ფსიქოპათოლოგია (ნაწილი 3)
რეპეტიციიდან დაღლილი მილასლასდა სახლში. იმ წამს შხაპზე და ძილზე სასიამოვნო არაფერი ეგონა. თან უკვე ძალიან გვიანი იყო იმდენად გადაღლილი იყო წამით იმაზე ფიქრიც კი ან უკვე ძალიან გვიანი იყო იმდენად გადაღლილი იყო წამით იმაზე ფიქრიც კი დაიწყო მეზობლები რაას იფიქრებდნენ ახალგაზრდა სექსუალურო ქალი გვიან ღამით რატომ ბრუნდება სახლში? იქნებ მდიდარი და სიმპათიური საყვარელი ჰყავს? ამაზე ჩესი გაახსენდა და გაეცინა. ფიქრობდა რატომ არ უნდა ეცადა ჩესთან? მალევე უპასუხა საკუთარ თავს. ჩესისნაირი მამაკაცები აუცილებლად მოგიკლავენ გულს. ეველინი კი ყოველთვოს იმარჯვება და არც ახლა აპირებდა დანებებას. საქმე იმაში იყო, რომ დიდი ხნის დავიწებული ჰყავდა რახანია არ გახსენებია, მაგრამ როდესაც ახსენდებოდა შიგნით ის გაყინული გული თითქოს ირხეოდა და უფრო ჩქარდებოდა გულისცემაც. არასოდეს უმსჯელია მიტოვებული ქალის მხრიდან თუნდაც ასე ყოფილიყო. ჩესის ბოლომდე გაგიჟებას აპირებდა შემდეგ კი ეტყოდა მისი ფსიქიკური პრობლემების შესახებ და ჩესსაც შეეშინდებოდა. როგორია როდესაც შუაღამეს შენს გვერდით მწოლიარე ქალი უცბად წამოხტება და ყველა გასატეხ ნივთს თავზე დაგაფშვნის, შემდეგ მაგასაც არ იკმარებს და ხორცის საჭრელი დანით გამოგჭრის ყელს და ტანს დაგისერავს თუ ქალი ნეკროფილია კარგად გიხმარს და შემდეგ ხევში გადააგდებს შენს გვამს. იმ წამს დაასკვნა ეველინმა რომ მისი ფსიქიატრი არ ტყუოდა მართლა ჰქონდა პრობლემები. კაბინიდან გამოსული პირდაპირ შიშველი გაემართა საძინებლისკენ აბაზანის ხალათი შემოიცვა და თმა გაიშრო, შემდეგ კი სრულიად შიშველი შეწვა საწოლში. რაღაც ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს შეტევა უნდა დამართნოდა. ამ დროს რამდენიმე საათით ადრე სუნთქვა ოდნავ შესამჩნევად უმძიმდებოდა და ეკვროდა. არანაირი წამალი დამამშვიდებელი და ანტიდეპრესანტი არ შველოდა უბრალოდ დრო უნდა გასულიყო და თვითონვე გაუვლიდა. მაგრამ იმ წუთების გაძლება ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო მისთვის. თითქოს ძლიერი ჯაჭვებით იყო დაბმული და გულზე ეშმაკი ეჯდა ვერ ინძრეოდა და ისეთი სიმძიით აწვებოდა გულმკერდზე სადაც იყო ჯოჯოხეთში ჩაიტანდა. ეს ერთადერთი იყო რისი შეგრძნებაც აშინებდა პრინციპში ეს ერთადერთი იყო რისიც ეშინოდა ეველინს. საწოლის ნაპირზე მოიკნუტა და სანამ დრო ჰქონდა ვერც კი გაიაზრა ისე აკრიბა ჩესის ნომერი. რაღაცნაირად ისეთო შეგრძნება ჰქონდა გადამწყვეტ მომენტში რომ გახსენდება ვისი იმედიც ყველაზე მეტად გაქვს და ეს ადგილი ბატონ ჩესს შნაიდერს ეკავა. რამოდენიმე გაბმული ზარის შემდეგ უპასუხა ბედნიერი ხმით. პანიკაში მყოფი ეველინი კი ქვითინის გარდა ვერაფერს ახერხებდა. - ეველინ რა ჯანდაბა ხდება?- ნერვიული ტონით ჩასძახა შნაიდერმა- გინდა შენთან მოვიდე? - სწრაფად მოდი- ძლივს ამოიღო ხმა. ჩესსაც მეტი აღარ დაუყოვნებია მაქსიმალური სისწრაფით ჩაიცვა ის რაც ხელში მოხვდა და სახლიდან გავარდა. ათ წუთში უკვე ეველინის სახლში იყო. ჩესმა ვერაფერის თქმა ვერ მოახერხა ეველინი საწოლზე იწვა გაუნძრევლად და თვალები ჭერისთვის გაეშტერებინა. ცდილობდა ცრემლი არ გადმოვარდნოდა თვალებიდან, მაგრამ კანკალს ვერ წყვეტდა არ უნდოდა ჩესს ეს ენახა ჯერ ადრე იყო, მაგრამ როგორც ჩანს ყველაფრის გარკვევა ნაადრევად მოუწევდა. ნელა მიუახლოვდა ეველინს და ფრთხილად მიეფერა თმაზე თითქოს ეშინოდა რამე არ სტკენოდა. - როგორ დაგეხმარო?- გაშეშებულს შუბლი შუბლზე დაადო და ეველინს თითქოს დაჭიმული სხეული შედარებით მოუდუნდა უსასრულობაში გასული გულიც დაუმშვიდდა და გულმკერდზე მჯდომი ეშმაკიც შესუსტდა აღარ იყო იმდენად მძიმე. მაგრამ მაინც ვერ ინძრეოდა. ჩესი ჯერ შუბლზე ადებდა ტუჩებს, შემდეგ საფეთქელზე იცოდა ტუჩებთან რომ მისულიყო ეველინს ვერ გადაურჩებოდა მაგრამ ეხლა ეს იმდენად უნდოდა არც ეგ ადარდებდა. თან ხვდებოდა რომ ეველინს ასეთ მდგომარეობაში შველოდა და მინიმუმ მადლობას ელოდებოდა მისგან გული ეწურებოდა ესეთს რომ ხედავდა სწორედ ეს არ უნოდა ეველინს არ უნდოდა ჩესს ენახა მისი უმწეობის და სიგიჟის შესახებ. ტუჩებზე გადასულ ჩესს ლამის გულმა დაარტყა.იმ წამს მიხვდა როგორ უნდოდა უყვარდა და სჭირდებოდა ეს ქალი ნამდვილი ქალღმერთი იყო. მზე რომელსაც მხოლოდ მისთვის უნდა ებრწყინა მხოლოდ ის უნდა გაეთბო და მხოლოდ მისთვის უნდა გაენათებინა. მიხვდა რომ არავინ სჭირდებოდა მის გარდა, მაგრამ მალევე ეველინის ორიენტაციის შესახებაც გაახსენდა, იქნებ ატყუებდა? ამას დაემატა მისი ფსიქიური პრობლემები რომელსაც ეველინი მაქსიმლირად მალავდა. მაგრამ ეს სულაც არ აბრკოლებდა ჩესს. პირიქით მის დახმარებას მაქსიმალურად შეეცდებოდა. ეველინმა ჩესის იქ ყოფნით ისეთი შვება იგრძნო წამით გაიფიქრა ყველაფრის დაკიდება და ჩესის შემოთავაზებაზე დათანხმება, მაგრამ აზრი უცბად შეიცვალა ნელნელა დამშვიდდა მოდუნდა ჩესის კოცნამ ხო საერთოდ ჩამოადნო. იმ წამს მიხვდა რომ ის ის იყო რაც სჭირდებოდა, მაგრამ ეს აზრი მალევე უკუაგდო რადგან საქმე მექალთანე ნაბიჭვარს ეხებოდა. რომელიც არ იყო ისეთი ცუდი როგორიც აქამდე ეგონა ნელნელა მიხვდა რომ კიდურეების ამოძრავება შეეძლო. მალევე წამოჯდა საწოლზე და ჩესს მადლიერებით სავსე მზერა მიაბყრო. - ეველინ. - ჩეს წადი. - კიმაგრამ ეველინ ეს რა იყო. - ჩეს ამ შეტევების შემდეგ კიდევ უფრო აგრესიული ვარ ვიდრე ჩვეულებრივ. - თუნდაც მეჩხუბო, დამარტყა. - ესეიგი მზად ხარ?- ალმაცერად გახედა- მე გიჟი ვარ ჩეს. - ეგ ისედაც ვიცოდი.- უფრო საკუთარ თავს უთხრა - მართლა ვარ- მხრები აიჩეჩა ეველინმა- ზოგჯერ ადამიანის მოკვლა მინდება სრულიად უმიზეზოდ, მაგრამ დილაობით დალეული დამამშვიდებლელბის მთელი რიგი მაიძულებს ხელი ავიღო განზრახვაზე. - ვისი მოკვლა გინდება ხოლმე? - კაცების- გაეცინა- ცუდი კაცების, შენი მოკვლაც მინდოდა. - ჯანდაბა- გაიოცა ჩესმა- ანუ მე ცუდი ვარ? - არა არ ხარ- გაახსენდა რომ ჩესის წყალობით არ იყო ეხლა პანიკაში და ის მართლაც კარგია. - ეველინ მე მივხვდი... - მეც მივხვდი, რომ შენი წასვლის დროა - საუბარი შეაწყვეტინა ჩესს და კარი გაუღო. - კიმაგრამ არაფერზე დამპატიჟებ? - ეშმაკურად აუთამაშა წარბები ისე რომ ეველინსაც გაეცინა - სექსს შემოგთავაზებდი ციკლი რომ არ მქონდეს. - აბა ლესბოსელი ვარო? - შენ გგონია ლესბოსელები კაცებთან არ წვანან? - ანუ წვანან? - თუ ის ვიღაც შენნაირია, კი წვანან. - ეს კომპლიმენტი იყო?- - ეხლა თავში ნუ აგივარდება. - უკვე ამივარდა- კოცნის იმიტაცია გააკეთა ჩესმა და ეველინმაც გაუძახა გარეთ სიცილით. ეველინი: "პირველად რომ ვნახე ვინც თურმე შემიყვარდა თხელი ატლასის კაბა მეცვა, მაკიაჟი ბევრი არაფერი. არასდროს ვთვლიდი რომ ჩემს ბუნებრივ სილამაზეს რაიმე ზედმეტი სჭირდებოდა. პირველივე მზერაში დავიჭირე რომ ჩემზე გაგიჟდა. მეკი მის ასე დატოვებას ვაპირებდი. მეორედ რომ ვნახე ვისაც ვუყვარდი ის მეცვა რაც იმ წამს ხელში მომხვდა თმა დაუდევრად მქონდა აწეული და ზუსტად ვიცოდი თავზე ყვავის ბუდე რომ მედო. ბოლოს კი როდესაც ის ვნახე ჩემზე ყველაფერი შეიტყო ჩემი სახლიდან გასული კი სარკეში რომ ჩავიხედე უძილობისგან დასიები ფერმკრთალი სახე მქონდა ორი დღის დასავარცხნი თმით მეგონა მოვიშორე მეთქი, მაგამ ის ისეთივე იყი ჩემს მიმართ როგორც პიველი მეორე მესამე და მეათე შეხვედირისას. ზუსტად ისეთი... უფრო უკეთესიც." * * * იმავე ბარში იყვნენ სადაც პირველად გაიცნო ქალი, რომელმაც გააგიჟა და სხვა გზა არ დაუტოვა. უამრავი ლამაზმანი ირეოდა მათ გარშემო. ტიმოთის ერთ ერთი კალთაში ეჯდა და მეგობრებს არც იმჩნევდა ისე ეფერებოდა. არც ქერათმიანმს ეტყობოდა რომ ყველას თვალწინ ამის კეთება ერიდებოდა განცხრომაში იყვნენ. ჩესი უყურებდა მეგობარს და ეცინებოდა. როგორ უნდოდა ისიც მასსავით თავისუფალი ყოფილიყო. თვალებს აქეთ იქით აცეცებდა და ეველინის მსგავსის გამოჭერას ცდილობდა რომელიც ოდნავ მაინც ემსგავსებოდა ქალს რომელიც ასე უნდოდა. მაგრამ მგონი ხახამშრალს მოუწევდა ბარის დატოვება. ტიმოთი კი პირიქით სხვა ქალთან სექსით ცდილობდა დაევიწყებინა ის ვინც გზაკვალი აურია და საერთოდ გამოიყვანა წყობიდან. ჩესი: "ისე მარტოსულად ვგრძნობდი თავს. წესით ეხლა რომელიმე ქერათმიანი გრძელფრხება სახლში უნდა მიმყავდეს ჩემი ცხოველური ჟინის დასაკმაყოფილებლად, მაგრამ მე არაფერს არ ვაკეთებდი. ვფიქრობდი ქალზე რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში მეყვარებოდა და მივხვდი რომ დამენ*რა. ტიმოთის გავხედე და მშვენივრად ერთობოდა. ვფიქრობ არ ეწყინება თუ დავტოვებ, ისედაც უკვე აღარ შემეძლო აქ გაჩერება. მანქანის გასაღებს ხელი წამოვავლე და უკვე გასვლას ვაპირებდი ვიღაც ჟღალთმიანი რომ დამიდგა წინ და შემაჩერა. უსიტყვოდ შევათვალიერე თავიდან ფეხებამდე. სექსუალური იყო არაფერი დაეწუნებოდა. მაღალი გრძელი ქათქათა ფეხებით, ისეთი თეთრი იყო ჩაბნელებულ ბარში თეთრად ანათებდა. მისი ლურჯი წყლიანი თვალები და მარწყვივით წითელი და სქელი ტუჩები პირდაპირ გართობისკენ გიზიდავდა. ლამაზი არამეტიც ულამაზესი იყო და გამომწვევად მიღიმოდა, მაგრამ ეველინზე ლამაზი არა. მეტი შანსია შორიდან ტრაკსაც გამომწვევად მიქნევდა მაგრამ რადგან ეს მევერ შევამჩნიე უკვე ახლოდან გადმოვიდა იერიშზე. ღრმა დეკოლტე ეცვა და მისი მკერდი ისე მიმზერდა ვგონებ ამ საღამოს აუცილებლად დავაგემოვნებდი. უკვე წელზე მოვხვიე ხელი უსიტყვოდ და გასასვლელისკენ დავიძარით რომ შემოსასვლელისკენ გამექცა მზერა და მუხლებიც მომეკვეთა. საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი განა რას მიკეთებდა ეს ქალი ასეთს რომ მის გარდა ვეღარავის ვამჩნევდი. რა ჯანდაბა უნდოდა ჩემგან? ხანდახან იმასაც ვფიქრობდი წინა საუკუნეებიდან გადმომხტარი ჯადოქარი ალქაჯი ხო არ არის და ჯადო ხომ არ გამიკეთათქო, მაგრამ როგორ შეიძლება ესეთი სილამაზე ალქაჯი ყოფილიყო. ისეთი ლამაზი იყო ჩემს გვერდში მდგარი ჟღალი ვიღას ახსოვდა. ეს ჟღალი უფრო ხორციანი იყო ეველინთან შედარებით. ეველინი ისეთი გამხდარი იყო თითოეული ძვალი ეტყობოდა, ხანდახან მეშინოდა შეხება ხელში არ შემომატყდესთქო ვფიქრობდი. მაგრამ მაინც საშინლად აღმაგზნებდა და მიზიდავდა. როგორც კი დამინახა გამიღიმა და მისი თაფლისფერი თვალების სიმხურვალე შორიდანაც ვიგრძენი. ჩემკენ ნელი ნაბიჯით დაიძრა და წინ დამიდგა მისი სურნელი პირდაპირ ყნოსვის რეცეპტორებისკენ გაიქცა და თავბრუ დამახვია. - მაგარი ქალია- ჩემკენ გადმოიხარა და ყურთან მითხრა- იმედია ჩემს გამო მის გაჟიმვას არ გადაიფიქრებ. - ვიცი შენი გაჟიმვა კარგა ხანს არ მეღირსება- წყენით ამოვილაპარაკე, არადა მართლაც მწყინდა, მისი გადამკიდე მგონი მალე სხვა ქალზე აღარც ადმიდგებოდა. ჩემს გვერდით მდგარ ჟღალს გადავხედე არ იმჩნევდა მაგრამ ბრაზობდა - წაიყვანე ეხლა- უკვე გაღიზიანებულმა ეველინმაც მომაძახა და ბარის ცენტრისკენ დაიძრა. იმ საღამოს მხოლოდ ორგაზმი ვიგრძენი და სადაც იყო გული ამერეოდა, საერთოდ სხვაგან ვიყავი რასაც ახსნას ჯერ კიდევ ვერ ვუძებნიდი..." * * * - კასი- სადარბაზოდან გამოსულ შავ გრძელ კაბაში გამოწყობილ ქალს უკნიდან დაეწია, კასიმ სათვალე შეისწორა და თითქოს არც არაფერი მომხდარაო მანქანისაკენ გზა განაგრძო.- კასი იქნებ შემომხედო- გვერდით მიყვებოდა ტიმოთი და გაჩერებას არ აპირებდა. - მეჩქარება- თავი მოისაწყლა და გზა განაგრძო - ხუთი წუთი მხოლოდ. - ტიმოთი- წამით შედგა ტიმოთოს ცხვირწინ- გუშინ კარგად ერთობოდი? და კასი ვის ახსოვდა?- ირონიულად დააწვრილა თვალები სინამდვილეში ეჭვიანობისგან ცეცხლი ეკიდა- ესეიგი მატყუებ და უჩემოდ ცხოვრება შეგიძლია. იცი რაა? მეზიზღები- ხელი უხეშად აუქნია და ზურგი აქცია - რატო მსაყვედურობ? ის ქალი საშინლად გგავდა, ქერა იყო.-გულუბრყვილოდ ამოილაპარაკა ტიმოთიმ და საკუთარ თავს სცემდა კიდეც რომ შესძლებოდა ამ ქალის წინაშე ასე უსუსური რომ ხდებოდა ეს ფაქტი აღიზიანებდა. რასაც კასი ატყობდა და ქცევაზე ეტყობოდა სიამოვნებდა ამხელა კაცი მის წინაშე უსუსური რომ იყო.- კასი არ უნდა გეზიზღებოდე, შენს გამო ნებისმიერს მოვკლავ- მკლავში ეცა ქალს და შემოატრიალა კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა კასის მზერა, რომ გაუშეშდა და ტიმოთის ზურგსუკან ნაცნობი სილუეტი დალანდა - ისეთი სახე გაქვს ვითომ მოჩვენება დაინახე- წარბები შეკრა ტიმოთიმ და კასის მზერას თვალი გააყოლა, ვიღაც შუა ხნის მაღალ მამაკაცს უყურებდა და ვერ ხვდებოდა რატომ ვარდებოდა კასი ამის გამო პანიკაში. ყოველშემხვევაში სახეზე ეს ეწერა... * * * სპეციალურად ჩესის ბარში შევიდა დაახლოებით დღის 11 საათი იქნებოდა გარეთ სასიამოვნოდ უბერავდა სიო და ასფალტი წინა დღის წვიმის გამო ნამიანი იყო, თითქოს ჰაერიც განსაკუთრებით სუფთა იყო იმ დღეს. ისე იღრუბლებოდა შესაძლოა ეწვიმა კიდეც. დილით დაურეკა კასიმ და სასწრაფო შეხვედრა სთხოვა რადგან გარეთ იყო სახლში აღარ დაელოდა ისრდაც გასასვლელი იყო რეპეტიციაზე და რადგან ჩესის ბარიც იქვე ახლოს იყო მშვიდას დაჯდა და კასის მოსვლას დაელოდა. თავისთვის ლიმნიანი წყალი და შოკოლადიანი კრუასანი შეუკვეთა კასი აშკარგად იგვიანებდა და შეტყობინებასაც არ პასუხობდა. რატომღაც ტელეფონი ამოიღო და ჩესის ნომერს ტელეფონშიც და სოციალურ ქსელშიც ბლოკი მოხსნა. როდესაც ერთი კრუასანი დაასრულა და ლიმნიანი წყალიც მიაყოლა კიდევ შეუკვეთა და აი კასიც გამოჩნდა. - უკვე მეგონა რომ დაგავიწყდა ჩვენი შეხვედრის შესახებ.- მის მოპირდაპირედ დაიკავა ადგილი კასიმ და ღრმად ჩაისუნთქა ეველინის ლიმნიანი წყალი აიღო და სულმოუთქმელად გამოცალა და ეველინს დააკვირდა. - რა მოხდა აღარ იტყვი?- ეველინს შეშფოთება არ დაუმალავს როგორც ჩანს კასის რაღაცის თქმა უჭირდა - თუ შეიძლება- ხელი აუწია მიმტანს და წამებში მასთან გაჩნდა- წყალი მომიტანეთ ცივი და დიდი გრაფინით. - კასიი დაიწყე თორემ მგონია რომ ვინმე მოკლეს. - ლეო გამოვიდა ციხიდან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.