შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვალენტინა -9- +18 (დასასრული)


1-04-2020, 22:44
ავტორი Moonlight17
ნანახია 6 765

***
სინაზის, სიმშვიდის და ჰარმონიის ხმა ჩემში რაიდერის წარმოსახვას აღძრავს და თვალები მეხუჭება. შორიდან მომავალი ხმა თითქოს ჩემთან ახლოს მისი ხელის ფორმას იღებს და მე თითქმის შეუმჩნევლად მისკენ სახეს ვატრიალებ. იმის წარმოდგენით, როგორ ნელა ჩავუდებდი თავს მტევანში და სრულად ვიგრძნობდი მისს თითებს ლოყაზე. ნახევრად უკვე შეტყუებული ვარ სიზმრების ღრმა ტყეში. მიჭირს წინადადების დასრულება, არადა ლაპარაკი მინდა. ნელ-ნელა უფრო ბუნდოვანდება გამოსახულება და მე მხოლოდ დასრულების ღილაკისთვის ვასწრებ თითის დაჭერას.
- რაიდერ! - ხვნეშით წამოვვარდი. ოფლად ვიღვრებოდი. სახეზე ხელები კანკალით მოვიკიდე და დამშვიდებას ვეცადე თავი საშინლად მტკიოდა. დივანზე ჩემს გვერდით რაიდერი იწვა და ბავშვივით ეძინა. ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, სიზმარში დავიყვირე მისი სახელი, თუ ეს ყველაფერი რეალურად მოხდა. უკვე თენდებოდა. ფეხზე ბარბაცით წამოვდექი და ტანსაცმელი ჩავიცვი. უჩვეულო სიცივემ დამიარა სხეულში. ნელ-ნელა რეალობას ვუბრუნდებოდი და ყველაფერი ნაცრისფერდებოდა. ეს ნამდვილად არ მომწონდა, თუმცა სხვა გზა არ მქონდა. ბოლომდე ჩაცლილი ბოთლი მანიშნებდა, რომ საკმარისზე მეტითაც კი გავიჭყიპეთ და ასევე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ. გულზე თაფლივით გადამესხა უჩინარი სითხე, რომელიც ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრიდა. რაიდერით ჩემში არსებულ სიცარიელეს ვივსებდი. წარმოდგენა არ მქონდა რამდენად დიდი მიზიდულობა მაკავშირებდა მის მიმართ, ან საერთოდ გრძნობა თუ ერქვა ამას. მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ჩვენი ურთიერთობა მომწონდა იმ ეტაპზე როგორც იყო და არაფრის შეცვლას ვაპირებდი. ნეტავ თვითონ რას ფიქრობს?! თუმცა ეს ნაკლებად უნდა მაინტერესებდეს.
ყავა სწრაფად გავიკეთე. სანამ გაცივდებოდა გრილი შხაპი მივიღე და სხეული მოვადუნე. კუნთები საშინლად მოთენთილი მქონდა. მუცელიც საკვებს მთხოვდა.
მოკლედ რომ ვთქვა, ალბათ ორი საათი მოვუნდი საკუთარი თავის მოწესრიგებას, რომ ისევ ადამიანს დავმსგავსებოდი და ნორმალურად მემოძრავა.
ლეპტოპს ვუახლოვდებოდი, როდესაც რაიდერი წამოდგა. ავტომატურად გამეღიმა მისი ლურჯი თვალების დანახვისას. სრულიად შიშველი იყო და როგორც ვატყობდი, არც ჩქარობდა სხეულის დაფარვას. დაბნეულმა, ოდნავ შესიებული სახით გამოიხედა ჩემსკენ და თავი მოსალმების მიზნით დამიკრა.
- ჩაცმას არ აპირებ? - მივახალე და ლეპტოპს მივუბრუნდი. ჩასართველ ღილაკს თითი დავაჭირე და შავ ეკრას მივაშტერდი.
- ყოველი ახალი დღე ახალ ელფერს იძენს. - თავისთვის ჩაიდუდუნა. ნაბიჯების ხმით მივხვდი, რომ მიახლოვდებოდა. არც შევმცდარვარ. ზურგიდან ვიგრძენი ხელების მოხვევა. შემდეგ დაიხარა და თავი კისერში ჩამიდო. მისი ცხელი გამონასუნთქი ტაოს მაყრიდა. ხმადაბლა ჩაიცინა და მზერა ლეპტოპის ეკრანის სასუალებით გამისწორა. თავი ჩავხარე და ოდნავ გავატრიალე. ტუჩები უხერხულად მოვკუმე, რომ ღიმილი დამემალა.
- კიდევ არ ჩაგიცვამს? - სიცილით, ხმადაბლა ვკითხე. თავი უარყოფის ნიშნად დამიქნნია.
- ასე გულახდილად არავისთან მისაუბრია დიდი ხანია და არავის უსაუბრია ისეთი წრფელი სიტყვებით, როგორც შენ წუხელ.
გამომიტყდა და მხარზე მსუბუქი კოცნა დამიტოვა. თვალები ძალაუნებურად მიმენაბა. მოსაცმლის ელვა შესაკრავი მშვიდად გამიხსნა. შიგნით მხოლოდ ერთი, თხელი მაისური მეცვა. მის ქვეშ დაიწყო ხელის შეცურება.
- სამუშაო მაქვს, რაიდერ... - ჩამეცინა.
- ჰმმ... მოიცდის. - ბოხი ხმით ჩამჩურჩულა ყურში. ხელი გავამოძრავე და მისას შევახე. მარტივად შემეძლო გამეჩერებინა, მაგრამ მინდოდა რომ ამის გაკეთება?! ჯანდაბა, ვალენტინა! ეს კაცი გონებას გაკარგვინებს! ჩემს გაცხელებულ სხეულს მისი ცივი თითები ეხებოდა, მიკვირდა, საერთოდ ორთქლი რომ არ ამდიოდა. თვალები დავხუჭე. სიცხიდან სიცივეში გარდამავალმა მომენტმა ცივი ოფლი დამასხა. ვგრძნობდი როგორ მეჭიმებოდა სხეულის ყველა კუნთი მორიგეობით.
- ნუ მაგიჟებ - სრულიად მოულოდნელად აღმომხდა და თვალები გაოცებისგან ვჭყიტე. გაოგნებულმა გავატრიალე თვალი და მის ღიმილს შევეჩეხე. არ დააყოვნა და ბაგეები მჭიდროდ მომაბჯინა. კოცნა არ შეუწყვიტავს, ერთ ადგილას გაყინული ხელი უფრო ზემოთ ასწია. როგორც კი ჩემს მკერდს შეეხო ისევ ყრუდ ამოვიკვნესე. - ხომ გაგაფრთხილე, ნუ მაგიჟებთქო! - ვერ გამეგო, ვეჩხუბებოდი, თუ უბრალოდ საკუთარ თავს ვანთავისუფლებდი ფიქრებისგან. ნელ-ნელა კისერზე გადავიდა. ცალი ხელი მკერდზე ედო, მეორეთი კი ტანსაცმლისგან მანთავისუფლებდა.
წარმოუდგენელი ძალით წამომახტუნა. ჩემი ლეპტოპი უხეშად გასწია და მაგიდაზე შემომსვა. ხელები მხრებზე მოვხვიე და გადავიხარხარე.
- კიდევ თუ გააგრძელებ საუბარს, იცოდე რომ ეგ უარესად აღმაგზნებს. - ღიმილით მიპასუხა და ჩემსკენ გადმოიწია. საჩვენებელი თითი ტუჩებზე მივადე და გავაჩერე. თვალებით მიკოცნიდა მთელ სახეს, ამაში ეჭვს ვერც შევიტანდი. მსიამოვნებდა მისი ვნებისგან გაცეცხლებული თვალების ყურება. ყურ რომ დამეგდო, მის აჩქარებულ გულისცემასაც გავიგონებდი. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, საათებს გავატარებდი მისი ნასიამოვნები, ჟინიანი თვალების ყურებაში, თუმცა საკუთარმა თავმა ნამდვილად მძლია. ნელა წავიწიე მისკენ და ტუჩები ტუჩზე მივადე. არ მიკოცნია. მიმიხვდა თამაშ და მსუბუქად ჩაეღიმა. თავს იკავებდა, მაგრამ მისი რეფლექსები სულ სხვას ამომდნენ. წელზე მოხვეულ ხელს იმდენად მიჭერდა, ასე რომ გაეგრძელებინა დალურჯება არ ამცდებოდა.
ნელა დავიწყეთ კოცნა. ყველანაირი სიჩქარის გარეშე. ფეხები წელზე შემოვხვიე და ინერციით ჩემსკენ მოვწიე.
-მინდა თვალები გაახილო, მასში ამოვიკითხო როგორ იწვი და კანკალებ. - ჩემს პირში ამოიდუდუნა და ქმედება შეაჩერა მხოლოდ ხელებს ამოძრავებდა, რითიც ტანსაცმლისგან მანთავისუფლებდა. მხოლოდ საცვლის ამარა ვიყავი დარჩენილი. მისმა სიტყვებმა ჭკუიდან შემშალა, თუმცა მეც ხომ იგივეს ვხედავდი მის თვალებში?
- მინდა შენი რიტმიდან ამოვარდნილი სუნთქვა დავითვალო,.. მინდა შენი მკვეთრად შემოჭდენილი ფეხები ვიგრძნო, მინდა მოვისმინო როგორ გიხშირდება პულსი... - ცალი ხელი ბარძაყზე მომისვა და მოფერება დამიწყო. თვალებს მთელი ძალით ვაჭერდი ერთმანეთს და ტუჩებს ვიკვნეტდი. წამებში სრულიად გამაშიშვლა. სახე ძალიან ახლოს, ყურთან მომიწია და ორივე ხელი წელზე მომხვია. ცოტაც და ალბათ შევევედრებოდი, რომ ჩემთვის ეკოცნა.
მოულოდნელად, ნელი ბიძგით შემოვიდა ჩემში, რამაც მაიძულა მთელი ძალით მოვჭიდებოდი მის სხეულს. გამეცინა, სიამოვნებისგან აკრუტუნებულს გამეცინა და უარესად დავიწყე ტუჩების კვნეტა, რომ როგორმე ხმა შემეჩერებინა. ყურის ბიბილოზე მსუბუქი კოცნა დამიტოვა და ჩამჩურჩულა:
-მინდა მიყვირო, რომ უფრო ღრმად შევიდე შენში. მინდა, რომ ხელში ჩამადნე... ვალენტინა.
- ჯანდაბასაც წაუღიხარ, რაიდერ! - სიცილით ამოვილაპარაკე და ფრჩხილები მთელი ძალით ჩავასე მხრებზე. თვალები გავახილე და მის გაცეცხლებულ სილურჯეებს შევეჩეხე. არ დაუყოვნებია, მაშინვე თვალები მინაბა და ტუჩებზე დამეძგერა მხეცივით ვკოცნიდით ერთმანეთს. წამის მეასედებში ყველანაირი მოძრაობა იმდენად დააჩქარა, თითქოს სადმე გვეჩქარებოდა. ძალიან კარგად იცოდა, რომ საუბრით უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა და ამით თვითონაც კმაყოფილდებოდა. იმდენად სწრაფად მოძრაობდა, უკვე ეჭვი მეპარებოდა, რომ მაგიდა ბოლომდე გაგვიძლებდა. ხის და ძველებური იყო. წესით ამაზე არ უნდა მეფიქრა. სუნთქვის დარეგულირებას ვერ ვახერხებდი. თავი უკან გადავაგდე და კვნესას ღრმა სუნთქვა მივაყოლე. რასაც ერთდროული კულმინაცია მოყვა.
თვალები ძალიან ნელა გავახილე. ერთმანეთს ნასიამოვნები სახით ვუყურებდით. ვიცოდი, ორივეს უამრავი რამის თქმა გვინდოდა, მაგრამ სანაცვლოდ მხოლოდ სიცილი ავტეხეთ.
მესამე პირს რომ ჩვენთვის შემოეხედა, ნამვილად იტყოდა რომ ორ შეშლილ ადამიანს უყურებდა. ალბათ ასეც იყო. დალაგებული არც ერთი ვიყავით.
- გაითვალისწინე რომ საშინელ ნაბახუსევზე ვარ. სხვა დროს შემეხვეწები გაჩერდიო.
გაიცინა. თითქოს თავი იმართლა. ზურგი შემაქცია და ჩაცმა დაიწყო.
- ბატონო რაიდერ, ფრთხილად იყავით ძალადობისთვის არ გიჩივლოთ.
ყურებამდე გამეღიმა და მაგიდიდან ჩამოვედი. აქაურობა ნამდვილად უნდა დამელაგებინა. მას მივბაძე და ტანსაცმელი სხეულს დავუბრუნე. ლეპტოპს ხელი დავავლე და დივანზე წამოვჯექი.
- ახლა მართლა უნდა ვიმუშაო.
- მე ხელი არ შემიშლია. - ღიმილით მომიახლოვდა და შუბლზე მსუბუქი კოცნა დამიტოვა. მისგან ეს ჟესტი ძალიან მეუცხოვა. მეტიც, იმდენად რომ თვალი გავაყოლე, როგორ გავიდა სამზარეულოში. კოპებ-შეკრული მივჩერებოდი.

საკუთარ აგარაკზე ყოფნისას დროის აღქმა საერთოდ დავკარგე. წუთები წამებად მეჩვენებოდა, საათები წუთებად და ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე.
დიდად რუტინა არ შემცვლია. უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა სუფთა ჰაერზე მუშაობა. ფილიპის საბუთები უკვე შედგენილი იყო. ქალაქში დაბრუნება იყო მხოლოდ საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერი სისრულეში მომეყვანა. რამდენიმე დღეში მომიწია ქეროლისთვის სიმართლე მეამბო. ოღონდ ის ფაქტი გამოვტოვე, რეალურად მკვლელი ვინც იყო და მაშინვე ფილიპი დავასახელე. რათქმაუნდა ვთხოვე, რომ არავისთვის ეთქვა. გაოგნებული ქერა მას შემდეგ კანკალით მესაუბრებოდა ხოლმე. ალბათ ხვდებოდა, რომ ჩემთვის ერთადერთი ცოცხლად მყოფი მშობლის დაკარგვა დიდ ტკივილს გამოიწვევდა, თუმცა ცდებოდა.
ისიც არ ვიცი, რეალურად რას ვგრძნობდი. საერთოდ არ მეცოდებოდა მამაჩემი. ალბათ ბლეიკი რომ მყვარებოდა და ისევ ერთად ვყოფილიყავით, უეჭველი იყო, დეპრესიაში ჩავარდნილი ჭკუიდან გადავიდოდი, ან საკუთარი ხელით გამოვასალმებდი მამაჩემს სიცოცხლეს. ასეა, ცხოვრება რაც უფრო დიდ ტკივილს გვაყენებს ადამიანს, მით უფრო გვიმუშავდება იმუნიტეტი. ისეთივე ცივსისხლიანები ვხდებით, როგორც გარშემო მყოფები. ეს კიდევ ერთი ფაქტია იმისა, რომ გარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე.
რაიდერზე ძებნა ოფიციალურად იყო გამოცხადებული. მისი ბინა გადაუჩხრეკიათ, როგორც გავიგე. რათქმაუნდა მისთვის არ მითქვამს. წარმოდგენა არ მქონდა, რა რეაქცია ექნებოდა. შეიძლება ძალიან გაბრაზებულიყო. 6 დღის შემდეგ, თითქოს მიივიწყეს ეს ამბავიო და ისე ინტენსიურად აღარ ჩხრეკდნენ ქუჩებს, როგორც თავიდან. ეს კარგი იყო, მაწყობდა. ზეგ გამოვაცხადებდი მას უდანაშაულოდ და თავისუფლად შეძლებდა ქალაქში დაბრუნებას.

***
ბუხართან ორივე ვიწექით ჩახუტებულები. გულთან მიკრული მყავდა და ოდნავ წამოზრდილ წვერზე ვეფერებოდი.
- ალბათ გამიჭირდება შენთან ყოფნის რუტინას გადავეჩვიო. - განაწყენებულმა ამოილაპარაკა და თვალებში შემომხედა. გამეღიმა.
- ჩემთან ყოფნის რუტინა, 80% სექს მოიაზრებს, რაიდერ.
- არა მარტო, ვალენტინა... უცებ გამოჩნდი ჩემ ცხოვრებაში, დაუკითხავად და შეცვალე ყველაფერი. ჩემი ძმის ამბავი რომ მომელენებინა კლუბში ვატარებდი დღეებს. ბევრჯერ დავაპირე წასვლა და ვერცერთხელ გავბედე. ალბათ გული მიგრძნობდა, რომ შევხვდები ქალს, რომელიც ყველაფრის დაძლევაში დამეხმარებოდა. მომხიბლე სასწაულად შენი უბრალოებით, გამბედაობით, ბავშვურობით და ამავდროულად ქალურობით. ყოველ დაკითხვაზე თავბრუს მახვევდი. - გამეცინა. - არვიცი, უბრალოდ შენთან კარგად ვგრძონობ თავს.
მისი საუბარი სიყვარულის ახნსას გავდა. თან ისეთი ვნება ანთებული თვალებით მეუბნებოდა ამ ყველაფერს, მართლა გულქვა უნდა ვყოფილიყავი, რომ სხვაგან გამეხედა და ეს სიტყვები დამევიწყებინა.
- ხვალ ქალაქში ვბრუნდები. გასაღებს დაგიტოვებ და ზეგ შენც შეძლებ დაბრუნებას.
წამოვჯექი და ცეცხლის ალს გავუსწორე თვალი.
- სახლში წასვლას შევძლებ?
- გასაღები მე მექნება. გაგაგებინებ სად შემხვდე და მოგცემ. - გავუღიმე. ვაანალიზებდი, რომ მასთან ღიმილის გარეშე საუბარი უკვე აღარ შემეძლო.
***
- არასწორია! რაღაც შეცდომაა! - კაცის დაბნეული ხმა ექოდ ისმოდა მთელს შენობაში. - თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ვის ექცევით ცხოველივით! ყველა საკადრის პასუხს მიიღებთ! - ხმა შიგადაშიგ უწყდებოდა. აცრემლიანებული თვალებით ვიდექი მეორე კორიდორში. ეს სევდის ცრემლები არ იყო. უფრო სიხარულის. წინასწარ სიხარულის, რომ ვიცოდი როგორი დიდი ტვირთი მომეხსნებოდა როდესაც ეს ყველაფერი დასრულდებოდა. ღრმად ამოვისუნთქე და ცრემლები შევიმშრალე. მატიასი მომიახლოვდა. ხელში საბუთები ეჭირა. თავი მსუბუქად დამიკრა, რითიც მანიშნებდა რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ანაბეჭდები უკვე ფილიპს ეკუთვნოდა.
- იარაღი სად არის?
- ვალენტინა, დარწმუნებული ხართ რომ ამის გაკეთება გინდათ? - ეჭვით გადმომხედა მატიასმა.
- ყოველთვის ყველაფერში ეჭვი შეგაქვს, მატიას. ოდესმე ისეთი რამ გამიკეთებია, რაც მინანია?
- თავი უარყოფის ნიშნად გააქნია. წარბები ავუწიე და გავუღიმე. ამოიხვნეშა. თმა ცალი ხელით აიქექა და კედელს მსუბუქად მიეყრდნო.
- მანქანაში დავტოვე.
- იმედი მაქვს, საბარგულში და არა ყველასთვის თვალსაჩინოდ. - თავლები ავუბრიალე. გული გამალებით მიცემდა. პერანგის პირველი ღილი ფრთხილად შევიხსენი.
- რათქმაუნდა.
- მოგვიანებით გამოგართმევ. თავიდან უნდა მოვიშორო.
სუნთქვის გაკონტროლება მიჭირდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მინდოდა რაიდერი ჩემს გვერდით ყოფილიყო. უბრალოდ მისი გვერდით ყოფნაც კი უდიდეს მხნეობას შემმატებდა, ვიცოდი. კედელს თავი მსუბუქად მივადე და თვალები მივნაბე. საბუთებს ხელი ფრთხილად მოვუჭირე, რომ არ დაკუჭულიყო. თვალწინ ჩამიქროლა ბავშვობის კადრებმა. როგორ თავდაუზოგავად შრომობდა ფილიპი, იმისთვის რომ ერთადერთ ქალიშვილს თავისი ბიზნესი შეყვარებოდა. თუმცა რა გაეწყობოდა. მე რეალობა ვარჩიე, ყალბი ხალხის გარემოცვაში ყოფნას - მარტოობა. წამითაც არ ვნანობდი ჩემს გადაწყვეტილებად.
საკუთარი თავი დავარწმუნე, რომ ეს ერთ-ერთი საქმე იყო, რომელიც უნდა მომეგვარებინა და არანაირ განსაკუთრებულ ფაქტორს არ შეიცავდა. დაცვას გვერდით ამოვუდექი და კარის სახელურს ხელი მჭიდროდ მოვხვიე. ლითონის სახელურის ტემპერატურამ უცნაური შეგრძნება მომგვარა. გულისრევის შეგრძნება მომემატა, მაგრამ მერჩივნა ისევ საკუთარ რეფლექსებზე მეფიქრა, ვიდრე ფილიპის ღრიალისთვის დამეგდო ყური.
- აბა, აქ ვინ გვყავს?! - ყურებამდე გაღიმებულმა შევაღე კარი. დაცვა უკან მოვიტოვე და ფილიპის წინ მაგიდაზე ერთი ხელის მოსმით დავყარე საბუთები. ორივე ხელით დავეყრდენი და მისკენ მსუბუქად გადავიწიე. თვალებში ჩავხედე, რომელიც გაოცებისგან გაფართოებული მომჩერებოდა.
- ფილიპ ფორბსი. საინტერესოა... ეს სახელი ერთ დროს მამაჩემს ეკუთვნოდა. - საბუთებს დანანებით დავხედე, თუმცა ესეც თამაშის ერთერთი ნაწილი იყო. რასაც ამ ოთახში გავაკეთებდი, რეალობისგან ძალიან შორს იქნებოდა. - სისულელის თქმა არც გაბედო, „მამიკო“. გვისმენენ და მინდა შეგახსენო რომ ყველაფერი, რასაც იტყვი. ერთი სიტყვაც კი, შენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული. მე გაძლევ იმის პირობას, რომ როგორც არ უნდა ეცადო ახლა თავის გამოძვრომას, მაგასაც შენს წინააღმდეგ გამოვიყენებ!
გაფითრებული მომსთერებოდა. ტუჩები ოდნავ ჰქონდა დაშორებული ერთმანეთს. გაოგნებისგან დაჭყეტილი თვალები სწრაფად შეეცვალა და ცივსისხლიანი ქვეწარმავლის გამოხედვას დაემსგავსა. რამაც ღიმილის უფრო გაზრდა მაიძულა. მის მიმართ ზიზღი უფრო და უფრო მეზრდებოდა. ვრწმუნდებოდი, რომ მასში ადამიანური არაფერი იყო დარჩენილი. თვალებში ვუყურებდი და სიბრალული მიპყრობდა. მე ამ კაცს არ ვიცნობდი.
- ლენა... რაღაც გაუგებრობა მოხდა. - ესეც ასე, როგორც ველოდი პირველ გეგმად თავის შეცოდება გადმოწია. ხელები გადავაჯვარედინე და სკამზე მოწყვეტით დავეშვი. საზურგეს მივეყრდენი და მომუშტული ვაგრძელებდი მის ცქერას. - წარმოდგენა არ მაქვს, აქ რატომ ვარ. ან შენ რატომ ხარ ასეთი გაბრაზებული...
- ლენა არა, ვალენტინა მქვია. მაგ სახელის დაძახების უფლება, მხოლოდ მამაჩემს ჰქონდა!
- ლენა! მე ვარ მამაშენი! მე! - მარცხენა ხელი საკუთარი თავისკენ გაიშვირა. აანალიზებდა, რომ ჩემთან თავს ვერ დაიძვრენდა და ტონს ავტომატურად აუწია.
- არა. მამაჩემი დიდი ხნის წინ მოკვდა. - ვიგრძენი, რომ მზერასთან ერთად სიტყვებით გავყინე. აჩქარებული გულისცემა ნელ-ნელა შემინელდა და თავი მშვიდად ვიგრძენი. - საქმეზე გადავიდეთ, ხომ? ბევრი დრო არ მაქვს.
რათქმაუნდა დრო თავზე საყრელად მქონდა. არსად მეჩქარებოდა, მაგრამ რაც უფრო ნაკლებს გავატარებდი მასთან, მით უკეთესი.
- ბრალი გედება ჩემი ყოფილი საქმროს, ბლეიკის მკვლელობაში. უფროსწორად ბრალი არა, ისედაც ვიცი რომ შენი გაკეთებულია ყველაფერი.
- აფსურდია! ვალენტინა, თავგზა გაქვს არეული. კაცის სიყვარულმა შეიძლება გადაბრმაოს, მაგრამ საკუთარი ოჯახით აპირებ შურისძიებას?! - ქვედა ტუჩი აუთრთოლდა. ხვდებოდა, რომ მისი საქმე უკვე წასული იყო.
- იცი რა?! საერთოდ არ ვიყავი ვალდებული რომ შენ გაგსაუბრებოდი, მაგრამ მსიამოვნებს როგორ ვუყურებ შენს შეშინებულ თვალებს. პატარა თაგვს გავხარ, ხაფანგში რომ გამოამწყვდევენ და იქიდან გამოძვრენის შანსი ნულს უდრის. რაც შეეხება ბლეიკს, მასზე საუბრის უფლება არ გაქვს. ძალიან შეცდი, რომ იფიქრე მე და ბლეიკი ერთად ვიყავით. არასწორი ნაბიჯი გადადგი. ალბათ, რომელიმე ჩემი თანამშრომელი რომ დაგეყენებინა მის გზაზე, უფრო ვინერვიულებდი.
- მაპატიე, ვალენტინა... - ხელების უაზროდ ქნევა დაიწყო. არა, ეს ნამდვილად არ იყო მამაჩემი... - არ ვიცოდი.
- რათქმაუნდა, საკმარისად არ ღელავდი საკუთარ შვილზე რომ მისი პირადი ცხოვრება გცოდნოდა. ახლა კი, გვერდიდან შემოვლებს მოეშვი და საქმეზე გადადი. - შევუღრინე. ვცდილობდი საკუთარი თავი მეკონტროლებინა. ზედმეტი არაფერი მეთქვა, რადგან ჩვენს დიალოგს სასამართლოზე მოსამართლეც მოისმენდა. პატარა შეცდომაც კი არ მაწყობდა.
- რომელ საქმეზე?
- რატომ მოკალი ბლეიკი?
- მე არ მომიკლავს! - ჩასისხლიანებული თვალებით დაიღრიალა და ხელები მაგიდას უხეშად დაარტყა.
- რამდენიც არ უნდა იძახო, რომ ეს შენ არ გაგიკეთებია, აზრი არ აქვს, ფილიპ. ვისზეც არ უნდა გაიშვირო თითი, მაგასაც არ აქვს აზრი. იარაღზე შენი თითის ანაბეჭდებია. მე კი მშვენიერი მოხსენება მაქვს დაწერილი იმის შესახებ, თუ როგორ ვერ იტანდი ჩემი და ბლეიკის ურთიერთობას. - გავუღიმე და საბუთი გადავაწოდე. გაოგნებულმა დახედა. რათქმაუნდა მიხვდა, სიმართლეს. მაგრამ რაც არ უნდა ეთქვა ნამდვილად არ ჰქონდა აზრი. უკვე განწირული იყო.
- მე მხოლოდ.... - ესეც ასე, როგორც იქნა ნებდება! - მე მხოლოდ მინდოდა რომ ამ თამაშებს მოშვებულიყავი. ვიფიქრე, რომ ბლეიკი გაკავებდა ბიზნესისგან. ის თუ არ გეყოლებოდა გვერდით, სახლში დაბრუნდებოდი და გვერდით ამომიდგებოდი.
თვალებზე ცრემლები მომადგა. გული კვლავ ამიჩქარდა და საკუთარი თავის მიმართ სიბრალულის გრძნობა გამიჩნდა. ასეთი ცოდო ვიყავი?! ჯობდა არ მეფიქრა, თუ ვინ გამიმეტა ამისთვის, თორემ აქვე და ახლავე საწერი კალმით დავთხრიდი თვალებს. მისი სიტყვები ექოსავით ჩამესმოდა.
- დასანანია. დედას მაგივრად შენ უნდა ლპებოდე ცივ მიწაში. - თავჩახრილმა, კბილებში გამოვცერი და შემდეგ თვალებში შევხედე. ხმა იმდენად მშვიდი მქონდა, ვიცოდი ადრე თუ გვიან აქედან რომ გავიდოდი რაიმეს დავლეწავდი. მის თვალებში ზიზღი უარესად გაიზარდა, ისევე როგორც ჩემსაში. ეს საუბარი უნდა დამესრულებინა. არ მინდოდა ჩემი ცრემლები ენახა.
- დასანანია, რაც იფიქრე. დასანანია, რომ საკუთარი შვილი არასდროს გყვარებია. - სიმწრით გავუღიმე და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. - საუბარი იწერება. ანუ აღიარებ, რომ ბლეიკი შენ მოკალი?
- არა!
- იცოდე, რომ უკანასკნელად მხედავ. იცოდე, რომ ინანებ შენს საქციელს და როდესაც ერთადერთ შვილს ინატრებ, გაგახსენდება რომ მისთვის არ არსებობ.
ფეხზე წამოვდექი. უკანასკნელად შევხედე თვალებში, საბუთებს ხელი დავავადე და უკან მოუხედავად გამოვედი. გრძელი კორიდორი მატიასთან ერთად სწრაფად გავიარე. კედელს მივეყრდენი და ღრმად ამოვისუნთქე. დასრულდა... ნუთუ ნადვილად დასრულდა?... მატიასს დაბნეულ თვალებში შევხედე და გულწრფელად გამეღიმა.
- საქმეს დახურულად ვაცხადებ. - ტუჩებ მოკუმულმა ამოვილაპარაკე და მსუბუქად გადავეხვიე.
სახლში გვიან მივედი. მთელი დღე ღიმილი არ მომშორებია სახიდან. სამხილი ბავშვობის ჭაში მოვისროლე. სახლში მისულმა წითელი ღვინო გავხსენი და სანახევროდ გავივსე ჭიქა. ჩვეულებრივ დღის დასასრულს ასე ვიქცეოდი ხოლმე, თუმცა ახლა საკუთარ თავისუფლებას ავღნიშნავდი. ასე კარგად, დიდი ხანია თავი არ მიგრძვნია. ფანჯრის რაფაზე ჩამოვჯექი და აციმციმებულ ვარკვლავებს მივაშტერდი.
- მაპატიე ბლეიკ... შენ ჩემს გამო აღარ ხარ ცოცხალი. თუ მხედავ, ან ამ ყველაფერს თუ ხედავ რაც აქ ხდება, იცოდე, რომ ყველაფერი დასრულდა. გთხოვ ისააკს აპატიე. ყველაფრისთვის პასუხს ფილიპი აგებს.... - ტუჩები მსუბუქად დავისველე წითელი სითხით და საუბარი განვაგრძე. - ვიცი, ძალიან სულელი გამოვიყურები ახლა, როდესაც ვარსკვლავებს ვესაუბრები და წარმოვიდგენ, შენ ხარ. მშვიდად განისვენოს შენმა სულმა. იმედი მაქვს მანდ, სადაც არ უნდა იყო ერთამანეთს შევხვდებით. შემდეგ უკეთესად მოგიყვები დედამიწურ ამბებს და ერთად ვიცინებთ. როგორ ვნანობ, რომ საერთოდ ურთიერთობა დავიწყეთ. ჩვენგან ნამდვილად კარგი მეგობრები დადგებოდა. - სინანულით ჩავილაპარაკე ბოლო სიტყვები და სასმელი ბოლომდე ჩავცალე.
***
დაძინებამდე რაიდერს შეტყობინება გავუგზავნე, რომ მისთვის ქალაქში დაბრუნება უსაფრთხო იყო.
დღისით ენერგიით გავიღვიძე. სასამართლო ორ საათში გაიმართებოდა. რათქმაუნდა იქ შესვლას არ ვაპირებდი. მე ხომ დავპირდი ფილიპს, რომ უკანასკნელად მხედავდა. და ასეც იქნებოდა... კლასიკურად გამოვეწყვე, ქუსლებზე შევდექი და სასამართლოსკენ გავემართე. მანქანა ოდნავ მოშორებით გავაჩერე. იქვე, შენობის გვერდით სკამზე მოვკალათდი და სიგარეტს მოვუკიდე. მზიანი ამინდი იყო,არემარეს ჩიტების ჭიკჭიკი ახალისებდა. მე თუ მკითხავთ, ახლა ყველა წვრილმანი და დეტალი ღიმილს მგვრიდა. თუმცა მაინც ფიქრებში ვიყავი ჩაძირული. ვერ შევამჩნიე, ისე მომიჯდა ვიღაც გვერდით. ხმა რომ ამოიღო, მხოლოდ მაშინ გავიხედე.
- არ აპირებთ შესვლას? - მატიასმა მზის დასაჩრდილად ხელი შუბლზე აიფარა და სიგარეტი ტუჩებშორის მოიქცია.
- არა. არ მინდა მის ყბედობებს ვუსმინო. ისედაც ვიცი, როგორც დამთავრდება პროცესი. - მხრები ავიჩეჩე.
- მალე დასრულდება ისედაც... - ამოიხვნეშა - რაიდერ ფლინია მოსული.
- მართლა? - გაკვირვება ვერ დავმალე და მაშინვე თვალების აქეთ-იქეთ ცეცება დავიწყე.
- შიგნით, სხდომას ესწრება.
- ღმერთო, იმედი მაქვს რაიმე სისულელეს არ იზამს... - შუბლზე ხელი მოვისვი. ერთდროულად ხუთი ათასი აზრი მქონდა. აღარ მინდოდა რაიმე არეულიყო. უბრალოდ მინდოდა ამ ყველაფერს ჩაევლო და შემდეგ ჩვეულებრივი ადამიანის უაზრო ცხოვრებით ვიცხოვრებდი.
- ცოტა გავესაუბრე, იმიტომ რომ დამაეჭვა მისმა ყოფნამ. უბრალოდ მითხრა რომ ფილიპის ნახვა უნდოდა და არაფრის თქმა აპირებდა. - მხრები აიჩეჩა მატიასმა და სიგარეტი სანაგვეში ჩააგდო. შვება ვიგრძენი. ნამდვილად გულზე მომეშვა მისი სიტყვები. ფეხზე წამოვდექი. მატიასს მადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის, რაც ამ დროის განმავლობაში ჩემთვის გააკეთა და გადავეხვიე. სანამ სხდომა დასრულდებოდა, დრო როგორმე უნდა გამეყვანა. შენობას რამდენჯერმე შემოვუარე ნელი ნაბიჯებით. ნამდვილ გიჟს ვგავდი, ვინმეს რომ ჩემთვის შემოეხედა. მაგრამ მშვიდ გიჟს. საკუთარ ფიქრებზე გამეღიმა. ქუჩის მეორე მხრიდან დავინახე, როგორ ჩამოიარა კიბეები მძიმედ რაიდერმა. გაურკვეველი გამომეტყველება ჰქონდა. თავი რომ ასწია და დამინახა, ჰაერში ხელი ფრთხილად აღმართა და ოდნავ გამიღიმა. ხელით ვანიშნე რომ ჩემთან მოსულიყო. გზა ნელი ნაბიჯებით გადმოკვეთა და ორი ნაბიჯის მოშორებით დადგა. თავი ოდნავ გვერდით გადავხარე და მსუბუქად გავუღიმე.
- აბა?... შენს აქ გამოჩენას არ ველოდი. - სიჩუმე დავარღვიე.
- მე ის გამიკვირდებოდა, შენ რომ შიგნით დამენახე.
- მომიყვები რა ხდებოდა? - კიდევ ერთხელ ვკითხე და საკუთარი მანქანისკენ გავუძეხი. მანქანაში ჩავსხედით. ჩემსკენ გადმოიხარა და ღრმად ამოისუნთქა.
- განაჩენი გამოტანილია. ჩასვამენ. უბრალოდ... იმ კაცის ნახვა მინდოდა ვინც ჩემი ძმის ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. შენიც... - ბოლო სიტყვა კანკალით ამოილაპარაკა.
- საბოლოოდ, აღიარა? - ინტერესი შიგნიდან მღრღნიდა.
- დუმილი არჩია. თუმცა ეცადა, რომ ბრალი შენზე დაედო... - უხერხულად შეიშმუშნა. თვალებში ისე შემომხედა, ეგონა რომ ჯავრს მასზე ვიყრიდი. სერიოზული სახე სწრაფად შემეცვალა და გულიანად გამეცინა. ჩემს საქციელზე უარესად დაიბნა.
- ფილიპი ნახე რა... აშკარად დეფორმაციას განიცდის, მისგან მეტს მოველოდი. - თავი სიცილით გავაქნიე.
- ასე თქვა, ბლეიკი და ვალენტინა ხშირად კამათობდნენ ხოლმეო. შენზე თქვა რომ ემოციურად გაუწონასწორებელი ხარ და შესაძლოა თავისუფლად მოგეკლა.
- ორი სიტყვა სიმართლე უთქვამს, რა გინდა. - მხრები ავიჩეჩე და მანქანა დავქოქე.
- სად მივდივართ? - გარკვირვებულმა გადმომხედა და ღვედი შეიკრა.
- ფორბსების დიდება უნდა დაგათვალიერებინო. არ იფიქრო, რომ გახარბებ ან რაიმე მსგავსი. რაღაც ნაწილი შენზე გადმოვაფორმე. - მშვიდად ვუთხარი და სიჩქარეს მოვუმატე.
- კარგად არასდროს ხუმრობდი, ვალენტინა. - ბრაზით ამოილაპარაკა.
- ვინ გითხრა, რომ ვხუმრობ. შენი ძმა ოჯახით რომ დაბრუნდება ვფიქრობ მოეწონებათ. მაინც, იმხელა სახლია რამდენი ბავშვიც არ უნდა ვაჩინო, ვერ გავავსებ. ასე რომ...
ხმაჩავარდნილი მომშტერებოდა მთელი გზა რაიდერი. წამითაც არ გაუხედავს სხვაგან. ცოტა არ იყოს შემაშინა მისმა რეაქციამ, მაგრამ ყურადღება არ მივაქციე.
სახლი უსიტყვოდ დავათვარიელებინე. ფაქტიურად, მეც ვათვარიელებდი. დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ, რაც ყველა ოთახი მქონდა ნანახი. საკუთარი ბავშვობის ოთახში როგორც კი შევედი, ნოსტალგიამ ცუნამივით დამარტყა. რაიდერს მივუბრუნდი და ჩავეხუტე. ძლიერი მკლავები უმალვე შემომხვია და გულში ჩამიკრა. თითქოს დრო გაჩერდა, არ გქონიათ ასეთი მომენტი? გავაანალიზე რომ ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ჩემი და რაიდერის თვალები ერთმანეთს შეეჩეხა. რა იყო ეს? ეს იყო ყველაზე დიდი მონატრება, თითქოს თვალებით ერთმანეთს ვეფერებოდით და მონატრებას ვიკლავდით.მე ყოველთვის მქონდა დანაკლისის გრძნობა ცხოვრებაში. ყოველთვის მენატრებოდა ის ადამიანი, რომელიც უსიტყვოდ გამიგებდა და მე ის ვიპოვე. არ ვიყავი დარწმუნებული, ეს ის გრძნობა თუ იყო, რასაც ხალხი სიყვარულს ეძახის, თუმცა ის კი ვიცოდი, რომ მის გაშვებას არსად ვაპირებდი.
ცხოვრებამ შეიძლება ზურგი გაქციოს, მაგრამ იმდენად ძლიერი უნდა იყო რომ ის შენსკენ მოაბრუნო, იმედი არ დაკარგო. თუ დაგაგდო, ღიმილით უნდა წამოდგე და უთხრა რომ მისი არ გეშინია. ყველა ნაბიჯის გადადგმისას არის საფრთხიე, ყველა ამოსუნთქვისას, მაგრამ ძლიერი უნდა იყო. უნდა დაამარცხო ყველა და ყველაფერი. მხოლოდ მაშინ იქნები ბედნიერი!
- ყველაფერი კარგად იქნება, ვალენტინა. - თმა ცალი ხელით ამიჩეჩა და ყურში ჩამჩურჩულა. - სურვილი ჩაიფიქრე.
- რა? - ჩამეცინა. თვალებში შევხედე. წარმოდგენა არ მქონდა რა ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა მომწონდა. - კარგი, ჩავიფიქრე. - თვალები დავხუჭე და გავიღიმე.
- ახლა მითხარი რა ჩაიფიქრე. - თვალები გავახილე. ნათლად ვხედავდი ლურჯი სფეროების გარშემო ცეცხლის ალს, როგორ კაშკაშებდა. სუნთქვა შემეკრა და პულსი ამიჩქარდა. - ან არ მითხრა, მე გაძლევ პირობას, რომ აგისრულდება. - გამიღიმა. ნელა მოსწია თავი ჩემსკენ. შუბლზე მაკოცა, შემდეგ ცხვირზე და ასევე მისწვდა მოწყურებული ბაგეებს.
- უკვე ამისრულდი, რაიდერ. ჩემი ყველა სურვილი შენ გიკავშირდება.

***
პრესა სწრაფად ალაპარაკდა. „ ცნობილი ჟურნალ-გაზეთის მფლობელი, ფილიპ ფორბსი, მკვლელობის ბრალდებით გადაიყვანეს წინა საპატიმრო განყოფილებაში. მისი ერთადერთი ქალიშვილი, ვალენტინა ფორბსი უარს აცხადებს ინტერვიუზე. დეტალებთან წვდომა სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. პრესა ვარაუდობს, რომ ოჯახში მკვლელობის ამბავმა შიდა განხეთქილება გამოიწვია.
ოფიციალური ბრალდების თანახმად, მთლიანი „ფორბსის“ ქონება, ბატონი ფილიპის მემკვიდრეს, ვალენტინა ფორბს გადაეცემა. ქალბატონი ფორბსის გადაწყვეტილებით, ქონების ნახევარი თავშესაფრებს მოხმარდება.
დილის ცნობების თანახმად, ბატონი ფორბსის ციხეში გადაყვანიდან რამდენიმე წუთით ადრე, მომუშავე პერსონალმა ფილიპი განყოფილებაში გარდაცვლილი იპოვა. დაცვა ირწმუნება, რომ დამნაშავემ ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.“

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი Hickie

თვალები გამიბრწყინდა, მეთქი მუნლაითი და ჰეფი ენდები? ეჭვი შემეპარა ავტორის მარგად ყოფნაში :დდ მაგრამ შენ რის მუნლაითი ხარ, შენებური პილპილი თუარ მოაყოლე.
მაგრამ დავინახე შენს მცდელობას, რომ ეცადე მთლად ცუდად არ დაგესრულებინა.

ახლა რაც შეეხება ისტორიას... არ ველოდი რომ ასე მალე დასრულდებოდა თუმცა შესაფერის დროს დასრულდა ნამდვილად. არაფერი დამაკლდა. კითხვაც არ დამრჩა. ვალენტინამ ბოლომდე მაინც არ მისცა “დაბრო” რაიდერს მაგრამ რადგან საკუთარი სახლი დაუთმო გული მიგრძნობს მომავალში განვითარდება მათი ურთიერთობა. რომც არ განვითარდეს რა ეტაპზეც არიან ისედაც უგებდნენ ერთმანეთს.

ფილიპი... ფილიპი ყველაფერს იმსახურებდა რაც მიიღო. გული კი დამწყდა ცოტათი ასე რომ დააბრმავა ფულმა მაგრამ რეალობას უნდა შევეგუოთ:(

ახლა კი შენ, ავტორო. უმაგრესი რომ ხარ ალბათ იცი ისედაც. მაგრამ კიდევ ერთხელ გაგიმეორებ ამას!! არ დაიკარგო გელოდები ახალი ისტორიით. მაინტერესებს ამჯერად მთვარის რომელ ფაზას დაგვანახებ მკითხველს ❤️

 


№2  offline მოდერი Moonlight17

Hickie
თვალები გამიბრწყინდა, მეთქი მუნლაითი და ჰეფი ენდები? ეჭვი შემეპარა ავტორის მარგად ყოფნაში :დდ მაგრამ შენ რის მუნლაითი ხარ, შენებური პილპილი თუარ მოაყოლე.
მაგრამ დავინახე შენს მცდელობას, რომ ეცადე მთლად ცუდად არ დაგესრულებინა.

ახლა რაც შეეხება ისტორიას... არ ველოდი რომ ასე მალე დასრულდებოდა თუმცა შესაფერის დროს დასრულდა ნამდვილად. არაფერი დამაკლდა. კითხვაც არ დამრჩა. ვალენტინამ ბოლომდე მაინც არ მისცა “დაბრო” რაიდერს მაგრამ რადგან საკუთარი სახლი დაუთმო გული მიგრძნობს მომავალში განვითარდება მათი ურთიერთობა. რომც არ განვითარდეს რა ეტაპზეც არიან ისედაც უგებდნენ ერთმანეთს.

ფილიპი... ფილიპი ყველაფერს იმსახურებდა რაც მიიღო. გული კი დამწყდა ცოტათი ასე რომ დააბრმავა ფულმა მაგრამ რეალობას უნდა შევეგუოთ:(

ახლა კი შენ, ავტორო. უმაგრესი რომ ხარ ალბათ იცი ისედაც. მაგრამ კიდევ ერთხელ გაგიმეორებ ამას!! არ დაიკარგო გელოდები ახალი ისტორიით. მაინტერესებს ამჯერად მთვარის რომელ ფაზას დაგვანახებ მკითხველს ❤️


როგორ გამახარე!
პირველ რიგში უღმესი მადლობა.
გამიხარდა, რომ მოგეწონა. და კიი მართლა ვეცადე იმას, რაც აღნიშნე :დ
ვეცადე, რომ ყველაფერი სამართლიანად დამესრულებინა და ეს მკითხველმა თუ დაინახა, ძალიან მიხარია.
ვეცდები არ დაგეკარგოთ heart_eyes

 


№3 სტუმარი Gvanci

მთლიანობაში ისტორია შედგა ძლიერ დამოუკიდებელ ქალზე. რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომსამართალს ეზეიმა! ეს არ იყო რომანი ან სასიყვარულო ისტორია. პატარა დეტექტივი იყო, რომელიც ძალიან მომეწონა!

 


№4  offline მოდერი Moonlight17

Gvanci
მთლიანობაში ისტორია შედგა ძლიერ დამოუკიდებელ ქალზე. რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომსამართალს ეზეიმა! ეს არ იყო რომანი ან სასიყვარულო ისტორია. პატარა დეტექტივი იყო, რომელიც ძალიან მომეწონა!

ძალიან მიხარია რომ მოგეწონა kissing_heart

 


№5 სტუმარი სტუმარი Liza

უკვე ვიცი, რომ ვინმე უნდა მოკვდეს ხოლმე შენს ისტორიებში :დ ან უკვე მკვდარი უნდა იყოს. შენი ხელწერაა და არ ღალატობ.
არ იფიქრო რომ ვამბობ ცუდიათქო პირიქით მე მომეწონა. მსუბუქი ისტორია იყო კარგად წასაკითხი. აბა შენ იცი ახალ ისტორიას ველოდები

 


№6  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი Liza
უკვე ვიცი, რომ ვინმე უნდა მოკვდეს ხოლმე შენს ისტორიებში :დ ან უკვე მკვდარი უნდა იყოს. შენი ხელწერაა და არ ღალატობ.
არ იფიქრო რომ ვამბობ ცუდიათქო პირიქით მე მომეწონა. მსუბუქი ისტორია იყო კარგად წასაკითხი. აბა შენ იცი ახალ ისტორიას ველოდები

დიდი მადლობა ❤️ ჩემთვის თქვენი აზრი მნიშვნელოვანია.

 


№7  offline წევრი sofo_sofia13

ოჰჰ ღმერთოროგორ ვგიჟდები მე შენს მოთხრობრნზე შენი მოთხრობის თითოეული პერსონაჟი მიყვარსსს... ცოტა კი მეუცნაურა მეტკი რა ბედნიერი დასასრული აქვს ტკო მაგრამ ბოლოს დააგვირგვინე :დ <3 ...ვგიჟდები შენზე მუნლაით დაიმედია დიიდიხნით არ დაგვეკარგები

 


№8  offline მოდერი Moonlight17

sofo_sofia13
ოჰჰ ღმერთოროგორ ვგიჟდები მე შენს მოთხრობრნზე შენი მოთხრობის თითოეული პერსონაჟი მიყვარსსს... ცოტა კი მეუცნაურა მეტკი რა ბედნიერი დასასრული აქვს ტკო მაგრამ ბოლოს დააგვირგვინე :დ <3 ...ვგიჟდები შენზე მუნლაით დაიმედია დიიდიხნით არ დაგვეკარგები

სოფო, გამაღიმა შენმა კომენტარმა :დ დიდი მადლობა და გამიხარდა, რომკმაყოფილი დარჩი ❤️

 


№9  offline წევრი მე♥უცნაურე

შემეცოდა ფილიპი სასიკვდილოდ, მაინც...
თუმცა რას ვფიქრობ იცი, ციხისთვის უფრო დაგენანა იქნებ, იქ რომ წამებით ამოხდენოდა სული, შედარებით მშვიდად მოკალი.

ვალენტინა და რაიდერი კი, ჩემს წარმოსახულ მომავალში, ერთად არიან, რადგან ძალიან უხდებიან ერთმანეთს.
ავსებენ ისე, რომ მაგათი გაყოფა ვეღარ წარმომიდგენია.

მომენატრება ამის მოლოდინი, თუმცა ვფიქრობ, სწორ დროს დასრულდა. ზედმეტად აღარ გაწელე.

ვალენტინა ძლიერი ქალია, რომელიც ეცადა სიმშვიდე მოეპოვებინა.
მთელი ისტორიის მანძილზე, ამისთვის იბრძოდა თითქოს და მიაღწია კიდეც!

მადლობა, კარგი იყო❤️

 


№10  offline მოდერი Moonlight17

მე♥უცნაურე
შემეცოდა ფილიპი სასიკვდილოდ, მაინც...
თუმცა რას ვფიქრობ იცი, ციხისთვის უფრო დაგენანა იქნებ, იქ რომ წამებით ამოხდენოდა სული, შედარებით მშვიდად მოკალი.

ვალენტინა და რაიდერი კი, ჩემს წარმოსახულ მომავალში, ერთად არიან, რადგან ძალიან უხდებიან ერთმანეთს.
ავსებენ ისე, რომ მაგათი გაყოფა ვეღარ წარმომიდგენია.

მომენატრება ამის მოლოდინი, თუმცა ვფიქრობ, სწორ დროს დასრულდა. ზედმეტად აღარ გაწელე.

ვალენტინა ძლიერი ქალია, რომელიც ეცადა სიმშვიდე მოეპოვებინა.
მთელი ისტორიის მანძილზე, ამისთვის იბრძოდა თითქოს და მიაღწია კიდეც!

მადლობა, კარგი იყო❤️



პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა!
იცი ფილიპის შემთხვევაში მართალი ხარ.
გამიხარდა, რომ მოგეწონა ჩემი გადაწყვეტილება და მინდა გითხრა რომ ისტორიის სათქმელსაც სწორად მიხვდი ❤️
ვალენტინამ საბოლოოდ მიაღწია სიმშვიდეს და სამართალს ❤️

 


№11 სტუმარი სტუმარი ლიკუნა

ეს რა ქარცეცხლი დასასრული მოგვიწყე მუნლაიიით.
ძალიან დიდი ქიმია იგრძნობა ამ წყვილში თუ რაც ჰქვიათ. ძალიან მომეწონა

 


№12  offline მოდერი Moonlight17

სტუმარი ლიკუნა
ეს რა ქარცეცხლი დასასრული მოგვიწყე მუნლაიიით.
ძალიან დიდი ქიმია იგრძნობა ამ წყვილში თუ რაც ჰქვიათ. ძალიან მომეწონა

დიდი მადლობა ❤️

 


№13 სტუმარი მარიი

ძალიან კარგი იყო

 


№14  offline მოდერი Moonlight17

მარიი
ძალიან კარგი იყო

❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent