შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუბრები ვნებასთან -3- +18


29-03-2020, 20:54
ავტორი Hilalli
ნანახია 1 924

ჩემდა გასაკვირად ძალიან გვიან გავიღვიძე. შაბათი იყო და ალბათ კიდევ ცოტახანს ვიძინრბდი ხელი რომ არ შეეშალათ. ელის უკვე ეღვიძა და ბოლო ხმაზე უსმენდა მუსიკას სწორედ ამ ხმამ გამაღვიძა. ალბათ გათვლილიც ეს ჰქონდა. შარვალი ამოვიცვი და ბუხრის ოთახისკენ წავედი საიდანაც სიმღერის ხმა მოდიოდა. წითელი ღვინის ჭიქითა და სიგარეტით ხელში ცეკვავდა სიმღერა "ბელა ჩაოზე" ძალიან სასაცილო იყო მაგრამ საყვარელი.
- დილიდანვე დაიწყე სმა? - გავუღიმე და მისკენ წავედი - ჯერ პირველი საათიც არაა.
- ყველა დიადი ხელოვანი ლოთი, ნარკომანი ან შეშლილი იყო. ამ სამიდან ყველაზე ოპტიმალურად სმა მიმაჩნია.
- მე მგონია რომ სამივე ხარ. - წარბები ირონიულად ავწიე და ღვინის ჭიქა გამოვართვი
- ჰეი.. - წამოიყვირა - ნარკომანი არ ვარ!
- ბოლოს როდის მოწიე?
- ორი თვის წინ... - წყენით მიპასუხა - და პლანი ნარკოტიკი არაა.
- გეყოფა რა... მართლა ძალიან ბევრს სვავ ამ ბოლო დროს.
- გეშინია რომ პათოლოგი გავხდები და შენზე ვიძალადებ ხოლმე ? - კისერზე ხელები შემომხვია და ღიმილით მკითხა
- არა! უბრალოდ მაწუხებს ლოთი შეყვარებული...
- მოდი აქ... - ვნებიანად წარმოთქვა და მისკენ მიმიზიდა. მეგონა საკოცნელად გამოწია თუმცა როგორც კი გონება დამიბინდა ღვინის ჭიქა ხელიდან ამაცალა და სიამოვნებით მოიყუდა.
- ახხ... - წამოვიხვნეშე. თითქოს ამ საქციელით ვნება დამიკარგა. - სახლში უნდა წავიდე, არ წამოხვალ? სახლში დაგტოვებ.
- არა. საღამოს თაზუნა უნდა მოვიდეს მეგონა სახლში იქნებოდი.
- ვერა მაპატიე თაზოს დავურეკავ და ვეტყვი რომ სახლში ვიქნები და ჩემთან ამოვიდეს.
- ჩემთან მოდის... - ცოტა მეწყინა ასე გარკვევით რომ გამაგებინა შენ სანახავად არ მოდისო, თაზო ჩემი ძმაკაცი იყო. თუმცა შემდეგ გამახსენდა რომ მათ რაღაცნაირი დაქალური ურთიერთობა ქონდათ. სულ მეგონა რო ერთ დღესაც ფრჩხილის ლაქსაც წაუსმევდა ელი.
- კარგი... დაგირეკავ - ნაზად ვაკოცე და ოთახისკენ წავედი რომ ჩამევვა
- თუ გადაიფიქრე და ამოხვალ საღამოს სასმელი წამოიღე რა.
- შეეშვი დალევას! - ხმას ავუწიე. სწრაფად ჩავიცვი და თბილისისკენ დავიძარი.
გასაქცევი არსად არიყო. სახლში დედა მელოდებოდა რომელიც ერთი კვირაა არ მინახავს და აუცილებლად უნდა გაველანძღე. ჩემი ცხოვრება ყოველდღე უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა. ამას ისიც დაემატა რომ გზაში თიკამ ( ელის დედა ) დამირეკა. რათქმაუნდა ელი არ პასუხობდა. ასეთ დროს სულ მე მირეკავდა. ამოვიხვნეშე და სასიამოვნო ხმით ვუპასუხე.
- თორნიკე როგორ ხარ საყვარელო? - გაწელილი სიტყვებით საუბრობდა მაგრამ საყვარლად.
- კარგათ მადლობა თიკა შენ როგორ ხარ? რამე მოხდა?
- მადლობ კარგათ... ელის ვურეკავ და არ მპასუხობს. ისევ წყნეთშია?
- ხო სად იქნება აბა. კარგათაა არ ინერვიულო.
- შენც მად ხარ?
- არა თბილიში ვარ გუშინ ვიყავი ვნახე კარგათაა მართლა არაფერი უჭირს, რომ ვნახავ დაგალაპარაკებ. რამეზე იკამათეთ?
- ხოო... ვუთხარი წყნეთის სახლი გავყიდოთ ძველია და მაინც ვერ ვუვლით თქო. ახლა კი ცდილობს დამიმტკიცოს რომ ეგ სახლი სჭირდება და იყენებს.
- ხო ელი რთული შემთხვევა. თუ რამე არ უნდა ვერ გააკეთებინებ.
- ჩემ სახელზე რომ იყოს დიდი ხნის წინ გავყიდიდი მაგრამ... ალბათ არასწორად ვიქცევი მამამისის აშენებულია ბევრი მოგონებები აქვს მაგ სახლთან მისია და არუნდა ვაძალებდე გაყიდვას.
- ხო... მისთვის ბევრს ნიშნავს წყნეთის სახლი.
- ეხ... - ამოიხვნეშა - რომ ნახავ ბოდიში მოუხადე ჩემ მაგივრად.
- კი... დაველაპარაკები და დაგირეკავს.
მშვიდად ვუთხარი და მობილური გავთიშე. ახლა გასაგებია რატომ არ უნდოდა თბილიში დაბრუნება თუმცა ცოტათი მეწყინა ეს რომ არ მომიყვა. მე ყოველთვის შემეძლო მასთან ჩემს ოჯახურ პრობლემებზე საუბარი, მაგრამ არ მახსოვს ელის ჩემთვის ოჯახზე მოეყოლა. მისთვის ეს ზედმეტად პირადი იყო და არავისთან საუბრობდა. მამა, რომ გარდაცვლილი ყავდა ისიც სხვისგან გავიგე... ვხვდებოდი ბევრი პრობლემა ქონდა სახლში მაგრამ უბრალოდ არ საუბრობდა... და მეც დროთა განმავლობაში კითხვების დასმა შევწყვიტე....
სახლში რომ შევედი უცნაურმა ნოსტალგიამ შემიბყრო. არ ვიცი რატომ მაგრამ ეს გრძნობა ბავშობიდან მქონდა. რამდენიმე დღეს სხვაგან რომ გავატარებდი სახლში შესვლის დროს რაღაც აუხსნელი უცნაურობა მეუფლებოდა გულში. სამზარეულოდან მწვანილის ჭრისა და წვნიანის დუღილის ხმა გამოდიოდა. ეს მხოლოდ დედაჩემი შეიძლებოდა ყოფილიყო ამიტომ პირდაპირ იქით წავედი. კარი მშვიდად შევაღე და გაბრაზებული მზერა სახეში მომხვდა.
- სად დადიხარ? - მკაცრად დაიწყო საუბარი თუმცა მწვანილის ჭრას აგრძელებდა - ჩემი სიკვდილი გინდა არა?
- არ დაიწყო რა - თქვი გავაქნიე და ჩემი ოთახისკენ წავედი
დანა დააგდო და ყვირილით გამომეკიდა
- სად იყავი მეთქი გეკითხები!
- მეგობართან... რა გინდა? - ავყვირდი
- რამინდა? - თვალები ბრაზისგან გაუფართოვდა - ბედავ და მეკითხები კიდეც? ბოზებს თავი როდის უნდა დაანებო და ნორმალური ცხოვრება დაიწყო.
- დაახლოვებით 16 წლის მერე ბოზებში აღარ ვყოფილვარ - ირონიით გამოვცარი კბილებში - თუ ამაზე ნერვიულობ ზუსტად ვიცი რომ სიფილისი არ მჭირს!
- უარესი გჭირს. ტვინში გაქვს პრობლემა. იმ გოგომ დაგაბრმავა. რა გინდა რომ ჩემი ბეჭედი მას გაუკეთო? არავითარ შემთხვევაში!
- ნუ ღელავ ბეჭედს ვიყიდი. შენ თითიდან არ მოგხსნი!
- თორნიკე გამოფხიზლდი რა. არაა ეგ გოგო შენი შესაფერისი თავი დაანებე. მის ოჯახს შეხედე მამა ნარკომანი დედა თითონ რაუნდა გამოსულიყო?
- თიკა არაა უბრალოდ მეორედ გათხოვდა
- ჩემთვის ერთი და იგივეა შეეძლო გარდაცვლილი ქმრისთვის პატივი ეცა და პატიოსნად გაეტარებინა ცხოვრება.
- ღმერთო...- ამოვიხვნეშე - 25 წლის ასაკში დაქვრივდა 60 კიარა. რატომ უნდა გაეტარებინა დარჩენილი ცხოვრება მარტო? ან ეს ყველაფერი საიდან იცი?
- ხალხი ჭორაობს მაგ გოგოზე... და შენზეც იცი? არდავუშვებ რომ ეგ გოგო ჩემს ოჯახში შემოვიდეს გესმის?
ალბათ სწორედ ეს იყო იმის მიზეზი ამდენიწლის მანძილზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი რომ არ გადავდგი და ცოლად არ მოვიყვანე. დედაჩემი ვერ იტანდა ელის. დიდათ არც მე ვცდილობდი მათ დაახლოებას. ელის ეს ძალიან აწუხებდა მაგრამ ცდილობდა არ შეემჩნია.
- გეყოფა ნანა! საკმარისია! - დავიყვირე და გასასვლელი კარისკენ წავედი
- სად მიდიხარ? - შეშფოთებული გამომყვა
- რომ მორჩები ამთემაზე ლაპარაკს მერე დავბრუნდები! - კარი მივიჯახუნე და სწრაფად ჩავირბინე სადარბაზოს კიბეები.
ცოტახანს ქუჩაში უიმედოთ დავბოდიალობდი. ფულიც აღარ მქონდა რომ სადმე წავსულიყავი. მამაჩემთან დარეკვა მომიწია რომ ფული ხელფასამდე სესხად მეთხოვა. რათქმაუნდა არ გამომართმევდა მაგრამ მე მაინც ვცდიდი დაბრუნებას. დამთანხმდა და სამსახურში მივაკითხე რომ ფული გამომერთმია. მერე ლაშას დავურეკე. თავს ცუდად ვგრძნობდი და მეგობართან საუბარი ძალიან მჭირდებოდა. ჩემი ზარი გაუკვირდა ისიც კვირაზე მეტია არ მინახავს. "ბენზინი" ჩავასხი და ლაშას გავუარე სახლთან. გახარებული პროსტიტუტივით ჩამიხტა მანქანაში. იცოდა რომ ფულის გარეშე მასთან არ გავიდოდი და პირველივე შემოთავაზება სათამაშოდ წასვლა იყო რომელიც მისი პირიდან ამოვიდა.
- არა! - მკაცრად ვუთხარი უარი - ამის თავი არ მაქვს თან მშია. დღეს არ მიჭამია.
- კაი ვჭამოთ მაშინ - მოწყენილად მითხრა - ელიმ არაფერი გაჭამა?
- შენ გინახავს მისი გაკეთებული საჭმელი?
- არა - გაეცინა
- არც მე... სუფრაც კი არ მინახავს რომ გაეშალა.
- ხო ცოლად რომ მოიყვან დედაშენი მოკვდება. ან ელის მოკლავს. - გაეცინა
- გთხოვ რა ისედაც თავი მისკდება მაგ ორის ურთიერთობაზე ფიქრით. ნუ მიმატებ რა.
- ოც ლარს მასესხებ? - მშიერი ლეკვის თვალებით გამომხედა
- არ ვიცი... - გავეხუმრე - მინეტს გამიკეთებ?!
- ჰააჰ... - დაიჯღანა. და ხელი სიგარეტის კოლოფისკენ წაიღო.
- ხელფასი არამიღია მამაჩემს ვესესხე ფული. რომ ავიღებ მოგცემ... მოწევა დაიწყე? - გამიკვირდა
- იმიტომ არვეწევი რომ ფული არ მაქვს. თუ სხვისია ვეწევი...
- წყალწაღებული "ვიგოდნიკი" ხარ. - გამეცინა - სამსახური რო იშოვო არ გინდა ?
- კი მარა ცხრა კლასის ატესტატით დირექტორის ვაკანსიები არაა. ხომ იცი მართვა ჩემი მოწოდებაა.
- კი ეჭვი არ მეპარება... - გამეცინა.
სადღაც კაფეში შევედით. ლაშა კი როგორც იქნა ჩემი გრძნობებითაც დაინტერესდა. რათქმაუნდა მას შემდეგ რაც ჭამა დაიწყო და ენდორფინები გამოჩნდენ მის ტვინში.
- რა გჭირს? რამე მოხდა? - პირგამოტენილმა მკითხა
- ხოო... - ჩანგალი თეფშზე დავაგდე - სახლში რო მივედი ნანამ ტვინი წამიღო ეგ გოგო არ შეგეფერება და თავი დაანებეო.
- ხოო... ვერ იტანს. მეც მელაპარაკა ერთხელ შენ ძმაკაცს უთხარი აზრზე მოვიდესო.
- როდის? - გამიკვირდა
- რავიცი ერთი სამი წილისწი - ისე მშვიდად მითხრა გეგონებოდა ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს და ჭამა გააგრძელა
- რატო არ მითხარი? ან რატომ გითხრა ეგ?!
- სექსი რო გაქვთ ეგ გაიგო და ხო იცი მორწმინე პატიოსანი ქალებისთვის ეგ მიუღებელია. ნუ ბრაზდები დაელაპარაკე და აუხსენი რომ გიყვარს და სხვა დანარჩენს შენთვის მნიშვნელობა არ აქვს.
- ეგ საიდან გაიგო?
- წარმოდგენა არ მაქ. მე მისგან გავიგე
- შენ რანაირად გაიგე ნანასგან ყველამ იცოდა.
- ხომ იცი ადამიანების პირადი ცხოვრებით დიდად არ ვინტერესდები - ჩანგალი დადო და ხელები მაგიდაზე დაალაგა, რომ მისი სიტყვები ჭკვიანურად და მიმზიდველად გამოჩენილიყო... ის კიდევ ერთი ადამიანი იყო ჩემს ცხოვრებაში გამოუსწორებელი განდიდების მანიით. მგონი ყველა ასეთი იყო ვისაც ვიცნობდი... - ამიტომ სოციალურ ამბებს ბოლოს ვიგებ... თან უნდა დამსიზმრებოა? ჩემთვის არ გითქვამს და არაფერსს ვვარაუდობ ხომ იცი?!
- მე არც არავისთვის მითქვამს.
- ხო ვიცი... გოგოები ენას ვერ აჩერებენ. ყველა დაქალს უყვებიან ისინიც ყველგან ყვებიან მათ ზურგს უკან და მერე შენ გაბრალრბენ "გამიბაზრეო"... - თავიდან მეგონა ამ სისულელეს ხუმრობდა მაგრამ აშკარად სერიოზულად ამბობდა
- არა არ ვიცი... - გამიკვირდა - ჩემთვის არასდროს უთქვამთ სექსი გამიბაზრეო.
- ვინ გეტყოდა მეძავი? საროსკიპოდან რომ გამოხვედი პირდაპირ ელის საწოლში ჩაწექი და მასმერე აღარ ამდგარხარ. ის კი არაფერს მალავს შესაბამისად "კიდია" ვინ იცის და ვინ არა.
ცოტა მეწყინა მინდოდა მეთქვა, რომ ელიმდე სხვა ქალებთანაც მქონია ურთიერთობა. თუმცა ამას რა აზრი ქონდა? უბრალოდ ქართველი კაცის ჟინი იყო სხვა მამაკაცებთან ეტრაბახა, რომ მის ინსტრუმენტს ბევრ ქალში გაუვლია. და რაც არუნდა ინტელექტუალი და წესიერი იყოს კაცი. ამის სურვილი მაინც ყველას აქვს. შემდეგ უბრალოდ გამეცინა ჩემს ფიქრებზე და სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი
- რა გავაკეთო ვერ ვხვდები... დედაჩემი არასდროს შეეგუება ელის.
- გიყვარს?
კითხვა რომელმაც მთელ ტანში გამიარა. კითხვა რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან მთრგუნავს. მაგრამ ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი სწორი პასუხია და ის უნდა გავცე. ვალდებული ვარ ასე მოვიქცე. მართლა მინდა ვიღაცას გულწრფელად ვესაუბრო, მაგრამ არ შემიძლია. როცა მინდა პასუხი შევცვალო ყელში ბურთი მეჩხირება...
- დაფიქრდი? - გაოცებულმა, თითქოს იმედგაცრუებით გამომხედა - 7 წელია ერთი და იგივე ქალთან ხარ და კითხვაზე გიყვარს თუ არა ფიქრობ? ძმაო ამას არ ველოდი. რიტორიკული კითხვა იყო უნდა გეთქვა კიო და გეტყოდი ხოდა იბრძოლე თქო. ფილმებში ეს სცენა არ გინახავს?
- ლაშა! რათქმაუნდა მიყვარს...
- მეკი მამაჩემი მეუბნებოდა ხოლმე ბავშობაში... ქალს შეუძლია მთელი ცხოვრება ერთი უყვარდეს და მეორესთან ისე იცხოვროს, რომ არ შეეტყოსო. კაცს კი ეს არ გამოსდის და ვერ გაჩერდება ქალან რომელიც არ უყვარს ესიგი მე დედაშენი ძალიან მიყვარსო. მერე კი აგინებდა ხოლმე ქალო ლუდი მომიტანეო მაგრამ ეს მნიშვნელოვანი აღარაა. მთავარი ისაა რომ როცა არ უნდა მიხვიდე და კითხო შენი ცოლი გიყვარს თუ არაო. არც დაფიქრდება ისე გეტყვის კიო.
- გეყოფა რა! მიყვარს
- მაშინ იბრძოლე - ირონიულად გამიღიმა - ჯერ შენ გაიაზრე გიყვარს თუარა და მერე დედაშენს დაუმტკიცე. უთხარი დედა მე მიყვარს ეს გოგო და შენი საქმე არაა. ეცადე შენც შეიყვარო რადგან მალე შვილიშვილებს გაგიჩენს თქო.
- შენ რომ ამბობ მარტივად ჟღერს. - დამწუხრებულმა ვუთხარი.
- ძნელი ბერლინის აღება იყო. დედაშენს უთხრა რომ გოგო გიყვარს მარტივია.
- ბერლინის აღებაზე რაიცი? - გამეცინა
- ამასწინათ მთვრალი მამაჩემი ბოდავდა სუფრაზე რაღაცას. თუმცა ბოლომდე ვერ მოვუსმინე და არვიცი აიღეს თუ არა. შენ ხომ არიცი რამოხდა?
- კი... ბოლოს ფაშისტურმა გერმანიამ კაპიტულაცის აქტს მოაწერა ხელი..
- არვიცი ეგ სიტყვა რას ნიშნავს - საუბარი გამაწყვეტინა - მაგრამ ხომ გეუბნები ძნელი იყო თქო... კომუნისტებს თუ გამოუვიდათ შენც შეძლებ.
- ხშირად უნდა უსმინო მამაშენს იცი? ჭკვიანი კაცია. ასეთი შტერი როგორ გამოუხვედი არ ვიცი - გამეცინა - წამო წყნეთში ავიდეთ! თაზუნა უნდა მისულიყო ელისთან "საჭორაოთ" და დავლიოთ.
- თანახმა ვარ! - ქურთუკი მოიცვა და კაფდან ბედნიერი გამოვიდა. დალევის მიზეზით. ხანდახან ძალიან გავდა ელის. ორივე ლოთები, "ვიგოდნიკები" და უსაქმურები იყვნენ. რათქმაუნდა ელი მეტად განათლებული, მაგრამ მათ შორის მხოლოდ ეს განსხვავრბა იყო. ალბათ ამიტომ მიყვარდა ლაშა ჩემი ძმაკაცებიდან ასე განსაკუთრებულად. მიუხედავად ამდენი ნაკლისა რაც მათ ჰქონდათ ორივეს ბავშური სიხალისე და ბედნიერებიაკენ უიმედო სწრაფვა ჰქონდათ. რაც ძალიან ოპტიმისტური მაგრამ საყვარელი ჩვევა იყო... ხანდახან ძალიან მშურდა მათი უიმედო ოპტიმიზმის. რაცარუნდა ცუდად ყოფილიყო ყველაფერი მაინც სულ იცინოდნენ... ალბათ ეს იმ ტანჯვისა და ბავშობის ტრამვებისგან მიღებული ზიანის კომპესაცია იყო, რომელსაც სამყარო მათი ხასიათით იხდიდა.






p.s ტექნიკური ხარვეზის გამო შემაგვიანდა სიახლის დამატება. ბოდიშს გიხდით მაინტერესებს თქვენი აზრი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent