შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უმართავი (ნაწილი მეორე)


27-03-2020, 01:21
ავტორი Butterfly Girl
ნანახია 1 322

-ეს ყველაფერი ასე ადვილი არ არის, ჩემზე უკეთ იცით, რომ ერთი თვალის დაბრიალებით არავის არავინ უყვარდება, ამას დრო ჭირდება და მე ყველაფერი გაწერილი მაქვს ბატონო დავით.

-რომელი დრო ვივიენ? რომელიც არ გაქვს?? შენ გავიწყდება რო შეზღუდულები ვართ! თუ ასეთი ტემპით გააგრძელებ მალე ანა ჩამოვა და ყველაფერი უფრო გართულდება.

-მესმის და ძალიან კარგად ვხვდები ყველაფერს. დღეს საღამოს მის სახლში წვეულებაა, საბედნიეროდ მართლა მხოლოდ ყავის სმით არ ვყოფილვარ დაკავებული მთელი ეს დრო.

-რას აპირებ?

-სამი დღის უკან, ვითომ შემთხვევით მისი დეიდაშვილი გავიცანი, საბედნიეროდ საკმაოდ კომუნიკაბელური და თბილი გოგო აღმოჩნდა გვერდიდან აღარ მიშორებს, იქაც მან დამპატიჟა, გიორგის რათქმაუნდა გაუკვირდება მის სახლში რომ აღმომაჩენს, თუმცა ხანდახან შემთხვევითობას ადამიანები იმაზე მნიშვნელოვნად აღიქვამენ ვიდრე სინამდვილეშია.

-ვივინ შეცდომის უფლება არ გაქვს გიორგი ვერაფერს უნდა მიხვდეს.

-ვერც მიხვდება. მის დეიდაშვილთან ჭორაობის დრო უკვე გამოვნახე, ყველაფერი ისე იცის, როგორც მე მინდა. ვუთხარი, რომ 1თვის წინ ჩამოვედი გერმანიიდან, სადაც წარჩინებით სწავლის დასრულების შემდეგ, ასევე წარმატებული კარიერა ავიწყვე, მოვუყევი როგორ გავხდი ამხელა ქონების პატრონი ასეთ ასაკში და მსგავსი სისულელები, მისი დაჯერება იმაზე ადვილი აღმოჩნდა ვიდრე ვიფიქრე, ასე რომ ყველაფერი გათვლილია, ბატონი გიორგი კი მას შემდეგ რაც მის სახლში მის დეიდაშვილთან ერთად მნახავს, აუცილებლად დაინტერესდება ამ ყველაფრით.
(უფროსისთვის მისი გეგმის გაცნობის შემდეგ, თვითკმაყოფილმა ჩატეხა ტუჩის ცალი მხარე და თავდაჯერებული ღიმილით ახედა ბატონ დავითს)

-შენში ეჭვი არ უნდა შემეტანა, მაგრამ დრო! ყოველთვის გახსოვდეს, რომ ამჯერად დროში იმაზე მეტად ხარ შეზღუდული ვიდრე, წინა დავალებების დროს.

-დიახ ვიცი და ყველანაირად ვეცდები ჩავეტიო.

-ცდის დრო არ გაქვს, შედეგს ველოდები!

-რათქმაუნდა.

-გაითვალისწინე, გიორგისთან ნაზი, თავდაჯერებული ქალბატონი უნდა იყო და არა ისეთი როგორიც სინამდვილეში ხარ. აგრძნობინე მას, როგორი დაუცველი და უმწეო არსება ხარ. ეს უბრალოდ რჩევად მიიღე მამაკაცისგან.

-გასაგებია, დროებით ბატონო დავით.

(დაემშვიდობა და ოფისიდან, პირდაპირ მაღაზიებში გავლა ამჯობინა.
დღევანდელი საღამოსთვის ისეთი კაბა შეარჩია, რომელიც თითქოს საერთოდაც არ იყო გამომწვრვი, არც დეკოლტე, არც ღია ზურგი, არც სიმოკლე, უბრალო კანის ფერი, მუხლებამდე კაბა იყო გრძელი მკლავით კისრამდე, თუმცა მის წვრილ წელს, მენჯებს და გამოკვეთილ ულამაზეს ფორმებს, შესანიშნავად უსვამდა ხაზს.
სახლში მისულმა, აბაზანა აავსო და მინიმუმ ერთი საათი მასში ნებივრობაში გაატარა, მერე სალათი მოიმზადა, ლუსისაც ჩაუყარა საშუალო თასში პედიგრი, თავზე ხელი კუდამდე გადაუსვა მადლობის ნიშნად ფეხზე მიტუზულ კატას და თვითონაც წაიხემსა.
საათის ისრები 6ის 15წუთს აჩვენებდა, აღარ იცოდა დანარჩენი დრო რით გაეყვანა, ყავა მოიხარშა და სარდაფში ჩავიდა.)


*****
-როგორც ჩანს, უცხოების მანქანით არ მგავრობთ, თუმცა უცხოებთან სახლში დადიხართ არა?

-უკაცრავად?! (თითქოს აღშფოთებულმა მიუტრიალდა კითხვის ადრესატს ვივიენი)

-თქვენ რა მითვალთვალებთ?

-ანუ ჩემს სახლში თქვენ ხართ და კიდევ მე გითვალთვალებთ?

-თქვენ აქ ცხოვრობთ?

-არა მარტო ვცხოვრობ. ჩემი სახლიც არის სხვათაშორის.

-მაპატიეთ არ ვიცოდი. მეგობარმა დამპატიჟა მეგონა მისი სახლი იყო.

-მეგობარმააა... ვინ გყავთ ისეთი მეგობარი, რომელმაც ჩემს სახლში მოგიპატიჟათ?

-ლილუ ქვია, დიდი ხანი არ არის, რაც ვიცნობ და აქაც ცოტა არ იყოს უხერხულად ვარ, მგონი ჯობია წავიდე. ( თქვა თუ არა ჩანთას დაავლო ხელი, თუმცა გიორგიმ დააკავა, ორი წამით დახედა ვივიენმა მის ხელზე დევდარიანის ხელს და უხერხულად ახედა კაცს, მანაც სწრაფად გაუთავისუფლა ხელი)

-ლილუ? ლილუ ჩემი დეიდაშვილია.. და თქვენ საიდან იცნობთ? ( ეჭვნარევი თვალები შეანათა ქალს)

- მართლაა? რამოდენიმე დღის წინ გავიცანი გამოფენაზე, შესანიშნავი მხატვარია, დიდი ხანია ქართველი ხელოვანის ნამუშევრებს ასე არ მოვუხიბლივარ.

-ანუ გამოფენაზე გაიცანით.

-დიახ, უკვე გიპასუხეთ, თუმცა...
(სიტყვა გააწყვეტინა არსაიდან უცებ გამოჩენილმა ლილუმ)

-უკვე გაგიცნიათ ერთმანეთი, არადა მინდოდა ეს პატივი მე მრგებოდა.
(ხუმრობით შემოხვია დეიდაშვილს ხელი)

-ბოდიში ლამაზო უყურადღებოდ არ უნდა დამეტოვებინე, იმედია მისი უჟმური ხასიათის გამომჟღავნება ჯერ ვერ მიასწრო.
(ყურებამდე გაეკრიჭა დეიდაშვილს და გაჯავრებით აუწია წარბები)
-გიუშ იცოდე ეს გოგო არ გამიბრაზო..
(საჩვენებელი თითი დაუქნია და ვივიენს გახედა)
-ვივი ეს გიორგია, ჩემი დეიდაშვილი... გიო, ეს კი ვივია, უფროსწორად ვივიენ გამყრელიძე, იცი რა ჭკვიანია? გაფრინდაშვილს 2წუთში მოაკეტინა, მისი სახე უნდა გენახაა (ოდნავ უბიძგა დეიდაშვილს ლილუმ და ისევ გაეკრიჭა, ვივიენმა კი ვითომდა დარცხვრნილად აწია დიდი ალისფრად მოვარე თვალები და დევდარიანს ჩააშტერდა)
-მოიცა 2წუთი, მალე მოვალ, გიო კიმიხედე კარგიი...
(ისე გაიქცა ლილუ, არც დაუხედავს წყვილისთვის,თოთქოს ვიღაც ნაცნობი დაინახა და მისკენ დაიძრა)

-ჯერ კიდევ ბავშვია... (ზერელედ, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა გიორგიმ)

-23წლის ხალხს, ბავშვებს აღარ ეძახიან.

-მისი ასაკი მის ჭკუას არ წყვეტს!

-ხო მაგრამ, ის რომ შუა ხნის, საკუთარ თავში გამოკეტილი ხალხივით, თავშეკავებული და სულ დაღვრემილი არ დადის, იმას არ ნიშნავს რომ ბავშვია.

-ზუსტად მაგას ნიშნავს!

-სადახარ , 2საათი რად უნდა ლუდის მოტანას. (კარგი აღნაგობის წაბლისფერთმიანი ბიჭი ამოუდგა დევდარიანს გვერდით)

-გამარჯობათ. (ხელი გაიწოდა ვივინეს და მოჯადოვებულმა აათვალიერა ქალი)

-გაგიმარჯოთ. (ღიმილნარევი სახით მანაც გაუწოდა მამაკაცს ხელი)

-ნაცნობს მოვკარი თვალი და შევყოვნდი, რაიყო პირი ხოარ გაგიშრა?

-ხო, რატო არ შეყოვნდებოდიი...( ისევ არ აცილებთა თვალს ვივიენს)

-მე არ გამაცნობ მაგ ნაცნობს?

-მეც ახლახანს გავიცანი, შეგიძლია თვითონ გაეცნო, წავედი ბიჭებს მივხედავ.

-მიდი მიდი ლუდი არ დაგავიწყდეს. (სიტყვა შეაწია ცოტნემ, თუმცა მისკენ არც გაუხედავს, ახლა მისი ყურადღების ობიექტი სულ სხვა იყო)


*****

ძლივს დაუსხლტა ხელიდან იმ ყბედს, უკვე თავი აატკივა, ლილუ რომ მოვიდა, ეგონა მეშველაო, თუმცა ისე ოსტატურად მოიშორა ცოტნემ მის მერე აღარც გამოჩენილ, ახლა თვალებით გიორგის ეძებდა, დიდი ხანია მისი თვალთახედვის არეალიდან გაქრა. ვერც სასტუმრო ოთახში ხედავდა ობიექტს ვერც ეზოში.
ორი ვარიანტი იყო: ან სადმე გავიდა, ან ისვენებდა.
წავიდა ყველა ოთახს შემოუარა, უკვე გვიანი იყო ყველა ოთახში სინათლე იყო დატოვებული, თუმცა მიაგნო იმ ოთახსაც სადაც სინათლის ნატამალიც არსაიდან ჩანდა, მიხვდა რომ აქ იქნებოდა, სინათლის ჩამრთველს დაუწყო ძებნა, შემდეგ ვითომდა უშედეგო ძიების შემდეგ, ტელეფონის ფანარი გამოიყენა, კარადასთან მივიდა, ზედა თაროდან ყველაფერს შეეხო, შემდეგ თავზე ხელი მაგრად შემოიჭდო და საწოლის კუთხეზე ჩამოჯდა)

-ჯანდაბა, როგორ მტკივა თავი...

-ამ ოთახში წამლებს ნამდვილად არ ვინახავ. (ისე შეხდა, გეგონება ვერასდროს წარმოიდგენდა დევდარიანის ამ ოთახში ყოფნას)

-ბატონო გიორგი, მე...( ტუმბოდან დაწყებული ყველაფერს ფეხი წამოკრა, მგონი რაღაცები გატეხა კიდეც, მაშინვე დაიხარა და იატაკზე მოფენილი ნივთების აკრეფას შეუდგა თან თავს იმართლებდა)

-არ ვიცოდი აქ თუ იყავით, წამალს ვეძებდიი...

-მივხვდი. (მხოლოდ ახლა წამოდგა გიორგი და სინათლე აანთო)

-მგონი ასე ჯობია.

-არ ვიცი რა ვიფიქრო, ჯერ ჩემს საყვარელ ბარში გამომეცხადეთ, მერე ჩემს სახლში, ახლა საერთოდ ჩემს ოთახში ხართ. (ირონიულად გაუღიმა ქალს)

-რაააა?? რას იძახით! (შეიცხადა ვივიენმა, თითქოს ამაზე დიდი შეურაწყოფა ჯერ არავის უკადრებია მისთვის)

-საერთოდ არ ვიცოდი თქვენი სახლი თუ იყო და ოთახზე მითუმეტეს წარმოდგენაც არ მქონდა, თქვენ რა გგონიათ რომ მე... (ხმა გაებზარა, თვალები აემღვრა, წამიც არ დაჭირვებია დევდარიანს მიმიკის შესაცვლელად, ის შეურაწმყოფელი მზერა ისე გაქრა მისი ნაკვთებიდან თითქოს არც არასდროს ყოფილა იქ,
ვივიენი საწოლზე ჩამოჯდა და სახეზე ხელები ძლიერად აიფარა)

-ჯანდაბა!.. არ მინდოდა მართლა... ვიხუმრე უბრალოდ ( მის წინ ჩაიმუხლა დევდარიანი)

-უბრალოდ ტაქსი გამომიძახეთ (სლუკუნით გამოათავისუფლა სახე ხელებისდან და მის წინ ჩამუხლულ გიორგის დახედა)

-არ ვიცი მანქანის ტარებას რამდენად შევძლებ, მართლა ძალიან მტკივა თავი (კრავის თვალებით გახედა ვივიენმა კაცს)

-შემიძლია მე გაგიყვანოთ, ღამის 3საათია...

-არ არის საჭირო, თან არ მინდა შეგაწუხოთ.

-მომეცით უფლება დანაშაული გამოვისყიდო.

-რა დანაშაული, მართლა არ არის საჭირო მირჩევნია მარტო წავიდე...

-წავედით! (ქურთუკი აიღო დევდარიანმა და კარი დაუკავა ვივიენს გასასვლელად)

-მოდიხართ?

-რახან არ იშლიით...


*****

მთელი გზა ხმა არ გაუღია არც ერთს, ვივიენმა მხოლოდ მისამართი უკარნახა და ახლა იმაზე ფიქრით იყო გართული, როგორ დამშვიდობებოდა დევდარიანს.

-მოვედით. (მანქანა გააჩერა გიორგიმ)

-დიახ, ვხედავ, ძალიან დიდი მადლობა და ბოდიში შეწუხებისთვის. (როგორც ჩანს არჩევანი დამშვიდობებასთან დაკავშირებით უკვე გააკეთა)

-ჯანდაბაა... ვერ ვიხსნიი (უიმედოდ წაებღაუჭა საქამრეს)

-მოიცა ახლავე. (სწორედ ეს უნდოდა ქალსაც, ახლა მარტო მის თვალებს კიარ ჩასჩერებოდა საქამრისკენ რესკად დახრილი დევდარიანი, უკვე ტუჩებისკენაც გაურბოდა თვალი, თუმცა მალევე გახსნა, ვითომ გაჭედილი ქამარი და მშვიდად დაემშვიდობა ვივიენს, ქალიც უმალ გადავიდა მანქანიდან და სახლში შევიდა.
წამით შეავლო ორსართულიან საკმაოდ დიდ სახლს თვალი და მანქანა დაძრა)

ვივიენი ღიღინ-ღიღინით შევიდა სახლში, კმაყოფილი მისი პროგრესით.
ფეხსაცმელები, რომლებმაც უკვე ტერფები მოკვეთეს, გასახდელშივე მიყარა ქურთუკთან და ჩანთასთან ერთად, პირდაპირ მისი ოთახისკენ გდაიძრა. მივიდა თუ არა დანიშნულების ადგილზე, ლოგინზე მოწყვეტით დაეცა და მიუხედავად იმისა, რომ ფიქრებში ბევრჯერ ქონდა ადგომის მცდელობა, ვერ ადგა და წამები დაჭირდა გათიშვისთვის.



№1 სტუმარი სტუმარი ქეთო

მომწონს ძალიანეს ისტორია და ისე კარგად წერ, სულ მინდა ვიკითხო

 


№2  offline წევრი Butterfly Girl

სტუმარი ქეთო
მომწონს ძალიანეს ისტორია და ისე კარგად წერ, სულ მინდა ვიკითხო

ძალიან დიდი მადლობა მიხარია თუ მოგწონთ❤️

 


ძალიან კარგია, ველი შემდეგ თავს

 


№4  offline წევრი Butterfly Girl

სიყვარული გულს გვტკენს
ძალიან კარგია, ველი შემდეგ თავს

მადლობა❤️ ვეცდები მალე დავდო❤️

 


№5 სტუმარი Evaa

წესით ერთხელ მაინც თუ გადაიკითხავ ხოლმე ახალ დაწერილ თავ უნდა ხვდებოდე რომ საშინლად გამაღიზიანებელი და სრულიად უადგილოა ამდენი ბრჩხილები!დეტალების აღწერას სულაც არ სჭირდება და ამიტომ გთხოვ ხშირად არ გამოიყენო<3 რაც შეეხება უშუალოდ ისტორიას საინტერესო სიუჟეტი ჩანს მაგრამ დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განავითარებ

 


№6  offline წევრი Butterfly Girl

Evaa
წესით ერთხელ მაინც თუ გადაიკითხავ ხოლმე ახალ დაწერილ თავ უნდა ხვდებოდე რომ საშინლად გამაღიზიანებელი და სრულიად უადგილოა ამდენი ბრჩხილები!დეტალების აღწერას სულაც არ სჭირდება და ამიტომ გთხოვ ხშირად არ გამოიყენო<3 რაც შეეხება უშუალოდ ისტორიას საინტერესო სიუჟეტი ჩანს მაგრამ დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განავითარებ

ასე ვარ გამოყოფას მიჩვეული, თუმცა მაინც ვეცდები გავითვალისწინო❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent