შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვინტაჟები


2-04-2020, 01:36
ავტორი effystonem
ნანახია 8 519

ახლა რომ ვიხსენებ ამ ამბავს სახეზე ღიმილი მიკრთება...
უბრალოდ ერთია როცა, თბილი, ტკბილი თან საშიში თან მარტოსული , მაგრამ მაინც უკვდავად რომანტიული ოთხმოცდაათიანების შვილი ხარ,
და მეორე როცა დაუვიწყარი მოგონებები გაკავშირებს მასთან.
იმ დროინდელ თბილისში
ბევრი რამ იყო,
გასახსენებელიც და დასავიწყებელიც...
იყო დავიდოვები, პარლამენტები,კაიფში ჩარჩენილი ახალგაზრდები , შეშლილი და განუმეორებელი სიყვარულის ისტორიები, ძმაკაცის გამო თავგანწირვები,მოტაცებები, ჯინსის ქურდობები, წამალზე გაყიდული ურთიერთობები, მოსული და არმოსული „პონტები“,ჩარკვიანები და ზღვის გადაცურვები,თვითმფრინავის გატაცებები, ომში წასული მსახიობები,ტანკებით გადათელილი ქუჩები და ჩაცხრილული დუდუ დადიანები...
ეს იყო ქალაქი, სადაც არაფერი იმალებოდა,
ქალაქი სადაც ყოველთვის გამოგიწვდიდნენ დახმარების ხელს,
მოკლედ თბილისი იყო ურთიერთობა... არა პირიქით ურთიერთობა იყო თბილისი.
* * *
მეთერთმეტე კლასს რომ ვამთავრებდი, მაშინ გავიცანი ყიფიანი .
თუმცა, სანამ დემეტრემდე მივიდოდეთ , კეკეზე უნდა გიამბოთ,
ანუ:
დევდარიან ნიკუშზე,
ჩემზე,
და ერთი იტალიური ეზოს ომგამოვლილ მეგობრობაზე.
*გაცნობა*
შვიდი წლის რომ ვიყავი მაშინ შემოდგა ჩვენს იტალიურ ეზოში ფეხი დევდარიანმა... ზუსტად მახსოვს სამი იანვარი იყო,
ბედობა დღე , თბილისს აუარებელი თოვლი ფარავდა, ნიკუშამ რომ აიღო და კარგად გამკვრივებული, შემდგარი თოვლის მასა სახეში რომ მხია,
ჰო აი ასე, უბრალოდ ადგა და მხია.
მერე ამ ამბავს ყველა სიცილით ვიგონებდით ...
მაგრამ თქვენ მაშინ უნდა გენახათ , ისეთი ამბავი ავწიე მთელმა ქუჩამ ჩვენს ეზოში მოიყარა თავი…
გაგიკვირდებათ და გიჟი ნიკონდრეც კი შეუფერებლად გაოგნებული უსმენდა ჩემს ისტერიკებს...
დევდარიანი ბოდიშს არ იხდიდა, მე კი არ ვჩერდებოდი, ბოლოს მხოლოდ ის მახსოვს როგორ ამიყვანა ლილიკომ სახლში, უკიდეგანოდ შეურაცხყოფილი და გაფითრებული.
დევდარიანი კი მაცილებდა, ოღონდ მხოლოდ მზერით,
იდგა იქ, ქვევით ეზოსა და ხალხის შუაგულში...
იდგა მისეულად, მისი ირონიული სახის მიმიკით და გაჯგიმული დგომის მანევრით...
ხო, მისეულად.
მერე მთელი ცხოვრება
ათასში,ასში და ათიათასშიც რომ ვარჩევდი აი, ისე.

* * *
ეს ყველაფერი ბევრად უფრო ადრე მოხდა,
მაქამდე ვიდრე“ ნინაკა“ გავხდებოდი აბაშიძე.
მაშინ უბრალოდ ნინა ვიყავი...
ოთხ იანვარს საბოლოოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩვენს ეზოში კეკემ.
მერე იყო, მთელი პლეხანოვის ბავშვები, რომ სახლთან აკითხავდნენ მონატრებულ უბნელს.
მერე, ჩემი და ნიკუშას გაუთავებელი და ყოველდღიური ჩხუბისგან დაღლილი სამეზობლო.
მერე ეზოს ბოლოში გასაბერ აუზში რომ მაყვინთავა,მძინარეს ყურში მარილი რომ ჩავაყარე, ჩემს საყვარელ თოჯინას რომ გულის ოპერაცია“ გაუკეთა „ და გაბრდღვნილ, გაუბედურბული, სახლის წინ დამიდო.
უცხოეთიდან ჩამოტანილი ფეხბურთის ფორმა რომ დავუჭერი.
მოკლედ ასეთი რამდენი, ფანტაზია კი უშრეტი.
მერე, ერთი წლით მოსკოვში რომ წავიდა მამამისთან გახსოვთ?
როგორ არა აუცილებლად გემახსოვრებათ,
მაშინ იყო,თვით ვაკის მშვენება, ნუცა ახვლედიანი რომ სახეჩამომდნარი დაიარებოდა მთელი ერთი წელი.
თავიდან მიხაროდა, მერე მთელი სიმძიმით გამეჩხირა ყელში მისი არყოფნა
და მაშინ მოხდა სასწაული, ჰოო მაშინ ჩემთვის ჩუმადაც კი ვაღიარე რომ მომენატრა.
ერთი წელი დიდი დრო აღმოჩნდა...
ეგ ჩემთვის თორემ, აბა ახლედიანს ჰკითხეთ?

*შერიგება*
ჩემი დაბადების დღე იყო.
მაშინ ცხრა წლის გავხდი,
ბავშვებით გაჭედილ მისაღებში რომ შემოვიდა, ხელში ჩვენი მეზობელი თამაზას უცხოური ჯიშის ვარდები ეჭირა... ოღონდ, ისე კიარა ბანალურად, ფესვებიანად იყო ამოთხრილი.
ჩემთან მოვიდა ლოყაზე მაკოცა და „დაბადების დღეს გილოცავ ნინაკა“-ო მითხრა.
ეგ დღე იყო რომ შევრიგდით, და მაგის მერე არცერთი დღე არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში მის გარეშე.
ეგ დღე იყო ნინაკა რომ გავხდი აბაშიძე.
მაგ დღის მერე მთელი თბილისი აღიარებდა ჩვენს მეგობრობას.
ზოგადად ჩემს შაბათის იდილიას და არამარტო ჩემსას დარწმუნებულივარ, არღვევდა თევზის კაცი დათიკო, ჩამოუყვებოდა მთელს ვერას და ბოლოს კეკელიძესაც მოადგებოდა... მერე იწყებოდა მონოტონური და ყველა გარე მოვაჭრისთვის დამახასიათებელი დაყენებული ხმით :
-„თევზიიიიიი თევზიიი“- ყვიროდა დათიკო და იღვიძებდა მიძინებული კეკელიძეც.
ზოგი აგინებდა, ზოგი ევაჭრებოდა,ზოგი ერთ-ორს მოსდებდა კიდეც, ძილის დარღვევისთვის, წარმოგიდგენიათ? რამდენჯერმე გაქურდეს კიდეც,მაგრამ დათიკო მისას მაინც არ იშლიდა.
ოთახში ლილიკო შემოვიდა, ტუმბოზე ყავა დამიდგა დიდი ფინჯნით და ფარდები გადასწია.
ძილბურანში მყოფს მზემ აშკარად თვალები მომჭრა და გაუაზრებლად დავიწყე ბუზღუნი.
ლილიკო ერთადერთი იყო ვისთან ერთადაც თბილისში ვცხოვრობდი.
დედა და მამა საზღვარგარეთ იყვნენ.
ბებიაჩემი ყველას უყვარდა... ვერის ყველაზე ინტელიგენტ ქალად ითვლებოდა ჩემი ლილიკო,მართლა, ყველაზე ჭკუამხიარული ადამიანი იყო ვისაც ვიცნობდი.
რუსულს და ქართულს ერთმანეთში ურევდა და ამას დამატებული ყველაზე დახვეწილი საუბრის მანერა ჰქონდა...
ახლა რომ ვიხსენებ ისე მენატრება... მინდა ისევ ჩემთან იყოს...
ისევ მისებურად შემოჰქონდეს ჩემს ცხოვრებაში ფერები.

ოთახიდან გასულ ლილიკოს ფეხდაფეხ მივყვები და სამზარეულოში მის წინ ვჯდები.
-ბებიკო გაიგე?-იწყებს დიალოგს.
-რა ლილიკო, რამე მოხდა?
-გუშინ ნიკუშას და ბიჭებს უჩხუბიათ ვაკელებთან, ისეთი ამბავი იყო ვერა-ვაკის ხიდი გადაუკეტავთ,დღეს დილით გამოუშვიათ საპატრულოდან, წინასწარ დაკავების იზოლატორში ჰყოლიათ თურმე მთელი ღამე.
-რისთვის უჩხუბიათ ართქვეს?- ლილიკომ ისეთი სახით გამომხედა,
უცებ მივხვდი.
ვიკითხე ის რაზეც პასუხი აშკარა იყო.
უცებ დავლიე ყავა, ჩავიცვი და ნიკუშასთან ავედი.
კარი მაიამ გამიღო,დედამისმა და ფაქტიურად დედაჩემმაც(არაბიოლოგიურმა რათქმაუნდა).
ზოგადად მაია ხშირად მოგზაურობდა და როცა აქეთ არიყო,ნიკუშას მე ვუუთოვებდი ტანსაცმელს, ვუკეთებდი საჭმელს,ვულაგებდი მუდმივად არეულ სახლს, ამიტომ ორივესთვის ოჯახის წევრი ვიყავი ფაქტიურად.
მაიას რის გამო იჩხუბეს-თქო ვკითხე და ჩემი ეჭვები გადავამოწმე.
-მე არმპასუხობს რო ვურეკავ და იქნებ შენ გიპასუხოს,დაურეკე რაა, მთელი ღამე არმიძინია ნერვიულობისგან.
- არიდარდოო, დუდუსთან იქნებიან უეჭველი,რომივალ დაგალაპარაკებ.-ლოყაზე მაგრად ვაკოცე და უკიდეგანოდ აჭრილი გამოვედი მაიასგან.
და მაინც, როდის უნდა ისწავლოს დევდარიანმა ჭკუა?
*მიზეზი*
არა, მიზეზი ზოგადად ბევრი იყო...
თან ოთხმოცდაათიანებში და თან ვერას და ვაკეს შორის.
მაგრამ აქ ცოტა ბანალურადააა საქმე.
ისევე როგორც ყველა თბილისურ ისტორიებში, აქაც გოგოა მიზეზი,
ერთისთვის ეს გოგო დაა,
მეორესთვის სიყვარული.
ნუცა ახვლედიანზე რომ გეუბნებოდით ხომ გახსოვთ?
ხოდა, გაიზარდა ნუცა და გაიზარდა მისი ბავშვური სიყვარული,ნიკუშას მიმართ.
მერე ისე მოხდა რომ, ნიკუშასაც აღმოაჩნდა თურმე რაღაც გრძნობები.
ვატო ახვლედიანმა კიდევ ვერ აიტანა მისი დის ამდენწლიანი ცალმხრივი სიყვარული და კატეგორიულად აუკრძალა ნიკუშას მასთან მიახლოვება.
იმედია არ ფიქრობთ რომ დევდარიანმა „ვიღაცის“ ნათქვამზე გაიარა.
თუ ფიქრობთ კიდევ,არგცოდნიათ თქვენ არც ნიკუშა და არც მისი სულელური სიამაყე და პრინციპები.
ხოდა აი სადამდე მივიდა...
***
კარები ტასომ გაიმიღო, დადიანმა.
ჰოო, დუდუ დადიანის ერთადერთმა შვილმა და ჩემმა საუკეთესო დაქალმა.
სახეზე შემატყო და სანამ რამეს ვეტყოდი იქმადე მითხრა
-აუუუ ეხა პანიკები არატეხოო რა, მეც დღეს გავიგე, დილის რვაზე დამადგნენ.
ყველა იქ იყო...უფროსწორად ვიყავით, ვერის კოლორიტი ბავშვები.
გოგა (გოგლიკო) მახარაძე, ბექა ბურდული,ნიკუშა დევდარიანი, მე ანუ ნინაკა აბაშიძე, ტასო (ანასტასია) დადიანი და კესო მოდებაძე.
დუდუც იყო იქ...
და თუ თქვენ არ იცით ვინ არის დადიანი, ჭეშმარიტად შემიძლია გითხრათ რომ თქვენ ოთხმოცდაათიანებში არ გიცხოვრიათ.
დუდუ დადიანი ანუ“ ოთხმოცდაათიანების პრინცი“, საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი, ცნობილი კალათბურთელი და გოგონების გულთამბყრობელი.
აი ისეთი ტიპი რაა თამაშებზე რომ მხოლოდ მისგამო დადიოდნენ ხოლმე.
გაუჩერებლად რომ რეკავდნენ სახლის ტელეფონზე თაყვანისმცემლები,
და დუდუც მოთმინებით ეკიდებოდა მათ სიყვარულს.
„არსებობს შემდგარი ადამიანის ფენომენი და დუდუ არის ასეთი’’
ჰო... იყო...
ვინიყო დადიანი ჩვენთვის?
დევდარიანის ნათლია და ჩვენი სამეგობროს ზრდასრული წევრი.
ყველას რომ გვიყვარდა ისეთი...
ერთადერთი იყო, ვინც ბიჭების გაფუჭებულ საქმეს აგვარებდა ხოლმე.
888
მისაღებში ვიდექი და აღსარებას ველოდებოდი,
უფრო დევდარიანისგან ვიდრე დანარჩენებისგან,ყველაფრის თავი თვითონ იყო ხოლმე და ამ სიტუაციაში ხომ საერთოდ...
ხმა რომ არ ამოიღო მე დავიწყე.
-რას აპირებ დევდარიანო? როდემდე შეეწირები მაგ შენს ბავშვურ სიყვარულს?
როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას? ხომ ხედავ რომ არაპირებს დათმობას ახვლედიანი.
მიპასუხე!როდემდე შეწირავ ამ ამბავს ყველა ჩვენგანს? - ვხდავდი ბიჭების დალურჯებულ და ნაცემ სახეს და უბრალოდ არშემეძლო მათთვის ასე მეყურებინა.
უჩხუბიათ,უცემიათ,გალახულან კიდეც მაგრამ ახვლედიანი არა რა,
ყველაფერზეა წამსვლელი უტა.
მე კიდევ ამ ყველაფერში ვერ მივიღებდი მონაწილეობას.
-კაი რა ნინაკ თუ უყვარს რაქნას?-ამოიღო ხმა გოგლიკომ.-მართლა იმ ს*რი უტას გამო ხოარ დაკარგავს?
-ის ს*რი უტა, ნუცას ძმაა გოგა!!
-ბიჭო ვერვხვდებიი რა პროსტა, რა პონტია სიყვარულს რო გიკრძალავს? რაიყო როარ მიეკარები გადაუყვარდები თუ რას აწვება ვერვხვდები, მართლა ს*რია რააა.-დაასკვნა ბურდულმა.
-ისე ამბობენ რო სიმპატიურიაოო და მართალია ნეტა?-იკითხა კესომ და გაბრაზებულმა ბურდულმა რომ გვერდით გაწია ადგა და ტასოს მიუჯდა სამზარეულოში.
-შენ გოგო სულ ბიჭებზე როგორ ფიქრობ?-გაეცინა დუდუს.
-სულ გამოშტერდა მაგ ბიჭებზე ფიქრით ეგ-მწარედ თქვა ბურდულმა და კესოს გაბრაზებული სახე დააიგნორა.
კი, სწორად მიხვდით.
უყვარდა ბურდულს მოდებაძე.
-ნიკუშ რას აპირებ მეთქი-გავუმეორე კითხვა.
წამებში იცოდა აჭრა და მერე ისევ ისე წამებში დამშვიდება.
დავინახე როგორ დაებერა ძარღვები,დაიწყო ღრმად სუნთქვა,ცდილობდა არ ეჩხუბა.
-ნინა მისმინე!-ნინას მხოლოდ გაბრაზებულზე მეძახდა ხოლმე.- არავის ჩარევას არ ვაპირებ ჩემი და ნუცას ურთიერთობაში, არც უტას და მითუმეტეს არც შენ!-ხელების შლაზე და ყვირილზე იყო გადასული,ყველა დადუმებული უსმენდა.-არავინ არგთხოვს ჩემს ამბავს შეეწირო გაიგე?? შენ რომ ჩემი გვერდში დგომის სურვილი გქონდეს ლექციებს არწამიკითხავდი! მადლოობა ნინაა ძაან დიდი მადლობა.-ადგა და დადიანის სახლი ისე დატოვა უკან არც კი მოუხედავს.
ცრემლები მახრჩობდა,პირველად აუმაღლა ჩემთან ხმას ამდენი წლის მანძილზე დევდარიანმა.
-ძაან რთულია მისთვის გესმის? თან ძაან ნანერვიულებია, უტა სახლიდან არ უშვებს ნუცას,საცოდავი გოგო თურმე დღე და ღამე ტიირის-მითხრა და სიგარეტს გაუკიდა გოგლიკომ.
-ხოო რა,თან ხოიცი ეგ გაბრაზებულზე რას ლაპარაკობს არ უკვირდება.
-ბიჭოოო ყიფიანი ჩამოდის გერმანიიიდააან-იყვირა ოთახში შემოსულმა დადიანმა.

უკვე შუა ძილში ვიყავი ნიკუშას ყვირილის ხმა რომ მომესმა და წამოვხტი,
არა ზოგადად მთელი უბანი იყო მიჩვეული მთვრალი დევდარიანის გამოხტომებს,
მაგრამ მაინც ხომ იცით? სიფრთხილეს თავი არ სტკივაო.
ავდექი ფანჯრიდან გავიხედე, ისე რომ არ შევემჩნიე.
პირველი გოგლიკო დავინახე,
აიიი ის რომელია?? აა ჰო, ბურდული.
აი დუდუც, დევდარიანი და მეხუთე აშკარად ვერ ვიცანი.
ეტყობა ჩემმა მზერამ დაწვა, გამომხედა ისე უცებ რომ დამალვაც ვერმოვასწარი,
თავიდან ბოლომდე შემათვალიერაა და ჩაეღიმა.
აი ისე მარტო ყიფიანმა რომ იცოდა.
ფარდა გადავწიე და მერე მივხვდი რომ ტოპის და ტრუსის ამარა ვიდექი ფანჯარასთან.
ხოდა მერე იყო ამის გამო მთელი ცხოვრება დემეტრეს ხუმრობების ატანა რომ მიწევდა.
ჰოდა აი პირველი შთაბეჭდილებაც ამას ჰქვია.



იმედიმაქვს მოგეწონებათ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent