შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცოლი მჭირდება! (მესამე თავი)


28-03-2020, 22:53
ავტორი elenebuadze
ნანახია 2 602

დადიანს დიდად არ უყვარდა საავადმყოფოები,მოუხერხებელი ავეჯი,უგემური საჭმელები და თითქმის ყველა ადამიანი დანაღვლიანებული.
-სახლში არ მიდიხარ?დაინტერესებულმა კითხა ლუკამ
-ელენეს დავპირდი,რომ როდესაც გაიღვიძებდა აქ დავხვდებოდი,რამე პრობლემა ხო არაა?.ოდნავ მობეზრებულად უპასუხა ბიჭმა
-არა მე რა პრობლემა უნდა მქონდეს
-რავიცი შენ მისი შეყვარებული ხარ,ამაზე ლუკას ძლიერ გაეცინა.
-რა ვარ?
-რა გაცინებს? მართლა გაკვირვებულმა კითხა სანდრომ.
-მე მისი შეყვარებული არ ვარ,უბრალოდ კარგი მეგობრები ვართ,ცალყბად გაუღიმა ბიჭმა.
-მართლა?თითქოს გულიდან დიდი დარდი მოსცილდა დადიანს
-კი,როდესაც ელენემ პირველად დედამისი დააწვინა ჩვენს საავადმყოფოში მაშინ გავიცანი, 16 წლის იმ ზაფხულს ხდებოდა,მაია დეიდას მეც ვიცნობდი,ძალიან თბილი და საყვარელი ქალი იყო ყოველთვის მიღიმოდა,შემდეგ ელენე ჩვენს სკოლაში მოვიდა და უფრო დავვახლოვდით.ის არაჩვეულებრივი გოგონაა მართლა.
-კი მართლაც,რომ არაჩვეულებრივია,აღფრთოვანებულმა ჩაილაპარაკა დადიანმა
-მოგწონს? თამამად ჰკითხა ლუკამ
-მე? არა არა ის ჩემზე ბევრად პატარაა,მე უბრალოდ...არა,დაიბნა ალექსანდრე
-კარგი,კარგი სიცილით უპასუხა ლუკამ შემდეგ კი თემა სხვა რამეზე გადაიტანა.


თითქმის ერთი თვე გავიდა მას შემდეგ რაც ელენე დედას დაემშვიდობა,გასაკვირია მაგრამ ამ ყველაფერს თავის ასაკთან შედარებით კარგად უმკლავდებოდა,რა თქმა უნდა ბოლო სიტყვები სარკაზმით.იმ დღის შემდეგ რაც საყვარელი ადამიანი დაასაფლავა სახლიდან არ გასულა.უამრავი მოლბერტი,სახატავი ფურცლები და ფანქრები მოიმარაგა,გადაწყვიტა საყვარელი ადამიანის სახე იმდენჯერ დაეხატა,რომ არასდროს დავიწყებოდა,რა უცნაური ჩვევა აქვს არა ეს ავალიანს?ჯერ იყო და ათასჯერ გამოწერა ,,უფროსის შეყვარება არ შეიძლება”-ო ახლა კიდევ ამდენჯერ ხატავს დედის სახეს.თითქოს ასე რაღაცას შეცვლიდედ,თითქოს ასე ალექსანდრეს მიმართ გრძნობებს გააქრობდეს ან დედას დაიბრუნებდეს.მაიას საფლავზე არ გასულა,ჯერ მზად არ იყო,ალბათ კიდევ დიდი ხანი დასჭირდებოდა რომ ამ ამბავს შეჩვეოდა.მამამ ერთხელ დაურეკა,ისიც განადგურდა ამ ამბით,აი ძმას რაც შეეხება მან არც კი იცოდა დედის გარდაცვალების შესახებ,გოგონა ურეკავდა მაგრამ არ პასუხობდა,როგორც ყოველთვის მარტო იყო დიდი პრობლემის წინაშე.ორშაბათი დილა წვიმიანი გათენდა ელენე ღვინის ჭიქით ხელში მოლბერტს მოუჯდა,თავისდაუნებურად კი სულ სხვა კონტურების გასმა დაიწყო,შეუსვენებლად ხატავდა პარალელურად კი ღვინოს სვავდა.თავისი ნაშრომით კმაყოფილმა ჩაიღიმა.კარზე ისევ ვიღაც აკაკუნებდა,როგორც ყოველთვის ეს ხმა დააიგნორა და მორიგი ღვინის ბოთლი გახსნა.
-ვიცი რომ მანდ ხარ,გთხოვ კარი გამიღე,მეორე მხრიდან მოისმა ლუკას მუდარა.
-გააღე ეს დედა არღნიანი კარი,ყვირილზე გადავიდე ახლა უკვე სანდრო.
-ელე ამდენი ხანი გავიდა,მოგვეცი უფლება რომ შენს გვერდით ვიყოთ ხომ იცი არა ჩვენთვის რამდენად ძვირფასი ხარ?ერთად გავუმკლავდებით ყველაფერს უბრალოდ მინდა,რომ კარი გააღო.
ავალიანი ყურად არც კი იღებდა მათ საუბარს,თავის საქმეს აგრძელებდა და თან სვავდა.
-გეფიცები სამამდე ვითვლი შემდეგ კი კარებს შემოვამტვრევ გესმის? მეორე მხრიდან იღრიალა დადიანმა.
-ერთი
გოგონა თავისი ადგილიდან არ დაძრულა.
-ორი
ისევ წყნარად ხატავდა მონატრებული ქალის სახეს
-სამი
სანდრო კარებს დაეჯაჯგურა,ჯერ გამწარებული მუშტებს ურტყავდა,შემდეგ კი მხრით მის შენგრევას ცდილობდა.როგორღაც გამოუვიდა დადიანს.
-მისმინე ძალიან გაღიზიანებული ხარ,მგონი ჯობს მე დაველაპარაკო,მხარზე ხელი მოუჭირა ლუკამ.
-არა,ბიჭი მხეცივით შევარდა ბინაში,ნანახმა კი ნამდვილად ძალიან გააკვირვა.უამრავი ფურცელი ძირს ეყარა,ტანსაცმელი ერთ კუთხეში იყო მიგდებული,ბინაში საშინელი სუნი იდგა,ფარდები ჩამოფარებული და ირგვლივ ყველაფერი ჭუჭყიანი.
-რა ჯანდაბაა? გაკვირვებულმა აღმოთქვა ლუკამ
-ელენე,მონატრებულ სხეულს ხარბად დააკვირდა დადიანი.გოგონას წარბიც კი არ შეუხრია,თოთქოს ორი წუთის წინ მისი კი არა მეზობლის სახლის კარი შეამტვრიეს.
-ალკოჰოლის სუნად ყარხარ,ბიჭმა ოთახში ფარდები გადაწია,მზის სხივებმაც არ დააყოვნა და იქაურობა სინათლის აავსო.
-ელე,მიუახლოვდა ლუკა მონატრებულ მეგობარს.
-რატომ მოხვედით?გაბრაზებულმა იკითხა ავალიანმა შემდეგ კი ფუნჯი მაგიდაზე დააგდო.
-იმიტომ რომ გჭირდებით
-მაგრამ მე დახმარება არ მითხოვია,უკვე ყვირილზე ფადავიდა ელენე
-არცაა საჭირო ამის თქმა,საკუთარი თვალებითაც ვხედავ როგორ მდგომარეობაში ხარ,არც დადიანი ჩამოუვარდა ყვირილში გოგოს.
-რა გინდათ?ჩემგან რას ელით?თმაში ხელები აიბლანდა ელენემ
-გიჟს გავხარ და დროა გონზე მოხვიდე,მაიას არ მოეწონებოდა ასეთი რომ ენახე,საუბარში ჩაერთო ლუკა.
-შენ ნუ მასწავლი დედაჩემს რა მოეწონებოდა და რა არა.
-ლუკა,როგორც შევთანხმდით,მე ნივთებს ჩავულაგებ,თანხმობის ნიშნად ბიჭმა თავი დაუკრა და ავალიანი ზურგზე მოიგდო.
-რა? რას აკეთებ? დაბნეულმა იკითხა ელენემ და აწიკვინდა
-გთხოვ ყურში ნუ ჩამჩხავი,ამ ყველაფერს შენთვის ვაკეთებთ.
-სასწრაფოდ დამსვი ლუკა
-ბოდიში მაგრამ არ შემიძლია
დადიანმა კარადიდან ყველა საჭირო ნივთვი შეუგროვა ელენეს,იქვე დადებული ხატვისთვის საჭირო ნივთებიც ჩაყარა ჩემოდანში.
-ღმერთო რა ფეთხუმია ეს გოგო,რაღაც რვეული გადაშალა სადაც მილიონჯერ გამოწერილ ერთ წინადადებას გადააწყდა “უფროსის შეყვარება არასწორია”,ამაზე დადიანს გაეღიმა და გული რაღაცნაირად შეუხტა.შემდეგ საწოლზე დადებული პორტრეტები გადაათვალიერა,თავისას რომ წააწყდა ისევ გაეღიმა და მუცელში რაღაც კარგი გრძნობა დაეუფლა.
-ანუ უფროსის შეყვარება არასწორია ხო?სულელი.სახლის კარები შეძლებისდაგვარად მიიხურა შემდეგ კუ მანქანაში გამომწყვდეულ ელენეს გვერდით მოუჯდა,რომელსაც სიბრაზისგან სახე აწითლებული ჰქონდა,ხელები გადარჯვარედინებინა და წინ იყირებოდა.
-გიჩივლებ! მკაცრად წარმოთქვა სიტყვები გოგონამ
-წარმატებები,ტუჩის კუთხე ჩატეხა ალექსანდრემ
-არ მჭირდება შენი შეცოდება
-არც მეცოდები,მხრები აიჩეჩა ბიჭმა
-მაშინ ჩემზე ასე რატო ზრუნავ?რაში გაინტერესებს რას გავაკეთებ ან როგორ ვიქნები?
-იმიტომ რომ შენ ჩემი მეგობარი ხარ,შესაბამისად ჩემთვის ძვირფასი ადამიანი,ამიტომ შენზე გული შემტკივა.
-ხო,საუკეთესო მეგობრებამდე ერთი ნაბიჯიღა გვაკლია,ნაგლად გაუღიმა გოგომ.
-ასე რატომ იქცევი?საერთოდ სხვანაირი ხარ.
-არ მინდა გესმის?არ მინდა გარეთ გამოსვლა,არ მინდა ვიცოდე რა დღეა,მინდა დროის შეგრძნება დავკარგონდა რეალურ სამყაროს მოვწყდე,რომ სიმართლეს არ შევეჯახო.როგორ უნდა ვიყო მე ბედნიერი,როდესაც დედა გავაუბედურე?არ მინდა რომ დამავიწყდეს,მინდა მისი თითოეული ნაკვთი მახსოვდეს,მისი სურნელი მისი ღიმილი.ვხატავ მაგრამ არ მშველის,რამდენიმე ათეული ნახატი დავხატე,თუმცა მაინც არ გამოდის გესმის სანდრო?ის ჩემს მოგინებებში იძირება.ჩამოსული ცრემლები მალევე შეიმშრალა,შემდეგ კი ბიჭს გახედა,რომელიც მანქანას მშვიდად ატარებდა.
-მარტო ყოფნა ვერ გიშველის ხომ იცი?ვინმეს უნდა მოუყვე,გაუზიარო შენი ტკივილი.
-ისე ამდენი ალკოჰოლი როგორ მოგყიდეს?ელენეს გამხიარულება სცადა ბიჭმა
-18 წლის ვარ სანდრო,გაიცინა ფოგონამ და ცრემლები მოიწმინდა
-გაიღიმე,დამიჯერე ღიმილი უფრო გიხდება
-გასაღიმად მიზეზია საჭირო,მე კი არაცერთი მიზეზი არ მაქვს ამისთვის.
-ღმერთო რა ბავშვი ხარ,საწყალი შენი შეყვარებული.
-მყავდა უკვე ნიშნის მოგწბით უთხრა ელენემ დადიანს.
-ოჰ მერე რამ დაგაშორათ?
-რავიცი რამ არა მხრები აიჩეჩა ავალიანმა.
-მადლობა,რომ მკითხე მეც მყავდა შეყვარებული თან ბევრი.
-მაგას კითხვაც არ შქირდებოდა
-ვითომ რატო არა?
-ვის არ მოუნდებოდა შენი შეყვარებულობა,ამ ბავშურ პასუხზე ბიჭმა ტუჩის კუთხე ჩატეხა და გადაწყვიტა ცოტა გამხიარებულიყო თვითონაც.
-ხო მართლა,შენი ერთი რვეული წამოვიღე რომელიც მაგიდაზე გედო,ვიფიქრე დაგჭირდებოდა,ავალიანმა თვალები გააფართოვა შემდეგ კი 360 გრადუსით შეტრიალდა ალექსანდრესკენ.
-სანდრო,ხომ არ წაგიკითხავა იქ რაც ეწერა?
-რაიყო? სიცილით კითხა და ზემოდან დახედა.
-არაფერი მე უბრალოდ....
-კარგი მაგაზე მერე ვისაუბროთ სახლში რო შევალთ,ნიტას ძალიან მოენატრე.ელენე თავს უბრაზდებოდა ის ფურცლები,რომ არ გადაყარა თავის დროზე,ჯანდაბა ნახა აშკარად,მისი პორტრეტიც საწოლზე იყო,ღმერთო რა სირცხვილია.
-ელენეე,გოგონას წელზე მოეხვია ნიტა
-ჩემო ლამაზო,ხელში აიტატა გოგონამ ბავშვი და გემრიელად ჩაკოცნა.
-ძალიან მომენატრე,მამიკომ მითხრა,რომ შენი დედიკო ცაში გაფრინდა,ამის გახსენებაზე ელენეს თვალებიდან რამდენიმე ობოლი ცრემლი გადმოსცვივდა.
-არ იტირო,ბავშმა ლოყები დაუკოცნა ავალიანს,ის იქ ძალიან კარგად არის.ყელზე მთელი ძალით მოეხვია ნიტა ელენეს.ბიჭებმაც მიუსამძირეს ელენეს,ცოტახანს შეყოვნდნენ შემდეგ კი საკუთარ საქმეებზე წავიდნენ.
-მოდი რა ვითამაშოთ მამიკო ელენეც აქ არის თან,ბედნიერმა დაუდო ფეხზე ალექსანდრეს საკრასკავები.
-გთხოვ ოღონდ ახლა არ გამკრასკო რა,შეევედრა ბიჭი შვილს.
-მაგრამ
-არავითარი მაგრამ დროზე ღამის პერანგები და დაიძინე.
-ელენე,ქვედა ტუჩი დაბრიცა ბავშმა
-არ იტირო ჩემო ლამაზო,ხვალ გპირდები ერთად ვითამაშებთ თან სიურპრიზიც იქნება მემგონი,წარბები მაღლა აზიდა გოგონამ.
-მაშინ წავიდეთ დავიძინოთ,ბედნიერმა უთხრა შვილს დადინმა.
-არა,მე უკვე დიდი გოგო ვარ და ჩემით მოვემზადები,ბავშვი ითახისკენ გაიქცა
-მატრაკვეცა ჩაეცინა ალექსანდრეს
-მგონი გაიზარდა ხო?
-კი გაიზარდა და ენაც აიტლიკა,ის რო სასამართლომ წამართვაა არ ვიცი რა მეშველება,დანანებით ჩაილაპარაკა ალექსანდრემ
-ისე ეგ რა წესია?ბავშვის მამა შენ ხარ ოფიციალურად
-ხო მაგრამ მეურვე დედამისია,ახლა მეც ბევრი რამ ამომიქექეს და მთლად კარგ კანდიდანტად არ გამიხილავენ.ოდნავ დანაღვლიანებულმა ჩაილაპარაკა ბიჭმა
-კარგი რა,შენ ძალიან კარგი მამა ხარ მისთვის
-მადლობა,ჩემთვის ბევრს ნიშნავს ეს სიტყვები.
-არაფრის,მანაც ღიმილითვე უპასუხა ალექსანდრეს
-ელენე
-ხო?
-მანქანაში საუბარი ვერ დავასრულეთ
-ა ხო ის? ბრინჯივით დაიბნა გოგო
-ვნახე რაც გეწერა,დადიანი მისკენ მიჩოჩდა და მათ შორის მანძილი მინიმუმადე დაიყვანა.
-მერე? ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა გოგომ
-მერე ის რო უფროსის მოწონება არც ისე ცუდი საქციელია.
-მე,მე რესტორანში რო ვმუშაობ იქ მომწონს ერთი ბიჭი,ანუ ჩვენი უფროსი მაგრამ არამგონია ისიც იმავეს გრძნობდეს ჩემს მიმართ?სიტუაციიდან თავის დაღწევა სცადა ელენემ
-რა? ვინაა? უცბად წამოეგო ხაფანგზე სანდრო
-რაში გაინტერესებს?
-და რატო არ უნდა მაინტერესებდეს ჩემი მეგობრის მოწონებული ბიჭი?
-დედა მეუბნებოდა ეჭვიანობა მხოლოდ სიყვარულს ზრდისო,მართალი ყოფილა.
-რა შუაშია ეჭვიანობა? გაბრაზდა დადიანი,რადგან ჯერ საკუთარ თავსაც კი არ უტყდებოდა იმაში რომ ამ ბავშვთან თავს კომფორტულად გრძნობდა და მოსწონდა.
-ის ვიგულისხმე,რომ ეჭვიანობა ჩვენს მეგობრულ სიყვარულს ზრდის თქო.
-კარგი ბევრს ნუ მეტლიკინები წადი დაიძინე,ხვალ სკოლაში უნდა წახვიდე.
-არა სკოლაში ჯერ ვერ მივალ,მზად არ ვარ თავი ჩახარა ავალიანმა.
-მმ მაშინ მოდი და სერიალს ვუყუროთ,სიტუაციის გამოსწორება სცადა ბიჭმა
-კარგი შენ აარჩიე მე ნაყინსა მოვიტან
-კარგი შვილო,სიცილით გასძახა ელენეს ალექსანდრემ
-სანდრო მხოლოდ ხუთი წელია ჩვენს შორის სხვაობა თან ერთ თვეში 19 ის ვხდები,ასე რომ....წარბები მაღლა აზიდა ელენემ
-კარგი ხო მომეცი ეს ნაყინი
-აიღე
-ასტრალი სამი გინდა? აღფრთოვანებულმა ჰკითხა ბიჭმა
-ღმერთო თვალები აატრიალა გოგომ,აი ამას ვუყუროთ დიდი ხანია მინდა ნახვა
-რაა? ყველა ბიჭი ვინც მიყვარდაო?მე ამ გახრწნილობას ვერ ვუყურებ,იუარა ბიჭმა
-ქამოონ,სიცილით უთხრა ელენემ
-წყალი მომაწოდე რა,ისე რომ არც გაუხედავს გოგოსკენ ხელი გაუწოდა,რატომღაც ავალიანს ეგონა რომ ალექსნადრემ გამოართვა წყლის ჭიქა თუმცა შეცდა.
-ააააა ხელი,დამასველე? გაკვირვებულმა იკითხა სანდრომ
-მემეგონა გამომართვი,გაკვირვებულმა უპასუხა ელემ
-არა ძალით გააკეთე
-არა მეთქი
-კი ძალით გააკეთე
-ღმერთო ჩემო არა მეთქი
-კი,ბიჭმა მეორე წყლის ჭიქა აიღო და ცოტა შეასხა ავალიანს.
-რას აკეთებ?
-შენ რა გააკეთე?
-შემთხვევით მომივიდა მეთქი ხო გითხარი?ცრემლები გადმოსცვივდა ელენეს შემდეგ კი თავის ოთახში გავიდა.
სანდრო წამოდგა და უკან გაყვა,კარზე არც დაუკაკუნებია ისე შეაგლაჯუნა ოთახში.
-კარგი რა,მაგის გამო ტირილი ვის გაუგია
-მე მეძახი ბავშვს და შენთვითონ ბავშვი ხარ,გაბრაზებულმა მიახალა გოგომ
-შევრიგდეთ მორჩა ბოდიში,ახლოს მივიდა დადიანი და ჩაეხუტა,ელენეს გული აუჩქარდა,თხელი ხელები მის დაკუნთულ ტანს შემიატარა და წელზე მოხვია თლილი თითები.
-აღარ მიყვირებ თორე მეორედ აღარ გაპატიებ,მასზე ერთი თავით მაღალ ბიჭს ახედა
-კარგი,სანდრომ თითი ლოყაზე მიუტანა და ფრთხილად მოწმინდა შოკოლადის ნაყინისგან დარჩენილი ლაქა.
-რა მქონდა?
-შოკოლადის ნაყინი,ბიჭმა ხელი გაუშვა ელენეს შემდეგ კი საუბარი გააგრძელა,მე გავალ შენ გამოიცვალე,ფილმი სხვა დროს დავასრულოთ.
-კარგი,ძილინებისა
-ღამემშვიდობისა
ელენე ოთახაში მარტო დარჩა,მაშინ როდესაც სანდროსთან ერთად იყო ყველა ტკივილი დაავიწყდა,არა კი არ დაავიწყდა უბრალოდ ყურადღების გადატანა მოახერხა,ახლა თავის თავთან ისევ მარტო დარჩა,შესაბამისად ემოციები მოეძალა და აქვითინდა.გვიანობამდე ძილი არ ეკარებოდა,თუმცა ბოლოს როგორღაც ჩაეძინა.



მეორე დილით მას შემდეგ რაც სანდრომ ნიტა ბაღში დატოვა,სახლში დარჩენა გადაწყვიტა.
-სანდრო მოხვედი? სასტუმრო ოთახიდან გასძახა ელენემ
-კი
-შენთან სტუმარია,ყალბი ღიმილი აიკრა სახეზე ავალიანმა
-მაშო?
-ალექსანდრე,რომ არ შემომეხმიანე გადავწყვიტე მეთვითონ გსტუმრებოდი.
-სასიამოვნო სიურპრიზია მართლა,გოგონას თბილად გადაეხვია და სავარძელზე მის გვერდით მოკალათდა.ღმერთო ახლა ავალიანისთვის რომ შეგეხედათ გაწითლებულ გოჭს მიამსგავსებდით.
-მე ოთახში ვიქნები,სწრაფად მიაძახა დადიანს და ფეხს აუჩქარა.
-საყვარელი გოგოა,გაუღიმა მაშომ
-ხო ბევრი რამ გადაიტანა,ხომ იცი
-კი ნამდვილად,თან ეჭვი მაქვს მოწონხარ,წარბები აათამაშა გოგომ
-მაგის ეჭვი მეც მაქვს,მაგრამ ჯერ ბავშვია.
-კარგი რა ხუთი წელი რა არის
-რავიცი,მომიყევი აქეთ რა ქარმა გადმოგაგდო?
-ინტერვიუ მინდა პირველი გამოცემისთვის,მგონი შენც წაგადგება ეს ამბავი სასამართლოში,ნუ მე ხო თავისთავად.
-კარგი რა პრობლემაა როდის?
-მომდევნო ოთხშაბათს თუ გაწყობს?
-ასე ვერ გეტყვი მდივანთან გადავამოწმებ და გადმოგირეკავ კარგი?
-კარგი რა პრობლემაა
-ყავას ხომ არ დალევთ?ოთახაში შემოპრაკუნდა ელენე
-არა არ შეგაწუხებთ მეტს
-რას ბრძანებთ,ყველაფერი ჩემი საუკეთესო მეგობრის საყვარელი ქალისთვის,ნაძალადწვად გაუღიმა ელენმ მაშოს.
-სხვა დროს ახლა მეჩქარება,გაუღიმა ქალმა
-გაგაცილებ საყვარელო,აუცილებლად გავარკვევ და მოგწერ დღეს კარგი?
-კარგი
-ნახვამდის,გაუღიმა ავალიანმაც,შემდეგ კი თავის ოთახში შეხტა და დადიანის გაჯავრება დაიწყო ‘’კარგი საყვარელო?” თნ დაიჯღანა შემდეგ კი საკუთარ თავს სარკეში დაუწყო ლაპარაკი
-რა სულელი ხარ,მგონი ის მართლა საუკეთესო მეგობრად მიგიჩნევს შე უბედურო.ახხ ნერვები მეშლება,რატო ხარ ასეთი სულელი ელენე?
-იცი?ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა ეჭვიანობა სიყვარულს აძლიერებსო,ხელებგადაჯვარედინებული იდგა კარებში სანდრო.
-ყოველთვის რატო მისმენ?
-არ გისმენ,ეს ისე უბრალოდ
-კარგი შეიძლება მარტო დავრჩე? დარცხვენილმა იმითხა ავალიანმა
-თვალები რატომ გაქვს ჩაწითლებული და ამღვრეული? დაეჭვებით იკითხა სანდრომ
-არ ვიცი გუშინ გვიან დავწექი და მაგიტო ალბათ.
-არა იმიტომ რომ სიცხე გაქვა,ამას წინათ წავიკითხე ეგ წიგნში
-რა წიგნში? გაიკვირვა ელენემ
-გამოუცდელი და მარტოხელა მშობლებისთვისაა.
-ღმერთო,გულიანად გაეცინა გოგოს.
-დაწექი მე თერმომეტრს მოგიტან
-ხო აბა რა როგორც შენ ისურვებ
გოგონა საბნის ქვეშ შეძვრა და მომლოდინედ დაელოდა სანდროს
-მიდი,ხუთ წუთში ამოვიღოთ
-კარგი ჩემო საუკეთესო მეგობარო,სარკაზმით უპასუხა გოგონამ
-სარკასტულობას შეეშვი რა,თვალები მოუჭიტა ბიჭმა
-ისე სანდრო შენი შეყვარებული არ იეჭვიანებს აქ რომ ვრჩები მე?
-არა
-რატო?
-იმიტორო ჩემი შეყვარებული არაა სულელო,სიცილით უთხრა გოგოს
-სიამ ტკბილობაში კი იყავით და...
-ბევრს ნუ ლაპარკობ,არასწორედ გაზომავს
-კარგი ხო
მას შემდეგ რაც თერმომეტრმა 38.1 ხაზი აჩვენა სანდრომ რამდენიმე წამალი დაალევინა ელენეს.
-შეიძლება?კარებზე დაკაკუნების შემდეგ თავი შეყო ოთახში დადიანმა.
-კი
-როგორ ხარ კიდე გცივა?
-ისე რა,ვერ გავთბი ბოლომდე მაინც
-მიიწიე
-რაა?
-მიიწიე მეთქი,დაგეხმარები
-არ მინდა
-ვაიმე ქალიშვილობას კი არ დაკარგავ რაიყო
-რა სულელი ხარ,თავში ხელი შემოირტყა ავალიანმა
-მოდი ჩემთან,ბიჭმა გოგო ზურგიდან ჩაიხუტა ფეხები კი მისაში ახლართა,თავით მის თავს მიეყრდნო შემდეგ კი საუბარი განაგრძო.
-როგორია?
-კარგი,ასეთ რამეს მხოლოდ სიზმარში თუ წარმოიდგენდა ავალიანი.
-ნიტა რატომ არ გამოიყვანე?
-შემეშინდა მასაც არ გადასდებოდა ამიტომ დედას ვთხოვე დღეს მასთან წაეყვანა.
-გასაგებია
-ელენე
-ხო
-როგორგი ბიჭები მოგწონს?
-მზრუნველი
-კიდე?
-რატო მწურავ?ვიცი ისედაც რომ ნახე იმ რვეულში რაც ეწერა.
-ეგ მე თვითონვე გითხარი არ დაგავიწყდეს.
-ხოდა თუ იცი სიმართლე ასე რატომ მექცევი?
-ასე როგორ?
-იმედს მაძლევ
-იმედის მოცემა რაში მდგომარეობს?სიცხე გაქვს და მეგობრულად გვერდში გიდგავარ.
-კარგი რა,სიცხე აქამდეც მქონია,მაგრამ ლუკა ასე არასდროს მოქცეულა.
-ჩემი აზრით უკვე ბოდავ,შეუღრუნა დადიანმა.
-რატომ ვბოდავ?
-იმიტომ რომ მსგავსი არაფერი ხდება,სასხვათაშორისოდ ამოილაპარაკა ბიჭმა
-ეგ მეც ვიცი რო არაფერი მოხდება,საკუთარი თავი მაგაში უკვე დავარწმუნე,თუმცა შენ სხვანაირად იქცევი.
-ნუ ჩაიხვიე ერთიდაიგივე რა ,გაბრაზდა სანდრო
-კარგი დავიძინებ მაშინ
-როგორც გინდა
თორმეტს სცილდებოდა საათი თუმცა ჯერ ძილი არ ეკარებოდა სანდროს,ელენეს სიტყვებზე ფიქრობდა,თან მას უყურებდა,რომელსაც მშვიდად ეძინა მის მკლავებში.კარგი აღიარებდა,რომ მოსწონდა და ამ პატარა გოგომ მისი გული მთლიანად დაიკავა.ახლა გაანალიზა რომ მთელი ამ დროის მანძილზე მაშო კი არა ელენე სჭირდებოდა,ის უნდოდა მის მთელს სხეულს და გულს,როგორი უცნაური რამეა არა სიყვარული?მოულოდნელდ გეწვევა შემოგეპარება და დაგიპყრობს,შემდეგ მიხვდები რომ ის ადამიანი ვინც ეს არაჩვეულებრივი გრძნობა გაჩუქა შენი განუყოფელი ნაწილი ხდება,სიგიჟემდე გიყვარდება და მისი ნაწილი ხდები.გტკივა მისი ცრემლები,გახარებს მისი ღიმილი,ყველაფერს იზიარებთ თითქოს რაღაცით ერთმანეთთან ხართ დაკავშირებულები.როდესაც შანსი გაქვს რომ საყვარელ ადამიანს ამ ყველაფრის შესახებ უამბო იმწამსვე გააკეთე ეს რადგან მოგვიანებით შეიძლება დაგვიანებული იყოს უკვე.
-ელენ,ხმა უკანკალებდა ბიჭს
-ხო,ნახევრად მაინარემ უპასუხა გოგონამ
-არაფერი,დიდიხნია ყოყმანის მერე უპასუხა დადიანმა,მე გავალ სიცხემ დაგიწია უკვე.
-კარგი,მოჯლედ მოუჭრა ელენემ.ჯანდაბა ვერ გაბედა,რომ ყველაფერი პირდაპირ ეთქვა გოგოსთვის.ბევრი იფიქრა,საწოლში იწრიალა და ბოლოს როგორც იქნა ჩაეძინა.


-ვიცოდი რა,ნიშნის მოგებით უთხრა ირაკლიმ ძმაკაცს,შემდეგ კი ყავა მოსვა.
-მოიცადე აბა მაშო?თავიდანვე ეგ თუ მოგწონდა ამ გოგოზე რაღას გვაჩალიჩე,გაბრაზდა დათა.
-აუ შენ რა შემ*ცი რა,მეთვითონაც არ ვიცი თქო მომწონს,ისე შევეჩვიე მეთვითონაც ვერ მივხვდი.
-სხვასთან ერთად რომ ხედავ ბრაზდები?
-კი,ლუკასთან ერთად რომ დავინახე ნერვები მომეშალა.
-ახლა ელენეზე ათჯერ ლამაზმა გოგომ რო ჩაგიაროს რას იზავ? ნიშნის მოგებით იმითხა დათამ
-პიდარასტი კი არ ვარ თვალს გავაყოლებ
-ჯერ არ უთხრა,შენ გრძნობებში დარწმუნდი რა,ბავშვია ვერ გადაიტანს.დანანებით ჩაილაპარაკა ირაკლიმ
-კაი რას მეუბნები შეჩ,მაგიტო შევიკავე თავი,იმედია მივხვდები რა დროთა განმავლობაში.
-იმედია,ძმაკაცებს გაუღიმა და ნიტას დაურეკა მოსაკითხად.


იმის მიუხედავად,რომ ელენეს გუშინ სიცხე ჰქონდა დღეს დღეს დედის საფლავზე ყვავილებით ხელში იდგა.
-ბოდიში აქამდე რომ ვერ მოვედი,შენც კარგად იცი რამდენად ძვირფასი იყავი ჩემთვის,შენით თენდებოდა და ღამდებოდა,ჩემო ლამაზო დედიკო.ვერ შევძელი,გამბედაობა არ მყოფნიდა აქ მოსასვლელად,მაგრამ დღეს რაღაც ძალიახმევა შემმატა.გახსოვს ზღვაში ფეხი რომ გამეკვანძა და ვიხრჩობოდი?მაშინ შენ მაჩუქე კიდევ ერთხელ სიცოცხლე,მახსოვს მეჩხუბე რატომ დანებდი,რატომ არ ყვიროდი მიშველეთო,ცხოვრება რამდენჯერაც მწარედ დაგანარცხებს იმდენჯერვე უნდა ეცადო წამოდგომას და უკეთესობისკენ შეცვლასო ხოდა მეც ვცდილობ ფეხზე წამოდგომას ,თუმცა რამდენად გამომივა არ ვიცი.უშენოდ ძალიან მიჭირს,უამრავი პორტრეტი დაგიხატე დედი,შენი სახე რომ არ დამვიწყებოდა.ბოდიშის მოხდაც მინდა,ყველანაირად ვცდილობდი შენს დახმარებას,მაგრამ არ გამომივიდა,ამის გამო ძალიან ვწუხვარ.გპირდები იმედებს არ გაგიცრუებ ჩემო ლამაზო დედიკო.გოგონამ სახიდან ჩამოსული ცრემლები მოიწმინდა,ყვავილები იქვე დატოვა შემდეგ კი გასასვლელისკენ წავიდა.წვიმამ მოუსწრო გზაში,ჩქარობდა სახლში მისვლას თუმცა ამაოდ.
-ამდენ ხანს სად ხარ? განრაზებული შეეგება დადიანი გოგონას
-რა გაყვირებს?
-რა რა მაყვირებს გოგო გუშინ სიცხე გქონდა,გარეთ კიდე კოკისპირულად წვიმს,ვინ იცის ახლაც იგივე მდგომარეობაში ხარ.
-ნუ ღელავ მეგობარო შენ აღარ შეგაწუხებ,სარკაზმულად მიუგო გოგონამ
-გამაგიჟებ რა
-რა გინდა ალექსანდრე?შენთვითონაც ვერ ჩამოყალიბებულხარ ამხელა კაცი და ჩემგან რას ითხოვ?
-მე ძალიან ჩამოყალიბებული ვარ ყველაფერში ზუსტად ვიცი რაც მინდა და რასაც გავაკეთებ მომავალში.
-ხოდა წარმატებები,სრულყოფილი ოჯახის ჩამოყალიბებაში ხელს არ შეგიშლი,ხვალვე გადავალ სხვაგან,ბედნიერი წუთების გატარებას გისურვებთ შენ და მაშოს,ელენე უკვე ყვირილზე გადადიოდა.
-მაშო რა შუაშია საერთოდ?
-თავშია,მე ნუღა მეფლირტავები თუ მასზე დაქორწინებას აპირებ,ისე კარგი გოგოა შენი შესაფერისი.გოგონა დაეჯღანა შემდეგ კი ოთახისკენ გეზი სწრაფად აიღო.
-მოდი აქ უღრიალა ალექსანდრემ
-არა,არც მან დააკლი და კარების წხვირწინ მიუჯახუნა
-აუ სვანი როა სისხლით როგორ ეტყობა რა,თავისთვის ჩაიბურტყუნა ბიჭმა.
-გამოდი ახლავე
-არა მეთქი
-ჩემს სახლში ხარ არ დაგავიწყდეს
-ახლა ეგეც დამამადლე
-ღმერთო არავინ არაფერს გამადლის გამოდი ვილაპარაკოთ.სანამ კიდევ რამის თქმას მოასწრებდა მეორე მხრიდან გოგოს კივილი გაიგო,შემდეგ კი წამიერად მის ზურგზე აღმოჩნდა ელენე.
-რას აკეთებ?დაბნეულმა იმითხა ბიჭმა
-სანდრო იქ ტარაკნები არიან,თვალებდახუჭული უმისამართოდ იშვერდა ხელს.
-ეგ იმიტო რო ოთახი სანაგვეს გიგავს,გაჩნდებოდნენ ტარაკანები აბა რაიქნებოდა.
-ვირო,მოკალი გთხოვ რაა
-ბოდიში?არ დაგავიწყდეს რომ ზურგზე მაზიხარ.
-გთხოვ და რასაც გინდა იმას შეგისრულებ,გთხოვ უკვე ტირილის ზღვრამდე მისული ემუდარებოდა გოგო დადიანს.
-კარგი,მაწყობს სამი სურვილი და ვკლავ
-ერთი,თვალები დაუწვეილა ელენემ
-ორი და შევთანხმდით
-კარგი ჯანდაბას
-მშვენიერია,აი უყურე ეს ერთი ტარაკანა,ესეც მეორე გამწარებულმა ჩაატყა ჩუსტი მწერებეს დადიანმა.
-უფ,ამოვისუნთქე
-არაფრის,ტუჩის კუთხე ჩატეხა ბიჭმა.
-მადლობის გადახდას არც ვაპირებ
-უმადურო,ბიჭმი ნელ-ნელა უახლოვდებოდს ელენეს მათ შორის იმდენად მცირე მანძილი იყო უკვე რომ ორივე გრძნობდა ერთმანეთის გახშირებულ სუნთქვას.
-ახლაც არ მეტყვი მადლობას?ნიშნის მოგებით იმითხა ალექსანდრემ,თუმცა გოგონასგან პასუხი არ მიუღია რადგან ახლა მის გულს საგულიდან ამოსახტომად ერთი ნაბიჯიღა ეკლდა.

კიდევ ერთი პატარა ისტორიის მოსასმენაფ მზად ხართ?პირველ რიგში დაგვიანებისთვის ბოდიშს ვიხდი და ასევე ნაწერში არასწორად დაწერილი სიტუვებისთვისაც თუმცა ფიზიკურად ვერ ვასწორებ.მოკლედ ამ კარანტინობის ჟამა გარეთ გასვლა და დორიტოსის ყიდვა გადავწყვიტე,ხოდა მეორე სართულის კიბეებზე რო დავგორდი ესე გორაობით ჩავაღწიე პირველ სართულამდე,მოკლედ ხელი მაქვს მოტეხილი ამიტომ ცალი მტევნით მიწევს წერა,ხოდა ასე ბოდიშს გიხდით,მიყვარხართ ძალიან.
P.S იქნებ ორი სიტყვით მოთხრობაზე შთაბეჭდილებებიც დამიწეროთ.



№1 სტუმარი 123

ძაან კარგი თავია.გმოჯამთელებას გისურვებ

 


№2  offline წევრი sofo_sofia13

გამოჯანმრთელებას გისურვებ და კარგი თავი იყო და იმედია მალე ეშველებათ ამათ :დ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი ხატი

კარგი თავი იყო.გამოჯამრთველებას გისურვებ იმედია მალე დადებ შემდეგ თავს

 


№4 სტუმარი N

Momwons sheni weris stili msubuqad ikitxeba avdrouad dzalian saintereso ,amagelvebeli da rac mtavaria dzaliam namdvilia.

 


№5  offline წევრი elenebuadze

დიდი მადლობა მეგობრებო კეთილი სურვილებისთვის heart_eyes

 


№6 სტუმარი .m.

პირველ რიგში გამოჯანმრთელებას გისურვებ.
ისტორია მომწონს, სევდისა და ემოციების მიუხესავად მაუბუქად იკითხება. კარგად წერ და წარმატებები!

 


№7 სტუმარი Hinaaa

Ase gaagrdzele dzalian Kargad wer❤️❤️ imedia male dadeb axal tavs❤️

 


№8 სტუმარი მარიი

მართლა კარგად წერ გააგრძელე

 


№9 სტუმარი თეკი

ამდენიხანი რატომ არდადე

 


№10 სტუმარი N

Dzalian momwons sheni weris stili dzalian bunebrivia kargi iqneba ufro male tu dadeb xolme))

 


№11 სტუმარი Mari

ძააან მაგარი ისტორიაა❤️ნუ ცოტა განსხვავებული სიუჟეტი რომ შემოგვთავაზო უკეთესი იქნება რადგან თითქმის ყველა ისტორია ამ საიტზე ერთი და იგივე შინაარსი აქვს მთლიანობაში კარგად წერ და სასიამოვნო წასაკითხიცაა❤️აბა წარმატებები და ველოდები შემდეგ თავს❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი ნინა

Ძალიან მაგარი ისტორიაა????????????

Ძალიან კარგი და საინტერესოა

გᲗხოვᲗ Დადეთ რა Ძალიან დამაინტერესა,გᲗხივᲗ.

 


№13 სტუმარი სტუმარი ანა

მალე დადე თორე ვეღარ ვითმენ თან ნელ ნელა მკითხველი გაკლდება.გამოჯანმრთელებას გისურვებ❤️

 


№14 სტუმარი სტუმარი Kato

Sad daikarge erti amdeni xania ro ar dagidia magvenatra sheni istoriebs❤️

 


№15 სტუმარი სტუმარი salome

რატო არ ამატებ თვეებს worried worried რააა იმის მოლოდინში რომ ახალი თავები დაემატება ყოველდღე ვსქროლავ უშედეგოდ რააააა...

ყოველდღე ველოდები ახალ თავებს რააა cry cry დაამატე რა გთხოოვ

 


№16 სტუმარი სტუმარი Kato

Rato shewyvite dadeba dzlivs ragaca Kai istorio wavikitxe da imasav ar agrdzeleb ❤️male Dade Ra axali tavi❤️❤️❤️❤️

 


№17 სტუმარი Mari

Au dade Ra axali tavi????????

 


№18  offline წევრი A.M.

გორაობით რაფერ ჩახვედი გაფიცებ? joy joy როგორც ხელის მოტეხვაშ ორმაგად ჩახედული ადამიანი გულწრფელად ტანაგიგრძნოოობ heart_eyes kissing_closed_eyes
გამოჯანმრთელებას გისურვებ საყვარელო
ნუ მოკლედ ამ მეოთხესაც წავიკითხავ და იქ დაგიკომენატრებ კიდო kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent