შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარულის მეზობლად -II-


28-03-2020, 10:25
ავტორი ბეატრისი
ნანახია 1 311

__________

ბედი რომ ხუმარა ვინმეა ამაზე უკვე გესაუბრეთ ხომ? მაშინ იმას დავამატებ რომ ცხოვრება სიურპრიზებით არის სავსე, ზოგი მათგანი გვახარებს, უმეტესობა კი გვაკვირვებს. რაც უფრო იზრდები მით უფრო იაზრებ რომ ყველაფერი რაც აქამდე გსმენია უფროსების გამოგონილი ჭორი კი არა რეალური, მოსაწყენი და ბანალური ცხოვრებაა. ღალატი, იმედგაცრუება, სიკვდილი, მარტოობა, დეპრესია… დიახ, დიახ ეს ყველაფერი ნამდვილია და ადრე თუ გვიან ყველას გეწვევათ. ზოგი მყარად დადგებით და ისე შეებრძოლებით ცხოვრების ამ გამოწვევებს, ზოგიც სუსტნი აღმოჩნდებით და ჩემსავით მიგახეთქებენ კედელზე სხვადასხვა “სიურპრიზები”.

***
ჩვენი სამეგობრო სულ რამდენიმე ადამიანისგან შედგებოდა. მე, ნატა, ანა და ნიკა კლასელები ვიყავით. ოთო და ნოე კი 2 კლასით წინ იყვნენ და ნატასგან დაგვიახლოვდნენ. ახლა შევეცდები მათ შესახებ ცოტა ინფორმაცია მოგაწოდოთ, რადგან ჩემი ამბის მოსმენისას აუცილებლად დაგჭირდებათ იცოდეთ რაღაც დეტალები რათა უფრო ნათელი გახდეს ყველაფერი.
ანა და ნიკა 13 წლისები იყვნენ როდესაც გაპარვა გადაწყვიტეს. ოჯახი შექმნეს და ორი შვილიც გააჩინეს. პირველი შვილი, ლიზა რომ შეეძინათ 16 წლისები იყვნენ, ლილე კი 20 წლის ასაკში გაუჩნდათ. თავიდან ბევრი რამის გადატანა მოუხდათ, მაგრამ საბოლოოდ ერთმანეთი შეინარჩნეს და საკმაოდ მშვიდი და სტაბილური ოჯახი შექმნეს.
ნატა ყველაზე მეამბოხე იყო ჩვენს შორის, მისი გიჟური იდეებით ცხოვრებას გვიხალისებდა და შესაბამისად ჩვენს სამეგობროშიც ბედნიერების დიდი მუხტი შემოჰქონდა. სკოლა რომ დავამთავრეთ და ნატამ გამოაცხადა იურიდიულზე ჩავაბარეო ყველას ძალიან გაგვიკვირდა. გვეგონა რომ ამ საქმიანობისთვის ზედმეტად მხიარული იყო, მაგრამ თურმე სიგიჟის და სამართლიანობის შეთავსებაც არ ყოფილა რთული.
ნოე და ოთო როგორც ავღნიშნე ჩვენზე ორი წლით უფროსები იყვნენ. ოთო სწორედ ნოესგან გავიცანით, ახლო მეგობრები იყვნენ და ხშირად ვიყრიდით ხოლმე ერთად თავს. სკოლის დამთავრების შემდეგ ნოემ ერთ-ერთ ავეჯის ცეხში დაიწყო მუშაობა, რიგირთ ხელოსნად. ოთომ კი ბიზნეს-ადმინისტრაციულზე ჩააბარა და რამდენიმე წელში იმავე ცეხში სადაც ნოე მუშაობდა გაყიდვების მენეჯერად დაიწყო მუშაობა.
მე კი კარიერა სკოლაშივე ავიწყვე, 15 წლის ასაკში დედამ პირველად წამიყვანა სილამაზის კონკურსზე და სწორედ იქედან მოყოლებული ამ სფეროში ვტრიალებდი.
როგორ დაიწყო ჩემი და ოთოს ურთიერთობა?
სიყვარული 16 წლის ასაკში ამიხსნა, სიმართლე გითხრათ ბევრი არც მიფიქრია, საკმაოდ სიმპატიური და ჭკვიანი ბიჭი გახლდათ და მალევე დავთანხმდი ურთიერთობაზე. ყველაფერი მშვიდად მიდიოდა, ხან ვკამათობდით, ხან კი ერთმანეთს სიყვარუსლ ვუმტკიცებდით, განსაკუთრებული არაფერი, უფრო ვრცლად კი სჯობს მოგვიანებით მოგიყვეთ.
სკოლა რომ დავამთავრეთ ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდით ერთმანეთს, თუმცა ამას ჩვენი მეგობრობის სიმყარე არ შეურყევია. 22 წლის რომ გავხდი მამამ დიდი საჩუქარი გამიკეთა, იმავე კორპუსში სადაც ოთო, ნოე, ანა და ნიკა ცხოვრობდნენ ბინა მიყიდა. ყველას გვიხაროდა რომ უფრო მეტ დროს გავატარებდით ერთად, განსაკუთრებით ოთო იყო აჟიტირებული, სულ შენთან ვიქნები და მოსვენებას არ მოგცემო იძახდა, თუმცა ჩემი დაბადების დღიდან დაახლოებით 7 თვეში, 2 იანვარს, ბედობას, ჩემს საყვარელ დღეს გაუჩინარდა, თანაც ისე რომ ერთი სიტყვაც არ დაუბარებია და მხოლოდ დედამისისგან შევიტყვე რომ ევროპაში წასულა სამოგზაუროდ… ასე დასრულდა ჩვენი 6 წლიანი ურთიერთობაც.

***
_გოგოებო, გადაწყვეტილება მივიღე!_ფინჯანი ყავა დავისხი და გოგოებს გვერდით მივუჯექი.
_აბა გისმენთ!_მხიარულად თქვა ნატამ, მერე ანას ეშმაკურად გადახედა და ორივენი ახალი ამბის მოლოდინში გაიყურსნენ.
_მოკლედ, თუ ჩემს დაბადების დღეზე ოთო ისევ არ გამოჩნდა სამუდამოდ ვივიწყებ და ახალ ცხოვრებას ვიწყებ.
_ძალიანაც კარგი!_გადაწყვეტილება მომიწონა ანამ.
_ჰო, მაგრამ ჯერ არ დამისრულებია._ისეთი ტონით ვსაუბრობდი გეგონება პირადული გადაწყვეტილება კი არა საქართველოს კონსტიტუციის კანონი მივიღე._არ ვაპირებ ცანცარს, არ მინდა ისევ ვინმე იდიოტს გადავეყარო და ჩემი ცხოვრები შემდეგი 6 წელი მივახარჯო, ამიტომ სანამ ჩამოყალიბებული მამაკაცი არ გამოჩნდება ჰორიზონტზე ურთიერთობის გაგონებაც არ მინდა!
_მაინც რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ეს სერიოზული მამაკაცი?_დაინტერესდა ანა._იქნებ ჩვენ გადავეყაროთ სადმე და გაგაცნობთ…
_პირველ რიგში უნდა იყოს ექიმი!_დავიწყე მე._ექიმებს სტაბილური სამსახური აქვთ და სერიოზული ურთიერთიბებისთვისაც მზად არიან, თანაც სამუშაო გრაფიკის გამო დიდად არც შემაწუხებს. მეორე რიგში უნდა იყოს სიმპატიური, უფრო კონკრეტულად კი მაღალი, ქერა თმით, ცისფერი თვალებითა და წითელი სქელი ტუჩებით! მოკლედ რომ ვთქვა ისეთი უნდა იყოს მთელი ჩემი სანათესაოს სიძეებს რომ სჯობდეს და ყველანი ბოღმისგან დახეთქოს!
_საინტერესოა…_ჩაილაპარაკა ანამ.
_კიდევ გაქვს რაიმე მოთხოვნა?_იკითხა ნატამ.
_ნუ ქორწილამდე მასთან დაწოლას არ ვაპირებ, ეს პუნქტი ოთოსაც ეხებოდა და არც ახლა შეიცვლება._მხრები ავიჩეჩე და ყავა მოვსვი.
_წარმატებები! იმედია ასეთი თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცები ჯერ კიდევ არსებობენ…_სიცილი აუვარდა ნატას.
_ამას გონია სიყვარული ასე დაგეგმილად მოდის._აყვა ანაც.
_ვინ ახსენა სიყვარული?_წარბები შევკარი მე._თქვენი აზრით ოთოს შემდეგ ოდესმე კიდევ ვიწამებ მაგ სიტყვისას?
_გამოჩნდება ვინმე ვინც შეგიყვარდება…_დამამშვიდა ანამ.
_მაგაში ეჭვი მეპარება. და საერთოდ, აღარ მინდა ამ თემაზე საუბარი…_მოკლედ მოვუჭერი.
_მე კიდე ვერ ვხვდები ზურა რას ფიქრობს…_თავი გააქნია ნატამ._თქვენც ხომ ხედავთ როგორ მიყურებს? მარტო რომ ვრჩებით სულ ცდილობს შემეხოს, ხან თმას გადამიწევს ყურზე, ხან ლოყაზე მიჩქმიტავს. მერე ჩემი ვირი დეიდაშვილი გამოჩნდება და თითქოს არც მიცნობს…
_უტყდება ნოესი. თანაც სულ ერთი თვე გავიდა და ჯერ ისედაც უხერხულად გრძნობს თავს_გავამხნევე მე.
_ჰო მაგრამ ცალკე შეხვედრასაც აღარ ახსენებს. თანაც მგონი რაც დრო გადის უფრო და უფრო უძმაკაცდება ნოეს და ეგ უფრო მეტად შეუშლის ხელს. თუ სერიოზულად მიყურებს სჯობს მალე დაელაპარაკოს ნოეს, თუ არადა ნუღა მაგიჟებს!_გაბრაზდა ნატა.
_ოხ ეს დრამები…_თვალები გადაატრიალა ანამ.
_რაიყო, ხომ არ გშურს შენი ერთადერთი დრამა ის რომ არის კიდევ ორსულად ხომარახარ?_სიცილი დავიწყე მე.
_ჰა ჰა!_დამეჭყანა ანა._მე და ნიკას საკმაოდ ბევრი დრამები გვქონდა 13 წლისები რომ გავიპარეთ და ნულიდან ავაწყვეთ ოჯახი, ასე რომ მთელი თქვენი ცხოვრების დრამებიც ვერ გადაფარავს ამას.
_შენ არ იცი როგორ გაგიმართლა რომ ნიკა ასეთი მებრძოლია…_დასერიოზულდა ნატა.
_ვეთანხმები წარმოთქმულს!_დავამატე მე.
_თათა,_ამჯერად მე მომიბრუნდა ნატა._სად იხდი დაბადების დღეს?
_კლუბში წავიდეთ, ბიჭებსაც ვუთხრათ…
_კარგი აზრია. ბავშვებს დედაჩემს დავუტოვებ_ტაში შემოკლრა ანამ._ღამითაც არ წამოვიყვან და მე და ნიკასაც ისევ გვეღირსება ხმაურიანი სექსი სამზარეულოში.
_ვგიჟდები ასეთ დეტალებს რომ გვიმხელ ხოლმე!_უკმაყოფილოდ გადავხედე ანას, მერე ჭიქები მოვაგროვე და ონკანში ჩავაწყვე._მოკლედ ანა, მე არ მეცლება და იქნებ შენ დაჯავშნო რამე 13_ისთვის, 7 კაცზე.
_მეშვიდე ვინაა?_იკითხა ნატამ.
_ოთო რომ მოვიდეს?_ვთქვი ისე თითქოს 7 თვე სულაც არ ყოფილიყო გასული მას მერე რაც საქართველო დატოვა და უგზაუკლოდ გადაიკარგა..

***
ჩემი დაბადების დღე ყოველთვის ძალიან მიყვარდა. მიყვარდა რომ ზაფხულის ერთი ცხელი დღე, კონკრეტულად კი ივლისის 13 მხოლოდ ჩემი იყო და ირგვლივ მხოლოდ ის ადამიანები დამტრიალებდნენ ვისი დანახვაც მაბედნიერებდა. იმ წელს 23 წლის გავხდი. ვიცი რომ არანაირად გამორჩეული თარიღი არ არის 23, მაგრამ მე განსაკუთრებულად ველოდი. ერთი თვით ადრე ავარჩიე კაბაც და ფეხსაცმელიც, და ისიც კი ვიცოდი როგორ მაკიაჟს გავიკეთებდი. მეგონა რაიმე განსაკუთრებული მოხდებოდა. მეგონა კი არა მინდოდა. მინდოდა იმ საღამოს კლუბის კარი ოთოს შემოეღო, ფეხებში ჩამვარდნოდა და ცრემლებამდე მისულს პატიება ეთხოვა, შემდეგ ჯიბიდან ბეჭედი ამოეღო და ცოლობა შემოეთავაზებინა… რა კარგია არა ოცნება? სურვილი კი დიდი იყო, მაგრამ შიგადაშიგ იმედგაცრუების შიშიც მიპყრობდა, რომ არ მოსულიყო? მაშინ რაღა უნდა მეფიქრა? ახალი წლის შემდეგ თვალით არ მინახავს და თუ ჩემს დაბადების დღეზეც არ გამოჩნდებოდა გამოდის არც არასდროს გამოჩნდებოდა…
სახლიდან გასვლის წინ სუნამო მივიპკურე, სარკეში ჩავიხედე, საკუთარი თავი შევათვალიერე, კმაყოფილმა გამოვიხურე კარი და მეორე სართულიდან ჩემი ქუსლიანების წკაპაწკუპითა და კისრის ტეხვით დავეშვი.
_ბოდიში დაგვიანებისთვის!_მხირულად ვუთხარი სადარბაზოსთან შეკრებილ მეგობრებს.
_არც არავის გაკვირვებია…_ჩუმად ჩაილაპარაკა ნოემ და ბოროტულად ჩაიხითხითა.
_ყველა შენსავით მოუწესრიგებელი ვერ გამოვა სახლიდან!_ცხვირი ავუბზუე და მანქანისკენ დავიძარი.
_დღეს ეპატიება, იუბილარია!_ჩემი გამართლება სცადა ანამ.
_დასხედით აბა!_ბრძანება გასცა ნატამ და საჭესთან მოთავსდა.

რა წამს კლუბში შევაბიჯეთ გადავწყვიტე ცუდზე არ მეფიქრა, ფეიბუქი გავხსენი, მეგობრები მოვნიშნე და კლუბში “დავჩექინდი” იმის იმედით რომ ოთო ნახავდა.
_აი ჩვენი მაგიდა!_თითი გაიშვირა ანამ.
_დღეს ყველა ვსვამთ!_აჟიტირებულმა დაამატა ნატამ.
_მე არა!_მკაცრად წამოვთქვი და მაგიდასთან მოვთავსდი.
_შენ ხომ არ შეიშალე?_გაბრაზდა ნატა.
_არ უნდა და ნუ უნდა… ჩვენ დავლიოთ._მხრები აიჩეჩა ნიკამ.
_რას ქვია არ უნდა?_იდაყვი მიარტყა მეუღლეს ანამ.
_არ აქვს ადამიანს საკუთარი თავის იმედი და რა ქნას?!_ისევ ჩაიხითხითა ნოემ.
_სამაგიეროდ შენ გკიდია ყველაფერი ფეხებზე და ჩემი წილიც შეგიძლია დალიო._ენა გამოვუყავი.
მე და ნოე სულ ასე ვკინკლაობდით, ერთმანეთს ვკბენდით და ასე ვართობდით ჩვენი სამეგობროს დანარჩენ წევრებს. თუმცა ეს ყველაფერი სულაც არ გვიშლიდა ხელს კარგ მეგობრებად დავრჩენილიყავით, პირიქით კბენა-კბენის მიღმა ყოველთვის ვგრძნობდი მის სითბოს და მზრუნველობას და მეც ჩემებურად ვუდექი გვერდით როცა ამას საჭიროება მოითხოვდა.
იმ საღამოს მაგრად გავერთეთქო რომ ვთქვა მოვიტყუები. ასეთი მოწყენილი ჩემს დაბადების დღეზე არასოდეს ვყოფილვარ. იმედგაცრუებაც არის და იმედგაცრუებაც. მთელი საღამო ადგილიდან არ ავმდგარვარ, კარს სულელივით მივჩერებოდი და ყველა შემომსვლელს იმედისთვალით შევცქეროდი. ალბათ დიდი გამოცნობა არ სჭირდება იმას რომ ოთო არ გამოჩენილა. ისეთ ხასიათზე წამოვედი სახლში - მტრისას. თვით ნოესაც კი არ გაუკეთებია კომენტარი ჩემს ჩამოყრილ ყურებსა და ჩემოშვებულ ცხვირზე.

ნატა ისეთი მთვრალი იყო ძლივს ავათრიეთ მეორე სართულზე, საწოლზე მივასვენეთ და გათიშული დავტოვეთ. ბოლოს ანამ გამამხნევებელი მზერით გადამეხვია და საბოლოოდ ყველანი სახლებში წავიდნენ.
ვერაფრით დავიძინე. ვინ იცის რამდენჯერ გადავათვალიერე ოთოს ფეისბუქ გვერდი, რამდენჯერ გავხსენი სასაუბრო და დავაპირე მიწერა. გაორებული გრძნობები მიპყრობდა. თან საკუთარ თავს ვეჩხუბებოდი, ხომ თქვი რომ თუ არ გამოჩნდებოდა მასზე აღარ იფიქრებდითქო, თან საკუთარი თავი აქეთ მეჩხუბებოდა, შენ 7 თვე ბევრი გგონია 6 წლიანი ურთიერთობის დასავიწყებლადო?! მოკლედ, საბოლოოდ სამზაეულოში ღვინის ბოთლით ხელში აღმოვჩნდი. ლეპტოპში სევდიანი სიმღერები ავაბღავლე და ღვინის წრუპვა დავიწყე. ნუ, წრუპვა თავიდან იყო, აი როდესაც მეორე ბოთლზე გადავედი უკვე სულმოუთქმელად ვაყოლებდი ერთ ჭიქას მეორეს და ნელნელა ვატყობდი როგორ იწყებდა ყველაფერი ტრიალს. მეორე ბოთლიც დავცალე, თუმცა ჯერ კიდევ ვერ ვგრძნობდი შვებას. ადგილზე ვერ ვისვენებდი. ვიცოდი ცოტაც და საკუთარი თავის კონტროლს დავკარგავდი და ოთოს მივწერდი, სწორედ ამიტომ მესაჭიროებოდა ადამიანი ვინც გამაკონტროლებდა. ნატას ოთახის კარი წიხლის კვრით შევაღე და მძინარეს თავზე დავჩხავლე.
_მმმ…_დაიზმუვლა მან და გვერდი იცვალა.
ერთი ორი რომ გულიანად შევანჯღრიე და მაინც ვერ გავაღვიძე დავნებდი და მხრებ ჩამოყრილი გამოვედი ოთახიდან. ვისთვის უნდა მიმემართა საშველად თუ არა ნატასთვის?
ანასთან და ნიკასთან მისვლას აზრი არ ჰქონდა, არ მინდოდა მათი სექს-მარათონისთვის ხელი შემეშალა. სხვა გზა არ მქონდა, ნოესთან უნდა ჩავსულიყავი. სადარბაზოში გავედი, პირველ სართულზე ჩევდი და კიბეზე ჩამოვჯექი, ცოტახანს ვმერყეობდი, თანაც ნოე მშობლებთან ერთად ცხოვრობდა და სულაც არ მინდოდა მათ ამ მდგომარეუბაში ვენახე. მერე ტელეფონი ავიღე და ისევ ოთოს ფეისბუქის გვერდი შევათვალიერე, მესინჯერი აჩვენებდა რომ 2 წუთის წინ იყო შემონასვლელი. ამის შემხედვარეს ლამის გონებაზე ბინდი გადამეფარა. რამდენჯერმე ავკრიბე ტექსტი, ვწერდი რომ მასზე გული მერეოდა, რომ ვერ ვიტანდი, მერე ვშლიდი და იმას ვწერდი რომ მენატრებოდა და მინდოდა მალე დაბრუნებულიყო. საბოლოოდ მაინც შევძელი თავის შეკავება და სოციალური ქსელი გავთიშე. კონტაქტებში ნოე მოვძებნე და დავურეკე.
_გისმენ თათა…_გაკვირვებულმა მიპასუხა.
_ხომ არ გეძინა?_ვკითხე და მივხვდი სიმთვრალისგან ენას ძლივს ვიმორჩილებდი.
_არა…რამე მოხდა?
_შენს კართან ვარ და შენებს თუ არ ღვიძავთ ჩუმად შემომიშვი რა…
_ჩემები სოფელში წავიდნენ. მოიცა ახლავე გავაღებ.
ნოემ ტელეფონი გათიშა და რამდენიმე წამში კარიც გააღო.
_რამე მოხდა? ამ დროს აქ რა გინდა?_შეშინებული მომშტერებოდა ნოე.
_საშინლად მთვრალი ვარ…_გავუღიმე მე._მარტო სმა მომბეზრდა და ჩამოგაკითხე… ნატა ისეთი გათიშულია…
_შემო, შემო._გაეღიმა ნოესაც.
_რას აფუჭებდი აქამდე რომ არ გეძინა?
_ფულის შოვნას ვცდილობდი, ხვალ მინდა სადმე გავიდეთ…_მითხრა და ლეპტოპზე მანიშნა.
_უი, უკვე 12ს კარგახანია გადაცდა, ასე რომ ხვალ კი არა უკვე დღეს და დაბადების დღესაც გილოცავ!_ბანცალ-ბანცალით მივედი დივანთან და ლეპტოპის წინ ჩავესვენე.
_გმადლობ!_გაეცინა და გვერდზე მომიჯდა.
_რას შემომთავაზებ? აქამდე შავ ღვინოს ვსვამდი…
_მე მხოლოდ ლუდი მაქვს და არამგონია ახლა გაგისწორდეს.
_მოიტანე!_ვუბრძანე მე.
_მგონი ნასვამი უფრო მომწონხარ._ახითხითდა ჩვეულებრისამებრ.
_აი მე კი ნასვამზე უფრო მომწონხარ._ავყევი სიცილში._ეს რა არის? თამაშობ?_ძლივს გავარჩიე ლეპტოპზე გამოსახულებები.
_სერიოზული არაფერი, სლოტებია უბრალოდ…_ხელი ჩაიქნია და სამზარეულოსკენ გაემართა.
_შეგიძლია სცადო!_ნება დამრთო._თუ ჯეკპოტს მოიგებ ნახვარს გაგიყოფ.
_იღბლიანი ნამდვილად ვარ!_ვუპასუხე თამამად.
_ძალიან კარგი._დაბრუნდა ნოე._არაყიც მქონია, დალევ?
_დავლევ!_დაუფიქრებლად ვუთარი და ბოთლი გამოვსტაცე ხელიდან.
_მოიგე რამე?
_ვერა.
_მემგონი სიმთვრალეში იღბალს კარგავ._დამცინა მან.
_მემგონი ბევრს ლაპარაკობ._არყის ბოთლი პირზე მივიყუდე და რამდენიმე ყლუპი მოვსვი._უიღბლოებს გაგვიმარჯოს._ვუთხარი და ბოთლი მივაწოდე.
_გაგვიმარჯოს._ჩაეცინა ნოეს, ბოთლი გამომართვა და სულმოუთქმელად მოსვა.
_სად გინდა ხვალ წასვლა?
_მემგონი არც არსად, ხომ ხედავ რაც მქონდა ისიც წავაგე._ცალყბად გაეცინა.
_ჩემთან ამოდით, ხინკალი შევუკვეთოთ…
_მერე შენი მარადიული დიეტა?
_მხოლოდ შენს დაბადების დღეზე დავუშვებ გამონაკლისს._ენა გამოვუყავი._ჰო მართლა, იუბილარის სადღეგრძელო არ დავლიოთ?
_დავლიოთ!
კიდევ ბევრი დავლიეთ, ბევრიც ვილაპარაკეთ და ბევრიც ვიცინეთ. ბოლოს სკოლის ამბები გავიხსენეთ და ნასვამზე ნოსტალგიაც კი შემოგვაწვა.
_მაშინაც სულ მაწვალებდი, გახსოვს?_ძველი ცოდვები გავუხსენე ნოეს._თმებს მწიწკნიდი და სახეზე რაღაცეებს მაწერდი.
_მახსოვს, როგორ არა._ახარხარდა ნოე._მაგრამ ისიც მახსოვს ჩემი ნახატების რვეული რომ დამიჯღაბნე.
_უი ჰოო, მარის პლიუს ნოე რომ მივაწერე ყველგან._სიცილი წამსკდა მეც.
_თან როგორ მძულდა ეგ გოგო…
_რომ გძულდა მაგიტომაც მივაწერე.
_არადა კაცი რომ შემოგხედავს ანგელოზს გავხარ, შინაგანად კი ნამდვილი ეშმაკი ხარ!_ნოე ისე მომაშტერდა თითქოს პირველად დამინახაო._მართლა ანგელოზს გავხარ…_ხმა გაუსერიოზულდა._მწვანე თვალება, წითური ანგელოზი ხარ! იცი რომ მომწონდი?_მკითხა და ინტერესით დამაკვირდა.
მე ხმა ვერ ამოვიღე, თითქოს ყელში რაღაც გამეჩხირაო. მის შავ თვალებში იმას ვხედავდი რაც აქამდე არასოდეს დამენახა.
_ბავშვურად, რა თქმა უნდა…_დიდხნიანი სიჩუმის შემდეგ დაამატა მან._ნახე, ბოლოა!_ლეპტოპზე მიმანიშნა._ან ჯეკპოტს მოვიგებთ, ან ყვეაფერს დავკარგავთ._ხელები ერთმანეთზე გაუსვა, ღრმად ჩაისუნთქა და ლეპტოპს მიაშტერდა.
_რას ელოდები?_მოთმინების ფიალა ამევსო ბოლოს და კლავიატურას ხელი დავარტყი.
_გაგიჟდი?_შეიყვირა ნოემ._ჯერ უნდა შემელოცა.
_რა?_სიცილი ამივარდა მე.
_კარგი რა… შენ გამო ბოლო შანსი გავუშვი ხელიდ…_ნოემ უცებ ლაპარაკი შეწყვიტა.
ლეპტოპიდან უცნაური ხმები გასიმა, თუმცა გამოსახულების გარჩევა ისევ ძალიან მიჭირდა და ვერც ვერაფერს ვხვდებოდი.
_მოვიგეთ!_დაიყვირა ნოემ._ჯეკპოტი მოვიგეთ!!
_მართლა?_ძლივს აღვიქვი მისი ნათქვამი.
_ძაან მაგარი ხარ!_ისევ დაიყვირა და გადამეხვია.
_ვიცი, ვიცი!_შევიფერე მე._რამდენი მოვიგეთ?
_ხუთი!
_რა?_დავიყვირე გაოცებულმა._და ნახევარი ჩემია?
_ჰო, რა თქმა უნდა!
_შანსი არაა!_ამჯერად მე შემოვეხვიე კისრზე და მთელი სხეულით ავეკარი.
_ნელა, ნელა!_იცინოდა ნოე. ბოლოს წონასწორობა დაკარგა და დივნიდან გადავარდა, მე კი მის ზემოდან დავეცი. სიმთვრალისგან სხეული დამძიმებოდა და ამაოდ ვცდილობდი წამოდგომას. მერე არ ვიცი რა დამემართა, ნოეს სახეს დავაშტერდი, ჯერ თვალებს ვუყურებდი, შემდეგ ცხვირს, ბოლოს კი ტუჩებზე შევაჩერე მზერა. ენით რომ გაილოკა ტუჩები მაშინ მთელი სხეული ამიხურდა, სისხლმა ორჯერ სწრაფად დაწყო მოძრაობ და ხელები საშინლად გამეოფლა, უეცრად დავეძგერე მის ბაგეებს და მისი კოცნა დავაპირე.
_თათა… რას აკეთებ?_ჩურჩულით წარმოთქვა მან და ჩემი შეჩერება სცადა.
_ხვალ მაინც არაფერი გვემახსოვრება._სწრაფად ვუპასუხე და ისევ დავწვდი მის ტუჩებს._გამდიდრება ავღნიშნოთ!_დავამატე და მონდომებით დავუწყე კოცნა.
ამჯერად წინააღმდეგობა აღარ გაუწევია, თვითონაც ამყვა. ვნება ნელ-ნელა იმატებდა, კოცნა აღარ იყო საკმარისი. ნოე სხეულის მარტივი მოძრაობით აღმოჩნდა ჩემს ზემოდან, ხელების ფათურით მიაგნო ჩემი კაბის ბოლოს და წელზე ამიწია. უეცრად მოსწყდა ჩემს ტუჩებს და ჯერ ყელი დამიკოცნა, შემდეგ მკერდი და ბოლოს ჩემს მუცელზე აღმოჩნდა. ნელ-ნელა საცვლიც გამხადა და სადღაც მოისროლა.
_მოიცა… დამცავი?_შევაჩერე ნოე.
_რა დამცავი?_გაკვირვებულმა ამომხედა
_პრეზერვარტივ ი…
_ააა, მოიცა ახლავე._ფეხზე წამოხტა და ბანცალით გავიდა საძინებელში.
მე დივანზე გადავინაცვლე და მის მოლოდინში გავინაბე. თვალი ლეპტოპსკენ გამექცა. თავიდან მიჭირდა, მაგრამ მალევე გარკვევით დავინახე ხუთიანი და რამდენიმე ნული, ხოლო ნულების რაოდენობა იმაზე ნაკლები მომეჩვენა ვიდრე უნდა ყოფილიყო.
_გაგვიმართლა, ეს ბოლოა!_გამარჯვებული სახით მომიახლოვდა ნოე და შეკვრის გახსნა დაიწყო.
_მგონი რაღაც შეცდომაა._ლეპტოპზე მივუთითე._აქ ხუთიათასი წერია…
_ხო ეგრეც უნდა ეწეროს…_თქვა და ვითომ აქაც არაფერიო ყელზე დამიწყო კოცნა.
_მოიცა!_ისევ გავაჩერე.
_ახლა რაღა მოხდა?_თვალები გადაატრიალა მან.
_მე მეგონა ხუთი მილიონი მოვიგეთ.
_რა მილიონი?_გადაიხარხარა ნოემ._ათ თეთრიანი სლოტებით მილიონს ვინ მომაგებინებს?
_შენ იცი რომ ხუთიათას ერთ რეკლამაში მიხდიან?_გავბარზდი მე.
_არა, არ ვიცი და ამას რა მნიშვნელობა აქ ახლა? დაიკიდე რა._ლეპტოპი შეატრიალა ნოემ და ხელი წელზე მომხვია.
_გამიშვი!_დავუყვირე მე._ორიათას ხუთასი ლარის გამო შენთან დაწოლას არ ვაპირებ._ფეხზე წამოვხტი და გასასვლელი კარისაკენ დავიძარი.
_რა?_დაიბნა ნოე._სად მიდიხარ? ფული რა შუაშია?
_იმ შუაში რომ გამდიდრების აღნიშვნას ვაპირებდი, თორე შენ კი არ შემიყვარდი. სულ შენი იყოს ფული! ეგ გროშები არავის გაუხარდებოდა თუ არა კარადების მუშას!_კარი გამოვაღე და სასწრაფიდ ავირბინე კიბეები.
სახლში შესულს უეცრად თავბრუ დამხევა და ყელთან რაღაც მომაწვა. წამებში გავიაზრე რაც მოხდებოდა და სასწრაფიდ შევვარდი საპირფარეშოში. იმ საღამოს რაც ალკოჰოლი მივიღე მთლიანად ამოვიღე უკან. ბოლოს ძალაგამოცლილი წამოვდექი ფეხზე, ხელპირი დავიბანე და ძლივს-ძლიობით მივაღწიე საძინებლამდე. მალევე გავითიშე და ღრმა ძილს მივეცი თავი.

ბევრჯერ ვინანე ის სიტყვები რაც ბოლოს მივაძახე, მაგრამ აბა სინანული რას უშველიდა? სამწუხაროდ სიტყვები უკან არ ბრუნდებიან…



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ეს...
სერიოზულად?!
ფუ ჩემი...
ასეთ ქალებს ძაან კარგად ვიცი რასაც ეძახიან..
ღმერთო ჩემო..
სულ გამიქრა კითხვის გაგრძელების სურვილი.
წარმატებებს გისურვებ, ბოდიში რამე თუ ცუდად გამომივიდა, მაგრამ ახლაც აღშფოთებული ვარ რაც წავიკითხე იმით.

 


რატომ მოგივიდა აზრად ასეთი რამ დაგეწერა? წარმატებებს გისურვებ

 


№3  offline წევრი გრაფინია

ხომ..

ამ თავის პირველივე ხაზებიდან რომ მოვყვეთ არ მომეწონა ანას და ნიკას საბავშვო ბაღში ქორწინება. ამ ისტორიებს ძალიან ბევრი თინეიჯერი კითხულობს და შეიძლება გარკვეულ წილად წაქეზებასავით გამოვიდეს. თან ვერ ვხდები რატომ მაინცდამაინც 13? 16 წელიც პატარა ასაკია ოჯახისთვის, მაგრამ შეიძლება რაღაცნაირ საყვარელ წყვილად აღიქვა. 13 წლის ბავშვების სექსი წარმოდგენის დონეზეც კი ამაზრზენია ჩემთვის.
მეორე რაც არ მომეწონა ეს არის ოთოს და ნოეს კავშირი. გინდ ჩარჩოებში მოქცეული ვიყო, გინდ ჩამორჩენილი - აი, ეს ძმაკაცებზე თვალის დადგმა არ მევასება რა.
ბიჭი რომ გიყვარს და მერე იმის ძმაკაცი რომ მოგეწონება, ან ტიპს რომ ეძმაკაცები და მისი თუნდაც დაშორებული შეყვარებული რომ მოგეწონება ცოტა რაღაცნაირია.

ეს ორი შენიშვნა, ჩემი აზრით, ავტორს ეხება იმ გაგებით, რომ შენ შეგეძლო ცოტა სხვანაირად გაგეკეთებინა ამ ორი წყვილის ურთიერთობის ამბავი.
რაც შეეხება თათას ამპარტავნულ საქციელს - ეს უკვე პერსონაჟის პრობლემად მიმაჩნია და
შეგვიძლია მის სიმთვრალესაც დავაბრალოთ, სიფხიზლეში ვანანებინოთ ან რამე.
ეს შინაარსზე, რაც შეეხება სტილისტურ მხარეს აზრს სწორად აყალიბებ, გრამატიკული შეცდომები ცოტაა, პუნქუაციაც გამართულია ერთი-ორ მძიმეს თუ არ ჩავთვლით. ყოველ შემთხვევაში რასაც წერ, იმას ვიგებთ.
ამ თავზე შეგვიძლია კარგად ვიკამათოთ :D დარწმუნებული ვარ ბევრი აზრი გაიჟღერებს, შეიძლება ბევრმა უარყოფითმაც, მაგრამ უნდა ეცადო მყარად შეხვდე. შენიშვნები გაითვალისწინე, მაგრამ აჯობებს ბოლომდე ისე მიჰყვე, როგორც ჩაიფიქრე.
წარმატებებს გისურვებ და ველოდები ახალ თავს :)[/quote]

 


№4  offline წევრი ბეატრისი

მადლობა ყველას რომ კითხულობთ. ჩემი პირადი მიზანია პერსონაჟები იყვნენ რეალურები და არა იდეალურები. ყველა ვუშვებთ შეცდომებს. ვიცი რომ 13 წლის ბავშვებმა ოჯახი არ უნდა შექმნან, თუმცა ყველამ კარგად ვიცით რომ ასე ხდება ხოლმე (დღევანდელ რეალობაში შედარებით იშვუათად). ძმაკაცის შეყვარებულს რომ არ უნდა შეხედო სხვანაირად და პირიქით, შეყვარებულის ძმაკაც რომ არ უნდა ეფლირტაო ესეც მშვენივრად ვიცი, თუმცა ჩემი მიზანიც ესაა რომ დაგანახოთ? ყოველთვის ის არ გვიყვარდება ვინც შესაფერისია ცვენთვის და ჩვენი გარემოებისთვის. თათაც სწორედ ამიტომ არის ასეთი ამპარტავანი, დაუფიქრებელი და კიდევ ბევრი ცუდი რამ რადგან ის რეალურ პერსონაჟსდ მინდა წარმოგიდგინოთ და არა ჩიტებთან მოჭიკჭიკე იდეალურ გოგონად. ბევრი რამ იქნება გამაღიზიანებელი ამ ისტორიაში, თიმცა მაინც ვთვლი რომ საინტერესო იქნება ამ წყვილის თვალის დევნება <3 ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის მისაღებია ჩემთვის ♥️♥️

 


№5 სტუმარი Anj

ამას სიმთვრალეს, უბრალოდ ვერ დააბრალებ, ამ 'ქალს' აშკარად ხასიათში აქვს ეს ამაზრზენობა.

 


№6  offline წევრი გრაფინია

რატომ აღარ დებ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent