ვალენტინა - 7 - +18
*** ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება მომენტი, როდესაც საკუთარი თავი გადასაღებ მოედანზე გგონია. შენს გარშემო უამრავი კამერაა მომართული და დიდი, მანათობელი პროჟექტორები თვალებს გიბრმავებენ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ რაიდერ ფლინთან ერთად ქალაქს დავტოვებდი. გაშეშებული ვიდექი მის წინაშე და განვლილ ცხოვრებაზე ვფიქრობდი, შემდეგ მომავალზე რომელიც თუ გაუნძრევლად გავაგრძელებდი ყოფნას, წარსულზე საშინელი იქნებოდა. - სერიოზულად, რაიდერ? შენ ახლა... - ციხეში უნდა ვიყო? - სიტყვა გამაწყვეტინა და წარბები აქაჩა. იმდენად სერიოზული იყო, ცოტაც და შემეშინდებოდა.- კარგად მომისმინე, ვალენტინა - ღრმად ამოისუნთქა და ორივე ხელი ჩემს წინ აღმართა. - ძალადობას არ ვაპირებ, არც დამუქრებას ვაპირებდი, თუმცა სხვანაირად არ შემხვდებოდი. ვიცი, რომ ბევრი კითხვა გაქვს მამაშენთან დაკავშირებით და გპირდები, ყველაფერს მოგიყვები. მაგრამ ერთად უნდა ვიყოთ. - ერთად უნდა ვიყოთ? - ხმამაღლა დავიყვირე. ჩემი გონება ინფორმაციას ძალიან ნელა ისრუტავდა. - ერთად. ანუ ახლოს. როგორც წყვილი არა, რათქმა უნდა. ჩემს გემოვნებაში საერთოდ არ ჯდები. არ გეწყინოს. ალბათ, ნამდვილად მეწყინებოდა უკვე რომ არ მცოდნოდა მისი ვინაობის შესახებ. ჯანდაბა, რაიდერ! - გამოდის, ახლა თანამზრახველიც ვარ. - თვალები ავატრიალე და ნელი ნაბიჯებით სახლის გზას გავუყევი, იმ იმედით რომ ისიც ამიბამდა ფეხს. ნამდვილად საკუთარ სახლში მიმყავდა. აბა სად უნდა წამეყვანა?... უხმოდ გამომყვა. არანირი კითხვა, პასუხი. უკვე ეს სიჩუმეც მაღიზიანებდა. რა ჯანდაბა უნდა გამეკეთებინა?! ღმერთო ნამდვილად ვიშლებოდი. მკლელობაში ეჭვმიტანელს საკუთარ სახლში ვუპირებდი დამალვას. - თანამზრახველი მაშინ იქნებოდი, ნამდვილი მკვლელი რომ შემოგეშვა. სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს და კარი დახურა. მისი სიტყვები დავაიგნორე, მაგრამ რამდენიმე წუთში გავაანალიზე რასაც მეუბნებოდა და თვალები ვჭყიტე. - მომეჩვენა თუ.... - ენა დამება. ჯანდაბასაც წაუღიხარ, რაიდერ. ყველაფერს ზედმიწევნით ათვალიერებდა. კორიდორში გაჩაჩხული ვიდექი. თითქოს ვყოყმანობდი ჩემს სახლში შესვლის უფლება მიმეცა თუ არა. - არ გეტყვი თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში თქო. - ვიცი, რომ მაგას არ მეტყვი და არა, არ მოგჩვენებია. - მხრები აიჩეჩა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. უსიამოვნო გრძნობამ დამიარა მთელს სხეულში. - გვერდით სააბაზანოა. - ვიგრძენი, ჰაერი როგორ გამეჭედა ყელში და ფილტვები მატკინა. დამეფუფქა. თავი მსუბუქად დამიქნია და გვერდი ჩამიარა. ხვნეშით ჩამოვჯექი ფანჯარასთან და სიგარეტს მოვუკიდე. ტელეფონზე შეტყობინებები იმის მანიშნებელი იყო, რომ იმ საბუთების ასლი არ არსებობდა, რომელიც სახლში მოვიტანე. - ორივეს ერთი გასაჭირი გვაქვს. - პირისპირ ჩამოჯდა რაიდერი და დაუკითხავად აიღო ღერი. სანთებელა გადავაწოდე და საზურგეს დავუბრუნდი. ცხვირი პატარა ბავშვივით ავიბზუე და ფანჯარაში ცქერა გავაგრძელე. ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას, ყველაფერს რომ მიფუფქავდა. - რამდენი გადაგიხადა? - ამოვიხვნეშე და საფერფლეს სიგარეტი მივაწვი. თვალებში რაც შემეძლო ცივად შევხედე. თავი დანანებით გააქნია. ტუჩის კუთხე ჩაეჩუტა, რითიც მივხვდი, რომ ეს სინანულის ღიმილი იყო. - გააზრებული გაქვს ვისზე ვსაუბრობთ, ვალენტინა? - ნერწყვი მძიმედ გადავუშვი გამშრალ ყელში. იმ წამს ვინატრე, ახლოს ჭიქა წყალი მქონოდა რომ სულმოუთქმელად ჩამეცალა. - ვაცნობიერებ, რომ მამაჩემმა ბლეიკი გაისტუმრა. - თავი დავუქნიე. ცრემლების დასამალად თავი როგორც შემეძლო, ისე ჩავხარე და ამოვისრუტუნე. - ქალაქიდან უნდა წავიდეთ. - რატომ? - ადრე თუ გვიან, შენც მოგაკითხავენ. შორიდან შეგიძლია საბუთებს მიხედო. - რაიდერ, მე შენი დაპატიმრების ბრძანება გავეცი! - დავუყვირე და მისკენ ავტომატურად გადავიწიე. მწუხარების ცრემლებს უკვე ბრაზი ანაცვლებდა და ვიცოდი, წუთი-წუთზე ამოვხეთქავდი. - ჩვენი პირველი შეხვედრის დღიდან ვიცოდი, რომ შენ მკვლელი არ იყავი. არ ვიცი, როგორ მოახერხე იარაღზე ანაბეჭდის დატოვება. ან ასე რატომ გაწელე ეს „მკვლელი ვარ“-ის თამაში. დავიღალე, რაიდერ. მთელი ცხოვრებაა ყველა მარიონეტად მიყენებს. მამაჩემის თამადობით. გაინტერესებს რატომ მაქვს ტირანის რეპუტაცია? ზედმეტად აზალგაზრდა ვიყავი, როდესაც ცხოვრებამ უდიდესი ტვირთი მარგუნა - ფორბსის ოჯახის წევრობა. ალბათ, სწორედ ამიტომ გავყევი ჩემს პროფესიას, რომ სხვების ცხოვრება მაინც წამემართა სამართლიანად. სხვას მაინც დავხმარებოდი. გემახსოვრება, საკუთარი რეპუტაციის გამო გემრიელად რომ გამომლანძღე და ამისთვის მადლობაც კი მინდა გადაგიხადო. მას შემდეგ მამაჩემთან ვიზიტმა კიდევ ბევრ რამეზე ამიხილა თვალი. დამაეჭვა კიდეც, რომ მისი ხელი ერია ბლეიკის მკვლელობაში. მეც ადამიანი ვარ, როგორ წარმოვიდგენდი, რომ საკუთარი მამა შვილს ისე გამიმეტებდა და საქმროს მომიკლავდა?! მინდა შენც გითხრა სიმართლე რაიდერ. თუ მამაჩემმა არ იცოდა, გამოდის არც შენ გეცოდინება. მე და ბლეიკი კაი ხნის დაშორებულები ვიყავით, როდესაც მან მისი გასტუმრება გადაწყვიტა. მეტიც, მის მიმართ გრძნობები არასდროს მქონია, მაგრამ გული დამწყდა. ახლა კი ყველას, ვინც წინ გადამიდგება, უნდა ეშინოდეს ჩემი. ჩემი წარსულის, ჩემი გამოცდილების. იმიტომ, რომ ცხოვრებამ მასწავლა, როდესაც საკუთარი მშობელიც კი დასაგლეჯად გიმეტებს, შენ აღარავინ უნდა შეიცოდო. სისუსტე უკვე დანაშაულად ითვლება ჩვენს ატალახებულ, მდაბიო ცხოვრებაში. სული ძლივს მოვითქვი, როდესაც საუბარი დავასრულე. საკუთარი თავისგან გაოცებული ჰაერს ისე წრაფად ვისუნთქავდი, თითქოს ვიღაც სასუნთქ მილებს მიკეტავდა და მეშინოდა, აქვე არ მოვმკდარიყავი. თვალებგაფართოებული რაიდერი ყველანაირად ცდილობდა გაოცება დაემალა. რათქმაუნდა, მე მას ხომ წამების წინ ვუყვიროდი. - აქ ნამყოფი ვარ. ისეთი ხმით ამოიდუდუნა, რომ უფრო აღიარებას გავდა. უცვლელი გამომეტყველებით მომჩერებოდა თვალებში და ჩემს ამოკითხვას ცდილობდა. ახლა კი, მართლაც სუნთქვა შემეკრა და უაზროდ გავიღიმე. ეს უფრო სინანულის ღიმილი იყო, ვიდრე სიხარულის. მივხვდი, რომ უკვე ყველაფერს მიმხვდარიყო და მეც აღარ მომიწევდა მეტჯერ თამაში. გაკვირვებული ვიყავი, იმ ფაქტით რომ ჩემს სიტყვით გამოსვლას კომენტარი არ გაუკეთა, თუმცა ალბათ ასეც ჯობდა. - გამიკვირდა, აქამდე რომ ვერ მიხვდი. - მხრები ავიჩეჩე და სიგარეტს მოვუკიდე. ნიკოტინი ღრმად ჩავიგუბე ფილტვებში და გონებას წამიერად გაბრუების საშუალება მივეცი. - დიდი ხანია მიხვედრილი ვარ. მაშინვე გიცანი, ვალენტინა. უბრალოდ, მაინტერესებდა შენით როდის გატყდებოდი. - ჩემსავით მხრები აიჩეჩა და ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია. წარმოვიდგინე როგორი ბასრი იქნებოდა მისი კბილები, ახლა რომ ჩემს ტუჩებს შეხებოდა და ტაომ მაშინვე დამაყარა. უსიამოვნოდ შევიშმუშნე. ვნებას, რომელსაც ამ კაცის მიმართ ვგრძნობდი გარშემო ყველაფერს მავიწყებდა. - შენც სხვებივით ჩემს „გატეხვას“ ელოდებოდი. - მეგონა, არ გახსოვდი. ქალები მსგავს რაღაცეებს არ იმახსოვრებენ ხოლმე. - ცხოვრებაში ერთხელ გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის გასაქანი მიმეცა და საუბედუროდ, ჩემი ყოფილი საქმროს მკვლელობაში ეჭვმიტანელი შემრჩა. წინადადება დავასრულე თუ არა, გულიანად გაეცინა. მისმა სიცილმა ოდნავ ხასიათზე დამაყენა და მსუბუქად ჩამეღიმა. - ამის შემდეგ გეცოდინება, რომ ერთჯერადი ურთიერთობები ნამდვილად არ არის შენი საქმე და ისევ შენს პროფესიას მიხედო. - რაღაც ძალიან შემაჩვიე ენა, რაიდერ. - შევუბღვირე და ფეხზე წამოვდექი. - მართალი ხარ ფილიპზე. რაც არ უნდა ვმალო საბუთები, ადრე თუ გვიან გამოააშკარავდება, რომ „ხელს ვაფარებ“. საჭირო ნივთებს სწრაფად ავიღებ და წავიდეთ აქედან. - იმედია, ჩემს პოლიციასთან წაყვანას არ ვაპირებ. - ეგ რომ გავაკეთო, გული მიგრძნობს იმდენს იყბედებ, მეც შენს გზას გამოვყვები. თვალები ავაბრიალე. მისთვის აღარ შემიხედავს, ისე შევედი საძინებელში და სწრაფად დავიწყე საჭირო ნივთების შავ ჩანთაში ჩალაგება. წარმოდგენა არ მქონდა რამდენ ხანს მომიწევდა ქალაქგარეთ გაჩერება. უცბად, იმდენად დაუცველად ვიგრძენი თავი, მომინდა კუთხეში კედელთან ჩავკეცილიყავი და მეტირა. დავცლილიყავი იმ ბრაზისგან, რომელიც გულ მუცელს მიღადრავდა. ჯერ ყველაფერი წინ მქონდა. ვიცოდი, რაიდერისგან სიმართლეს რომ მოვისმენდი, არანაკლედ ცუდად ვიგრძნობდი თავს. ემოციები უნდა მემართა, ან საერთოდ სანაგვეზე მომესროლა, თორემ შუალედს ნამდვილად ვერ ვუძებნიდი. მანქანაში უხმოდ ჩავსხედით. რათქმაუნდა უკანა სავარძელზე მოთავსდა, ისიც წამოწოლილი, რომ ვინმეს არ შეენიშნა. საკუთარ საქციელზე მეცინებოდა. უფრო სწორად, ჩემს თავს თითის ქნევით დავცინოდი. - ქეროლი უნდა გავაფრთხილო. - გაგიჟდი?! - მაშინვე თავი წამოწია ფლინმა. - შენს ადგილს დაუბრუნდი. - იდაყვი გავკარი. მსუბუქი ხმაურით მივხვდი, რომ საზურგეს გემრიელად მიენარცხა, რაზეც ჩამეღიმა. - ოფისს მართვა სჭირდება. მარტო შენ არ ხარ ჩემი თავსატეხი. ნუ გავიწყდება, ვინ ვარ. - ლეგენდარული ვალენტინა ფორბსი. - ხმადაბლა ამოილაპარაკა. სარკიდან დავინახე, როგორ აატრიალა თვალები, რამაც ჩემი ღრმად ამოსუნთქვა გამოიწვია. როგორც იქნა მაგისტრალს გავცდი და ვიწრო გზისკენ გადავუხვიე. გაზონზე გავაჩერე და რაიდერს გადავხედე, რომელიც ურეაქციოდ იწვა. - შეგიძლია გაიარ გამოიარო, სანამ დავრეკავ. - ქალაქიდან წასვლა ჩემი იდეა იყო. ახლა კი ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს აქეთ მომიტაცე. - ძალიან მომაბეზრებელი რომ ხარ, შენთვის უთქვამს ვინმეს?! ნამდვილად ნერვებმა მიმტყუნა. მანქანის კარი უხეშად მივიჯახუნე და რამდენიმე ნაბიჯით დავშორდი. - ქეროლ, ბოდიში ამ დროს რომ გირეკავ. - არაუშავს, ვალენტინა. - ძალიან რბილი ხმით მიპასუხა. - რაღაც უნდა იცოდე, ოღონდ არავისთან წამოგცდეს. არც მატიასთან. ალბათ, ცოტახანში მათი ურთიერთობა პრობლემად მომეჩვენებოდა. წარმოდგენა არ მქონდა მატიასთან როგორი დამოკიდებულება უნდა მქონოდა. სხვა თუ არაფერი, ბლეიკს მახსენებდა. - გისმენთ. - ქალაქგარეთ გავედი. ბევრი კითხვა გაჩნდება, მაგრამ თუ რაიმეს გკითხავენ, შენ არაფერი იცი. დღე გამოშვებით ელ.ფოსტას გამოგიგზავნი ხოლმე ოფისში, რის მიხედვითაც იმოქმედებ. - როგორც ვხვდები, მეტი კითხვა არ უნდა დავსვა. როგორი მიხვედრილი თანაშემწე მყავდა. ჩამეცინა. თავი ისე დავაქნიე, თითქოს დამინახავდა. რაიდერს გავხედე, რომელიც უცვლელად იჯდა უკანა სავარძელზე. - შეტყობინება მოვა, იმის შესახებ, რომ რაიდერ ფლინის ჩასმა ვერ შეძლეს. უფრო სწორად, გაექცათ. ხელმოწერილ საბუთს გამოგიგზავნი, რის მიხედვითაც მთელ ქალაქში გამოაცხადებენ ძებნას. - კარგით. ვალენტინა...თუ ის გაშანტაჟებთ, ხომ იცით რომ შეგვიძლია.. - არა, ქეროლ. არავინ მაშანტაჟებს. დასვენება მჭირდება ყველაფრისგან შორს. მადლობ კიდევ ერთხელ. ოფისი შენს ხელშია. სასწრაფოდ გავთიშე. ჩემი ქერა თანაშემწე ზოგჯერ ზედმეტად ჭკვიანი იყო. მანქანაში დავბრუნდი. რაიდერი ტელეფონს ხელში ათამაშებდა. - შეგიძლია წინ გადმოჯდე. თორემ თავი ტაქსისტი მგონია. - შენნაირი ქალი ჩემს გვერდით მგზავრობას იკადრებს?! - იმდენად სარკასტულად მიპასუხა, რომ მოულოდნელობისგან ყელი გამიშრა. პასუხი არ დამიბრუნებია. უკნიდანვე გადმოძვრა და წინა სავარძელი დაიკავა. მივხვდი, რომ ღვედის შეკვრას არც აპირებდა. მაგრამ ამაზე დავის თავი ნამდვილად არ მქონდა. დაქოქილი მანქანა კვლავ ჩავაქრე. თვალები დავხუჭე და საზურგეს თავით მივეყრდენი. ფიქრები ერთმანეთში მერეოდა. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ უნდა გამეკეთებინა საბუთები ისე, რომ რაიდერი უდანაშაულო გამომეყვანა და მამაჩემი დამნაშავე. - ვალენტინა, კარგად ხარ? წარბები ძალაუნებურად ერთმანეთს დავაახლოვე. რატომ მქონდა ისეთი გრძნობა რომ მართლა აინტერესებდა კარგად ვიყავი თუ ცუდად?! თავი უხმოდ დავუქნიე. - შორს ვართ დანიშნულების ადგილიდან? - ჩემს აგარაკზე მივდივართ. ერთი კილომეტრის რადიუსში არავინ ცხოვრობს. მანქანით 15 წუთის სავალზე ვართ. - თუ გინდა, მე დავჯდები საჭესთან. - გთხოვ რაიდერ, უბრალოდ რამდენიმე წუთით სიჩუმე მჭირდება. - კარგი. ფიქრებში ჩავიძირე. შორიდან მესმოდა ჭრიჭინების აუტანელი ხმა. ამას ბავშვობიდან ვერ ვიტანდი. გონებაში ყველაფერი ერთმანეთს ერწყმოდა და გაურკვეველი ფერის ქაოსს ქმნიდა. სულ სხვა სამყაროში გადავიკარგე. თავის ტკივილიც კი დამავიწყდა. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ყველანი ყალბები ვიყავით. ვემორჩილებოდით დაწერილ და დაუწერელ კანონებს. არ ვფიქრობდით, არ განვიხილავდით, არ ვმსჯელობდით. თვალახვეულები მივყვებოდით ცხოვრებას. როდემდე უნდა გაგრძელებულიყო ჩემი ცხოხვრება ასე?! ალბათ დღემდე და იმ მომენტამდე, როდესაც გავიგე ვინ იყო სინამდვილეში მამაჩემი. უეცრად სიჩუმემ შემაწუხა. წარბაწეულმა გავახილე თვალები და რაიდერს გადავხედე, რომელიც ასევე თვალ დახუჭული ეყრნობოდა საზურგეს. - რას აკეთებ?! - გაოცება ვერ დავმალე. - თვალებს თუ დახუჭავ უფრო მეტს დაინახავ ვიდრე შესაძლებელია.. - თვალები ფართოდ გაახილა და ინტერესით გადმომხედა. - ისევე, როგორც დუმილი. დუმილი სიტყვებზე დიდი პასუხია, არა? - ხო. როგორ გეტყობა რომ ქერა არ ხარ.. - ერთდროულად გაგვეცინა. თითქოს საათმა უკუთვლა დაიწყო, წარსულში მამოგზაურა და ამჯერად მის სილურჯეებში ჩავიკარგე. - ბლეიკი ჩემმა ძმამ მოკლა. ხმადაბლა ამოილაპარაკა და ჩემს რეაქციას დააკვირდა. უცვლელად ვუცქერდი, გული მეტკინა. თუმცა იმაზე მეტად არა, როგორც ფილიპის ამბავმა გამოიწვია.გამახსენდა, მისი სიტყვები, რომ მითხრა ტყუპისცალი დავკარგეო და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ღრმად ამოისუნთქა და თხრობა განაგრძო: - აქამდე არავის შეხებია ისააკი. მეტიც, მე უფრო ვარ ალბათ კაცის სიკვდილზე წამსვლელი, ვიდრე ის. ოჯახი რომ შექმნა, სესხი აიღო. მოგეხსენება ბანკის წესები და ისე მოხდა, რომ ვერ გადაიხადა. მე დავეხმარე, რითიც შემეძლო, მაგრამ საკმარისი რათქმაუნდა არ იყო. - შემდეგ გამოჩნდა ფილიპი... - ხმა გამიწყდა და თვალები ამიწყლიანდა. - ალბათ ისეთივე რთული მოსასმენია შენთვის ეს, როგორიც ჩემთვის მოყოლა. მაგრამ დაგპირდი, რომ სიმართლეს გეტყოდი. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. სწრაფად მოუკიდა და მანქანა კვამლში ჩაძირა. - ეგ კაცი, ფილიპი... როგორც ისააკმა მითხრა, ბანკში გაიცნო. მოლაპარაკებები აწარმოეს. დანარჩენი შენც იცი. - ნაბო*არი ფორბსი! ღმერთმაც დასწყევლოს - დაძაბული ჰაერი ფილტვებში არ ჩამდიოდა. მეგონა ვიგუდებოდი. სული მეხუთებოდა და სიკვდილს ვნატრობდი. რეალობისგან გაქცევას ვნატრობდი. მოვახერხე და გონებაში წერტილები ერთმანეთს დავაკავშირე. - და შენი ანაბეჭდები? - რაც მოგიყევი, ეგ ყველაფერი იმაზე მცირე დროში მოვისმინე, ვიდრე შენ ახლა. იმ ღამით როდესაც ბლეიკის მკვლელობა მოხდა, მე... - ვიცი, რაიდერ. - წინადადება გავაწყვეტინე და დავებღვირე, რომ ეს მონაკვეთი გამოეტოვებინა და თხრობა იქიდან გაეგრძელებინა, რისი წარმოდგენაც არ მქონდა. თავი სწრაფად დამიქნია. ფანჯარა ოდნავ ჩაწია და სიგარეტი გადააგდო. - სახლში რომ მივედი, ისააკი დამხვდა. არ ვიცი... არაადამიანურად გამოიყურებოდა. კანკალებდა. შევშინდი, მეგონა მაგის ოჯახს დაემართა რაიმე. შემდეგ არეულად, მაგრამ ყველაფერი მომიყვა. დავიბენი, ვალენტინა... ვურჩიე სასწრაფოდ დაეტოვებინა ქალაქი, ქვეყანა და აორთქლებულიყო. დამიჯერა, იმ დღესვე მასე მოიქცა. როგორცვე ჩემგან წავიდა, ბლეიკის მისამართი გავარკვიე. იარაღი, რომელიც ისააკს ჰქონდა ჩემი ანაბეჭდებით ავავსე და კარებთან დავაგდე. შიგნით შესვლა ვერ გავბედე. სისხლში გაწოლილი მიცვალებული რომ დამენახა, ალბათ მთელი ცხოვრება ჯოჯოხეთად მექცეოდა. თუმცა, ვერც ამას დავარქმევ სამოთხეს. გაუაზრებლად მომდიოდა ცრემლები. მინდოდა რაიდერი ბავშივით გულში ჩამეკრა და მეტირა. ძალიან ბევრი მეტირა. ისე, როგორც მან თავის ძმაზე იზრუნა. ისე, როგორც მან გადაარჩინა ადამიანი, ჩემთვის ამას არავინ გააკეთებდა. ამაში დარწმუნებული ვიყავი. თავი საშინლად დაუცველად ვიგრძენი. თუმცა გულიდან დიდი ლოდი მომეხსნა, რადგან ახლა სიმართლე ვიცოდი. - ისააკმა არ იცის, აქ რა ამბებიც დავატრიალე. ამის გაკეთების საშუალებას არ მომცემდა. მე კი ვერ დავუშვებდი, ძლივს აწყობილი ცხოვრება რომ დანგრეოდა. ვერ დავუშვებდი, რომ მასზე ვინმეს ეეჭვა. მას ოჯახი გააჩნია, მე კი არავინ. მაგრამ ბოლო მომენტში მივხვდი, რომ ციხეში ჩაჯდომა არ მინდოდა. თუ გადაწყვეტ, რომ ისააკი მოძებნო და ციხეში ჩასვა, ჩემით მივალ პოლიციამდე და მე ჩავბარდები. არ მოგცემ უფლებას, რომ ჩემი ძმა იქ წავიდეს, ვალენტინა. გაცეცხლებული თვალები ნელ-ნელა ბინდმა გადაფარა. ნისლისფერი შეერია გარემოს და ვხედავდი, მარგალიტებივით როგორ უბრწყინავდა ცრემლები თვალების კუთხეებში. რამდენჯერმე ღრმად შევისუნთქე ჰაერი. საჭეს მივუბრუნდი და საჭეს მუშტების რტყმა დავუწყე. არ ვიცი, ვტიროდი, ვკანკალებდი თუ რა მჭირდა. მაგრამ ის ენერგია, ის ადრენალინი რაც ახლა ჩემში ბუდობდა, გარეთ რომ არ გამომეშვა უეჭველი იყო, რომ გავაფრენდი. მჭიდროდ ვიგრძენი ორი ძლიერი ხელის მოხვევა. მაჯებში ხელი მომკიდა და თავისკენ შემატრიალა. ხელები ჯერ კიდევ მომუშტული მქონდა. - ვალენტინა! დამშვიდდი! შემომხედე. ღმერთო! ახლა წესით ის უნდა ბრაზობდეს. ის უნდა ურტყავდეს მუშტებს ყველაფერს და ის უნდა ამსხვრევდეს ნივთებს. გრილმა მონაბერმა ჰაერმა მაგრძნობინა, რომ მდუღარე ცრემლები მდიოდა. - არ დავუშვებ, რომ შენი ძმა ციხეში ჩაჯდეს. მასზე ვერავინ გაიგებს. გპირდები. თავი დავუქნიე და აკანკალებული მუშტებიდან მზერა მისი თვალებისკენ გადავიტანე. თავს დავდებ, ჩემნაირი გამომეტყველება ჰქონდა მასაც. ოღონდ ჩემგან განსხვავებით არ კანკალებდა. - ფილიპი ჩაჯდება! ყველაფერს ვიზამ, რომ იქ ამოლპეს! მან მოკლა ბლეიკი! მან მოკლა ბლეიკი. თვალები დავხუჭე და ვეცადე მოვდუნებულიყავი. გაასმაგებულ გულისცემას ვგრძნობდი. სისხლი უსწრაფესად მიჩქებდა და ყურებს მიგუბებდა. ვგრძნობდი რაიდერის ძლიერ ხელებს, გახურებულიყო. ვეღარაფერზე ვფიქრობდი. - გთხოვ დაწყნარდი, ვალენტინა. ძლიერი ქალი ხარ. მის სიტყვებზე თვალდახუჭულს ჩამეღიმა. ნელა გავახილე და ავტომატურად მის ტუჩებს შევხედე. თვალებამდე რომ ავედი გაოცებული მიმზერდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ თავი მსუბუქად დავუქნიე. წამში მოაწება მისი ტუჩები ჩემსას,ხელები წელზე შემომხვია და ჰაერში ამწია.სწრაფად დავტოვე ჩემი სავარძელი და ზემოდან გადავაჯექი. ჩემს ტუჩებში ამოიკვნესა, ხელები მაგრად მომიჭირა და საკუთარ სხეულს უფრო მაგრად ამაკრა. თვალები გავახილე და მის სილურჯეებს შევეჩეხე - უნდა დამეხმარო, რაიდერ. ჩვენი ბაგეები კვლავ შეერთდნენ.თითები მის თმაში ავხლართე, შემდეგ მხრებზე დავადე და მაისური სწრაფად გადავაძრე. არც თვითონ დაუყოვლებია. უხეშად დაეტანა ჩემს პულოვერს. უკანა სავარძლისკენ მოისროლა და ხარბად დამიკოცნა მკერდი. ნაკაწრს როდესაც შეეხო, უსიამოვნოდ ამოვიკვნესე და ტუჩზე ვიკბინე. - არანორმალური, გასაგიჟებელი ქალი ხარ, ვალენტინა - ტუჩები ნელა ამოასრიალა ზემოთ.ნაზად მიკოცნიდა ნაკაწრს და ცხელ ენას უსვამდა, რომ ტკივილი შეემცირებინა კარგადაც გამოსდიოდა. ტუჩებზე ენა გადავისვი, თავი ამოვაწევინე და მის შესიებულ ბაგეებს ოდნავ შევეხე. ხელი თმაში შემიცურა, მომქაჩა და თავი უკან გამაწევინა, მხარზე წოვა დამიწყო. ტოპი გამხადა და ყელიდან ნელა ჩაუყვა მკერდის ძვალს. ბიუსჰალტერი შემიხსნა და ჩემს მკერდს ხარბად დახედა, გაიღიმა და ამობურცულ კერტზე მსუბუქად მიკბინა, თმაში მაგრად მოვქაჩე, რომდესაც ენით წრეების მოხაზვა დაიწყო . მისი მხრებიდან ხელები ნელა ჩავაცურე მუცელზე. სუსტ კუნთებზე ნაზად გადავატარე და სიამოვნებისგან გაბრუებულმა ქამარს დავეჯაჯგურე. სწრაფად შევუხსენი. წინ წამოიწია, დამეხმარა და შარვალი საცვალთან ერთად ოდნავ ჩაიწია. მისი ტუჩებით ვერ ვძღებოდი. ვკოცნიდი, ვუწუწნიდი. ეს ყველაფერი საშინლად მსიამოვნებდა. უხეში კოცნებით ჩაუყვა ჩემს კისერს. ხელებით ცდილობდა შარვალი ჩემი თეძოებიდან მოეშორებინა. ცალი ხელით სავარძლის დამწევს გადავწვდი და ინერციით ორივე უკან გადავვარდით. მკერდზე მოწყურებული ვეძგერე, მისი სახე ხელებში მოვიქციე და მთელი ძალით მოვეჭიდე. როდესაც შარვლისგან განვთავსუნფლდი, ოდნავ წამოჯდა, ხელი წელზე მჭიდროდ მომხვია და ძლიერი ბიძგით დამაჯილდოვა. მის პირში ამოვიკვნესე. ჩვენი ტუჩები ერთმანეთთან შეხებითაც კი თრთოდნენ. სწრაფად და რიტმულად ვმოძრაობდით ორივე. ჩვენი სუნთქვა ერთმანეთს ერწყმოდა. რამაც გარკვეულ მომენტში ორივეს ერთდროული ღიმილი მოგვგვარა. ორივე ხელი მჭიდროდ მომხვია წელზე და მიმიხუტა. ვგრძნობდი მისი სხეულის სიმხურვალეს. მის გულისცემას და უკვე ვეღარც ვარკვევდი, რომელს უფრო სწრაფად გვიძგერდა მაცოცხლებელი ორგანო. ენერგიისგან მკაფიოდ დაცლილმა მისი კისრიდან თავი ამოვყავი და თვალებში ჩავაშტერდი. ორივე უმოძრაოდ ვიყავით. მაგრამ საერთოდ არ მიქმნიდა დისკომფორტს მისი ჩემს სხეულში ყოფნა. - ერთმანეთს ვგავართ, ვალენტინა. - შუბლი შუბლზე მომადო და ამოიჩურჩულა. ხელებს არაფრის დიდებით არ მიშვებდა. მთელი ძალით ვყავდი ჩახუტებული. - რომ ბრაზდები, ისევე გჭირდება ენერგიისგან განთავისუფლება, როგორც მე. ჩამეცინა. ცალი ხელით ავუქექე თმები და მსუბუქი კოცნა დავუტოვე ტუჩებზე. - მეგონა მიყვარდებოდი, რაიდერ. მაგრამ საბედნიეროდ შენს მიმართ მხოლოდ ვნება მამოძრავებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.