სვანების ანგელოზი (საცდელი თავი)
სვანეთის ერთერთი სოფლის, სახელად მესტიის ტყიდან შავი ცხენი ისე მოქროდა თითქოს ფრთები ქონდა და ჰაერში აფრენას ლამობდა, მის ზურგს ხუჭუჭა გრძელ და ჟღალ თმიანი გოგო ამშვენებდაა. ის ისეთი ლამაზი იყო თვალს ვერავინ აშორებდა, ორივე ერთად ისე გამოიყურებოდნენ თითქოს არამიწიერი არსებები ყოფილიყვნენ. გოგონა როგორი ლამაზი და უცნაური იყო ისეთი ლამაზი და განსხვავებული სახელი ერქვა ათანასია ჟორჟოლიანი, მართლაც რომ იშვიათი სახელია არა? კი კი მე არასდროს შემხვედრია ამ სახელის მატარებელი. ათანასიას ზედმეტ სახელად სვანების ანგელოზს ეძახდნენ, ძალიან კეთილი იყო და მხიარული , ვერ იტანდა უსამართლობას და ყოველთვის ცდილობდა სამართლიანი ყოფილიყო ყველას მიმართ. სოფელში არ არსებობდა ადამიანი ვინც მასზე ცუდს იტყოდა პრინციპში ვერც იტყოდნენ ის ხომ ქალბატონმა თინიმ და ბატონმა შეთემ გაზარდა, ეს ორი ადამიანი ათანასიას ბებია და ბაბუა არიან . ათანასია 6-7 წლის იყო როცა მშობლები დაეღუპა ავარიით, (ახლა 18წლისაა) მართალია პატარა იყო მაგრამ მაინც ძალიან განიცადა მათი დაკარგვა მამას აღმერთებდა ისე უყვარდა დედაც ძალიან უყვარდა მაგრამ მამა მაინც განსაკუთრებულად, მხოლოდ ძმა დარჩა თორნიკე ჟორჟოლიანი, გოგონაზე 2წლით უფროსია. და-ძმა მშობლების სიკვდილის შემდეგ უფრო დაახლოვდა, ყველგან ერთად დადიოდნენ და და-ძმური ურთიერთობის სტერეოტიპს არღვევდნენ, არასდროს ჩხუბობდნენ თორნიკე თავის დას ყოველთვის იცავდა და არავის აძლევდა იმის იფლებას რომ ათანასიას ცუდად მოქცეოდა მოკლედ სასწაული ურთიერთობა ქონდა ამ ორს. ათანასია ძალიან გავდა დედას ნაკვთებით მისნაირი სწორი და პატრა ცხვირი, სქელი მარწყვისფერი ტუჩები ქონდა მხოლოდ ორი რამ განასხვავებდა დედასგან პირველი თვალის ფერი მას ლურჯი ზღვის ფერი თვალები ქონდა როგორც მამას და მეორე თმის ფერი თმით ბებიას გავდა ათანასია და ძალიან მოსწონდა თავის თმა, თითქმის სულ გაშლილი თმით დადიოდაა იშვიათად თუ ჩაიწნიდა, არასდროს იჭრიდა თმას ამიტომაც ძალიან გრძელი თმა ქონდა მისი გრეგნობის გამო ყოველთვის ყურადღების ცენტრში ხვდებოდა მას კი ეს არ მოსწონდა ამის გამო ხშირად მოსვლია კამათიც. ათანასიას ყავდა ასევე ბიძაშვილები ნიკა და ლიკა ჟორჟოლიანები ნიკა ამ ოთხიდან ყველაზე დიდი იყო 21წლის შემდეგ თორნიკე მოდიოდა 20წლის ხოლო გოგონები ტოლები იყვნენ ერთ კლაში სწავლობდნენ და უმაღლესშიც ერთ უნივერსიტეტში მოხვდნენ. მათ კიდე ყავდათ ერთი დაქალი/კლასელი დადი გვიჩიანი და კიდევ თოკოს და ნიკას ძმაკაცი სანდრო არაბული . მოკლედ ეს ექვსეული ერთმანეთზე გიჟდებოდა, მართალია ბიჭები უკვე 3 წელია რაც თბილიში ცხოვრობენ მაგრამ ხშირად ჩადიოდნენ გოგოებთან და ცდილობდნენ სულ ერთად ყოფილიყვნენ. ***ათანასია*** 3დღე იყო დარჩენილი თბილიში წასვლამდე , ამიტომ ვცდილობდი ისე შემეგრძნო სვანეთის ჰაერი, რომ შემდეგ ჩამოსვლამდე მყოფნოდა. ჩემ ცხენთან ოსტვინდთან ერთად ტყეში დავსეირნობდი და როგორც კი მზემ ჩასვლა დააპირა მაშინვე ტყიდან გამოვედი. ჩემი ძმა დღეს ჩამოდიოდა და მინდოდა სახლში დავხვედროდი ამიტომ სწრაფად გავაჭენე ცხენი და ჩემი სახლის გზას დავადექი, თან მახსენდებოდა ყველა ის მომენტი რაც ამ ადგილებში გამიტარებია, ჩემი ყველა ბედნიერი წუთი ამ ადგილებს უკავშირდებოდა ასევე ცუდიც მაგრამ უფრო მეტი კარგი იყო. უკვე სახლთან ახლოს ვიყავი ჩემი ძმის მანქანა რომ შევამჩნიე სახლისკენ მიმავალი წამოვეწიე და თვითონაც შემამჩნია სიგნალებით ამიკლო მე კი გამეცინა აშკარად მარტო თოკო და სანდრო არ იყო ვიღაც ბიჭიც ეჯდა უკან. სასწრაფოდ შევარდი საჯინიბოში ცხენი დავაბი და გარეთ გამოვედი ჭიშკარი გავუღე ჩემ ძმას და როგორც კი გადმოვიდა მანქანიდან მაშინვე ზედ შევახტი -ჩემო ანგელოზო როგორ მომენატრე(თოკო) -მეც ძალიან მომენატრე თოკსონ(მე).... პ.ს გამარჯობა ტკბილებო და თბილებო, ეს ჩემი პირველი ისტორიაა ვიცი ძალიან ბევრი შეცდომები მექნება გრამატიკულადაც და ისეც ამიტომ ძალიან გთხოვთ ძააან არ გამაკრიტიკოთ დამწყები ვარ ბოლოსდაბოლოს???????? ველოდები თქვენს კომენტარებს თუ მოგეწონებათ აუცილებლად გავაგრძელებ და შევეცდები თქვენი შენიშვნებიც გავითვალისწინო???????????? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.