შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მალატ (სრულად)


26-03-2020, 18:51
ავტორი Gossipy girl
ნანახია 30 577

შორით შხარა მოსჩანს.
შორით უშბა მოსჩანს.
უშხვანარში მიწა იძვრის.
სვანურ ზარს რეკენ.
რატი ნაკანს ისე აბარებენ მიწას,როგორც ეს მის სახელს შეჰფერის.
ცა მოქუფრულა ავის მომასწავლებლად.
ეზოში მურაც სადღაც მიმალულა.
სოფელი, სადაც დაახლოებით 200 ადამიანი თუ იცხოვრებს შავად შემოსილა.
ბაბა ნაკანის შვილს მიწას აყრიან,ხელით ნარჩევს..
მუჭა,მუჭა
თითქოს საცერში ატარებენ გულზე კენჭი არ მოხვდესო,უძლეველ ნაკანს.
დედაბრიდან დაწყებული ჩვილი ბავშვით დამთავრებული გასუსულა და შემზარავ ზარს უსმენს.ჰო,თუ სვანეთის შვილი ხარ სვანეთი ასე გგლოვობს,აქაურის დატოვებისას.
სვანურად,სვანეთში გარდასულ სვანებთან ახლოს.
ზარი სულს ურხევს ყველა იქ მდგომს.
ხმას არავინ იღებს,ვინ იცის რატომ.
ლილე ნაკანი ხელით უჭირავს სამეგობროს.
მკვდარია.
ცოცხლად მკვდარია.
მამა,თან რა მამა,თან ვის გამო,ან რის გამო...
ბაჩო,ლილეს უფროსი ძმა,აი, ვინ არის ახლა ნაკანების ოჯახის უფროსი.
სამაგალითო შვილი და ბედნიერი სიბერის განმაპირობებელი შვილიშვილი.
უშხვნარანში მათზე დიდი სახლი არავის ჰქონდა.
დიდი ბაბა ნაკანის დროს აშენებული,რატის მიერ მოვლილი და დღემდე მოტანილი.
ჯერ კიდევ ბაბას დროს წასულან დედაქალაქში,მაგრამ სიბერის ჭაღარა,როგორც შეჰპარვია უფროსს ნაკანს ისევ სვანურ მიწას დაბრუნებია.
საგვარეულო სასაფლაოზე უნდა დამმარხოს ჩემმა შვილმაო,ბედის ირონიაა თუ ცხოვრების უკუღმართობა,ბაბა,რომ მარხავს ახლა თავის შვილს.
აქა-იქ ისმის ქალების ჩუმი ქვითინი.
ხმამაღლა ლილეს ვერ უბედავენ.
ლილე ვერ ტირის,ჩვენ როგორ გავბედოთო.
ეფარება რატის სახეს საბურველი.
ნელა ჩაჰყავთ მიწაში და ისიც ღრმა ძილით ეშვება ჰადესის სამყოფელში.
კაცობრიობას ბევრი უბედურება დასტყდომია თავს,მაგრამ მე ყველაზე დიდ უბედურებად მაინც უდროო სიკვდილს მივიჩნევ,რომელიც მუდამ უდროოა.
რატიმაც ვერ დაარღვია მისი ძლიერი მარჯვენით ის ბალანსი,რასაც უბედურებისა და ბედნიერების დოქტრინა ჰქვია.
ხალხმა ჩურჩული იწყო,ზარის ხმას კიდევ ერთის ნაცნობი ბარიტონი,რომ მიემატა კისერზე ლოდჩამოკიდებულმა ლილე ნაკანმა თავი მაღლა ასწია.
მისი ცისფერი,ზღვისფერ თვალები ახალმოსულს შეაგება.
მათი თვალები წამით გადაეყარნენ ერთმანეთს.
რა ჰქვია ამას ვერ გეტყვით ვერცერთი მწერალი,ვერც მე გეტყვით
რა ჰქვია მომენტს,როცა მას შენი ტკივილი მზერითაც კი მიაქვს,თითქოს ამოსუნთქვის საშუალებას გაძლევს და ხელოვნურ სუნთქვას გიტარებს..
„მოვიდა..“-გაყინულ გულს თბილი წყლის წვეთებივით დაეცა ზედაპირზე და ცრემლის ზღვა ოკეანედ აქცია „მოსულის“ ნახვის სიხარულმა.
ზარი დასრულდა.
ლილე სკამზე ჩამოაჯინეს და ბებიამისი,ლენა მიხაელოვნა მიუშვეს.
ბებიამისი ლენა, უკრაინელი იყო წარმოშობით.
ალბათ ამან განაპირობა ლილეს საოცარი გარეგნობა.
სუფთა,წმინდა ქართულით ამოიჩურჩულა ლენამ..:
-შენი ქმარი მოვიდა..-ქერა ლოკონებზე ხელი ფრთხილად გადაუსვა და ჩამოგორებული ცრემლი თავისი ხელისგულით მოუწმინდა.
-ლენა ვერ ვსუნთქავ..-ამოიხრიალა ლილემ და ბებოს დამჭკნარ ხელებზე თავისი წვრილი მტევანი მოუჭირა.
-ოთახში ადი,დაისვენე, ამდენი ნერვიულობა გაგანადგურებს ბებო..
-ლილე,ადი დაისვენე!-ახლა ბაჩო ჩაერია საუბარში.
ლილე გოგონებმა ფრთხილად წამოაყენეს და ის იყო სახლამდე უნდა მიეყვანათ,რომ ქეთა ნინიძეს ხელიდან დაუსხლტა და ზედ ბეტონზე დაენარცხა მთელი ძალით.
იგრძნო,როგორ ითქრიალა სისხლმა მისი მუხლებიდან,იგრძნო ტკივილი მენჯების და ნეკნების არეებში.წამოყვირებაც ვერ შეძლო ისე დაესვენა ერთ ადგილს.
-მამა,შენც დამტოვე..?!-ამოიტირა და ბეტონს მუჭი დასცხო.
გოგოების ხმაზე ბიჭებმაც ლილეზე გადაიტანეს ყურადღება.
ერთი შესძახა ლენამ,რომ საბა ლილესთან გაჩნდა და სუსტი სხეული ბუმბულივით აიტაცა ხელში.
ხელი კაბის ქვეშ ამოსდო და ნელა დაიძრა კიბეებისკენ.
გოგონებმა აყოლა ვეღარ გაბედეს.
მაიამ,საბას დედამ, ქეთას და ანას ხელკავი გამოსდო და თბილად გაუღიმა.“ნუ ღელავთ,ის მოუვლის“-ო და გარეთ გაიყვანა ორივე.
ლილეს ოთახში შესვლა არც უშხვანისთვის ყოფილა მარტივი.
მთელი მისი ბავშვობა გაახსენდა.
მათი ბავშვობა.
სირბილი,სიცილი,ლილეს ფეხის მოტეხვა და ბევრი ტირილი.
სირბილი ლილესთან ერთად,სიცილი ლილესთან ერთად,ტირილი ლილესთან ერთად.
ლილე მისი ცხოვრების იმდენად განუყოფელი ნაწილი იყო,ახლა ვეღარ ეგუებოდა მისი ცოლის წინ სიტყვა „ყოფილი“ ეკალივით,რომ ამოსულიყო.
ზედა ტუჩზე სიმწრისგან იკბინა და ბურთად ამოწოლილი სევდა უკანვე გადააგორა.
დამნაშავე იყო,ლილესთან,რატისტან,საკუთარ თავთან და ამაში ვერ უტყდებოდა ვერავის.
გოგონა საწოლზე დააწვინა და თვითონ წყლის მოსატანად გავიდა.
იწვა,უფრო იდო, სრულიად გაყინული,გაორებული და განადგურებული ნაკანი საწოლზე.
მზერა სადღაც ჭერისთვის მიეპყრო და ცრემლებით ავსილ თვალებში დიდ ტკივილს ანთავისუფლებდა.
-მე შენთვის არ მიღალატია..-ამოიხრიალა მაშინვე,როგორც კი საბა დაიგულა ოთახში.-არ მიღალატია და ეს შენ იცი.რატი,რომ ახლა მიწაში წევს ეს იმ სიცრუის ბრალია, რაც ისე დამწამეთ ცილად არავის გიკითხავთ რა მოხდა სინამდვილეში,როგორ გემუდარე,როგორ გეხვეწე, საბა დამიჯერე ამას მე არ ვიზამდითქო,ჩემზე ძალა იხმარეს-მეთქი,ჯაფარიძესთან ჩემი ნებით რომ არ გიღალატებდი არ იცი?.მიუხედავად იმისა,რომ ჩემს სიმართლეს ვერ ვამტკიცებ..-საწოლზე წამოჯდა და ჩასისხლიანებული თვალებით დააშტერდა ქმარს-მოვა დრო და ამას შენით მიხვდები.სიმართლე ამ ქვეყნად არ იმალება და მარტო მაგ სირცხვილით და ტკივილით სავსე თვალებისთვის ვიცოცხლებ,ოდესმე რომ შემომხედავს და თვალებით მომიხდის ბოდიშს,მამაჩემის სიკვდილის მიზეზი და ჩემი ცხოვრების დაღი რომ გახდა!
წადი,საბა.წადი, უშენოდაც გავასვენებთ რატის,წადი.
-მეძმარიაშვილი 1 წელი არ მაპატიე და მე მთხოვ ჯაფარიძესთან სექსი ასე გადავყლაპო?!ხვდები რას მიმტკიცებ?!ლილე,საკმარისია ხელი ოდნავ მოგიჭირო და კანზე სილურჯეები გიჩნდება,ძალადობის ერთი კვალიც არ დაგრჩა?!ერთიიც?!-ირღიალა უშხვანმა-ჯაფარიძემ შენ გაგაუპატიურა და შენ კანზე სილურჯეებიც კი არ იყო,სხვა რამეზე ზედმეტია საუბარი!ყველამ დაგინახა,როგორ მორჩილად გაჰყევი კაბინეტში და მეუბნები ძალა იხმარაო?!მოვკლავ,შენ ხო იცი,რომ არ ვაცოცხლებ ჯაფარიძეს,მაგრამ შენ!?შენ რა გიყო მოგკლა?-თვალები ჩაუწითლდა საბას-ჩემი ბავშვობის სიყვარულს რა გიქნა,მითხარი რა გიქნა ქალს,რომელსაც მთელი ცხოვრება შევალიე ღალატი გაპატიო?!იცი,რა?!ღალატის პატიებას უფრო შევძლებდი,ვიდრე იმას,რომ მე მატყუებ.მე, საბას მაჭმევ შენი ჭკუით მაგ აბსურდს.იმის ნაცვლად ამიხსნა,არა!თვალებში ნაცარს მაყრი,ამას ვერ გპატიობ ლილე და შენ ეს ძალიან კარგად იცი.-მისკენ გადაიხარა და შუბლზე ფრთხილად აკოცა.-სიმართლე არ დაიმალება,ახლა ისე მინდა მჯეროდეს შენი სიცრუის,როგორც არასდროს არაფერი მდომებიაა.ნახვამდის ლილე...!
ოთახიდან გამოსულმა ტელეფონი ამოიღო ჯიბიდან,რომელზეც შეტყობინება მოსულიყო.
„სქესი გავიგე,ბიჭია..“-ნენე მეძმარიაშვილი.
***
-სკოლის მფლობელის შვილი გადმოდის ჩვენთან!-მერხზე მძიმედ დადო ჩანთა ქეთამ და დაღონებული სახით გადახედა გოგონებს.
-შენზე ქერა თმები აქვს და შენზე აპრეხილი ცხვირი თუ რატო ჩამოგტირის სახე?!-გაეცინა ანას.
-არა,ისეთი ბიჭია სამუდამოდ დასამარდა ჩემი სწავლა-განათლების საქმე..-ამოიხვნეშა და გოგონების სიცილიდან ყურადღება კლასში გამოჩენილ დამრიგებელზე გადაიტანა.
ქალბატონმა თალიკომ ისე გრანდიოზულად წარადგინა დუდა ჯაფარიძე კლასში,გეგონებოდათ სკოლის მეპატრონის(კერძო სკოლა იყო)კიარა,პრემიერ მინისტრის შვილიაო,ნუ ალბათ თალიკოსთვის დუდა პრეზიდენტის შვილობასაც ქაჩავდა,რა ვიცით..
მაღალი შავგრემანი დუდა ჯაფარიძე იმაზე მომხიბვლელი გარეგნობის იყო,ვიდრე ნებისმიერი ამ კლასში თუ სკოლაში მყოფი ბიჭი იმ დროს.
საკმაოდ დიდი ტუჩები ჰქონდა,სისხლისფერი,ღვინისფერი.ისეთი ვერცერთი გოგო,რომ ვერ შეხედავდა გულგრილად.რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა ყოფილიყო,მის აღნაგობაში ხაზს მის საჯდომსაც უსვამდნენ გოგონები.პერანგის ორი ღილი შეხსნილი ჰქონდა და ისე ამაყად მოდიოდა,როგორც ეს უფროსის შვილებს „შეეფერებოდათ.“
ქეთა და ანა მალევე „დაკერა“ მისი ამაყ-ამპარტავანი მზერით,რომელშიც იმდენ ფლირტს აზავებდა გოგონები დაწვნენ პირდაპირი და ირიბი გაგებით,აი ლილეს კი ვერაფერი მოუხერხა.იმ დღეს ნაჩხუბარი იყო საბასთან და მთელი მამრობითი სქესის ღირსეული წარმომადგენლები,რომ დაეყენებინათ მის წინ „დანა კბილს არ გაუხსნიდა“.
რა ვიცი?!
იქნებ სწორედ ამ შეუვალობამ მოხიბლა ჯაფარიძე.
რაც იმ დღეს მოხდა იყო ძალიან უმნიშვნელო და ამასთან ერთადერთი მიზეზი,რის გამოც დაიწერა ეს ისტორია.
დერეფანში გამოსულ ქეთა ნინიძის ყურს მკრთალად,მაგრამ მაინც გასაგებად მისწვდა ფრაზა : „-ეგ არა, მეორე,ნაკანი.“-ავტორი ფრაზისა თავად დუდა ჯაფარიძე იყო,თავი და ბოლო ამ ისტორისა.
***
-შენ სულ გააფრინე?!-ფეხზე წამოხტა ივანე ჯაფარიძე.-ნაკანებს უნდა დაადგე სამძიმარზე და რა გინდა მთელი სვანეთი ჩამომიხეტონ სახლში!?-ღრიალებდა ბოლო ხმაზე და ოთახში ბოლთას სცემდა.
-მოგკლავს მაგის ქმარი და დაისვენებ!-ფეხი ფეხზე მოხდენილად გადაიდო ნიამ,უმცროსმა ჯაფარიძემ.
-ამ სახლიდან ფეხს გაადგამ და ტყვია,რომ დაგახალონ მე შენს პრეტენზიებს აღარ მივიღებ!
-ჩემი პრეტენზია ოდესმე მიგიღია?-კბილებში გამოსცრა დუდამ და ისე აესვეტა მამამისს წინ.
მანქანის გასაღებს ხელი დაავლო და საკუთარი დასთან ერთად გაიტანა სახლიდან.(გასაღები)
ვინ ადროვა ნიას კივილი უკვე მანქანაში ისხდნენ.
-სირცხვილია,ასე როგორ წამოვიდე?!
-შავები ხო გაცვია?-იღრიალა დუდამ.
-დავუშვად,შე ყვირილზე „გაკეთებულო“!-არც უმცროსმა ჯაფარიძემ დააკლო და ღვედი შეიკრა-მაგრამ ნაკანებში ასე უბრალოდ წასვლას არ ვგეგმავდი,მაქსიმუმ იქაურობა რევანშით ამეღო და შენ რაღაც ჩვეულებრივ,შავ სარაფანში გამოწყობილი გინდა წამათრიო,არა?!
-ჰო,შენი რევანშისთვის არასვის სცალია იქ,წამობრძანდები და ხმას არ გავიგებ შენსას.
-ბაჩოც იქნება..?!
-შენ გოგო ხოარ აფრენ?მამა გარდაეცვალა, აბა არ იქნება?!
-ჰო,რავიცი, ვიკითხე, რა გაღრიალებს?სულ მოგისპო მაგ გოგომ ნერვული სისტემა.
-ნერვული სისტემა მაშინ გამინადგურდა ვანიჩკამ შენ,რომ გაგაკეთა!
-შენი და ვარ და კორექტურად მესაუბრე!
-კორექტური საუბარი თავად თუ იცი რა არის?
-დუდა ახლა გავაღებ კარს და სულ ხოხვით,რომ დავბრუნდე სახლში აღარ გამოგყვები,უმადურო,მე შენ გამო ბოევიკურ ფილმში უნდა მივიღო მონაწილეობა,სადაც ისე შეიძლება ამხანჯლონ,ჩემი სხეულის ნაწილებს ვანიჩკამ 20 წელი ვერ მიაგნოს,ეს კიდე რა ყალყებზეა ნახე რა?!
-ნია,გცემ!
-წინასწარ,რომ შემაგუო იქ შექმნილ სიტუაციას ხო?-ხმით გადაიკისკისა ნიამ.
-არ ხარ ნორმალური გეფიცები..
-უფროს ძმას მამგვანებენ,საოცრად!
მეხის გავარდნა,რომელი იყო?!
შავი სედანი,რომ გამოჩნდა ნაკანების სახლთან საბა უშხვანი ძლივს გააკავეს.
შავ პერანგსა და შავ ტილოს შარვალში გამოწყობილი დუდა ჯაფარიძე,შავი რეიბანებით და ვერცხლისფერი მაჯის საათით მოაბიჯებდა დინჯად ნაკანების ეზოსკენ.
გვერდს სიფრიფანა სხეული უმშვენებდა.
ხალხის ჩურჩულმა ლამის გული გაუწვრილა ლენას.
კიბეზე ჩამოდიოდა.
მზერა გაუშეშდა და გაეყინა.
ეგონა დედამიწამ ტრიალი შეწყვიტა.
ეს იყო ბევრი „ჰო“ და ბევრი „არა.“
ეს იყო დუდა ჯაფარიძე,ლილეს ღამის კოშმარი.
ჯერ დუდას გადახედა,მერე ბაჩოს დაძარღვულ სხეულს მოავლო თვალი.
გაანალიზა,რომ რატი იქ აღარ იყო.
საბა მისი ქმარი აღარ იყო.
ბაბა ისე დაბერებულიყო ჭაღარამ ატკინა გული.
ფრთხილად დაეშვა კიბეზე და მშვიდად შეეგება მოსულებს.
-ლილე..-ამოიჩურჩულა ნიამ და გოგონას განადგურებულ სახეს მოავლო თვალი.-გისამძიმრებთ.
-მადლობა,ნია.
ორ წამიანი დუმილი და ყველას დაძაბული სახე
ორ საუკუნედ ექცა დუდა ჯაფარიძეს.
-ლილე...-ამოიხრიალა და ნაბიჯის გადასადგამად გაწეული ფეხი უკან დააბრუნა.
-ჰო,დუდა..-ისეთი მშვიდი იყო,ისეთი აუღელვებელი,განადგურებული,მაგრამ მაინც უზომოდ ლამაზი,ჯაფარიძეს გული შეეკუმშა მისი სახელის გაგონებისას.-რატი აღარ არი..
-ლილე..-თამამად გადადგა ლილესკენ ორი ნაბიჯი და მის წინ აისვეტა.
-ჰო,დუდა..-ისევ ისეთი მშვიდი იყო ნაკანი-წავიდა.
-ლილე..-თითქოს ხმის ამოღებისას მხოლოდ ლილე სცდებოდა მის ბაგეებს,სხვა რამის თქმასაც კი ვერ ბედავდა და ამ „ლილე“-ში ატევდა ყველა გრძნობას.
-ჰო,დუდა შენ გამანადგურე..-ამოიჩურჩულა და აცრემლებული თვალები შეანათა ჯაფარიძეს,რომელიც წამიერად მოკვდა -შენ მე რატის გვერდით დამმარხე,შენ ყველა ლილე მოკალი,რომელიც ასე გიყვარდა,შენ სიცოცხლე წამიშალე და ახლა ასე გაუბედავად დგახარ ჩემ წინაშე,ჰო დუდა..-თლილი თითები ფრთხილად შეახო ლოყაზე დუდას,საბამ იგრძნო,როგორ აეწვა სხეულში ყველა ძარღვი-მეუბნებოდი მასთან ბედნიერი ვერ იქნებიო,არ უყვარხარ ისე,როგორც მე მიყვარხარო,როგორ მინდოდა შენი სიტყვები სიცრუიე ყოფილიყო,გაბოროტებული კაცისგან წამოსული ბოროტება,როგორ მინდოდა შემძულებოდი ამ ყველაფრის მერე,და იცი?!-ცრემლები ჯებირებს აპობდა და ღიმილგამკრთალ სახეზე ნიაღვარად ეშვებოდა-შენ,შენი საწადელი აისრულე,მე საყვარელი კაცი შემაზიზღე შენ თავზე მეტად.!-ჰო,აი ამ მომენტში ყველასთვის თანაბრად გავარდა ზემოთ ნახსნები მეხი.
-ლილე, მაპატიე..-დუდამ ხელი გოგონას მტევანს მოუჭირა და მისკენ გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი.სამაგიეროდ,ლილემ გადადგა უკან ორი.
-შენ რა გაპატიო?მწარე სიმართლე შენ როგორ გაპატიო?შენ,მე ფიზიკურად მატკინე,მან სულიერად გამანადგურა,რატიმ დააგვირგვინა,რომელს რა გაპატიოთ?!ერთს ზედმეტი სიყვარული,მეორეს უნდობლობა და მესამეს მიტოვება?!მე რამე დაგიშავეთ?!-იკივლა, როგორც შეეძლო და დუდას ფეხებთან ჩაიკეცა.-მე რამე დაგიშავეთ?!ასე,როგორ გამიმეტეთ,ამისთვის,როგორ გამიმეტეთ!-გარდაცვლილს თითქოს გული შეუტოკდაო იქ,ზეცაში,როცა საკუთარი შვილი დაინახა,გაუბედურებული.
***
ყველაფერი გაცილებით ადრე დაიწყო.
მაშინ,როცა ნაკანების და უშხვანების საერთო კომპანიამ დაიწყო ფუნქციონირება,
მაშინ,საბა და ბაჩო ისე დაამეგობრეს არც არავის უკითხავს.
ლილე ისეთი პატარა და ლამაზი იყო ბიჭებს ხშირად უწევდათ ზოგიეთების კედელთან მიმწყვდევა.
ტრივიუალური ისტორია იყო საბას და ლილეს ამბავიც,რომელიც ოჯახმა დიდი სიხარულით მიიღო.
ერთად დაიოდნენ დასასვენებლად და გასართობად.
მერე მალევე შეაგუეს ბატონი რატი ნაკანი იმ ფაქტს,რომ ერთმანეთი უყვარდათ.
დუდა ჯაფარიძე მათ ცხოვრებაში,რომ გამოჩნდა ლილეს და საბას ყველაფერი მწყობრში არ ჰქონდათ.
არსებობდა საბაზე უგონოდ შეყვარებული ნენე მეძმარიაშვილი,რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის,რომ ლილე და საბა 1 წლის განმავლობაში „დააპაუზა“.
პრინციპებზე შეყვარებული სვანი ქალი ასე ადვილად არ აპატიებდა ღალატს ბატონ უშხვანს.
არც აპატია.
გულის სიღრმში,ალბათ არც ახლა უპატიება.
მაშინ,როცა ნაკანის ცხოვრება უნდა დალაგებულიყო,როცა რატი ესპანეთიდან მარტო ამ ამბის გამო ჩამოვიდა,რომ ბავშვები „შეერიგებინათ“,ყველაფერი ქაოსმა მოიცვა.
რატომ?!
ალბათ,იმიტომ რომ,გამოჩნდა ადამიანი-ინტრიგა.
არეულობა და ყველაფრის საწყისი.
დუდა ჯაფარიძე.
ივანე ჯაფარიძის უფროსი ვაჟი.
თბილისშის მაგათ ამბავს „სვანების ომსაც“ ეძახდნენ.
არც იარაღი დაუშურებია,რომელიმეს და არც მუშტი-კრივი.
ალბათ ორივე ამ ქმედებებით უფრო შორდებოდა ლილეს,ვიდრე უახლოვდებოდა.
ტრადიციულ-ნოვატორულ კულტურას ნაზიარები ლილე ნაკანი ორგანულად ვერ იტანდა ძალადობას და ამის ფონზე „მოგვარებულ საქმეებს“.
„თითქმის შერიგებული“ საბა უშხვანი დუდა ჯაფარიძესთან სერიოზული გარჩევის გამო ისევ ერთი ნაბიჯით უკან გადავიდა და ახლად გამოჩენილ მეტოქეს ლილეს ასპარესზე შემოსვლის შანსი მისდაუნებურად გაუჩინა,როცა ლავიწის ძვალი ჩაუმტვრია და ჩაჩავაში თავისი ხელით დააწვინა.
დუდას უპირატესობა ჩხუბის დროს უდროოდ გამოჩენილმა იარაღის ტარმა გააბათილა და იგრძნო ჯაფარიძემ,როგორ ჩაემტვრა ძვალი.
მერე,რა რომ დუდა უმცროსი იყო?!
მერე,რა რომ საბა მთელი გულით უყვარდა ლილეს?!
ღალატის მარცვალმა ისეთი სარეველა გაუჩინა უშხვანს და ნაკანს,ბოლოს ეს სარეველა კედელსაც,რომ გაბზარავდა თავისი საცეცებით.
ეს ყველაზე კარგად ჯაფარიძემ იცოდა და დაიწყო,ის,რაც მოიმკა საბამ.
კარმა ...
***
-შეიძლება აქ დავჯდე..?!-დილის 9-ზე გაბრუებული სახით მჯდარ ლილე ნაკანს სიმშვიდე მასწავლების ნაცვლად დირექტორის შვილმა დაურღვია,რომელსაც იმდენად თავში ჰქონდა ავარდნილი ეს სტატუსი,ლილეს აღიზიანებდა კიდეც.
-დაკავებულია.-მოუჭრა მოკლედ და აბურდული თმების გასწორება სცადა.
-დაგეხმარები..-გაეღიმა დუდას,რომელიც მის ყველა მოძრაობას ისრუტავდა,თითები,ნაზი,თლილი,მოვლილი..ქერა უჩვეულოდ მზის სხივის ფერი თმა,ყველა სინათლეზე სხვადასხვა იერს იღებდა,თუმცა პატრონს აშკარად არ ემორჩილებოდა.მისი თმის სურლენი კანქვეშ უძვრებოდა ჯაფარიძეს და იმ მომენტში ყველაზე საფიცარი,ლილეს თმა იქნებოდა,რომ არა თავად ლილე.
-მეტყობა,რომ მჭირდება?-წარბი მაღლა აზიდა ლილემ.
-კი,გეტყობა..-პატარა სავარცხელი,რომელიც ხელში ეჭირა ნაკანს,აართვა და მის უკან მოთავსდა.
-არა,არასწორად გაიგე,არ მინდა, თავად..-არ დააცადა,თავი ფრთხილად მოაბრუნებინა და ბეჭებზე დაფენილი ოქროსფერი თმები ხელში მოიქცია დუდამ.
ფრთხილად,ნაზად და სათუთად უვარცხნიდა თმას და ცდილობდა ეს მომენტი გაეყინა თავის მეხსიერებაში.
აი,ასე ეს წამები ამოეჭრა და თაროზე შეენახა,მერე ბევრჯერ,რომ უყურებდა თავიდან.
-საჭერი მომეცი..-თმა ისე ლამაზად ჩაუწნა,ნიას თმებზე გამოცდილმა დუდამ,ლილე გაოცებას ვერ მალავდა.
-ჩვენი დირექტორის შვილი,მგონი აქვე სადმე სტილისტად მუშაობს და არ ვიცოდით..-გაღიმება სცადა ლილემ და დააიგნორა დუდას მრავლისმთქმელი მზერა.
-ჩემი პატარა დის გამო ჩაწნა მეხერხება,ნუ სხვა გზა არ მაქვს ხოლმე..-ეღიმება დუდას და მზერას არ აშორებს დაბნეულ ნაკანს.მიზანში გაარტყა.ლილეს ყურადღებაც მიიქცია.-ახლაც არ შემიძლია აქ დაჯდომა?
-ძალიან გინდა?-სახე დაბრიცა ლილემ და „საყვარლად“ გაუღიმა ჯაფარიძეს.
-შენ არ იცი,როგორ ძალიან.
-კარგი,იჯექი.-სკამი გამოსწია და ისეთი კმაყოფილი დაეშვა სკამზე,თავადაც არ იცოდა დილის ასეთი დასაწყისი პირდაპირ ლილეს ხელის თხოვნით ხომ არ დასრულდებოდა,მაგრამ ბავშვის ბაღის ამბავი ჯერ საკმაოდ ადრე იყო და ეს მაშინ გააცნობიერა,როცა ანი მაჩაბელი და ქეთა ნინიძე კლასში შემოვიდნენ,ლილე ნაკანი ადგა და უბრალოდ მათთან გადაჯდა.
მშრალზე დატოვება გაგიგიათ?!
მაშინ იყენებენ ამ ფრაზას,როცა ადამიანს ვინმე ვერაგულად გააცურებს.
ჰოდა ასე დატოვა მშრალზე,ნაკანმა ჩვენი ჯაფარიძე.


ენები ისე სწრაფად მიუტანეს საბას,დუდამ სკოლიდან გასვლა ვერ მოასწრო უშხვანი კართან,რომ უცდიდა.
საბას „საჩვენებელი თითის დაქნევაზე“(ჭკვიანად იყავიო)
დუდამ გულში გულიანად გადაიხარხარა და თვალის ჩაკვრით დაემშვიდობა უშხვანს.
იცოდა საბამ,ეს ბიჭი ასე მარტივად არ მოგვარდებოდა,მაგრამ იმ მომენტში,ის, რასაც აკეთებდა,იცოდა ესეც ზედმეტი იყო.
დუდა ჯაფარიძის არსებობა უკვე პრობლემა იყო მათ ცხოვრებაში და ამას სულ მალე გაიაზრებდნენ,უფრო მძაფრად და უფრო გარკვევით.
***
-საბა მიყვარს,გესმის?ლილე,დაანებე თავი გთხოვ,რა..-თვალებს ვერ უჯერებდა მის წინ ასვეტილ ნენეს,რომ უყურებდა.გულის რევის შეგრძნება დაეუფლა,ეგონა ახლა ქალის კულტი ამ გოგომ ფეხქვეშ გაუთელა მთელ სამყაროს.მასაც უყვარდა საბა,მაგრამ თავს ასე არავის გამო დაიმცირებდა.
-საბას უყვარხარ?-ძლივს გაიმეტა ორი სიტყვა,გაფითრებული ნენესთვის.
-შევუყვარდები..-ამოილუღლუღა გოგონამ.
-რომ არ შეუყვარდე?აი,დავუშვათ მე გავქრი თქვენი ცხოვრებიდან,პირდაპირი გაგებით დაგითმე საბა.ერთი პროცენტი დაუშვი,რომ არ შეუყვარდე,სულ ერთი პროცენტი,ნენე!იცი,რომ ასეთი ქმედებებით იმ ადამანს ვნებ,ვინც გიყვარს?
-შენ,რომ არ ყოფილიყავი..-ამოიტირა გოგონამ.
-შენ ეყვარებოდი?-ახლა საკუთარი თავიც სძულს,საბაც და ეს გოგონაც.
-დიახაც!
-ჰოდა,1 წელს გაძლევ,მე საბას ცხოვრებიდან გავქრები ამ ერთი წლის განმავლობაში,შენ დაიხარჯე ბოლომდე და ეცადე მას თავი შეაყვარო,თუ 1 წელიწადში ჩემი ყურები თქვენი სიყვარულის ამბავს არ გაიგებს,შენ გაქრები სამუდამოდ,კაი?!ამ ამბავს ჩვენ გარდა ვერავინ გაიგებს!-თავადაც არ სჯერა,თავისი სიტყვების.ნენემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და წამოვიდა.
ახლა იდგა საკუთარი სახლის წინ,მოქუფრული ცის ქვეშ და გული კარგს არც არაფერს უქადდა.ის მაინც ეკითხა ლილესთვის,ამას რატომ აკეთებდა.არა,თავი დაუკრა და წავიდა.ამ ამბავში ორივე იმდენად თანაბარი ტალახით იყვნენ გასვრილები,რომ ვეღარ გაარჩევდით ვინ მართალი იყო,ვინ მტყუანი.ეზიზღებოდა საკუთარი თავი,საყვარელი ადამიანი ასე უპარდონოთ,რომ „გაანათხოვრა“,მაგრამ ვერც იმ ღალატს პატიობდა საკუთარ თავს საბამ ასე უმოწყალოდ,რომ ჩაუწერა საერთო ისტორიაში.ლილე,ის გოგო იყო წყვილში ღალატს,მოღალატეს კიარა მეორეს,რომ აბრალებდა-“უდანაშაულოს“, „დაზარალებულს“ და „დაჩაგრულს“...
„თუ ბიჭი გღალატობს,ამის მიზეზი საკუთარ თავში ეძიე და არა მოღალატეში,მას თავისი გასჭირვებია“
ახლა,თავად დადგა ამ მწარე ჰიპოთეზის პირისპირ და პირველად ინანა თავისი სიტყვები ასეთი სიმძაფრით.
ბავშვური სიწრფელით უყვარდა საბა უშხვანი,მის გამო სიცოცხლესაც დაუფიქრებლად გასწირავდა,მაგრამ ქალური გრძნობით ერთდროულად ეზიზღებოდა და ეცოდებოდა ნენე მეძმარაშვილი.თავისი თავის მიმართ მხოლოდ იმ პასუხისმგებლობას გრძნობდა,რომელიც გაუაზრებლად დააკისრა თავის თავს იმ სიტყვების წარმოთქმისას..თითქოს ვიღაცამ წინასწარ იცოდა ეს ყველაფერი,თითქოს საკუთარ თავს განაჩენი თავად გამოუტანა,როცა ასე უმოწყალოდ გაასამართლა წყვილების ის ნაწილი,რომელსაც უღალატეს.
ღალატი,როგორი მძიმე ცნება იყო,მერე თუ ამ ღალატში საკუთარ თავს ადანაშაულებ...?!
არ ვიცი,ალბათ ადამიანის ყველაზე დიდი სასჯელი,ისაა,როცა აცნობიერებს,რომ თავად შეცდა,რომ გადაბრალებას აზრი არ აქვს,თავისი შეცდომაა.
ისიც არ ვიცი,ლილე,რამდენად დამნაშავე იყო იმ ფაქტში,რომ საბამ უღალატა,მაგრამ ერთია სხვამ რა იცის და მეორეა შენ რას გრძნობ.
ფაქტი მძიმე იყო,ცუდად გრძნობდა თავს.
სული ეხუთებოდა და ახლა იმაზე მეტად უნდოდა აქედან გაქრობა,ვიდრე არასდროს.

საბას ზარებს აღარ პასუხობდა.
ნომერიც კი დაბლოკა და დაჯდა ასე გულხელდაკრეფილი.
საბამ სახლში მოკითხვებს,რომ მოუხშირა ოფიციალურად ჩაალაგა ჩანთა და ქეთა ნინიძესთან გადასახლდა.
ნინიძის მამა პროკურორი იყო და სახლთან ხშირად იყო დაცვის თანამშრომლები.
სკოლასთან მისასვლელ გზაზეც კი ნინიძის მამას მიჰყავდა ორივე,იქაც ვერ ნახულობდა.
ბოლოს ყველა გზა,რომ ჩაუკეტა ნაკანმა ადგა და გაკვეთილზე შეუვარდა პირდაპირი გაგებით.
თალიკო ხსნიდა კარიბის კრიზისს,უშხვანმა თავისი რომ დაუმატა.
-უკაცრავად,ქალბატონო თალიკო შეიძლება ნაკანი ორი წუთით..?!-მოლოტოვის კოქტეილი პირდაპირ ტვინში აუფეთქეს ჯაფარიძეს უშხვანის დანახვაზე და მერე მისი სიტყვების გაგონებაზე.
-კიბ..-დასრულებული არ ჰქონდა ფრაზა დუდა,რომ წამოდგა.
-ორი წუთის წინ მაჩალაძის გაშვება არ შეიძლებოდა და ვინმე ამ სკოლაში პრივილეგიებით სარგებლობს და არ ვიცით?!..-ჯერ უშხვანი გაშრა,მერე თალიკო და მერე ნაკანი.თუ,არა?!არა,ჯერ თალიკო გაშრა,მერე უშხვანი და მერე ნაკანი.
-სწორი შენიშვნაა..-მკრთალად გაიცინა ფერდაკარგულმა თალიკომ და ნაკანს ისე დაუბრიალა თვალები დაჯექიო,ისედაც სკამზე მყოფი ლილე ადგილზე გაქვავდა.
საბამ უსტიყვოდ გაიჯახუნა კარი და საკლასო ოთახშიც სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა.
-მეორედ აქ შემოსვლები და ვინმეს გაყვანა არავინ მთხოვოს,კარგად გააფრთხილეთ თქვენი საქმროები!-ოქროს,კალიცოს ბეჭედი დააკაკუნა მაგიდაზე თალიკომ და კლასს მოავლო თვალი.სახე დაეძაბა ჯაფარიძეს,ყურის ბარაბანი გაუხეთქა თითოეულმა „საქმროს“ ასომ.
ისე უნდოდა თალიკოს ცემა ხელები ექავებოდა,ლილეს გადახედა,რომელსაც სირცხვილისგან ლოყები აფარკვლოდა წითლად.
აშკარა დაპირისპირება უშხვანებსა და ჯაფარიძეებს შორის სწორედ ამ დღიდან დაიწყო.
ტვინში სისხლი ჩაექცა ლილეს,რომ გაიგო საბამ დუდა ჯაფარიძე სცემაო.
ბზარს ბზარი მიემატა უშხვანის და ნაკანის საერთო კედელზე.
ეზიზღებოდა ლილეს მსგავსი გარჩევები,გასაოცარი ის იყო,რომ ეს საბაზე კარგად დუდამ იცოდა.ჰო,ჯაფარიზემ თავი „აცემინა“ საბას და ამით მინუს 1 ქულა უშხვანის ანგარიშზე იყო.
-მაგ ბიჭს ვუყურებ და იცი როგორი ტიპია?-თვალები დააწვრილა ანამ-მიზანი ამართლებს საშუალებებს..
-დაასკვნა!-თვალები აატრიალა ქეთამ-დუდა ჯაფარიძის მთავარი შარმი იცი რა არის?-გაეღიმა ნინიძეს და ლილეს გადახედა-რასაც უნდა იმას იღებს,რა მნიშვნელობა აქვს როგორ?იღებს!სხვებს თუ ამის გამო პრობლემები ექმნებათ,ეს მხოლოდ მათი ბრალია და არა იმის,რომ დედაბუნებამ ჯაფარიძე ეგეთ ტიპად შექმნა!
-ანუ?-გაეღიმა ლილეს.
-ანუ ლილე,თუ მე არაფერი მიმიქარავს,დუდა კიარა,სულ შერლოკ ჰოლმსის მორიარტი,რომ გადამეკიდოს სუფთა ვარ,ხვდები?
-შენ მეჩვენება თუ საბას ..-თვალები დააწვრილა ანამ.
-არ გეჩვენება,დუდას ცუდი ხერხებით მიღწეული გამარჯვება მირჩევნია მოღალატის 1000 ბოდიშს!
-ქეთა..-თვალები დააბრიალა ანამ.
-ჩაი არ გინდათ?!-სრულიად მშვიდი ტონით წარმოთქვა ლილემ და მოწოლილი ცრემლები უკან გადააგორა.
***

-ბაჩო,გეფიცები..-ძარღვები დაებერა საბას,სახეზე სულ მთლად წითელი იყო.
-აი,ახლა აქ რაიმე სახის ინციდენტს ექნება ადგილი და ორივეს მამაჩემს მიგაწევთ!-კბილებში გამოსცრა ბაჩომ.დინჯად დაიძრა მისი დისკენ.-ლილე..-ფრთხილად მიიკრა გულზე და დუდას თვალებით ანიშნა იქაურობა სასწრაფოდ დაეტოვებინა.
-აუცილებლად ვისაუბრებთ,მხოლოდ მე და შენ!-დუდას სიტყვებმა თითქოს ინტრიგის ნაპერწკლები გაუშვა ბაჩოს გონებაში.
თავი დაუკრა თანხმობის ნიშნად და ფერდაკარგული ლილე სახლში შეიყვანა.
-ეს რა იყო..?-დაძაბული ხმით ამოილაპარაკა ნიამ და ღვედი შეიკრა.
-ომის დასაწყისი.-მანქანა დაძრა და ისე გაიყვანა ნაკანების ჩიხიდან საბურავების სუნიც კი დადგა ჰაერში.
-ვანო პირდაპირი გაგებით მოგვკვეთს ორივეს მემკვიდრეობის სიიდან..
-კორსიზი ვუყიდოთ გზაში-გაეცინა დუდას.
-გამაგებინე,რამე დაგიშავა თუ ბავშვობიდან ცხოვრებას რატო უწამლავ?-ნიას სიცილი ისმოდა სალონში.
-ცხოვრება ბუმერანგია,ნიაკო-გაეღიმა დუდასაც და საკუთარი სახლისკენ მიმავალ გზაზე,მანქანის გაზის პედალს მთელი ძალით მიაჭირა ფეხი.
ადრენალინი იყო დუდა ჯაფარიძე თავისი დაბადების წამიდან,მთელი თავისი არსით.
***
-მათემატიკის გენიოსს ისტორია უჭირს!-კლასში მარტო მჯდომ ნაკანს ისე სწრაფად წამოადგა თავზე ჯაფარიძე,ლილე შიშისგან ადგილზე შეხტა.
-არაფერიც არ მიჭირს!-თქვა თავდაჯერებულმა წარბის აწევით-უბრალოდ რა საშინელებაა ეს რიცხვების გროვა,თან ასეთი უაზრო..
-ისტორია მართლაც ყველაზე საშინელი საგანია,თუ მას ისე სწავლობ,როგორც შენ-თვალი ჩაუკრა და მასწავლებლის მაგიდაზე მოკალთდა.
-განმანათლეთ,ბატონო დუდა!
-თუ თქვენი სურვილიცაა..-გაეცინა დუდას და ლილეს თვალებში ჩააშტერდა-პირობას მომცემ,რომ გამორთავ ტელეფონს და 1 საათით მოწყდები სამყაროს,ისტორია სხვაგვარად არ აიხსნება!
-მარტო ერთი საათი გაქ..-გაეღიმა ლილეს,ტელეფონი გათიშა და სმენად იქცა.
-ისტორია მუღამის ამბავია,რომელიც 2 საუკუნის წინ ზუსტად შენნაირ გოგოებს და ჩემნაირ ბიჭებს ემართებოდათ,ჩვენი დედების და მამების ნაირ მშობლებს და ასე დაუსრულებლად,ამით იმის თქმას ვცდილობ,რომ ნუ აღიქვამ გაკვეთილის სწავლის დასაწყისში ამ საგანს,როგორც რაიმე მეცნიერებას ან წლების ხროვას,აღიქვი ადამიანის ამბად,წარმოიდგინე,რომ მარია სტიუარტი პირდაპირ შენს წინ ზის და გიყვება რა საზიზღარი ქალია ელისაბედი და როგორ მოპარა ცხოვრება მისმა დიდებამ,ნუ ტიუდორიც არ დაჩაგრო და ანალოგიურად მოუსმინე ელისაბედსაც..წაიკითხე გაკვეთილი ისე თითქოს შენ მოსამართლე იყო და მოგცეს უფლება ორი მონარქისგან ერთ-ერთს განაჩენი გამოუტანო..ორი საათია კითხულობ და შენ თვალში სიმპათია,რომელმა დაიმსახურა?
-მარიამ..-ამოილაპარაკა მონუსხულმა ლილემ,აშკარად არ მოელოდა ამას ჯაფარიძისგან.
-ოხ,ეს ქალები..-თვალები აატრიალა დუდამ და გაეცინა-აი,ახლა ეცადე გაკვეთილში ნახსენები ყველა წელი ერთმანეთთან ქრონოლოგიურად დაალაგო,წარმოიდგინე რა საშინელება იქნებოდა,ვიღაც,რომ გამოვიდეს და დაიწყოს,ლილე ნაკანმა სკოლა დაასრულა2014 წელს და დაიბადა 1196-ში ხო ცუდი მოსასმენია?!დაალაგე ამბები ერთმანეთის თანმიმდევრობით და ეცადე ყველა ამბავი მეორესთან დააკავშირო.მარიას სიკვდილით დასჯა მხოლოდ ფაქტი არაა,ეს მისი ისტორიაა,ასეთი ამბავი კი არ იწერება მიზეზის გარეშე.ნასწავლიდან გამომდინარე,აბა რატომ დასაჯეს მარია სიკვდილით?!
-ინგლისის ღალატისთვის..-ამოილაპარაკა ლილემ.
-ოფიციალური მიზეზის მიღმა ეძებე რეალურიც და დამიჯერე,ვერცერთი საგანი ვერ მიიპყრობს შენ ინტერესს ისე,როგორც ამას ისტორია შეძლებს.მარია,ელისაბედის მეტოქე იყო თავისი დაბადების წამიდან,ტახტის თანაბარი მემკვიდრე და ასე დაუსრულებლად,მაგრამ ყველაზე მძაფრად მათი ურთიერთობის გაუარესება,ზუსტად იმ მომენტიდან შეინიშნება,როცა მარიამ ჯეიმს(ზ)ი გააჩინა.მემკვიდრე,ის ვინც არასდროს ეყოლებოდა ელისაბედს და აქ მათ შორის ბრძოლა არც ისეთი შეფარული გახდა,როგორც აქამდე ხდებოდა..
-რაშუაშია მარიას შვილი ელისაბედთან?!
-ბედის ირონიაა,იშრომო,შექმნა იმპერია და იძულებული გახდე ეს იმპერია იმ ქალის შვილს დაუტოვო,ვისაც მთელი ცხოვრება ებრძოდი,ახლა ხვდები?!-გაეღიმა დუდას ლილეს გაფართოებულ თვალებზე-ქალური მეტოქეობა,ვერ გაყოფილი ძალაუფლება და ფრაზა „ორი მზე ერთდროულად ვერ გაანათებს ცის კაბადონზე“..
-და ხომ შეეძლო შვილი თავადაც ჰყოლოდა?რატომ არ იქორწინა?
-იმიტომ,რომ ისტორიაში იშვიათად იბადებიან ქალები,რომლებსაც კაცები არ სჭირდებათ..მათი ხვედრი კი დაახლოებით ელისაბედის მსგავსია,აქვთ სახელი,აქვთ დიდება,მაგრამ ნაკლებად ბედნიერება..
-დუდა შენ,მართლა არ მეგონა თუ..-გაეღიმა ლილეს.
-გეგონა გამრავლების ტაბულის და დიდგორის ბრძოლის გარდა არც არაფერი ვიცოდი,არა?!-არ უნდოდა ეღიარებინა,მაგრამ მოსწონდა დუდასთან ერთად დროის გატარება.
-დაახლოებით.
-მიზეზ-შედეგობრიობა,ყველაფერში ეგ ეძებე,ლილე.ცხოვრებაში არაფერი ხდება შემთხვევით,ეს ელისაბედის და მარიას დროსაც ასე იყო და ჩვენთანაც ასეა..
-დუდა შენ და საბა..
-მიზეზი და შედეგი ვართ..-გაეცინა დუდას,ლილეს ცხვირზე თითი ნაზად ჩამოჰკრა და ოთახი დატოვა.
**
ღამის სამი საათი იყო.
საწოლზე იჯდა და ფიქრობდა.
„ქალი ყველაზე საშიში ზუსტად მაშინ არის,როცა ის ფიქრობს.“
ტელეფონი ხელში ეჭირა და ნომერს დაჩერებოდა
ისე გაუაზრებლად დააჭირა ხელი,მხოლოდ ხმის გაგონებაზე მიხვდა,რომ ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა.
-ლილე..-გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა,ჯაფარიძეს ტვინში სისხლი ჩაექცა.
-შენ..შეგიძლია,რომ მოხვიდე.?!-ეგონა,ვიღაც ატყუებდა,ეგონა ცხოვრება უშნოდ ეხუმრებოდა,არ შეიძლებოდა ლილეს თავად დაერეკა და მისვლა ეთხოვა იმ დღის განვითარებული ამბების შემდეგ.
-რა თქმა უნდა,სად ხარ?..
-სახლში,უკან გააჩერე მანქანა და მომწერე,რომ მოხვალ,გამოვალ.
მეტად არაფერი უთქვამს,მაშინვე გაუთიშა ტელეფონი.
როგორ ჩაიცვა ტანსაცმელი,აღარც ახსოვდა.
გაუაზრებლად ჩაირბინა კიბეები და გარეთ გავარდა.
ჯაფარიძეების სახლი ნაკანების რეზიდენციასთან (პირდაპირი გაგებით) ახლოს იყო.
გზაში ყელაფერზე იფიქრა.
რაზე შეიძლებოდა ლილეს საუბარი ნდომოდა.
ტვინში სრული ქაოსი ჰქონდა და ამას თავადაც ვერ ერეოდა.
„მოვედი“-დუდა ჯაფარიძე.
ლილემ შავი თავშალი აიღო და უჩუმრად დატოვა სახლი.
მათი სახლის უკან ტყე იყო,მანქანას მოკრა თუ არა თვალი მაშინვე მისკენ გაემართა.
თავადაც არ იცოდა ამას რატომ სჩადიოდა.
მანქანის კარი გამოაღო და შიგნით მოთავსდა.
სიცივე იყო,მანქანის მინები სულ დაიორთქლა.
-ლილე,კარგად ხარ?-ძლივს სუნთქავდა ჯაფარიძე.
არაფერი უპასუხა.
კარი გამოაღო და უკან გადაჯდა.
ჯაფარიძეს გულისცემა ყურებში ესმოდა.
თვითონაც მიბაძა გოგონას და მის გვერდით მოთავსდა.
საოცარი მომენტი იყო,როგორ მოხვია სუსტი მკლავები ჯაფარიძის დაკუნთულ სხეულს.იგრძნო,როგორ დაიძაბა დუდა,იგრძნო რას ნიშნავდა მისთვის ლილეს უბრალო შეხება,იგრძნო,როგორ ეტკინა გული,მსგავსი ემოცია საბასგან რომ არასდროს უგრძვნია.
ორი წამით ორივენი ჩუმად ისხდნენ...
ცრემლები,რომ ვეღარ შეიკავა დუდას სწრაფად მოშორდა,ფეხები სავარძელზე აკეცა და ფანჯარას დააშტერდა.
დუდა ისევ გაოგნებული იჯდა და ჯერაც ვერ მოდიოდა გონს.
-ლილე..-ამოიხრიალა და სიმშვიდე ისევ დუდამ დაარღვია.
-ჰო.
-არ ვიცი,აქ რატომ ვარ ან შენ რატომ ხარ ჩემთან,მაგრამ მინდა იცოდე,რომ ..
-ჩემთან ხარ.-წინადადება ლილემ დაასრულა და ისე გადახედა დუდას,აგრძნობინა ეს დიდი ხანია რაც იცოდა.
-შენთან ვარ..
-სიმართლე მითხარი,დუდა..-მისკენ შებრუნდა და აცრემლები თვალები შეანათა-იმ ღამით შენ ..ჩემზე..-ტირილი აუვარდა,დუდამ თავი დახარა და გაეღიმა.
-შენ რა ოდესმე გეგონა,რომ მე შენზე ვიძალადებდი..?!-ცერა თითი ტუჩზე გადაიტარა და გოგონას ამოხედა-ლილე,მე შენ გამო ვსუნთქავ,შენ გამო შემიძლია საკუთარ ოჯახზე უარი ვთქვა და ორი წამით მართლა დაუშვი,რომ მე შენზე ვიძალადე?!
-აბა,მაშინ ..იქ..
-მაშინ,იქ..არც არაფერი არ მომხდარა,გარდა იმისა,რომ გული ზედ შენს კაბაზე აგერია და მთელი ღამე ვცდილობდი აზრზე მომეყვანე.
-რა..?!
-იმ ღამით ზომაზე მეტი დალიე,ოთახში მხოლოდ იმიტომ გაგიყვანე,რომ ვხედავდი,ცოტაც და იმაზე ალაპარაკდებოდი,როგორ გაგიფუჩჭდა საქმე შენს ქმართან,ზუსტად ვიცოდი ამას მოერე დღეს საშინლად ინანებდი და იქიდან უბრალოდ გაგარიდე,აი,შენმა ქმარმა კი სრულიად ლოგიკურად იეჭვიანა.ჩემი მაისური გეცვა იმიტომ,რომ შენ კაბას საშინელი სუნი ასდიოდა და თავს გატკიებდა,ჩემი გათხოვე,რომ დაგეძინა.
-ჩვენ რომ ერთად გვეძინა..?!-ამოიხრიალა ლილემ და იგრძნო,როგორ ატკივდა თავი ამ ყველაფრის გააზრებისას.
-მოდი დავაკონკრეტებ,ჩემზე გეძინა,იმიტომ რომ ღამეში 5-ჯერ გაიღვიძე და ღებინებას ვერ იკავებდი,კახურ ღვინოსთან თამაში,რომ გადაწყვიტე მაგას გვერდითი მოვლენებიც ექნებოდა,ლილე..
-დუდა,ანუ ჩვენ შორის ..
-მხოლოდ ღებინება იყო,ისიც შენი!
-და საბას..
-საბას სრული უფლება ჰქონდა ეფიქრა ის რაც იფიქრა,რაც ნახა,ანალოგიურ მდგომარეობაში ჩემი ცოლი,რომ მენახა მეც ვიფიქრებდი,რომ მიღალატა,მაგრამ ის რაც გააკეთა,მოკლედ ლილე, შენთან შენი ქმრის არაკაცურ საქციელზე საუბარს არ ვაპირებ..
-ყოფილი..
-რა?..-იგრძნო,როგორ აეწვა საფეთქლები.
-ყოფილი ქმრის.
-დაშორდით..?!-თვალები დაექაჩა ჯაფარიძეს.
-ხელსაც გავაწერთ,რატიმ ეს ამბავი ვერ გადაიტანა,ჩემი ბრალია,მე..
-ჩშშ..-გულზე მიიკრო აცახცახებული გოგონა და ეცადა გადაეხარშა ის,რაც ახლა ხდებოდა.
-საკუთარი მამა,ასე როგორ..როგორ ვემუდარე,საბას არ ეთქვა,ასე რატომ გამწირა,დუდა..
-საკუთარი არაკაცობა,რომ გადაეფარა..-ამოილაპარაკა დუდამ და ლილეს სახიდან ცრემლები მოწმინდა.
-რას გულისხმობ..?!
-სიმართლე არ დაიფარება,მე არ მინდა ეს ჩემგან გაიგო,მაგრამ მოვა დრო და ამას აუცილებლად დაინახავ ლილე..
-რას?
-იმას,რომ ქმარი გყავდა,კაცი,რომელმაც არ დაგაფასა არც ერთ კონტექსტში,სიმართლე გითხრა?!არც ერთს გიყვარდათ ერთმანეთი და არც მეორეს,თქვენ ერთმანეთს შეეჩვიეთ და ეგ გეგონათ სიყვარული,ეგ გრძნობა იცი საერთოდ რა არი?!როცა ყველანაირი პირობა გაქვს შენი მიიღო და უკან იხევ საყვარელი ადამიანის გამო!-თვალები ჩაუსისხლიანდა დუდას,ძარღვები დაებერა და იგრძნო,როგორ აეწვა ყველა უჯრედი ორგანიზმში.
-დუდა,მე..
-შენ ახლა გამოძინება და ბევრი ფიქრი გჭირდება,ფიქრი იმის შესახებ,თუ როგო აზღვევინებ საბა უშხვანს მამაშენის სიკვდილს!
მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგადა.
როგორ არ ჩააცივდა დუდას,რამდენი არ ეხვეწა და არაფერი უთქვამს იმ სიმართლეზე,რომელიც მისი თქმით ლილეს თავად უნდა დაენახა,ეპოვნა.
ლილე დილის 6-ზე დაბრუნდა სახლში და ძლივს გადაურჩა ბებიამისს,რომელიც ახლა იღვიძებდა.
***
ქეთას დაბადების დღე იყო.
გურიაში,თავის უზარმაზარ სახლში იხდიდა 18 წლის იუბილეს და მთელი კლასი დაპატიჟა უკლებლივ.
იქ საბა უშხვანი და ნენე მეძმარიაშვილი,რომ გამოჩნდნენ პირველი დუდას გაეღიმა და მეორე ლილეს წამოახურა სიბრაზისგან.
უზარმაზარი სახლი ჰქონდათ ჩაისუბანში ნინიძეებს.
სახლის უკან ვრცელი მინდორი იყო და აქ ქეთას ბიძის ჩამოყვანილი ცხენები დახვდათ ნანახით ნასიამოვნებ ბავშვებს.
-აბა,ჯირითი ვინ იცით?!-წარბები აწკიპა ნინიძემ და კლასელებს გადახედა.
-ლილე ჯირითობს საოცრად..-გაეღიმა საბას და მეგობარს, ატუზულ ლილეს გადახედა.
-კაი,ვინ შეეჯიბრება ლილეს?!-ქეთამ დუდას ისე გადახედა ჯაფარიძეს უნებურად გაეღიმა ნინიძის ჩანაფიქრზე.
-აი,ამაზე მე ვჯდები,ქალბატონო ნაკანო..-გოგონასთან ახლოს ჩაიარა და უშხვანის სახეზე კმაყოფილმა გაიცინა.
-დუდა,ეგ ცხენი..-ტუჩი მოიკვნიტა ქეთამ-ჯერ კარგად აუ გაუხედნავთ..
-მერე,ჩვენი დუდა მაკედონელი იყოს და ეგ მაგის ბუცეფალი,არა დუდიკ?!-არც საბა ჩამორჩა და იმის იმედით დუდას ცხენი პირდაპირ მის ფეხებთან ჩამოაგდებდა ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და სანახაობისთვის მოემზადა.
-დარწმუნებული ხარ,რომ წაგებას მარტივად შეხვდები?-საბას სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია და ჯაფარიძეს დააჩერდა,რომელიც ცხენს აკვირდებოდა.
-შენ გგავს ლილე, შენსავით ლამაზია და მოურჯულებელი..-ამოილაპარაკა დუდამ-ანუ,მარტო მე შემიძლია რომ ამ ცხენით ჩამოგართვა დაუმარცხებლის სტატუსი..-ისე ელაპარაკებოდა ზედაც არ უყურებდა ნაკანს.
-ქეთა,შეჯიბრებაში სამმა,რომ მივიღოთ მონაწილეობა იუბილარს,ხომ არ გეწყინება?-სისხლი აუდუღდა ძარღვებში,რომ წარმოიდგინა მის ლილეს გვერდით ჯაფარიძე ჰყოლოდა,თავად კი სიტუაციის მართვის სადავეები ხელთ არ ჰქონოდა.
-არა,პირიქით,ამ მდელოს იქით ტყე იწყება,იქ მისული და უკან პირველად დაბრუნებულის არის გამარჯვებაც..-გაეღიმა ქეთას და ლილეს თვალი ჩაუკრა.
ცხენების შეკაზმვაში,ნინიძის მამის ხელქვეითები დაეხმარნენ და „დოღიც“ დაიწყო.
-დუდა,ეგ ცხენი..-ქეთას დუდას გაფრთხილება უნდოდა,იმდენად ეშინოდა მაინცდამაინც მის დაბადებისდღეზე არ დაემტვრია ძვლები სკოლის მეპატრონის შვილს.
-ქეთა,ნუ ღელავ..-თვალი ჩაუკრა.
მთელი კლასი დაძაბული უყურებდა ტრიოს.
შუაში ლილე მოექციათ სვანებს და ერთმანეთს ისე უყურებდნენ,გეგონებოდათ ერთი ჰიტლერის ნაცისტი შვილიშვილი ყოფილიყოს,მეორე სტალინის კომუნისტი შთამომავალი.
ქეთას ნიშანზე ნაკანის და უშხვანის ცხენი წინ გაიჭრა,დუდასი კი ჯერ არ ჩქარობდა შეჯიბრის მოგებას.
ქეთა ისე დაიძაბა,დუდასკენ დაიძრა.
მიახლოვებულს,დუდამ უყვირა ახლოს არ მოხვიდეო.
წამი გავიდა.
დუდა ცხენს ელაპარაკებოდა,უღიმოდა,დაახლოებით 1 წუთში ფეხი ფერდთან კრა და ცხენი თვალის დახამხამებაში მოსწყდა ადგილს.
კმაყოფილებისგან ნასიამოვნები ნინიძე ადგილზე შეხტა და ანას თვალებით ანიშნა ,შენ უშხვანს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ უწერიაო.
არ უნდოდა ყურადღება გაჰფანტვოდა,მაგრამ შუა გზაში მიხვდა,დუდა უკან მოჰყვებოდა.
უნებურად გაეღიმა.
ტყემდე მისული უშხვანი უკან უნდა მობრუნებულიყო,წამის მეასედში,რომ გადააწყდა ჯაფარიძის და ნაკანის დუეტს,რომლებმაც სვლა არ შეწყვიტეს და ტყეში გაიქცნენ.
გულისრევის გრძნობა ახრჩობდა საბას.
საყვარელი გოგო ხელიდან ეცლებოდა და თითქოს ამის შესაჩერებლად არც არაფერს აკეთებდა.
საკუთარ თავში პრინციპებს ვერ აჯობა,ვერ გადააბიჯა მის თავს.
უკან დაბრუნდა და ფინიშის ხაზიც პირველი მან გადაკვეთა.
ცხენიდან ჩამოხტა თუ არა პირდაპირ სახლისკენ აიღო გეზი,სადაც ქეთას ძმა და მისი მეგობრები სუფრაზე გასატან ღვინოს სინჯავდნენ.
-ლილე,სად არი?-მშვიდად ჰკითხა ბაჩო ნაკანმა და დაბლიდან ახედა ბავშვობის მეგობარს.
-ჯაფარიძეს კითხე..-წარბი მაღლა აზიდა და ირონიულად გაეღიმა საკუთარ თავზე.
არავინ ირყეოდა ადგილიდან.
ყველა ნერვიულობამ მოიცვა,წყვილს იმაზე მეტი,რომ დააგვიანდათ ვიდრე ეს რეალურად შესაძლებელი იყო.
-ლილე შესანიშნავად მართავს ცხენს..-ამოილაპარაკა ქეთამ და ანას ხელს ჩააფრინდა.
-სულ შენი ბრალია,რას აი..-სიტყვა ჰაერში გაეყინა დუდას ცხენზე მჯდარი ლილე და ჯაფარიძე,რომ დალანდა შორიდან.
ბავშვების შეძახილებმა,თითქოს სხვა ცხენები დააფრთხეს და ყველამ ერთად ატეხა ჭიხვინი.
ჯაფარიძის ზურგს პატარა ბავშვივით იყო მოჭიდებული და თავი მის მხრებზე მშვიდად ედო.ისე თითქოს ამ ბიჭთან,არავითარი საფრთხე მას არ ემუქრებოდა.
ბავშვებს მიუახლოვდნენ,ბაჩო წინ გაიჭრა და უმცროს დას ცხენიდან ჩამოსვლაში დაეხმარა.
-ლილე,კარგად ხარ?..-ძლივს ამოილაპარაკა ქეთამ და გაფითრებულ ნაკანს გადახედა.
-ქეთა,მათ უთხარი,რომ ცხენს მარცხენა ფეხი დაუზიანდა და ტყეშია,ლილესთან ერთად ვერ შევძლებდი მის წამოყვანას,არც ისე შორს არის,მაგრამ შეეშინდება თუ მალე არ მივლენ საშველად..-მშვიდად ამოილაპარაკა ჯაფარიძემ და თავის ცხენს მიეფერა-მაგარი გოგო ხარ!-ჩუმად უჩურჩულა და ლილეს გადახედა.
წამით,“მათმა თვალებმა ერთმანეთ იპოვეს.“
რეაქცია არც ერთს შეცვლია.
მხოლოდ გრძნობა,რომელსაც ვერც ერთმა დაარქვა სახელი.
სუფრა ეზოში გაშალეს,ნინიძის ბაბუა,უფროსი ნინიძე ისეთი გახარებული იყო შვილიშვილის მეგობრებით ,ამაყად იწონებდა თავს.
-ბატონო გიორგი, ხომ ყველაფერი,მაგრამ გურულებს რა გაქვთ გამორჩეული?!-ქეთას კლასელმა,ტატო მელაძემ წამოიწყო საუბარი.
-ეგ როგორ შვილო?-გაღიმებულმა გადახედა ბერიკაცმა,ბიჭს.
-აი,მეგრელებს სამზარეულო აქვთ,სვანებს კოშკები და თავები..
-ეე..-თითი დაუქნია ბაჩომ და იქ მყოფ სვანებს გადახედა.
-ბოდიში-ხელები მაღლა ასწია მელაძემ და გაეცინა-რაჭველებს და კახელებს ღვინო,იმერლებს რძის ნაწარმი,ვინმე არ შემედავოთ,ჩემთან მესხეთში,რომ ყველს აკეთებენ ეგეთი გასინჯულიც არ გექნებათ,ჰოლანდიას ჰაერში წევს, წინასწარ ვამბობ!-წარბები აწკიპა და მომღიმარ ბავშვებს გადახედა-აჭარლებს ზღვა აქვს და თქვენ?
-გისწავლია საქართველოს კუთხე-მეზობლობა,ჩვენ იუმორი გვაქვს კარგი!-გაეცინა მოხუცს-ცდები,ჩემო ბიჭო,საქართველოში ერთ-ერთი ცნობილი ღვინო „ადესა“ და „ცოლიკოური“ სწორედ აქ იწურება,მერე მითხარი ისეთი არაყი,რომელც „თაფლისას“ სჯობს,ახლა დიდად არა,მაგრამ გურია განთქმული იყო ჩაის პლანტაციებით,ზღვას რაც შეეხება,ჩვენ გავქვს ურეკის ქვიშა,რომელსაც თქვენი აჭარა ვერც მიედრება,ამას გარდა გურიას თავისი კულტურის მაღალი დონე გამოარჩევს სხვა კუთხეებისგან,თუმცა იუმორი მაინც უპირველესია.
-ჯერ გაიხსენე,საქართველოში ყველაზე იუმორისტული და მაგარი ნაწარმოების “მე,ბებია,ილიკო და ილარიონი“ -ს სიუჟეტი აქ არი ნაჩვენები,ამიტომ თქვენი პლაგიატობა და ყველი უკან პლანზე გადავუშვით გურულებმა..!-გაეცინა ქეთას ძმას,ზურას.
სვამდნენ.
იმდენად ლაღი და თავისუფალი სიტუაცია იყო,მაგრამ ამასთან საოცრად ტრადიციული.
გოგო-ბიჭები,რომლებიც თბილისში წესიერად არც ესაუბრებოდნენ ერთმანეთს თითქოს ამ გარემოთ ერთ მუშტად შეკრა.
საუბარი დაიწყეს,ყველაფერზე,რაც კი თავში მოსდიოდათ.
ყველა დიდი პატივისცემით ეპყრობოდა და გულისყურით უსმენდა უფროს ნინიძეს,მაგარი ბაბუ ჰყავდა ქეთას.
-ზურა ბაბუ,ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რა არი?!-სუფრის მეორე მხრიდან ჰკითხა მიშკა დიდებაშვილმა.
-სიყვარული..-გაეღიმა მოხუცს.
-ვერტიკალური და თან ბრუნვადი-გაეცინა მიშკას გვერდით მჯდარ ჯაფარიძეს-როგორ გავიგოთ,ნამდვილად გვიყვარს თუ უბრალო ამოკვიატებაა?!
-ამოკვიატება ქალს არასდროს დაარქვა,ქალი ან გინდა ან არა,მორჩა.თუ გინდა მის გამო ცოცხლობ,მას აძლევ უფლებას იყოს შენი პირადი ანგელოზი,გინდა ეს თუ არა,ესე ხდება, ამას მაშინ მიხვდები,როცა შენ ქალს დაინახავ,ჩემ შვილიშვილს სულ ვეუბნები და ვაფრთხილებ,ყველა მანდილოსანს,რომელსაც ცხოვრებაში გადაეყრება დააკვირდეს,ისე და იმდენად,რომ დარწმუნეს თავის გადაწყვეტილებაში,რა სტატუსი მიანიჭოს ამ ქალს.
-თუ ეგ ქალი დაკვირვების საშუალებასაც არ გაძლევს?-სუფრის მეორე ბოლოდან ელაპარაკებოდა ჯაფარიძე ზურას.ყველა გაისუსა და მათ დიალოგში ჩართვა არც არავის მოსვლია აზრად,საბაც იჯდა და დინჯად უსმენდა ორივეს.
-როგორ,შენისთანა ბიჭს არ იკარებს?-გაეცინა მოხუცს.
-საერთოდ ვერ ამჩნევს,ასეთი ბიჭი რომ ვარ..-დუდამაც გაიცინა და ცერა თითი ტუჩზე გადაიტარა.
-რას გრძნობ,როცა უყურებ?-ახლა ბაჩო ჩაერია საუბარში.
-ეგზოტიკას.-გაეღიმა დუდას-ისეთს,მარტო ჩემი თავისთვის,რომ მემეტება,მისი ღირსი სხვა არავინ რომ არ მგონია დედამიწაზე,ეგოისტობას,ვხვდები,რომ არ ვარ მართალი და მაინც მინდა.
-გინდა ანუ..?-ახლა უმცროსმა ზურამ გადახედა დუდას.
-როგორც ქალი,როგორც მეგობარი,როგორც ცოლი,როგორც ჩემი შვილის დედა,როგორც ადამიანი,რომელთან ერთადაც ცხოვრებას გავატარებდი..
-და რატომ გგონია,რომ ეგ არ არი სიყვარული?რა გაეჭვებს?კიდევ რას ელოდები,რომ გაიგო,რომ გიყვარს?-ჩიბუხი ტუჩებს შორის მოიქცია ბერიკაცმა.
-მის თვალებში ბრძოლის სურვილს ვერ ვუყურებ,საერთოდ ვერაფერს ვუყურებ მის თვალებში და ყველაზე ნაკლებად პლატონური სიყვარულის მომხრე ვარ..-გაეცინა დუდას.
-თუ წრფელი გრძნობაა,არც მაგაზე დაიხევდი უკან..-ლილე ნაკანის გამოხმაურებას ყველაზე ნაკლებად ელოდა.
-ყველაზე ნაკლებად იმის მჯერა,რომ ცალმხრივი სიყვარული გამართლებულია,ეს აბსურდია,ლილე ხვდები?!მე მიყვარდე და შენ არა?არა,არც ერთ კონტექსტში არ ჯდება,ადამიანი,რომ დაიბადა მისი მეორე ნახევარი მიუჩინა ღმერთმა,არ შეიძლება ეს ადამიანი ან ის მეორე ნახევარი სხვებთან იყვნენ ბედნიერები,თუ ერთმანეთს ეკუთვნიან როგორ უნდა გიყვარდეს შენ სხვა,თუ შენ ჩემთვის შეგქმნა განგებამ?!მაშინ ან ჩემი ცალმხრივი სიყვარული გამოდის აბსურდი ან შენი არჩევანი გამოდის მცდარი და ორივეს აქვს თავისი შედეგი,რომელიც არც ერთი მხარისთვის არაა სახარბიელო,ხვდები რისი თქმა მინდა?!
-ცუდია,როცა ადამიანი არასწორ არჩევანს აკეთებს,ხანდახან იმდენად სულელები ვართ,რომ გვგონია სხვა გვიყვარს,სხვასთან გვინდა და სინამდვილეში ზუსტად ჩვენ მეორეს ვტკენთ გულს,ამასაც არ ვჯერდებით და ამ გულს მთლიანად ვაცლით,ერთი დიდი უაზრობაა ვერტიკალურობაც და ბრუნვადობაც!-ჭიქა გამოცალა ნენემ.მისი სიტყვები ყველა იქ მყოფისთვის იმდენად ახლოს იყო,იმდენად სევდიანად ჟღერდა და მარტივად აღიქმებოდა,რომ თავად ზურაც მიხვდა სიტუაციის სიმძაფრეს.
გათენებამდე საუბრობდნენ.
ქეთას დედამ გოგონებს ცალკე ოთახი გაუმზადა ბიჭებს ცალკე.
გამთენიის 5-ზე ჯაფარიძემ დაინახა,როგორ გავიდა ოთახიდან საბა უშხვანი.
მასთან საუბრის სურვილმა შეიპყრო და უკან გაჰყვა.
ნაბიჯების ხმას მიჰყვა, ნენეს ხმის გაგონებაზე ადგილზე გაქვავდა.
-რას გავდა შენი გამოხტომა ამიხსნი?!-გოგონას ყბებს დასწვდა უშხვანი და თითები ძლიერად მოუჭირა.
-საბა..
-შეიგნე,ნენე თუ ვინმემ ჩვენ შორის არასწორი არჩევანი გააკეთა ეს შენ ხარ,ლილე მიყვარს,ხვდები?ბავშვობიდან მიყვარს,არ მოგცემ ამის უფლებას სამუდამოდ დამაშორო,თუ ოდნავ მაინც გრძნობ ჩემდამი რაიმეს,რასაც შეიძლება სიყვარული დაარქვას ვინმე სულიერმა,გთხოვ უბრალოდ,გთხოვ შემეშვი,ის გოგო ჩემთვის დედამიწაზე და ჰაერზე მეტია,პირველად,რომ დავინახე ისიც კი მახსოვს რა ეცვა 8 წლის ბავშვს,ჩემთან ერთად გაიზარდა,ჩემ თვალწინ,სკოლაში ჩემთან ერთად დადიოდა,გვერდიდან არ მომიშორებია და შენი გამოჩენით ყველაფერი თავზე დამამხვე,ჩემი ცხოვრება,ჩემი ოცნებები,ჩემი მიზნები,ჩემი სიყვარული,სულაც რომ ცოლად მომაყვანიო თავი იმდენს მიაღწიო,იცოდე,რომ მე შენში ვერასდროს დავინახავ ქალს,რომელსაც ვუყურებ ლილეში..-კიდევ გააგრძელებდა საუბარს და ნენესთვის ასე უმოწყალოდ გულის დაფლეთვას დუდა,რომ არ გამოჩენილიყო.
-საბა,შენ გეძებდი..-თავადაც არ იცოდა ამას რატომ აკეთებდა,მაგრამ ნენეს საცოდაობამ გული დაუწვა,ეგონა ნენეს მიმართ ყველა სიტყვას ისრების სახით თავად ღებულობდა და თავადვე კაწრავდა სულს ეს სიტყვები.ვერც საბა გაამტყუნა და ამან სულ შეშალა ჭკუიდან.
-რა გინდა?..-ხელები ცივად შეუშვა ნენეს.
-საქმე მაქვს და ორი წუთით გამომყევი..
ეზოში გასულები,კარგა მანძილით მოშორდნენ სახლს.
იმ მდელოზე იდგნენ დღისით შეჯიბრი,რომ გამართეს.
-გისმენ..-სიგარეტს გაუკიდა საბამ.
-მე,ლილე მიყვარს!-დუდას სიტყვების გაგონებაზე ჯერ ხველა აუტყდა მერე გაეცინა და ჯაფარიძეს თვალებში ჩააშტერდა.
-მერე?ჩემგან კურთხევას ელოდები?
-შენგან კაცურ ბრძოლას ველოდები,ნაკანი ფაიფურის თოჯინა არ არის,ქალია პატარა,მაგრამ მასში იმდენი ემოცია და გრძნობაა თავმოყრილი,ზუსტად ვიცი მისი ასაკი აქ სახსენებელიც არ არის..
-და შენი?!
-შენ თავი ჩემზე რამდენი წლით დიდი გგონია?!
-19 წლის ბიჭს საქმეს,რომ ვურჩევ ჩემ თავზე მეშლება ნერვები.-დუდას გაეღიმა.
-შენ მეღადავები?მე აქ ლილეზე გესაუბრები და შენ ჩემ აკასთან რა დამოკიდებულებაში ხარ გგონია მაღელვებს?
-რა გინდა დუდა?
-სვანურად,კაცურად ვიბრძოლოთ ნაკანისთვის ან ამ წინადადებაზე მთანხმები,ან ჩემთვის მიზანი გაამართლებს ყოველგვარ შესაძლებლობას და მერე პრეტენზიებს აღარ მივიღებ.!
-და სვანურ ბრძოლაში რას გულისხმობ,ფარიკაობას გამიმართავ?
-მომისმინე,შენ !-საბა საყელოში ხელი წაავლო და სახე ახლოს მიუტანა-მორჩი ამ ირონიულ საუბარს,თორე გეფიცები,შენ არ იცი რისი გაკეთება შემიძლია ჩემი მიზნის მისაღწევად,ნენეს ისე ელაპარაკე,თითქოს შენზე შეყვარებული ქალი კიარა უკანასკნელი კახპა იყო,ქალთან მოქცევა არ იცი,და აქ ვინ არი 19 წლის გამაგებინე?!იცი რა შეუძლია ნენეს?სულ მიწაში,რომ დამმარხო ცოცხლად,არაფერია შეყვარებულ ქალზე საშიში,უშხვანო და ფეხებზე შენი დანგრეული ცხოვრება,რომელსაც ისე გაანადგურებს მეძმარიაშვილი თვალს არ დაახამხამებს,მე ლილეზე ვნერვიულობ,ვიცი თუ თქვენ შორის ნენე ჩადგება მასაც ეტკინება,მე შენ ადგილზე სიტყვებს შევარჩევდი,როცა იმ ქალს ველაპარაკები,რომელსაც თავმოყვარეობაზე მეტად ვუყვარვარ,ერთი თავში ავარდნილი ხეპრე ხარ,რომელსაც საღი ტვინში არაფერი შერჩენია,თუ ლილე შენ აგირჩევს მე განზე გავდგები,ისე და იმდენად,რომ ლილე ჩემ აჩრდილს ვერ დაინახავს,მხოლოდ იცოდე,საკმარისია ერთი შეცდომა,შენი ერთი ფეხის გადაბრუნება ლილესთან და შენ ცხოვრებაში აჩრდილის როლს ისე მოვირგებ,საკუთარი ჩრდილის შეგეშინდება,ღამის კოშმარად გექცევი და სულ 10 შვილის მამა,რომ იყო და ათივეს დედა ლილე იყოს უკან არაფერზე დავიხევ,ისე წაგართმევ და დამიჯერე,ჩემ სისხლს და სიყვარულს გეფიცები,ამას გავაკეთებ!სიტყვას არ გადავდივარ,უშხვანო!-დუდას ხელიდან თავი დაიხსნა და ჯაფარიძის წინ თითის ქნევით დაუდგა.
-ანუ საკმარისი ისა,რომ ლილემ მე ამირჩიოს?იცი,რომ შანსები ნოლს ქვემოთ გაქვს?
-მე შენ ადგილზე დარწმუნებული არ ვიქნებოდი.
საყელო შეუსწორა უშხვანს და გაუღიმა.
სახლისკენ დაიძრა.
ღრმად სუნთქავდა ჰაერს,გოგონების ფანჯრიდან გადმომდგარი ლილე,რომ დაინახა და ადგილზე გაქვავდა.
თეთრი სარაფანი ეცვა,ქერა ლოკონებს სიო თავის ჭკუაზე დაატარებდა ნაკანის ბეჭებზე.
საოცარი სანახავი იყო.
-ნაკანო,რით დავიმსახურეთ დილით თქვენი ხილვა?-ასძახა ეზოდან გაღიმებულმა და სიგარეტს მოუკიდა.
-დუდა,შენც გღვიძავს?-ლილეს ზემოდან ქეთას სახეც გამოჩნდა,ეცინებოდა ამ გოგოზე,როგორ ცდილობდა ლილესა და დუდას შორის ხიდის აგებას.
-მღვიძავს,ქეთა თქვენ რამ გაგაღვიძათ ?-თვალებდაწვრილებული უყურებდა გოგონებს და იღიმოდა.
-დუდა,ბანქოს თამაში იცი?-იკითხა ლილემ და უკან მდგარი უშხვანი დააიგნორა.
-დავუშვათ,ვიცი..-გაეღიმა დუდას.
-კარგად თამაშობ?“არიფი“ თუ ხარ არ გვინდა..-ცხვირი აიბზუა ანამ.
-თავად დატესტეთ ქალბატონო ანა,მე გიცდით!-ხის სავარძელში მოთავსდა,პატარა მაგიდის წინ.
გოგონები 5 წუთში გაჩნდნენ ეზოში.
-წყვილებში ვითამაშოთ,რაა!-გაწელა სიტყები ქეთამ.
-არ ვიცი..-ანას წამოწყებული წინადადება ჰაერში დაიჭირა ნინიძემ ფეხზე ისე დააჭირა თავისი ტერფი.
-არ იცი,რა მაგარი მეწყვილე ვიქნები,ჩემო მაჩვო!-თვალები დაუბრიალა და ლილეს ადგილი გაუცვალა.
დუდა-ლილეს დუეტი ისე დინჯად და მშვიდად აგებდა,ნინიძეს და ანას ბედნიერების ჟივილხივილი იქაურობას იკლებდა.
-დუდა,ეს არი თამაში ვიციო?-ნაწყენმა გადახედა ჯაფარიძეს.
-ლილე,მე ვიცი ხელოვნება ამ თამაშის,მიყურე და ისწავლე..-ხელი წვერებზე დაისვა და სკამზე გასწორდა.ბოლო ხელი ჰქონდათ დარჩენილი,ზედიზედ 3ჯერ,რომ დაუწერა გოგონების დუეტს „ხიშტი“( კიდევ არ ვიცი რა ჰქვია),ლილე ემოციებს ვერ მალავდა.წაგებული თამაში მოიგო და ამაყად გადაწვა სკამზე.
-რაო,გოგოებო ვინ არი „არიფიო“?-იცინოდა დუდა,ბიჭებიც ნელ-ნელა გამოვიდნენ სახლიდან.
-რას შვრებით?-თავზე მიშკა წამოადგა ოთხეულს.
-გოგოებმა დამაწვინეს..-ამოიხვნეშა დუდამ.
-ამათთან წააგე ბიჭო?-სიცილი აუვარდა მიშკას,ფურცელს დახედა და ბოლო ხელის ანგარიშზე იმდენი დასცინა ქეთას და ანას,იმათ გული მოუვიდათ და დიდებაშვილს ხმას აღარ სცემდნენ.
ბავშვებმა ისაუზმეს და ყველანი იმ მანქანებში გადანაწილდნენ,რომლითაც გურიაში ჩამოიყვანა ნინიძემ.
კატეგორიულად მოსთხოვა ყველას,არც ერთს წამოეყვანა საკუთარი მანქანა ან მშობელი შეეწუხებინა,ნინიძეებმა ყველა დეტალი მოაგვარეს.
ჯაფარიძეს გული მიეწურა იმ მანქანაში,რომ არ ჩაჯდა ლილე,სადაც თავად იყო.
ის იყო უნდა დაძრულიყვნენ ქეთამ,რომ მიირბინა მძღოლთან.
-არ წახვიდეთ,ორის ადგილი არი?-მანქანაში შეიხედა და ბიჭებს გადახედა.
-თუ გაიჭირვებთ სამიც ჩაჯდება.
-ბრძანდებოდეს ქალბატონი ანა,არაა ღირსი,ლილე მოდი!-ეგონა ჯეკპოტი მოიგო,გაეღიმა.ქეთა ახლა ისე უყვარდა,როგორც ნიაკო.კარი რომ გააღეს და ლილეს თეთრი სარაფანი დაინახა,გული შეუქანდა.
სწრაფად იცვალა მიშკამ ადგილი და დუდას წინ დაჯდა,სადაც ერთი თავისუფალი ადგილი იყო.გვერდით ქეთა მიუჯდა და გაღიმებულმა თვალი ჩაუკრა ჩაფიქრებულ ჯაფარიძეს.
-დუდა,ფანჯარასთან დამსვამ?-გაეღიმა ლილეს ბავშვურობაზე,გვერდით გადაჯდა და ლილეს ადგილი დაუთმო.მთელი გზა ვერ გააჩერეს ნინიძე.
ხან რას აყოლებდა ბიჭებს ხანაც რას.
დუდას ეძინებოდა ისე და იმდენად,რომ ლილეს შეეცოდა.
ბევრი არაფერი უთქვამს,ფრთხილად მოხვია,სუსტი თითები და მისი თავი თავის მხარზე დაადებინა.
ქეთა და მიშკა ამ მომენტის შემყურე,პირდაპირი გაგებით დადუმდნენ.
ჩასვლამდე ხმა აღარ ამოუღიათ.
დუდას ჩვილივით ეძინა.
მისი გრილი არომატი,ნაკანს აბრუებდა,უცნობი შეგრძნება იყო ეს ბიჭი თავიდან ბოლომდე.
ქეთამ ჩუმად გადაუღო ორივეს ფოტო და ანას გაუგზავნა.
„უშხვანს ჩაახუტე გულში :დ :დ“
ძილშიც გრძნობდა ლილეს ნაზ კანს.
სიამოვნებისგან აჟრიალებდა,თავს ვერ ართმევდა სიზმრების საუფლოს.
ცხოვრებაში იშვიათად ჰქონდა მომენტები,როცა სასწაულების სჯეროდა.
ახლა,არანაირი უფლება არ ჰქონია,არ ეწამა,იქ იყო,მასთან იყო,მის კანს ეხებოდა,მისი სხეული ასე ახლოს ჰყავდა და ვინ დააჯერებდა,რომ იქ,ზემოთ ლილეს და დუდას სახელები იმ წიგნში ერთმანეთის გვერდიგვერდ არ ეწრა?!
ვერცერთი მიწიერი თუ არამიწიერი.
ამას ან გრძნობ ან არა.
დუდამ ბოლომდე იგრძნო ნაკანი.
მისი სინაზე,მისი სარაფანი,მისი თეთრი კანის ფერი.
სუსტი სხეული,წვრილი თითები.
ჩალისფერი კულულები და გამოკვეთილი ლავიწები.
რომ შესძლებოდა,ამ სილამაზეს დაიფიცებდა,რომ ხელიდან არასდროს გაუშვებდა..
რომ შესძლებოდა..
მასში დარწმუნებული,რომ ყოფილიყო მის სიწმინდესაც დაიფიცებდა.
გატეხდა ღვთის დანაბარებს ფიცის შესახებ და სიყვარულს ფეხზეც წამოუდგებოდა.
იმ მომენტში პირველად შეეშინდა,რომ ეს არსება მისი არ იქნებოდა..
პირველად შეეშინდა ღირსების და წაგების.
თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და მძღოლის სიტყვა „ჩამოვედით“-სამუდამოდ შეძულდა.
***
მთელი დღე ეძინა.
რატი დაესიზმრა.
უღიმოდა და თანხმობის ნიშნად თავს უქნევდა.
სულ სველმა გაიღვიძა.
ტელეფონი მოიძია და საბას დაურეკა.
-ლილე..?!კარგად ხარ?-გაისმა უშხვანის ხრინწიანი ხმა.
-გაყრის საბუთები გამომიგზავნე,დღესვე, თბილისში.-უჩვეულოდ მკაცი ხმა ჰქონდა,ტანში გასცრა უშხვანს.
-რა?ლილე ამის დრო..
-გაყრის საბუთები გამომიგზავნე,მგონი სავსებით გასაგებად გითხარი ყველაფერი!-ტელეფონი გაუთიშა და საწოლიდან ადგა.
ყველანი მისაღებში იყვნენ.
იქ მამა-შვილი ჯაფარიძეების ნახვას ნამდვილად არ ელოდა,დაბნეულობისგან ლამის კიბიდან გადმოვარდა.
-ბაჩო,ნიას გეფიცები ეს ყველაფერი სპეციალაურადაც,რომ დამეგეგმა ლილეს ცოდვა არ გამახარებდა,ვიდეოზე ყველაფერია,როგორ მისდის ლილეს გული ზედმეტი ალკოჰოლისგან,ყველაფერი იმ თანმიმდევრობით..
-დუდა.!-ლილეს ხმაზე ყველა შეკრთა.
-ლილე,შვილო,გისამძიმრებ..-ფეხზე წამოდგა ივანე.
-მადლობა..-ამოიჩურჩულა გოგონამ და მზერა დუდაზე გადაიტანა,რომელიც ბაჩოს უყურებდა.-ეს რა არის?..-მაგიდაზე დადებულ დისკს დააჩერდა.
-შენი უდანაშაულობის მტკიცებულება..-ამოიხრიალა დუდამ-თუ იმ ყველაფრის მერე,რაც ლილეს გამოატარა კაცად მიგაჩნია და მის გვერდით შენ დას დამნაშავედ თვლი,სალაპარაკოც არაფერი გვქონია..-მამამისს ანიშნა და გასასვლელისკენ დაიძრა ბაჩოს ხმამ,რომ შეაჩერა.
-დუდა,მაპატ..
-ბოდიში ლილესთან გაქვთ მოსახდელი,რატი ნაკანის სამარესთან და საკუთარ თავთან.
ამოიალაპარაკა და სახლი დატოვა.
იგრძნო,როგორ აედევნა ლილე.
-დუდა!-ვერ გაუბედა ლილეს ყურადღების არ მიქცევა,გვერდის ავლა,შემობრუნდა და ივანეს ანიშნა მანქანაში დალოდებოდა.-ეს რატომ გააკეთე?.
-ფეხებზე,უშხვანი რას ფიქრობს,ვერ ავიტანდი ოჯახშიც შენ ჰგონებოდი ვინმეს დამნაშავე..-ისე უთხრა მისთვის თვალებშიც არ შეუხედავს.
-დუდა,დღეს ვეყრები..-ამოიჩურჩულა ლილემ.
-ეყრები,გასაგებია,გილოცავ და ვწუხვარ,რომ ოდესმე მისი ცოლი გერქვა..-ძარღვები დაებერა ჯაფარიძეს.
-ახლა ამის დრო არ არის,მაგრამ არის რაღაც რისი განხილვაც და შემოთავაზებაც შენთვის მინდა..
-დამირეკე,როცა საუბრის დრო იქნება.
-დუდა..
-გისმენ,ლილე..-მისი ხმა ახლა უფრო აგიჟებდა ვიდრე წლების წინ,ახლა მის წინ 19 წლის დუდა აღარ იდგა,მის წინ მამაკაცი იყო,რომელსაც ბავშვური,წრფელი სიყვარულით უყვარდა დღემდე.
-მადლობა,ამას არასდროს დავივიწყებ.
არაფერი უთქვამს,გაბრუნდა და წავიდა.
ბაჩოსთან ლაპარაკის სურვილი არ ჰქონდა,მხოლოდ ის თქვა,რომ სვანეთში აღარ დაბრუნდებოდა და ვისაც სურდა მასთან ერთად წასულიყო თბილისში.
უსიტყვოდ ჩაალაგა ლენამ თავისი ნივთები და პირველ სართულზე,შემოსასვლელთან დაალაგა.
-შენ რა მიდიხარ?-ამოიხრიალა,ბაბამ.
-ჩემ გოგოს დამაშორე,მითხარი რატი მოუვლის,ნუ ჩაერევიო,აი,სადამდე მიმიყვანე შენი სვანეთის სიყვარულით,არ ვაპირებ ჩემი გოგონა ასეთ რთულ მომენტში დავტოვო,შენ თუ გნებავს დარჩი,დარჩი და იგლოვე,ის რაც სულ დასალიერში,რომ წაგვიყვანონ,მაინც ვერ დატოვებს ჩვენს გულს...-ცრემლები ხელისგულებით შეიმშრალა.
-ლენა..
-ბაბა,საკმარისია!მას ვჭირდებით არ გესმის?ვჭირდებით,რატიზე მეტად ახლა ლილეს ვჭირდებით,ჩვენს პატარას,უდედოთ გაიზარდა,ახლა უმამოდ დარჩა და რას მთხოვ სვანეთს შევწირო შვილიშვილი?!
-ჩემი ნივთებიც აქ დევს..?!-წარბაწეულმა დახედა ჩანთებს.
ლენას გაეღიმა და თავი დაუქნია.
თბილისში გადავიდა მთელი ოჯახი.
ბაჩომ მამის ბიზნესის სადავეები აიღო ხელში და თეორიულად ნასწავლის პრაქტიკაში გატარებას მოჰყვა.
ლენა და ბაბა სახლში ფუსფუსებდნენ,ბაბა ყოველ დილით რწყავდა ნაკანების ულამაზეს ბაღს.თითოეულ ყვავილს ისე უვლიდა,როგორც საკუთარ შვილს.
ლენა ლილეს გვერდიდან არ შორდებოდა.
ყველა მის გადაწყვეტილებას ცივი გონებით აფასებდა და მხარს უჭერდა.
საბასთან ხელი იმ კვირაშივე გააწერა.
სამუდამოდ დაუსვა წერტილი უშხვანს.
ანამ ამბავი,რომ მოიტანა უშხვანი და მეძმარიაშვილი ერთად დავინახე რესტორანშიო გულისწყრომაც ვერ იგრძნო.
დუდა აღარ ჩანდა.
ახლა ლილეს უნდოდა მისი ახლოს ყოფნა და ახლა თავად ჯაფარიძე გაერიდა.



-ვიკა შემომიტანე პარტნიორი ფირმის საბუთები.-ბაჩო კაბინეტში იჯდა თავის მდივანს ალმაცერად უყურებდა და თავისსავე ფიქრებზე ბრაზობდა.
-ინებეთ,ბატონო ბაჩო..-ამოილაპარაკა გოგონამ და გასვლა დააპირა უფროსმა,რომ გააჩერა.
-ვიკა,შემახსენე ხელფასი რამდენი გაქვს?-თვალები დააწვრილა,გოგონას ეგონა ახალი უფროსი ხელფასების შემცირებას და კადრების განთავისუფლებას დაიწყებდა.
-1000 ლარი..-ამოიჩურჩულა და ტუჩზე იკბინა,რომ არ ეტირა ამაზე შიშით.
-დილის 9-დან საღამოს 10-მდე აქ ხარ და მხოლოდ 1000 ლარი?-თვალები გააფართოვა ბაჩომ და ინსტიქტურად ვიკამაც.
-სამსახური ძალიან მჭირდება და ...-თითქოს ბაჩო მოქმედებდა იმდენად იბნეოდა მასთან საუბრის დროს,ადრეც შეუნიშნავს უფროსის ვაჟიშვილი,მაგრამ ყურადღება არ გაუმახვილებია,ახლა კი მთლად სახარბიელო სიტუაციაში არ იყო.
-სწავლობ?
-არა,დავასრულე..
-დაოჯახებული ხარ?-ამ კითხვის გაგონებისას ვიკა შეკრთა.
-არა..
-გასაგებია და რა გაიძულებს 1000 ლარზე მუშაობას?-თითქოს გოგონას ეთამაშებოდა და განძრახ არ ანებებდა თავს.
-დედაჩემი ავად არი,მომვლელს და წამლებს ჰყოფნის..-ამოილაპარაკა და დამნაშავე ბავშვივით აიტუზა კართან.
-გასაგებია,კარგი ვიკა,ყავა შემომიტანე..
საბუთებს,რომ გადახედა ღიმილი სახეზე შეეყინა.
ერთადერთი შემოთავაზება ახალ ბიზნეში წილის შეტანაზე ჯაფარიძეების კომპანიას ჰქონდა.შეხვედრა მეორე დღეს დაუნიშნა ახალ პარტნიორს.
***
ეროვნულების ციებ-ცხელება გადააგორეს.
ლილემ მეოთხე საგნად ისტორია აიღო,რაღაცნაირი იყო მათემატიკის გენიოსისგან.
ცხელი ზაფხული მთლიანად საბას ეკუთვნოდა,მხოლოდ იმიტომ,რომ დუდაზე მეტად მას ჰქონდა ლილეს სიახლოვეში ჰყოფნის პრივილეგია.
ბაჩო,ანა,ქეთა,ლილე და საბა დასასვენებლად ზღვისპირეთში წავიდნენ.
როგორ არ ეცადა ქეთა,მაგრამ ვერაფრით ჩაუშალა საბას თავისი გეგმები.
საღამო იყო,საკუთარი სახლის წინ სანაპიროსთან იდგა მარტო ნაკანი.
-არ უნდა გადაგელოცა ჩემი თავი ნენესთვის ასე უპრობლემოდ..-გაისმა საბას ხმა,არც გარხეულა,გაიღიმა და ისევ ზღვის ტალღების დაკვირვება განაგრძო.-იცოდი,ბავშვობიდან შენ მიყვარდი,იცი რაც მემართება ყველა შენი შეხების მომენტში და ასე უმოწყალოდ დამთმე,ლილე ხვდები რა გააკეთე?ერთი პატარა შეცდომა..
-საბა,ღალატი პატარა შეცდომა როდიდან არის?
-ლილე,შეგვეძლო ეს პრობლემა მე და შენ,როგორც ჩამოყალიბებულ ადამიანებს პირადში მოგვეგვარებინა,არ იყო საჭირო წარმოდგენების დადგმა და ნენესთვის ისე გადაფორმება საბასი,ვითომ მე რაღაც ნივთი ვიყო.
-ვაღიარებ,შევცდი.-ისე ამოილაპარაკა საბამ ძლივს გაიგო.
-ნენე,რომ მინდოდეს აქ არ ვიქნებოდი,შენთან მინდა ლილე და ზუსტად ვიცი ჩვენ წარსულს ასე არ ჩაუვლია,რომ შენთვის სულ ერთი ვიყო.
-არ ჩაუვლია.
-ლილე,გთხოვ უბრალოდ მომეცი შანსი,რომ ყველაფერი გამოვასწორო,დავალაგო და ისეთი ურთიერთობა დავიბრუნო,როგორიც გვქონდა,მხოლოდ ამის უფლება მომეცი,ლილე.
-შენ მარტო შეძლებ ამას?-მისკენ მთელი ტანით შებრუნდა და მზერა ტალღებიდან მის თვალებზე გადაიტანა.
-შევძლებ,შენთვის შევძლებ,ოღონდ ნუ შემეწინააღმდეგები,ნუ წამართმევ შენთან ყოფნის უფლებას,ასე ნუ მომექცევი,ახლოს მომიშვი,ლილე..
-ნენეს უყვარხარ..
-ნუ ცდილობ მესამე პირის ჩარევას ჩვენ ურთიერთობაში,ვუყვარდე,მე ხომ არ მიყვარს?შენზე ოდესმე უარი მითქვამს?მასზე ბევრჯერ ვთქვი.
-მასთან იყავი,მასთან იწექი,საბა.
-ბარი-ბარში ვართ,შენ ისე მომექეცი,როგორც ნივთს.
-გასაგებია..-გაეღიმა ნაკანს.
იგრძნო,როგორ მოეხვია უშხვანის მკლავები წელზე.
ზუსტად ისე გააჟრჟოლა,როგორც პირველ ჯერზე,სიყვარულის ახსნისას.
-ნუ წამართმევ,შენ თავს,ლილე..-გოგონას ყურთან ამოიჩურჩულა საბამ.
-დაიმსახურე.
საოცრებებს სჩადიოდა უშხვანი.
თითქოს ლილეს თავს თავიდან აყვარებდა.
ბაჩო და ანა ხელს ისე უწყობდნენ,ნინიძეს ბრაზისგან ორთქლი გამოსდიოდა ყურებიდან.
მწვანე კონცხიდან ბათუმამდე ზურგზე მოკიდებული ატარა ფეხატკივებული ნაკანი საბამ.
გადაირია,ანა ბიჭის გალანტურობით.
ქეთა სახედაბრეცილი თავს აქეთ-იქით აქნევდა და წყვილს ამრეზით უყურებდა.
იცოდა საბამ ლილეს ადრენალინის მწვავე მოჭარბება ჰქონდა,არც ერთი ატრაქციონი არ გამოტოვა „ციცინათელაში“.მიუხედავად იმისა,რომ თავად გულისწასვლამდე ეშინოდა,ლილეს გვერდით იყო თითოეულ მათგანზე.
ამას უყურებდა ნაკანი და შეუძლებელი იყო არ შეემჩნია.
გამოცდების პასუხები,რომ გაიგეს მაშინაც საბა იყო მის გვერდით.
სრული დაფინანსება უნივერსიტეტში,ლილესთვის დასახული მიზნის მიღწევა იყო,ისე, როგორც ყველა აბიტურიენტისთვის.
მთელი სხეულით ეკვროდა უშხვანს,სიხარულს ასხივებდა და საბა მის შემხედვარე ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან.
თბილისში სექტემბერში დაბრუნდნენ.
კლასმა გადაწყვიტა,სანამ უნივერსიტეტი დაეწყებოდათ,მანამდე ერთად აღენიშნათ ჩაბარება.
პირველად მაშინ გაახსენდა.
პირველად მაშინ იკბინა სიმწრით ტუჩზე დარბაზში დუდა ჯაფარიძე და მის გვერდით ულამაზესი გოგონა,რომ გამოჩნდა.
თეთრი ტილოს პერანგი და შავი შარვალი ეცვა,პერანგის ბოლოები მაჯებიდან იდაყვებამდე აეკეცა და ჯიბეში ხელებჩაწყობილი მიემართებოდა მაგიდისკენ,ხელკავით შავგრემანი გოგონა მიჰყავდა.საღეჭ რეზინს ისე ამოძრავებდა,ლილეს ჯერ ნერვები ეშლებოდა,მერე ჩამოცხა,წვერი ოდნავ მოეშვა და ისეთი სიმპათიური იყო კლასის გოგოები მაშინვე წამოიშალნენ დუდას დანახვაზე.გაბრაზდა,ნერვები ისე მოეშალა დაიგნორებულ მზერაზე,რომ ლამის იყო გასკდა ბოღმისგან.დუდამ ყველა გადაკოცნა,ვინც მასთან მივიდა,ვინც სკამზე დარჩა შესაბამისად,ჯაფარიძემ თავისი ყურადღების ღირსიც არ გახადა.აქტიურად ადევნებდა თვალს ლილეს სოციალურ ქსელში გამოჩენილ ფოტოებს საბასთან ერთად,პირობა,პირობა იყო.არ დაარღვევდა,სულ რომ გულის წასვლამდე ჰყვარებოდა,თავს არ დაიმცირებდა,არ მიაჩნდა ეს ყველაფერი საღად.დათმო,იმიტომ,რომ ეგონა თავად შეცდა და არა იმიტომ,რომ ბრძოლა მობეზრდა.
ლილესგან მოშორებით დაიკავა ადგილი,მის გვერდით მოკალათებულ გოგოს წამდაუწუმ უღიმოდა და არ იღლებოდა მასთან ფოტოების გადაღებით,მაშინ,როცა ჩვეულებრივ სიტუაციაში დუდა და ფოტოსესია ძალიან შორს იყო ერთმანეთისგან.
ვერ გაუძლო,სისხლი აუდურდა ნაკანს.
უყურადღებობა ვერ აიტანა.
-რას ნიშნავს მისი საქციელი?-ცოფებს ყრიდა ნერვებმოშლილი ლილე.
-ლილე,ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდის?-ქეთას ამ ტონზე უფრო მოეშალა ნერვები-არ დაგავიწყდეს,რომ საბას შეყვარებული ხარ,მეტიც გუშინ,რომელიღაც ინტერვიუში გამოაცხადა,რომ საცოლეც ჰყავს,იდეაში შენ!რას ელოდები,ხომ ვერ ამიხსნი?ჯაფარიძე მოვა და სიყვარულს აგიხსნის ყველას თვალწინ?ასე არ იმცირებენ თავს ნამდვილი კაცები!
-შენ რა ქეთა,ასე რატომ ბრაზდები დუდასთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე?-სიბრაზემ ათქმევინა,სიტყვები,რომლითაც ქეთას გული მოუკლა,წამის მეასედში გაანალიზა,რაც თქვა,როგორც მოიქცა და ცრემლები მოაწვა-მაპატიე,მე უბრალოდ..
-შენ უბრალოდ ერთი ეგოისტი გოგო ხარ,რომელსაც ჰგონია,რომ სამყარო მის ირგვლივ ტრიალებს,არა ჯაფარიძე არ მომწონს,მაგრამ შენი საქმრო უფრო მაღიზიანებს,ჰო,ჯაფარიძის ყველაზე უკანასკნელი ქმედება მირჩევნია საბას „საყვარლობებს“,იცი რატო?საბას არასდროს შემოუხედავს შენთვის ისე,როგორც დუდა გიყურებდა,არასდროს მიგრძვნია ჰარმონია შენსა და საბას შორის,მაპატიე,ლილე მე საბა არ ვარ და იმას ვერ მოისმენ ჩემგან,რისი გაგებაც გსიამოვნებს!მე შენი მეგობარი ვარ,შენდა გასაოცრად!-ჩანთას ხელი დაავლო,ბავშვებს დაემშვიდობა და წავიდა.უკან დუდა,რომ გაედევნა ფეხები მოეკვეთა ლილეს.
-ქეთა,ქეთუშ რა ხდება?!-მაჯაში წაავლო ჯაფარიძემ ხელი და მოაბრუნა,ატირებული გოგოს დანახვაზე სახე მოერყა.
-მაგრად მიქარე,საბას რომ დაუთმე!მოვა დრო და ამ სიტყვებს ორივეს გაგახსენებთ,მე მხოლოდ ის მინდოდა,რომ..-დუდამ ხელი მოხვია და სიმწრით გაღიმებულმა ჩაეხუტა.
-ლილე ძალიან მდიდარი გოგოა,შენ რომ ჰყავხარ.
-გააჩნია ვისთვის..-გაეღიმა ქეთას,ტაქსი გააჩერა და წავიდა.
საბამ მოაკითხა და წაიყვანა.
კითხვაზე „რა გჭირს“ ყველაზე აღიარებული სიცრუე უპასუხა „არაფერი“.
ისევ დუდამ შეარიგა.
ქეთას იმდენი ელაპარაკა ჯაფარიძემ მერე,ლილეს ბოდიშებზეც ნინიძემ უკან დაიხია.
ანა ცხარე ცრემლით ტიროდა,ჩვენ დაშლას ვერ გადავიტანო.
არ დაშლილან.
ქეთამ მწარედ გააფრთხილა,ვერასდროს გაიგებ იმას ჩემგან,რისი მოსმენაც გინდაო.
საბას დაუფარავად უთხრა,რომ არ მოსწონდა და თუ ამასთან რაიმე სახის პრობლემა ჰქონდა,შეეძლო ლილესთან გაერკვია.
ლილეს ხათრით ორივე იტანდა ერთმანეთს.
უნივერსიტეტის პირველივე წელს სთხოვა ხელი.
ბედნიერი იყო რატი ნაკანი შვილის სიხარულით.
ლილეს კურსელები ბოღმისგან იბერებოდნენ უშხვანის ყველა გამოჩენაზე უნივერსიტეტში.
ჯაფარიძე კი ისე გაქრა,როგორც იმ დილით შეჰპირდა საბას.
ულამაზესი ქორწილი ჰქონდათ.
რატი ნაკანი ამაყად დადიოდა სტუმრებს შორის, ღრმად იყო დარწმუნებული საკუთარი შვილის ბედნიერებაში.
მამა-შვილის ულამაზესი ცეკვა დარბაზმა მქუხარე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.
ბრწყინავდა ლილე,ისეთი ლამაზი იყო უზარმაზარ სადედოფლო კაბაში თოჯინას ჰგავდა.
ცდილობდა თავშეკავებული ყოფილიყო,მაგრამ ემოციის ტალღებს ვერ უმკლავდებოდა.
საბა გაღიმებული გადმოხედავდა ცოლს და კმაყოფილი მოავლებდა მზერას მთელ დარბაზს.
ქეთამ მეჯვარეობაზე უარი თქვა და ეს საქმე ანას გადააბარა,რომელიც სიხარულით დათანხმდა შემოთავაზებას.
ქორწილი ისეთი გრანდიოზული იყო რამდენიმე ტელევიზიამაც გააშუქა რეპორტაჟით.
უყვარდა,განა არ უყვარდა?
მაგრამ საკმარისად არა.
თაიგული მიშკა დიდებაშვილმა დაიჭირა და კლასელებში გაღიმებული ნინიძე გამოარჩია.
-ქეთუ,დაიჭირე რა..-მობეზრებული მზერით მიუჯდა გვერდით ნინიძეს.
-სხვაგვარად შეგეძლო გეთქვა..-გაეღიმა ქეთას მიშკას ქცევაზე და თაიგული თავისი თეფშის გასწვრივ დადო.
-ანუ ისე კიარა..-დაიბნა დიდებაშვილი.
-ანუ ასე-თვალი ჩაუკრა ქეთამ.
-ქეთუ, წამო ვიცეკვოთ..-სკამიდან სწრაფად ადგა და გოგონას გადახედა.
-წამო.
სიძე-პატარძალი თაიგულის სროლიდან ნახევარ საათში წასვლას აპირებდა.
საბას ტელეფონზე უცნობი ნომრისგან ზარი,რომ შემოვიდა და უშხვანმაც ცოტა ხნით მარტო დატოვა ლილე.
-ლილეს გარეშე გამოდი გარეთ,მეორე გასასვლელიდან..-ჯაფარიძის ხმის გაგონებაზე ტანში უსიამოდ გასცრა საბას.
-რაიყო,ჩემ მოკვლას აპირებ?-გაეცინა ნაძალადავევად უშხვანს.
-შენი მოკვლა იდეაში,რომ მქონოდა დღეს ცოლს ვერ მოიყვანდი,გამოდი-მეთქი თუ არ გინდა ნასვამი მეძმარიაშვილი პირდაპირ დარბაზში შემოგივარდეს!-ტელეფონი გაუთიშა და ნენეს გადახედა,რომელიც ტირილისგან უკვე ცახცახებდა.
-მეზიზღება,დუდა,მეზიზღება გესმის?!-გოგონას ხმა წართმეოდა და ხაოდა.
-დამშვიდდი,თუ არ გინდა მასაც შეზიზღდე არც იფიქრო იქ შესვლა,მორჩი გესმის?
-შენ ყველაზე უკეთ უნდა გესმოდეს ჩემი..-ამოიტირა გოგონამ და დუდას ბეჭზე თავი დაადო.
-არ მესმის ნენე,მე ლილეს ბედნიერებისთვის მისი გაშვება შემიძლია,შენ არც კი ფიქრობ,შენი იქ მისვლით საბას რას გაუკეთებ..
-ცხოვრებას დამინგრევ..-გაისმა საბას ჩახლეჩილი ხმა და ორივემ უკან მიიხედა,იდგა უშხვანი,სიგარეტს ეწეოდა და ჰორიზონტს გაჰყურებდა.
-შენ,რომ დამინგრიე?-დუდამ წამოდგომა დააპირა,ნენეს ხელები რომ ჩააფრინდა მისას და ადგომის უფლება არ მისცა.
-ნენე,ოდესმე მითქვამს,რომ მიყვარდი?
-16 წლის გოგოს გრძნობებზე თამაში იდეალურად შეითავსე და ახლა,როცა გეუბნები ცხოვრება დამინგრიე-მეთქი სიყვარულზე და დაპირებებზე მელაპარაკები,არა?-სიმწრით გაეღიმა მეძმარიაშვილს.
-ძალა დაგატანე?-დუდას ირონიულად ჩაეცინა და ღებინების შეგრძნება დააიგნორა,რომელიც საბას სიტყვების მოსმენისას გაუჩნდა.
-არა,ჩემი სიყვარულით ისარგებლე,უანგარო სიყვარულით,მათხოვრული სიყვარულით,ისარგებლე იმიტომ,რომ იცოდი პრობლემებს არ შეგიქმნიდი..
-ნენე,შენ გამო ლილე 1 წელი არ მელაპარაკებოდა,გამახსენე რომელი პრობლემის არ შექმნაზე მელაპარაკები?მიდი,წამოდი,შევიდეთ და გამოაცხადე,რომ გიყვარვარ,ხვალ შენზე ყველა იჭორავებს,ზეგ ყველას შეეცოდები, მე კი ჩემ მეუღლესთან ერთად დავტოვებ აქაურობას და თაფლ..
-მოკეეტე,ამის დედაც..!-იღრიალა ჯაფარიძემ და პირდაპირ საყელოში სწვდა საბას.-ასეთი არაკაცი ლილეს როგორ შეუყვარდი,შენ რა სულ დაკარგე ადამიანობა?წადი,გაა&^ი,ეს გოგო უშენოდ ცხოვრებას ისწავლის და დრო მოვა ინანებ შენ სიტყვებს,ის ქალი არ უნდა დაამცირო,ვისაც შენი თავი სიცოცხლეს ურჩევნია,რანაირად უნდა ვიწამო იმის,რომ ლილე გიყვარს,ქალი,რომ გიყვარდეს ეგ სიტყვები პირიდან არ ამოგივიდოდა!ნაბი%%არი..-ნენეს მკლავში ხელი სტაცა და მანქანაში ჩასვა.
ვერ იჯერებდა,არ უნდოდა გაეაზრებინა,რომ ამ კაცს მისი საყვარელი ქალი დაუთმო.
იცოდა,ადრე თუ გვიან ლილეს მწარედ ატკენდა გულს და ეს წინათგრძნობა გულ-მუცელს უწვავდა.
***
ჩარიცხული ხელფასი,რომ დაინახა სახე გაუბრწყინდა.
ანგარიშზე ორჯერ მეტი თანხა იყო,იფიქრა ბუღალტერიაში რამე შეეშალათო და მეოთხე სართულისკენ დაიძრა,სადაც მანანა დეიდა თანამშრომლების ხელფასებს ანაწილებდა.
-ვიკუნა,როგორ ხარ დედი?-მანანა ქუნთრუშა ქალი იყო,რომელსაც ყველა თანამშრომელი შვილად მიაჩნდა,მებაღე ანზორის გარდა.
-არამიშავს,მანანა დეიდა,მგონი შეგეშალათ ორი ათასი ჩამერიცხა..
-ჰო,არ შემშლია..-უდარდელად ამოილაპარაკა მანანამ და გოგონას მომღიმარი მზერა შეათანა.
-მე რომ..
-უფროსმა მოგიმატა გაწეული სამსახურის გამო...-თვალი ჩაუკრა მანანამ ვიკას.
მეოთხედან მერვეზე კიბით ავიდა და ბაჩოს კარებთან აიტუზა.
ფრთხილად დააკაკუნა და დაელოდა იქიდან პასუხს როდის გასცემდნენ.
-დიახ.
-ბატონო ბაჩო,შეიძლება?!-თავი შეჰყო კარში და ბაჩოს გაუღიმა.
-შემოდი,ვიკა.-ტელეფონი დადო და თითები მაგიდაზე აათამაშა.
-ჩემი ხელფასი,მე არ ..
-არ მოგწონს?
-არა,რას ბრძანებთ,უბრალოდ ..
-ვიკა,პირდაპირ რომ თქვა,არა?-გაეღიმა ბაჩოს.
-მადლობა..-მორცხვად ამოილაპარა ვიკამ და უფროსს გაუღიმა.
-მადლობა შენ, იმედია მუშაობის ტემპს არ დააგდებ..
-არა,არავითარ შემთხვევაში..
-ძალიან კარგი,ჩაი შემომიტანე თუ შეგიძლია..
-რა თქმა უნდა..-კარი გამოიხურა და გახარებულმა ღრმად ჩაისუნთქა,ახლა შეეძლო დედის წამლების გარდა საკუთარი თავისთვისაც მიეხედა.
ვიკა ერთ დროს საკმაოდ ძლიერი ოჯახის შვილი იყო,სამწუხაროდ ძმაში არ გაუმართლა,გიორგიმ აზარტული თამაშებით ოჯახი გააკოტრა,ამ მოვლენების ფონზე ვიკას მამას ინფაქტი მოუვიდა და გარდაიცვალა,დედა კი შვილის ციხეში ჩაჯდომამ და მეუღლის სიკვდილმა მძიმე დეპრესიამდე მიიყვანა.
ვიკას მოუწია მაღალი სტანდარტებიდან დაბალზე გადმოსვლა,რაც ყველა ადამიანისთვის ჯოჯოხეთის ტოლფასია.ეს იგივეა ატარებდე „მერსედესს“ და მოგიწიოს „ოპელზე“ გადმოსვლა(ყველაზე გაცვეთილი ფრაზა,რომელიც მკაფიოდ აღწერს გაკოტრების მტკივნეულ მხარეს)ჭირვეული გოგონა არ ყოფილა,მარტივად შეეგუა ბედს და მალევე დაიწყო სამსახური მიმტანად კაფეში,სადაც შემთხვევით გადაეყარა რატი ნაკანს,მამამისის ძველ ნაცნობსა და პარტნიორს,ვინაიდან გოგონას ბავშვობის სახე უცვლელად შერჩენოდა ნაკანმა მალევე იცნო 19 წლის გოგონს უკან ის პატარა ბავშვი,რომელიც ნაკაშიძეებთან ყოველი სტუმრობისას არ სცილდებოდა მამას.რატიმ,ვიკა თავისთან წაიყვანა და თანაშემწის ადგილზე დააწყებინა მუშაობა.იმ პერიოდში ნაკანების კომპანიაში არც ისე სახარბიელო სიტუაცია იყო ეკონომიკურად,სწორედ ამიტომ მუშაობდა ვიკა 1000 ლარზე.
ესეც ჰყოფნიდა და რატის უზომოდ მადლიერი იყო.
ბაჩოს ამ ყველაფერზე წარმოდგენა არ ჰქონდა.
საქმეებში ჩაფლული ისევ ვიკამ გამოაფხიზლა.
წინ ჩაის ფინჯანი დაუდო და ხელში საბუთებმომარჯვებულმა დაიწყო:
-დღეს გადაუდებელი შეხვედრა გაქვთ ბატონ ივანესთან,სად დავჯავშნო მაგიდა?
-ჩემთან სახლში..
-ბატონო?
-ივანეს უთხარი,რომ ნაკანების სახლში მოვიდეს საღამოს 8 საათზე.
-გასაგებია,ზეგ წვეულებაზე ხართ დაპატიჟებული მაჭავარიანებთან..
-ყვავილები და სამადლობელი ბარათი გაუგზავნე დიასახლისს,წვეულებებზე სიარულისთვის ზედმეტად ადრეა..
-ამ საბუთებზე გაქვთ ხელი მოსაწერი.-არ ჩერდებოდა ვიკა,ქაღალდები წინ დაუდო ბაჩოს და თითით აჩვენა სადაც უნდა მოეწერა ხელი ნაკანს.
-ეს კალამი..-ბაჩომ გაფუჭებული კალამი იქვე მიაგდო და მეორეს ძიებას მოჰყვა.
-ჩემი ინებეთ..-ვერცხლისფერი კალამი გაუწოდა გოგონამ.
-მადლობა..-ამოიბურტყუნა ბაჩომ და საბუთებს ხელი მოაწერა.
-იურისტებთან შეხვედრა როდის დაგინიშნოთ?
-ამ კვირაში მაქვს თავისუფალი დღე?-ამოიოხრა ნაკანმა და სკამზე გადაწვა.
-არა,კვირის ბოლოს იაპონიაში გაქვთ ბილეთები დაჯავშნილი..
-სადო?-სკამში გასწორდა ბაჩო და თვალები გააფართოვა.
-დიახ,ბიზნესპარტნიორი,რომელიც ვიცე პრეზიდენტმა მოიყვანა იაპონელია და სურს,რომ მათ ქვეყანაში მიგიწვიოთ ორი დღით,ორი ბილეთი დაგიჯავშნეს და ალბათ იქ გამართავთ საქმიან მოლაპარაკებას..
-ეს რის თაობაზე,გამახსენე!?
-იაპონური რესტორნის ქსელების გახსნასთან დაკავშირებით,მთელი საქართველოს მაშტაბით..-სათვალე ცხვირზე დაეკოფსებინა ვიკას და საბუთებიდან თავს მაღლა არც კი სწევდა.
-ზურა მოდის?-კომპანიის ვიცე პრეზიდენტი ზურა ნინიძე,ქეთას ძმა და ბაჩოს უახლოესი მეგობარი იყო.
-არა,ბატონმა ზურამ დარეკა და გამაფრთხილა ამ პარასკევს ბელგიაში მიფრინავს..
-აუ ეგ ხო „აირზენაა“ პირდაპირი გაგებით!-ხელები სახეზე მოისვა ბაჩომ და ვიკას გადახედა-შენ,რას აპირებ,ვიკუნა ამ კვირის ბოლოს?
-სახლში დედასთან ერთად ყოფნას..-ზემოთ არც ამოუხედავს ისე უპასუხა.
-ანუ სავსებით თავისუფალი ხარ და ჩემთან ერთად იაპონიაში წამოსვლას შეძლებ..
-იცით მეე..
-ძალიან კარგი,ვიკა,გაემზადე პარასკევს აზიაში მიმყავხარ,პრეტენზიების გარეშე,პრემიას მიიღებ თუ ნაკლებს იწუწუნებ...
სხვა რა გზა ჰქონდა?
კაბინეტი დატოვა,ბაჩომ ტელეფონს და მანქანაის გასაღებს სწრაფად მოავლო ხელი და უკან მიჰყვა ვიკას.
-გაგიყვან სახლში,წამოდი.-ისე მიაყარა ვიკას არც უკითხავს,უნდოდა თუ არა.
-საქმეები მაქვს..
-სახლში იმუშავე,სწრაფად,ვიკა!
-კარგით..-ამოილაპარაკა გოგონამ,ჩანთას ხელი დაავლო და უკან მიჰყვა სიმპატიურ უფროსს,რომლის ფიზიკურობასაც ახლა ნელ-ნელა უფრო მძაფრად აღიქვამდა.
მანქანაში ჩაჯდა თუ არა მაშინვე მისწვდა მის სასუნთქ ორგანოს მამაკაცის გრილი სუნამოს სურნელი.შავმა X6 -მა სწრაფად დატოვა კომპანიის ეზო და ტრასაზე მაქსიმალური სიჩქარე აკრიფა.ვიკას უნებურად გაეღიმა,უყვარდა ადრენალინის შეგრძნება და ნებისმიერი წამით შეეძლო მაქსიმალური სიამოვნება მიეღო.ნაკანის მზერას არ გამორჩენია გოგონას ღიმილი.
-ტარება იცი?!-ცალი ხელით ატარებდა საჭეს.
-კი,მამამ მასწავლა..-სევდიანად გაეღიმა გოგონას მამის გახსენებაზე.
-კარგი..-მანქანა მოულოდნელად გადაიყვანა გზიდან და კარი გააღო,ვიკა ჯერ გაოგნებული გონსაც ვერ მოვიდა რა ხდებოდა,როცა ბაჩომ კარი გაუღო და ანიშნა საჭესთან დამჯდარიყო.
-იცით,მე..-ძლივს ლუღლუღებდა ანერვიულებული გოგონა.
-ისეთი დროა,მანქანები ნაკლებად დადიან,მიდი ვიკა..-თვალი ჩაუკრა ბაჩომ და ღვედი შეიკრა-დამანახე რა შეგიძლია..
-თუ შეგეშინდებათ,უბრალოდ მითხარით და გავაჩერებ..-გაეღიმა ვიკას,უფროსის წარბაწეულ სახეზე და საჭესთან მოთავსდა,ჯერ სავარძლის ზომა შეამცირა,არც ისეთი მაღალი იყო,როგორც ნაკანი,შემდეგ სარკე გაასწორა და მანქანა დაძრა.ტრასაზე ნელი სვლით გაიყვანა,სიჩქარეს ნელ-ნელა უმატა და 5 წუთის შუალდში ისეთი სისწრაფით მიჰქროდნენ ბაჩო ემოციებს ვერ მალავდა.ეგონა სამყარო ამ მომენტში უფრო სწრაფად იწყებდა ტრიალს,სახეზე მონაბერი ჰაერი სასიამოვნოდ უვლიდა მთელ სხეულში და ამ სიამოვნებისგან აჟრჟოლებდა კიდეც,მანქანებს გვერდს ისე უვლიდა ბაჩო გაოცებული უყურებდა გაღიმებულ გოგონას.
-ვიკა..-წინ მომავალ დიდ სატვირთოზე იმის გააზრებაც არ უნდოდა რა შეიძლებოდა მომხდარიყო,უზარმაზარი მანქანა პირდაპირ მათ წინ მოდიოდა,ვიკა კი არასწორ ხაზში იყო,რადგან ორი წამის წინ წინსწრების მანევრს უკეთებდა წინ მიმავალ „აუდს“.ისეთი სიტუაცია იყო,ახლა მხოლოდ ღმერთი თუ გადაარჩენდა წყვილს.
ბაჩო ვიკას ღიმილმა სულ მთლად გააგიჟა,არ ელოდა ქალისგან მსგავს სიგიჟეს,იგრძნო როგორ გაუცივდა სისხლი და როგორ გაჩერდა წამი.წითელი სატვირთოს მძღოლი გამაყრუებელი სიგნალით გოგონას ანიშნებდა გზიდან გადასულიყო.საოცარი სიჩქარე ჰქონდა მანქანას აკრეფილი,ახლა გაჩერება სიკვდილის ტოლფასი იყო.სიგნალის ხმის გადასაფარად ვიკამ წამის მეასედში აუწია მუსიკას და სიჩქარეს უმატა.
ბაჩო გაყინული უყურებდა თვალბში სიკვდილს და პირველად ინანა თავის მარჯვენა ხელს რომ ენდო.დაახლოებით 10 მეტრის მანძილზე ნაკანი გარკვევით არჩევდა მძღოლის გაგიჟებულ სახეს და პირველად ისე შეეშინდა,რომ თვალები დახუჭა.
სიგნალის ხმა უკან,რომ მოიტოვა ნაკაშიძემ და აღტაცების შეძახილებიც გაისმა სალონში ბაჩომ თვალები გაახილა და ჰორიზონტს გაუსწორა მზერა.
მანქანამ სისწრაფე ნელ-ნელა დააგდო და გზიდან გადავიდა.
ვიკა გაღიმებული უყურებდა გაფითრებულ უფროსს,ბაჩო ჯერაც ვერ აღიქვამდა იმ ფაქტს,რომ სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
-პრემიას ვერ ეღირსები ამ თვეში..-ამოიჩურჩულა და მანქანიდან გადავიდა,შერცხვა თორე დიდი სიამოვნები აკოცებდა მიწას და დაჩოქილი ღმერთს მადლობას გადაუხდიდა ამ კატასტროფის თავიდან აცილებისთვის.
-მე მეგონა ადრენალინი გიყვარდათ..-ისე უდარდელად ამოილაპარაკა ვიკამ,თითქოს ორი წუთის წინ მიქელ-გაბრიელთან მოულოდნელი შეხვედრა არ დაუგეგმა უფროსს.
-ადრენალინი მიყვარს ვიკა,მაგრამ სიკვდილის პერსპექტივა ამ ასაკში არ მხიბლავს,ასე ტარება ვინ გასწავლა?!
-ადრენალინი და სიკვდილის პერსპექტივა პირდაპირ პროპორციული საკითხებია და ერთი მეორეს არ გამორიცხავს,ხომ გითხარით?!მამამ.
-მამაშენს აუცილებლად გადავცემ თავისი ქალიშვილის სიგიჟის ამბავს..-ჰალსტუხი შეიხსნა ნაკანმა და ღიმილშეყინულ გოგოს მზერა გაუსწორა.
-3 წლის წინ გარდაიცვალა..
-ბოდიში,ვწუხვარ,მე არ..არ ვიცოდი..-თავისი სიტყვების ისე შერცხვა ეგონა მთელი სხეული ეწვოდა.
-არაუშავს,მგონი ჯობია თქვენ დაჯდეთ..-გაუღიმა ბაჩოს და მგზავრის ადგილი დაიკავა.
-„ბეიბი დრაივერი“ ხარ. - ცხვირზე ხელი ჩამოჰკრა ვიკას და გაუღიმა.
გოგონა სახლში დატოვა და ნაკანების რეზიდენციისკენ აიღო გეზი.
***
სასტუმროს ლუქსი სპეციალურად მათთვის დაჯავშნეს მეგობრებმა საჩუქრის სახით და წყვილიც განმარტოვდა.
ლილე დაძაბული იდგა სარკის წინ და კაბის გახდას ცდილობდა ზურგს უკან საბას მზერა,რომ იგრძნო.
-დაგეხმარები..-კაბისგან მალევე გაანთავისუფლა ხელებაკანკალებული ლილე და მის დაძაბულობაზე გაეღიმა-ლილე,მეჩვენება თუ ნერვიულობ..?!
-ყველა პატარძალი ნერვიულობს საბა ამ დროს..-გაღიმება სცადა გოგონამ.
-მოდი,შუქი ჩავაქროთ ჰო?..-კისერზე მიაწება მისი მსხვილი ტუჩები უშხვანმა.
-ჰო..-ამოიჩურჩულა ლილემ და სარკეში მზერა საკუთარი სხეულიდან საბაზე გადაიტანა.
-ულამაზესი ხარ..-მისი ხმა იმდენად შეცვლილი,დაბოხებული და არა’საბასეული მოეჩვენა,რომ წამიერად გააჟრჟოლა.-ლილე,შენ ყველაფერი ხარ...
მეტად ხმა აღარ ამოუღია უშხვანს.
საწოლზე ლილეს ფითქინა კანი ისეთივე საოცარ სანახობას ქმნიდა,როგორც ხელოვნების ნიმუში ლუვრის კედელზე.
უდავოდ,ხელოვნებაა აღელვებული,ვნებაარეული ქალი,რომელსაც უყვარხარ.
ამისთვის არაა საჭირო მისი იდეალური გარეგნობა,ცისფერი თვალები და ოქროსფერი ლოკონები.ქალის სილამაზე მის უბრალოებაშია,მის მზერაში,მის ხმაში,მის შეხებაში,აქ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მის პარამეტრებს,აქ უმთავრესი მხოლოდ ის გრძნობაა,რომელსაც მასში გრძნობ.თუ ეგ ქიმია არ გაქვთ,ყველაფერი დროებითია,არ ბრუნავს და ვერტიკალურობასთან კავშირშიც კი არ არის...
ლილე არ იყო გოგონა ისტორებიედან,ის იყო ისეთივე რეალური,როგორც მე და როგორც თავად შენ ხარ,ჩვენი,როგორც ქალების იდეალურობას კი ჩვენში ჩაქსოვილი დეტალები განსაზღვრავს და არა მთლიანი სურათი.
დილით,რომ გაიღვიძა საბა ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა,მზერა ლილეზე გაეშტერბინა და გაღიმებული უყურებდა.
-როდის გაიღვიძე..?!-საწოლიდან ნელა წამოიწია ლილე და ზეწარი სხეულიზე მჭიდროდ მიიკრა,უხვანს გაეღიმა გოგონას ბავშვურ ქცევაზე.
-ერთი საათია დაახლოებით..
-რატომ არ გამაღვიძე..?!-თვალებით ტანსაცმელს ეძებდა.
-ჩემი მაისური აიღე,შენები ჩანთაშია ...-თეთრი მაისური მიაწოდა საბამ,გაგიჟდა,საწოლზე გაქვავდა,თითქოს ძარღვებში სისხლი გაეყინა,ეს სუნამო არ შეიძლებოდა საბას ჰქონოდა.წლებია იცნობდა და არასდროს უგრძვნია,არასდროს შეუმჩნევია,რომ საბა და დუდა ერთი და იმავე სუნამოს ისხამდნენ.
ტანში უსიამოდ გააჟრჟოლა ჯაფარიძის გახსენებაზე.
კისერში მოწოლილი ბურთი უკან გადააგორა და საბას მაისური მოირგო.
აბაზანაში გავიდა და კარი საგულდაგულოდ გადაკეტა.
ასეთი რამ არ უნდა დამართნოდა,მისთვის დუდა ამ ემოციების ავტორი აღარ უნდა ყოფილიყო.საკუთარი თავზე გულის რევის შეგრძნება მოაწვა,ვერ აიტანა თუნდაც ის ფაქტი,რომ ჯაფარიძის სურნელი ახსოვდა,ან კი როგორ დაავიწყდებოდა?გურიიდან უკან წამოსულებს,მთელი გზა დუდას თავი ედო ბეჭზე,მისი სხეულის სიახლოვე ისე ცხადად იგრძნო საფეთქლები აეწვა ბრაზისგან.მთელი ძალით მოუქნია ხელი საკუთარ თავს და ლოყაზე სწრაფად აუწითლდა 5 თითი.ყველასი და ყველაფრის შერცხვა საკუთარი თავის ჩათვლით.აბაზანაში ცივი წყალი მოუშვა,თითქოს თავს იტანჯავდა უეცრად გახსენებული ჯაფარიძის გამო.ცივ აბაზანაში ჩაწვა საბას პერანგიანად და აცახცახებული თითებით ჯაკუზის კიდეებს ჩაებღაუჭა.გათიშული იყო,გზის მომენტები დაჭრილი კინო ფილმის კადრებივით უტივტივდებოდა გონებაში და ამასთან ბრძოლის ყველა უნარი სურვილთან ერთად უქრებოდა.ხელები აეწვა,იმდენად ძლიერად უჭერდა თითებს ჯაკუზს.მომენტალურად შეუშვა მტევნები და მზერა მათზე გაასწორა,თვალი მოჭრა არათითზე მოელვარე ოქროს რგოლმა.“ჩემი წყევლა ხარ,დუდა ჯაფარიძე..“
ამოიტირა და კიდევ 15 წუთს გაუძლო ცივი წყლის ნაკადს.
იგრძნო,როგორ აუხურდა სხეული,თითქოს ორგანიზმი ებრძოდა წყლის ჭავლს.
გულმა უფრო სწრაფად დაიწყო მუშაობა,მისი ბაგა-ბუგი ყურებში ესმოდა და ამასაც აიგნორებდა,ტუჩები გაულურჯდა და ამას იმ სარკეში ხედავდა ჯაკუზისის მოპირდაპირედ მთელ კედელზე რომ იშლებოდა.საბას კაკუნზე თითქოს გონს მოეგოო და წყალი მოკეტა.
-ლილე,კარგად ხარ?!..
-კი,საბა შეგიძლია ყავა შეუკვეთო ჩემთვის..?!
-რა თქმა უნდა.
წყლიდან კანკალით ამოვიდა და სველი მაისური სხეულიდან მოიშორა.
მის სხეულს სარკეში დააკვირდა.
აღარ ჰქონდა სხვაზე ფიქრისთვის არც ერთი გამამართლებელი წამი,ახლა ეს ყველაფერი უშხვანის საკუთრება იყო,მისი სულიც და მისი სხეულიც.
პირსახოცის ხალათში გაეხვია და გარეთ გავიდა.
-ლილე,სულ გალურჯებულხარ..-საბამ მზერა ჯერ მის ტუჩებზე გადაიტანა შემდეგ კი თითებზე.
-ცივ წყალში ვიბანავე..
-ლილე,ასე გაცივდები არ შეიძლება..-საბამ სწრაფად გამოიტანა ფენი.
ისხდნენ საწოლზე,ლილე ხმას არ იღებდა,საბა თავის ქნევით ეს რა გააკეთეო თმებს უშრობდა.საშინლად სიამოვნებდა ცხელი ჰაერის სხეულზე თარეში.

****
-ლილე,ბები მიდი გამოიცვალე ასე სპორტული ფორმით ხომ არ დახვდები სტუმრებს?-სამზარეულოდან გამოსძახა ლენამ შვილიშვილს.
-ვინ სტუმრებს,ბები?-კიბეზე ჩამოირბინა ლილემ.
-არ ვიცი,ბაჩომ დარეკა ჯაფარიძეები მოდიან და ვახშმისთვის მოემზადეთო..
თავადაც არ იცოდა რატომ აირბინა სწრაფად ოთახში და სარკის წინ მოთავსდა.
არ იცოდა ვის ეპრანჭებოდა,ლილეს,დუდას თუ დუდას ლილეს..?!
არ უნდოდა იმის გაანალიზება,რომ რატის ამბის შემდეგ შეეძლო ვინმეს ასე აეღელვებინა.
ბავშვურად,ისე თითქოს,ისევ მეთორმეტე კლასელები იყვნენ..
როგორ არ უნდოდა ამის აღიარება,რომ დუდა ისევ ისეთი იყო,როგორიც მაშინ დატოვა გურიის გზაზე.
ამაღელვებლად მშვიდი.
აგიჟებდა,როგორ შეეძლო ადამიანს ყველა მისი ქმედებით ასე გამოეყვანა წყობიდან.
დუდას პიროვნება მაგნიტივით იზიდავდა და თან მშვენივრად იცოდა,ამ ყველაფერს კარგი შედეგი არ მოჰყვებოდა.
სწრაფად ავიდა თავის ოთახში და ქეთას დაურეკა.
დაქალს,რომელთანაც წლებია აღარ ჰქონდა ისეთი მჭიდრო კავშირი,როგორიც გათხოვებამდე.
კონკრეტულად არავის ბრალი იყო.
მაინც დაიშალნენ.
ანა საბაზე გიჟდებოდა,ქეთა დუდაზე და ორივენი ერთად ვერ იყოფდნენ ნაკანს თავიანთი რჩეულებისთვის.
ბოლოს საბას უხეშმა დამოკიდებულებამ და ქეთას შეუპოვარმა ტონმა უშხვანთან საუბარში ყველაფერი თავისი ქრონოლოგიის მიხედვით დაალაგა.ჯერ იყო თავის მართლებები,რატომ ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს ისეთი სიხშირით,როგორც ადრე.მერე სოციალურ ქსელში გაჩნდა ლილეს და ანას ფოტოები,რაზეც ქეთას რეაქცია აღარ ჰქონდა.
დუდას ყველა ჩამოსვლაზე ქეთას ინსტაგრამი ჭრელდებოდა კლასელების ვიდეოებით,სადაც გასაგები მიზეზების გამო აღარ იყო ლილე ნაკანი.
დუდას გამოჩენაც ბედის ირონია იყო,ზუსტად ნინიძის დაბადების დღეზე,რომ მოხდა.
ახლა ისევ ტკივილმა შეაწება სამეული.
-ლილე,როგორ ხარ?-ხმის ამოღება არ აცადა ქეთამ ნაკანს.
-დღეს ჩემთან ჯაფარიძეები მოდიან..-ამოიხრიალა ლილემ.
-რაო?-ქეთას ხველება აუტყდა,გაგონილისგან იმდენად დიდი შოკი მიიღო.-რატო,რა მოხდა?
-ბაჩომ კონტრაქტი გაუფორმა..
-15 წუთში შენთან ვარ!-შეჰკივლა ნინიძემ და უნებურად გაეღიმა ნაკანს.
ნინიძე და ნაკანი ახლოს ცხოვრობდნენ.
15 წუთიც არ დასჭირვებია ძველ მეგობარს იმისთვის,რომ იქ გამჩდარიყო.
ლენას მიესალმა და სწრაფად აირბინა ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე.
-შემოდი!-საწოლზე იჯდა გაღიმებული ლილე.
-რა ხდება,სწრაფად და დაწვრილებით მომიყევი.-აღარ იყვნენ სკოლის მოსწავლეები,უამრავი ბრძოლა გამოიარეს,ზოგში დამარცხდნენ,ზოგიც მოიგეს,სასიამოვნოდ სასაცილო მომენტი იყო,ისევ დუდა ჯაფარიძის ამბავი,რომ აწეპებდა უშხვანის დანგრეულს.
-დუდამ,კამერის ჩანაწერები მოუტანა ბაჩოს,დარწმუნდი,რომ შენი და დამნაშავე არ ყოფილა,რომ ეს ყველაფერი დიდი ცილისწამება იყოო,არ ვიცი ქეთა,დუდას საუბარი მაფიქრებინებს,რომ საბას რაღაც ისეთი აქვს ჩადენილი,რაც მე არ ვიცი,რაც მას ჩემ თვალში კიდევ უფრო დაამდაბელბს..დუდა კი..
-დუდა,რა?!-წარბები მაღლა აწკიპა გაღიმებულმა ქეთამ.
-გახსოვს გურიაში,რომ ვიყავით შენ დაბადების დღეზე?!-ღიმილი გაეპარა ნაკანს-პირველად მაშინ ავღელდი ჯაფარიძის სიახლოვეზე,ცხენი რომ გამექცა და დუდამ მიშველა,მაშინ ვიგრძენი,რომ უჩვეულოდ უსაფრთხოდ ვიყავი მის გვერდით,ახლა არ ვიცი რატის ამბების მერე ამ გრძნობას საკუთარ თავს თითქოს ვერ ვპატიობ,თითქოს ყველასთან დამნაშავე ვიქნები,დუდას მიმართ ახლა ამ საშინელ პერიოდში რომ ვიგრძნო,რაიმე..
-ლილე,მიიწი..-საწოლის მეორე მხარეს მოთავსდა ქეთა და აცრემლებულ ნაკანს თვალებში ჩააშტერდა-შენი და დუდას ამბავი ასე მარტივად,რომ ვერ მორჩებოდა მაშინ მივხვდი მათემატიკის გენიოსმა ისტორია,რომ აიღე მეორე საგნად და სტიუარტების ინგლისის ტახტზე ასვლა ისე ხატოვნად,რომ მოყევი თამილას ცრემლები,რომ წასცვივდა.მივხვდი,იმ დღეს კლასში მარტო დარჩი,ისტორიას სახლში ვერ ვიმეცადინებ და აქ ვისწავლიო,დუდა დირექტორთან დაიბარეს მორიგი სცენის შემდეგ და ასე შემორჩით ორივენი სკოლაში,ნუ თქვენ გეგონათ რომ ორნი იყავით,დიდებაშვილს კლასში ტელეფონის დამტენი დარჩა და მოვბრუნდით,გენახა როგორ საუბრობდი თამილასთან დუდას სიტყვებით..საბამ, რაც გააკეთა არაკაცობაა!-ხმა გაუმკაცრდა ნინიძეს-მართალია,მის ადგილზე ნებისმიერი იეჭვებდა მსგავს რამეს,მაგრამ რატისთვის ამის თქმა რატისსავე სამეგობროში,ეს .. ეს რა ვთქვა არც კი ვიცი,არა ადამიანობაა,ხვდები?!-ცრემლებმა აუვსო ქეთას ცისფერი თვალები-მეზიზღებოდა მთელი უჯრედული სისტემით ეგ საზიზღარი ადამიანი,ხომ შეეძლო ისე დაგშორებოდა ასე არ გაეხმაურებინა ეს ფაქტი,რატისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინა,თავი არ მოეჭრა აბსურდის გამო,მაგრამ არ ქნა და გითხრა რატომ?!შენი მოგონილი ღალატით მისი სილაჩრე,არაკაცობა და უსიყვარულობა გამოავლინა.!
ქეთას ფეხებზე დაადო თავი და თვალები დახუჭა.
-ქეთა,ამ ეტაპზე დუდა ჯაფარიძე ხვდები რა სიგიჟეა?!ის ჩანაწერი დუდამ სულ ბილბორდზე,რომ გამოფინოს აღარავინ დაიჯერებს,რომ..
-დუდა ჯაფარიძე სულ სიგიჟე იყო,ეს ერთი მეორეც,ვისაც უყვარხარ შენს დანაშაულს ვერავინ დააჯერებს,ვისაც არ უყვარხარ შენს უდანაშაულობას ბილბორდიდან კიარა ზეციდან ვერ დაანახვებს ჯაფარა,ამიტომ მოდუნდი..
-დარჩი რა..-ამოიკნავლა ნაკანმა და სევდიანი მზერა მიაპყრო ნინიძეს.
-თქვენი ერთ სუფრაზე სხდომა მე რომ გავმაზო,ეგ იქნება საუკუნის შეცდომა,ახლა ახტი მოვიფიქროთ რას იცმევ.!
-სახლში იქნება ვახშამი ქეთუშ, სულ ტყუილად ფიქრობ გრანდიოზულობებს.!
-ლილე,შვილო,გრანდიოზულობამ არ იცის სახლი და გამოქვაბული,სწრაფად!-გარდერობთან აისვეტა და ისეთი ჩაფიქრებული სახით დააცქერდა ლამაზად დალაგებულ ტანისსამოსს გეგონებოდათ პენტაგონის შეკრებაზე იყო და ამერიკა-ირანის შესახებ ომის დაწყების სხვადასხვა აუცილებლობაზე ფიქრობდა.-იმ ერთუჯრედიანს დაურეკე,მოვიდეს და იხილოს ქეთევან ნინიძის ტრიუმფი,მერე თავი დამიკრას და აღიაროს ჩემი უზენაესობა,ერთპიროვნულ აბსოლუტიზმს ვაცხადებ და გამიბედოს რამე,მეტიც არ მინდა..!-ლილე უკვე კრეფდა ანას ნომერს,რომელიც 10 წუთში-გზაში იყო.
მსუბუქ მაკიაჟს თავი ვერ აარიდა ლილემ,ქეთა ისეთი აღფრთოვანებული იყო მიმდინარე მოვლენებით ახლა მისთვის წინააღმდეგობის გაწევა სისულელე იყო.
ლენამ,რომ შემოაკითხა გოგონებს ლილეს დარხცვენილ მზერაზე გაეღიმა.
-ბები,რა ლამაზი ხარ?!-გოგონას მუხლებთან დაიხარა ლენა.
ქეთამ და ანამ ისე ჩაკოცნეს ლენა ბებო ლილე სიცილს ვეღარ იკავებდა.
-მორჩით გოგონებო,-იცინოდა ლენაც-მოვიდნენ სტუმრები და ჩამოდით!
შემოსასვლელი ჰოლიდანაც გრძნობდა მის იქ ყოფნას.
გააჟრჟოლა აქამდე უცნობი აღელვების შეგრძნებამ.
-როგორ ბრძანდებით,ბატონო ივანე?-ასაკოვან კაცს ხელი ჩამოართვა ბაჩომ და მათ უკან ატუზულ ნიაზე უნებურად გაეღიმა.
-არამიშავს,თავად როგორ გიკითხო,ბაჩო შვილო?-გაეღიმა ივანესაც.
-არამიშავს,ჩემი ოჯახის წევრებს იცნობთ,ეს ზურა ნინიძეა,ჩემი კომპანიის ვიცე პრეზიდენტი,მისი და ქეთევან ნინიძე და ჩვენი ოჯახის მეგობარი ანა მაჩაიძე.
-სასიამოვნოა,ახალგაზრდებთან საქმიანი ურთიერთობები მახსენებს,რომ დავბერდი..!
-რას ბრძანებთ,ბატონო ივანე?!-გაეღიმა ზურას და მამაკაცს ხელი ჩამოართვა.
-შემობრძანდით დავსხდეთ,ბებომ თავისი ხელით მოამზადა კერძები..-ძლივს ამოიღო ხმა ლილემ.
ბაჩოს გვერდით ამომდგარ ნიას ისეთი გაბადრული სახე ჰქონდა დუდამ ჩუმად უჩქმიტა ზურგზე,ასეც ნუ იმჩნევო.
ქეთა,რისი ქეთა იყო,ნაკანი და ჯაფარიძე მარტო არ დაეტოვებინა უკან მომავალნი.
-თქვენი ხელით მომზადებულს,როდის დავაგემოვნებთ,ქალბატონო ლილე?-ჩუმად უჩურჩულა დუდამ ლილეს.
-არ ვიცოდი,ჩემი ნახელავით თუ იყავით დაინტერესებული,თორემ პირადად ვიზრუნებდი ამ საკითხზე..-არც ლილე ჩამორჩა.
-მეთორმეტე კლასიდან შენით ვარ დაინტერესებული,არ ვიცოდი შეხსენება თუ გჭირდებოდა.
-მხოლოდ გამეორება...
-ცოდნის დედასთან მჭიდრო კავშირი.!-ქვედა ტუჩი მარჯვენა კუთხეში ორაზროვნად ჩატეხა დუდამ და კბილები ძლიერად დააჭირა,რომ არ გასცინებოდა.
ბაჩოს და ივანეს საუბრიდან ერთი სიტყვაც არ გაუგიათ.
ქეთას,ანას და ნიას ისეთი დაძაბული სახეები ჰქონდათ დუდას უნებურად ეღიმებოდა,იმის წარმოდგენაზე გოგონები ღამით რამდენჯერ გადაიმეორებდნენ ამ მომენტს.
ჰო ალბათ გამეორება ცოდნის დედა იყო.
სიტუაცია მაშინ დაიძაბა ვახშმობიდან ორ საათში ნაკანების რეზიდენციასთან ჩოჩქოლი,რომ ატყდა.
-შვილო ბაჩო!-ფეხზე წამოდგა ბაბა ნაკანი.-სიძეა..
-ყოფილი..-იგრძნო,როგორ მოაწვა სისხლი მთელ სახეზე,ბაბუამისის სიტყვების გაგონებისას,ერთადერთს რასაც ნატრობდა საბას წინ არავის დავიწყებოდა „ყოფილი“-ს მიმატება.უნებურად გაექცა მზერა დუდასკენ,რომელიც გაღიმებული იჯდა და ლილეს ყველა ემოციას იზეპირებდა.
ბაჩო და ზურა ფეხზე წამოდგნენ და სახლი სწრაფად დატოვეს.
-სად არის შენი და?!-ღრიალებდა ძარღვებდაბერილი საბა უშხვანი.
-ეგ შენი საქმე დიდი ხანია აღარ არის,საბა!-თავს ძლივს იმორჩილებდა ბაჩო.
-და რაც შენი საქმე იყო იმას კარგად მოუარე?!ის არ გეყო ჯაფარიძესთან,რომ მიღალატა და მამაშენი მიწაში ჩააწვინა მისი საქციელით,ახლა სახლში მოგყავს ის ვინც ოჯახი დაგვინგრია?შენ რა ...-ქეთა იტყოდა,რომ ამ მომენტში საბას დასჭირდებოდა პლასტიკური ქირურგის ჩარევა სახის ნაკვთების ბოლომდე შენარჩუნებაში,ნაკანის მოქნეული მუშტი შხუილით დაეშვა მის ლოყაზე და ისე შეაქანა,რომ პირდაპირ ნაკანების ეზოს შესასვლელთან დაეცა.
-მეორედ ჩემი დის პატიოსნებას თუნდაც ირიბად შეეხები და გეფიცები ყელს გამოგჭრი,შენ სისხლს ავიღებ და ამაში ვერც ერთი სვანი წინ ვერ დამიდგება,რომ არა შენი ჭორიკანა ენა,შენი არაკაცური ქმედება და სილაჩრე დღეს რატი ცოცხალი იქნებოდა!იმის ნაცვლად ლილესთვის მოგესმინა დაამცირე,გადაუარე,ცხოვრება თავზე დაამხე და ახლა ჩემ სახლში მივარდები და საკუთარი დის პატიოსნებაზე მიწყებ საუბარს?!გაჭმევ იმ ვიდეო კადრებს,ჩემი ხელით გაჭმევ და მონელებაში დაგეხმარები შენი ყველა ორგანოს ამოცლით,რაც მაგ აყროლებულ სხეულში გაქვს!ჩემი დის სიტყვების არ დაიჯერე,კარგი!გაპატიე,გადავყლაპე,სადღაც გულის სიღრმეში შენ უფრო დაგიჯერე,შენ უფრო გაგამართლე,გული მერევა საკუთარ თავზე,როგორ შემეძლო შენნაირ ლაჩარზე ნორმალური კაცის წარმოდგენა მქონოდა.!შენ,შენი ცოლის პატიოსნების საკითხი ისე გადმოჰფინე,როგორც ბინძური საცვალი,ნაკანებმა,მამაჩემის სიკვდილი გაპატიეთ და ახლა...ახლა რა უფლებით!-ღრიალებდა ბაჩო,მის ზურგს უკან იდგა მისი ბაბუა,ბებია,და,ძმაკაცი,მეგობრები,სრულიად უცხო ოჯახი და თითოეული მათგანი ამაყი იყო,რომ იმ მომენტში ბაჩოს მხარეს იბრძოდნენ.დუდა,რომ დაიძრა წინ ლილე გონს მოვიდა და მისი სუსტი მარჯვენით შეეცადა ჯაფარიძის გაჩერებას,დუდამ მომღიმარმა გადმოხედა ათრთოლებულ გოგონას და ანიშნა ხელი გაეწია.ნაკანიც უნებურად დამორჩილდა.
-შენ გამო ოჯახი დამენგრა..-ამოიხრიალა საბამ და დუდას საყელოში სწვდა-შენი მაქინაციების გამო,ჩემი ცოლი..
-შენი ყოფილი ცოლი!-გაღიმებულმა ამოილაპარაკა დუდამ და თავი უკან გადასწია,იგრძნო,როგორ აეწვა მარჯვენა ლოყა,იგრძნო ლილეს და თავისი ოჯახის დაძაბული სხეულები ზურგს უკან,ახლა თუ რამეს ნანობდა ის იყო,რომ მამამისს,მის დას და თავის საყვარელ ქალს უწევდათ ამ ყველაფრის ყურება.
-,მასზე ძალა იხმარე არა?!-თითქოს ხავს მოეჭიდაო საბა.
-იმ დილით ასე არ ფიქრობდი,იმ დილით როცა ოთახში შემოხვედი ლილეს ხმის ამოღების უფლება არ მიეცი,მე ახსნა არ მაცადე,იმ დილით ზედმეტად აჟიტირებული გავარდი ცხონებულ ნაკანთან,საბა ახლა რატომ ეპოტინები მაგ ჰიპოთეზას,რომ მე გავაუპატიურე ქალი,რომლის გამოც ვსუნთქავ?!-მის სახეზე ირონიულმა ღიმილმა უარესად გამოიყვანა წყობიდან უშხვანი.-მიდი,უთხარი ,რომ იმ დილით გაიგე ნენე მეძმარიაშვილის ორსულობის ამბავი,ამოიღე ხმა შენი დედაც..!-იღრიალა დუდამ -ჩახედე ლილეს თვალებში და უთხარი,მაპატიე,ლილე იმდენად დიდი ვარ საკუთარი არაკაცობის შეწმენდა შენს პატიოსნებაზე მინდოდათქო!უთხარი,რომ ნენე 5 თვის ფეხმძიმეა,რომ მამა შენ ხარ,ისიც უთხარი რატისთან რატომ გაიქეცი ამ ყველაფრის მოსაყოლად,მოუყევი შენ ყოფილ ცოლს რა ლაჩარი ხარ!-საბას მაიუსური ხელებში ჩაებღუჭა,მისი სუნთქვაც კი ესმოდა ძარღვებდაბერილ ჯაფარიძეს,გრძნობდა ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას,გრძნობდა,რომ შეეძლო ეს ადამიანი აქვე მოეკლა-მე გაგაფრთხილე,წლების წინ მწარედ გაგაფრთხილე,სვანური წესებით,კაცურად გვებრძოლა ნაკანისთვის,შეგპირდი,თუ შენ აგირჩევდა თქვენი ცხოვრებიდან გავქრებოდი..
-პირობა ვერ შეასრულე არა?!-სისხლი ხელისგულით შეიწმინდა უშხვანმა და ირონიულად ამოხედა დუდას.
-პირველად შენ დაარღვიე ეგ პირობა,ნენეს ორსულობით შენ დამანახე,რომ არასწორად დაგითმე საყვარელი ქალი,შენ დამანახე,რომ დრო იყო ჩემი გამოჩენის,რომ ყველაფერი ჯერ ახლა იწყებოდა,ყველაფრის მიუხედავად მაშინ მეგონა კაცთან ვდებდი პირობას,სვანთან!-ღრიალებდა დუდა-სვანური სისხლიც შეარცხვინე და ვაჟკაცობაც,მამაშენის ადგილზე ვიზრუნებდი,რომ ყველა გრამი გამოეღო შენი ორგანიზმიდან სვანური სისხლის.არ იმსახურებენ შენნაირი ლაჩრები ამას!პირველად მაშინ მივხვდი,არაკაცი რომ იყავი,როცა შენ ქორწილზე ნენესთან შენი საუბარი მოვისმინე,შენ არ შეგიძლია ქალს პატივი სცე,შენ ქალს მხოლოდ ბუნებრივი მოთხოვნილებებისთვის იყენებ,შენთვის ქალი ფაიფურის თოჯინაა,რომლის ქონითაც ამაყობენ!-კიდევ გააგრძელებდა,ლილეს შეხება,რომ იგრძნო.უნებურად მოდუნდა,თითქოს გულისცემა დაურეგულირდა,თითქოს სისხლიც თავის ჩვეულ ტემპს დაუბრუნდა.
-დუდა,შიგნით შევიდეთ..-ნაკანის წყლიანმა თვალებმა ჯაფარიძე დედამიწას წამიერად მოსწყვიტა.ამ თვალებისთვის შეეძლო სამყაროს დაპირისპირებოდა.
საბა უშხვანი დაცვის ბიჭებმა გაიტანეს გალავანს იქით.
სახლში ყველანი ჩუმად ისხდნენ.
ბაბა აქეთ-იქით აკვესებდა თვალებს.
ვერ გაიგო დუდა უნდა მოსწონებოდა თუ არა.
-ერთი რამ მითხარი ყმაწვილო..-ფრთხილად დაიწყო მან.-რატომ არ იბრძოლე,თუ კი გიყვარდა?!
-ბაბუაჩემმა მასწავლა,რომ სიყვარულის დროს თუ ხვდები,რომ ბრძოლას აზრი არ აქვს,უფრო დიდი ვაჟკაცობაა მისი გაშვება.სადღაც წავიკითხე,რომ ყველაფერი, რაც სწორია მარტივი არ არის.მაშინ ვთვლიდი,რომ ლილემ მისი არჩევანი გააკეთა და მე ამისთვის პატივი უნდა მეცა,სულ რომ დავეხრჩვე ამ არჩევანს.!
-ჩემი შვილი ამ ყველაფერს შეეწირა..-ჩავარდნილი ხმით ამოილაპარაკა ბაბამ,რომ გებრძოლა,ჩემი ლილე ახლა შენი ცოლი,რომ ყოფილიყო რატი ამაყად ივლიდა დედამიწაზე,მხოლოდ იმიტომ რომ შენნაირი სიძე ეყოლებოდა,უნდა გებრძოლა,ყმაწვილო!-დუდა არ ვიცი და ივანე ჯაფარიძე მოხუცის სიტყვებზე ისეთი სიამაყით ივსებოდა ეგონა,ცოტაც და გასკდებოდა.
-თქვენი შვილი საბა უშხვანის არაკაცობას შეეწირა,გთხოვთ ლილე ამაში არასდროს დაადანაშაულოთ..
-შენ ლილეს პატიოსნება ისე დაიცავი,როგორც კაცი საკუთარი ცოლისას იცავს.მე,რომ ლენა ცოლად მოვიყვანე ჩემმა ბიძაშვილმა გადაწყვიტა ცილად დაეწამა სარეცელის მასთან გაყოფა,ორი ოჯახი,ორი ძმის შვილი,ორი ძმა ერთმანეთს დაუპირისპირდა.სასწორზე ლენა იდო,ჩემი ცოლი,ჩემი ქალი,ჩემი სიყვარული,ლენა სლავია,მისთვის სვანური კანონები ჯუნგლებთან ასოცირდებოდა,მოკლე კაბები უყვარდა და წითელი ტუჩები,საღებავს ისმევდა,რა ჰქვიაო ?!-თვალცრემლიან ქალს გადახედა ბაბამ.
-ტუჩსაცხი,ბაბა..!-გაისმა ქალის საოცრად ხავერდოვანი ხმა სახლში.
-ჰო,წითელი ტუჩსაცხები უყვარდა.მე ლენას გამო ოჯახი დავტოვე,ძმები ერთმანეთს,რომ არ გადამტერებოდნენ მე სახლიდან წამოვედი,უშხვანარში დედისეულ სახლში დავსახლდი და ცხოვრება იმ ქალთან ერთად დავიწყე,რომლის პატიოსნებაში,მოკლე კაბაში და წითელ ტუჩსაცხში ისე ვიყავი დარწმუნებული,როგორც იმაში,რომ ბაბა ნაკანი ვიყავი!დღეს შენ სიყვარულში ჩემი ლილესადმი ისე ვარ დარწმუნებული,როგორც იმაში რომ ბაბა ნაკანი ვარ,ლენაჩკას ქმარი!დუდა,შვილო,მე შვილი მიწას მივაბარე და ამ ორი ბავშვის ბედნიერების გარდა აღარაფერი დამრჩენია ცხოვრებაში მიზნად...თუ მეცოდინება,რომ შენ ლილესთვის იბრძოლებ...
-ბოლო ამოსუნთქვამდე!-ლილე ლამის სკამიდან გადმოვარდა,ქეთამ ცრემლი შეიმშრალა,ანა ნიას ჩაბღაუჭებოდა და ისე ნერვიულობდა.
-მამაშენის თვალწინ მომეცი ამის პირობა,რომ არ მიატოვებ,თუ ხელს გკრავს აღარ გაბედავ მის დატოვებას!-ფეხზე წამოდგა ბაბა.
-არ მივცემ ამის უფლებას,ჩემ გარდა მის ცხოვრებაში სხვაც არსებობდეს..!-დუდას წინადადებაზე ლილემ ჩაახველა იმის ნიშნად,მეც აქ ვარო.
-ოჯახზე დაიფიცე!-ბაბას ხმაში თითქოს ფოლადი გამოურიესო,ბაჩო მომღიმარი უყურებდა სანახაობას.
-გეფიცებით ლილე ჩემი ოჯახი იქნება!
-მეც აქ ვარ...-გაეღიმა ლილეს.
-შენ სულ აქ ხარ,ლილე, ჩემს გულში.!
სტუმრებმა მალევე დატოვს ნაკანების სახლი.
გოგონები ლენას სუფრის ალაგებაში დაეხმარეს და მალევე ავიდნენ ლილეს ოთახში.
თავიდან ხმას არც ერთი არ იღებდა.
ბოლოს მდუმარება ანამ დაარღვია.
-ბაბა არის კაცების კაცი!-თქვა თუ არა გოგონებს სიცილი აუვარდათ.
-ლენამ არ გაგიგოს თორე გაჩვენებს კაცებს შენ..!-ვერ სუნთქავდა ანას გაკვირვებულ სახეზე ქეთა.
-არა,თქვი პროსტა რა ჩაატარა?!-ანა აღფრთოვანებული იყო უფროსი ნაკანის შესაძლებლობებით.
-დუდამაც რა მაგრად უპასუხა?-დუდას როლის წინ წამოწევას ისევ აქტიურად ცდილობდა ქეთა.
-ნუ ხო,სიტყვა-პასუხი როდის აკლდა ჯაფარიძეს..-ჩაიფრუტუნა ანამ.
-აღიარე ჯაფარას უპირატესობა,თორე ლილეც ვერ დაგიხსნის ჩემი ხელებიდან!
-ლილე,უთხარი შენ მოძალადე დაქალს,რომ დაოკდეს!
-საბაზე ვფიქრობ..-ამოიფრუტუნა ლილემ და ორივენი გაჩუმდნენ.
-რომ ვხვდები რა გააკეთა,ჩემ თავზე ვბრაზდები ქორწილში,რომ არ ვიკივლე მე ვარ წინააღმდეგითქო!-გაბრაზებული ქეთა პირდაპირ საწოლზე დაეშვა.
-გული მეტკინა,არადა როგორ მჯეროდა,რომ კარგი ადამიანი იყო..-უკან დაიხია ანიმაც.
-მისი შეცდომის გამო მამა მომიკვდა,სულ ყველაფერს თავი,რომ დავანებოთ..
-ლილე..-ხმა ჩაუვარდათ გოგონებს.
-ბოლო პერიოდში სმას,რომ მოუმატა ვიფიქრე სამსახურში გადატვირთულია-მეთქი,ბოლო ორი თვე იმდენად აუტანელი გახდა,იმდენად შეუძლებელი..-ცრემლები მოერია ლილეს-ქეთას დაბადების დღეზე მთელმა ორმა თვემ ამომასხა პირდაპირ ყელში,ხვდებით?დიდ ბურთად მომაწვა და მეც არ ვიცი,არ ვიცი ამდენი როგორ დავლიე,რომ ჩემი და საბას ურთიერთობის გარჩევას ვაპირებდი იქ. იქაც დუდამ გადამარჩინა..
-ზურას პარანოიებმა გადაგარჩინა,რომელმაც თავის კაბინეტში კამერა მარტო იმიტომ დაამონტაჟა,რომ დღემდე ჰგონია ვიღაც უთვალთვალებს.!-ჩაერთო ქეთა.-მაგრამ დუდას წვლილს ვერავინ დაუკარგავს,საერთოდაც დუდა ის ადამიანია,რომელიც არ უნდა გაგეშვა შენი ცხოვრებიდან ლილე,არასდროს!
-ამაზე საუბარი გვიანია,ქეთა..-ამოილაპარაკა ანამ.
-ბედნიერება არასდროსაა გვიანი!-არ შეეპუა ნინიძე.
-ახლა ამაზე ნაკლებად მეფიქრება,ჯერ ის ვერ მომინელებია,რომ ჩემი ქმრის სიტყვებს შეეწირა მამაჩემი,ახლა სიყვარულისთვის და ბედნიერებისთვის შესაფერისი დრო არ არის,ქეთა!
-ლილე,გაჩერდი!-ხმამაღლა მოუვიდა ქეთას-მამაშენის ტკივილს 100 წლის მერეც ვერავინ გაგინელებს,ცხოვრებაში ერთხელ უკვე გააკეთე არასწორი არჩევანი და თუ მეორედ დაკარგავ დუდა ჯაფარიძეს ვიფიქრებ,რომ დებილი ხარ და ცოტა ღირსიც!
-ქეთა,ყველაფერს თავისი დრო აქვს,განქორწინებიდან მეორე თვეში დუდასთან პაემნებზე ვერ ვივლი,და საბაც რომ არ იყოს რატი 1 თვის წინ დავმარხე,ხვდები რას მეუბნები?!
-არაფერს,გარდა იმისა, რომ გაბედე და იყავი ბედნიერი!ამ ტკივილს ვერც მე შეგიმსუბუქებ და ვერც ეს ქალბატონი,ვერც მარტო გაუმკლავდები ლილე,შეიგნე რას გეუბნები,რა?!გჭირდება გვერდით ის ვისაც დაეყრდნობი,არაა ურთიერთობის აფიშირება საჭირო,მხოლოდ თქვენ იცოდეთ,რომ ერთმანეთი გყავთ და ყველაფერი დალაგდება,ყველაფერს დრო მოიტანს,ავსაც და კარგსაც,მაგრამ ავი და ცუდი შენ ცხოვრებაში უკვე საკმარისი დოზით იყო,აღარ არის კარგის დრო?!
-თქვენ რომ მყავხართ,ეს უკვე ბევრია ქეთა..-ამოიჩურჩულა ლილემ და თითქოს ვიღაცამ დადებითად დამუხტაო,გაეღიმა.
-ჩვენ შენი მეორე ნახევარი ვერ გავხდებით,სულ რომ 20 დაქალი გყავდეს და ოცივე ერთად აიღო ვერ მოგცემს იმას,რაც ერთ მამაკაცს შეუძლია მოგცეს,არ დაკარგო,არ გაბედო და არ დაკარგო,არავის გამო,რატის შენი და ბაჩოს ბედნიერების გარდა არაფერი სურდა,ტკივილად შენი ოჯახის დანგრევა ჩაჰყვა გულში,მჯერა იქიდან გიყურებს და მიეცი უფლება შენი ბედნიერებით ისიც ბედნიერი იყოს,ცოტა აზრზე მოდი!აღარ ხარ 16 წლის გოგო.
-როგორ ვთქვა და ვეთანხმები..-ამოილუღლუღა ანამ და ქეთას კალთაში თავი ჩადო.
მთელი ღამე საუბროდნენ.
მთელი ღამე არ სძინებია დუდა ჯაფარიძეს.
და მაინც რამდენი გჭირდება ადამიანს,რომ გადადგა ნაბიჯი საკუთარი ბედნიერებისკენ?!
და მაინც რამდენი რამ გვაკავებს ბედნიერებამდე ...
***
დილით ჩაალაგა ბაჩომ ნივთები და ვიკას სახლისკენ მიმავალ გზას დაადგა.
ვიკა იმხელა ჩემოდნით გამოვიდა სახლიდან სიცილი ვერ შეიკავა.
-ვიკა,2 დღიან მივლინებაში მიმყავხარ,შენ მზითვები წამოიღე?!-ხარხარებდა გულიანად ბაჩო.
-ნუ დამცინით,ქალებს 2 დღის განმავლობაში იმაზე გაცილებით მეტი ნივთი სჭირდებათ ვიდრე თქვენ ორი კვირის განმავლობაში.!
-შენ ორი კვირით სადმე,რომ წაგიყვანო ალბათ სახლში სკამსაც არ დატოვებ.
-რა მექნა?!არ ვიცი იქ რა დამჭირდება,ისიც არ ვიცი სად შედგება მოლაპარაკება...
-რატომ,არ გამოგიგზავნეს განრიგი?!
-არა,სიურპრიზიაო და აჰა!
-ვიკა,მითხარი რომ მაგათი კიმონოც არ გიდევს ჩემოდანში..-ვიკას დაბნეულ თვალებზე ისეთი სიცილი დაიწყო გოგონა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა. ამდენი დაცინვისგან ლოყები აუწითლდა.-სად იპოვე?-ვერ სუნთქავდა ბაჩო.
-ადრე ერთ კოსტუმირებულ წვეულებაზე ვიყავი და შემთხვევით ვიყიდე,ქირაობის ნაცვლად..-ამოიბურტყუნა გოგონამ.
-ოხ,ვიკა,ვიკა...-მომღიმარმა გადააქნია თავი და აეროპორტის გზას დაადგა.
***
-ნენეს მუცელი მოეშალა..-ამოილაპარა ანამ და საწოლზე წამოჯდა.
-რა?-შეიცხადა ქეთამ და ისიც გასწორდა.
-გუშინ ღამით,როგორც ამბობენ კიბიდან დაგორდაო,ხელი აქვს მოტეხილი ...-ლუღლუღებდა ანა.
-იმ ცხოველმა ხომ არ დაუშავა რამე?-ვარაუდით წარმოთქვა ქეთამ.
-გამორიცხულია,საბა ქალზე ხელს არ აწევდა არასდროს..-ახლა ლილეც ჩაერია დიალოგში.
-დუდას ეცოდინება?
-საიდან?დუდა რა შუაშია?!-დაიბნა ლილე.
-ეცოდინება,გამორიცხულია ..-თვალები დააწვრილა ქეთამ.
-დაურეკე,მიდი ...-ტელეფონი ხელში მიაჩეჩა ლილეს ანამ.
-არა!-სწრაფად გააგდო ხელიდან ტელეფონი თითქოს ხელში ატომური იარაღი ეჭირა.
-რატო?-ჩუმად გაეღიმა ქეთას ლილეს ქცევაზე.
-სირცხვილია,რას იფიქრებს..?!-გოგონებმა სიცილი ვეღარ შეიკავეს ლილეს დაბნეულ სახეზე.
ოთახის კარი ლენამ შემოაღო,მომღიმარი გოგონების დანახვაზე გულში სითბო ჩაეღვარა.
-ორივეს გიშვილებდით,უფლება რომ მომცეს ვინმემ..-საწოლთან,ტუმბოზე დადო სინზე დალაგებული ყავის ჭიქები,თავისი გამომცხვარი ორცხობილები და გოგონებთან ჩამოჯდა.-აბა,მეც მეჭორავეთ,გამახსენეთ ახალგაზრდობა..
-ბები,გახსოვს გუშინ დუდამ,რომ ახსენა ნენე ...
-ორსულად,რომ არის საბასგან?
-ჰო,ეგ..
-მერე?მაჩვენე აბა,როგორი გოგოა..
-ბები,მუცელი მოშლია..-ამოილაპარაკა ლილემ.
-რას ამბობ შვილო?!-ლოყაზე ხელი იტაცა ქალმა,საცოდავი,ეს რა ტკივილს ნახავდა..
-ლენა ბებო,მაგ გოგოს გამო მოხდა ყველაფერი..!-მტკიცედ თქვა ანამ,უცებ თმაში ქეთამ რომ დაქაჩა და წამოიკივლა.
-რას სულელობ?ნენე რა შუაშია?მეეჭვება საბაზე ეძალადა არაკაცურად მოიქეციო!
-ჰო,ეგეც არის..-ფარ-ხმალი დაყარა ანამ.
-ჰოდა,ლენა ბებო,ჩვენ ვეუბნებით,რომ დაურეკოს დუდას და გაიგოს ამბები,ლილე კიდე ჯიუტობს,რცხვენია..-მეგობარი უცებ გაყიდა ქეთამ.
-და დუდას ეცოდინება რამე ვითომ?-თვალები დააწვრილა ლენამ.
-დუდამ ყველაფერი იცის,ლენაჩკა..!-თვალი ჩაუკრა მოხუც ქალს ქეთამ და ლილეს ტელეფონზე სწრაფად აკრიფა დუდას ნომერი.-გადის,არ დამიწყო ჭიდაობა-თვალები დაუბრიალა ლილეს და მანაც დანებების ნიშნად ტელეფონი გამოართვა.
-გისმენთ..!-გაისმა დუდას მტკიცე ხმა.
-დავიჯერო,ჩემი ნომერი ჩაწერილი არ გაქვს?-არ ესიამოვნა ლილეს,რატომღაც სხვაგვარ მისალმებას ელოდა.
-არ დამიხედავს ტელეფონზე,მშვიდობაა ნაკანო?-გაეცინა დუდას ლილეს ბავშვურობაზე.
-რაღაც მინდა გკითხო,უფრო სწორედ,ქეთას,ანას და ლენას უნდათ რომ გკითხონ და მე გამომიშვეს..
-დიდი ყურადღებით ვუსმენ ქეთას,ანას და ქალბატონ ლენას..-ღიმილი არ შორდებოდა დუდას სახეზე და მაქსიმალურად აიგნორებდა ირგვლივმყოფთა გაოცებულ თვალებს.
-ნენეს რაც დაემართა მართალია?!...-ყურმილის მეორე მხარეს იგრძნო ნაკანმა,როგორ დაიძაბა დუდა.
-შენ საიდან გაიგე?
-ანას უთხრა მეგობარმა,დუდა,იცი რამე ამ ამბის შესახებ?!
-ის,რომ კიბიდან არ დაგორებულა...-სუნთქვა შეეკვრა ლილეს.
-დუდა,რას ამბობ რომ ...საბა..
-არ ვიცი საბა იყო თუ სხვა,მხოლოდ ის ვიცი,რომ კიბიდან არ დაგორებულა,ნაცემია...
-შენ საიდან გაიგე?
-დიდი ხანია მაგ გოგოს თვალს ვადევნებ,იმ დღის მერე მეცოდება ...
-რომელი დღის?-თვალები დააწვრილა ლილემ,აშკარად არ ესიამოვნა ეს ფაქტი.
-შენი „გაბედნიერების“ დღის შემდეგ ლილე, ამაზე საუბარი ტელეფონით არ ღირს,მერე აუცილებლად მოგიყვები ყველაფერს,ახლა მიშკასთან ერთად ვარ და საავადმყოფოში მივდივარ..
-რატომ?-უნებურად წამოსცდა ლილეს-შენ რატომ მიდიხარ?
-ნენეს არავინ არ ჰყავს და მორჩი ირიბ ეჭვიანობას..ჭკვიანად!-ტელეფონი გათიშა და აფხუკუნებულ მიშკას გადახედა.-რა გაცინებს?
-რამე თბილი უთხარი,რა „ჭკვიანად“,რა არი ეს?-სიცილს ვერ იკავებდა დიდებაშვილი-გოგოსთან ფლირტი დაგავიწყდა?
-ტელეფონიდან,სამი ქალი რომ უსმენს ჩემ საუბარს ფლირტი მთლად კარგი იდეა არაა!
-დაიკიდე,ასეც და ისეც გაიგებენ შენ ფლირტს ეგ სამი ქალი..-თვალი ჩაუკრა და ბეჭზე ხელი ჩამოადო-მე,რომ ქეთას ვუყურებდი ანამ 1 კვირის მერე ახსენა ჩემთან საუბარში,თან ისეთ კონტქეტსში გამოვშტერდი,არადა პროსტა ვუყურებდი ტო, მეტი არაფერი...!
-არა,მეტი საერთოდ არაფერი,მიშკა,საერთოდ!-სიცილი აუტყდა ორივეს.


ნენე მეძმარიაშვილი წინა ღამით ნაცემი მიიყვანეს საავადმყოფოში,სადაც პირად ურთიერთობაში „ჩარევა“ არ ისურვა მთავარმა ექიმმა,რომელიც „ახლობელი“ აღმოჩნდა უშხვანთა დიდი საგვარეულოსი.
გოგონას მუცელი ადგილზევე მოშლილი ჰქონდა,სასწრაფო ოპერაციის შემდეგ სხეულიდან ამოგლიჯეს საკუთარი გარდაცვლილი ნაყოფი,რომელსაც ნენე მთელი ხუთი თვე უფრთხილდებოდა.
იმ ღამით საბოლოოდ შეიძულა ნენემ საბა უშხვანი.
კაცი,რომელმაც ცხოვრება თავზე ჩამოანგრია მისი გამოჩენის წამიდან ამ დღემდე.
იმ ღამით ნენემ ინანა,რომ ოდესმე ამ ადამიანში ვინმეს ეცილებოდა.
ყოველ ჯერზე გრძნობდა წვას მუცლის არეში,ცხელი ცრემლები სახეზე ორთქლდებოდა და ზედ შემხმარი კანზე,კიდევ ერთხელ აიძულებდა გააზრებას,საკუთარ შვილს მისი საყვარელი მამაკაცი საკუთარ მუცელშივე უკლავდა...
იმ ღამით ნენემ იცოდა,რომ გათენდებოდა,მაგრამ არა ისე,როგორც გათენდა გუშინ.
ბლანტი სითხე იგრძნო ფეხებშუა,კივილის თავიც აღარ ჰქონდა ატირებულს,მამაკაცის წიხლი პირდაპირ ზურგის არეში იგრძნო და გაითიშა..
იმ ღამით კიდევ ერთხელ დახუჭეს თვალი ქალზე ძალადობის თემაზე,მხოლოდ იმიტომ, რომ ეს „ჩარევა“ „არასწორია“,სხვის ოჯახში.
იმ ღამით საბამ საკუთარ თავს წაართვა არსებობის უფლება.
იმ ღამით საბას მამას სახლში მშვიდად ეძინა.


***
-ვინ ბრძანდებით პაციენტის?
-მამიდაშვილი..-ამოილაპარაკა დუდამ.
-მიბრძანდით,608 პალატაშია.
მიშკა გარეთ დატოვა,თუ ვინმეს დაინახავ გამაფრთხილეო,თვითონ პალატისკენ დაიძრა.
კარი შეაღო თუ არა,საშინლად ნაცემი გოგონა დაინახა.
უამრავი ჩალურჯებითა და სიწითლით სახეზე.
-ნენე..-ამოიჩურჩულა გაოგნებულმა დუდამ და გოგონას საწოლს მიუახლოვდა.
-ლილე..-ამოიხრიალა გოგონამ-ლილესთან მივა..-გამომშრალი ტუჩები გაილოკა და ძლივს ამოაყოლა სიტყვები გაბზარულ ხმას-ლილესთან წადი,მასთან მივა..
-იმ ნაბიჭვარმა გაგიკეთა,არა?!ბოლო წამამდე მეგონა,რომ ქალზე ხელს არ აწევდა,ეს ს..ი..-თავს ძლივს იკავებდა არ დაელეწა იქაურობა.
-დუდა,უნდა წახვიდე აქ არ უნდა გნახოს..-არ ჩერდებოდა გოგონა და სვენებ-სვენებით ეჩურჩულებოდა დუდას.-გთხოვ,აქედან მალე წადი..
-ამას ასე არ დავტოვებ,გესმის?!-გოგონას ხელის მტევანს თავისი მოუჭირა და სწრაფად დატოვა პალატა.
ახლა საბას ცემაზე მეტად არაფერი ემარტივებოდა,მაგრამ იცოდა ეს ყველაფერი ისევ ნენეზე აისახებოდა ცუდად.
მანამ სანამ ეს გოგო საბასთან ეგულებოდა,უშხვანზე ხელის დაკარება ყველაზე სულელური იდეა იყო.
სწრაფად გავიდა საავადმყოფოდან უკანა გასასვლელით და მიშკას შეტყობინება გაუგზავნა,რომ უკვე მანქანაში უცდიდა.
5 წუთში უკვე გზაზე იყვნენ და ნაკანების სახლისკენ მიდიოდნენ.
-საბამ ცემა..-მძიმედ ამოილაპარაკა დუდამ.
-ეგ ბიჭი არის სვანეთის სირცხვილი!-გაშლილი ხელისგული დაარტყა საჭეს მიშკამ და თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.
-სვანეთის კი არა ერის სირცხვილია ეგეთი კაცი,საკუთარი შვილი,როგორ უნდა გაიმეტო,ყველა რომ გადახაზო დედამიწაზე,შვილი?!-ღრიალებდა დუდა და თავს ვერ იმორჩილებდა.
ნაკანების სახლში სწრაფად გაუღეს ჭიშკარი ნაცნობ სახეებს. დუდა მანქანიდან სწრაფად გადავიდა და სახლში ელვის სისწრაფით შევიდა.
-ლილე...-დაიძახა ათრთოლებული ხმით,რომლის დამორჩილებასაც ცდილობდა,არ უნდოდა ვინმე შეეშინებია.
ხმა,რომ არავინ გასცა ტემბრს უფრო აუწია და იგრძნო,როგორ დაასხა ცივმა ოფლმა.
-აქ საიდან გაჩნდი?-კიბეებზე დაეშვა ანა.
-ანუშკა,ლილე სად არი?
-აქ ვარ,დუდა, რა მოხდა?!-კიბის თავთან იდგა,რომ დაინახა ეგონა გულიდან უზარმაზარი ლოდი მოხსნესო.იდგა გახევებული და უყურებდა სახლის სამოსში გამოწყობილ გოგონას,რომელსაც მკერდი და თმები თავის ნებაზე მიეშვა და აშკარად,ორივე ერთდროულად სასიამოვნო სანახაოაბას ქმნიდა ჯაფარიძისთვის.სწრაფად მოწყდა ადგილიდან და კიბეები აირბინა,გოგონას სხეული გულში ჩაიკრა და გაოგნებული სახეები დააიგნორა.
-დუდა,რა მოხდა?
-საბა უშხვანი მოხდა..!-შემოსასვლელი კარი მძიმედ დახურა მიშკა დიდებაშვილმა.
-უფრო კონკრეტულად?-არ მოასვენა ანამ ბიჭები.
-საბამ გააკეთა..-ამოილაპარაკა დუდამ და ლილესთან ერთად დაეშვა კიბეზე.
-ვაიმე!-ლოყაზე ხელი იტაცა ლენამ.-ეს ვინ ყოფილა,ბები,ეს რა არაკაცი ყოფილა...!წავალ ბაბას ვეტყვი,ბაღში იქნება..-ქალმა სასწრაფოდ დატოვა სახლი,ბავშვები უკვე დივანზე ისხდნენ,ქეთა მაგიდაზე ალაგებდა წვენებს,ანა კი ჭიქებს.
-მომიყევი,როგორ გაიგე?..-დუდას მუხლზე დაადო ათრთოლებული თითები ლილემ და მთელი სხეულით მისკენ მიბრუნდა.
-საავადმყოფოში მივედით,გამეტებით,რომ ურტყამ ადამიანს,ეგეთი ნაცემია..
-იცი,რას ვერ ვხვდები?კარგი,ნენე არ უყვარდა და ყველაფერში მას ადანაშაულებს,როგორც ჩვევია მაგ ტიპს ზოგადად,სხვაზე გადაბრალება,მაგრამ ეს ზედმეტია ... შვილი,საკუთარი შვილი..-დაპროგრამებულივით იმეორებდა ქეთა.
-ჩვენც ზუსტად მაგას ვიძახით.!-კვერი დაუკრა მიშკამ.
-ნენეს არავინ არ ჰყავს?ოჯახის წევრები სად არიან?-იკითხა ანამ და წვენი ჭიქაში ჩამოასხა.
-მაგის გაგება მარტივია..-ქეთამ მიშკას გადახედა,მამაჩემის მეგობარს დავურეკავ,შსს-ში მუშაობს,მიწიდან ამოიღებს თუ ვინმე ნათესავი ჰყავს...
-არ მგონია,მაგ გოგოს ვინმე,რომ ჰყოლოდა ასეთ დღეში არ ჩავარდებოდა,ვინ გააჩერებდა...-ამოილაპარაკა ანამ.
-რაც გავიგე მართალია?!-სახლში გააფთრებული შემოვარდა ბაბა ნაკანი.
-ბაბუ,შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება..-ფეხზე წამოდგა ლილემ.
-რას მეუბნებით,შვილო იმ არაკაცმა გოგო მართლა სცემა?!
-თან მუცელიც მოეშალა,ამ გოგოს..-უფრო გაამძაფრა ანამ.
-ვისთან მყოლია ჩემი შვილიშვილი,ეს ვისთან გამიშვია,რატი ალბათ საფლავში ბრუნავს..-სახე მოისრისა მოხუცმა.-აქ რას ვაკეთებთ?!სწრაფად მოემზადეთ და გავიდეთ,ვაჩვენოთ იმ არაკაცს როგორ უნდა სვანების შეურაცხყოფა.
-ახლა ამისთვის შესაფერისი დრო არ არის,ბატონო ბაბა,ის გოგო საბას ხელშია,სულ ცემაში,რომ მოვკლათ უშხვანები კარგს არაფერს დამართებენ ნენეს..
-ოხ,ეგ ნაძირლები..!ბაბუ,შენ რამე ... ბაბუ არ დამიმალო..-უცებ თითქოს რაღაც მნიშვნელოვანი გაახსენდაო მოხუცს უცებ გადახედა თავის შვილიშვილს ამღვრეული თვალებით..
-არა,ჩემთან არასდროს..ნუ იყო ჩხუბის მომენტები,მაგრამ ხელით არასდროს წამოსულა..-შიშნარევი ხმით წარმოთქვა ლილემ და დუდას გადახედა,რომელსაც ძარღვები დაჭიმული ჰქონდა.
***
ქეთა ნინიძის დაბადების დღე იყო.
5 წლის შემდეგ,იმ დაბადების დღიდან,ჯაფარიძემ და უშხვანმა შეთანხმება,რომ დადეს.
ზუსტად 4 წლის წინ ინგლისში სასწავლებლად წასული დუდა ჯაფარიძე,სპეციალურად ამ დღისთვის დაბრუნდა საქართველოში,დათქმული დროდან ორი კვირით ადრე.
ნინიძის დაბადების დღე გარდა იმ ფაქტისა,რომ ქეთას იუბილე იყო, ასევე ნიშნავდა მაღალ ალბათობას,იმისას,რომ დუდა წვეულებაზე ნახავდა ლილეს.
ჰო,რეალური მიზეზი სწორედაც,რომ ლილე გახლდათ.
-ხომ დაიფიცე ლილეს ცხოვრებიდან გავქრებიო..?!-აეროპორტიდან დაბრუნებული მიშკა დიდებაშვილთან ერთად საუზმობდა კაფეში.
-თან დავაყოლე,სულ რომ ათი შვილი გაგიჩინოს საკმარისი მხოლოდ შენი ერთი შეცდომა იქნებათქო..-ირონიულად გაეღიმა ჯაფარიძეს და ყავა მოსვა.
-რამე მიქარა?-გაკვირვებულმა გადახედა მეგობარს მიშკამ.
-თანაც ისეთი მთელი მისი ცხოვრება,რომ ინანებს..-კმაყოფილი იღიმოდა ჯაფარიძე.
-მოყევი,სასწრაფოდ..!-სმენად იქცა დიდებაშვილი.
-როგორც სანდო წყაროები იუწყებიან..-ისევ ღიმილმა გაუპო სახე დუდას-ნენე მეძმაირაშვილი ორსულადაა..
-კაი და ეგ საბასთან რა კავშირშია?-დაიბნა მიშკა.
-ტვინს თუ გაანძრევ,მიხვდები..-სიგარეტი ამოაძვრინა კოლოფიდან და კბილებს შორის მოიქცია.
-არ არსებობს..-სახეზე ჩამოისვა ხელები გაოცებულმა მიშკამ.
-რსებობს.
-საბასია?!
-ბატონ უშხვანს ჰორმონები მოაწვა,რამდენადაც ვიცი მხოლოდ ერთხელ..
-მაგას არსებითი მნიშვენლობა არ აქვს ერთხელ მოხდა თუ 10-ჯერ,მთავარი შედეგია.
-საბა 5 წლის წინ მწარედ გავაფრთხილე შენი ერთი შეცდომა და ჩრდილივით აგედევნები-მეთქი,როგორც ჩანს ამ ოთხი წლის მშვიდობიანი თანაცხოვრების განმავლობაში ჩემი არსებობა დაავიწყდა,დროა გავახსენო..!
-რას აპირებ?!
-ირიბად ჩარევას.
-ეგ,როგორ?
-ჯერ ნენეს გადამალვას...
-მოიცა,ეგ რა შუაშია?
-საბამ არ იცის ნენეს ორსულობის ამბავი,თორე ჩასახვის პროცესშივე წაიყვანდა აბორტზე,ამიტომ საჭიროა, ჯერ ვერც გაიგოს ის ფაქტი,რომ რამდენიმე თვეში მამა გახდება...
-კაი,მეოთხე თვის მერე აბორტს აღარ აკეთებენ,რამდენადაც ვიცი..
-დავიზღვიოთ თავი და გავაჩეროთ მეხუთე თვემდე..-იღიმოდა ჯაფარიძე.
-ხვდები,რომ მაგრად უჩალიჩებ?
-მიზანი ამართლებს საშუალებებს,კაცს,რომელსაც ლილესნაირი ცოლი გყავს და ყოფილს აკითხავ,უნდა გეშინოდეს ბუმერანგის..!
-ბუმერანგის არ ვიცი და შენი უნდა ეშინოდეს..
-მე მხოლოდ მისი შეცდომა მჭირდებოდა,მიშკა,მან ნაბიჯი გადადგა, რაც იმას ნიშნავს,რომ ცეცხლი აინთო..
-და თამაშიც დაიწყო..!-ხელები ერთმანერს გაუსვა მიშკამ და მომღიმარმა გადახედა ირგვლივ ხალხს.
-უფრო ომი,ომი დაიწყო..!
-ეგ ის ვარიანტია,რომ არ იცი ვინ გებრძვის და ტყვიებს ჰაერში ისვრი,ახლა შემეცოდა მაგრად უშხვანი.-გულიანად გადაიხარხარა მიშკამ.
-არადა,როგორ გავაფრთხილე არ ეთამაშო იმ ქალს,რომელსაც უყვარხარ-მეთქი,მაგ კაცს ბოლოს მაინც მეძმარიაშვილი დამარხავს ცოცხლად..
-ეს ნენე მაგარი „აპასნი“ ქალი აღმოჩნდა რა..
-სიყვარულია ზოგადად საფრთხილო საქმეა და თუ არ გამოგდის უნდა შეეშვა,ეგ მარტივი ამბავი საბამ ვერ გაიგო და დროა ჩვენ გავაგებინოთ,საჩუქარი უყიდე ქეთას,დროა პოზიციები დავიბრუნოთ...-მიშკას აცანცარებულ სახეზე თავადაც გაეცინა.
***
ისხნდნენ ბაჩო და ვიკა იაპონელებთან ერთად და უყურებდნენ თეფშებზე დალაგებულ ორ მოზრდილ რვაფეხას.
ბაჩოს ისეთი სახე ჰქონდა ვიკა სიცილს ძლივს იკავებდა.
-დარწმუნებული ხარ,რომ ეს იჭმევა?!-უჩურჩულა უფროსმა თავის მდივანს.
-ასი პროცენტით..
-დანა-ჩანგალს არ მოგვიტანენ?!
-როგორც ვიცი არა,ეცადეთ ისე მიირთვათ,როგორც ისინი..-თავს ძლივს იკავებდა ვიკა.
-შენ რას აპირებ?!
ვიკამ ოსტატურად მოიქცია ჩხირებში რვაფეხის რვა ფეხიდან ერთ-ერთი და ბაჩოს გაოგნებული თვალები დააიგნორა.
ბიზნეს პარტნიორებთან მოლაპარაკების შემდეგ,ბაჩომ აიჩემა კლუბში უნდა წავიდეთ განტვირთვის მიზნითო.
ვიკაც არ იყო გართობის მოძულე და მალევე დაჰყვა უფროსის ნებას.
იაპონელებლი არც ისე მოხიბლულნი იყვნენ უცხოელებით,მათი სილამაზის ტენდენციაში სრულიად არ ჯდებოდა არც ვიკა და არც ბაჩო.
ამიტომ ზედმეტი პრობლემები, არც ერთს შეუქმნია,საკმაოდ ბევრი დალიეს იცეკვეს და სასტუმროსკენ წასასვლელი გზის ფეხით გავლა გადაწყვიტეს.
ამ ისტორიაში არაფერია მნიშვნელოვანი გარდა ერთი დეტალისა.
ვიკამ და ბაჩომ მეორე დილით სახურავზე გაიღვიძეს,ერთმანეთის სხეულში გადახლართულებმა.
-აქ..აქ რა გვინდა..სად ვართ?!-ამოილუღლუღა ქალმა.
-სიმშვიდე შეინარჩუნე,მგონი ოცსართულიანი შენობის სახურავზე,თუ უფრო მეტიც არა..
-როგორ მოვხვდით კი მაგრამ აქ..?!-ნერვიულობისგან ცახცახმა აიტანა ვიკა.
-წარმოდგენა არ მაქვს, თავი მისკდება,როდის არის ბოლო შეხვედრა დანიშნული?
-საღამოს შვიდზე.
-მანამდე სასტუმროში ასვლას,გამოძინებას და მოწესრიგებას მოვასწრებთ..
-ჯერ სასტუმრომდე უნდა მივიდეთ.
ბაჩო ჩასასვლელი კარისკენ დაიძრა.
ბევრი წვალების შემდეგ მომღიმარი სახით შებრუნდა ვიკასკენ,რომელიც ქალაქს გადმოჰყურებდა სახურავიდან და ხმამაღლა დაუძახა:
-მოგიწევს მთელი დღე მაგ ხედით ტკობა..
-რაო?!-სწრაფად შემობრუნდა ვიკა.
-კარი არ იღება,მეორე გასასვლელს უფრო ჩასასვლელი ჰქვია და არ მგონია ამ შენობიდან გადახტომა კარგი იდეა იყოს...
-ანუ დავიღუპეთ?-შეჰკივლა ვიკამ და ხელები პირზე აიფარა.
-დამშვიდდი,პანიკა ვერ გვიშველის, ახლა მთავარია მობილიზება გავუკეთოთ ჩვენ თავს და ვიფიქროთ აქედან როგორ გავაღწევთ..
-მობილური,აქ უნდა იჭერდეს წესით..-ტელეფონის ძებნა,რომ დაიწყო მიხვდა,რომ თან არ ჰქონდა.
-ჩემი გათიშულია,შენი სად არის?-გოგონას მიუბრუნდა ბაჩო.
-არ,არის..
-ეგ როგორ?
-დავკარგე,აქ არ მაქვს..-მთელი სახურავი,რომ შემოიარეს და ტელეფონი ვერსად იპოვეს მიხვდნენ,რომ ბედის ანაბარა ისხდნენ სახურავზე და ყველანაირი გზა,რომ აქედან გასულიყვნენ მოჭრილი იყო.
-დაველოდოთ,ვინმე მოგვაკითხავს..-თავის დამშვიდება სცადა ვიკამ.
-დიდი იმედი არ მაქვს,მაგრამ დაველოდოთ სხვა საქმე არაფერი გვაქვს..
ჩუმად ისხდნენ და უსმენდნენ ქალაქის ხმაურს.
იყო ამ მომენტშ,რაღაც ძალიან ამაღლებული.
ზღვის დონიდან ძალიან მაღლა,ცასთან ძალიან ახლოს ადამიანები კარგავენ სტატუსებს და მათი ურთიერთობა უფრო მარტივი ხდება ვიდრე ეს ხმელეთზე ჩვეულებრივაა დაშვებული.
უზარმაზარი შენობის თავზე არ არსებობს უფროსი და მითუმეტეს არ არსებობს მდივანი.
-ლამაზია,არა?!-საუბრის წამოწყება სცადა ბაჩომ.
-ძალიან.
-შენც ძალიან ლამაზი ხარ.-თავის თავზე გაეცინა,არასდროს გამოსდიოდა ქალებთან რომანტიული საუბრები.
-მე ასე არ ვთვლი..-გაეცინა ვიკას.
-რატომ,სხეულის რომელი ნაწილი არ მოგწონს?-გაღიმებულმა გადახედა გოგონას.
-არ ვიცი,უბრალოდ ბევრად ლამაზი ქალები მინახავს და მათთან შედარებით მე არაფერი ვარ.
-საიდან ასეთი დაბალი თვითშეფასება?
-სამყაროს რეალური აღქმიდან,ნუ გაამახვილებთ ყურადღებას იმ სიცრუეზე,რომელიც მეც ვიცი,რომ სიცრუეა მითხარით ისეთი კომპლიმენტი,რომლის სიყალბეშიც ეჭვი შემეპარება..
-თუ გავითვალისწინებთ,რომ ადამიანის გემოვნება ინდივიდუალურია,რატომ არ შეიძლება მე ლამაზად ჩაგთვალო?ასე ხომ შეიძლება ჩემი და შენი გემოვნება ან სამყაროს რეალური აღქმა ერთმანეთს არ დაემთხვეს,თუმცა ჩემთვის ჩემივე სიტყვები სიყალბეს არ წარმოადგენდეს?!
-კომპლიმენტს ამ შემთხვევაში მე მეუბნებით,ანუ მე არ უნდა ვთლივდე,რომ სიყაბლეა თორემ კომპლიმენტი თავის დატვირთვას კარგავს..-გაეცინა ვიკას.
-არადა,ჩვეულებრივ ქალები ამბობენ „მადლობთ“..
-ჰო,აი შეგიძლიათ ჩემს „არა’ჩვეულებრივობას“ გაუსვათ ხაზი და მე გეტყვით „მადლობთ,რომ აღნიშნეთ..“
-ვიკა,ყველაზე განსხვავებული გოგო ხარ,ვისაც პრაქტიკაში შევხვედრივარ.!-თავდაჯერებულად წარმოთქვა ბაჩომ.
-ჰო,აი ამის სიყალბეში ეჭვი შემეპარება,შეიძლება ოდესმე დავიჯერო კიდეც,მხოლოდ იმიტომ, რომ შეიძლება ქალი არ იყოს ლამაზი,მაგრამ იყოს გამორჩეულად დასამახსოვრებელი.!
-ამიტომ ავღნიშნე,29 წლის ვარ და აქამდე არავინ დამმახსოვრებია,ან არ ვიცი არავის გამორჩეულობა არ აღმინიშნავს.
-ანუ აქამდე არავინ გყვარებიათ?
-არა.
-გასაგებია..
-მამაჩემი ამბობდა,რომ შეგიყვარდება ყველა ქალი დაკარგავს სქესს იმ ქალის გარდა,რომელიც გიყვარსო.
-ყველაზე ლამაზი გრძნობაა ქალისთვის,ის ფაქტი,რომ იცის მისი ქმარი არ უღალატებს,ეს ისეთი ამაღელვებელი გრძნობაა,ისეთი სიამაყეა..
-რატის დედაჩემისთვის არ უღალატია,დედა მაშინ გარდაიცვალა,როცა ლილე დაიბადა.მშობიარობას გადაჰყვა.ჩვენ ბებომ გაგვზარდა და მე არ მახსოვს ერთხელაც კი,მამაჩემის გვერდით ვინმე ქალი გამოჩენილიყო ... ჰო,ალბათ სიყვარული ეგეთია,მკვდარიც ისე გიყვარს,როგორც ცოცხალი გეყვარებოდა.
-საუკეთესო ადამიანი იყო მათ შორის ვისაც ვიცნობდი..
-მე მისნაირი ვერასდროს გავხდები..-ამოილაპარა ბაჩომ და ჰორიზონტს გახედა.
-რატის ჩრდილიდან უნდა გამოხვიდე,იმისთვის, რომ საკუთარი პიროვნება შექმნა.არ ეცადო მას დაემსგავსო,შენ ბაჩო უნდა იყო და არა რატი.!
-ყველა მას შემადარებს,იტყვიან რომ მამამისის შვილი უკეთესი უნდა იყოს..
-„ყველა ძაღლს თუ ჯოხით გამოედევნე წარმატების გზაზე ...“ იცი ეგ გამონათქვამი?!
-წარმატებას ვერ მიაღწევ..-გაეღიმა ბაჩოს და სახურავის ზედაპირზე გულაღმა გადაწვა.
-უნდა გადალახო ეგ კომპლექსი საკუთარ თავში,თორემ შენი პოტენციალის მეათედსაც ვერ გამოიყენებ.
სიჩუმე,რომ ჩამოვარდა ნაკანმა იგრძნო,როგორ დაადო თავი მკერდზე ვიკამ.
იგრძნო ვანილის სურნელი,რომელიც პირდაპირ ვიკას თმიდან მოდიოდა.
გრილი ნიავით აცეკვებული ვიკას თმებიც იგრძნო სახეზე.
მარჯვენა ხელი ფრთხილად დაეშვა ვიკას მხარზე.
და წამით თითქოს ქალაქმაც შეწყვიტა ხმაური.

***
5 წლის შემდეგ ისევ გურიაში იკრიბებოდნენ.
ახლა კლასელებს,კურსელებიც შეერია და ნინიძეებთან დიდი ლხინი გაიმართა.
ოჯახით დაპატიჟებული ნაკანი მარტო,რომ გამოცხადდა შეკრებილ საზოგადოებას ისე გაუკვირდა,მთელი საღამო ყბადაღებული სახეებით უყურებდნენ ლილეს,რომელსაც თითოეული მათგანის მოგერიება უეწვდა.
ნინიძეებს კახური ღვინო მოუკითხა მიშკა დიდებაშვილმა,რომელიც უკვე აღარ მალავდა თავის გრძნობებს იუბილარის მიმართ.
ეზოში სუფრას შემომსხდარი სტუმრების ყურადღება ახალმა სტუმარმა მიიქცია,რომლის დასახვედრად დიდებაშვილი და ზურა ნინიძე წავიდნენ.
-ვინ მოვიდა?-გადაუჩურჩულა ლილეს ანამ.
-წარმოდგენა არ მაქვს,ეს ღვინო პირდაპირ ტვინს მიეწოდება და აზროვნების უნარს მართმევს.
-და შენც გიჟივით სვამ არა?!
-მოდუნება მჭირდება ანა,მეც ხომ მაქვს უფლება დავიღალო?!
-ამ ფაქტის შემდეგ აღარ,უკან არ მიიხედო...-ამოილუღლუღა ანამ და მომღიმარ ქეთას გადახედა,რომელმაც წივილ-კივილით აიკლო იქაურობა.
-ჩემი დუდა ჩამოვიდაა!-სწრაფად წამოდგა სკამიდან და ახალმოსულისკენ გაიქცა,სისხლი გაეყინა ნაკანს ძარღვებში.
-ყველაზე ლამაზი იუბილარი ხარ და საერთოდ არ გეტყობა 24 წელი..!
-მორჩი,ნუ მაწითლებ..-გაეღიმა ქეთას და დიდი ხნის უნახავ მეგობარს ჩახუტებულმა ყურში უჩურჩულა-კიდევ შეცდომა,რომ დაუშვა და აქედან უპარდონოთ აორთქლდე მე „დაგბრიდავ“ უშხვანის ნაცვლად..!
-აი,მესმის შემართება,ქეთუშ..!-თვალი ჩაუკრა ჯაფარიძემ იუბილარს და თავისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა.
-დუდა,როდის ჩამოხვედი?-დიდი ხნის უნახავ კლასელს გადაეხვია მელაძე.
-რამდენიმე დღეა, რაც დავბრუნდი და ქეთას ვერ გავუტეხე,აუცილებლად უნდა მოვსულიყავი...-მკრთალად გაიღიმა ჯაფარიძემ.
-ისევ ისე გამოიყურები-მეთქი ვერ გეტყვი,მაგრამ გამიხარდა შენი ნახვა..-ამჯერად ანამ გამოიჩინა ინიციატივა,ლილეს და ქეთას ერთ ხმაში აუტყდათ ხველა დაქალის სიტყვით გამოსვლაზე.
-სასიამოვნოა,შენგან ამის მოსმენა მეც ძალიან გამიხარდა,რომ გნახე..-არც დუდა იყო ნაკლებ გაოცებული.
-გამარჯობა..-ამოილუღლუღა ლილემ და გაუბედავად შეხედა ნაცნობ თვალებს.
-გამარჯობა,ლილე..-ღვინით სავსე ჭიქა ოდნავ მაღლა ასწია,გოგონას თავი დაუკრა და გაღიმებულმა დალია ქეთას სადღეგრძელო.
ჭიქებს ვეღარ ითვლიდა,მაგრამ გრძნობდა,რომ საკმაოდ ნასვამი იყო.
კლასელების მზერას ვეღარ უძლებდა თითქოს რენტგენში ატარებდნენ ლილეს მხოლოდ იმის,გამო რომ მისი მეუღლე მის გვერდით არ იჯდა.
მეუღლე,რომელის გახსენებაც ლილეს უსიამოვნო გრძნობას უტოვებდა.
არ ვიცი,იქნებ თავად ნაკანი იყო დამნაშავე,მაგრამ როგორც ამ დღის სწორს,ხუთი წლის წინ დუდა ჯაფარიძემ აღნიშნა არ არსებობს ცალმხრივი სიყვარული,ის ან შენია ან არა.
ფაქტი ფაქტად დარჩა.
ნაკანი უშხვანს არ ეკუთვნოდა და ეიფორია ოდესმე აუცილებლად გაივლიდა.
ჰო,ეს ის საღამო იყო,როცა ამ გრძნობის „უგრძნობლობის“ დასასრული საბოლოოდ დადგა.
-ლილე,საბა სად არის?!-დაიწყო ერთ-ერთმა კლასელმა.
-ვერ ხედავ,რომ საბა არ არის?-სწრაფადვე დაფარა გაღიზიანებული ტონი და გოგონას გაუღიმა.
-საოცარი წყვილი ხართ.
-შენ საოცარს რას ეძახი?-ნელ-ნელა უკლო ყველამ საუბრის ტემპს.
-აი,რავი..-აშკარად დაიბნა გოგონა-საბას,რომ უყვარხარ ეგეთი სიყვარული..
-ეგეთი სიყვარულით ყველა მეორეს უყვარს ერთმანეთი..!-ხალხი გაოცებულ სახეებს უკვე აღარც მალავდა-ერთხელ ერთმა ადამიანმა თქვა,არ არსებობს ცალმხრივი სიყვარული,არსებობს არასწორი არჩევანიო,შენი აზრით თიკა,მე სწორი არჩევანი გავაკეთე?!
-ლილე,ორი წუთით წაგართმევთ,საქმე მაქვს მასთან..-ყველას მოკრძალებულად გაუღიმა დუდამ და გოგონას ადგომა ლამის აიძულა.წამით გადააწყდა მათი თვალები ერთმანეთს,ნაკანის ამღვრეულ,აწყლიანებულ მზერაზე სხეული დაეჭიმა ჯაფარიძეს.
-არასწორი არჩევანი გავაკეთე..-ამოიჩრუჩულა და დუდას ხელს დაეყრდნო-ის არასდროს მიყურებს ისე,როგორც შენ მიყურებდი..-ლუღლუღებდა და რომ არა ჯაფარიძის მარჯვენა აუცილებლად დაენარცხებოდა მიწაზე-ამას როგორ აკეთებ,დუდა,როგორ შეგიძლია ყველა შენი გამოჩენით გამანადგურო...ამომაყირავო,ჩვეული კალაპოტიდან ამომაგდო..
-შენი ეს გრძნობები შენი ქმრის მიმართ თუ ჩემი ბრალია მითხარი,ლილე და აქედან ავორთქლდები.!
-ეს იმის ბრალია,რომ ხუთი წლის წინ ამ ადგილას შევცდი!-ხმამაღლა მოუვიდა გოგონას,თუმცა უკვე საკმაოდ მოშორებით იდგნენ ხალხისგან.-იმის ბრალია,რომ ვთქვი „თანახმა ვარ“... და კიდევ იმის ბრალია,რომ ახლა ძალიან გვიანია,ახლა ისე ვიქცევი,როგორც ქუჩის ქალი..!
-ნუ ამბობ ასეთ სისულელეს,ლილე!-მკლავში ხელი მოუჭირა დუდამ გოგონას, რომ არ წაქცეულიყო.
-რომელია სისულელე ჩემი ნათქვამიდან?გათხოვილი ქალი იმ მამაკაცს,რომ ვეკიდები კისერზე,რომელსაც ადრე ვუყვარდი?
-„ადრე“ რა შუაშია?-დუდას სიტყვებმა თავბრუ ისევ დაახვია.დუდამ სახლის კარი შეაღო,არა იმ სახლის,რომელშიც ქეთას ბებია-ბაბუა ცხოვრობდნენ,არამედ მათ გვერდით ზურას პატარა ფართის კარი,რომელსაც სახლსაც ვერ დაარქმევდი,ერთი საძინებელი,სააბაზანო,კაბინეტი და მისაღები იყო,ზურა აქ განმარტოებით მოდიოდა და მუშაობდა.
-დუდა,ის ისეთი ცივი გახდა, მისი სახლში ყოფნა აუტანელი..
-ლილე,მოდი აქ წამოწექი,კარგი?-კაბინეტში დივანზე წამოაწვინა გოგონა.
-მელაპარაკე,გთხოვ..
-აქ ვარ, ვილაპარაკოთ რამდენიც გინდა.
-როგორ გავიგო,ისევ მიყვარს თუ არა საბა?!
-არ ვიცი,მის შეცდომებს ვერ უნდა ამჩნევდე..-თითქოს ამ სიტყვებით ლილეს გულში საბას ნაწილს დაარტყა-მასთან თავს ისე უნდა გრძნობდე,თითქოს მოსიარულე სახლია,რაც უფრო ვიზრდებით მით უფრო მეტად ვაფასებთ სიმშვიდეს, როგორც მამაკაცები ისე ქალები..თავს დაცულად უნდა გრძნობდე და არ ვიცი ლილე, სიყვარული ისეთი ცნებაა ვერ აგიხსნი კონკრეტულად რა სიმპტომები აქვს..
-შენ ცალმხრივად გიყვარვარ,როგორ ხვდები,რომ დღემდე მე გიყვარვარ,ხომ მე გიყვარვარ,დუდა?-ეს სიტყვები ისე ბავშვურად ჟღერდა დუდას უნებურად გაეღიმა.
-ამ სიტყვების ახლა შენთვის თქმა არც ისე კარგი იდეაა.
-მითხარი,მითხარი გავუძლებ..
-ფიქრს,რომ სადღაც შენზე უგონოდ შეყვარებული კაცი დადის ამ ფიქრს გაუძლებ?ამ ფიქრს ვერც ერთი ქალი ვერ უძლებს,მითუმეტეს კრიზისულ სიტუაციაში,რომელიც ყველა წყვილს აქვს ლილე...
-ნუ ცდილობ მართალი იყო საკუთარ თავთან!-თითქოს ჩანაფიქრს მიუხვდაო ქალი-ნუ ზომავ სიტყვებს,შენ,დუდა ჯაფარიძე ასე არ საუბრობ,ეს არაა შენი გულწრფელი მხარე,ახლა თითქოს სინდისს იმშვიდებ..
-და რაში მჭირდება?-გაეცინა დუდას.
-ახლა ერთმანეთს,რომ ვაკოცოთ ხვალ თავი იმით გაიმართლო მე ავუხსენი კრიზისი,რომ ჰქონდათ და თავად დამეტაკაო..!
-ლილე,ახლა ეჭვი მეპარება,ხომ ნამდვილად სვამდი იმ ღვინოს?-ძალის ძალით გაიღიმა დუდამ.
-შენ მე გიყვარვარ და მე ერთი ეგოისტი გოგო ვარ,რომელსაც უნდა,რომ გიყვარდეს.არ ვიცი ხვალ,რომ გავიღვიძებ რას ვიფიქრებ,მაგრამ ამ წამს მინდა,რომ დედამიწაზე ყველაზე მეტად მე გიყვარდე...
-დედამიწაზე ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ..-თმებზე ხელი ფრთხილად გადაუსვა გოგონას,რომელიც ძილბურანში იყო და ძლივსღა ახელდა თვალებს.
-ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს,მე გავაკეთე არასწორი არჩევანი ...-ამოილუღლუღა და ის იყო თვალები უნდა დაეხუჭა,გულზე დაწოლილმა სასმელმა მოსვენება,რომ არ მისცა.
კაბინეტიდან გამოიყვანა დუდამ სწრაფად და აბაზანაში შეიყვანა.კამერა ამ მომენტებს ზედმიწევნით აფიქსირებდა,მხოლოდ იმ გამოკლებით,რომ არავინ იცოდა ზურას პარანოიების შესახებ.
აბაზანაში კარის დახურვაც ვერ მოასცრო ლილემ ზედ კაბაზე,რომ აღებინა.
მერე იყო სახის დაბანა.
კაბის გახდა,თავის მაისურთან ერთად.
ლილეს დაღლილი სხეული,რომელიც კუჭის გამორეცხვის შემდეგ ისე მოდუნებულიყო ფეხზე ძლივს დგებოდა.
ხელში აყვანილი ნაკანი და ზურას საძინებელში მთელი ღამე ნათევი დუდა ჯაფარიძე,რომელიც საყვარელი ქალის ძილს დარაჯობდა.
***
-ახლა,ტოკიოს ცაზე მე და შენ ვჩანვართ..-ამოილაპარაკა ბაჩომ და გოგონას თმებში თავისი თითები ახლართა.
-უფროსი და მდივანი..
-ბაჩო და ვიკა.
-რატომ,აქ თანამდებობები არ ვრცელდება?
-ცოტა ხნით დაივიწყე თქვენობითი ფორმა და თანამდებობები,კარგი?
-აქ,რომ ჩავრჩეთ?რომ ვერ მოგვაგნონ?-იდაყვზე დაყრდნობილმა მოავლო თვალი ჰორიზონტს.
-ჯერ ამაზე ფიქრი ადრეა..-გაეღიმა ბაჩოს.
-თქვენ ისე არხეინად ხართ,მგონია,რომ მოგწონთ ასე უქმად ყოფნა..
-ვიკა,ხომ გთხოვე თქვენობითის გარეშე-მეთქი?
-მაშინ აწიე ერთი ადგილი და გააკეთე რამე!
-ქრისტეფორეს ვგევარ,შერეკილებიდან?-თავისსავე სიტყვებზე თავად გაეღიმა ბაჩოს.
-არადა,მეგონა გჯეროდა სიყვარულის ვერტიკალურობის და ბრუნვადობის..!-სიცილი დაიწყო ვიკამ.ფეხები გულთან მიიბჯინდა ისე დააცქერდა სახურავის ზედაპირზე გაწოლილ უფროსს.
-ვის,მე? ამ შავ კაცს?!-ვიკამ სიცილს უფრო უმატა,ბაჩო ვეღარ ხვდებოდა ქართული კინოფილიმზე უფრო ეღიმებოდა თუ ვიკას კისკისზე.
-შენ სადმე თამუნიაც გეყოლება გადამალული..!
-ეჰ,თამუნია,თამუნია..!-ამიოხრა ბაჩომ,ვიკამ სიცილისგან ორად გაკეცილმა გაუაზრებლად დაადო მუცელზე თავი ბაჩოს.
-კარგია,თქვენთან ერთად...-მომღიმართმა წარმოთქვა და სწრაფად ახედა მამაკაცს,რომელსაც თავქვეშ ძვირადღიღებული კოსტუმი ამოედო და ბალიშის ფუნქციის შესასრულებლად იყენებდა.
-ამას შენ ფიქრობ,ჩვენი ბუღალტერი, მანჩო, მემგონი ვერ მიტანს...
-იმიტომ,რომ მისი მორთმეული ღვეზელები არ შეჭამე.-გაეცინა ვიკას და კომფორტულად მოკალათდა.
-პირველ დღეს,რომ მომიტანა ?-თვალები გააფართოვა ბაჩომ-ამის გამოა ნაწყენი?
-იცი,რომ იწვალა შენს გამო?შენ კიდე ისეთი ცივი უარით გამოისტუმრე უკან..
-მე ვიფიქრე,რომ ...-გულწრფელად შერცხვა თავისი საქციელის.
-იფიქრე,რომ გეაფერისტებოდა,არადა მანჩოს ყველა ისე ვუყვარვართ, როგორც საკუთარი შვილები,ალბათ იმიტომ,რომ შვილები ზოგადად არ ჰყავს და ანზორს დღემდე არ გამოუჩენია ინიციატივა ქალი პაემანზე დაეპატიჟებინა..-თავისთვის ბურტყუნებდა ვიკა.
-მოიცა,მებაღე ანზორი?-თვალები გააფართოვა ბაჩომ.
-ჰო,მოსწონთ ერთმანეთი,მანჩოს გამო დარგო კომპანიი ეზოში ტიტები,აბა სად გაგონილა ტიტები,ვარდები და ყოჩივარდები მსგავს დაწესებულებებთან..?
-ამაზე არასდროს მიფიქრია,არადა მეც მეუცნაურა ბაღის აღმშენებლობის ამბავი..-გაეცინა ბაჩოს-თურმე რა ხდება ჩემს ოფისში,მე კიდე ჭურში ვარ პირდაპირი გაგებით.
-სულ თქვენს კაბინეტში არ უნდა იყოთ,კაფეტერიაში უნდა იაროთ და არა გვერდით მდებარე რესტორანში სადაც ორმაგი ფასებია და არავინ შედის.ასე უფრო კარგად გაიცნობთ თქვენს თანამშრომლებს..
-რატი სად სადილობდა ხოლმე?
-ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა,ამას იმიტომ არ ვამბობ,რომ რადგან ბატონი რატი სადილობდა ჩვენთან ამიტომ უნდა ისადილოთ თქვენც,უბრალოდ..
-ვიცი,ვიკა,ვიცი,გასაგებია..-გაეღიმა ბაჩოს.
***
-მინდა,რომ ცოტა ხნით ამერიკაში წავიდე..-ამოილაპარაკა ლილემ გაუბედავად და დუდას გადახედა.
-გასაგებია.
-იქ 6 თვიანი სასწავლო პროგრამაა,რომელსაც გავივლი და მერე ისევ უკან დავბრუნდები.
-გასაგებია..-თავი დააქნია თანხმობის ნიშნად დუდამ.
-აქაურობა მგუდავს,მგონია რომ ყველა ჩემზე ჭორაობს.ვხედავ მათ თვალებს,რომლებიც ღიმილს არ მაპატიებენ დუდა,რომლებიც ბედნიერებას ვერ მაპატიებენ..-თვალები აუწყლიანდა ლილეს.-ამერიკაში თუ წავალ უფრო გამიმარტივდება ურთიერთობის და ბედნიერების დამალვა,მაგრამ არ ვიცი შენ ამ წინადადებაზე წამომყვები..?
-სანამ მაგ წინადადებამდე მივალთ ამიხსენი ვის მზერას გულისხმობდი..
-ხალხის.-ცრემლები შეიწმინდა და მზერა აარიდა მამაკაცს.
-ვინმემ რამე გითხრა?-სხეული დაეჭიმა დუდას.
-პირდაპირ ვერ მიბედავენ,მაგრამ ზურგს უკან ნათქვამი ყველა სიტყვა გულზე მეცემა..
-და რა გგონია პრობლემას თუ გაექცევი მოგვარდება?კარგი,დავუშვათ წახვედი ამერიკაში,გაიარე პროგრამა,რომელიც ზუსტად ვიცი არც კი გაინტერესებს,დავუშვათ ეგ ფაქტიც,რომ ჩვენ ურთიერთობა შევძლოთ ფარულად,6 თვის მერე?მერე რა მოხდება ლილე?სოროდან გამოძვრები და თავის გამართლების მიზნით 6 თვეს მოიშველიებ?
-დუდა აბა რა ვქნა?ხალხი აუცილებად იტყვის,რომ საბა მართალი იყო,რომ ჩემი ბრალია ოჯახის დანგრევა,რომ მამა საფლავში არც კი გაციებულა და მე უკვე შეყვარებული მყავს..
-ანუ ჩემი არსებობაა პრობლემა?-გაეღიმა დუდას.
-გთხოვ,ამას ნუ მიკეთებ,ამას ნუ მეუბნები,შენ რომ არ გეარსება არ ვიცი,იქნებ ნენეს ნაცვლად იმ საავადმყოფოში მე ვწოლილიყავი,ან სულაც მთელი ცხოვრება სიცრუეში გამეტარებინა..
-მარტო ეგ დამსახურება მაქვს შენთან?ან საერთოდ რა დამსახურებაზე მელაპარაკები?
-რისი მოსმენა გინდა,რომ მიყვარხარ?-იგრძნო ჯაფარიძემ,ნაკანის ცივი თითები საკუთარ თბილ მტევანზე ნაზად შემოხვეული.
-შენი აზრით ლილე?-თვალები დააწრვილა და ისე გადახედა მის წინ მჯდომს.
-დუდა,გთხოვ..-ამოიტირა ლილემ.
-წადი,ამერიკაში!-მეხის გავარდნას ჰგავდა ჯაფარიძის ხმა-6 თვის მერე დაბრუნდი და თუ ჩემდამი მადლიერების გრძნობის გარდა სხვა ვერაფერს იგრძნობ,ხალხს მიზეზსაც არ მისცემ რომ ტალახი გესროლოს.ზუსტად 6 თვეში შევხვდებით,ლილე.
მაგიდაზე ფულის კუპიურა დააგდო და კაფე სწრაფად დატოვა.
იჯდა თავის გრძნობებთან მარტო დარჩენილი,სულიერად გაშიშვლებული და აღარ იცოდა რომელი ერთი ეტირა.
დუდას წასვლა.
სიცარიელე.
გრძნობა,რამაც შეაშინა.
მადლიერება.
მიუხვდა ჯაფარიძე და სწორედ ამიტომ გაუშვა ასე მარტივად.
***
-მზის ჩასვლა ტოკიოში ულამაზესი ყოფილა,გული მწყდება ფოტოს რომ ვერ ვუღებ ამ ხედს..-ამოილაპარაკა ვიკამ.
-ამ მომენტს სამუდამოდ გავყინავდი და შევინახავდი..-გაეღიმა ბაჩოს.
-აი,ზუსტად,მეც.
-გინდა?
-რა?..-დაიბნა გოგონა.
-გავყინოთ და შევინახოთ.
-მინდა..
-მოიწიე..-უცნაურად ჩაეხლიჩა მამაკაცს ხმა.თითქოს მხოლოს ამ ხმის გაგება იყო საჭირო იმისთვის,რომ ჟრუანტელი გამოეწვია ვიკას სხეულში.
გაუბედავად მიჩოჩდა ნაკანისკენ.
მერე იგრძნო ცხელი ხელის გული კეფაზე.
უფრო ცხელი ტუჩები,რომელიც ქალს თვალებზე ეხებოდა.
ჯერ მარჯვენა,მერე მარცხენა.
დაიბნა,ვერ მიხვდა ახლა თავის თავს რა ხდებოდა.
ჯერ ერთ თვალზე აკოცა მერე მეორეზე.
ოდნავ უკან გადასწია თავი და ვიკას ამღვრეულ მზერაში სასურველი ელემენტი იპოვა.
ბრუნვადობის და ვერტიკალურობის ელემენტი.
-იცით..მე..-ალუღლუღდა გოგონა.
-ჩშშ..!მომენტი იყინება და არ გააფუჭო.
-რა?..-აშკარად ვერ გაუგო ბაჩოს.
-შეიგრძენი?
-მომენტი?
-ჰო,მომენტი, შეიგრძენი?
-ეგ არ ვიცი,როგორ უნდა ვიგრძნო,მაგრამ..
-არასდროს დაგავიწყდება..-გაეღიმა ბაჩოს.
-ჰო,ზუსტად.
მერე ირგვლივ მიმოიხედა და გაღებულ კარს,რომ მოჰკრა თვალი ელვის სისწრაფით წამოხტა ფეხზე.კარს დიდი ქვის ბლოკი აკავებდა,რომლის ქვეშ წერილი იდო.ვიკას და ბაჩოს გაოცებისგან სინქრონში ჩამოუვარდათ ყბა ძირს.
-ეს რა არის..?
-არ ვიცი წავიკითხოთ..-ფურცელზე იაპონურად ეწერა რაღაც.
ფაქტია ვერ წაიკითხეს.
სწრაფად ჩაირბინეს კიბეები და დერეფნის გავლით ლიფტამდეც მივიდნენ.
თავიანთ სასტუმროში დაახლოებით 20 წუთში იყვნენ.
ჰოლში გოგონამ,რომელსაც ბარათი უნდა მიეცა ორივესთვის,რათა თავიანთ ნომრებში შესულიყვნენ,ბაჩოს საქაღალდე მიაწოდა.
-თქვენმა ბიზნეს პარტნიორმა დაგიტოვათ,თქვა,რომ შეხვედრა საჭირო არ არის,პირობები მოსწონს და თანახმაა,მხოლოდ თქვენი ხელმოწერაა საჭირო...
-რა ჯანდაბა ხდება ..-ამოილაპარაკა ბაჩომ და საქაღალდეს დააშტერდა.
ნომერში ისე ავიდნენ ხმა არც ერთს ამოუღია.
ბაჩომ მანამ არ მოაწერა კონტრაქტს ხელი,სანამ ზურასთან ერთად ყველა დეტალი არ განიხილა.ბოლოს,მიხვდნენ რომ ყველა იმ პირობას აკმაყოფილებდა კონტრაქტი,რომელიც თავად ჰქონდათ წარმოდგენილი.
გაკვირვებულმა დარეკა პარტნიონის კომპანიაში,სადაც თარჯიმნის წყალობით გაესაუბრა დირექტორს.
საუბრის დასასრულს,როცა საბოლოოდ ზეიმობდა გამარჯვებას თარჯიმნის სიტყვებმა ადგილზე გააშეშა.
-ტყუილად ამბობენ საფრანგეთია სიყვარულის ქვეყანაო,იაპონიას მზის ქვეყანას ვეძახით,თქვენ თქვენი მზე სწორედ ტოკიოში იპოვნეთ,არადა თქვენს სამშობლოშიც გყავდათ!სიყვარულია ყველა ქვეყანა,სადაც თქვენი მზე ანათებს,ბატონო ბაჩო.ნახვამდის.

იჯდა საწოლზე გაშეშებული და ყველა დეტალს იმეორებდა გონებაში.
საკუთარ თარჯიმანს გადაუგზავნა წერილის ფოტო,რომელიც სახურავზე დაუტოვეს.
იგივე სიტყვების გაგონებისას ეგონა სხეულში ვულკანი ჩაეღვარაო.
ვერ მიხვდა ამ წვრილთვალებიანმა ხალხმა ამდენი როგორ მოახერხა,რომ უზარმაზარ ტოკიოში იპოვეს ის და ვიკა სახურავზე ჩარჩენილები,კარის გაღება და წერილის დაწერაც კი მოასწრეს და ბოლოს კონტრაქტის პირობებზეც დასთანხმდნენ.
ბედნიერებას არ სჭირდება ბრძოლა,მთავარია გაბედო და აიღო.
****
1 წლის შემდეგ

***
-არ გავთხოვდები უშენოდ,მაგრამ მეჯვარეც არ იქნები ეგ ხომ იცი არა?!-ტიროდა სკაიპში ქეთა ნინიძე.
-და რატომ არ ვიქნები?!-გულწრფელად ეცინებოდა ლილეს.
-მე უნდა ვიყო შენი მეჯვარე,ნამდვილი თანაც!
-აბა მე ტყუილი ვიყავი თუ როგორ არის შენი საქმე,ქეთევან?-თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ანა.
-შენ ხმას ნუ იღებ!ქორწილში მაინც ჩამოდი,გთხოვ..!
-ვეცდები,ქეთა..-მომღიმარმა ამოილაპარა და გვერდით დალაგებულ ბარგს გადახედა.
-დუდაც იქნება..-თითქოს შეაპარა ანამ.
-ვიცი,ანუშკა, მოკლედ წავედი და დაგირეკავთ მალე..
ტელეფონი გათიშა და ჩანთები ძლივსძლიობით გაიტანა სახლიდან.
მეპატრონეს გასაღები ჩააბარა და ტაქსის მძღოლის უკმაყოფილო მზერა დააიგნორა.
აეროპორტში მისვლისთანავე გული უნცაურად უცემდა,თითქოს რაღაც მნიშვნლოვანის დრო დადგა მის ცხოვრებაში.
ამ დროს ერქვა დუდა ჯაფარიძე.
„სულ რამდენიმე საათიც და შენთან ვარ“.-ლილე ნაკანი.
„გოგონებმა იციან?“-დუდა ჯაფარიძე.
„რომ ჩამოვალ და მაგრად ჩაგეხუტები,გაიგებენ..“-ლილე ნაკანი.
„მიყვარხარ.“
„მი სი მალატ“

****
სამსახურში ისევ ისეთი სერიოზული მზერით მივიდა.
კომპანიის კუთვნით ბაღში უკვე ზომაზე მეტი ტიტა ყვაოდა.
ტელეფონზე საყვარელი ქალის ფოტოს დანახვისთანავე გაეღიმა.
-ამჯერად რა უნდა ჩემს ბიჭს?-გაეღიმა ვიკას აწუწუნებ ხმაზე.
-მანჩოს ღვეზელები..-ლამის ტირილს დაიწყებდა მუცელ გამობერილი ვიკა.
-ვიკა,ჯერ მეშვიდე თვეში ხარ და მეცხრეში ვფქრობ შენს ნაცვლად მე ვიმშობიარებ..!-ეცინებოდა ბაჩოს,რომელმაც გზას გადაუხვია და შენობის ნაცვლად ბაღში შევიდა,სადაც ანზორი მუშაობდა.
-დამანებე თავი!-ამოიტირა ვიკამ და ტელეფონი გაუთიშა.
-ბატონო ანზორ,როგორ ბრძანდებით?
-მადლობა,ბატონო ბაჩო,თავად როგორ გიკითხოთ?ვიქტორია და ბავშვი,როგორ გრძნობენ თავს?
-მანჩოს ღვეზელები მოუნდა,ჩემს ცოლს და შვილს აბრალის..-გაეცინა ბაჩოს.
-ოჰ,მანჩოს ღვეზელები ეს უკვე ცალკე საკითხია..-სიცილით გააგრძელა თავისი საქმე ანზორმა.
-თქვენ,და მანჩო პაემანზე როდის უნდა დაპატიჟოთ?
-ბატონო?-გაოგნდა კაცი.
-მე ვფიქრობ,შესანიშნავი დროა მე ჩემს ცოლს შემოვირიგებ თქვენ თქვენს შეყვარებულს დაპატიჟებთ პაემანზე ძვირადღირებულ რესტორანში..
1 საათში ვიკას დაურეკა დაბლა გელოდები ჩამოდიო.
სანამ რესტორნის მეპატრონესთან არ დარეკა,მანამდე არ შეატანინეს მანჩოს თავისი ღვეზელები.
ისხდნენ და იცინოდნენ.
სიყვარულის ორი თაობა.
ერთი წყვილი დაოჯახებასაც არ ჩქარობდა ჯერ ახალგაზრდები ვართო.
მეორე წყვილი მიმტანს ყალიას უკვეთავდა,რადგან „ნაკანის ბიჭს მოუნდა უეცრად..“
ჰო,სიყვარული არასდროსაა გვიანი.
***
-საბა უშხვანი?!-ორი პოლიციელი,რომ წამოადგა თავზე ჯერ გაუკვირდა შემდეგ ამრეზით ახედა ორივეს.
-დიახ.
-წამობრძანდით,თქვენ დაკავებული ხართ ქალზე ძალადობის ბრალდებით..
-ბატონო?გეშლებათ რაღაც..,.-იმდენად იყო საკუთარ ძალებში დარწმუნებული უპრობლემოდ გაჰყვა თანამშრომლებს პროკურატურაში,სადაც დუდა ჯაფარიძე და ნენე მეძმარიაშვილი უცდიდნენ.
-თქვენ..-ამოილაპარაკა გაოგნებულმა საბამ და მომღიმარ ჯაფარიძეს გადახედა.
-მე გაგაფრთხილე,არ გაამწარო ქალი,რომელსაც უყვარხარ-მეთქი,არ დამიჯერე.შედეგი არ დგება მიზეზის გარეშე.შენ მიზეზი ხარ,მე შედეგი!


დასასრული.

მოენატრეთ ჭორიკანას!!!



№1  offline მოდერი guroo

კომენტარი ექვსი ქულისთვის smile

 


№2 სტუმარი სტუმარი ენ ბლექი

guroo
კომენტარი ექვსი ქულისთვის smile


გუშინ ჩემს ისტორიაზე შენი კომენტარი რომ ვნახე გამიკვირდა, თუმცა ბოლოს მივხვდი ქულის გამო რომ დაწერე...

ლიზა. დავბრუნდები როცა წავიკითხავ ❤ გამიხარდა შენი სიახლე ❤

 


№3  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი ენ ბლექი
guroo
კომენტარი ექვსი ქულისთვის smile


გუშინ ჩემს ისტორიაზე შენი კომენტარი რომ ვნახე გამიკვირდა, თუმცა ბოლოს მივხვდი ქულის გამო რომ დაწერე...

ლიზა. დავბრუნდები როცა წავიკითხავ ❤ გამიხარდა შენი სიახლე ❤

ენ heart_eyes

 


№4  offline წევრი queentikooooo

იმედი მაქვს საწყენად არ მიიღებ საყვარელო, უბრალოდ მეგობრულ რჩევას გაძლევ და ჩემს აზრს ვაფიქსირებ-ერთი ამბის მონაკვეთიდან უცბად სხვა ამბავის ისტორიის დაწყება, შემდეგ ისევ პირველი ისტორიის მონაკვეთის გაგრძელება და ხელახლა სხვა მონაკვეთის დაწყება(იმედი მაქვს გაიგე რაც დავწერე და ძალიან არ დაგაბნიე) ჩემთვის პირადად ცოტა დამაბნეველია.
თავიდან კითხვა რომ დავიწყე ვერ გავიაზრე სიუჟეტი,ვერ ჩავუხვდი მოქმედებების განვითარებას კარგად.
რათქმაუნდა ეს არის შენი არჩევანი თუ როგორი წერის სტილს აირჩევ, უბრალოდ ჯობია ყოველთვის რომ ერთი ამბავის მონაკვეთი დაასრულო და შემდეგ დაიწყო მეორე ნაწყვეტის გაცნობა.
მთლიანობაში სასიამოვნო წასაკითხი იყო და წარმატებებეი საყვარელო.
იმედი მაქვს არ გეწყინება ჩემი რჩევა <3 <3 წარმატებები

 


№5  offline წევრი ეირინ

ვერც კი წარმოიდგენ მე როგორ მომენატრა შენი ისტორიები სულ ღიმილით ჩავიკითხავ ყოველთვის და მაბედნიერებენ❤❤❤

 


№6  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

queentikooooo
იმედი მაქვს საწყენად არ მიიღებ საყვარელო, უბრალოდ მეგობრულ რჩევას გაძლევ და ჩემს აზრს ვაფიქსირებ-ერთი ამბის მონაკვეთიდან უცბად სხვა ამბავის ისტორიის დაწყება, შემდეგ ისევ პირველი ისტორიის მონაკვეთის გაგრძელება და ხელახლა სხვა მონაკვეთის დაწყება(იმედი მაქვს გაიგე რაც დავწერე და ძალიან არ დაგაბნიე) ჩემთვის პირადად ცოტა დამაბნეველია.
თავიდან კითხვა რომ დავიწყე ვერ გავიაზრე სიუჟეტი,ვერ ჩავუხვდი მოქმედებების განვითარებას კარგად.
რათქმაუნდა ეს არის შენი არჩევანი თუ როგორი წერის სტილს აირჩევ, უბრალოდ ჯობია ყოველთვის რომ ერთი ამბავის მონაკვეთი დაასრულო და შემდეგ დაიწყო მეორე ნაწყვეტის გაცნობა.
მთლიანობაში სასიამოვნო წასაკითხი იყო და წარმატებებეი საყვარელო.
იმედი მაქვს არ გეწყინება ჩემი რჩევა <3 <3 წარმატებები

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეგ ჩემი წერის სტილია,რას ამბობ,მადლობა შეფასებისთვის ❤
ეირინ
ვერც კი წარმოიდგენ მე როგორ მომენატრა შენი ისტორიები სულ ღიმილით ჩავიკითხავ ყოველთვის და მაბედნიერებენ❤❤❤

მადლობა ❤

 


№7 სტუმარი სტუმარი მაკო

დამენანა რომ დამთავრდა,გელოდებით ახალი ისტორიით

 


№8  offline წევრი კირა

აუ, როგორ ძალიან მომეწონა :)მადლობა ასეთი ლამაზი, სვანური სიყვარულის ისტორიისთვის:)

 


№9  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი მაკო
დამენანა რომ დამთავრდა,გელოდებით ახალი ისტორიით

იქნება მალე ❤
ენ ბლექი
ნუ აი საშინლად არაკომფორტულია როდესაც ასჯერ გიწევს გაწყვიტო ლიზა კანდელაკის ისტორიის კითხვა...

ჩავამთავრე, ვაიმე ამას ჩამთავრება არ ერქვა. ასჯერ გამიჩერდა გული და ასჯერვე თავად დამიბრუნა ისტორიამ სასიცოცხლო მაჩვენებლები.

იცი რა მომწონს შენში? - ტონკი იუმორი! გაკვდება!

ქეთა მიყვარს... გამორჩეულად. ისეთია მე რომ მიყვარს და პატივს ვცემ.

ისტორიის დასაწყისმა მომცელა ლიზა, აუ ისე მეტკინა კითხვის დროს ვფიქრობდი შევძლებდი თუ არა ბოლომდე ჩავსულიყავი მაგრამ ეს ხომ შენი ისტორია იყო, უბრალოდ უნდა მეპოვა საკუთარ თავში ძალა და წამეკითხა ისტორია, რომელიც ვიცოდი კიდევ უფრო შემაყვარებდა მის ავტორს. გამოგივიდა. არც კი განიხილება.

პერსონაჟებს არ განვიხილავ რა. ყველას თავისი როლი და ადგილი ჰქონდა თან ისე მორგებული როგორც საჭირო იყო, როგორც ჩაიფიქრე და გამოძერწე. ბრავო ტაშს გიკრავ! მთელი გულით.

უზომოდ ვისიამოვნე ❤

მე შენს სიახლეს მუდამ ველი ❤

არ მჯერა,ენ შენ ჩემთვის იმდენად მაგარი მწერალი ხარ,შენგან ეს სიტყვები ჯერ ზღაპარი მგონია!!! ბევრი მადლობა შენ ამ ემოციისთვის!!
კირა
აუ, როგორ ძალიან მომეწონა :)მადლობა ასეთი ლამაზი, სვანური სიყვარულის ისტორიისთვის:)

მადლობა შენ !❤❤

 


№10  offline წევრი Gemini mood

აღმაფრთოვანებ❤❤❤❤

 


№11  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Gemini mood
აღმაფრთოვანებ❤❤❤❤

უჰ! აი,კომენტარიც მესმის!! :დ

 


№12  offline წევრი gabi du

მომწონს :* წარმატებებს გისურვებ.

 


№13  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ცოტა უფრო შეღამდეს და,დავბრუნდები ❤️
საღამო მშვიდობისა ჭორიკანა :)

 


№14  offline მოდერი guroo

სტუმარი ენ ბლექი
guroo
კომენტარი ექვსი ქულისთვის smile


გუშინ ჩემს ისტორიაზე შენი კომენტარი რომ ვნახე გამიკვირდა, თუმცა ბოლოს მივხვდი ქულის გამო რომ დაწერე...

ლიზა. დავბრუნდები როცა წავიკითხავ ❤ გამიხარდა შენი სიახლე ❤



დამპალო, ნუ აურევ იმას ამაში.

 


№15  offline წევრი დამპალი სული

ზოგჯერ რეალობის შეგრძნების უნარს ვკარგავ.
ისე კარგად გქონდა გრძნობები აღწერილი, აი მეგონა რომ ჩემ წინ ცოცხლდებოდა ყველაფერი.

 


№16  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

დამპალი სული
ზოგჯერ რეალობის შეგრძნების უნარს ვკარგავ.
ისე კარგად გქონდა გრძნობები აღწერილი, აი მეგონა რომ ჩემ წინ ცოცხლდებოდა ყველაფერი.

მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის ❤
gabi du
მომწონს :* წარმატებებს გისურვებ.

მადლობა ❤

 


№17  offline წევრი Veronika

პირველად დუდა ჯაფარიძე რომ გამოჩნდა, აი უბრალოდ მისი სახელი და გვარი რომ წავიკითხე, მაშინვე მივხვდი რომ სასწაულად იდეალური პიროვნება იქნებოდა.
დუდა ჯაფარიძე! და აქ ყველაფერი ნათქვამია! როროგრ საოცრად და ლამაზად უყვარს ლილე, ნუ გავგიჟდი. შემშურდა :დ (თეთრი შურით რა თქმა უნდა)
იცი როგორ ვისიამოვნე ამ ისტორიით, აი საშინლად.
ნუ ყველა შენს ისტორიაზე მემართება ასე, არაამქვეყნიური ემიციებით ვივსები, მაგრამ ამ ისტორიამ და დუდას სიყვარულმა განსაკუთრებულად მასიამოვნა ❤️
საოცრება ხარ შენ❤️

 


№18  offline წევრი ნან

მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია საიტის მკითხველი ვარ შენს ისტორიებს არ ვიცნობ(არ მეპატიება) .ყოჩაღ მაგარი იყო .თავზე დამათენდა.ვერანაირად ვერ მოვწყდი.მაგარი ხარ❤️

 


№19  offline წევრი ვიპნი

ქალი ხარ შოკიი,მოკლედ ეს გვერდი ჩამახსოვრებული მაქვს შენს სიახლეებზე,დილით რომ შემოვედი სათაური კი მეუცნაურა,მაგრამ გადავედი მაინც მთავარ გვერდზე,აქაც შენ რომ დამხვდი თარიღს დავაკვირდი ისევ :-) (სათაურებს ვერ ვიმახსოვრებ ვერასდროს), სვანებზე ისტორია რაღაც მეახლა,კარგი იყო ძალიან,ყველას ტკივილი მეტკინა,მაგრამ ყველაზე მეტად მაინც დუდა შემეცოდა და დამეტანჯა ❣️

 


№20  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Veronika
პირველად დუდა ჯაფარიძე რომ გამოჩნდა, აი უბრალოდ მისი სახელი და გვარი რომ წავიკითხე, მაშინვე მივხვდი რომ სასწაულად იდეალური პიროვნება იქნებოდა.
დუდა ჯაფარიძე! და აქ ყველაფერი ნათქვამია! როროგრ საოცრად და ლამაზად უყვარს ლილე, ნუ გავგიჟდი. შემშურდა :დ (თეთრი შურით რა თქმა უნდა)
იცი როგორ ვისიამოვნე ამ ისტორიით, აი საშინლად.
ნუ ყველა შენს ისტორიაზე მემართება ასე, არაამქვეყნიური ემიციებით ვივსები, მაგრამ ამ ისტორიამ და დუდას სიყვარულმა განსაკუთრებულად მასიამოვნა ❤️
საოცრება ხარ შენ❤️

-505-
სასიამოვნოდ იკითხება, ყოჩაღ ❤

ნან
მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია საიტის მკითხველი ვარ შენს ისტორიებს არ ვიცნობ(არ მეპატიება) .ყოჩაღ მაგარი იყო .თავზე დამათენდა.ვერანაირად ვერ მოვწყდი.მაგარი ხარ❤️

ვიპნი
ქალი ხარ შოკიი,მოკლედ ეს გვერდი ჩამახსოვრებული მაქვს შენს სიახლეებზე,დილით რომ შემოვედი სათაური კი მეუცნაურა,მაგრამ გადავედი მაინც მთავარ გვერდზე,აქაც შენ რომ დამხვდი თარიღს დავაკვირდი ისევ :-) (სათაურებს ვერ ვიმახსოვრებ ვერასდროს), სვანებზე ისტორია რაღაც მეახლა,კარგი იყო ძალიან,ყველას ტკივილი მეტკინა,მაგრამ ყველაზე მეტად მაინც დუდა შემეცოდა და დამეტანჯა ❣️

მადლობა თქვენ ! ❤❤

 


№21  offline მოდერი Mary Drey

სასიამოვნო წასაკითხი იყო.

 


№22  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

Natsrisferi_grdznobebi
სასიამოვნო წასაკითხი იყო.

მადლობა ❤

 


№23 სტუმარი სტუმარი თამო

როგორ მომეწონა შენ ხომ არიცი.ერთი ამოსუნთქვით რომ წავიკითხე მართლაც რომ საოცარი ისტორიაა.ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი უკვე.სიტყვებით კიდევ ვერ გადმოვცემ იმას რაც ვიგრძენი ამის წაკითხვისას დუდა ჯაფარიძე არვიცი თავიდანვე რატომღაც ძალიან მომეწონა და იყო დიალოგები რომლებიც ძალიან დამამახსოვრდა"ადამიანი,რომ დაიბადა მისი მეორე ნახევარი მიუჩინა ღმერთმა,არ შეიძლება ეს ადამიანი ან ის მეორე ნახევარი სხვებთან იყვნენ ბედნიერები,თუ ერთმანეთს ეკუთვნიან როგორ უნდა გიყვარდეს შენ სხვა,თუ შენ ჩემთვის შეგქმნა განგებამ?!მაშინ ან ჩემი ცალმხრივი სიყვარული გამოდის აბსურდი ან შენი არჩევანი გამოდის მცდარი"
"იმას,რომ ქმარი გყავდა,კაცი,რომელმაც არ დაგაფასა არც ერთ კონტექსტში,სიმართლე გითხრა?!არც ერთს გიყვარდათ ერთმანეთი და არც მეორეს,თქვენ ერთმანეთს შეეჩვიეთ და ეგ გეგონათ სიყვარული,ეგ გრძნობა იცი საერთოდ რა არი?!როცა ყველანაირი პირობა გაქვს შენი მიიღო და უკან იხევ საყვარელი ადამიანის გამო!"
გავგიჟდი ემოციების ზღვა.მიყვარხარ მე შენ

 


№24 სტუმარი სტუმარი გვანცა

საოცრება იყო ????

 


№25  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

სტუმარი თამო
როგორ მომეწონა შენ ხომ არიცი.ერთი ამოსუნთქვით რომ წავიკითხე მართლაც რომ საოცარი ისტორიაა.ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი უკვე.სიტყვებით კიდევ ვერ გადმოვცემ იმას რაც ვიგრძენი ამის წაკითხვისას დუდა ჯაფარიძე არვიცი თავიდანვე რატომღაც ძალიან მომეწონა და იყო დიალოგები რომლებიც ძალიან დამამახსოვრდა"ადამიანი,რომ დაიბადა მისი მეორე ნახევარი მიუჩინა ღმერთმა,არ შეიძლება ეს ადამიანი ან ის მეორე ნახევარი სხვებთან იყვნენ ბედნიერები,თუ ერთმანეთს ეკუთვნიან როგორ უნდა გიყვარდეს შენ სხვა,თუ შენ ჩემთვის შეგქმნა განგებამ?!მაშინ ან ჩემი ცალმხრივი სიყვარული გამოდის აბსურდი ან შენი არჩევანი გამოდის მცდარი"
"იმას,რომ ქმარი გყავდა,კაცი,რომელმაც არ დაგაფასა არც ერთ კონტექსტში,სიმართლე გითხრა?!არც ერთს გიყვარდათ ერთმანეთი და არც მეორეს,თქვენ ერთმანეთს შეეჩვიეთ და ეგ გეგონათ სიყვარული,ეგ გრძნობა იცი საერთოდ რა არი?!როცა ყველანაირი პირობა გაქვს შენი მიიღო და უკან იხევ საყვარელი ადამიანის გამო!"
გავგიჟდი ემოციების ზღვა.მიყვარხარ მე შენ

მადლობა,ჩემო ტკბილო მე თქვენ მიყვარხართ საერთოდ ყველა !
სტუმარი გვანცა
საოცრება იყო ????

მადლობა !!

 


ძალიან ძალიან კარგი იყო<3 სიტყვები არ მყოფნის..
მადლობ ამ შესანიშნავი ისტორიისთვის heart_eyes

 


№27  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ზაფხულის გოგო
ძალიან ძალიან კარგი იყო<3 სიტყვები არ მყოფნის..
მადლობ ამ შესანიშნავი ისტორიისთვის heart_eyes

მადლობა!!❤

 


№28  offline წევრი LI_BE

ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, ლიზა. შენი სამეგობროები მიყვარს, განსაკუთრებით გოგონები blush . იუმორი მომწონს ძალიან კიდე. რაღაცნაირად, "თბილისური" ისტორიები გაქვს (მე ასე დავარქვი), ხოდა, ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ.

სიმართლე გითხრა, იდეალური ადამიანები არ მიყვარს. ალბათ, ძალიან ძნელია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც შეცდომას არ უშვებს, ყველა ურთიერთობაში იდეალურია, უშეცდომოა, ყველა სიტუაციაში მართალია. ასეთ ადამიანთან, ცოტა საშიში მგონია ურთიერთობა.

მაგრამ, აი, დუდა, ნამდვილად არის იდეალური და მგონია, რომ ჩემს წარმოდგენას იდეალურობის ავკარგიანობაზე, ნამდვილად ანგრევს. იმიტომ, რომ ძალიან მინდა ასეთი ადამიანი ჩემს გვერდით, ალბათ მართლა მოსიარულე სახლია, მოსიარულე კედელია და დუდასნაირი ადამიანის გვერდით, ცხოვრება ხდება ძალიან ადვილი blush .

heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№29  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

LI_BE
ძალიან მიყვარს შენი ისტორიები, ლიზა. შენი სამეგობროები მიყვარს, განსაკუთრებით გოგონები blush . იუმორი მომწონს ძალიან კიდე. რაღაცნაირად, "თბილისური" ისტორიები გაქვს (მე ასე დავარქვი), ხოდა, ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ.

სიმართლე გითხრა, იდეალური ადამიანები არ მიყვარს. ალბათ, ძალიან ძნელია ისეთ ადამიანთან ურთიერთობა, რომელიც შეცდომას არ უშვებს, ყველა ურთიერთობაში იდეალურია, უშეცდომოა, ყველა სიტუაციაში მართალია. ასეთ ადამიანთან, ცოტა საშიში მგონია ურთიერთობა.

მაგრამ, აი, დუდა, ნამდვილად არის იდეალური და მგონია, რომ ჩემს წარმოდგენას იდეალურობის ავკარგიანობაზე, ნამდვილად ანგრევს. იმიტომ, რომ ძალიან მინდა ასეთი ადამიანი ჩემს გვერდით, ალბათ მართლა მოსიარულე სახლია, მოსიარულე კედელია და დუდასნაირი ადამიანის გვერდით, ცხოვრება ხდება ძალიან ადვილი blush .

heart_eyes heart_eyes heart_eyes

ერთი დუდა ყველას უნდა გვყავდეს ისევე როგორც ერთი ქეთა ❤მადლობა შენ ამ სიტყვებისთვის ❤

 


ვაიმეეე, ეს რა იყო, სიყვარული, სიხარული, რა ვიცი რა დავარქვა, ასეთი ისტორია ჯერ არ წამიკითხავს, ჩემში ყველაფერი გააღვიძა, ეს უბრალოდ იმდენალ საყვარელი იატორიააა, ღმერთო ემოციებს ვერ ვიკავებ, ვამაყობ რომ ქართველი ვარ, ვამაყობ რომ შენც ქართველი ხარ და ყველაზე მეტად იმით ვამაყობ რომ ღმერთზე მეტად სიყვარულის მწამს, შენ ჩემში უამრავი ემოციაა გააღვიძე, მიყვარს მე ეს ისტორია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent