შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

-ესე იგი, შეიძლება შეგიყვარდე კიდეც? -უკვე მიყვარხარ 9 თავი


26-03-2020, 23:56
ავტორი Mentalist
ნანახია 1 932

გამარჯობა მეგობრებო. იმედია ახალი თავი მოგეწონებათ. ველოდები თქვენს შეფასებებს და ყველას დიდი მადლობა რომ კითხულობთ... :)



რესტორანში შევდივართ თუ არა გაოცებული ვიხედები დამიანესკენ
-რა ხდება?-ვამბობ და ცარიელ რესტორანს ხელმეორედ ვავლებ თვალს-აქ არავინაა
-თუ წინააღმდეგი არ იქნები მინდა ეს დღე მხოლოდ მე და შენ გვეკუთვნოდეს-მეუბნება და მაგიდისკენ მანიშნებს-უფროსთან ერთად ვახშმობაზე უარს იტყვი?
-არა, მაგრამ არ მესმის. რატომ?
-მალე მიხვდები-მეუბნება და სკამს მიწევს-დაჯექი
-კარგით, მაგრამ რაც უფრო მალე გახდება ყველაფერი ნათელი, მით უფრო კარგად ვიგრძნობ თავს ეს იცოდეთ-ვამბობ და ოდნავ ვიღიმი. დამიანე ჩემს წინ იკავებს ადგილს და რამდენიმე წამი თვალებში მიყურებს
-მოდი რაიმე მივირთვათ და შემდეგ რაღაც მინდა განახო
-როგორც გენებოთ...
დაახლოებით 10-15 წუთი ხმას არ ვიღებ. და არც ის იწუხებს თავს ჩემთან საუბრით
-არ მეტყვით რა ხდება?
-კარგი-ხელს ჯიბეში იცურებს და პატარა ბლოკნოტს მიწვდის ხელში. ჩემს ბლოკნოტს. ბლოკნოტს, რომელიც სანამ წავიდოდა მანამ მივეცი
-შენ მას ინახავდი?-ვამბობ და თვალებიდან ცრემლები მცვივა-როდის მიხვდი რომ მე ვიყავი?
-პირველივე ნახვისას-მეუბნება და ჩემს წინ იმუხლება-მაპატიე მე დარწმუნება მჭირდებოდა, დარწმუნება იმაში რომ ვისაც წლების განმავლობაში ვეძებდი ის შენ იყავი
-სად წახვედი? ამდენი ხანი რატომ დამტოვე?-ამდენი წლის დაგროვილი ემოცია ამ წამს იჩენს თავს და ცრემლებს ვერ ვიკავებ-მე გელოდებოდი, მთელი ეს დრო...
-მე კიდევ ყოველ დღე შენთან მოსვლას ვცდილობდი. დამიჯერე არც ერთი წამი არ ყოფილა ისეთი შენზე რომ არ მეფიქრა
-ხომ მიპოვე? რატომ არაფერი არ მითხარი?
-შენ რატომ არაფერი არ მითხარი ანიტა?-მეკითხება და ცრემლებს საკუთარი ხელით მიმშრალებს
-მე ვიფიქრე რომ არ გახსოვდი
-მეც იგივეს ვფიქრობდი, მაგრამ როგორც ჩანს ორივე ვცდებოდით-ამბობს და ისე ძლიერად მეხვევა სუნთქვა მეკვრის
-იცი როგორ მენატრებოდი?-ვამბობ და ხელებს ვხვევ
-მეც ძალიან მენატრებოდი... ძალიან მიყვარხარ ანიტა-გულის ცემა მაქსიმუმს აღწევს, როგორც მაშინ ეს სიტყვები პირველად რომ მითხრა
-მეც მიყვარხხარ დამიანე-ვამბობ და მის გულისცემასაც ვგრძნობ
-იცი? რაღაცები უცვლელი დარჩა. მაგალითად ეს -მშორდება და ხელს გულზე მადებს-ესეც-ახლა თავის გულს ეხება და იღიმის-ისევ ერთამენითს სიყვარულით არსებობენ
-არც შენ შეცვლილხარ, ისევ ისე საუბრობ ჩვენს სიყვარულზე როგორც ადრე
-ეს ცუდია?
-რა თქმა უნდა, არა. მომავალში რა იქნება დამიანე?-ვკითხულობ და ის თავის სკამს უბრუნდება
-მომავალში ჩვენ ვიქნებით, ჩვენი ოჯახი. ისეთი როგორზეც ვოცნებობდით
-აღარ დამტოვებ?
-შენი აზრით ამდენი წელი იმიტომ გეძებდი შემდეგ ისევ რომ დამეკარგე?-მეკითხება ოდნავ გაბრაზებული
-რათქმაუნდა არა-ვამბობ და ვიცინი
-როგორც იქნა მიხვდი-მასაც ეცინება და ხელს მკიდებს-ამ ხელს აღარასდროს გავუშვებ ჩემსას...
ცხრა საათისთვის დამიანემ სახლში დამაბრუნა, სადაც ნია ტელევიზორთან მოკალათებული დამხვდა
-რა მოხდა? დამიანემ რამე გითხრა?-სახლში შესვლისთანავე უამრავ კითხვას მისვამს
-დაწყნარდი, დაამშვიდდი მოსაყოლი მართლაც ბევრი მაქვს
-რა მოხდა? დროზე გამოიცვალე და მოდი-ტელევიზორთან ბრუნდება და უზარმაზარ პლედში ეხვევა-ანიტა მე ნუღარ მიყურებ ბედნიერი სახით, მოწესრიგდი და მოდი მალე თორე მოვკვდი ინტერესით
-კარგი მივდივარ-ვამბობ და ოთახისკენ სწრაფი ნაბიჯებით მივდივარ...
სახლის ფორმაში გამოწყობისთანავე ნიას გვერდით ვიკავებ ადგილს და ყველაფერს ისე სწრაფად ვყვები ჩემი თავის მე თვითონვე მიკვირს
-ასეთი ბედნიერი ბოლოს როდის ვიყავი არც კი მახსოვს
-წარსული მთავარი აღარაა, ახლა ყოველი დღე შენთვის ბედნიერება იქნება, მერწმუნე-მეუბნება და მეხვევა
-იცი ნია? შენ რომ არ გამოჩენილიყავი არ ვიცი რას მოვიმოქმედებდი. ყველაფროს იმედი დაკარგული მქონდა-ვამბობ და თავს ვხრი-შენ რომ არა დამიანეს ვერ ვიპოვიდი
-რა სისულელეს ამბობ-წითლდება-თქვენ ერთამენეთი გიყვართ და ადრე თუ გვიან მაინც ერთად იქნებოდით
-კარგი ვჩუმდები, ოღონდ პამიდორივით აღარ გაწითლლდე და სულ ჩუმად ვიქნები-ვამბობ და ვიცინი-შენ რას შვებოდი მთელი დღე?
-რავიცი... ვმეცადინეობდი, ტელევიზორს ვუყურებდი და ასე ვერთობოდი... რაღაც უნდა გითხრა-მეუბნება და ისევ წითლდება
-რა მოხდა?-ვკითხულობ გაოცებული
-იცი?! მგონი მარტო შენ არ ხარ შეყვარებული-მეუბნება და დაბნეული მისწორებს მზერას...



ნუ მოკლედ, ახლა დავიწყე კითხვა და ძალიან მომეწონა, ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის დაიდება

 


№2 სტუმარი nia

Dzalian gamaxare gagrdzele ❤

 


№3 სტუმარი სტუმარი Xxxx

dzalian momewona!!! velodebi shemdeg tavs

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent