიყვარხარ დემე ბოდიში რომ მეც სუსტი აღმოვჩნდი .მეტი არ შემიძლია დემე.დამელოდეთ მეც მოვალ მალე.(ნენე)
ეს სიტყვები თქვა და დემეს გულზე დაწვა,ცრემლი გადმოუვარდა და დემეტრეს დაეცა გულზე.ცრემლის დაცემა კარების გაღება და დემეტრეს გულისცემის გაძლიერება ერთი იყო.1წლის კომის შემდეგ დემე გამოფხიზლდა ნენეს ჯერ კიდევ დემეს გულზე ედო თავი,როცა ჩახლეჩილი ხმით თქვა ვიღაცამ
-არსად არ მივდივარ არც მე და არც შენ ნენ.არც ლუკა წასულა სადმე ჩვენს გულშია.(დემე)
ნენემ თავი ასწია და დემეტრე დაინახა,რომელიც თავისი მომაჯადოვებელი ღიმილით უყურებდა
-დემეეეე მადლობა უფალო.დემე მიყვარხარ ძალიან არ მოგცემ ჩემი მარტო დატოვების უფლებას. ამდენი ხნის უხანავი მეგობარი კარგად ჩაკოცნა.
ამ ამბით იყო ყველა გახარებული.მალე ყველაფერი მწყობრში ჩადგა.დემე გამოწერეს რეაბილიტაციამაც კარგად ჩაიარა.ექიმი ამბობდა რომ ეს სასწაული იყო, მაგრამ ნენესთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონა, რადგან მისი დემე ისევ ცოცხალი იყო.ესეც საკმარისი გახლდაც მისთვის. მუდამ ერთად იყვნენ დემე და ნენე .მათ საიდუმლოც ქონდათ.რაიყო ეს??ლუკა.ყველა დღე ესაუბრებოდნენ ლუკას,ვერავინ იტყვის როგორ, მაგრამ ფაქტი იყო,რომ საუბრობდნენ.ერთმანეთის მესაიდუმლოები იყვნენ ლუკა,ნენე და დემე.მათ ისეთი რაღაცები იცოდნენ,რაც სხვებმა არა.ლუკა ნენეს ბიძაშვილი იყო,დემე დეიდაშვილი.მთელი ბავშვობა მათთან ერთად ჰქონდა განატარები.ორივემ იცოდა ნენეს გრძნობის მიმართ.იცოდნენ რომ უსიკვდილოდ უყვარდა ნენეს ანდრია ,მაგრამ ისიც იცოდნენ რომ ანდრიას არა.ამ ავარიის შემდეგ ანდრიამ დატოვა საქართველო.შემდეგ იყო უკვე ის,რომ ნენემ თავისი ცხოვრების ერთ-ერთი განმანადგურებელი ამბავი გაიგო.ამ დროს დემე იყო მის გვერდით.ნენე განადგურდა ,რადგან არც სიყვარულში გაუმართლა,არც ოჯახის ქონის ბედნიერებაში,არც შვილის ყოლაში,სულის ნაწილი დაკარგა რა ექნა?ყველა პასუხიმგებლობას არ გაურბოდა ის.შემდეგ გადაწყვიტეს ,რომ გერმანიაში წასულიყვნენ.წავიდნენ დემე,ნენე და ნიკო.იქ ბევრი მოვალეობა ჰქონდათ,არც პასუხისმგებლობას გაურბოდნენ.1წლის შემდეგ დემე და ნიკო დაბრუნდნენ,მაგრამ ნენე დარჩა სრულიად მარტო ახალი თავგადასავლების,მოვალებების,პასუხისმგებლობების და მარტოსულად ცხოვრების წინაშე.ვერავინ იტყვის რამდენი ღამე აქვს ტირილში განათენები.ენატრებოდა ყველა,მაგრამ არავის ანახებდა თავის წრფელ სახეს.გერმანიაში ყოფნამ ნენე უემოციო,ქვა და ცივი გახადა.თითქოს მთლიანად მოკვდა მხიარული და ბედნიერი ნენე.არ მოსწონდათ ეს, მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ ,რაც შეემთხვათ ვერაფერსაც ვერ ეტყოდნენ.ამ ამბებმა ყველას დაასვა დაღი.ყველა შეცვალა.ზოგი დაასევდიანა,ზოგი გააბოროტა,ზოგი შეაშინა,ზოგიც კი გააძლიერა.ჰოო ნენე გააძლიერა, რადგან ამ ყველაფერს სუსტი ვერ აიტანდა.
ამ მოგონებებში ტრიალებდა ნენე, ჰორიზონტს გაჰყურებდა, როცა იგრძნო რომ გვერდით ვიღაც იჯდა.არც გაუხედავ რადგან მიხვდა ვინც იქნებოდა.არც შემცდარა ანდრია ეჯდა გვერდით. ადამიანი,რომელიც ერთ დროს თავდავიწყებით უყვარდა და ახლა ძულდა და ეზიზღებოდა.
-შეცვლილხარ ...(ანდრია)
-.............(ნენე)
-არ მეპალარაკები?(ანდრია)
-რა მაქვს სათქმელი ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანთან?(ნენე)
ამ დროს ნენემ თვალი მოაშორა ჰორიზონტს და ანდრიას შეხედა. კიდევ ერთხელ და ზიზღი იგრძნო.
-მართალი ხარ არც არაფერი...უბრალოდ მაპატიე კარგი ყველაფერი რაც დაგემართა ჩემ გამო.იდიოტი ვარ. იცი რატომ? იმიტომ,რომ მეც უნდა ვყოფილიყავი იმ მანქანაში და მეც უნდა მომკვდარიყავი.(ანდრია)
ხელებს მაგიდას ურტყამდა.
-მართალი ხარ .იდიოტი ხარ და იცი რატომ?? იმიტომ,რომ შენ შენი სიჯიუტე რომ დაგეძლია და ჩამჯდარიყავი იმ მანქანაში და სახლში მიეყვანე შეიძლებოდა ეს არ მომხდარიყო.ახლა გაიგე რატომ ხარ იდიოტი.შენ მუდამ გაურბოდი პასუხისმგბელობებს,მოვალეობებს და მუდამ ჯიუტი იყავი რა მოხდებოდა ერთხელ მაინც რომ დაგეგმო ეგ სიჯიუტე??მაგრამ არა შენ თვით ანდრია ხარ ყველაზე ჯიუტი არსება მთელ მსოფლიოში.თავზე გემხობა ყველაფერი და განა ვერ ხედავ??? თვალები დაიბრმავე??თუ მოგწონს ის რაც გემართება შენი ჯიუტობის გამო.თუმცა მეც იდიოტი ვარ ვის ველაპარაკები ბარიგას და ლოთს.მომცლია რას შეგაგნებინებ?შენს ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიე.ვერ ხედავ ამ ყინვაში გოგო რომ იყინება ?ამას ვერ ხვდები რომ პლედი მიაფარო?კარგი რა? მთლად გამოლაყდი რა ჯანდაბა გჭირს?(ნენე)
ანდრიამ პლედი ნენეს მიაფარა
-იდიოტო მე რად მინდა ?იმ გოგოზე გეუბნები .მას მიაფარე ,თორემ მე რომ ვკვდებოდე შენ მიერ მოწოდებულ წყალსაც არ დავლევ.(ნენე)
-რატომ მექცევი ასე?(ანდრია)
-ასე როგორ??(ნენე)
-ცივად.(ანდრია)
-სამწუხაროდ ასეთი ვარ.(ნენე)
-არა არ ხარ(ანდრია)
-შენ რა იცი მე როგორი ვარ ?ანდაც საიდან გეცოდინება.შენ მაშინაც და ახლაც ყოველგვარ პასუხისმგებლობებს გაურბოდი,მე კი შენგან განსხვავებით ყველას ვხვდებოდი.მე მებრძოლი ვარ,შენ კი ლაჩარი.ბოდიში მაგრამ შენ ჩემი ცხოვრების ნახევარიც არ იცი და მეტი რა გითხრა.შენ რატომ ხარ ეგეთი?(ნენე)
-არვიცი(ანდრია)
-მოდი ანდრია ამაზე იფიქრე კარგი.ნახვამდის(ნენე)
კარებში უნდა გასულიყო ნენე როცა ანდრიას სიტყვები გაიგო
-აღარ გიყვარვარ?(ანდრია)
-არა!მე ის 15წლის გოგო აღარ ვარ,რომელიც ახალი გარკვეული იყო გრძნობებში და რომელსაც ყველასა და ყველაფრის ჯეროდა.მე გავიზარდე და მივხვდი იმას ,რომ ის ვინც ვერასდროს მამჩნევდა, მეც ვერ შევამჩნევ ახლა და კითხვაზე პასუხი არაა კიარ მიყვარხარ მძულხარ შენივე ქმედებების გამო.ლაჩარი ხარ იმიტომ,რომ გოგო ,რომელსაც სიგიჟემდე უყვარდი დატოვე ყველა იმედის გარეშე გაქრი,მერე გამოჩნდი,ისევ გაქრი და ახლა ისე აქ ხარ.ისევ ცდილობ ამრიო და გზები ამიხლართო მერე ისევ გაქრე ხომ ? არა ამის უფლებას აღარ მოგცემ! მორჩა გულწრფელი საუბრები ხომ?? ნახვამდის და აღარ შემხვდე, რადგან მე ცხოვრებისგან გამწარებული ადამიანი ვარ,რომელიც შხამს ანთხევს იმ ადამიანების მიმართ ,რომლებმაც ასე გაამწარეს ის.ნახვამდის.(ნენე)
ნენეს გამოსვლა და ანდრიას გაგიჟება ერთი იყო ირგვლივ ყველაფერი დალეწა იმიტომ,რომ იცოდა ნენემ რაც უთხრა ყველაფერი სიმართლე იყო.თავს ლაჩრად გრძნობდა სიკვდილი უნდოდა,ისიც იცოდა რომ ახლა გაქრებოდა.თავს იდანაშაულებდა იმიტომ,რომ შეეძლოთ ნენესა და ანდრიას ბედნიერი წყვილი ყოფილიყვნენ,მაგრამ არ იყვნენ....






კარანტინი დღე:12
გამარჯობა❤როგორ ხართ კორონას გამო?დაგიბრუნდით ახალი და მსუყე თავით.მგონი ყველაზე დიდი თავი გამოვიდა.შევეცდები კვლავ დავდო თავები.დიდი მადლობა მათ, ვინც კითხულობთ❤❤ბოდიში შეცდომებისთვის ნელ-ნელა დავიხვეწები❤შეფასება კვლავ თქვენთვის მომინდვია❤



№1 სტუმარი სტუმარი ქეთო

სად იგონონებთ ასეთ სისულელეებს,
ომგ

 


№2  offline წევრი the dreamer girl

სტუმარი ქეთო
სად იგონონებთ ასეთ სისულელეებს,
ომგ


რავიცი აბა.ვიღაცისთვის სწორედ ასეთი სისულელის წერა არის ხსნა და ასეთი რაღაცების წერა არის მისი მეგობარი ამ ცხოვრებაში❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent