შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უცხო ქალი (თავი 6) 18+ სრულად!


1-04-2020, 00:06
ავტორი Mary Drey
ნანახია 10 512

„მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი.“- ი. ჩარკვიანი

დილას ჩიტების საამურმა ჭიკჭიკმა გაგაღვიძა, რომლებიც მაცდურად დახტოდნენ ერთი ტოტიდან მეორეზე და ცხოვრების ხალის გმატებდნენ.
დიდი ხანია მზესაც ამოეყო თავი, შენს წინ მყოფი გორიდან. ახლა კი, თითქოს დამშეული დაეხეტება სასურველი მიზნების მისაღწევად და მზის სხივებს ხარბად უგზავნის ღამის სიცივისგან აკანკალებულ დედამიწას, რომ უდნავ მაინც უწილადოს აწმყოს მწველი სითბო.
საწოლი ადგომის საშუალებას არ გაძლევს. რაც უფრო იწევი წინ, მით უფრო გითრევს თავის შეუცნობელ სამყაროში. რაზეც ფარულად გეღიმება.
ბოლოს, როცა საწოლში ნებივრობით გული იჯერე, სანამ ძვლებმა წოლისგან ტკაცა-ტკუცი არ დაგიწყო მანამდე არ გაგახსენდა ერთი გულითადი გაზმორვა და საჯდომის რბილი ლეიბიდან აწევა.
სწრაფადვე ხალათი შემოიცვი. ძველი ხის კარები ფრთხილად გამოაღე. გეშინოდა, რომ ეს ძირძველი სახლი თავზე არ ჩამონგგრეოდა.
სახლს გაფაციცებით ათვარიელებდი. იმ იმედით, რომ ბაგრატი ჯერ წასული არ იქნებოდა, თუმცა შეცდი. შენს ყოველგვარ იმედებს სამზარეულოში დატოვებული წერილი აუფასურებდა.

„ჩემო შვილო, კეკე. არ მინდოდა შენი გაღვიძება და შეწუხება. ისედაც ძალიან შეწუხდი ჩემთვის. ბედნიერი ვარ, რომ შენნაირი ადამიანი გავიცანი. გახსოვდეს, ჩემო ანგელოზო, სამყარო მუდამ სიურპრიზებს გვიმზადებს და ამისთვის ყოველთვის მზად იყავი. თუ ჩვენი შეხვედრა მართლაც რაღაცის მომასწავებელია, ერთმანეთს უმისამართოთაც შევხვდებით. ეცადე დაისვენო. ყველაფერს ცივი, ფხიზელი გონებით მიუდგე. მე შენი მწამს და მესმის. ისიც ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება... ესეც გაივლის.“




სახლში როგორც კი მარტო დარჩი, შენში კვლავ გრძნობები ამოტივტივდა. თავს დაგესხა, გაგაბრუა და გულს ტყვიები დაუშინა....
თვალებაცრემლებულიანმა აღარ იცი, რომელ გზას დაადგე. რომელ სირთულეს შეეჭიდო... მხოლოდ იმას გრძნობ, თუ როგორი ელვის სისწრაფის მსგავსად ვრცელდება შენს სხეულში დაუოკებელი შიშის გრძობა... სულისჩამფრენი საშინელი გრძნობა...
ცდილობ, შენს გამოსახულებას თვალებში ჩახედო ამაყად, თუმცა არ გამოგდის... მზერას არიდებ... გსურს ერთი ხელის მოსმით გაანადგურო ყველაფერი, თუმცა თითქოს შენს ჯინაზე ოთახში მყოფი ყველა საგანი, ნივთი ქრება... უყურებ, შენს ამღვრეულ თვალებს და ისტერიკულად გეცინება, შენ ხომ არარაობა გიმზერს.. როგორი უმწეო. არაფრის მომცემი... გაუბედავი...
შენი გამოსახულება, საშინლად გაშინებს... გაშინებს ეს შავი თვალებიც, რომელიც არაფრის მთქმელი გამხდარა... გაშინებს ათრთოლებული ფერდაკარგული ბაგეებიც... უემოციო მიხვრა-მოხვრა... თითოეული შინაგანი ოხვრა, ტკივილი, წამება...
შენ თვალებს ხუჭავ. გსურს წამით მაინც შეწყვიტო ფიქრი და მოწყდე რეალობას. დიდი წვალების შემდგომ, ძვლების ძლიერი ტკივილის ფონზე ერთი სამყაროს ნაწილი გახდი.
ტბის პირას დგახარ...უყურებ წყალში გამოსახულ, შენს გამოფიტულ, უსიცოცხლო გამომეტყველებას. შენი თითოეული დეტალი, საშინლად გიშლიდა ნერვებს...ზოგჯერ როგორ გსურდა, ტბისთვის შემემატა მარგალიტივით თეთრი, წმინდა ცრემლები... შეამატებდი და მასაც აგრძნობინებდი, იმ ტკივილს, რომელიც ასე მჭიდროდაა შენში დაბატონებული.
ნელ-ნელა შიშვლდები და ცდილობ მოურიდებლად შეუერთდეს , შენი სხეული ტბის წყალს... გრძნობ, როგორ ნაზად გედება მოელვარე ოქროს თევზი... გრძნობ, როგორ უყვება ჩემს თეძოებს და მოურიდებლად აკვირდება შენს თითოეულ ნაკვთს...
წყალს უერთდები... ნელა... მოურიდებლად... პირველად მოგინდა სრულიად შიშველი მასში შესვლა და ემოციების გაზიარება... დღემდე ფიქრობ, რომ ჩასაცმელი ყოველთვის ბოჭავდა, ჩვენს ტკივილს და გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა...
ტალღა მოულოდნელად ეფინებოდა გამომწვევ მკერდსაც... გულის არედან იღვენთებოდა შავი სითხეც... სითხე, რომელიც შენი სხეულის ტვირთი, ვარამი და მოუშორებელი ფიქრები გახლდათ...
შენ არავისი გერიდებოდა... სრულიად არავისი... ცდილობდი, წყალი მთლიანად დაპატრონებოდა შენს მეობას...
შენ წყალს მიენდე... წყალს, რომელიც ერთადერთი იარაღი გამოდგა გრძნობებისგან დაცლისა. ერთადერთი, რომელიც დაუღალავად იღებდა შენს ვარამს...ტვირთს...
თვალები გაახილე... ტბა სრულიად შავ უფსკრულში აღმოჩნდა ჩაფლული. ტბა, რომელმაც შენი ტკივილი საკუთრად ჩათვალა...
ნელ-ნელა წყლიდან ამოდიოდი და თან გრძნობდი, როგორ ეცლებოდა, შენს დაღლილ სხეულს ის ყოველივე ტვირთი რაც საშინლად გაწუხებდა...
ხმა მოგესმა... ხმა, რომელიც ყველაზე თბილი იყო, რაც ოდესმე გამეგონა...
,,გახსოვდეს, მარტო არ ხარ. შენი ტკივილი ყოველთვის ჩემი ტკივილი გახდება. მთავარია საშუალება მომცე შენს სხეულში ჩავძვრე.... ტბა, შენს სხეულშია... სისხლის ნაცვლად, შენში წყალი მოძრაობს... გამოფიტულ ძარღვებში კი, ოქროსფერი თევზები დაცურავენ, რომლებიც სიცოცლით გაგავსებენ. ისინი შენთან არიან...ისევე როგორც მე.“
გითხრა ხმამ, რომელიც შენში ბუდობდა.


როდესაც თვალები გაახილე, შვება იგრძენი...
შენს თეთრ ოთახში შეხვედი, რომელიც ბაბუამ ერთ დროს თავისი ხელით შეგიღება.
ჩანთიდან მობილური ტელეფონი ამოიღე და გათიშე.
შენ არავინ გჭირდებოდა... და სიმართლე, რომ ითქვას რეალურად არც არავის სჭირდებოდი შენ. ამას კი დიდი ხანია შეგუებული იყავი, ამიტომაც დიდად არც ბრაზობდი.


***

საღამოს სახლიდან გასვლა გადაწყვიტე. როგორც ყოველთვის მოკლე შორტი და მაისურზე შეაჩერე არჩევანი, იმის მიუხედავად რომ იცი ღამე რაჭაში ძალიან ცივა. თუმცა როგორც კი შენი სხეული კანკალს დაიწყებ, იცი რომ შენს მეგობრებს ტანსაცმელს წაართმევ და შენ ჩაიცვამ.
როგორც იქნა აიარე ის აღმართი, რომელიც ყველაზე დიდ დაბრკოლებას წარმოადგენდა შენთვის. ვითომ დიდი არაფერიო, თუმცა მასზე ასვლისას ადამიანი ისე იღლება, რომ რამდენიმე წუთი სურს აჩქარებული გული დაიმორჩილოს.
შემდგომ იმ ცაცხვის ხეს მიუახლოვდი, სადაც მეგობრებს არნახული, დაუვიწყარი წუთები გაგიტარებიათ. სიბნელის მიუხედავად მაინც გადაიხედე გადასახედიდან, საიდანაც ჩანდა ალაგ-ალაგ ყვითელი ციმციმა ნათურები. ვინ იცის რამდენი საათი გაგიტარებიათ, აქ... ასე დაუსრულებლად საუბარში და სიცილში. ისიც გახსენდება, პირველად როგორი მორიდბით გაიცანი ისინი... რამდენიმე დღე, სირცხვილისგან ხმასაც, რომ ვერ იღებდი. (თუმცა ძალიან გასაკვირია. შენდა სირცხვილი?!..)
მოგონებები ძალიან ტკბილი იყო. ყველაზე ტკბილი. არაფერი შეედრება ბავშვობის მეგობრებს... რომლებთანაც მთელი ზაფხულის, ცხოვრების წლები გაკავშირებს. თითქოს და ისინი, შენი ოჯახის ნაწილადაც იქცნენ.
პირველად ვისი ნახვაც გინდოდა, გიორგი იყო. რადგან იგი ყველაზე მეტად გიყვარდა, თავისი სათნო ბუნებით. თუმცა არ იცოდი სად იქნებოდა... ვისთან, რომელ მეგობართან გაატარებდნენ მეგობრები იმ ღამეს, ამიტომ თითოეული ადამიანის სახლს რიგრიგობით ჩამოუარე.
ჟრიამული შორიდანვე მოგესმა... შენს სხეულში კვლავ ჩასახლდა, აქამდე შენიღბული პატარა ბავშვი, რომელსაც ერთი სული ჰქოდა, თავის მეგობრებს როდის ჩახედავდა თვალებში.
ყველანი ნიკას სახლში შეკრებილიყვნენ. ჭიქას ჭიქაზე ცლიდნენ და სასიამოვნოდ ჭიკჭიკებდნენ. შენს დანახვისას ყველას თვალები კაკლისოდენა გაუხდა. თავიდან გაკვირვება ვერ დამალეს, თუმცა რამდენიმე წამში, როდესაც რეალობა გააცნობიერეს ძლიერად ჩაგეხუტნენ.
შენს თვალებს არც უცნობი ბიჭი გამოჰპარვია, რომელიც სუფრის კიდესთან იჯდა და გიღიმოდა.
- აქ, როგორ მოხვდი, კეკე!- გაოცებას ვერ მალავდა, ციცი.
- განმარტოვება მინდოდა. ძალიან მიხარია თქვენი ნახვა, ბავშვებო!
- აბა ჩვენ გვკითხე!
შენ გიორგის გვერდით დაჯექი, რომელთანაც რამდენიმე წუთი საუბრობდი, სანამ ანანომ არ შეგაწყვეტინათ ბაასი.
- კეკე, გაიცანი ჩემი შეყვარებულის ძმაკაცი, ტატო.- რაზეც ტატომ ისევ გაგიღიმა.
- სასიამოვნოა.- თქვა მან.
სიმართლე, რომ ითქვას ტატოს ზედაც არ უყურებდი. შენთვის შეუძლებელი ხდებოდა ვინმე სხვა მამაკაცისთვის შეგეხედა იგივე მზერით. თუმცა ტატო თვალს ვერ გაშორებდა... მაგრამ არ იმჩნევდი.

- გადასახედავზე არ წავიდეთ? კოცონი ხომ უნდა დაგვენთო!- დაიწუწუნა ანანომ, რომელიც ადგილზე ცქმუტავდა.
ყველანი ცაცხვისკენ დავიძარით. მე და გიორგი მათ ჩამოვრჩით. ერთმანეთს ვუყვებოდით ყველაფერს, რაც არ გვითქვამს.
- ანუ, გინდა რომ ყველაფერი დაასრულო კონსტანტინესთან?- გკითხა მან.
- რაც დაწყებული არ არის, დასასრულიც ვერ ექნება...- ამოიხვნეშე შენ და მას უფრო ძლიერ მიეხუტე.
- რატომ არ მომიყევი აქამდე? დაგერეკა მაინც, კეკე.
- ხომ, იცი არ მიყვარს მსგავს თემებზე მობილურით საუბარი...
- საერთოდ არაფერი გითხრა, რომ წავიდა?
- თითქოს წინა ღამეს ერთად არც ვყოფილვართ, ისე გაუჩინარდა.






ანანო, როგორც ყოველთვის კოცონის პირას მღეროდა.... შენ გიორგის მუცელზე გქონდა თავი დადებული, ხოლო შენს მუცელზე ლაშას. სამივე ვარსკვლავებს უყურებდით, რომელიც ისე ახლოს იყო, რომ ასე გეგონათ, რომ ხელს როგორც კი აწევდით, რომელიმეს მოწვეტავდით.
- გახსოვს, კეკე? რამდენი ბიჭი გვიცემია შენ გამო... რამდენი იმედიანად ამოსულა აქ, შენთვის, თუმცა უკან როგორი ნაბეგვი და უიმედო ბრუნდებოდა.
- ძალიან სასაცილოა, ლაშა. კინაღამ ერთ-ერთი შემოგაკვდათ...
- ნახე, ნახე ვარსკვლავი ვარდება!- დაიყვირა ბავშვური ტონით გიორგიმ, თვალები დახუჭა და ალბათ სურვილიც ჩაიფიქრა.
- რა ჩაიფიქრე?- ჰკითხე მას.
- იმას, რომ ჭკუა მოგეცეს.- გაიცინა და თავზე გაკოცა, რაზეც ყველა ახითხითდა.



შენ მუხლები აგიკანკალდა და ხმაურობდა. ისე გციოდა, რომ წინ მყოფი კოცონით ვერ ალღობდა შენში დაბატონებულ ყინულის ლოდს.
- გცივა? - გკითხა გიორგიმ და თავისი მოსაცმელი შენ მოგახურა.
- მადლობა...
- საერთოდ არ შეცვლილხარ, კეკე.
- რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო, თქვენს გვერდით მაინც პატარა ბავშვი ვხდები.

გიორგის მკლავებში, ძალიან დიდი ხანი იყავი მოქცეული... შენთვის ეს პიროვნება ყველაფერს წარმოადგენდა. შეგეძლო, ყველაზე მეტად მას დაყრდნობოდი, გაგეზიარა თითოეული დარდი მისთვის, იმ იმედით რომ გაგიგებდა და სხვებივით არ დაგიწყებდა გაკრიტიკებას.
ტატო, კოცონის წინ გიტარაზე რაღაც მელოდიას უკრავდა, რომელიც შენთვის ნაცნობი ყოფილიყო და მასთან ერთად სიმღერა დაიწყე... თითოეულ ამღერებულ, გაცოცხლებულ ნოტში საკუთარ სულს აქსოვებდი... ეს გამები ერთმანეთს ერწყმოდა და სასიამოვნო ჟღერადობასაც გამოსცემდა. როდესაც „კონცერტი“ დასრულდა, ტატო მოგიტიალდა და საუბარი გაგიბა.
- აქ გაქვს სოფელი, არა?
- კი, ასეა.
- ბედნიერი ყოფილხარ...
- რაჭა, საქართველოს გულია!- ისე ამბიციურად მიუგე, რომ შენს ნათქვამში, ერთი ციცქნა ტყუილიც კი არ ერია.
- შეყვარებული გყავს?- ისე უეცრად შეგეკითხა, რომ გააზრებაც ვერ მოასწარი ამის.
- მაგას რა მნიშვნელობა აქვს?
- რომ გეკითხები ესეიგი აქვს!- და თავისი ქათქათა, თეთრი კბილები გამოაჩინა, რომელიც სიბნელეშიც კი ანათებდა.

ტატოსთან ლაპარაკი არ გინდოდა, რადგან იცოდი მას შენთან არაფერი გამოუვიდოდა და იმედს არც აძლევდი.

- სჯობს წავიდე... - უთხარი მათ და იმ ადგილისკენ აიღე გეზი, სადაც მაშინ მიდიოდი, როცა სამყაროში ადგილს ვერ პოულობდი.



№1 სტუმარი დათა

იცი, მარიამ? ვერ ვხვდები შენს ნაწერს საზოგადოება რატომ არ აფასებს ისე, როგორისაც ღირსია თუმცა მე ვიცი და ალბათ კიდევ ბევრმა, რომ ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ. უმაგრესი მომავალით!
რაც შეეხება უშუალოდ ამ თავს. მომეწონა. კეკე განსხვავებული ქალია სხვებს არ ჰგავს და კონტსანტინე? ჯერაც ვერ ვხვდები რა განზრახვები უტრიალებს მას გონებაში.
ასე გააგრძელე, მარიამ. მე შენი წიგნის ერთგული მკითხველი ვარ, ხომ იცი! innocent

 


№2  offline მოდერი Mary Drey

დათა
იცი, მარიამ? ვერ ვხვდები შენს ნაწერს საზოგადოება რატომ არ აფასებს ისე, როგორისაც ღირსია თუმცა მე ვიცი და ალბათ კიდევ ბევრმა, რომ ძალიან ნიჭიერი გოგო ხარ. უმაგრესი მომავალით!
რაც შეეხება უშუალოდ ამ თავს. მომეწონა. კეკე განსხვავებული ქალია სხვებს არ ჰგავს და კონტსანტინე? ჯერაც ვერ ვხვდები რა განზრახვები უტრიალებს მას გონებაში.
ასე გააგრძელე, მარიამ. მე შენი წიგნის ერთგული მკითხველი ვარ, ხომ იცი! innocent



მადლობა, დათა ასეთი თბილი სიტყვებისათვის! heart_eyes

 


№3 სტუმარი kh.

ერთი თხოვნა მექნება, თუ თავებად დებ, სრულად წარწერა აღარაა საჭირო. ჯერ რომ თავებად არ ვკითხულობ, მხოლოდ დასრულების შემდეგ, ამიტომ შეცდომაში შევდივარ, მერე კიდევ ძებნაში სრულად - ო რომ ვწერ მიგდებს ამას. მადლობა.

 


№4  offline მოდერი Mary Drey

kh.
ერთი თხოვნა მექნება, თუ თავებად დებ, სრულად წარწერა აღარაა საჭირო. ჯერ რომ თავებად არ ვკითხულობ, მხოლოდ დასრულების შემდეგ, ამიტომ შეცდომაში შევდივარ, მერე კიდევ ძებნაში სრულად - ო რომ ვწერ მიგდებს ამას. მადლობა.



მაშ, მოხარული ვიქნები თუ ბოლოს წაიკითხავ

 


№5 სტუმარი kh.

Natsrisferi_grdznobebi
kh.
ერთი თხოვნა მექნება, თუ თავებად დებ, სრულად წარწერა აღარაა საჭირო. ჯერ რომ თავებად არ ვკითხულობ, მხოლოდ დასრულების შემდეგ, ამიტომ შეცდომაში შევდივარ, მერე კიდევ ძებნაში სრულად - ო რომ ვწერ მიგდებს ამას. მადლობა.



მაშ, მოხარული ვიქნები თუ ბოლოს წაიკითხავ

აუცილებლად, როცა დასრულდება.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent