შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ... ანუ წარსულის მოგონებანი


10-03-2020, 20:38
ავტორი Mary Drey
ნანახია 889

ჩვენ თუ ერთმანეთს კვლავ შევხვდით, ალბათ გეტყვი იმას რისი თქმაც აქამდე ვერ შევძელი... გეტყვი იმას, რომ ძველებურად უკიდეგანოა ეს ჩემი გრძნობები შენ მიმართ... რომ წლებმა ვერ გააქრო შენი სპეციფიკური სურნელიც...

მე რომ ისევ შენთან ვიყო, ალბათ კვლავ ვისაუბრებდით იმ მომავალზე, რომელიც წესით ახლა რეალური უნდა ყოფილიყო... კვლავ ჩაგხედავდი იმ თვალებში, რომელიც უთქმელად მეტყოდა თავის სათქმელს...

მოგონებები მაგიჟებს... და როგორ მინდა კვლავ შენთან ვიყო და ვიგრძნო შენი სავსე მკლავები, რომელიც მეტყოდა, რომ მარტო არ ვარ ამ წყეულ სამყაროში...

ღამე საკმაოდ ცივია უშენოდ და იცი რატომ?! სწორედ მაშინ აღმოცენდება შენში მომაკვდინებელი ფიქრები... თავს დაგატყდება... გულს გრძელი კლანჭებით ნაკუწებად გიქცევს და საბოლოოდ გამომშრალი რჩები... გამომშრალი და ცივი...

აკანკალებულ სხეულს ვერავინ გითბობს, იმის მიუხედავად რომ უკვე ბევრი გაცვია, თუმცა შეუძლებელია შინაგანი აიზბერგის დადნობა, როცა შენს სხეულს არ წვდება მზის სხივი, რომ ოდნავ მაინც გიწილადოს აწმყოს მწველი სითბო...

წლებმა შენი თავიც ფერფლად აქცია... მხოლოდ მოგონებები სახლობს ჩემში და ის სიმღერები, რომლებიც ერთ დროს მხოლოდ ჩვენი იყო...
დღესაც აკანკალებულხმიანი ვღიღინებ "scared to be lonely"-ს და თითქოს მომენტალურად, შენც ჩემთან ჩნდები... საკუთარ ხელებში ჩემს უსიცოცხლო თითებს იქცევ და უსულო ბაგეებს სიცოცხლით მივსებ...


როდესაც ბოლოს დაგირეკე, შენ ჩემი ხმა ვერ იცანი... გასაკვირი არცაა, რომ წლებმა ჩემი არსებობა გაახმო, თუმცა ეს ყოველოვე ჩემთვის სასიკვდილო იარების მომნიჭებელი აღმოჩნდა... გულში გამუდმებით ვიმეორებდი: "გთხოვ დაბრუნდი... ამ ერთხელაც დაბრუნდი... უშენოდ სამყარო ნაცრისფერია... მოდი... კვლავ მაგრძნობინე შენი სითბო, რომელიც სიცოცხლით მავსებდა უწინ... ისევ ისეთი თვალებით მიყურე, როგორც ეს მხოლოდ ნამდვილ შეყვარებულ ადამიანს შეუძლია..." თუმცა შენ ყურმილი დაკიდე, რის შემდგომაც ჩემი ლოყები ცრემლების სასაფლაოდ გადაიქცა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent