ფსიქოპათოლოგია (ნაწილი 1)
შუა მანჰეტენზე ერთ-ერთ ელიტარულ, თუმცა იმ მომენტში თითქმის ცარიელ ბარში ისხნენ, ერთმანეთის პირისპირ. გახსნის დღიდან აქ დადიოდნენ რატომღაც ამოიჩემეს და მუდმივი და მსუყე კლიენტებიც იყვნენ. ორივეს სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა, მაგრამ რეალურად ორივე ერთსა და იმავეზე ფიქრობდა... ახალი ხორცი. ჩესისთვის ეს ადგილი მდიდარი მამიკოს განებივრებული გოგონების შესაბმელად ზედგამოჭრილი უფრო გახლდათ და მუდმივ ტონუსში იყო, არასოდეს დუნდებოდა. ტიმოთი კი მეგობრის ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა. ბავშვობის მეგობრები იყვნენ ტიმოთი და ჩესი თან ერთმანეთის ასლები თან რადიკალურად განსხვავებული პიროვნებები... ჩესს ჯერ ცალყბად ჩაეღიმა შემდეგ ლამაზ ცხვირზე დაკოსებული შავი სათვალე მოიხსნა და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო თან თვალს არ აშორება ბართან მდგარ წაბლისფერთმიან ლამაზმანს და ირონიული ღიმილით ათვალიერებდა თავით ფეხებამდე ატლასის თხელ მატერიაში გახვეულ სილამაზეს შემდეგ მომღიმარ ტიმოთის გადახედა, რომელიც უკვე მიმხვდარიყო მეგობრის განზრახვას და თავადაც აპირებდა ნადირობას. რამდენიმე წუთიანი დაჟინებული მზერის შემდეგ ინება მისთვის შეეხედა. - შეგეძლოთ მზერით არ შეგეჭამეთ და პირდაპირ მოსულიყავით ჩემთან- პირდაპი ახალა და ისე მომხიბლავად გაიღიმა თავად ჩესსაც მოჰგვარა ღიმილი - განა თავადაც არ იცოდით, რომ აუცილებლად მოვიდოდი?- - არვიცი- მხრევი აიჩეჩა ქალმა- არ გაკვირდებოდით - ამ წამს ორი ერთმანეთს საპირისპირო წინადადება თქვით- გაიცინა ჩესმა და ქალის თაფლისფერ თვალებს დააკვირდა, რომელიც რაღაც უცნაურ აურას ასხივებდა რის ამოხსნასაც ცდილობდა ჩესი. თავადაც არ იცოდა რა სჭირდა თითქოს მისი თვალები აჰიპნოზებდა და მის მონად ხდიდა. - როგორც ყოველთვის თუ?- ჭიქაზე მიუთითა ბარმენმა წაბლისფერთმიანს - კი, ყინულით. - იქნებ დროა სახელი მითხრათ წაბლისფერთმიანო - იქნებ გამოიცნოთ ცისფერთვალებავ? - ევანგელინა- უნებურად წამოროშა და როდესაც გაანალიზა რა თქვასი გონებაში ხარხარი აუტყდა - საიდან მიხვდით?- ეჭვით ჰკითხა წაბლისფერთმიანმა - მოიცა მართლა ევანგელინა გქვიათ? - არა, რა თქმა უნდა - გაეცინა- ელისონი მქვია. - ჩესი. - არც ისე სასიამოვნოა - ვერ დაგიმალავთ და ჩემთვის ზედმეტად სასიამოვნოც კია- მზერას არ აშორებდა ქალის პროფილს და მის ქცევაზე უფრო მეტად ხურდებოდა, ქალი არც უყურებდა მსუბუქი აუღელვებელი სახე ჰქონდა და წინ იყურებდა პროფილით ჩესისკენ და მშვიდად წრუპავდა მარტინის. - ამ ბარის მოპირდაპირედ ბევრად უკეთესი ბარი მაქვს და შემიძლია სასმელზეც დაგპატიჟოთ. - არა! - რატომ? - გულწრფელად გაიკვირვა ჩესმა - ვიცნობ თქვენნაირ კაცებს. - ჩემნაირში რას გულისხმობთ. - თქვენნაირ ნაბიჭვრების მსგავსს. - ღიმილით გადმოხედა ქალმა და ჩესის გაოცებულ თვალბზე უკვე მისი თეთრი კბილებიც გამოაჩინა. - რატომ მლანძღავთ?- გაეცინა რატომღაც ამ ქალის სიცილი ჩესსაც სიცილს ანდომებდა, მაშინ როდესაც ეველინი პირისპირ ლანძღავდა. - სულაც არა- მხრები აიჩეჩა ეველინმა- მე გითხარით მსგავსსთქო, ხომ არ მითქვამს ხართთქო. - რაღა დააკლდა - გაეცინა-მგონი შენობითი ფორმა უფრო არიქნება უხერხული. - და თქვენობითი რატომაა უხერხული?- გაეცინა- კარგი, როგორც გინდა ჩესს - ესეიგი წამოხვალ ჩემს ბარში, ძალიან გემრიელ სტეიკს გაგასინჯებ. - არა! - კიმაგრამ რატომ? - მე მესაუბრები და თან თვალს იმ ლამაზმანებისკენ აპარებ.- კუთხეში მჯდარ ჟღალთმიანებზე ანიშნა ჩესს, რომლებიც სიგარეტს აბოლედბნენ და რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ, ალბათ რამე ქალურ თემაზე. - მერე რა- მხრები აიჩეჩა ჩესმა და თავადაც შეუკვეთა ვისკი ყინულით- უბრალოდ ვერთობი მათნაირებთან. - და რა გარანტია მაქვს, რომ ჩემს გაჟიმვას და შემდეგ მიგდებას არ აპირებ? - მეგონა უფრო დიდი წარმოდგენა გქონდა საკუთარ თავზე. - ასეცაა- თმა გრაციოზულად გადაიყარა მოშიშვლებულ მხრებზე და ჩესს კიდევ ერთხელ გასცრა ქალმა განაგრძო- უბრალოდ შენნაირ მამაკაცთან, როდესაც იჭერ ურთიერთობას ვერაფერში იქნები დარწმუნებული. - გეშინია, რომ შენს მონადორებასაც შევძლებ? -გაეცინა და მის პასუხს დაელოდა - ზედმეტი ამბიცია ადამიანს აბრმავებს ჩესს, აი შენთან კი არანაირი სახის ურთიერთობას არ ვაპირებ.- მკაცრად ასწია წარბი ეველინმა და ჩესს სუნთქვა ისე შეეკრა ლამის გაიგუდა. - თუ მოვინდომე შენზე მეტ ქალსაც დავკერავ და საწოლში ჩაწვენაც არ გამიჭირდება.- სკამიდან წამოდგა ანგარიში გაასწორა და ჩესს ზურგი აქცია - ამის დედაც!- ჯერ გაოგნებული უსმენდა შემდეგ კი გულიანად გაეცინა და მიხვდა, რომ საერთოდ სხვა ფენომენთან ჰქონდა საქმე. - ამის დედაც ეველინ.- ბოლო ხმაზე გადაიხარხარა ეველინის წინ სავარძელში მჯდარმა ქერათმიანმა და ყავა მოსვა- მართლა ეგრე უთხარი? გამოშტერდა უეჭველი ხო? - მაგის შემდეგ კიდევ სამჯერ შემხვდა, დამისატკავა. - რა ჯანდაბას აპირებ ეველინ?- ეშმაკურად აუთამაშა თვალები კასიმ ქერა თმა სამაგრით აიწია.- ცხელა ხოიცი. - ერთი სული მაქ მის სიფათს როდის დავინახავ როდესაც გაიგებს, რომ გიჟი ვარ, როდესაც გაიგებს რომ ჩემი შებმა ვერ შეძლო- ბოროტი ღიმილით აჰყვა კასის და ორცხობილა ჩაკბიჩა- ახალი ამბები გაქვს?- - მე რატომ მეკითხები?- ჰკითხა სიცილით- შენ მოყევი ცეცხლი. - მეტი არაფერი მაქვს სათქმელი, ჩესიც იმ გზას გაუყვება ნარნარით, რომელსაც დანარჩენი. - რატომ ასე მკაცრად. - მიკვირს სიმკაცრეზე შენ რატომ მელაპარაკები. - ვერ მივხვდი.- მხრები აიჩეჩა კასიმ - მეზარება კაცების გრძელი სიის ჩამოთვლა, რომელებიც შენს ინსტაგრამის ფოტოებზე ანძრევენ და მოახლოვებას ვერ ბედავენ.- ფეხზე წამოდგა და ფანჯარა გამოაღო. - თუ ვერ ბედავენ ეგ მათი პრობლემაა.- მხრები აიჩევა კასიმ.- უბრალოდ შეგიძლია სცადო ჩესთან. - კაცთან რომელიც ერთი ვაგინით ვერ კმაყოფილდება? - მესმის შენი- გაეცინა კასის- ხვალ გერმანიაში მივფრინავ, იმედი მაქვს რაიმე საშინელ ამბავს არ გავიგებ იქიდან დაბრუნებისას. - რატომ უნდა გაიგო?- ეჭვით შეხედა ეველინმა - არვიცი, წინათგრძნობაა მაქვს. - გეყოფა.- გაეცინა ეველინს- ხვალ ფსიქიატრს ვიცვლი- ისე ახარა თითქოს პატარა ბავშვი იყო რომელიც მშობელს კარგი ქულის მოღებას ატყობინებს. - მიხარია, არ მომწონდა ის ექიმბაში. - ექიმბაში არიყო. - როგორ არა, ღამღამობით უარესად გტკივდებოდა თავი მასთან სიარულისას. - ეგ შაკიკია. - შაკიკიც პრობლემაა. - საუბარი კარის ზარმა შეაწყვეტინათ. - ვინმეს ელოდები?- წარბი ასწია ეველინმა - მეხსიერება თუ არ მღალატობს, არა.- კარის გასაღებად დაიძრა კასი და უკან ვარდების დიდი თაიგულით დაბრუნდა. - ვიღაცამ აშკარად არ იცის, რომ ვერ იტან ყვავილებს- გაეცინა ეველინს - ვიღაც მიჩალიჩებს. - ვინ?- თვალები აატრიალა ეველინმა - ურჩევნია არ გავარკვიო. - კარგი რა, როდის იყო ეგ გადარდებდა. - სახლი ყვავილებით გაავსო, თან გადაყრაც მენანება, სად ჯანდაბაში წავიღო? - ფოთლები დააცალე და ლიქიორი გამოხადე, ბებიაჩემი უგემრიელესს ლიქიორს ხდიდა ვარდის ფურცლებით. - დაფიქრება შეიძლება, ოღონდ ჯერ ის უნდა გავიგო როგორ მზადდება.- გაეცინა კასის და ვარდები ლარნაკში ჩადო-შენ არ გახსოვს - არაა... უი შენი გულის ვარდი მირეკავდა თურმე ნეტა რა უნდოდა- ტელეფონი შეამოწმა ეველინმა და გაოგნებულ კასის გახედა. - ეგ ვერადა ვერ მოვიშორე, ამასწინათ ჩემი კომპანიის წინ დამხვდა და თავს მოვიკლავ ჩემი ცოლი თუ არ გახდებიო- გაეცინა ბის გახსენებაზე კასის - მერე?- სადაცაა ისტერიულად ახარხარდებოდა ეველინი - მერე არაფერი დაცვამ ფეხებით გაათრია- მხრები აიჩეჩა სიცილით კასიმა- სოციალურ ქსელებში დაბლოკილი მყავს, მაგრამ სხვა ექაუნთებით მწერს, დამტანჯა. - ცოოდოო- სუნთქვას ვეღარ იმორჩილებდა ეველინი. უფრო სასაცილო ის იყო კასიდან გამოსულს გვიან ღამით ჩესის ჰონდა რომ იცნო მოშორებით ყურადღება არ მიუქცევია მანტო მოიცვა კაბაზე, რომელიც საჯდომს ძლივს უფარავდა და ტაქსი გააჩერა, ზუსტად იცოდა ჩესი გაჰყვებოდა. - ჩესს- ტაქსიდან გადასულს შორი ახლოს გაჩერებულ Gclass მიახლოვდა ელისონი - გამიხარდა შენი დანახვა.- ფართოდ გაუღიმა ჩესმა- დაჯდები?- ეველინს აღარ გაუჭიანურებია მის გვერდოთ დასკუპდა. - მეც გამიხარდა შენი ნახვა- გაუღიმა და მანტო მოშიშებულ მუხლებზე დაიდო, როდესაც დააფიქსირა, რომ ჩესის მზერას იბყრობდა. - სად წავიდეთ? - იცი, არ მინდა სახლში. - კარგი, არ წავიდეთ სახლში.- მანქანა დაქოქა- ჩემს ბარში წავიდეთ. სულ რაღაც ათ წუთში იქ იყვნენ და მაგიდასთან ისხნენ კუთხეში. ზედმეტად ლამაზი გარემო იყო, ბარს არა უფრო გემოვნებით მოწყობილ მაღალფასიან რესტორანს გავდა სუფთა და წყნარი აურით ლამაზი მშვიდი მუსიკით. ზედმეტად მოიხიბლა ეველინი ჩესის გემოვნებით და ღიმილით შეაჩერა ბარიდან ჩესზე მზერა. - იცი რა ლამაზი ხარ?- დაჰიპნოზებულივით ჰკითხა ჩესმა, რომელიც თავზე წამომდგარ მიმტანს ვერც კი ამჩნევდა. - შეუკვეთე ჩესს.- სიცილით გამოაფხიზლა ეველინმა - ხოო, უკაცრავად.- უცბად შეცბა ჩესი - ორი ნახევრად შემწვარი სტეიკი და შავი ღვინო- მიმტანმა შეკვეთა ჩაიწერა დ წყვილს გაეცალა. - ჩესს, შეიძლება რაღაც გკითხო?- სკამის ქვეში ფეზი გეხზე გადაიდო ელისონმა ისე რომ მაღალქუსლიანი წვერით ჩესის ფეხს ეხებოდა რამაც აღგზნებული ჩესი უფრო გახელა თუმცა თავი დაიმშვიდა - გისმენ?- ღრმად ჩაისუნთქვა ჩესმა და მოდუნდა. - შეგიძლია მითხრა ამით რის მიღწევას ცდილობ? - ამაში რას გულისხმობ? - ამ ყველაფერს რატომ აკეთებ? - ჯერ არაფერი გამიკეთებია ისეთი- გაეცინა - ესეიგი მამზადებ, რომ მომავალში გააკეთებ? - მომწონს ჭკვიანი ქალები. - მე ხახამშრალი კაცები- ძალიან გაეცინა ეველინს რამაც ჩესი დაძაბა, იცოდა ეველინის საწოლში შეთრევა, რომ თითქმის შეუძლებელი იყო, მას კი მხოლოდ ეს ქალი უნდოდა ეს და სხვა არავინ. - ჩესს ამას რისთვისაც აკეთებ ეგ არასოდეს მოხდება- თავი მოისაწყლა ეველინმა შემდეგ კი გულიანად გაეცინა, ჩესს ეველინის მოკვლა მოუნდა. - იქნებ უბრალოდ მეგობრობა მინდა? - არამგონია შენნაირი მმაკაცები ჩემნაირ ქალებს მეგობრობისთვის დასდევდნენ- გაეცინა, შავი ღვინო მოსვა და ტუჩები გაილოკა- მოდი აქედანვე გადავწყვიტოთ, რომ ჩემთან მეგობრობა არასდროს გქონია დაგეგმილი, არც არასდროს გიფიქრია - ხო ასეა- საბოლოოდ დანებდა ჩესი - შენთან ვერ დავწვები- გადაჭრით თქვა ეველინმა - რატომ მაგიჟებ ეველინ?- დაძაბული და ერთიანად განადგურებული ჩანდა ჩესი - არ მომწონხარ.- მხრები აიჩეჩა მშვიდად ეველინმა და სტეიკის ჭამა განაგრძო - რატომ? - ქალები მომწონს. - რაა? რატომ?-საშინელი იმედგაცრუება იგრძნო ჩესმა და გააჟრიალა - რატომ?- გაეცინა ეველინს- რას ქვია რატომ? - რატომ მოგწონს ქალები?-მის ბოხ ხმის ტემბრში საყვედურის ნოტები ჩანდა. - დანაშაულია ქალები, რომ მომწონს?- გაოცებით შეხედა ეველინმა - აქამდე რატომ არ მითხარი? - შენ ხომ ჩემთან მეგობრობა გინდოდა- გულიანად გაეცინა თავის ნათქვამზე- რა მნიშვნელობა აქვს შენთვის მე რომელ სქესს ვეტრფი? - მაგაზე უკვე ვილაპარაკეთ ეველინ. - ხოდა ძალიან კარგი, იმედიია ყველაფერ გარკვევით აგიხსენი- შავი ღვინო მოსვა ეველინმა და ჩესის ჭკუიდან გადაყვანა განაგრძო, კიდევ ბევრ რამეზე ისაუბრეს ჩესი ვერაფერს ვერ იაზრებდა, მხოლოდ ის უტრიალებდს გონებაში, რომ ეველინი ლესბოსელი იყო, თავადაც ვერ ხვდებოდა ისე გაება და ეხლა რამდენიც არ უნდს ეფართხალა თავს ვეღარ დაიძვრენდა, უყურებდა თავისუფლად მოსაუბრე ეველინს, რომელიც საუბრისას თან წარბს წევდა ისე, რომ თავადაც ვერ იაზრებდ თან გარემოს გადახედავდა და შემდეგ დაასობდა ჩესს მზერას. მაშინ როდესაც დრომ თითქმის შუაღამემდე მიაღწია ჩესმა და ეველინმა ბარი დატოვეს. ეველინი ჩესის მანქანისკენ არც დაძრულა. ჩემმა ლესბოსელმა მეგობარმა შემატყობინა, რომ ამ საღამოს თავისუფალია და გავერთობიო. ტაქსში ჩაჯდომამდე მიაძახა და გაიცინა. ჩესი ბოღმით აივსო და ძრავი ბრაზით ჩართო. როგორ ეგონა, რომ ამ საღამოს მაინც მოახერხებდა ამ ქალთან რამეს ეხლა კი ყველა იმედი გადაეწურა სხვა გზა უბრალოდ აღარ ჰქონდა. ეველინს კაცები არ იზიდავდა... ამ ფიქრებში მყოფმა მანქანა ისეთი სიძლიერით მოწყვიტა ადგილს ასფალტს საბურავების კვალი შერჩა... * * * - არვიცი რას ვგრძნობ, უფრო სწორედ არ მინდა ამის გახსენება- სანდომიანი მზერის ქალბატონის წინ იჯდა ზედმეტად დაზაფრული არასდროს უყვარდა აქ მოსვლა. აქ იმ გრძნობებს უნდა შეჭიდებოდა, რომლთა არსებობის დავიწყებაც უნდოდა და ღრმად ტენიდა ტვინის ნეირონების ნაპირებზე თუმცა ისინი არსებობდნენ მაინც არსებობდნენ და ამის მოგვარებას დიდი დრო სჭირდებოდა. - უნდა მელაპარაკო ეველინ, შენ ეს იცი.- მშვიდად მიუგო ქალმა და უცბად სიჩუმე ჩამოწვა- დაიწყე! - ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი რამდენიმე წუთს გრძელდება, მაგრამ მე საათებივით ვგრძნობ. გაღვიძებისას სხეულს საერთოდ ვერ ვრძნობ, თავიდან სუნთქვაც მიჭირს, მაგრამ ამას ვარეგულირებ. თავიდან რასაც ვგრძნობ ეს პანიკაა.- ამოისუნთქა და განაგრძო.- თითქოს ჭერზე ვარ აკრული ხორცის საჭრელი მსხვილი დანით და ვხედავ იატაკს თუ როგორ ივსება ჩემი სისხლის გუბეებით. მეკი სისხლისგან ვიცლები და უბრალოდ ვერ ვინძრევი.- იატაკს უყურებდა შემდეგ კი სახე ასწია და ფსიქიატრს დააკვირდა.- დავასრულე. - სულ ესაა? - სულ ესაა-დაუდასტურა. - სანამ ეს ყველაფერი მოხდება რას გრძნობ? ან რაიმე სიზმარს ხომ არ ხედავ?- თავის ბლოკნოტში რაღაც ჩაინიშნა ფსიქიატრმა და ქალს შეხედა. - კი- მტკიცე ხმით მაგრამ ცრემლიანი თვალებით ამოილაპარაკა მან. - რას? - ჩემს მამინაცვალს, რომელიც მაუპატიურებს.- ცრემლები სადღაც გააქრო ეველინმა და სრულიად უემოციო გაუხდა სახე. - ეს მან ხშირად გააკეთა?- თითქოს გული ეტკინაო ფსიქიატრს ისეთი სახე ჰქონდა პრინციპში ვის არ ეტკინებოდა. - ზედმეტად ხშირად- წამით გაჩერდა და განაგრძო- საკმარისი იყო ცამეტი წლის გოგონას ფსიქიკა სამუდამოდ დაესახიჩრებინა.- მხრები აიჩეჩა ეველინმა - მომიყევი! - მოსაყოლი არაფერია ექიმო. მოსიყვარულე მამის გარდაცვალების შემდეგ დედა მალევე გათხოვდა. ამ პერიოდში ვატყობდი რომ ცუდად იყო და ფსიქოტროპულ წამლებს წყლის მაგივრად ვისკის აყოლებდა, როდესაც ცამეტი წლის გავხდი მაშინ დაიწყო ლეომ ჩემზე ძალადობა. არ ვიცოდი რას აკეთებდა ეს ის პერიოდი იყო როდესაც ისევ მეგონა რომ წერომ მომიყვანა, ან კომბოსტოში მიპოვეს. ასე რომ- მხრები აიჩეჩა ეველინმა- მხოლოდ ტკივილს ვგრძნობდი, მხოლოდ ის ვიცოდი რომ ეს ქმედება მტკენდა მეტი არაფერი... - ეს რამდენხანს გაგრძელდა? - მალევე მოვუყევი დედას რასაც აკეთებდა ლეო, მისი მუქარის მიუხედავად დედა ლოთი იყო, მაგრამ მაინც დედა და ვუყვარდი, დღეს ლეო ციხეში ზის და არც ვიცი როდის გამოვა. - რამდენი ხანი გავიდა? - ათი წელი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.