შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უშანსოდ მტოვებ?! (6)


29-03-2020, 21:04
ავტორი jina
ნანახია 1 991

„ახლანდელი დრო“

ბარბარე სულგანაბული უსმენდა დას, ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა
-ჩემო დაიკო როგორ დატანჯულხარ. სასოწარკვეთილი გადაეხვია მარიამს
-მთავარია ახლა კარგად ვარ, დათასთან ერთად ახალი ცხოვრება დავიწყე, სადაც ზედმეტი ხალხის ადგილი არაა!
-ყველაფერს გავაკეთებ რომ შენ და ეს სასწაული ბავშვი კარგად იყოთ! გადაჭრით უთხრა მარიამს შემდეგ კი ბავშვისკენ წავიდა, ხელში აიყვანა, აკვირდებოდა სახეზე, მის ნაკვთებს ათვალიერებდა-ასეთი მსგავსება მამა-შვილს შორის პირველად ვნახე...
-ჰო, ძალიან ჰგავს
-ამიტომ უთხარი მამას რომ ჩემთან იცხოვრებდი? არ გინდა რომ გაიგოს?
-მაგაზე პასუხი ისედაც იცი, ამიტომ გთხოვ წარსულს ნუ დავუბრუნდებით.
მთელი დღე ბავშვს ეთამაშებოდნენ, ბარბარე ყველაზე ბედნიერად გრძნობდა თავს, დეიდობაზე მაგარი გრძნობა არაფერი ეგონა ამ ქვეყნად, იმდენი ეთამაშა ბავშვს რომ ბოლოს მასთან ერთად ჩაეძინა.
მარიამი აივანზე გავიდა, პლედი მოიხვია, სიგარეტს მოუკიდა და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას დაუწყო ყურება. მისთვის რთული იყო წარსულის გახსენება, მაშინ დაშვებულ შეცდომებს საკუთარ თავს არასდროს აპატიებდა, ორსულობის პერიოდში ფსიქოლოგთან დადიოდა, პარიზშიც სწორედ იმიტომ წავიდა რომ ყველაფრის თავი იქაურობა იყო, ამიტომ თუ იქ ყოფნის დროს იმ ზღვარს გადალახავდა რის წინაშეც იდგა, მაშინ მკურნალობა წარმატებით ჩაივლიდა. ახლა კი სრულიად თავისუფალი და დამშვიდებული განაგრძობს ცხოვრებას სამშობლოში თავის სულის ნაწილთან ერთად, ერთადერთი გეგმაში ალექსანდრესთან გაყრა აქვს და მზადებას უახლოეს დღეებში დაიწყებს. ოთხში შესული გაღიმებული აკვირდებოდა ბარბარეს და დათას და გულში ძალიან დიდი სითბო ეღვრებოდა, ბედნიერდებოდა მათი შემხედვარე, სინათლე ჩააქრო და გვერდით მუწვა ორ უსაყვარლეს სხეულს.

***
-დილამშვიდობის მაა... ყურმილში მარიამის ნარნარა ხმა მოესმა მერაბს
-ნუთუ გახსოვს მამა რომ გგყავს?
-როგორ მიყვარს რომ ბუზღუნებ
-მწყინს თქვენი საქციელი, დამივიწყეთ და როგორც დიდი გოგობი ცალკე ცხოვრობთ, არ ცხრებოდა მერაბი
-ამაზე ხომ ვილაპარაკეთ
-გამომივლი?
-თუ რამე ვაკანსია გაქვს კი (გაეღიმა მარიამს)
-რამეს მოგიძებნი, გელოდები.

***
-შეიძლება? მორიდებული კაკუნის შემდეგ მერაბის კაბინეტში თავი შეჰყო მარიამმა
-დაკაკუნების გარეშე არ შეიძლებოდა? გაუღიმა მამამ და გულში ძლიერად ჩაიკრა
-ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ისევ წახვალ და მე ვეღარ გავუძლებ
-ამიტომ მინდა შენთან მუშაობის დაწყება, სახლში თუ არა, აქ მაინც ვიქნებით ერთად
-ბარბარე?
-ნუ ეს ცოტა რთული შემთხვევაა მოდი ჯერ ჩემ საქმეს მივხედოთ
-პირდაპირ ჩემს ადგილს დაგითმობდი, მაგრამ ვიცი რომ უარს იტყვი
-რა თქმა უნდა (გაეღიმა მარიამს)
-რატომ არ შეიძლება ისევ ერთად ვიცხვოვროთ? ოჯახი არის ერთიანობა, ერთად ყოფნა
-ხო მაგრამ ცალ-ცალკე ცხოვრება ოჯახის დაშლას არ ნიშნავს
-თუმცა ამის ერთ-ერთი წინაპირობაა
-მამა გთხოვ ნუ ვიკამათებთ
-კარგი, რა გეწყობა, ჯიუტო
-აბაა გაქვს ვაკანსია თუ CV-ის გაკეთება დავიწყო? თვალები აუჟუჟუნა მერაბს
-მეგონა მეტყოდი „ყველაფერს ჩემით მინდა მივაღწიო“ (გააჯავრა ქალიშვილს)
-როგორ მეღადავები მაა, უბრალოდ ჯობია სხვა ვაკანსიები სხვებს დავუთმო და აქ რამე საჩემო თუა?
-ჩემი ადგილი თუ არ გინდა, ჩემი ასისტენტი იქები
-ანუ?
-ანუ ჩემს ნაცვლად ივლი თათბირზე, შეხვედრებზე, ობიექტებზე
-შესანიშნავია! ძალიან გაეხარდა მარიამს და მერაბს ძლიერად ჩაეხუტა.
ოფისში კიდევ ცოტა ხანს დარჩა, მამამ დაწვრილებით აუხსნა რის გაკეთება მოუწევდა და პირველი დავალებაც მისცა, შინ კი კმაყოფილი დაბრუნდა.

***
-დიახ (ნაზი ხმით უპასუხა ტელეფონს ბარბარემ და დათა სათამაშოებთან დასვა)
-ბარბარე გოდერძიშვილი ბრძანდებით? მოესმა ბოხი და ცოტა მოგუდული ხმა ყურმილში
-დიახ, რა ხდება? აცქმუტდა წამში და ოთახში სიარული დაიწყო
-საავადმყოფოდან გიკავშირდებით, გაბრიელ ერისთავს თუ იცნობთ?
-მმმ (დაიბნა უცბათ) მემგონი ვიცნობ, რამე მოხდა?
-ავარიაში მოყვა, თქვენი ტელეფონის ნომერი საყვარელ ადამიანებში ეწერა და ამიტომ გირეკავთ
-რომელ საავადმყოფოში ახლავე მოვალ! სწრაფად ჩაიცვა ფეხსაცმელი, ბავშვი ძიძას დაუტოვა, მანქანის გასაღები აიღო და წამში გავარდა
როგორც კი საავადმყოფოს ეზოსკენ გადაუხვია გზა შავმა, ჩაბურულმინებიანმა ჯიპმა გადაუჭრა
-იდიოტო გამატარე! გადასძახა და სიგნალებით აიკლო
მანქანა არ გადადიოდა გზიდან
-დაყრუვდი? პასუხი რომ ვერ მიიღო ისევ გაბმული სიგნალით აიკლო ბოლოს კი მანქანიდან გადავიდა და წინ მდგომი მანქანის მძღოლის კარი ველურივით გამოგლიჯა
-ნორმალ..... რა ჯანდაბაა? თვალებგაფართოებული უყურებდა საჭესთან მჯდომ გაბრიელს რომელიც გამომწვევი მზერით და ღიმილით უყურებდა
-არაა, მელანდებაა... გაოცებული და ჯერ კიდევ შოკში მყოფი გაბრიელს მიშტერებული თავისთვის ბუტბუტებდა
-შესანიშნავი რეაქციები გაქვს პატარავ. მანქანიდან გადავიდა და ყურთან ახლოს უჩურჩულა
-ნამდვილი მასხარა ხარ! გაღიზიანებას არ ფარავდა ბარბარე-ასე როგორ შეიძლება? რა არ ვიფიქრე
-თუ ბანალურად გერჩივნა დამერეკა და მეთქვა-ბარბარე ყავა ხომ არ დაგველია? ან ამ საღამოს რას აკეთებ? მერე შენ ტავს დაიფასებდი მოიმიზეზებდი რამეს და მეც შეგეშვებოდი
-მემგონი ვერ ხარ კარგად! წავედი მე
-ასე მალე? არადა როგორ მოიჩქაროდი საავადმყოფოში
-მასხარა! მანქანაში ჩაჯდომამდე კიდევ ერთხელ მიაძახა და იქაურობას გაეცალა
-ესეც ასე! კმაყოფილმა ჩაიღიმა ერისთავმა.

***
-ღადაობ? სიცილს ვერ იკავებდა მარიამი როცა ბარბარეს მონაყოლი მოისმინა
-რატომ დამცინი? აღარაფერს მოგიყვები! გაიბუსხა ბარბარე
-მომწონს ეგ ბიჭი
-აბა მე მკითხე
-კითხვა უნდა მაგას? როგორი აფორიაქებული ხარ
-როგორ იღიმოდაა... თვალები დახუჭა და გაბრიელის სახე წარმოიდგინა
-აცალე ჯერ მან შეგიყვაროს
-ჯერ?
-უბრალოდ ნაადრევად ილუზიები არ შეიქმნა კარგი? მინდა რომ ბედნიერი იყო
-სხვაათაშორის არაა საჭირო მუდოსავით იჯდე და მეტრეველს მისტიროდე
-რა სისულელეა? წარბები შეკრა უფროსმა გოდერძიშვილმა
-ანუ ვინმემ რომ დაგპატიჟოს სადმე გაყვები? თვალები აუჟუჟუნა ბარბარემ
-ვნახოთ
-შენი „ვნახოთ“ ნიშნავს „არას“ ხომ?
-ამ ეტაპზე მამაკაცი არ მჭირდება, შესაბამისად ძალიან უნდა მომეწონოს ის, ვისთან ერთადაც ცხოვრების გაგრძელების სურვილი გამიჩნდება
-ცოტა გაერთე და ნუ ხარ დაძაბული, ქალი ხარ მარიამ და ნუ ჩაიკეტები კარგი?
-ადვილიც არაა ხომ ხვდები
-მაგრამ არც შეუძლებელია...
-წავალ ბავშვს დავაწვენ
-მე ჩაის გავაკეთებ
მარიამმა დათა ხელში აიყვანა, ლოყები დაუკოცნა
-დეე იცი რომ ვგიჟდები შენზე
-ყველაზე მაგარი ბიჭის დედა ვარ
-ჩემი ფუმფულა
ბავშვს ეფერებოდა, რომელიც ხითხითებდა და დედას ლოყებსა და თმებზე ეთამაშებოდა. საწოლში ჩააწვინა დათა და მანამ მასთან იყო, სანამ არ ჩაეძინა.
-დაიძინა? ოთახში შესულ მარიამს ჰკითხა ბარბარემ
-ჰო
-ისე არ მესმის იმ ხისთავიანის შვილი ესეთი კარგი როგორაა? სერიოზულად იკითხა ბარბიმ
-დედა მე ვარ და! გაიჯგიმა მარიამი
-არადა მამას ჰგავს! ენა გამოუყო დას
-ახლა მოგხვდება! უთხრა და ბალიში გაუქანა უმცროს დას-პრინციპში მეც დავწვები, ხვალ პირველი სამუშაო დღე მაქვს და თუ დავაგვიანე გამომიშვებენ (გაიხუმრა მარიამმა)
-ხო შენი უფროსი რომ ვიცი
-ბარბი მამას ხშირად შეუარე კარგი? სანამ თავის ოთახში გავიდოდა მანამდე უთხრა
-მოიცა რამე გითხრა? დაფეთებული წამოხტა პუფიდან
-სწყინს ორივემ რომ მივატოვეთ
-არ მიგვიტოვებია, უბრალოდ გავიზარდეთ
-ხო მაგრამ ჩვენ ერთმანეთის მეტი არავინ გვყავს
-არ მეგონა ასე თუ ეწყინებოდა (თავი დამნაშავედ იგრძნო და მოიღუშა)-აუცილებლად გამოვასწორებ
-ძილინებისა...

***
მთელი ორი კვირა გადაბმულად დადიოდა მარიამი შეხვედრებზე, თავიდან კადრი გაიცნო, შემდეგ პარტნიორები, პროექტები რაზეც მამამისი მუშაობდა, ხარვეზები, პლიუსები, პრივილეგიები და ყველა ის დეტალი, რომელიც კომპანიისთვის აქამდე შეუმჩნეველი და უყურადღებოდ იყო დატოვილი შეისწავლა და მათზე დაიწყო მუშაობა, სამსახურის და დათას გარდა არც საფიქრალი და არც საქმე არ ჰქონდა, თუმცა ამითი კმაყოფილი იყო, ძალიან მოსწონდა ის რასაც აკეთებდა, სამსახურიდან დაბრუნებული შვილის ერთი ჩახუტებით იხსნიდა დაღლილობას, დარჩენილ დროს მასთან ერთად ატარებდა
-მარიამ მე გავდივარ და იცოდე კარგი? ოთახში ქოშინით შევარდა ერთ საღამოს ბარბარე
-ამ დროს? გაოცებულმა დახედა საათს
-ჯერ ცხრა საათია
-და სად?
-გაბრიელი გამომივლის (გაეკრიჭა უფროს დას)
-უკვე პაემნები დაიწყეთ?
-რო მოვალ მოგიყვები. ლოყაზე აკოცა მარიამს
-კი მაგრამ სად მოასწარით?
-ყველა შენსავით მუდო კიარაა, (ენა გამოუყო)
-ძალიან ნუ დაიგვიანებ. მიაძახა გასვლამდე
11 საათზე დაურეკა ბარბარეს და გააგებინა რომ წვებოდა, გააფრთხილა კიდევ ერთხელ დროზე მისულიყო სახლში, შემდეგ კი თავადაც დაწვა, დილით ადრე კახეთში მიდიოდა ახალი ობიექტის სანახავად და არ უნდოდა უძილობა დასტყობოდა.
***
9 საათზე უკვე ოფისში იყო
-თეკლა გაემზადე გავდივართ. მდივანს ყველა საჭირო ნივთი და დოკუმენტი ჩაალაგებინა, თავადაც გადაამოწმა რომ არაფერი გამორჩენოდა
-ქალბატონო მარიამ მძღოლის მეუღლეს მშობიარობა დაეწყო, ამიტომ პარტნიორის მანქანით შეგვიძლია წავიდეთ, შესთავაზა თეკლამ
-თუ არ შევაწუხებთ წავიდეთ
-თავად შემოგვთავაზა, დაბლა დაგელოდებით
-კარგი მამას ვნახავ და ჩამოვალ
-ბატონო მერაბ! როგორც ყოველთვის დააკაკუნა და ისე შევიდა მამამისის კაბინეტში
-გადიხარ უკვე? ფეხზე წამოდგა მერაბი
-თენგოს ცოლს მშობიარობა დასწყებია, ამიტომ ობიექტის მფლობელთან ერთად გვიწევს მგზავრობა მე და თეკლას
-ძალიან კარგი! რაღაც სასიამოვნოდ ჩაეღიმა მერაბს
-კარგი, გავედი და თუ რამე დამირეკე. დაემშვიდობა და დაბლა ჩავიდა
პირველ სართულზე თეკლა ვეღარ ნახა, არც გარეთ იყო და დაურეკა
-თეკლა ვერ გპოულობ და სად ხარ?
-მე ზემოთ ამოვბრუნდი ისევ რაღაც დამრჩა, თქვენ გარეთ გელოდებიან
-დაგელოდები
-არა, შეიძლება შემაგვიანდეს და ასე ხომ არ იდგებით, თან გელოდებიან და უხერხულია
-კარგი, სწრაფად მორჩი.
გარეთ გავიდა, მიათვალიერ-მოათვალიერა იქაურობა და ერთ-ერთმა მამაკაცმა, რომელიც შავი ფერის მანქანასთან იდგა ანიშნა მისულიყო მარიამიც იქით დაიძრა, მამაკაცმა წინა კარი გაუღო
-მე და თეკლა უკან დავსხდებით, ზრდილობიანად უთხრა მძღოლს
-თეკლა მეორე მანქანით მოდის ამიტომ გთხოვთ
-რატომ? ეუცნაურა მარიამს
-არ ვიცი ქალბატონო მარიამ, მხრები აიჩეჩა ალალად
-კარგი, ეჭვნარევი ტონით უთხრა და მანქანის წინა სავარძელში ჩაჯდა
როგორც კი კარი მიუხურა მძღოლმა პარალელურად საჭესთან ვიღაც დაჯდა, გოდერძიშვილმა თავი რომ მიატრიალა გაოცებისგან და სიბრაზისგან თვალები დაქაჩა
-ალექსანდრე რას აკეთებ? როცა მეტრეველმა მანქანა დაქოქა ჰკითხა
-შენც მშვიდობიან დილას გისურვებ საყვარელო ცოლუკა, ხუმრობის ხასიათზე იყო ვაჟბატონი
-ალექსანდრე! ამიხსნი? მომთხოვნი, მკაცრი და კატეგორიული იყო ქალბატონი
-სულ აღარ ჰგავხარ იმ ქარაფშუტა გოგოს მე რომ გავიცანი (რაღაცნაირი სიამაყით და გაომმწვევი მზერით ელაპარაკებოდა)
მარიამმა ტელეფონი აიღო და თეკლასთან აპირებდა დარეკვას, მაგრამ სანდრომ ისე სწრაფად გამოსტაცა ხელიდან, შემდეგ კი ფანჯრიდან ისე მოისროლა, რომ მარიამმა გააზრებაც ვერ მოასწრო
-ახლა მისმინე! იმ ობიექტის მფლობელი რომელიც შენ უნდა ნახო მე ვარ! შესაბამისად გინდა თუ არ გინდა დღის მანძილზე დროის ერთად გატარება მოგვიწევს, რაც შეეხება ჩემი მანქანით კომფორტულად მგზავრობას-მადლობა არაა საჭირო! თან ცინიკური და თან სერიოზული სახე ჰქონდა სანდროს
-თეკლა სად არის? გაბრაზებულმა ჰკითხა
-ამ მოგზაურობაში მხოლოდ მე და შენ ვართ ცოლო.
მარიამს ხმა აღარ ამოუღია, თავს იკავებდა რომ რამე ისეთი არ ეთქვა რასაც მერე ძალიან ინანებდა, სუსტი ქალის როლის მორგებას არ აპირებდა, საკმაო დრო დახარჯა იმაში, რომ როცა ეს დღე დადგებოდა და სანდროსთან ერთად მოუწევდა ერთ სივრცეში ყოფნა, თავი გაეკონტროლებინა.
-კარგი. უდარდელად აიჩეჩა მხრები და გზას გახედა.
სანდოს მანქანა სწრაფად დაჰყავდა, ეგონა მარიამს შეაშინებდა და გზაში ცოტას იხალისებდა, თუმცა ნერვები ვერაფრით მოუშალა, აგიჟებდა მარიამის სიმშვიდე, ის რომ მისთვის ზედაც არ შეუხედავს, მისკენ თვალს აპარებდა და სახის ნაკვთებს აკვირდებოდა, გულში რაღაცნაირად სიამოვნებდა მის გვერდით ყოფნა, თითქოს ეს ზუსტად ის ადგილი იყო სადაც იმ წუთას უხაროდა და სურდა ყოფნა, არსად ასე კარგად იმ მომენტში თავს არ იგრძნობდა.
დაახლოებით ორ საათში მივიდნენ დანიშნულების ადგილას, სადაც რამდენიმე ადგილობრივი თანამშრომელი დახვდათ, თათბირი ნახევარი საათი გაგრძელდა, მთელი შენობა დაათვალიერა მარიამმა, თითოეული დეტალი შეისწავლა, ახალი სავაჭრო ცენტრი ალექსანდრეს დაკვეთით შენდებოდა, მარიამის კომპანია კი აშენებდა.
როცა ყველაფერი დაასრულეს მარიამმა ალექსანდრეს ტელეფონი სთხოვა, დათას ხმა მთელი დღე არ გაეგო და სიგიჟემდე ენატრებოდა
-ესმა მარიამი ვარ, ტელეფონი გამიფუჭდა, ხომ ყველაფერი რიგზეა?
-დიახ ქალბატონო მარიამ, დათამ უკვე ორჯერ ჭამა, დავბანე, ახლა თამაშობს
-რიგზე რომ იქნებოდა ყველაფერი ეჭვიც არ მეპარებოდა, შეგიძლია ტელეფონი ახლოს მიუტანო? მარიამი გვერდით გავიდა და სანდროსგან მოშორებით ლაპარაკობდა
-დათა, ჩემო სიცოცხლე იცი როგორ მომენატრე, შენი სუნი ჩემო პატარა, ძალიან უყვარხარ დედიკოს. ყურმილიდან მხოლოდ ღუღუნის (რავიცი მე გამიგია ეგ სიტყვა) ხმა ისმოდა
-ესმა საღამოსთვის დავბრუნდები
-კარგი, დროებით.
-მადლობა. ერთი სიტყვა მიუგდო სანდროს და ისევ მანქანაში ჩაჯდა
-არ გშია? ჩაწეულ ფანჯარაში თავი შეყო ალექსანდრემ
-ერთადერთი ის მინდა რომ მალე მივიდე სახლში, ამიტომ იქნებ გზაში ჭამო რამე, მაქსიმალურად თავაზიანი იყო მარიამი
-და ვისთან გეჩქარება? ინტერესიით ჩააჩერდა თვალებში
-ზედმეტი კითხვებისგან თავი შეიკავე!
-ასეთი ტონით რატო მარიამ?
მარიამმა ყურადღება აღარ მიაქცია, უპასუხოდ დატოვა
-კარგი, მაშინ დამელოე, ვისადილებ და წავიდეთ. გაჯიუტდ ალექსანდრე
-ჯანდაბა (ჩაიბურტყუნა მარიამმა და მანქანიდან გადავიდა)
-ასე სჯობს, შენც წამოდი, გაეცინა სანდროს და ხელი გადაჰხვია მარიამს
-მომაშორე!
-იქვე სასადილოში შევიდნენ და ბართან დადგნენ შესაკვეთად
-გამარჯობა, რას შეუკვეთავთ, ბარმენის (ბიჭი) თვალების ჟუჟუნი არ გამოჰპარვია სანდროს
-შეგიძლიათ რომ ტაქსი გამომიძახოთ? ღიმილით სთხოვა ბარმენს, ალექსანდრე კი დატოვა გაოცებული
-მარიამ რას აკეთებ? გაბრაზებული სახით ჰკითხა
-სახლში მივდივარ!
-აქ ტაქსის გამოსაძახებლად შემომყევი?
-შენ არ შემოგყოლივარ, ჩემით მოვედი!
-ნუ ბავშვობ! მე წაგიყვან! გაუმკაცრდა ტონი
-თქვენი ტაქსი მოვიდა...
-კარგი, მადლობა, გაუღიმა ბარმენს
-მარიამ! მაჯაში სწვდა სანდრო
-ხელი გამიშვი! აუელვარდა თვალები მარიამს
-ჩემთან ერთად წამოხვალ!
-ალექსანდრე მეტრეველი ეხლავე ხელი გამიშვი!
-ბიჭი ტაქსი გააუქმეთ!
-არა არ გააუქმოთ!
-რასაც გეუბნები ის გააკეთე! შეუბღვირა მარიამს
-კარგი, გამიშვი!
-უკაცრავად ტაქსი გავუშვა? დაბნეული შესცქეროდა წყვილს ბარმენი
-დიახ!
-არა! ერთდროულად დაიძახა ორივემ
-არას გაჩვენებ მე შენ! სანდრომ მარიამს ხელი გაუშვა, დაიხარა და ზურგზე მოიგდო
-რას აკეთებ?! გაოცებისგან ოდნავ შეჰკივლა მარიამმა
ხალხში ჩოჩქოლი ატყდა
-არაფერია ხალხო, ჩემი ცოლია! დაამშვიდა ხალხი სანდრომ და გარეთ გავიდა მარიამ-აკიდებული
-არაფერი პირადული, უბრალოდ ვერ ვიტა ნროცა იმას არ აკეთებენ რასავ ვიძახი!
მანქანაში ჩატენა, ღვედი თავისი ხელით შეუკრა
-გამიშვი!
-ნუ ფართხალებ!
სწრაფად შემოუარა სანდრომ მანქანას და მძღოლის ადგილი დაიკავა
-ზედმეტი მოგდის! შეუღრინა მარიამმა და ანთებული თვალებით შეხედა
ალექსანდრემ რომ შეხედა გაცოფებულ გოგოს მზერა მის მკერდზე „შემთხვევით“ გააჩერა, რომელიც აღელვებისგან სწრაფად აუდიოდ-ჩაუდიოდა, უნებურად ქვედა ტუჩზე იკბინა და ის გააკეთა რაც იმ წამს ყველაზე მეტად უნდოდა, ორივე ხელით მარიამს სახეზე ჩააფრინდა თავისკენ მიიზიდა და ტუჩებზე ეძგერა, მოწყურებულივით ისრუტავდა მის ტუჩებს, ისე კოცნიდა თითქოს კვდებოდა და მისგან სასიცოცხლო ძალებს იღებდა, მარიამი კი გამწარებული ცდილობდა თავის დახსნას, უძალიანდებოდა სანდროს მაგრამ რას გახდებოდა, როცა მეტრეველმა კოცნით გული იჯერა ხელი გაუშვა, გოდერძიშვილმა როგორც კი გაითავისუფლა თავი მაშინვე სილა გააწნა
-ხო ამას ველოდი, ცინიკური ღიმილით უთხრა-უბრალოდ ისეთი მიმზიდველი ხარ გაბრაზებული რომ თავი ვერ შევიკავე
-თავხედო! აღშფოთებულმა მარიამმა აღარ იცოდა რა ექნა, მანქანის სახელურს დასწვდა მაგრამ კარი ვერ გააღო, მერე ღვედს დაეჯაჯგურა
-ჯანდაბა! გამიღე კარი
-არა! წინ დიდი გზა გვაქვს ამიტომ წყნარად იჯექი! მეტრეველმა ღვედი შეიკრა და მანქანა დაქოქა.
მარიამი ჭკუაზე აღარ იყო უკვე ისე ჰქონდა ნერვები, აწითლებული სახეზე, თვალებიდან ცეცხლს ყრიდა და ტუჩებიც ეწვოდა, ფანჯარა ჩასწია რომ განიავებულიყო
-რაიყო პირველად ხომ არ გაკოცა ვინმემ... დასცინა
-კი ველურმა პირველად მაკოცა
-და არა უკანასკნელად, ჩაიცინა სანდრომ
-იოცნებე!
-ვნახოთ!


***
მოკლედ ეს ისტორია დაახლოებით ორ თავში დასრულდება, რადგან გაწელვა და უაზრო თავების დადება არ მინდა, ყველას აზრი მაინტერსებს პერსონაჟებთნა დაკავშირებით-რომელი პერსონაჟის რა არ მოგწონთ და როგორ შეცვლიდით, ან როგორი დასასრული გინდათ, ვინც ჩემს ისტორიებს კითხულობს გეცოდინებათ ჰეფიენდით არ ვასრულებ ხოლმე, ამიტომ გთხოვთ დაწეროთ ყველამ საკუთარი აზრი <3



№1  offline წევრი sofo_sofia13

როგორ მომწონსსს რაა

 


№2 სტუმარი Nino

Imedia daasruleb

 


№3  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

სათაირს რომ შევხედე ვერ დავიკერე, ძალიან გამიხარდა რომ აგრძელებ, სანდროსი ვერაფერი გავიგე, ძალიან მაინტერესებს როგორ განვითარდება მივლენები, ძალიან მაინტერესებს სანდროს რეაქცია შვილზე

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

მალე დადეე რააა არაფერი შეცვალა მაგრამ ალქსანდრეს ხასიათ ცოტა თუ შეცვლი კარჰი იქნება დანარჩენი ყველაფერი კარგია

 


№5 სტუმარი Nino

Axla daamtavre hefiendit dazafrulia xalxi isedac

 


№6 სტუმარი Sopo

Imdenixani ar gedo es istoriaa sul ar maxsovda da exla gavixsene imedi mak danarchen tavebshi imedi maq aleksandres ananebinebt yvela im damcirebas rac mariams gauketaa da axvewninebs mariami rom tavidan misces shansi alexandrem an kide datovos gagimebuli bolomde :)))

 


№7 სტუმარი Lana

Rogro momwons male dade axali tavi ????????

 


№8  offline წევრი sofo_sofia13

როდის დადებ შემდეგსს

 


№9 სტუმარი სტუმარი სალი

ეს იმდენად კარგი ისტორიაა რომ კარგად უნდა დასრულდეს

ახლა აღარ გვინდა ცუდები რა კარგად და ლამაზად დაასრულე ყველას რომ გაგვიხარდეს

 


№10  offline წევრი Tskrialashvili Mariami

ალექსანდრეს თვალით დანახული მარიამი მინდა მე ^_^

ხო მარიამის სიძლიერეც მინდა რომ ძან მოაკეტინოს ერთცელ ალექსანდრეს, თან ისე რომ თავის არსებობამ მარიამის ცხოვრებაში ეჭვი შეუპაროს :დდ
ნუ დანარჩენი იცი შენ, სულ ველოდები შენს ისტორიას, მაგრამ ახალ მთვარეზე იშვიათად ჩნდები :/
და სულ ისტორიის მონატრებაში ვარ მე :( :(

 


№11 სტუმარი სტუმარი თიკო

ცუდად არ უნდა დასრულდეს, რადგან დიდი ხანია ველოდებით ამ ისტორიას და მგონი ჩვენც და პერსონაჟებიც იმსახურებს კარგ დასასრულს :))

 


№12 სტუმარი ტასიქ

კარგად დაასრულე რა, გაგვახარე ჩვენც და პერსონაჟებიც, ისედაც რამდენი ხანია ველოდებით ამ ისტორიას, როცა დაასრულებ დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ წავიკითხავ, რა თქმა უნდა, კარგი დასასრულის შემთხვევაში.
წარმატებები.

 


№13 სტუმარი იხა

როდის დადებ?

 


№14 სტუმარი სტუმარი იზა

როდის დადებ?

 


№15 სტუმარი თაკუსა

როდის დადებბბ?

 


№16 სტუმარი სტუმარი მაკო

აღარ აგრძელებ?

 


№17 სტუმარი მალე დადე ვეღარ ვითმენთ ხალხი

დაასრულე
ს ა ა ს რ უ ლ ე
და-ა-სრუ-ლე

 


№18 სტუმარი Ia satirishvili

რატომ არ აგრძელებ????????????????????????????????

 


№19 სტუმარი სტუმარი შორენა

სამწუხაროა რომ არ დასრულეთ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent